შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 13


26-05-2018, 19:23
ნანახია 2 326

კატო ბაბუციძე და დუდუ პაპასკირი. წყვილი იყო საოცარი, აი წარმოიდგინეთ უსიმპატიურესი , მამაკაცური , ყვველა იმ თვისებით სავსე რაც ქალებს მამაკაცებში მოსწონთ და ულამაზესი პატარა გოგო , ჭკვიანი , კეთილი და უშიშარი გულით, მიზანდასახული , ყველა მამაკაცის ოცნების ქალი . ეს ორი ერთად ნამდვილი სასწაული იყო. მახსოვს მაშინ თბილისში მათზე ლამაზი წყვილი არავის ეგულებოდა.
გამუდმებით კამათობდნენ და რაღაცას აპროტესტებდნენ , სოჯიუტე არცერთს აძლევდა საშუალებას მშვიდი ურთიერთობა ჰქონოდათ , მაგრამ ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმისთვის რომ მიმხვდარიყავით როგორ უყვარდათ ერთმანეთი .
-როგორ ხარ ჩემო პატარა?
-კარგად ვარ , შენ როგორ ხარ ?
-მე ? შენ რომ კარგად ხარ მეც კარგად ვარ . ძალიან შეგეშინდა არა ? ხო არაფერი დაგიშავა? კატო სიმართლე მითხარი რააა. მოვკლავ მართლა მოვკლავ თუ შეგეხო .
-არაფერი დაუშავებია დედასგეფიცები, შემეშინდა და ვინერვიულე მარა ცუდად არ მექცეოდა.
-იმიტომ თუ მეუბნები რო არ მოვკლა ტყუილად ! მაინც მოვკლავ , თავისას მაინც მიიღებს.
-არ ვიცავ დუდუ მართლა არაფერი დაუშავებია, თავიდან ცდილობდა ცუდად მომქცეოდა მარა არ გამოსდიოდა.
-რას ქვია ცუდად მოგქცეოდა რა გააკეთა.
-აუუ დუდუუ , კარგი რააა, მომიტაცა და ტახტრევანზე არ დამსვამდა, ისე იქცეოდა როგორც იქცევიან ხოლმე ადამიანს რო იტაცებენ. გასნაკუთრებული არაფერი.
-არ მატყუებ ? მაინც გავიგებ ხო იცი .
-არაა ცუდი ადამიანი რატო არავის გესმით?
-კატო !
-კარგი ხო კარგი ასე უნდა ვიდგეთ?
-ეხლა მაინც ხო არავის ვემალებით?
-არა მარა რავიცი მე ეს რანაირი პაემანია.
-წამო წამო წავიდეთ , რა ტიპი ხარ ეეეე , მაგიტომ მიყვარხარ .
-სად მივდივართ?
-ჯერ ვჭამოთ არ ისაუზმებდი ხო ვიცი.
-ხო არაფერი მიჭამია, მარიკაა გამომეკიდა მაარა გამოვექეცი.
-რა უთხარი სად მივდივარო?
-მეგობარი უნდა ვნახოთქო. არა რა გაციბნებს? აბა რა მეთქვა ?
-კარგი კარგი დამშვიდდი. არაუშავს , ვიქნები მეგობარი თუ ეგრე გინდა !
-არ მინდა !“
-ჰა ?
-ხო რა იყო , არ მინდა რომ ჩემი მეგობარი გერქვას.
-ვერ მიგიხვდი კატო ისევ თავიდან ვიწყებთ?
-არაფერსაც არ ვიწყებთ , მინდა რომ ჩემი გერქვას ოღონდ მეგობარი არა , ჩემი შეყვარებული უნდა გერქვას, მარტო ჩემი და სულ სულ სულ ჩემი. ! და იცოდე გაფრთხილებ რომ გავიგო , რომ ვნახო ვინმე მოგიახლოვდა , ვინმე მოგეკარა იცოდე დუდუ პაპასკირი შენც მოგკლავ და იმასაც გაიგე? გესმის რას გეუბნები?!
დუდუმ ძლივს გააჩერა მანქანა , არ მოელოდა კატოსგან მსგავს პასუხს . ცოტახანს უყურა , თითქოს დრო გაჩერდაო, ისე უყურებდა, გეგონებოდათ ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, იმ წუთს მარტო კატო არსებობდა , მარტო კატო იყო რომელიც იმას ამბობდა რის გაგონებაზეც დუდუ სულ ოცნებობდა. მერე გონს მოვიდა, ღვედი შეუხსნა , თავისკენ მიწია და ნაზად აკოცა.
-ვინ უნდა მომეკაროს შენ მეტი ჩემო პატარა , ძალიან მიყვარხარ .
კატოც პასუხით კმაყოფილი და ბედნიერი შეყურებდა . მაშინ აღარც მისთვის ჰქონდა აღარაფერს მნიშვნელობა , არც ბაბუცა ახსოვდა, არც როსტოვსკი და არც სამომავლო გეგმები რომელიც აქამდე აფერხებდა დუდუსთან მის ბედნიერებას. ახლა მისთვის რომ გეკითხათ მზად იყო მთელი ცხოვრება მხოლოდ დუდუსთან და მხოლოდ დუდუსი ყოფილიყო.
-„მშია.
-წავიდეთ ვჭამოთ. ერთხელ კიდევ აკოცა და მის საყვარელ კაფეში წაიყვანა.
ისაუზმეს და უკვე წამოსვლას აპირებდნენ ბაბუცამ რომ დაურეკა.
-ხო გიო.
-სად ხარ ქალბატონო?
-სახლში არ ვარ გამოსული ვარ .
-ვიცი რო არ ხარ და მაგიტომ გეკითხები სად ხარ მეთქი .
-კაფეში ვარ .
-მარტო?
-არა მე და დუდუ .
-შენ და დუდუ !
-ხო მე და დუდუ
-კარგი.
-გინდოდა რამე?
- არაფერი საღამოს გნაახავ.
-კარგი საღამოდმე , გკოცნი.“
-ბაბუცა იყო?
-ხოო
-მერე ?
-არაფერი , რა მერე მოუწევს შეეჩვიოს, მე არაფრის დამალვას ვაპირებ, არაფერს ვაკეთებ დასამალს , მინდა რომ ჩემი საყვარელი კაცის გვერდით ვიყო, მშვიდად წყნარად და ბედნიერად. რა არის ამაში ცუდი , ! მითუმეტეს რომ ეს კაცი კარგი ადამიანია და ძალიან ვუყვარვარ !
-რა?
-ხო რა იყო არ გიყვარვარ?
-მანამდე რა თქვი,
-რაზე მეუბნები გააჩნია დიდი წინადადება ვთქვი.
-აი საყვარელი კაციო.
-ხო ჩემი საყვარელი კაცი ხარ
-ანუ
-რა ანუ დუდუ რა გჭირს.
-ანუ გიყვარვარ .
-უბრალოდ კი არ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ .
-დედასგეფიცები წარმოდგენაც არ აგქვს როგორ მიყვარხარ კატო, შენ წარმოდგენაც არ გაქვს.
-ვიცი . ეხლა? სად წავიდეთ? იცოდე დღეს მარტო ჩემთან უნდა იყო , მომენატრე, მაშინ რომ დამტოვე და არ გამოჩნდი კინაღამ გავგიჟდი, მენატრებოდი დუდუ ეგრე აღარ მოიქცე რაა, მერ ეიმან რომ წამიყვანა თვაიდან მართლა მეგონდა მომკლავდა და ვერ გნახავდი, აი კინაღამ გავგიჟდი.
-კარგი კარგი ხო , მაპატიე, მაშინ ძალიან გავბრაზდი, არც დამიტოვებიხარ სულ შენთან ვიყავი მაინც. აუ კარგი რაა არ იტირო გეხვეწები ,
-არვ ვტირი.
-როგორ არა აი ცრემლები გაქვს თვალებში. ნუ რაა გეხვეწები ვერ გადავიტან.
-კარგი ვსოო. წამო რა წყნეთში წავიდეთ დუდუ ვნახოთ. შენ რომ კომაში იყავი ავდიოდი ხოლმე ბიჭებთან ერთად . იცი როგორი მოწყენილი იყო?
- ლუკა გაიცნი? იქაურობა სულ გადამავიწყდა, არ ვყოფილვარ დიდი ხანია, წავიდეთ.
-იცი რომ ვუყვარ? ასე მითხრა რომ გავიზრდები ცოლად მოგიყვანო.
-მართლა ეგრე გითხრა>?
-ხოო და შენ იცინე , აი მართლა რომ გავყვები მერეც თუ გაგეცინება ნახავ.
დუდუ უცბად მოიღუშა, ისე ეწყინა თითქოს 5 წლის ბავშვზე არ ლაპარაკობდნენ და ეჭვიანობის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. კატო უყურებდა და ვერ იჯერებდა .
-ეხლა არ მითხრა რო გაბრაზდი. ბიჭო გაგიჟდი ბავშვია 5 წლის . ნუ გადამრევ ეხლა.
-არ გავბრაზდი.
-როგორ არა ნახე რა სახე გაქვს.
-კაი ხო რო წარმოვიდგინე ვიღაც სხვა შენს გვერდით გავბრაზდი.
-ნუ ხარ სულელი.
-მოდი ჯერ სავაჭრო ცენტრში შევიდეთ ბავშვებს რაღაცები ვუყიდოთ ხელცარიელი იქ მისვლა არ მიყვარს.
-შენ იმათ ისე უყვარხარ ,სულ არ უნდათ შენი საჩუქრები.
-მერე რაა მე ხომ ვახარებ.
-დუდუ კეთილი ხარ იცი>? და ძალიან თბილი. იქ კლინიკაში რომ გიყურებდი აიზბერგს გავდი, ცივი უხეში და ბრაზიანი წარმომედგინე. მარა სულ სხვანაირი ხარ, ცივიც ხარ უხეშიც და ბრაზიანოც მაგრამ თან კეთილი ხარ , ჩემთან ისეთი თბილი ხარ მგონია რომ შეგცვალეს.
-აი რატომ მიყვარხარ ! მარტო შენ შეგიძლია ჩემი შეფასება ესე.
-როგორ ესე.
-ბავშვურად და გულწრფელად.
-ესეიგი ბავშვი ვარ.
-ხო აბა რა ხარ,,
-ხო მაგრამ მაინც გიყვარვარ, ეგ ხელს არ გიშლის,
-ეგრეა!
-მაშინ რანაირი ბავშვი ვარ საზიზღარო.
-აი ბავშვივით იბუტები და რა გავაკეთო.
-კაი ხო გაჩერდი სირცხვილია ხალხი გვიყურებს. ნუ ცქმუტავ ამხელა კაცი , გაჩერდი დუდუ.
დუდუ ისე იყო გართული კატოს წვალებით, არ შეუმჩნევია მთელი სავაჭრო ცენტრი მათ რომ უყურებდა და ჩურჩულებდა.
-შურთ და იმიტომ მოგვაშტერდნენ.
-არა ცანცარებ ეს მთასავით კაცი და ფიქრობენ ეს გოგო რამ გააგიჟა ამის გვერდითო.
-ესე არა? ეხლა უყურეეეე. თქვა თუ არა დუდუმ მაშინვე ხელში აიტაცა სიფრიფანა კატო ატრიალებდა.
-გაჩერდი ადამიანო სირცხვილია დამსვი დუდუ მოგკლავ გეუბნები.
დუდუ არ ჩერდებოდა. მერე გვერდით გაიხედა და ერთი ასაკოვანი ქალი შენიშნა მათზე მიშტერებული. მასთან მივიდა ისე რომ კატოს ძირს დასმა არც უფიქრია.
-გამარჯობა ბებო.
-გაგიმარჯოს შვილო რას აფრიალებ ამ გოგოს ფოთოლივით დასვი ბებია ცოდოა!
-ბებო აბა როგორი წყვილი ვართ?
-კარგი ბებია კარგი
-გოგო ჯობია თუ ბიჭი ბებო
-ერთმანეთზე უკეთესები ხართ ორივე ბებია უკეთესები, რომ გიყურებთ ჩემი ახალგაზრდობა და განსვენებული ქმარი გაამახსენდა, გაუფრთხილდით ერთმანეთს ბებია სანამ ხართ ამ ქვეყნათ ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ თორე ხო ხედავთ წარმავალია ყველაფერი.
-მადლობა ბებო. დუდუ დამსვი თორე გეფიცები ხმას აღარასდროს გაგცემ სირცხვილია. კატო ფერებში გადადიოდა, თავს დუდუს მკლავებში მალავდა რომ არ დაენახათ მისი ჭარხალივით ლოყები.
დუდუმ როგორც იქნა დასვა ძირს , თმები გადაუწია და შუბლზე აკოცა.ეხლა წავიდეთ და რაც გინდა ყველაფერი ავიღოთ.
-მსოფლიოში ყველაზე არასერიოზული კაცი ხარ , პაპასკირი სულ ტყუილად მეგონე დიდი , ასაკს ასე აცდენილი ადამიანი ჯერ არ მინახავს.
-სუუუ თორე კიდე ერთ რაუნდს მიიღებ
-არ მომეკარო გეუბნები.
მთელი 2 საათი იბოდიალეს სავაჭრო ცენტრში, დუდუ უკვე მოთმინება დაკარგული დაყვებოდა პარკებით ხელში და ბუზღუნებდა.
-დავიღალე კატო , 2 საათია აქ დავდივართ უკვე , რას უყურებ ხო ხედავ ერთი რკინის კაცია მეორე სუპერმენი, აირჩიე რომელიმე.
-რო არ ვიცი დუდუს რომელი უყვარს.
-ორივე იყიდე
-კარგი ხო ორივეს ავიღებ.
როგორც იქნა მანქანის ავტოსადგურამდე მიაღწიეს საბარგული გაავსეს და წყნეთის გზას დაადგნენ.
ბავშვთასახლისკარის შეღება დაბავშვების ჟრიამული ერთი იყო. შემოეხვივნენ დუდუს და კატოს , ისეთი გახარებულები იყვნენ მათი ყურება ერთ რამედ ღირდა. ყველამ რომ მიიღო სასურველი საჩუქარი ჯერი დუდუზე მიდგა რომელიც მთელი ეს დრო უბრალოდ დუდუს ეხუტებოდა და საერთოდ არ ანაღვლებდა პარკები და საჩუქრები.
-მე შენზე გაბრაზებული ვარ რო აღარ მოდიოდი.
-ვერ მოვდიოდი თორე ხო იცი როგორ მიყვარხარ არა ? ჩემი პატარა ძმა ხარ .
-კატომ მითხრა რომ ექიმები არ გიშვებდნენ. იცი მე კატო ცოლად უნდა მოვიყვანოო.
-ოოო ეგ ცოტა ისეთი ამავია ძმაო , საკამათო რაა.
-რატო ვითომ კატო თანახმაა.
-ხოოო? კარგი კარგი ჯერ გაიზარდე და მერე.
-ჰოო მეც ეგ ვიფიქრე ჯობია ჯერ გავიზარდო რო აქედან წავიდე აბა აქ ხო არ მოვიყვან.
-ეს ნახეთ რააა, რაზე ფიქრობს უკვე .
- კარგი აჰა ესენი შენია გამომართვი ხოგახოვს , კარგად უნდა მოიქცე, ტყუილი არ უნდა თქვა და სხვები არ უნდა დაჩაგრო, კაცურად უნდა იცხოვრო.
-ვიცი , როგორც მასწავლე.
-აბა რა მაგარი ხარ.
კიდევ ცოტახანს გაჩერდნენ , მერე დირექტორ ესუაბრნენ და წამოვიდნენ.
მანქანაში ხმა არცერთს ამოუღია , განსაკუთრებით კატომ მოიწყინა.
-კატუს რატო მოიწყინე? დუდუმ შეამჩნია აწყლიანებული თვალები და ცალი ხელით სახეზე მოეფერა.
-ცოდოები არიან , იქ რომ ვხედავ იმათ სევდიან თვალებს ძალიან მეცოდებიან , როგორ უნდა დატოვო იქ შვილი არ ვიცი.
-ზოგი ობოლია, ზოგი აქ უფრო კარგადა ავიდრე მკშობლებთან სახლში, თან ხო0 ხედავ არაფერს ვაკლებ. რაც შემიძლია ვაკეთებ. ნუ ნერვიულეობ ეგრე ვერაფერს უშველი.
-ოჯახს ხო ვერ მისცემ დუდუ, სითბოს , მშობლებს , ყველაზე მთავარი რაცაა იმას ვერ მისცემ, შენ ზალებს აღემატება.
-მართალია ,მაგრამ ხო ვახარებთ ცოტახნით მაინც ხო ვაბედნიერებტ.
-ხოოოო
-დუდუ კიდე რამე ცუდი რო მოხდეს?“ ასე მგონია ზედმეტად ბედნიერბეი ვართ,.
-კაი ეხლა რაა ნუ ფიქრობ სისულელეებს, სულ ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე იმაზე ვიზრუნებ რომ გაგაბედნიერო.
-მეც მაგარმ ყველაფერი ხომ ჩვენზერ არაა დამოკიდებული.
-არის როგორ არა ! აღარ დავუშვებ რომ რამე დაგისავდეს , დანარჩენი კდიე ჩვენზეა დამოკიდებული. იმ ს************ მოვთხოვ ესე რო შეგაშინა ახ ************ ! !!!
-კაი ვსოოო მორჩა იმას კიდე თავი დაანებე. დავხუროთ ეგ თემა.
კატოსთვის შეიძლება მართლაც დახურული ამბავი იყო მაგრამ აი დუდუსთვის დ აბაბუცასთვის ნამდვილად არ იყო. არცერთ სუფიქრია იმ ამბის ისე დატოვება , უბრალოდ ძალების აღდგენას და კატოს დამშვიდებას ცდილობდნენ. დუდუ ცნობებს ელიდებოდა იმაზე ვინც რეალურად დამნაშავე იყო როსტოვსკის ამბავში , მერ კი ანმდვილად გაუსწორდებოდა. ბაბუცას კი უბრალოდ ვერ გადაეწყვიტა როგორ მოეღო ბოლო .
ის დღე მშვიდად დასრულდა . სახლში მისულ კატოს ნინი დახვდა.
-კატუსია სად ხარ გოგო .
-ჩემო ლამაზო გალოდინე?
-10 წუთია მოვედი, მარიკასთან ჭორაობა მოვასწარი.
-წამო ჩემს ოთახში შენთან საქმე მაქვს.
ყველაფერი რომ მოისმინა ნინიმ ყვირილი დაიწყო.
-რა მაგარია კატუუუს. აუუუუ ანუ ანუუ ერთად ხართ? რა მაგარიაააა.
-ჩუუუ რა გაყვირებს ლია გაიგებს.
-ეეეეეჰ მიხარია რომ კარგად ხარ.
-შენ რა გღირს ქალაბოტონო ამ ბოლო დროს არ მომწონხარ.
-რავი აბა არაფერიც არ მჭირს. მომბეზრდა ყველაფერი მეტი არაფერი. ეხლა წავალ სამეცადინო მაქვს . ზეპირად არ მახსოვს ზუსტად რ ა გვქავს ასწავლი, სახლში რომ მივალ მოგწერ კაი?
-კაი ხო მიდი მაგრამ იცოდე არ დაგვიმთავრებია.
-ოოოო კარგი ხო არაფერითქო ხო გითხარი.
იმ დღეს ნინიმ თავი დაიძვრინა მაგარმ ეგ იმას არ ნიშნავდა რომ თავის საუკეთესო მეგობარს რაიმეს გამოაპარებდა. შესანიშნავად იცნობდა კატო ნინის და ხვდებოდა რომ რაღაც აწუხებდა და სერიოზულად იყო საქმე , მოწყენილი და დადარდიანებული ნინი ბოლოს არც ახსოვდა როდის ნახა. ის იყო ადამიანი რომლის გატეხვაც ადვილი ყოფილა. გულთან ახლოს იშვიათად მიჰქონდა , იშვიათად განიცდიდა რამეს და იშვიათად იმჩნევდა. დეპრესია ნინის საქმე არასდროს ყოფილა . ახლა რომ უყურებდა მის თვალებში ყველაფერს ხედავდა, ხედავდა რომ რაღაც ძალიან აწუხებდა და თან ისე რომ კატოსაც ვერ უმხელდა.



№1  offline წევრი tatuli)

vgijdebi ❤️

 


№2 სტუმარი gggg

Miyvarsss♥♥♥

 


მაპატიეთ რომ დავაგვიანე :-) მახარებს რომ მოგწონთ :-*

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian kargia tyuilad ar velodebodi warmatebebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent