ორი მოწმე (თავი 13)
ერთი თვე ისე გავიდა, დაჩის ლილია არ უნახავს. საავადმყოფოში ყოფნისას ყოველი კარის გაღებაზე დაჩის ელოდა, სულ ელოდა ახლა მომიკითხავს და მოვაო, მაგრამ არა. ბიჭი ჯიუტად არ ჩანდა. მხოლოდ მათი დახსნიდან მეორე დღეს იყო მისული, მოიკითხა და წამოვიდა. ტირილამდე იყო ლილია მისული, ნუთუ მისთვის ამდენად არ ნიშნავდა არაფერს, რომ არც კითხულობდა? ნუთუ სულ არ ენატრებოდა? ახსოვდა როგორ ყვიროდა დაჩი მის დასაცავად და ახლა ამ დისტანციას ვერ გებულობდა. ყოველდღე მოდიოდა მასთან ნატალი და დემნა, მაგრამ არცერთი დაჩის არ ახსენებდა. -ლილი გთხოვ რა_უჩუმრად შემოპარული ნატალი დაადგა აცრემლებულ გოგოს თავზე. -ნატ, მოდი რა _გვერდით მიიჩოჩა და გოგო გვერდით დაიწვინა_უბრალოდ ვერ ვხვდები ნატ, ვერც იმას ასე როგორ შემიყვარდა, როცა მისგან უხეშობის მეტი არაფერი მახსოვს, ვერც იმას თავის გრძნობებზე ასე უარს როგორ ამბობს, ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემდამი რაღაც გრძნობა აქვს, ბოლოს დაგვითბა კიდევაც ურთიერთობა, მაგრამ ახლა? ასე როგორ მიმატოვა? ვერც კი წარმოიდგენ როგორი სასოწარკვეთილი ხმით ეხვეწებოდა მურთაზს ის გაუშვი და მე რაც გინდა მიქენიო. არ ვიცი ერთი თვეა ვფიქრობ და მაინც ვერაფერს ვხვდები. -დაწყნარდი ლილ რა, ყველაფერი დალაგდება, მიენდე მოვლენები როგორც განვითარდება. -ისედაც მასე ვაპირებ ნატ, მე აღარაფერს გავაკეთებ, მეყო უკვე რაც მივიღე გაკვეთილად. მაინც ვერაფერი მოვიგეთ ამითი. -რატო ვერა ლილია, მთელი ქსელი გამოააშკარავეს იმ ფოტოებით. -სამაგიეროდ მე დამენგრა ცხოვრება. -მაპატიე, მაგრამ ვეღარ ვითმენ, გთხოვ მომიყევი რა გაწუხებს, დაჩი ხმას არ იღებს, რა მოხდა? -გადავრჩით ნატ, მთავარი ესაა. არ შემხებიან, ქვემოთ რომ ჩამათრიეს ერთობოდნენ და უბრალოდ ისე აკეთებდნენ, რომ მეყვირა, ალბათ დაჩიზე უნდოდათ გავლენის მოხდენა. გონება რომ დავკარგე საერთოდ მიმაგდეს, იმიტომ რომ იქ აღარ დამხვედრიან. არვიცი დაჩიმ რა იცის, მაგრამ მურთაზს უბრალოდ მისი შეშინება უნდოდა. -ორსულად ვარ... -რაა??? -წარმოგიდგენია? 5 წელია ლილია, 5 წელია შვილი არ გვიჩნდებოდა მე და დემნას. რამდენი ვიმკურნალეთ და შედეგი არიყო, ბოლოს დავნებდით, ღმერთს მივანდეთ და იმ ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გავიგე. -ღმერთო ნატალი რა მაგარია, არ მჯერა, როგორ მიხარია, წარმოგიდგენიაა, მუცელში პატარა გყავს. -როდის გამოგწერენ? -ხვალ მოვდივარ, უკვე ორი კვირაა აქ ვარ. ორი კვირის შემდეგაც არ გამოჩენილა დაჩი. ისიც არიცოდა გამოძიება როგორ მიდიოდა. კიდევ რამდენიმე დღე და მოთმინებამაც უღალატა. ტელეფონი და საფულე ჩანთაში ჩაიგდო და კარიც გაიკეტა. განყოფილებაში ყველა იცნობდა უკვე გატაცების შემდეგ და თავის დაკვრით ესალმებოდნენ. თავდაჯერება სწორედ ბიჭების კარებამდე გაყვა. არა, თუ აქამდე მოვიდა, ახლა უკან ვეღარ დაიხევს. ერთი ჩაისუნთქა ღრმად და სახელურსაც მოკიდა ხელი. -ვაააა, ეს ვინ გვესტუმრაა, როგორ ხარ დაკარგულო?_მაშინვე ღიმილით გამოექანა დემნა, დაჩიმ კი, როგორც შეხედა შემოსული ლილია იყო ისევ მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს მიუბრუნდებოდა, დემნა რომ არა. -ნახე დაჩი ვინ გვიკადრა? არ გეწყინოს ლილ რა, იმდენი საქმეა ვეღარ გნახე რაც გამოგწერეს, სამაგიეროდ გეფიცები ნატალის ყოველდღე ვეკითხებოდი შენს ამბებს, ასე რომ მე და დაჩი სრულიად ყველაფრის საქმის ყურში ვიყავით, როგორც ჩემი კლასელები იტყოდნენ. აჰა, ესეიგი ვაჟბატონი მე არ მკადრულობდა, სამაგიეროდ შორიდან მკითხულობდა არა? მე შენ გაჩვენებ სიშორეს ვაჟბატონო_გამწარებულმა გაიფიქრა ლილიამ და დაჩისკენ წავიდა. -გამარჯობა დაჩი_პირდაპირ თავზე წამოადგა მაგიდასთან მჯდომს. -ლილია_თავის დაკვრით მიესალმა ბიჭიც. -როგორ ხარ? -გმადლობ კარგად, თავად?_ოფიციალურობას არ კარგავდა დაჩი და ლილიას მოთმინების ფიალასაც ავსებდა. -ფანტასტიურად_ჯიქურ შეაშტერდა თვალებში. -ჰმ, მე.... ამ მე გავალ დაჩი, არც მიჭამია დღეს_უხერხულობა ჩახველებით გაფანტა დემნამ და კარები გაიკეტა. -დაჩი..... -ლილია, ბევრი საქმე გვაქ, რამე გადაუდებელია? -შენ რა დამცინი? თვე ნახევარია გაქრი, ისიც არ ვიცოდი ცოცხალი თუ იყავი და მეკითხები რატომ მოვედი? ხვდები ჩემი აქ მოსვლით რა გავაკეთე? -აქ არა ლილია და ახლა არა. -როდის დაჩი? საავადმყოფოში თუ გინდოდა არცერთხელ მოხვედი, სახლში თუ გინდოდა მშვიდად არც იქ მოგიკლია თავი ორი კვირაა გამოწერილი ვარ. სად და როდის მითხარი?_დაჩიმ გაკვირვებულმა ახედა, პირველად შეამჩნია ლილიას ხმაში გულწრფელი ტკივილი გაბრაზებას რომ ჯობნიდა. ჯანდაბა, მიხვდა რომ დააგვიანდა, მიუხედავად იმისა, რომ თავს არიდებდა და სულ ნერვებს უშლიდა, მაინც შეყვარებია, ამ სულელ გოგოს მაინც შეყვარებია. გამომძიებელი კიარა დებილიც კი მიხვდებოდა გოგოს გრძნობებს ისე უყურებდა დაჩის. -კარგი, მოდი გარეთ გავიდეთ. უსიტყვოდ მიყვა ლილია უკან, გიორგის და დემნას ეშმაკური მზერა აიცილეს დერეფანში და გარეთ გამოვიდნენ. -სად წავიდეთ? -ხარაზოვის ბაღში ავიდეთ, ბავშვების ჟრიამულში ვერავინ მოგვისმენს. ლილიამ მხოლოდ თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა. -უკვე თვე ნახევარია საქმეზე არაფერი გამიგია, როგორ მიდის გამოძიება? -მიკვირს ამდენი ხანი რომ გაძელი_ჩაეცინა დაჩის_ ნიას და დემეტრეს საქმე ოფიციალურად დაიხურა. -რაა? როდის? როგორ? რატომ? -სამაჯურის დნმ გიორგისას დაემთხვა. -ყოჩაღ დაჩი, აქამდე ხო ყელამდე ვგრძნობდი შენს პატივისცემას, მაგრამ აი ახლა უკვე აღარ ვიცი არც ის შენ რა გიწოდო, და არც ის როგორი სიტყვებით შეგამკო. კარგი,ისეთი რამ გადაგვხვდა, დამიკიდე, საავადმყოფოში იმდენი ხანი გავატარე დამიკიდე, ყველაფერი გავატარე და დავივიწყე, იმდენად გამართლებდი გაბრაზების მაგივრად მონატრებას ვგრძნობდი და ახლა დგები და ასე მშვიდად მიცხადებ საქმე დაიხურაო და მე წარმოდგენაც კი არ მაქვს ამ დროს რა ხდება. არა, სიტყვებიც ზედმეტია უკვე, ტყუილად მოვედი, უკვე სალაპარაკო აღარაფერია, ამიერიდან მშვიდად იყავი, აღარ შეგაწუხებ, თუ გამოძიებისთვის დაგჭირდებათ რამე დემნამ დამირეკოს. ბიჭის პასუხს არც დალოდებია ისე წამოვიდა, ფეხით ჩაუყვა უნივერსიტეტისკნ გზას და სტუდენტებს შეერია. იმდენად დაწყდა გული თითონაც რომ ვერიფიქრებდა. ვერც მიხვდა ისე ატირდა. ამ საქციელით გული ყველანაირად ატკინა დაჩიმ. კარგი, შეიძლება რაღაც მომხდარიყო და მთელი ეს დრო არ შეხმიანებოდა, მაგრამ როგორ შეძლო და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მკვლელი პოვნა დაუმალა. ამას აღარ ელოდა. ეს მათი საერთო გამოძიება იყო, რომც არ ყოფილიყო ის დაზარალებულის და იყო. ფიქრები ისე ერეოდა თავში ვერც მიხვდა სამსახურს როგორ მიადგა, გამოიცვალა, ფორმა მოირგო და სამუშაოს შეუდგა. იმდენად იყო ფიქრებში ჩაძირული ვერც მიხვდა როგორ მოსაღამოვდა, სანამ უფროსი არ წამოადგა თავზე. -ლილია, რას აკეთებ? -ვმუშაობ_გაკვირვებულმა ამოხედა -კი, მაგრამ შენი სმენა ორი საათია რაც დამთავრდა. -არც კი შემიმჩნევია, მაპატიეთ ამ მაგიდასაც მოვრჩები და წავალ. შეიძლება რაღაც გთხოვოთ? -გისმენ ლილია, თხოვნები ხშირად არ გაქვს. -თუ შესაძლებლობა მექნება, დამატებითი საათებიც მინდა მომცეთ, ეს თვე ნახევარი თითქმი გამოვიყენე და ფული დამჭირდება. -მესმის ლილია და გასაგებია. ვეცდები რამე მოგიხერო. მოდი ასე ვქნათ, სამი საათითს მეტი იმუშავე დღეში და 10 ლარის ნაცვლად 15 გადაგიხდი. -ვაიმე დიდი მადლობა, როგორ დამეხმარეთ._გაუაზრებლად ჩაეხუტა მამის ტოლა კაცს და სითბოც იგრძნო. -არაფრის ლილია, არაფრის_თავზე გადაუსვა ღიმილით თენგომ ხელი. დაჩი უხმოდ დაბრუნდა კაბინეტში, დემნას თვალი აარიდა ისე დაჯდა თავის სკამზე. წესით ისევ საბუთებს უნდა მიჯდომოდა, მაგრამ ვეღარ ფიქრობდა. ვერც გაიგო წესიერად წეხან რა მოხდა. უკვე თავის თავს მაინც უნდა გამოტყდომოდა რას გრძნობდა, ან რა უნდოდა. აღარ შეეძლო ასე გაურკვევლობა, როდემდე უნდა მჯდარიყო საბუთებში და თეთრ ფურცელზე ლილიას სახე დაენახა. -დაჩი... -ახლა არა დემნა რა, ახლა არა_უცებ წამოდგა ნერვებ მოშლილი და ლამის გამოანგრია კარი გარეთ გასვლისას. ისევ პარკს მიაშურა, ცოტა ხნით ჩამოჯდა და ირგვლივ ბავშვების ჟრიამულს გადახედა. ასე არაფერი გაჭირვებია ცხოვრებაში, შიშიც პირველად იგრძნო, პირველად უღალატა სამსახურს. ეს მის საქციელს არ გავდა, ახლა გაურკვევლობა ახრჩობდა. ისე ესიამოვნა ამოვარდნილი ქარი, გაზაფხული ნელნელა მოდიოდა და უკვე ემჩნეოდა ჰაერს ბალახის სუნი. თვალებ დახუჭულმა ამოისუნთქა ღრმად და სუფთა ჰაერით გაივსო ფილტვები. ფიქრი უჭირდა, ვერ გაიგო რა გაეკეთებინა და ისევ ძველი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა. ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა. მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა და მძიმე საუბრისთვის მოემზადა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.