როცა მოვკვდი (თავი მეხუთე)
-იცი, მე...-ენა დამება ზმას ვეღარ ვიღებდი თითქოს ჩემი სახმო სიმებს ვინმე აფერხებდა.-მე... არ მინდოდა ასე მოქცევა, უბრალოდ ასე გამოვიდა. -არ მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა რატომ მოიქეცი ასე, ან რისი მიღწევა გინდოდა, ფაქტი ჯიუტია და ამაზე არც ვდარდობ. უბრალოდ მეტი აღარ მოიტყუო. -შენი და...-გავჩერდი, ვერ ვიაზრებდი რომ დეას ძმა იყო, რომ მისი ნაწლი.-დეა.. დეა უბრალოდ, მე მას არც კი ვიცნობდი, ნანახი მყავს. არ მეგონა რომ ეს რამეს შეცვლიდა. -არც შეცვლიდა, მაგრამ ტყუილი შეცვლის. არ გთხოვ ბოდიშს უბრალოდ გეუბნები რომ მეტჯერ ასე აღარ იცრუო.-ისევ უკან გადაწვა ზურგზე და თვალები დახუჭა, ერთხანს ვუყურე, ვტკბებოდი მისი მშვიდი სახით და მუცელზე დაწყობილი გრძელი თითებით. -იქნებ ჯობდა სხვა სიქალწულე დამეკარგა შენი წყალობით.-ვერც კი გავიაზრე რა ვთქვი იმდენად გამიტაცა მისმა თვალიერებამ, წამიერად ვნებები მომაწვა რომელიც არასდროს არავის მიმართ გამჩენია. პირმა თავისით დაიწყო მეტყველება, მუცლის სიღრმიდან კი ჟრუანტელმა დამიარა. წამიერმა დაბნეულობამ როგორც კი გაიარა, მეც გადავწექი ზურგი შევაქციე, იმედი მქონდა ვერაფერი გაიგონა, მაგრამ შევცდი. თვალები გაახილა და აქეთ იქით უაზროდ დაიწყო ცეცება. -შენ რა სულ გააფრინე?-უცებ ფეხზე წამოხტა.-ჩემი ხუმრობა სერიოზულად მიიღე?-არ ვინძრეოდი მუშტები მაგრად შევკარი რომ ყურებზე ავიფარე. მისი ყვირილის ხმა დამეხშო- გამომხედე, თუ რაიმეს ამბობ, მასზე პასუხიც უნდა აგო. გამომხედე მეთქი.-ჯიუტად არ შევბრუნდი, თვალები ძლიერად დავხუჭე და არ ვინძრეოდი.-სულელი გოგო.-ჩაიბურტყუნა და გავიგონე როგორ გაიარა ქვიან ნაპირზე. ნელ-ნელა ხმა მიწყდა. თვალები გავახილე, წამოვჯექი და ძებნა დავუწყე მაგრამ აღარსად ჩანდა, რამდენიმე წამის მერე დავინახე მხოლოდ რომ მანქანის ფარები ანათებდა, წავიდა. -ღმერთო ჩემო, ეს რა გავაკეთე, რა მემართება, ეს როგორ გავაკეთე, ამხელა კაცი გავაქციე, და მარტო დავრჩი. ღმერთო, ახლა როგორ მოვიქცე როგორ წავიდე სახლში, ან ამ შუაღამეს სად უნდა წავიდე, აქ არავის ვიცნობ. სულელი ხარ, ნამდვილი სულელი ხარ მზეო. ჯობდა სახლში დავტეულიყავი.-მოწყვეტით დავეცი სანაპიროზე და ვიგრძენი როგორ მომდიოდა თვალებიდან ცხელი ცრემლები. ზღვის წყალი პეშვშში მოვიქციე და სახე ჩცამოვიბანე. სულელი ვიყავი, ზედმეტი იყო ჩემი ნათქვამი, მაგრამ ის ისეთი ლამაზი იყო, იშვიათად მინახავს კაცის ასეთი სილამაზე თანაც ის დეას ძმა იყო. მთელიღამე სანაპიროზე გავატარე მარტომ, ჯერ ვტიროდი, მერე მივხვდი რომ აზრი არ ქონდა, ამით ვერაფერს მივაღწევდი ამიტომ ზღვას ცოტა მოვშორდი და სანაპიროზე დავჯექი ხელებში მოვიქციე მუხლები და მხოლოდ ზღვას ვუსმენდი. "ზღვას და საკუთარ გულს უსმინე" სებას სიტყვები მახსენდებოდა. ჩემი გული კი ბობოქრობდა ლამის "საგულედან" ამომივარდა. ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა ფილტვები, სუნთქვა მიჭირდა როცა მახსენდებოდა რა სისულელე წამოვროშე. აგრილდა, მე კი სრულიად მოშიშვლებულ ადგილას ვიყავი თავსაც ვერაფერს შევაფარებდი. არც მოსაცმელი მქონდა რომ ცოტა გავმთბარიყავი, დავნებდი, მეტი რაღა უნდა მომსვლოდა. მაქსიმუმ მოვმკვდარიყავი, ამას ხომ ისედაც დიდი ხანია ვცდილობ. მაგრამ არა, ახლა სიკვდილის დრო არ იყო. პირველად ცხოვრებაში სიცოცხლის სურვილი გამიჩნდა და ახლა უნდა მოვმკვდარიყავი ?! ეს ბევრი დაცინვისგან ყველაზე დიდი დაცინვა იქნებოდა ჩემთვის. როგორც იქნა გათენდა. მზე ნელ-ნელა მოედო არე-მარეს ზღვაც თითქოს ზუსტად ისე სუნთქავდა როგორც ღამე მაგრამ მაინც ძალიან დიდი სხვაობა იყო. ახლა კი ვხვდებოდი რას გულისხმობდა სება ღამის ზღვაში. მას შეგიძლია ესაუბრო შეგიძლია უსმინო, შეიგრძნო, დღე კი მისი სილამაზე ისე მოგჭრის თვალს გონებასაც დაეპატრონება და მხოლოდ იმაზე ფიქრობ თუ როგორ ეხება შენს სხეულს. ტკბები მისი სილამაზით, მისი ცეკვით, მოძრაობით. ეს იყო ის საიდუმლო. -ჰეი, კარგად ხარ ?-ბესო სირბილით მოვიდა ჩემთან -კი კარგად ვარ. შენ აქ რა გინდა? -ჯანდაბა, რამდენი გეძებე, რა გაუკეთე სებას ასეთი რომ გაიქცა? -სად გაიქცა -წავიდა... -სად წავიდა? ჰოარ გაგიჟდა, მე აქ დამტოვა და თითონ წავიდა? -ჰო სახლში წავიდა, სამსახური მიხმობსო, მაგრამ შენზე რომ ვკითხე არც კი შეიმჩნია თითქოს არც კი უნახიხარ. -ჯანდაბა, ამ იდიოტს ვის გადავეყარე, ან შენ რა გინდა მაგ იდიოტთან ნამდვილი ხეპრე. ვითომ მე დავაძალე აქ წამოსვლა. -და რა მოხდა? -არაფერი მნიშვნელოვანი, თითონ გიამბოს ვაჟბატონმა, მე კი სახლში მინდა, გთხოვ გამიშვი სახლში.-ძალაუნებურად ავტირდი არ ველოდი რომ სება ასე მიმატოვებდა, მან ხომ იცოდა რომ არც ფული მქონდა არც ტელეფონი და საერთოდ ხომ იცოდა რომ მასზე ვიყავი მინდობილი. -კარგი, მოდი ჩემთან დამშვიდდი-ხელი მომხვია ბესომ და გულში ჩამიკრა.-წამოდი სახლში მოწესრიგდი ჭამე და ერთად წავიდეთ. მე და ბესო მატარებლით დავბრუნდით შინ. სახლში შესული მივხვდი რომ ერთი დღის დატოვებული სახლი ძალიან მომნატრებია. მაცივრიდან რძე გამოვიღე ხელზე დავისხი და პაოლოს გავუმასპინძლდი. მთელიდღე აივანზე ვიჯექი კალთაში პაოლო მეჯდა ვეფერებოდი, თან სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი.-ჯანდაბა, რით ვერ შევეშვი-საფერფლეში ნახევრად დამწვარი სიგარეტი ჩავაქრე და წამოვდექი. გარეთ გადავიხედე, ქუჩაში თითქმის არავინ იყო. ფიქრი ამეკვიატა სად იყო ახლა სება და რას აკეთებდა, იქნებ ახალ გეგმას სახავდა ჩემს დასაცინად. არა, ამას აღარ შევარჩენ, მარტო როგორ დამტოვა უცხო ქალაქში ღამით, ვინმეს რომ დამსხმოდა თავს, მანიკების მეტი რა დადის ქუჩებში. მთელი საღამო ველოდებოდი სებას როდის გამოვიდოდა სახლიდან ან როდის გამოიხედებოდა ფანჯრიდან, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ სახლში იყო, არ მინდოდა ტყუილად მივვარდდნოდი და შინ არ დამხვედროდა. და აი ისიც გამოჩნდა, უკვე შებინდებული იყო. ღმერთო ასეთი სილამაზე იშვიათობაა. აივნიდან დავძახე მაგრამ არც კი გამომხედა. ამიტომ სწრაფად ჩავირბინე და ვცადე დავწეოდი მაგრამ ამაოდ, სახლში შემასწრო. კარებზე დიდხანს ვაკაკუნე მაგრამ არ გამიღო. -გააღე, მინდა დაგელაპარაკო.-ვაბრაზუნებდი და თან ვყვიროდი-გააღე მეთქი. გგონია ეს შეგრჩება? პასუხს აგებ ამ ქცევისთვის. კარი გააღე სებასტიან. -რა ჯანდაბა გინდა?-კარი გაიღო და გაცეცხლებული სებასტიანი დავინახე. -პასუხი მინდა.-მეც არანაკლებ ვბრაზობდი. -პასუხი რაზე? -შენს ქცევაზე. სახლში შემომიშვი რომ ამეტუზე წინ, გაიწი.-სახლში შევედი.-ასე იქცევი არა?! რას ფიქრობდი რომ მიმაგდე იქ მარტო. -შენ რას ფიქრობდი სანამ შენთან დაწოლას შემომთავაზებდი? -არ ვაპირებ მაგის ახსნა. შენ მითხარი რომელი ნამუსით დამტოვე იქ მარტო, ვინმე რომ თავს დამსხმოდა? რომ მოვეკალი. -და მერე რა? შენც ხო ეგ გინდა? თუ ყურადღება გჭირდებოდა და იმიტომ იკლავდი თავს? -ჯანადაბას თვითმკვლელობა, მე სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობ. -არ მაინტერესებს, ჩემი სინდისი სუფთაა, არ მადარდებს თუ მოკვდები. ჩემთვის არაფერი ხარ. საერთოდ არაფერი!-მეგონა იმწამსვე გული გამისკდებოდა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი მუცლის არეში მეგონა დამჭრეს და სისხლისგან ვიცლებოდი. ჯანდაბა, სუნთქვაც კი აღარ შემეძლო, ვეღარც კი ვინძრეოდი. წაქცევის ან გაქცევის თავიც კი აღარ მქონდა. ვიდექი გაშეშებული და მის მრისხანე თვალებს ვუყურებდი. მინდოდა სახეში მეთავაზებინა მაგრამ კუნთები არ მემორჩილებოდნენ, თურმე რა ზნელი ყოფილა როცა რაღაცებს გრძნობ, აქამდე არაფერს ვგრძნობდი. არავინ მიყვარდა, არავისზე ვიყავი შეჩვეული, არავის დანახვა მახარებდა. მაგრამ ახლა როცა ამ ყველაფერს ვგრძნობდი, როცა მესმოდა რა იყო მონატრება, ტკივილი, ბედნიერება, სიამოვნება, ახლა ვაფასებდი სიცოცხლეს როგორც საჩუქარს. და ტკივილი რომელიც მხოლოდ გრძნობებით გადგება ბევრად მტანჯველი იყო ვიდრე. სიკვდილის პირას ყოფნა... ***** ძალიან მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, მაგრამ რატომღაც ვერ ვიწვევ მგონი თქვენს ინტერესს დიდად :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.