შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი


26-05-2018, 04:28
ავტორი ცირა1808
ნანახია 1 157

-მარიამ, ზარი დაირეკა. სახლში მოდიხარ თუ სხვა საქმე გაქვს?
-მმმ.. არა, პრინციპში არ მაქვს საქმე, წავიდეთ.
მარიამი და ცირა საკლასო ოთახიდან გამოვიდნენ და დერეფანს გაუყვნენ.
გოგონები საუკეთესო მეგობრები არიან უკვე ორი წელია. ცირა კახეთიდანაა. თბილი, მოსიყვარულე, პირმოცინარი და საყვარელი გოგოა. აქ მას შემდეგ გადმოვიდა, რაც მშობლებს შორის უთანხმოება გაჩნდა და დედამ შვილები თბილისში წამოიყვანა ახალი ცხოვრების დასაწყებად. მარიამს სწორედ მაშინ შეხვდა, როცა ახალ სკოლაში გადმოვიდა სასწავლად, მე-10 კლასში. გოგონები მას შემდეგ განუყრელ მეგობრებად იქცნენ.
მარიამი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი გოგონაა, ჭკვიანი, თავისუფალი, უკომპლექსო და ზედმეტად პირდაპირი, თუმცა გულთბილი. ცირას მას შემდეგ დაუმეგობრდა, როცა მიხვდა, რომ გოგონას ზედმეტად ახლოს მიჰქონდა გულთან კლასელების თითოეული უხეში საქციელი და არც საკადრისი პასუხის გაცემაში იყო ძლიერი, შესაბამისად ვერავისთან მოახერხა დამეგობრებაც. და აი, გამოჩნდა მარიამი და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ის სუსტი გოგო გაქრა და მის ნაცვლად ახალი, გაუმჯობესებული ვერსია მოვიდა.
ერთმანეთთან ბევრი მოგონება აკავშირებთ, მათი მეგობრობა ბევრისთვის შესაშურია. ორივე მაღალი, ლამაზი და შავგრემანია, მარიამს მუქი ყავისფერი თვალები აქვს, ცირას - შავი.
-ხომ შეიძლება, რომ სახლი-სკოლა-რეპეტიტორი-სახლის გარდა სხვა მიმართულებაც მქონდეს კვირაში ერთ დღეს მაინც?! მაგრამ - არა! ვერა! - ხელების ქნევით ეკითხება ცირა მარიამს და პასუხსაც თავადვე პოულობს.
-ჯერ ადრეა წუწუნი.. წინ მთელი წელია!-გაიცინა მარიამმა
-ეჰჰ! შეყვარებული მაინც მყავდეს! გადავიტანდი ყურადღებას.
-ჰაჰაჰაა... მოიცადე ცოტახანს, უნივერსიტეტში შეხვალ და იქ აარჩევ კანფეტივით ბიჭს!
-მე გპირდები, რომ ჩემი შეყვარებული აუცილებლად იქნება ყველაზე სიმპათიური და კარგი ბიჭი ვინც კი აქამდე გინახავს!-ცერემონიულად წარმოთქვა ცირამ და წარბები აათამაშა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ პირობას შეასრულებდა.
-ჰაჰა.. იცოდე მასეთ ბიჭს თავის მსგავსიც ეყოლება და ის ჩემთვის გადაინახე!
გოგონებმა გადაიკისკისეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
ცირამ გზა სიმღერ-სიმღერით განაგრძო და გონებაში სახავდა მომავალი შეყვარებულის ნაკვთებს. უცებ რაღაცას შეეჯახა ინერციით და ისე შეჰყვირა, გარშემო ყველამ მას დაუწყო ყურება.
-რა გაკივლებს, გოგო.. წინ ვერ გაიხედავ?!
ცირამ ჯერ მოჭუტული თვალებით უყურა თავისზე ბევრად მაღალ ბიჭს, დააკვირდა და ჩაიცინა როცა ნაცნობ სახეს წააწყდა:
-ჩემი შენი გითხარიო ჩემო ძამიკო! საით გაგიწევია?
ეს ბიჭი ცირას ძმაა - ლუკა - ჩვეულებრივი მოსიარულე კბილები.
-შენ დაგინახე და აქეთ წამოვედი, დედამ დაგიბარა მე მაღაზიას ვცლი, მუშები მეყოლება და სადილი მოამზადეო.
-ოჰოჰოჰ... რას მომაყარე, ამომასუნთქე ცოტა.. ხომ ხედავ ახლა დამიმთავრდა გაკვეთილები.
-მიდი და მოვალ მეც, მშია. რამე მოამზადე უცებ.-ლუკამ ცირას ლოყები გაუწელა და შუბლზე აკოცა.
როგორ უყვარს თავის პატარა ძამიკო.. მართალია ორი წლითაა პატარა, მაგრამ გარეგნულად არ ემჩნევა, პირიქით.. რამდენჯერმე ბაზარში პროდუქტების საყიდად ჩასული და-ძმა ცოლ-ქმარი ეგონათ ვაჭრებს და თვალები გაუბრწყინდათ როცა სიმართლე გაიგეს, აქაოდა კარგი პოტენციური სასიძო და სარძლო გამოჩნდაო..რომ მიხვდნენ ეგ საქმე არ გამვიდოდა, იქვე დალოცეს, ბედნიერება და მეორე ნახევრებში გამართლებაც უსურვეს და გამოუშვეს ამდენი ლაპარაკით უკვე კარგად გადაქანცული და-ძმა. დედამ ზრდილობა ასწავლათ, თორემ აქამდე ცხრაჯერ გამოლანძღავდნენ ამდენი ლაქლაქისთვის.
ცირამ გასაღები ამოიღო და კარი გააღო. ჩანთა მაგიდაზე ფრთხილად დადო და გამოიცვალა. ჯინსის ფართე შარვალი, თეთრი მაისური და საშინაო ფესაცმელი ჩაიცვა, თმა სახელდახელოდ აიკოსა და ხალათიც შემოიცვა, ხელები დაიბანა და სადილის მზადებას შეუდგა. სანამ საჭმელი მომზადდა, ჭურჭლის რეცხვასაც შეუდგა. ყურსასმენები ჰქონდა ყურებში გაყრილი და ხმაური ვერ გაიგო, არ გასულა ორი წუთი და სტუმრები შემოლაგდნენ სახლში, რომელთაც ცირას დედა, თეკლა მოუძღოდათ.
-დე, აბა რას საქმობ, ჭურჭელს რეცხავ?! რა კარგი გოგო ხარ რომ სადილიცც მოგისწრია სანამ მოსამზადებლად წახვალ.
-კი დე, რა პრობლემაა.. ხომ იცი, ნებისმიერ საქმეს თავს გავართმევ.
-დედას ყოჩაღი ხარ შენ, დედას ბუკეტოო! -ასე იცოდა თეკლამ ყოველთვის თქმა, თუ ცირას შექება სურდა. ბუკეტს ეძახდა ბავშვობიდან.
-დე, ესენიი ვინ არიან?
-ეს ბიჭები მეხმარებიან დე, ღმერთმა გაახაროთ. რეზის მეგობრები არიან. (რეზი და თეკლა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, თუმცა რატომღაც რეზი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა)
-აა.. გასაგებია ეხლა.
-დე ერთსაც გთხოვ რა, ყავა მოადუღე რა, ჩემო სიცოცხლე, და ვსო, აღარაფერს გთხოვ მეტს.
-კაიი.. ოღონდ შენ გაიგე მაშინ როგორს სვამენ, რამდენი კოვზი შაქრით და ასე შემდეგ, კაი?
-კიბატონო. -გაუცინა თეკლამ და შვილს ლოყაზე მაგრად აკოცა.
ისე წავიდნენ სტუმრები, რომ ცირას არცერთისთვის ახლოდან თვალი არ მოუკრავს.
მეორე დღეს, როოცა თეკლამ თავის დას - ნინოს ახალი მაღაზია გადააბარა, აღსანიშნად ყველა ნინოსთან შეიკრიბა. ცირაც წავიდა სტუმრად. ეუხერხულა ეს ორი ახალგაზრდა ბიჭიც რომ იქ იყო და მზერა აარიდა, მორცხვია და რა ქნას... მაგრამ ბედი არ გინდა? ზუსტად ამ ბიჭების წინ იყო ადგილი დარჩენილი. რას იზავდა დაჯდა და ყველა გულთბილად მოიკითხა. დაძაბული სიტუაცია უცებ გაალღო ერთ-ერთმა უცნობმა. ეგ კიარა ცოტახანში ცირა ბოლო ხმაზე იცინოდა ამ ბიჭის ხუმრობაზე და ევედრებოდა გაჩერებულიყო, თუცა თვალს მაინც ჯიუტად აცილებდა
-მოკლედ, ლაზარე, როგორც შევთანმდით, - თვალი ჩაუკრა ლუკას თეკლამ, როცა თანამეინახენი ჩამშვიდდნენ.
-კი, კი, არაა პრობლემა.
ცირას ინტერესი სტანჯავდა თუ რაზე შეთანხმდა ეს სამი, მაგრამ თავი შეიკავა ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამომჟღავნებისგან.
დილით თეკლამ ცირას განუცხადა, რომ თვითონ ვერ შეძლებდა წასვლას სოფელში საქმეზე და ცირა უნდა წასულიყო რეზისთან და ლუკასთან ერთად სოფელში, მათთვის სუფრა გაეშალა და დახმარებოდათ ყველაფერში.
-კარგი დედა რა... რა მინდა იმათთან ერთად, ხოიცი რომ მასწავლებელი მელოდება.. არ წავალ რა.. სუფრის გაშლასა და ალაგებას რაღა უნდა.. ხელები არ აქვთ?
-აქვთ, მაგრამ მძღოლიც იქნება, მწვადი უნდა შეწვან, იქ ჯამის გარეცხვა დასჭირდებათ, იქ თეფშების გაწყობა და აურევენ ყველაფერს. გაყევი რა დე, გთხოვ...-თეკლამ ტუცი გადმოაბრუნა და კნუტივით დაუწყო ყურება.
-კაი ხო, ესე ნუ მიყურებ, მერე წინააღმდეგობას ვერ გიწევ.
თეკლა ახტა და პატარა გოგოსავით ტაში შემოჰკრა. პატარაა, აბა რა არის, ჯერ 35 წლისაა.
რეზიმ გამოუარა ლუკას და ცირას და ტაქსით წავიდნენ შემოვლითი გზით, მაგრამ აშკარად სხვა გზაა ეს.
-რეზი, სად მივდივართ?
სანამ კითხვას დაამთავრებდა მანქანა გაჩერდა, ცირამ შუშებიან შენობას ახედა და მესამე სართულზე გადმომდგარი რეზი რომ დაინახა, გულმა ისე დაუწყო ხტუნვა, თითქოს ბლოჯერ უცემდა.. ამ აჩქარებულ გულისცემას კიდევ უფრო მოემატა სიჩქარე, როცა რეზის პასუხი მოისმინა:
-ლაზარე მოდის და ჩამოვა ეხლა მალე..
-იმას რაღა უნდა?
-აბა მე ხოარ ავზომავ გოგო იმ სოფლის სახლს.. -თქვა რეზიმ და ნიავისგან გაწეწილ ცირას კიდევ უფრო გაუჩეჩა თმა.-მერიაში მუშაობს და იცის საქმე.
-ეეეე... კარგი რა რეზი... რეზი-მეთქი! გეყოს ეხლა, სირცხვილია! ვითომ გაბრაზდა ცირა.
-აჰა, მოვრჩი ვსო.. გაგიშვი, ნუ მჩქმეტ.. აი ჩამოვიდა ლაზარეც. საბარგულში ჩააწყე შენი აღჭურვილობა-გადასძახა რეზიმ მანქანიდან.
-გამარჯობაა. აბა როგორ ხართ გუშინდელის მერე?-მანქანაში მოკალათებისთანავე დაიწყო ლაზარემ.
ცირა წინ ზის თავის პომადასავით აწითლებული და ჩაწეულ მინას უშვერს თავს, რომ როგორმე ჩააწყნაროს აღელვებული სხეული.
ყველა უბრუნებს სალამს ცირას გარდა, რატომ? რა სჭირს? ეს არ იყო გუშინ ცხენივით რომ ჭიხვინებდა ამ ბიჭის ხუმრობებზე?
ასე გაგრძელდა სანამ თბილისს არ გასცდნენ. და აი, რა გამოასწორებდა ჩამოწოლილ უხერხულობას, თუ არა ამინდზე საუბარი..
სანამ სოფლამდე ჩააღწევდნენ, ამ ორმა უკვე ისე გააბა დიალოგი, რომ მათ გარდა აღარავინ იღებდა ხმას. ყველა თემაზე ისაუბრეს, ოღონდაც ერთმანნეთის ხმა გაეგოთ და დამტკბარიყვნენ.
საქმეს თან მწვადის შიშინი მოჰყვა, ღვინის სმა და ხორხოცი. ლხინი საღამოს დამთავრდა და დარჩა აუარება გასარეცხი ჭურჭელი.
ყველა დაიფანტა და ცირას შეატოვეს ჭუჭყიანი საქმე.
-გინდა მოგეხმარო?-გაისმა საოცნებო ფრაზაც, მაგრამ რატომღაც ამ სტყვების ავტორი არა ძმა ან ბიძა, არამედ ლაზარე აღმოჩნდა. ცირა პირველად დააკვირდა ვაჟს. ლაზარე 1.90 მეტრი მაინც იქნებოდა სიმაღლით, განიერი და დაკუნთული ბეჭები, ბატიბუტივით კუნთები, სწორი ფეხები, კარამელისფერი თმა, თაფლისფერი თვალები და ხორბლისფერი კანი.... რაღაც თვალებში დაუბნელდა და შებარბაცდა, თან ფიქრობდა: „ეს ზეციური არსება სამი დღეა ცხვირწინ მიტრიალებს და მე ერთხელაც არ შემიხედავს? თორე ახლა რომ შევხედე, იმიტომ არ დაბნელდა! ისადა შუქი ჩაქრა თუ მარტო ჩემტან დაბნელდა?“
ამ ფიქრებში იყო როცა ლაზარემ შაშველა ხელი და იხსნა იატაკზე გაშხლართვისგან.
-კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ უცებ შემოვბრუნდი.-უნიჭოდ იმართლა ნიკოლაძემ თავი.
ვაჟს ჩაეღიმა, მაგრამ უმალვე გადაიტანა საუბარი:
-გინდა მოგეხმარო?
-არა იყოს ნუ შეწუხდები, უცებ მოვრჩები
-ნახე რამდენია, ცოდო ხარ. მოდი დაგარეცხინებ და შეაწყე უცებ.
-არა, მძღოლს ეჩქარება, მოდი იცი რაში მომეხმარე? აიღე ეს პარკები, გაშალე, მე ჭურჭელს ჩავაწყობ და თბილისში დავრეცხავ.
-კარგი, იყოს მასე..
თბილისში დაბრუნებულებს არცერთს სურდა სახლში წასვლა.. დიდი სიამოვნებით დარჩებოდნენ და გაუწევდნენ კამპანიას ერთმანეთს. სახლში მისულმა ცირამ პირველი რაც გააკეთა, მეგობარს მოუყვა ყველაფერი და რჩევა მოისმინა თუ რა გაეკეთებინა. და აი ისიც, შედეგი ნაბიჯი - სოციალურ ქსელში მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა ლაზარეს და თანხმობამაც არ დააყოვნა. და აი დადგა უძვრფასესი მომენტი მათ ცოვრებაში - დასაწყისის დასაწყისი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent