გულის ფეთქვის მიზეზი (სრულად)
* * * ამ კვირაში უკვე მესამედ დასაჯეს. სხვა დამლაგებლებისგან განსხვავებით, მას უწევდა გვიანობამდე სასტუმროში ყოფნა და ყველა ოთახის სრულფასოვნად დასუფთავება. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი სამივეჯერ უსამართლოდ გამოუტანეს, თავის დასაცავად ხმა არ გაუღია. საქვეყნოდ ცნობილ სასტუმროში ძლივს ნაშოვნი სამსახურის საკმაოდ მაღალი ხელფასი ოლიკოსთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. მასთან ერთად გვიანობამდე მუშაობა კიდევ ორ დამლაგებელს დაავალეს, ორივეს სხვადასხვა "ბრალდებით". ოლიკოს ერთ-ერთმა ფულით გათამამებულმა კლიენტმა სასტუმროს დირექტორთან უჩივლა, მიზეზი მისთვის უცნობია. როგორც გითხარით იგი უსიტყვოდ დაემორჩილა დირექტორს და იმ ორ გოგონებს შეუერთდა, ვინც სასტუმროს ნივთების მოპარვისთვის იყვნენ დასჯილები. დირექტორი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი შუახნის ქალბატონი იყო. წასვლის წინ მან გოგონებს დავალება მისცა და ამასთანავე მშვიდობიანი ღამეც უსურვა. ოლიკოს ქალის საუბარზე შეუმჩნევლად ჩაეღიმა და თავის საქმეს შეუდგა. მთელი ერთი საათი პირველ სართულზე დაჰყო. მორჩილად წმენდდა ისედაც კარგად გაპრიალებულ იატაკს და თან თავის საყვარელ მუსიკას ღიღინებდა. სხვა დასჯილები მეორე სართულზე მუშაობდნენ. მათგან განსხვავებით ოლიკოს სიმარტოვეში ერჩივნა საქმის შესრულება, თანაც საკმაოდ პირნათლად. სწორედ ამიტომ ჰქონდა სასტუმროს დირექტორის ნდობა მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკოს თითქმის ყოველი მეორე სტუმარი უჩიოდა, ქალი უპირატესობას ხშირად სწორედ მას ანიჭებდა ხოლმე. თუნდაც ახლა, მესამე შენიშვნაზე გაგდების ნაცვლად ქალმა კვლავ დასჯილად გამოაცხადა. სასტუმროს დირექტორის ოლიკოსადმი კარგ დამოკიდებულებას ბევრი ვერც ამჩნევდა, ეს ალბათ იმიტომ, რომ ქალს გრძნობების გამოხატვა არ შეეძლო და თავის სიმპათიას სასჯელის შემსუბუქებით ადასტურებდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მომსახურე პერსონალიდან დირექტორის სამართლიანობას მხოლოდ ოლიკო აღიარებდა. პროფესიით იურისტი და ამავდროულად დამლაგებელი ყოველთვის პატივს სცემდა მსგავსი თვისებით დაჯილდოებულ ადამიანებს. ნუ გაგიკვირდებათ! ჩვენს ქვეყანაში რთულია იყო სამართლიანი... რა თქმა უნდა, სამართლიან ადამიანში არ ვგულისხმობ იმ პიროვნებას, რომელიც მხოლოდ თავისთვის სასარგებლოდ იცავს სამართალს და სხვა შემთხვევებში მისით არც ინტერესდება. თავად ოლიკო, როგორც მისი მშობლები ამბობდნენ, თავიდანვე სამართალდამცავად დაიბადა. პატარა ასაკშივე კამათობდა თანატოლებთან. მუდამ ამტკიცებდა, რომ მისი დაცინვის, ზურგს უკან საუბრისა და სათამაშოს წართმევის უფლება არავის ჰქონდა. პარალელურად მხოლოდ თავის თავს კი არა, სხვა ბავშვებსაც იცავდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოლიკოს მშობლებს არაერთხელ შექმნიათ პრობლემა მისი უცნაური ხასიათის გამო. ხანდახან თავისთავსაც აბრალებს მშობლების სიკვდილს. ჰგონია, რომ მისმა უჩვეულობამ დაღალა ისინი და მათაც გადაწყვიტეს ამ ქვეყნიდან მოულოდნელი გამგზავრება. პირველ სართულზე ყველაფერი გაასუფთავა და სწორედ ამით ძლივს დასრულდა მისი სამუშაო დღე. სხვები უკვე სახლში წასულიყვნენ, მისი ჯერიც დადგა. მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში ცოტა ხანს სკამზე იჯდა დაღლილი და ამავდროულად ჩაფიქრებული. მერე კი ფეხების თრევით წამოდგა წასასვლელად. ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტაქსის მანქანას. ოლიკომ ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი, რომელსაც მანქანის საჭეზე ჩამოსძინებოდა, გამოაღვიძა და სახლში წაყვანა სთხოვა. ნახევრად მძინარე შუახნის მამაკაცი ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა და თვალების ფშვნეტით გამოფხიზლებას ცდილობდა. მის ქმედებაზე ოლიკოს შეუმჩვენვლად ჩაეღიმა. სანდომიანი სახის მამაკაცს დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ხმა არ ამოუღია. ფიქრებში გართული საშუალო სიჩქარით მიუყვებოდა დაცარიელებულ ქუჩებს. ოლიკომ მგზავრობის საფასური გადაიხადა და მანქანიდან გადმოვიდა. თითქმის სულ მთლად ჩაბნელებულ ეზოს მხოლოდ რამდენიმე ფანჯრიდან გამოსული სინათლე ანათებდა, ამიტომ ოლიკომ ძლივს მიაგნო სადარბაზოს კარებს. სავარაუდოდ ღამის ორი საათი იქნებოდა, თუმცა ეზოში მაინც იდგნენ უსაქმური ახალგაზრდები. სიბნელის მიუხედავად, ოლიკომ რამდენიმე მათგანი იცნო კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ისე შევიდა სადარბაზოში და აირბინა კიბეები. ბიჭებმა მზერა გააყოლეს საშუალო სიმაღლისა და კარგი აღნაგობის გოგონას, რომელსაც ლამაზ სახეზე თმები ჰქონდა ჩამოშლილი. მეზობლებმა იცნეს ოლიკო, თუმცა ხმა არ ამოუღიათ. სამეზობლოდან ახლო ურთიერთობა მასთან არავის ჰქონდა, გარდა მოხუცი გაბრიელისა, რომელიც დილაობით ყოველთვის ესაუბრებოდა ხოლმე აივანზე მდგარ ახალგაღვიძებულ ოლიკოს. თავის მხრივ ოლიკოც მუდამ თბილად ელაპარაკებოდა სასიამოვნო მოხუცს, რომელსაც არავინ ჰყავდა, გარდა უცხოეთში მყოფი შვილიშვილებისა, რომლებიც მოხუც ბაბუას იშვიათად, ძირითადად ზაფხულობით კითხულობდნენ ხოლმე. სახლში მისულმა ჯერ წყალი გადაივლო, შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა. წინ მთელი დღე ჰქონდა დასასვენებლად, მის გაღვიძებას კი არავინ ეცდებოდა სულ მთლად დაცარიელებულ სახლში. ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. * * * სასტუმროს დირექტორმა მოულოდნელი თათბირი გამართა თავის კაბინეტში და თან ყველასთვის გასაკვირად, თავისთან დაიბარა მხოლოდ დამლაგებლები, რომლებიც ჩვეულების თანახმად არასდროს ესწრებიან თათბირს, მას ესწრება მხოლოდ მთავარი დამლაგებელი, ვისაც ევალება პასუხი აგოს სასტუმროში არსებულ ნებისმიერ პრობლემაზე, რაც სისუფთავეს ეხება. ქალბატონმა ლელამ მოკლედ ისაუბრა სისუფთავის აუცილებლობაზე და თან დაამატა, რომ სასტუმრო "შაჰის" მფლობელი აპირებდა ჩამოსვლას. დაახლოებით ათწუთიანი საუბრის შემდეგ დამლაგებლებმა ლელას კაბინეტი დატოვეს და თავის საქმეს შეუდგნენ. სასტუმროს მფლობელის ოთახის დალაგება ოლიკოს დაავალეს. - ქალბატონ თეას სისუფთავე გადამეტებულად უყვარს, - კიბეებზე ასვლისას როგორც ყოველთვის ურეაქციოდ ელაპარაკებოდა ლელა ოლიკოს, - მტვრის თუნდაც ერთი ნაწილაკის გამო შესაძლოა შენთან ერთად სამსახური მეც დავკარგო, ასე რომ აჯობებს ყველაფერს შენებურად მიხედო. რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს? თუ გინდა ვინმეს დაგახმარებ... - არ არის საჭირო, ყველაფერს ჩემით მოვაგვარებ, - უპასუხა იმავე ტონში და თავისი ინსტრუმენტებით საპრეზიდენტო ოთახის კარები შეაღო. მისით დაიმედებულ ლელას შეუმჩნევლად ჩაეღიმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით თავის გზას გაუდგა. უცნაურად არეული ოთახის დალაგება ოლიკომ დაახლოებით ორ საათში დაასრულა. ამ დროში მას ოთახის განიავება, იატაკის გასუფთავება, მტვრების გადაწმენდა და თეთრეულის გამოცვლა მოესწრო. იქიდან გამოსვლამდე კიდევ ერთხელ შეამოწმა თითოეული ადგილი, სადაც შეიძლებოდა ქალბატონ თეას რამე შეემჩნია. მასთან ერთად ლელამაც მოათვალიერა ოთახი და გოგონა ღირსეულად შეაქო. - სამუშაო საათების დასრულებამდე ნუ წახვალ! სამაგიეროდ შეგიძლია აღარაფერი გააკეთო, - მსუბუქად გაუღიმა და ოთახიდან გამოაცილა, - დღეს საკმაოდ ბევრი იმუშავე. - არ მაქვს პრობლემა, შემიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელო დალაგება, - უთხრა ოლიკომ ყოველგვარი პირფერობის გარეშე. - მე გირჩევ თავს გაუფრთხილდე, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული, - თქვა ლელამ და თავისი კაბინეტისაკენ წავიდა. ოლიკომ სასიამოვნო აღნაგობის ქალს ღიმილით გააყოლა თვალი და მისი რჩევის გათვალისწინებით აღარაფერი გაუკეთებია. მფლობელის სასტუმროში მოსვლამდე დამლაგებლების ოთახში იჯდა და ტელეფონით ირთობდა თავს. თეა მაჩაბელი, როგორც ყოველთვის, ასაკის მიუხედავად ახლაც საოცრად გამოიყურებოდა. მუდამ თავმოვლილი, ქერათმიანი ქალბატონი მედიდურად მოაბიჯებდა მომუშავე პერსონალთან შესახვედრად. თეთრ შარვალსა და კრემისფერ ზედაში გამოწყობილს ძვირფასი ქურთუკი მოეხვია მხრებზე. ხელში ეჭირა სადა, მაგრამ მაინც ძვირადღირებული ტყავის ჩანთა. მის რძისფერ თითებზე თეთრი ოქრო და უზარმაზარი ბრილიანტი ბრწყინავდა. ქერა კულულები მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი, მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი შეეკრა თავის ზემოთა ნაწილში ძვირფასი თმის სამაგრით. მოკლედ რომ გითხრათ, თეას შემხედვარეს სურვილი გაგიჩნდებოდათ შეგესწავლათ მისი თითოეული მოძრაობა, საუბრის მანერა და ჩაცმის თავისებური სტილი. საშუალო ასაკის ქალბატონი, დაღლილობის მიუხედავად, თავისუფლად გადაადგილდებოდა საკმაოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. - ჩემთან ამოდი და თან ვინმე სანდო დამლაგებელი ამოიყოლე, - ყველასათვის შეუმჩნევლად გადაუჩურჩულა თეამ დირექტორს. - ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა მსგავსი ჩურჩულით ლელამ. პასუხად დასტურის ნიშნად ევამ თავი დაუქნია დაახლოებით მისი სიმაღლის ქალს და ლიფტში შევიდა. თავისმხრივ ლელამ ოლიკოს ანიშნა მასთან მისულიყო. - გამომყევი, საქმე მაქვს შენთან, - უთხრა და კიბეებისკენ წავიდა. ოლიკო უსიტყვოდ გაჰყვა უფროს, დაახლოებით კი ხვდებოდა, რომ საქმე სასტუმროს უფროსს უკავშირდებოდა. დივანზე ჩამომჯდარ თეას ფეხები იქვე შემოედო და ხელში ტელეფონი ეკავა, ვიღაცას ესაუბრებოდა საუცრად ნაზი ხმით, თითქოს ტელეფონზე ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც უწევდა ვიღაცის სმენა. ოთახში შესულებს ხელით ანიშნა მოპირდაპირედ მდგარ დივანზე დამსხდარიყვნენ, თავად კი შეძლებისდაგვარად ტელეფონზე საუბარი დააჩქარა. პირველად გამოჩენისას ის ძალიან ოფიციალურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ახლა კი თეას თმების გაშლა და ტანსაცმლის გამოცვლა მოესწრო. შინაურულ ხალათში გამოწყობილს ქერა კულულები სახეზე ჩამოეფარნენ, თუმცა მას ეს არც კი აწუხებდა. - ლელა, შენ ჩემი შვილის შესახებ თითქმის ყველაფერი იცი, - წამოიწყო საუბარი თეამ და დირექტორს გადახედა, - მისთვის მინდა ერთ-ერთი დამლაგებელი წავიყვანო მხოლოდ ერთი დღით... - არ არის პრობლემა, თეა, - თავისუფალი მიმართვის მიუხედავად, მაინც ეტყობოდა შებოჭილობა ლელას, - ოლიკო, ყველაზე სანდო და მოწესრიგებული დამლაგებელია სასტუმროში. - გენდობი, ლელა, - სუსტად, მაგრამ მაინც მეგობრულად გაუღიმა თეამ, - სიმართლე რომ გითხრა, ბევრი ფიქრის დრო არ მაქვს. შენი სახელი შემახსენე... - ოლიკო, - ძლივს გაისმა ოთახში მისი ხავერდოვანი ხმა. - ოლიკო, ლამაზი სახელია, - თავისთვის ჩაილაპარაკა თეამ და მერე ისევ საქმეს მიუბრუნდა, - მხოლოდ ერთი დღით უნდა წაგიყვანო ერთი სახლის დასალაგებლად, შესაფერისად გადაგიხდი... სანაცვლოდ შენგან ვითხოვ სიჩუმეს, ამ თემაზე ლაპარაკი ნებისმიერთან გეკრძალება! დიდი იმედი მაქვს საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. ოლიკო ცოტა ხანს გაუნძრევლად და ხმის ამოუღებლად იჯდა. ზედმეტი ფული და სასტუმროს მფლობელის ნდობა მისთვის საუკეთესო შემოთავაზება იყო, ამიტომ ჯერ ლელას გახედა, შემდეგ კი სანდომიანი ღიმილით დაუქნია თეას თავი. - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. გოგონას პასუხზე კმაყოფილებისგან თეასაც ჩაეღიმა. - ძალიან კარგი, ისღა დაგრჩენია ხვალისთვის მოემზადო! ოლიკო ლელასთან ერთად ფეხზე წამოდგა და ოთახის კარებისაკენ დაიძრა. - ლელა, დარწმუნებული ვარ გოგონას მგზავრობის საკითხებს შენ მოაგვარებ და ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდება... - პრობლემა არ არის, - უპასუხა ლელამ და კარები გამოაღო. - თუ მოვიცლი მეც გავყვები, გაითვალისწინე! - მიაძახა უკვე ოთახიდან გასულს. დაუმთავრებელ საუბარზე ლელას ჩაეღიმა და პარალელურად გოგონას სახლში წასვლისა და დასვენების ნება მისცა. - დიდი იმედი მაქვს არ დამაღალატებ, - უთხრა ფორმალობის ნიშნად და ბლოკნოტით ხელში კაბინეტისაკენ გაუდგა გზას. მომღიმარი ოლიკო სამუშაო საათების დასრულებამდე ორი საათით ადრე მივიდა სახლში. სულაც არ აწუხებდა სხვა დამლაგებლების კითხვით სავსე მზერა და ზურგს უკან ჭორაობა. რაც ყველაზე მთავარია, მან დირექტორისა და ახლა უკვე სასტუმროს მფლობელის ნდობა მოიპოვა. * * * ოლიკო უკვე დილის ცხრა საათზე თეა მაჩაბელთან ერთად საკმაოდ ძვირადღირებულ მანქანაში იჯდა, რომელიც სიძველითა და მოუვლელობით გაფუჭებულ გზას მიუყვებოდა. ტყეში გაყვანილ გზაზე მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, თუმცა გვიან შემოდგომაზე დათოვლილ გზას ეტყობოდა, რომ ათასში ერთხელ მაინც გაივლიდა ხოლმე სოფლიდან ქალაქის მიმართულებით მანქანა. თავისუფალი სტილის ტანსაცმელში გამოწყობილ თეას მგზავრობისას მალევე ჩაეძინა. რაც შეეხება ოლიკოს, მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლის წინ გოგონას ძალიან ეძინებოდა, მგზავრობისას ვერაფრით ჩასთვლიმა, ამიტომ იჯდა ფხიზლად და დიდი ინტერესით ათვალიერებდა გზის პირას ამოსულ უცხო მცენარეებს. გაფუჭებული გზის წყალობით დაახლოებით ოთხსაათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. მიყრუებულ სოფელში მდგარი სახლი ჩვეულებრივ გამოიყურებოდა. ერთი შეხედვით მოვლილიც იყო, თუმცა შიგნით შესულებმა კარგად შეამჩნიეს, რომ ქალის ხელი სახლს დიდი ხნის მანძილზე არ დასტყობოდა. შინ არავინ დახვედრიათ, ამიტომ ოლიკო მაშინვე შეუდგა თავის საქმიანობას. სახლი სულ ერთ სართულზე არსებული ოთხი ოთახისაგან შედგებოდა, რომ არ ჩავთვალოთ საკმაოდ დიდი ზომის სამზარეულო და მის გვერდით სააბაზანო. ამან ოლიკოს საქმე უფრო გაუმარტივა. პირველ რიგში სახლში არსებული ორი საძინებელი დაალაგა, რომელთაგან ერთი ხელუხლებელი იყო, მეორეს კი ეტყობოდა, რომ პატრონი ყოველდღიურად სტუმრობდა და თან მარტო არა... მაგიდებსა და თაროებზე არსებულ მტვერში ადვილი შესამჩნევი იყო ადამიანის ნათითურები, რითაც შესაძლებელი ხდებოდა იმის დადგენა, რომ მამაკაცი ხშირად სარგებლობდა წიგნების თაროთი და მაგიდის მხოლოდ გარკვეული ნაწილით. სიმართლე რომ ითქვას, ყველაზე მეტი დრო ოლიკოს სწორედ წიგნების თაროს დალაგებისთვის დასჭირდა. წიგნების გასუფთავებისას პარალელურად თითოეულს ფურცლავდა, ნაცნობ წიგნებში საყვარელ მომენტებს ეძებდა, უცნობებში კი ცდილობდა გაეგო, სამომავლოდ მოეწონებოდა თუ არა წასაკითხად. მისაღებ ოთახში ტელევიზორთან მჯდარი თეა ოლიკოს მომზადებულ ყავას სვამდა და თან პარალელურად თვალს ადევნებდა გოგონას საქმიანობას. ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა, ვისზეც ყურადღება გადაიტანა თეამ. ოლიკოს ეგონა, რომ მძღოლი იყო, ამიტომ მისაღებში გავიდა. - მე თითქმის დავამთავრე, მალე წავალთ? - ჰკითხა თეას და მხოლოდ ამის შემდეგ გადახედა ოთახში შემოსულს. მძღოლის ნაცვლად მის პირდაპირ გაკვირვებული ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. - ეს ვიღაა? - მისზე უხეში მითითებით იკითხა მამაკაცმა და თეას გადახედა. - შენს "ბუნაგს" დალაგება რომ სჭირდებოდა, არ იცი? - კითხვა შეუბრუნა თეამ და ფეხზე წამოდგა. - მე არ გახსენდები და არ მირეკავ, ერეკლეს მაინც დაურეკე ხოლმე და სთხოვე ვინმე გამოგიგზავნოს, აქაურობა მტვერში ჩაფლულ სანაგვეს ჰგავდა. - ყურადღებისთვის მადლობა, დედიკო, - ჩაეღიმა ირონიულად ახალგაზრდას, რომელიც ოლიკოსთვის გასაკვირად მისი შვილი აღმოჩნდა, - მხოლოდ "ბუნაგის" დასალაგებლად არ მომაკითხავდი... - როგორი მიხვედრილი ხარ, შვილო, - არ დააკლო ირონია თეამ, - ხვალ შუადღისით ჩემთან სასტუმროში გელოდები, საქმე შენს იდიოტ მეგობრებს ეხება, თქვენთვისვე აჯობებს მობრძანდე. - აქ ვერ მეტყვი? - მობეზრებით გადაატრიალა თვალები ბიჭმა. - სმენა დაგაკლდა, შვილო? მგონი გასაგებად გითხარი, რომ უნდა მოხვიდე, - ხმას აუწია თეამ, თუმცა ამის მიუხედავად, თავს მაინც აკონტროლებდა. - მოვიფიქრებ... - ფეხი ფეხზე შემოიდო ბიჭმა და დედას ყურებამდე გაუღიმა. ბიჭის პასუხსა და მზერაზე თეასაც გაეღიმა, იქვე გადაფენილი ქურთუკი ხელში აიღო და კარებისაკენ წავიდა. ოლიკო მიხვდა, რომ წასვლის დრო მოახლოვდა, ამიტომ ისიც გაემზადა. - რატი, ნუ სულელობ! - გასვლის წინ მოუბრუნდა შვილს თეა, - საქმე შენს მეგობრებს ეხება... ეს თქვა და სახლი დატოვა. ქურთუკის ძებნაში გართული ოლიკო შედარებით უფრო მოგვიანებით გავიდა სახლიდან და მანქანაში ჩაჯდა. ახალგაზრდა მამაკაცს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. შვილზე აშკარად განაწყენებულ თეას გზაში აღარ ჩასძინებია, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ოლიკოსთვის გასაკვირად, ხმაც არ ამოუღია. მხოლოდ სასტუმროში მისვლისას მოუტრიალდა ოლიკოს და გულწრფელი მადლობა გადაუხადა. - ანაზღაურებაზე არ ინერვიულო, ყველაფერს ლელა მოაგვარებს, - მიაძახა უკვე გადასულმა და სასტუმროში შეაბიჯა. თავისი ნაშრომით კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. დაღლა არც უგრძვნია, მტვრისგან გასუფთავებამდე საკუთარი სახლის ლაგება დაიწყო. მხოლოდ ძილის წინ შეახსენა კუჭმა თავი, თუმცა არ უჭამია, მხოლოდ წყალი დალია. როგორც არ უნდა შიებოდა გვიან ღამით მაინც ვერ შეჭამდა საჭმელს. * * * ორ დღიანი დასვენების შემდეგ ოლიკო კვლავ ჩაერთო სასტუმრო "შაჰის" თავგადასავლებში. პირველ რიგში, ლელამ სასტუმროს მფლობელის საპრეზიდენტო ოთახი დაალაგებინა, მერე კი ნება მისცა სურვილისამებრ ემუშავა. უსაქმოდ მყოფი ოთახებში დაეხეტებოდა, როდესაც სასტუმროს რესტორანში მჯდარი გაბრიელი შეამჩნია. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, გაბრიელი ოლიკოს მეზობელი მოხუცია, რომელსაც შვილიშვილები იშვიათად აკითხავენ. გაკვირვებული მარტო მჯდარი მოხუცისაკენ წავიდა. მამაკაცმა მალევე შენიშნა მისკენ მომავალი გოგონა და მამა-შვილური სიყვარულით გაუღიმა. - სწორედაც რომ შენ გეძებდი, ჩემო გოგონავ, - მასთან დაჯდომა შესთავაზა და საუბარი წამოიწყო მოხუცმა, - გიკითხე და მითხრეს აუცილებლად ვეტყვით შეგხვდესო, როგორც ჩანს გითხრეს... - არაფერი უთქვამთ, შემთხვევით დაგინახეთ, - გაეღიმა ოლიკოს და ხელებით მაგიდაზე დაეყრდნო. - იმედია ყველაფერი კარგადაა, ბაბუ... - კი, ჩემო ოლიკო... უბრალოდ შენთან გამომშვიდობება მინდოდა, ეს დღეებია ვეღარ გნახე და ამიტომ მოგაკითხე სასტუმროში, - სევდიანად გაეღიმა გაბრიელს, - საქართველოდან მივდივარ... ოლიკოს გაკვირვებულ სახეზე მაინც გამოკრთა სიხარულის ღიმილი. - სად მიდიხარ, ბაბუ? შვილიშვილებთან? - ჰო, ჩემო კარგო, ჩამოვიდნენ ჩემს წასაყვანად, - ეს თქვა, მერე კი სახეზე პატრიოტული სევდა გამოესახა მოხუცს, - კი არ მინდოდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ სიმარტოვეც აღარ შემიძლია, ხომ გესმის ჩემი, შვილო? - მესმის, ბაბუ, - თანაგრძნობით გაუღიმა ოლიკომ და თავისი ხელი გაბრიელის სიბერისგან დამჭკნარ ხელს დაადო, - შენთვის ასე აჯობებს, საიმედო ხელში იქნები... მეზობელი მაგიდიდან თავიდან ფხუკუნი, შემდეგ კი დამცინავი სიცილი გაისმა. ოლიკო ცდილობდა არ მიექცია ყურადღება გაუზრდელი ახალგაზრდებისთვის, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს დაცინვა სწორედ მისკენ იყო მომართული. გვერდით მდგარ მაგიდასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, აქედან ერთი ძლივს იკავებდა სიცილს, სხვები კი თავშეუკავებლად და უკულტუროდ იცინოდნენ. ოლიკომ მტრული მზერით გადახედა მამაკაცებს, შემდეგ კი ისევ მათი იგნორი სცადა. - ერთმანეთისთვის შესაფერისი წყვილია, - გადაუჩურჩულეს ერთმანეთს ახალგაზრდებმა, რასაც ისევ შეუკავებელი სიცილის ხმა მოჰყვა. გამწარებული ოლიკო ფეხზე წამოდგა და მეზობელი მაგიდისკენ შეტრიალდა. - თქვენს უკულტურო სიცილს საზღვარი არ აქვს? ასაკით თუ ვიმსჯელებთ ამას თქვენთვითონაც უნდა ხვდებოდეთ... - უთხრა ხმის გაკონტროლებით, თუმცა ყურადღების მისაქცევად. - რა გნებავს გოგონა? - ფეხზე წამოდგა მათგან ერთ-ერთი და ოლიკოს მიუახლოვდა. - გაუგებრად ვლაპარაკობ? - შეტევაზე გადავიდა ის. - აჯობებს მსგავსი გამოხტომებისგან თავი შეიკავო, - ფეხზე წამოდგა მეორე, - როდის გავიცინებთ და როდის არა, შენი ტაკუნას საქმე არ არის! - ირონიული ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცმა ოლიკო და წინ დგომისას შეძლებისდაგვარად საჯდომზე წამოარტყა ხელი. შეურაცხყოფილი ოლიკო სახეზე სულ მთლად აწითლდა. ამ შემთხვევაში ნაკლებად აინტერესებდა კარგი ანაზღაურება და უფროსობის ნდობა, წინ მდგომ ახალგაზრდას მთელი ძალით გაუქნია ხელი პირდაპირ ცხვირში. მამაკაცების შესაჩერებლად გაბრიელი ჩადგა შუაში, თუმცა ძლივს მოსიარულე მოხუცი სამი ახალგაზრდის წინაშე ვერაფერს გახდა. მათგან ერთ-ერთმა ოლიკოს სახეში სილა გაარტყა. ისედაც ბრაზისგან ახურებულ გოგონას უფრო მეტად აუხურდა ცალი ლოყა. გაბრაზებული მამაკაცი ვერ გაჩერდებოდა, რომ არა მათ შორის ჩამდგარი დაცვის წევრები. - მოგკლავ, შე ძუ*ნა! - მისკენ იწევდა ცხვირგატეხილი მამაკაცი, რომელსაც ცხვირიდან შეუჩერებლად დიოდა სისხლი. - წაიყავნეთ ოლიკო აქედან, - დაცვის ერთ-ერთ წევრს სთხოვა დახმარება გაბრიელმა. დასუსტებული გოგონა ძლივს გაეცალა იქაურობას. მოხუც გაბრიელს მხოლოდ მზერითღა დაემშვიდობა. კონფლიქტის ადგილზე მალევე გამოჩნდა ლელა ნიჟარაძე და სიტყვიერი მოლაპარაკებით სცადა ახალგაზრდა მამაკაცების დამშვიდება. დირექტორისთვის საუბედუროდ ოლიკო სასტუმროს უნიფორმაში იყო გამოწყობილი, რის გამოც იძულებული გახდებოდა გოგონა სამსახურიდან გაეშვა. დირექტორის კაბინეტში მჯდარი ოლიკო ცივი საფენით ცდილობდა გახურებული ლოყის გაგრილებას. ხუთი წუთი არ იქნებოდა გასული, როცა ოთახში აღელვებული ლელა შემობაკუნდა და გოგონას მოპირდაპირედ დაჯდა. - ძალიან მაინტერესებს, ვინ ხარ? - იკითხა აღელვების მიუხედავად, დამშვიდებული ხმით. გაკვირვებულ ოლიკოს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მორიგი კითხვის მომლოდინე მზერით გადახედა ქალს. - სმენა დაგაკლდა? - ხმას აუწია ლელამ. - მგონი თავადაც იცით, ვინ ვარ, - უთხრა ოლიკომ და მოსალოდნელი შენიშვნებისთვის თვალები დახარა. - საქმეც იმაშია, რომ არ ვიცი ვინ ხარ, - ფეხზე წამოდგა ლელა და ოლიკოს პატარა ბავშვივით ჩხუბი დაუწყო, - საქმეს კარგად ასრულებ, პირადად მე, შენთან პრობლემა არ მქონია, მაგრამ... მაგრამ რაც აქ დაიწყე მუშაობა, მას შემდეგ შარს იზიდავ... ცალ ლოყასთან ერთად ისევ მთელი სახე აუხურდა ოლიკოს. - როდემდე უნდა დაგაფარო ხელები? გეკითხები, როდემდე? - ხმას ვეღარ აკონტროლებდა ლელა. - შეგიძლიათ ახლავე გამაგდოთ სამსახურიდან, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - ძლივს მოკრებილი გამბედაობით თავი წამოყო გოგონამ, - უსამართლობას ნელ-ნელა ვეგუები, არც ამის გადატანა გამიჭირდება... ეს თქვა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. - მე შენთვის არაფერი დამიშავებია და ვფიქრობ, არ ვიმსახურებ უმადურად მოქცევას, - მიაძახა ლელამ და ისევ თავის სავარძელზე ჩამოჯდა. - გულწრფელად მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, - შეჩერდა და დირექტორისკენ შემოტრიალდა, - უბრალოდ აღარ შემიძლია სხვისი ცოდვებისთვის ვაგო პასუხი, მეც ადამიანი ვარ და მეც გამაჩნია... უფროსთან საუბარი კარების გაღების ხმამ გააწყვეტინა. ოთახში თეა შემოვიდა. - ლელა, არ ამიხსნით რა მოხდა რესტორანში? - მიმართვით ლელას მიმართა, ყურებით კი ორივეს უყურებდა სასტუმროს მფლობელი. - ქალბატონო თეა, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ და გპირდებით, რომ სასტუმროდან წავალ, - არ აცადა ლელას საუბარი ოლიკომ, - დირექტორს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მუდამ ხელს მაფარებდა... ამ შემთხვევაში კაბინეტის კარებთან მოვარდნილმა ბარმენმა არ დააცადა ოლიკოს საუბრისა და ლელას მართლების დასრულება. ახალგაზრდა მამაკაცი ძლივს აბამდა სიტყვებს თავს. - ქალბატონო ლელა, რესტორანში ისევ ჩხუბობენ, - თქვა და კარები გასასვლელად გაათავისუფლა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარულში გაწაფულები ერთმანეთს ასწრებდნენ სირბილში. დასიებული ლოყისა და უფროსებთან რთული მდგომარეობის მიუხედავად, მათ ოლიკოც უკან გაჰყვა. რესტორნიდან გინებისა და ჭურჭლის მსხვრევის ხმა გამოდიოდა. ჩხუბის ყურებისას რთული გასარკვევი იყო, თუ ვინ ვის ებრძოდა. ჩხუბსა და გაშველებაში ჩართული იყო მთელი მომუშავე პერსონალი. - რატი? ამ იდიოტს აქ რა უნდა? - ჩაილაპარაკა თეამ და შვილის ჩხუბიდან გამოყვანა სცადა. დირექტორისა და მფლობელის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შედარებით მალე დარეგულირდა, თუმცა ცხვირგატეხილი ახალგაზრდა და თეას ვაჟიშვილი მაინც ერთმანეთისკენ იწევდნენ, რა თქმა უნდა, ისევ საჩხუბრად. ოლიკოს დანახვაზე ცხვირგატეხილი კონსტანტინე, როგორც მას ერთ-ერთმა მეგობარმა უწოდა, ისევ დაჭრილი დათვივით აღრიალდა. მისი დამშვიდება მხოლოდ სასტუმროს დატოვების შემდეგ შეძლეს. საქვეყნოდ ცნობილ სასტუმრო "შაჰში" მომხდარი აურზაური გახდა საინფორმაციო გადაცემების მთავარი თემა. ცხვირგატეხილი კონსტანტინე ყველა ჟურნალისტთან ერთსა და იმავე ამბავს იხსენებდა, თუ როგორ უმიზეზოდ დაესხა თავს სასტუმროს ერთ-ერთი დამლაგებელი, სავარაუდოდ გაძარცვის მიზნით და მოგვიანებით, როგორ მოვარდა მასთან უცხო მამაკაცი და როგორ იძალადა ფიზიკურად და სიტყვიერად მასზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სასტუმრო საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რისგან თავის დაღწევაც თეას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ამ ყველაფერს დაემთხვა რატის გაუთავებელი პრობლემები და მისი დაჭრა. სასტუმროსთვის მიყენებული ზიანის გამოსასასწორებლად და დროებით ყველაფრისთვის თავის დასაღწევად თეამ ოლიკო ექიმთან ერთად გაგზავნა რატისთან და მისი მოვლა-პატრონობა დაავალა. * * * ოლიკოსთან ერთად მანქანაში მჯდარ ექიმს ხმა არ ამოუღია, უხმოდ იჯდა გოგონას გვერდით, თითქოს პირი ცოტა ხნის წინ ამოუკერესო. სიწყნარით შეღონებული ოლიკო მძღოლთან ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, თუმცა ის უარესი მოლაპარაკე აღმოჩნდა. გოგონას კითხვებზე მისგან მხოლოდ სამი პასუხი მოდიოდა: კი, არა და არ ვიცი... ფიქრებში გართულს მოულოდნელად ჩაეძინა და ასევე მოულოდნელად გამოეღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან დილით ადრე გამოვიდნენ და წესით სოფელში შუადღისით უნდა ყოფილიყვნენ, უკვე ბნელოდა. მზე ერთი საათის ჩასული იქნებოდა. კვლავ მძღოლზე და ექიმზე გაბრაზებული მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მანქანის კარები მთელი ძალით მიაჯახუნა. სახლის რამდენიმე ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა, ამიტომ კარების მიგნება არ გასჭირვებია, რეფლექსურად ახსოვდა კიდეც როგორ უნდა შესულიყო სახლში. დერეფანში ფეხსაცმელები მოუწესრიგებლად ეყარა. იქვე სარკესთან ეკიდა ექიმის ქურთუკი. ბუხარში შეშის ტკაცუნის ხმა კარებთანაც აღწევდა. გადასაფარებლის გარეშე ძილით გათოშილი გოგონა ახლაღა მიხვდა, რომ მისი გაყინული სხეულისთვის ეს სითბო მისწრება იყო, ამიტომ პირდაპირ მისაღები ოთახისაკენ წავიდა. ბუხრის წინ მდგარ დივანზე წელსზემოთ შიშველი რატი იწვა, მას გვერდით ედგა თავის საქმეში ჩართული ექიმი, რომელსაც გოგონას ოთახში შესვლა არ გაუგია. მძღოლი დიდი ინტერესით უყურებდა ტელევიზორს, ამიტომ ოლიკოს დანახვა მხოლოდ რატიმ მოახერხა. თავად ოლიკოს რატის მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მათ ზურგი აქცია და სამზარეულოში გავიდა. ჯერ კიდევ მგზავრობის დასაწყისში აწუხებდა წყურვილი, ამიტომ პირველ რიგში ყელი ჩაისველა, მერე კი ისევ მისაღებ ოთახში გამოვიდა და პირდაპირ ტაქსის მძღოლს დაუჯდა გვერდით. - ასეთი ყურადღების მოქცევაც არ იყო საჭირო, - მომართა ორივეს და მათზე გაბრაზებულმა ისედაც სტანდარტული ზომის ტუჩები უფრო მეტად გამობურცა. - ხელში აყვანილი უნდა წამოგვეყვანე, დედოფალო? - რატის ჭრილობაზე მუშაობის პარალელურად ამოჰხედა ექიმმა. - გთხოვათ ვინმემ, დიდო მეფეო? - ირონიულად ჩაეღიმა ოლიკოს და ისევ გაყინული ფეხები დივანზე აიკეცა. გოგონას პასუხზე ორივეს გაეღიმა, თუმცა მათი ღიმილი უადგილო იყო რატის წვალების პარალელურად. ცოტა ხნის წინ ჩვეულებრივ ფორმაში მყოფი მამაკაცი ახლა უკვე ნახევარმკლავზე სისხლით იყო დასვრილი და თან მთელი სახეზე მისი ოფლი ბრჭყვინავდა. - ოლიკო, შენი დახმარება მჭირდება, - გამოჰხედა ექიმმა. მისი დავალებით გოგონამ მალევე მოიტანა სუფთა წყლით სავსე ჯამი და ტილო, რათა სისხლით მოთხვრილი ადგილები მოეწმინდა მამაკაცისთვის. თავად ექიმი სააბაზანოში გავიდა და ტკივილისგან სახედამანჭულ მამაკაცთან ოლიკო დატოვა. ცივ წყალში ტილოს დასველებისას ხელები საგრძნობლად გაეყინა, ამიტომ მისი ხელების ტემპერატურასთან შედარებით მამაკაცი გავარვარებული მუგუზალივით იყო, რომელიც წყლის წვეთების შეხებისას შიშხინებს ხოლმე. ცივი ტილოსა და ხელების შეხებისას რატიმ სიკვდილის პირას მყოფივით დაიგმინა. შეშინებულმა ოლიკომ ექიმს მოუხმო. - ჩემი დახმარება გჭირდება? - სააბაზანოდან გამოსძახა ექიმმა. - შეიძლება მასეც ითქვას, უბრალოდ მინდა აქ იყოთ, - ძლივს მოაბა სათქმელს თავი. ექიმი ხელების მშრალებით გამოვიდა მისაღებში. გოგონას გაფითრებულ სახესა და გაფართოებულ თვალებზე მსუბუქად ჩაეღიმა. - ეს ნებისმიერ შემთხვევაში კვნესას დაიწყებს, ამიტომ ნუ შეგეცოდება, - თავისებურად გაამხნევა მან ოლიკო, - ჩათვალე, რომ დაიმსახურა... - ასეთ ტანჯვას არავინ იმსახურებს, - პატარა ბავშვივით გაჯიუტდა გოგონა. ექიმს გოგონას სიტყვებზე სიცილი აუტყდა და გამხიარულებული მძღოლს მიუჯდა გვერდით საინფორმაციო გადაცემის საყურებლად. გაბრაზებულმა და უფრო გაგულისებულმა ოლიკომ მთელი გაიმბედაობა მოიკრიბა და თითქმის გონდაკარგულ მამაკაცს ერთბაშად გაუსუფთავა მკლავი. - გაუძელი რაა, - თითოეულ შერხევაზე ამხნევებდა სრულიად უცხო მამაკაცს, - ვიცი, რომ არ დაგიმსახურებია, - ექიმის სიცილის საპასუხოდ სასტუმროში მომხდარი შემთხვევა ახსენდებოდა გოგონას და უფრო მეტი პატივისცემით ცდილობდა ახალგაზრდა მამაკაცის დამშვიდებას. ყველაფრის დასრულების შემდეგ ტილო და სისხლიანი წყლით სავსე ჯამი მაგიდაზე გადადო და ახლა უკვე სხვა ნაჭრით შეუმშრალა დასველებული სხეული რატის. ტკივილითა და სიცხით გათანგული მამაკაცი გაუთავებლად კანკალებდა, მისი სხეული ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებს შეძლებისდაგვარად ებრძოდა. მძღოლმა და ექიმმა ტელევიზორი გვიან გამორთეს და დასაძინებლად დაწვნენ. რატის გვერდით მჯდარი ოლიკო ძილსა და მოსვენებას სულაც არ აპირებდა. არ შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა ავადმყოფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩვეულებრივ ათვალიერებდა მას. რატისთან ერთად ბუხარსაც ყარაულობდა. არ უნდოდა მასში ცეცხლი და ოთახში სითბო განელებულიყო. მთელი ღამის განმავლობაში მამაკაცი ბორგავდა. სიცხით გათანგულს მოძრაობის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც ძალა, თუმცა მაინც ახერხებდა ტკივილის ღმუილში გამოხატვას. შეშინებული გოგონა ცდილობდა მის დამშვიდებას, აქტიურად წმენდდა შუბლიდან ოფლს და თან უსწორებდა აჩეჩილ საბანს. რამდენჯერმე სიმშვიდეში სკამზე მჯდომს კინაღამ ჩასთვლიმა, თუმცა მამაკაცის თითოეულ შეტოკებაზე ხელახლა ფხიზლდებოდა. სრულფასოვნად ჩაძინება უკვე გამთენიისას შეძლო, როდესაც რატი შედარებით დამშვიდდა. სკამზე კითხვის ნიშანივით მოკუნტული მძღოლმა გამოაღვიძა და მოპირდაპირედ მდგარ დივანზე წამოწოლა შესთავაზა. ჯერ ისევ ძილ-ბურანში მყოფი ძლივს გამოფხიზლდა და მხოლოდ მამაკაცის დახმარების შემდეგ გადაინაცვლა დივანზე. - მთელი ღამე აქ გაუთენებია, - გადაულაპარაკა მძღოლმა ექიმს, - სად იპოვეს ასეთი სანდო ბავშვი?... - არამგონია ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდეს, - გოგონასთვის საბანის გადაფარების დროს ექიმიც გამოეპასუხა მძღოლს, - ფაქტია, რომ რატის შესახებ ბევრი არაფერი იცის... - თქვა და სამზარეულოში სასაუზმოდ გავიდა. მამაკაცებთან ერთად მთელი ერთი კვირა ამ მიყრუებულ სოფელში გაატარა. უკვე გამოჯანმრთელებული რატი ბოლო დღეებშიღა გამოფხიზლდა. სიარული და მკვეთრი მოძრაობების შესრულება ისევ არ შეეძლო, თუმცა მაინც ახერხებდა მისაღებიდან სააბაზანოში, ან სამზარეულოში გასვლას. ოლიკო აქტიურად იყო ჩართული მისი "რეაბილიტაციის" პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი მუდამ წინააღმდეგი იყო მისი დახმარების, ოლიკო მაინც ცდილობდა თავისი დავალების პირნათლად შესრულებას. ექიმმა სახლი მალევე დატოვა, ამიტომ რატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სწორედ ილიკოზე იყო დამოკიდებული. - კონსტანტინე დარჩიაშვილს საიდან იცნობ? - გაუთავებლად შეკითხვებს სვამდა ცნობისმოყვარე ოლიკო. - წყალი მწყურია, - გოგონას კითხვებზე თვალებს მობეზრებით ატრიალებდა მამაკაცი და ნებისმიერი გზით ცდილობდა მისი თავიდან მოცილებას. - დარწმუნებული ვარ, რომ მის წინააღმდეგ პირადი ანგარიშები გქონდა გასასწორებელი, - მუდამ თავისი დასკვნების გამჟღავნებით მოჰქონდა ხოლმე წყლით სავსე ჭიქა მამაკაცთან. - ამ ცხოვრებაში ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს, ოლიკო, - გოგონას კითხვებიდან ყურადღება ტელევიზორზე გადაჰქონდა და მოჩვენებითი ინტერესით უყურებდა უაზრო ფილმებს უცხო ენაზე. ამ ერთმა კვირამ იმაზე სწრაფად გაირბინა, ვიდრე იმ ერთმა ღამემ, როდესაც ოლიკო სიცხიან რატის დარაჯობდა. სახლის დატოვების წინ ეშმაკური ღიმილით რატის წინ ჩამოჯდა და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში. - მაინც გავიგებ ცოტა რამეს შენი და იმ მახინჯის ურთიერთობის შესახებ! - უთხრა ღიმილით და პასუხის მოლოდინში გაირინდა. - შენი ნებაა, - სიცილისას თვალები პატარა ბავშვივით დაუწვრილდა მამაკაცს. - ნეტავ იცოდე, რა საზიზღარი ვინმე ხარ, - სახე დაეჭყანა გოგონას. - ნეტავ იცოდე, რომ ყოველი მეორე ამას მიმეორებს, - უფრო მეტად გამხიარულდა რატი. - მე ერთი ვარ და განუმეორებელი, ამიტომ ჩემი შენიშვნები ყველასგან გასხვავდება, - ყოყლოჩინა მამალივით ასწია თავი, წელში გაიმართა და სახეზე ჩამოფარებული თმები ზურგს უკან გადაიყარა. - შენი წასვლის დროა, - დივნიდან ძლივს წამოდგა დასამშვიდობებლად. ოლიკოს ყურებამდე გაეღიმა. თავადაც წამოდგა სკამიდან და რატის მიუახლოვდა. დაჭრილ მამაკაცს ფრთხილად, მაგრამ მაინც მეგობრულად გადაეხვია. - მადლობა ყველაფრისთვის, - უთხრა რატომღაც ჩურცულით მამაკაცმა და მუდამ გახურებული ტუჩებით ყურთან ახლოს აკოცა. - არაფრის, - პატარა ბავშვივით გაუწითლდა ლოყები ოლიკოს, - დარწმუნებული ვარ ჩემს დახმარებას იმსახურებდი... გოგონას სიტყვებზე მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა, თუმცა მის გასამხიარულებლად კვლავ ცადა გულიანად გაღიმება. - მეც მაგის იმედი მაქვს, - უთხრა და თან მკლავზე თავშეკავებულად მოეფერა. მისი წასვლის შემდეგ სახლში ისევ სამარისებულმა სიმშვიდემ დაისადგურა. წინანდელი ქაოსი იყო მხოლოდ აფორიაქებული რატის გონებაში, რომელსაც კარგად ვერ გაეგო გოგონას სიტყვების შინაარსი... მთელი ღამის განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, იმსახურებდა თუ არა ოლიკოს დახმარებას?... * * * კონსტანტინე დარჩიაშვილი - ეს ის ახალგაზრდა მამაკაცია, ვინც თავიდან ოლიკოს მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი რატისთანაც მოუვიდა სერიოზული ჩხუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად გეტყვით, რომ ეს პიროვნება მომხდარ მოვლენებამდე იცნობდა ოლიკოსაც და რატისაც. ოლიკოს ძმაკაცების წყალობით ცალმხრივად იცნობდა. რამდენჯერმე თავადაც დაუნახავს გვიან სახლში მიმავალი მიმზიდველი მარტოსული გოგონა. მისი მარტოობის შესახებ სწორედ ძმაკაცებისგან გაიგო, ამიტომაც დასცინა რესტორანში მოხუცი მამაკაცის გვერდით მჯდომს. ოლიკო მისმა სითავხედემ გაურკვევლობაში ჩააგდო. უკვირდა, მაინც და მაინც მას რატომ დასცინეს გაბრიელთან ერთად. იქნებ მამაკაცი სწორედ მისი ბაბუა, ან ნებისმიერი ახლობელი იყო. რაც შეეხება რატის, ახალგაზრდა მამაკაცები ერთმანეთს ადრეული ასაკიდანვე იცნობდნენ. ორი მდიდარი მშობლის ვაჟი თავიდანვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უფრო სწორად რომ ითქვას, კონსტანტინე გამუდმებით ცდილობდა რატის ნერვებზე მოქმედებას, რატი კი ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე ჩხუბისგან მუდამ თავს იკავებდა. წლების გასვლის შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ ხდება, რატიმ ყველა ცოდვისთვის მოსთხოვა პასუხი, კონსტანტინემ კი დაპირისპირებას თავი არ ანება და ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის მთავარ მონაწილედ რატი დაასახელა. ყველა სამხილი სწორედ რატისკენ იყო მომართული, ამიტომ მეგობრების დასაცავად ახალგაზრდა მამაკაცმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. კონსტანტინე მშობლებმა უსაფრთხოებისთვის უცხოეთში გაამგზავრეს. რატის აღარაფერი მოუმოქმედებია, თუ არ ჩავთვლით სასტუმროს რესტორანში მომხდარ ინციდენტს, სადაც მოულოდნელად შემჩნეულ კონსტანტინეს მამაკაცმა მსუბუქი შურისძიებით უპასუხა. რატის შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი კავშირების მიუხედავად, კონსტანტინეს სულაც არ ეშინოდა მამაკაცის, რომელიც ციხიდან გაქცეული ნახევარი წელიწადი იძებნებოდა. სწორედ ეს ფაქტი აბრკოლებდა სრულფსოვანი შურისძიებისთვის რატის, ამიტომ ჩვეულებრივ ჩხუბსა და შეხლა-შემოხლას დასჯერდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, გაგულისებულ კონსტანტინეს თავისუფლად შეეძლო სასტუმროში გადაადგილება და სასტუმროს მფლობელისათვის პრობლემების შექმნა. სწორედ ამიტომ დაჯავშნა რამდენიმე დღით ნომერი სასტუმრო "შაჰში", სადაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს ერთ-ერთ დამლაგებელს. დამლაგებლის პიროვნებას თქვენც მშვენივრად დაადგენთ. გოგონა მამაკაცს ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა მისი სახის გამომეტყველებით რთული მისახვედრი არ იყო ის, რომ მან უკვე იცოდა კონსტანტინეს განზრახვების შესახებ. მამაკაცმა რამდენჯერმე სცადა მასთან გასაუბრება, საერთო ენის გამონახვა, თუმცა საპასუხოდ გოგონას შეკრული წარბების მეტი არაფერი მიუღია. კონსტანტინემ მოვლენების დაჩქარება ისურვა და ამიტომ დამლაგებელი თავისი დავალების შესასრულებლად ოთახში იხმო. - სრულიად შემთხვევით ჭიქა დამემტვრა და მეშინია მისი ნამსხვრევებით რამე არ გავიჭრა, იქნებ დამლაგებელი გამოუშვათ ოთახში... - ტელეფონით შეატყობინა სასტუმროს მთავარ დამლაგებელს. მეხუთე სართულზე მდებარე საპრეზიდენტო ოთახის გასუფთავება წესის თანახმად ოლიკოს ევალებოდა, ამიტომ მამაკათან მთავარმა დამლაგებელმა სწორედ ოლიკომ გაგზავნა. გოგონა ყველაფერს მიხვდა, მაგრამ დავალების შესრულებაზე უარი არ უთქვამს. ოთახში შესვლამდე კარებზე დააკაკუნა. კონსტანტინემ მისი ხმა აშკარად გაიგონა, თუმცა შესვლის ნება მოგვიანებით მისცა. ჭიქის ნამსხვრევები ოთახის შუაგულში ეყარა, ფანჯარასთან მდგარ დივანზე მოსახერხებელ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და თან მომღიმარი სახით უყურებდა გოგონას. ოლიკოს მისი მზერისთვის მაშინაც არ მიუქცევია ყურადღება, პირდაპირ ნამსხვრევებისკენ წავიდა და ცოცხით მათი აკრეფა დაიწყო. - ჩემზე ნაწყენი ხარ, ოლიკო? - საუბრისას სახის გამომეტყველება არ შესცვლია. გოგონამ პასუხად მხოლოდ შეხედა, ხმა არ ამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შინაგანად ძალიან ღელავდა. იდგა მამაკაცის წინ, რომლისგანაც ჯერჯერობით ვერავინ დაიცავდა. - როგორი უკარება ხარ, - ფეხზე წამოდგა კონსტანტინე და ღვინის ჭიქით ხელში გოგონასკენ წამოვიდა, - დავიჯერო იმ მოხუცს ვერ ვაჯობებ ურთიერთობაში? მამაკაცის ირონიული საუბრით მოღუშული ოლიკო ნელ-ნელა დაიძრა კარებისკენ. მომღიმარი კონსტანტინე უფრო და უფრო უახლოვდებოდა დამფრთხალ გოგონას. - წასვლა აპირებ? საქმე ჯერ არ დაგიმთავრებია, - ხელები გაშალა და პარალელურად ქალურად წვრილი წარბები შუბლზე აქაჩა. - იატაკი გავასუფთავე, მეტი აღარაფერი მევალება, - მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა ოლიკომ და კარებისკენ შეტრიალდა. - მე კი ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, - თავისსავე სიტყვებზე გულიანად გაეცინა და ცოტა ხნის წინ გამოცლილი ჭიქა ძალიან ჩვეულებრივად კედელს შეამსხვრია, - თუ დავალებას არ შეასრულებ სამსახურს დაკარგავ, როგორც ვიცი დიდი ხანია შენი გაგდებისგან თავს იკავებენ... გვერდით მდგომ მამაკაცს ოლიკომ უნდობლად შეხედა. ეშმაკურად მომღიმარი კონსტანტინე მოთმინებით ელოდა გოგონას, რომელმაც ფეხების თრევით გადაინაცვლა ოთახის მეორე ბოლოში ჭიქის ნამსხვრევების ასაკრეფად. მის საქციელზე მამაკაცს ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჟამად ყურებამდე. - მაშინ ტრა*ზე რომ შეგეხე ისეთი სახე გქონდა მეგონა რომ ჩემამდე არც არავინ შეგხებია, - უჭიქოდ დარჩენილმა ვისკის ბოთლი მოიყუდა. მისი უაზრო საუბრით გაბრაზებული ოლიკო სახეზე მაშინვე ახურდა. გოგონამ სწრაფად მოათავე საქმე და უსიტყვოდ გასასვლელისკენ შებრუნდა, თუმცა მამაკაცს მისი მოძრაობა არ გამოპარვია, ბოთლი იქვე დადო და მისკენ წავიდა. შეშინებულმა ოლიკომ თავის დასაცავად ცოცხი მოიმარჯვა და შეძლებისდაგვარად მამაკაცამდე მანძილი გაზარდა. მისი სახის გამომეტყველებაზე უკვე საკმაოდ შემთვრალ კონსტანტინეს ირონიულად ჩაეღიმა და გაუცნობიერებლად კვლავ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი საბრძოლველად გამზადებული ოლიკოსკენ. - თავდაცვის გაკვეთილებს რატისთან გადიოდი? - უადგილოდ იკრიჭებოდა მამაკაცი. - შენგან თავდაცვას მასწავლებლის გარეშეც შევძლებ, - დიდხანს იკავებდა თავს, თუმცა კითხვის უპასუხოდ დატოვება მაინც ვერ შეძლო. - აბა რატი რაში გამეცადინებს ხოლმე? - მასთან მიახლოვება დროებით გადაიფიქრა და უბნის ბიჭივით კედელს მიეყუდა. მამაკაცის სიტყვებზე გაკვირვებულმა ოლიკომ წარბები შეკრა. ვერ მიმხვდარიყო თუ რატომ ახსენებდა ყოველ მეორე სიტყვაზე რატის. - შენთვის არაფერი დამიშავებია, გამიშვი! - ადამიანურად სცადა საქმის მოგვარება. გოგონას თხოვნაზე მამაკაცს კვლავ უკულტუროდ, თუმცა გულიანად გაეცინა და რამდენიმე ნაბიჯი კვლავ უპრობლომოდ გადადგა მისკენ. - ცხვირი ვინ გამიტეხა რესტორანში? - მოჩვენებითი ფიქრის ნიშნად საფეთქელთან მიიდო თითი, - ალბათ ბაბუაჩემი იყო მოსული ჩემთან ჭკუის სასწავლებლად და მეც უცებ შენ მიგამსგავსე... - თავის სიტყვებზე ოლიკოს მაგივრად იცინოდა კონსტანტინე. - თუ კარგად დაუფიქრდები, ცხვირის მიმტვრევა დაიმსახურე კიდეც, - შეხვედრის განმავლობაში პირველად ჩაეღიმა ოლიკოს, ოღონდ ესეც ირონიულად. - რადგან დამსახურებაზე მიდგა საუბარი, აჯობებს სასიამოვნო საღამოსთვის მოემზადო, - უთხრა და ყოველგვარი მომზადების გარეშე გოგონას ერთადერთი თავდაცვის იარაღი წაართვა. შეშინებულმა ოლიკომ მისგან თავის დაღწევა გაქცევით სცადა, თუმცა კონსტანტინემ მოასწრო მისი გაკავება. მამაკაცის ვნებისგან გაფართოებული გუგები თვალების ბრწყინვალებას უფრო მეტად უსვამდა ხაზს. როგორც ჩანს, მამაკაცს დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული თავის გამო ძლივს მიეღწია მზაკვრული განზრახვების სისრულეში მოყვანისთვის. სახით კედლისკენ შეტრიალებულს მამაკაცი პირზე ხელს აფარებდა, ისევ და ისევ ზედმეტი პრობლემების თავისგან ასაცილებლად. მეორე ხელით სასტუმროს უნიფორმის ზედა ნაწილის შემოგლეჯა სცადა, თუმცა მისგან სხეულის გათავისუფლების ნაცვლად, მხოლოდ ღილების აწყვეტა შეძლო. ფორმის წვრილი ღილები იატაკზე მოიფანტა. ატირებული და მოსალოდნელი უბედურებით შეშინებული ოლიკო ყველა საშუალებას ხმარობდა კონსტანტინესგან გათავისუფლებისათვის, მაგრამ ადვილი საქმე როდი იქნება ორი თავით მაღალი მამაკაცის ძალაში დაჯობნა. კონსტანტინესთვის მოულოდნელად ოლიკომ გარისკა, შეძლებისდაგვარად დაიხარა და იქვე მიგდებული აქანდაზიდან ერთ-ერთი მოზრდილი შუშის ნატეხი აიღო. გოგონას სწრაფი ქმედებით გაკვირვებულმა მამაკაცმა დაუფიქრებლად განაგრძო მისი ტანსაცმლისგან გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკოს არ შეეძლო თუნდაც მწერისთვის ზიანის მიყენება, მან კონსტანტინეს დაუფიქრებლად ჩაარჭო ხელში ჭიქის ნატეხი. სუსტმა ნატეხმა ძლივს მოახერხა კანის გაჭრა, თუმცა მამაკაცისთვის საუბედუროდ ხორცშივე ჩაიმტვრა და დაჭრილს რთულად გასაძლები ტკივილი მიაყენა. ოლიკომ არსებული წამებით ისარგებლა და მამაკაცის წელზე შემოჭერილი ხელებისგან თავი დაიხსნა, მაგრამ ტკივილით გამწარებულმა კონსტანტინემ თავისუფალი და დაუზიანებელი ხელი თმებში ჩაავლო. ინერციით ოლიკო კვლავ მის სხეულს შეენარცხა. ემოციურად დასუსტებული ვეღარ ახერხებდა ერთი ხელისგან გათავისუფლებას. მამაკაცისთვის გასაკვირად გაურკვევლობაში მყოფმა ვერ მოიფიქრა ახმაურება მაშველების მოსახმობად. ამიტომ ისევ თავისით ცდილობდა უკვე საკმაოდ დაუძლურებული მამაკაცის დამარცხებას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოთახის კარები ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე რატიმ შემოაღო. ყველაფრის დანახვისა და გააზრების შემდეგ ურეაქციო სახეზე აღელვება დაეტყო. ერთ ადგილზე მიყინულმა ძლივს მოიფიქრა გოგონას მამაკაცის მკლავებისგან გათავისუფლება. - ოლიკო, აქ რა გინდა? - ჰკითხა ატირებულ და კონსტანტინეს სისხლისგან დასვრილ გოგონას. - მე აქ ვმუშაობ, რატი, - მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ხმა არ ამოუღია, ძლივს ამოიხრიალა მან. - გოგოებზე ძალადობა ჰობად გექცა, შე ნაბი*ვარო? - ოლიკოსთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, პირდაპირ კონსტანტინესკენ შეტრიალდა და ისედაც მოგრეხილ ცხვირში მუშტი დაუშინა. - შენი ნაშების ბედი ძალიან განაღვლებს, არა? - სახესა და ხელზე გასისხლიანებულს კიდევ ჰქონდა აგდებული ლაპარაკის თავი. - ოლიკო, წადი აქედან, - მამაკაცისთვის მზერა არ მოუშორებია, ისე მიმართა ოლიკოს. ემოციებითა და დაახლოებით ათწუთიანი ბრძოლით დაუძლურებულმა გოგონამ იატაკიდან წამოდგომა სცადა, თუმცა ისევ ძირს დაეცა. ნახევრად გონწასულს აკანკალებული ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ. არსებული მდგომარეობით შეწუხებულ რატის ოხვრა ამოხდა, ოლიკოს მსგავსად იატაკზე მიგდებულ კონსტანტინეს კიდევ რამდენჯერმე მოუქნია მუშტი და გოგონასთან ჩაიმუხლა. უგონოდ მყოფი ოლიკო ხელში აიყვანა და ოთახი დატოვა. ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გოგონა იმავე სართულზე მდებარე დირექტორის კაბინეტში შეიყვანა და ლელას სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება. გაფხრეწილი პერანგიდან გოგონას გამოკვეთილი ლავიწები და მეტად მიმზიდველი მკერდი მოუჩანდა. მისი ლამაზად გამოყვანილი წელი აქამდეც შესამჩნევი იყო, ამიტომ დიდი გაკვირვება არ მოუხდენია. სრულ და გამოკვეთილ მკერდს უფრო მეტ ეფექტს შავი, მაქმანებით გაფორმებული ლიფი სძენდა. ერთი სიტყვით, გაფითრებული გოგონა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა და მამაკაცისთვის სირთულეს წარმოადგენდა მისთვის მზერის მორიდება. ოთახში შემოსულ ექიმებს ლელა და თეა შემოჰყვნენ. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, თეამ შვილი ოთახიდან გაიყვანა და სასწრაფოდ სასტუმროს დატოვებისკენ მოუწოდა. დედის შენიშვნებით მობეზრებულმა რატიმ კიდევ ერთხელ შეხედა გონწასულ გოგონას და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სასტუმრო. დაჭრილ კონსტანტინეს მალევე მოაკითხეს მშობლებმა. ექიმებთან ერთად გაურვეველი მიზეზით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქვეყნოდ ცნობილ სასტუმროში მომხდარი ინციდენტით, რა თქმა უნდა, პოლიციაც დაინტერესდა. საქმეში პოლიციის ჩართულობასთან ერთად ყველაფერი ტელევიზიითაც გააშუქეს. ერთი სიტყვით, უკვე მეორედ სასტუმრო "შაჰში" მომხდარი ამბავი, დაახლოებით ორ საათში, მთელს ქვეყანას მოედო. * * * მისაღებ ოთახში მდგარ დივანზე წამოწოლილ ოლიკოს თავზე ბავშვობის მეგობარი დასტრიალებდა. ოლიკოსგან რადიკალურად განსხვავებული ხატია გულმოდგინებით ცდილობდა გოგონას გამხიარულებასა და სულიერად გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მოძალადე მამაკაცს თავი მალევე დააღწია, მის მკლავებსა და ფეხის წვივებზე მაინც შეიმჩნეოდა ძალადობის კვალი. ყოველ შემთხვევაში, ოლიკოს რძისფერ კანზე მეტად გამოკვეთილი იყო რამდენიმე ადგილას დალურჯება და განაკაწრი. უხასიათოდ მყოფ გოგონას თმები წინა დღიდან მოყოლებული აჩეჩილი ჰქონდა, თუმცა მის უცხო გარეგნობას ეს უფრო მეტ ეფექტს სძენდა. წაბლისფერი თმების, მუქი ყავისფერი თვალებისა და ჭორფლების წყალობით ოლიკო გარეგნულად მცირე ასაკიდანვე გამოირჩეოდა. საშუალო ზომის წარბებითა და თხელი ცხვირით ახლობლები მუდამ დედას ამსგავსებდნენ, დანარჩენი ყველა გარეგნული თვისება მამისგან გამოჰყოლოდა ოლიკოს. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში მისი გარეგნობის აღწერის დრო არ არის, მაგრამ მე სწორედ ახლა გამახსენდა, რომ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი თქვენთვის სრულყოფილად არ გამიცვნია. ოლიკო ნოზაძის სკოლის დამთავრება და დაობლება ერთი იყო. თითქოს მშობლებმა თავიანთი მოვალეობა მოიხადეს და გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მისცეს. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, გოგონას მშობლების გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, თუმცა დაკარგულის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ცხოვრების აზრს ეხება. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშობლების ავტოავარიით გარდაცვალების შემდეგ დაუძლურებულმა ოლიკომ სწავლა მაინც განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ასეთ მდგომარეობაში ფიქრი და მდგომარეობის გააზრება ძალიან რთული რამ არის, გოგონამ მაინც შეძლო თავისი სიძლიერის დამტკიცება. რუსეთში მცხოვრები დეიდის მცირედი დახმარებით ოლიკომ უმაღლესში სწავლაც დაამთავრა, თუმცა საკუთარი პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო. სტუდენტობის პერიოდში გამოცდილი გაჭირვების თავიდან დასაღწევად მოძებნა შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური და ახლა თქვენთვისაც ცნობილია, რომ მან მუშაობა სასტუმრო "შაჰში" დაიწყო. ხატია ბავშვობის მეგობართან ერთად, მეზობელიც იყო. აქედან გამომდინარე, მან ყველაფერი იცოდა გოგონას ცხოვრების შესახებ. ალბათ დამეთანხმებით კიდეც, ულევი საიდუმლოები და საკუთარ თავთან ჩაკეტილობა ადამიანთა უმრავლესობას აგიჟებს. როგორც არ უნდა მერყეობდე ადამიანის სანდოობაში, მაინც ცდილობ მასთან საუბრის წყალობით საკუთარ თავს შვება აგრძნობინო. წვნიანით სავსე ჯამით ხელში იდგა ხატია და ოლიკოს წამოყენებას ცდილობდა. ისედაც დასუსტებულ გოგონას არც წამოდგომის თავი ჰქონდა და, მითუმეტეს, არც ჭამის. ტელევიზორის ხმით შეწუხებულს მისი გამორთვის სურვილი დაებადა, თუმცა ამის თქმა, ან განხორციელება ნამდვილად არ შეეძლო. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნელი და დამაინტრიგებელი საუბრით ცდილობდა ყურადღების მიპყრობას. მიუხედავად იმისა, რომ ქალის ლაპარაკი ოლიკოს ნერვებს უშლიდა, მის მიერ გადმოცემულმა ინფრომაციამ დააინტერესა. - ჩვენი ტელეკომპანიისათვის სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სასტუმრო "შაჰში" მომხდარი ინციდენტის მთავარი გმირი სასტუმროს მფლობელის ვაჟია, რომელიც განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის სასჯელს იხდიდა, თუმცა ციხიდან გაიქცა და დღემდე მიმალვაში იმყოფებოდა. თავად თეა მაჩაბელი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. რაც შეეხება საქმის გამომძიებელს, მისი თქმით რატი გურგენიძე გავლენიანი მშობლის წყალობით იმალებოდა, ახლა კი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისთვის სრულფასოვნად დაისჯება. - ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას თავად თეა მაჩაბელი მფარველობდა. - ეკრანზე გამოჩნდა თავისი თანამდებობისთვის შეუფერებელი ასაკის მამაკაცი, ცივი თვალებითა და ურეაქციოს სახით, - თუმცა ახლა იგი პასუხს აგებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და თან ამას ემატება სასტუმროში მომხდარი აურზაური, რომლის დროსაც მოქალაქე რატი გურგენიძემ ფიზიკური ზეწოლა მოახდინა მოქალაქე კონსტანტინე დარჩიაშვილზე. ოლიკო გაფართოებული თვალებით ადევნებდა მზერას ტელევიზორს. მისი ფეხზე დგომით გაკვირვებული ხატია რამდენჯერმე გამოელაპარაკა, თუმცა მისი გამოფხიზლება მაინც ვერ მოახერხა. - რატომ გიკვირს? ამ უსამართლო ქვეყანაში ყველა ნაბი*ვარი სამართლიანობისთვის მებრძოლად ითვლება... - თავისი ჩვეული გამომეტყველებით წინ ჩამოუდგა გოგონას და პატარა ბავშვივით ჭამისკენ მოუწოდა. - კონსტანტინე მე დავჭერი და რატის აბრალებენ, ასე უმოქმედოდ ვიჯდე? - რეპორტაჟის დასრულების შემდეგ ძლივს გადაიტანა მზერა ტელევიზორიდან წინ მდგომ ხატიაზე. - ნუ გეშინია, რატის ისედაც ჩააყუდებენ, შენი გმირობების დრო ნამდვილად არ არის, - ირონიულად ჩაეღიმა გოგონას და თან პარალელურად კიდევ ერთხელ გაუწოდა საჭმელი. - სასტუმროში დამნაშავე კონსტანტინე იყო და არა რატი, ეს ხომ უნდა იცოდნენ? - არ ნებდებოდა ოლიკო. - ცოტა გამოფხიზლდი, მდიდრების ბრძოლაში შენ არავინ მოგისმენს, - ფანქრით ჩაშავებული თვალები საუბრისას უფრო მეტად გაუფართოვდა, - აჯობებს აქედან "მოხიო", თორემ იმ ნაბი*ვრისგან ვეღარავინ დაგიცავს... ხატიას სიტყვებზე ჩაფიქრებულ ოლიკოს საჭმელი არც გახსენებია, ფეხზე წამოდგა და საკუთარ თავთან საკამათოდ საძინებელში გავიდა. მის საქციელზე ხატიამ თვალები გადაატრიალა და ხელში შერჩენილი ჯამიდან სუპი თავადვე დააგემოვნა. უკვე გაციებული სუპის გასინჯვისთანავე სახე დაემანჭა, რაზეც თავისთვის გულიანად გაეცინა. უაზრო საინფორმაციო გადაცემის ყურებას ისევ დოკუმენტური ფილმი ამჯობინა, რომლის ყურების დროსაც ჩაეძინა კიდეც. * * * განცხადების წერისას ხელი რამდენჯერმე აუკანკალდა. კალამიც გაჭირვებით წერდა, თითქოს ისიც ეწინააღმდეგებოდა გოგონას გადაწყვეტილებას. ხელის მოწერისას ლელამ კიდევ ერთხელ შეხედა გამომცდელი მზერით, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. სასტუმროს დირექტორმა კარგად იცოდა, რომ ოლიკოს საქართველოში დარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სასტუმროს დატოვების წინ მეგობრულად გადაეხვია და ბედნიერება უსურვა. მეტი მეგობარი, ან ნაცნობი ოლიკოს სამსახურში არ ჰყოლია. მის თანამშრომლებს ნაკლებად აინტერესებდათ მისი წასვლის ამბავი. სახლის კარებთან უკვე ჩამწკრივებულიყო ჩემოდნები. მის მაგივრად ყველაფერი ხატიას მოეწესრიგებინა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთვის წესრიგი უცხო სიტყვა იყო. - აჯობებს გამოიძინო, - საძინებლისაკენ უბიძგა მან. - არ მეძინება, - თავი გაიქნია ოლიკომ და საძინებლის ნაცვლად მისაღებ ოთახში გავიდა. - როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა ხატიამ და უკან მიჰყვა, - დეიდაშენს დაურეკე? პასუხის ნიშნად ოლიკომ უბრალოდ თავი დაუქნია. - რა გითხრა, დაგხვდება? - არ ეშვებოდა ლაპარაკის მოყვარული ხატია. მისი კითხვებით გადაღლილმა გოგონამ, ამჯერად თავის მოძრაობის ნაცვლად, თვალების მკვეთრი დახუჭვით გასცა პასუხი. - რუსეთი მოსაწყენია, - პატარა ბავშვივით სახე დაემანჭა მას, - პირადად მე, იქ წასვლას ისევ საქართველოში ყოფნა მირჩევნია... - თქვა და თვალები მობეზრებით გადაატრიალა. - ასეა საჭირო, - მხოლოდ ეს უპასუხა ოლიკომ. - არ გედავები, უბრალოდ გითხარი, რომ რუსეთი მოსაწყენია, - ძლივს ჩამოაყალიბა წინადადება საღეჭი რეზინის ღეჭვით გართულმა, - დეიდაშენის გარდა ნაცნობები გყავს? გოგონა ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე კი ხატიას დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. - კიდევ კარგი, თორემ დეიდაშენიც თუ შენნაირი უჟმურია მაგრად გაერთობი, - ცალყბად გაეღიმა ხატიას. უნდა აღვნიშნო, რომ მის რძისფერ კანს საოცრად უხდებოდა შინდისფრად შეღებილი ტუჩები, მუდამ ჩაშავებული თვალები და მწვანე თმები. ოლიკოს გონებაშიც სწორედ ეს წარმოადგენდა ფიქრის მთავარ თემას. - ყველა შენნაირი "დაქოქილი" ვერ იქნება, - ირონიულადვე ჩაეღიმა ოლიკოს. მოჩვენებით გაბრაზებულმა ხატიამ ბავშვობის მეგობარს ბალიში ესროლა, თუმცა, როგორც ყოველთვის, მოხერხებულმა ოლიკომ უმალვე გაიაზრა მომხდარი და თავი ბალიშის მიმართულების საწინააღმდეგოდ გასწია. - არ მოგენატრები? - სრულიად შეუფერებელი სახის გამომეტყველებითა ჰკითხა ხატიამ. მის კითხვაზე ოლიკოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაეცინა გულიანად. - რა თქმა უნდა, არა, - ვითომ სერიოზულად უპასუხა და "თავის გადასარჩენად" საძინებლისკენ გაიქცა. მეგობრის პასუხზე ხატიასაც გაეცინა და ბალიშით ხელში უკან მიჰყვა მას. ბავშვობის გახსენებამ კარგი ზეგავლენა მოახდინა გოგონებზე. ძლივს გამხიარულებული ოლიკო ფეხს ითრევდა სახლიდან წასვლისას. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხატია მაინც აეროპორტამდე მიჰყვა მეგობარს. სწორედ წასვლის წინ ოლიკომ ხატია გულში ჩაიკრა და მორიდებით გადაუჩურჩულა: - რა თქმა უნდა, მომენატრები, სულელო... ცრემლიანი თვალები პირველად აბრჭყვიალდნენ მეგობრის წინაშე. სანაცვლოდ ხატიაც მოეფერა ოლიკოს. - დიდ ხანს ნუ დარჩები! არ მაქვს სურვილი შენი გულისთვის მაგ მოსაწყენ ქვეყანაში ჩამოვიდე, - ისევ ბავშვივით დამანჭა სახე და დაქალს წასასვლელად უბიძგა. * * * კაფეში მჯდარი გოგონა მოუთმენლად ელოდა ვიღაცას. სიცივიდან სითბოში გადანაცვლებას ლამაზი მოყვანილობის ლოყები აეწითლებინა მისთვის. საშუალო ზომის თმები ზურგს უკან გადაეყარა, მხოლოდ თმის რაღაც ნაწილი ჩამოშლოდა სახეზე. ლამაზი მოყვანილობის თითებზე რამდენიმე უბრალო ბეჭედი წამოეცვა. სწორედ მათი წყალობით ირთობდა თავს მარტო მჯდომი. საბოლოოდ გამთბარისთვის გარედან შემოსული ქარის წუილი თავისებურად ჟრუანტელის მომგვრელი იყო. უჟმური ოფიციანტის მზერით შეწუხებული ხან ფანჯარაში იყურებოდა და ხან მაჯის საათს დასცქეროდა. პიროვნება, რომელსაც შეხვედრა დაეთქვა მისთვის, იგვიანებდა. მამაკაცის უპასუხისმგებლობით გაბრაზებული ფეხზე წამოდგა, სამი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადა და გარეთ გავიდა. მხოლოდ ახლა გამოჩნდა კაფისკენ ჩქარი ნაბიჯებით მომავალი მამაკაცი, რომელსაც ნახევარი სახე ქურთუკში ჩაემალა. - ოლიკო, ძალიან ვწუხვარ, - უთხრა, რაღა თქმა უნდა, რუსულად, - ვერ მოვახერხე დანთქმულ დროს მოსვლა. - არაუშავს, დიმა, - ოლიკომ ბიჭს ძალდატანებით გაუღიმა, - არაფერია... - ძალიან დამაგვიანდა? - მორიდებით ჩაეღიმა მამაკაცს. ოლიკომ დროის ცოდნის მიუხედავად, მაინც დახედა საათს. - სახლში მაგვიანდება, უნდა წავიდე, - უკვე სულმთლად გაყინული ხელები ჯიბეში ჩაიწყო და წასვლა დააპირა. - რა გაეწყობა, ნახვამდის, - სევდიანად გაეღიმა მამაკაცს და საყვარელი ქალი მხოლოდ მზერითღა გააცილა. უხასიათოდ მყოფმა ოლიკომ ძლივს მოახერხა მამაკაცთან ღიმილით დამშვიდობება. სიყალბე არასდროს ჯდებოდა მის ხასიათში, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. ოლიკომ დიმა რუსეთში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში გაიცნო. თავად დიმა ჩამოსვლისთანავე იჩენდა მის მიმართ ყურადღებას, თუმცა მორცხვი და ამასთანავე ნაკლებად საინტერესო მამაკაცი ვერაფრით ახერხებდა გოგონასთან საერთო ენის გამონახვას. ერთფეროვანი ცხოვრებით თავმობეზრებულმა ოლიკომ ძალიან მარტივად მიიღო გადაწყვეტილება დიმასთან ურთიერთობის დაწყებისა, თუმცა ამ ურთიერთობას არასდროს უყურებდა სერიოზულად, განსხვავებით დიმასგან, რომელმაც გაცნობიდან რამდენიმე დღეშივე ოლიკოს მშობლები, ნათესავები და მეგობრები გააცნო. - დიმა ცუდი ბიჭი არ არის, სრულ სიმარტოვეს კი აჯობებს და... - ეტყოდა ხოლმე სიცილით მამაკაცზე საუბრისას დეიდა. სწორედ მისი სიტყვების გამო ვერ იხიბლებოდა ოლიკო მამაკაცით. მართალი იყო დეიდამისი, დიმა ცუდი მამაკაცი სულაც არ იყო, მაგრამ არც ის იყო, ვისაც მეორე ნახევარს უწოდებენ ხოლმე. ვერ წარმოედგინა ოლიკოს თავის მეორე ნახევრად დიმა, საკმაოდ მორცხვი, საშუალო სიმაღლისა და სუსტი აღნაგობის მამაკაცი. - მასთან ბედნიერი ვერასდროს ვიქნები, უბედურებას კი სიმარტოვეშიც ვიპოვი, - პასუხობდა იმ სიტყვებზე დეიდას, - მე მაგ კაცს ვერ შევიყვარებ, წარმოუდგენელია... თავად დიმა დიდ იმედებს ამყარებდა გოგონაზე. მუდამ ჩრდილში მყოფ მამაკაცს ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. სიამოვნებდა მისსა და ოლიკოს წყვილზე გაუთავებელი საუბარი სანათესაოსა და სამეზობლოში, რომ აღარაფერი ვთქვათ სამეგობრო წრეზე. მშობლებმაც მოუწონეს არჩევანი, ოლიკო ძალიან მოსწონდათ მომავალ რძლად, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მათთან შეხვედრისას აშკარად იჩენდა უემოციობასა და სიცივეს. - რაც მთავარია, ლამაზი შვილები გეყოლებათ, - ეფერებოდა დიმას მისი არჩევნით კმაყოფილი დედა, - ხასიათსაც მოევლება, არ ჩანს ცუდი გოგო... * * * დღის ნახევარი ბიბლიოთეკაში გაატარა. იქიდან გამოსული ფეხით გაუდგა სახლისაკენ გზას. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გამოსვლისთანავე თავიდან ბოლომდე გაიყინა, გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია. მთელი დღის განმავლობაში პირველად აუსრიალდა ფეხი გასიპულ ტროტუარზე და ისიც, მაინც და მაინც, ხალხმრავალ მაღაზიასთან. როცა ეგონა, რომ საბოლოოდ შეინარჩუნა წონასწორობა და წაქცევას გადაურჩა, სწორედ მაშინ დაეჯახა მაღაზიიდან სწრაფად გამოსული ახმახი და უპრობლემოდ წააქცია. რომ არა მდგომარეობის უცებვე გააზრება, ალბათ, თავსაც დაარტყავდა, მაგრამ ამ უბედურებას საოცრად გადაურჩა. მამაკაცმა თავიდან გზის ჩვეულებრივ გაგრძელება დააპირა, მაგრამ ბოლოს სინდისმა შეაწუხა და მისი წყალობით წაქცეული გოგონასკენ მოტრიალდა. გოგონა სხვა გამვლელების დახმარებით წამოდგა ფეხზე და დამნაშავის ძებნის ნაცვლად, დასვრილი ტანსაცმლის ბერტყვა დაიწყო. მამაკაცი ცოტა ხანს გაკვირვებით უმზერდა ნაცნობ გოგონას, რომელიც თავისი საქმით იყო გართული. - ოლიკო, შენ ხარ? - ჰკითხა ქართულად და მკლავზე ხელი შეახო. - დათუნა? - სახეზე შეხედვამდე ხმითა და აღნაგობით იცნო ოლიკომ კლასელი. - აქ საიდან გაჩნდი? - გაეცინა მამაკაცს და ერთი თავით დაბალი გოგონა გულში ჩაიკრა. - ელზასთან ჩამოვედი, - ძლივს გაისმა დუტის ქურთუკით ოლიკოს გაგუდული ხმა. - რამე ხომ არ იტკინე? - გულიანად გაეცინა დავითს ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევის გახსენებაზე, - როგორც ყოველთვის წინ არ იყურები... - მადლობა ყურადღებისთვის, დათუნა, - მოჩვენებითი ბრაზის გამოსახატად თვალები გაუფართოვდა ოლიკოს, - ნაცნობი რომ არ ვყოფილიყავი, არც კი შემომხედავდი, არა? - ოღონდ აქ არ დამიწყო ლექციები, სახლშიც მეყოფა, - თვალები მობეზრებით გადაატრიალა და ისევ გაეცინა. - ცოლი ხომ არ მოიყვანე? - სახე გაუნათდა ოლიკოს. - სწორად მიხვდი, - გაეღიმა დათოს. - არასდროს წარმომედგინე ოჯახის კაცად, - შუა ქუჩაში მოურიდებლად აკისკისდა ოლიკო და გვერდით მიმავალ მამაკაცს ხელკავი გამოსდო, - ძალიან მაინტერესებს შენც ცოლს რა მოეწონა შენში... გოგონას სიტყვებზე მოჩვენებით განრისხებული დათო შეჩერდა და ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია. - სკოლაში მსგავსი ხუმრობისთვის დაისჯებოდით, ქალბატონო ოლიკო, - უთხრა და ისევ განაგრძო გზა. - როგორ შემაშინე... - გულზე ხელი მიიდო მან, - ყოველთვის კარგად გამოგდიოდა ჩემზე გავლენის მოხდენა, ვერ დაგიკარგავ. თავიდან სერიოზულობას ინარჩუნებდნენ, მერე კი ერთდროულად დაიწყეს ხარხარი. - გახსოვს სულ თავიდან როგორი უჟმური იყავი? - კვლავ სკოლის პერიოდზე ჩამოაგდო საუბარი დავითმა, - პირველად რომ ვცადე შენთან გახუმრება, კინაღამ მთელი კლასი გადაატრიალე. - მახსოვს, დათუნა, - სუსტად გაეღიმა ოლიკოს, - ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ კონკრეტულ მომენტებს არ ჩავთვლით... მოკლედ, ბავშვობის მეგობრებმა ერთმანეთი ძირფესვიანად მოიკითხეს და საკონტაქტო ინფორმაციებიც გაცვალეს სამომავლო შეხვედრის დასაგეგმად. ოლიკოს ერთი სული ჰქონდა გაეცნო მუდამ ცანცარა დათუნას ცოლი და პატარა ქალიშვილი. დათუნას სამშობლოსგან შორს თანამემამულის და, მითუმეტეს, კლასელის დანახვა ძალიან გაუხარდა, ამიტომ შეხვედრა მალევე დაუთქვა, თავისსავე სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. დავითის სახლის კართან ცოტა ხანს ლოდინი მოუწია. ბავშვის დევნით გადაღლილმა გოგონამ ძლივს მოახერხა სტუმრის სახლში შეპატიჟება. - სასიამოვნოა შენი გაცნობა, ოლიკო, - უთხრა და გულწრფელად გაუღიმა ვიკამ. დავითს რუსეთში ჩამოსვლიდან დაახლოებით ორ კვირაში გაეცნო ვიკა და სწორედ მისთვის დაეკავშირებინა მთელი სიცოცხლე. მასზე ერთი წლით უფროსი და განსხვავებული ეროვნების გოგონა არ შეუშინდა გარკვეულ დაბრკოლებებს და წრფელი გულით სიყვარულს მიჰყვა. გაცნობიდან ერთ წელიწადში დაქორწინდნენ და ულამაზესი ქალიშვილიც შეეძინათ. - ამისთვის ღირდა სიცოცხლე, - ბავშვის წარდგენისას ქართულად გადაულაპარაკა დათუნამ კლასელს. დედის მსგავს ქერა თმიან და ცისფეთვალება გოგონას მამისგან მხოლოდ დაუზოგავი ენერგია და ხუჭუჭა თმები გამოჰყოლოდა. - სად გაიცანით ერთმანეთი? - რუსულად იკითხა ოლიკო. - ქუჩაში დამეჯახა და გულში ჩავუვარდი, - მეუღლეს გადახედა და თან გულიანად გაიცინა ვიკამ. - ესეიგი წინ ყურება შენთვის უჩვეულო რამ არის, - ვიკასთან ერთად სიცილი დაიწყო ოლიკომ. გოგონების დაცინვაზე გაბრაზებულმა დათუნამ პატარა ეკატერინე აიყვანა ხელში და მასთან ერთად შეუდგა თამაშს. - ერთ კვირაში დაბადების დღე აქვს, - მეუღლისთვის შეუმჩნევლად გადაუჩურჩულა ვიკამ, - გაგვიხარდება თუ მოხვალ... - სიამოვნებით, თუ უხერხული არ იქნება მის მეგობრებთან, - მსგავსად უპასუხა ოლიკომ. - ნუ გეშინია, მოგეწონება ჩვენთან, - კვლავ გაუღიმა ვიკამ და მისგან დაუკითხავად მორიგი ნამცხვრის ნაჭერი გადმოუღო თეფშზე, - მხოლოდ მეგობრები იქნებია, წინა დღეს დაგირეკავს და უარის თქმა არც კი გაბედო! თითი გაფრთხილების ნიშნად დაუქნია და თავისი ხელით გამომცხვარი ნამცხვარი დააგემოვნა. * * * ხინკლის მზადებით გართულს იუბილეზე მოსული სტუმრებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ვიკას დასახმარებად რამდენიმე საათით ადრე მისულს უკვე მიელოცა დათუნასთვის დაბადების დღე და ახლა ნაკლებად აინტერესებდა მისი სხვა მეგობრებთან შეხვედრის ნახვა. სანამ უკვე მოხვეული ხინკალი ადუღებულ წყალში არ ჩაყარა, მანამდე სუფრასთან არ გასულა. თავისი საქმის მოთავების შემდეგ ფქვილიანი წინსაფარი მოიძრო და თავსაფრით აწეწილი თმები შეძლებისდაგვარად გაისწორა. დათუნას ჩათვლით სუფრასთან ექვსი მამაკაცი იჯდა. კვლავ ეკატერინეს დევნით გადაღლილი ვიკა სუფრასთან ჯდომის ნაცვლად დივანზე იჯდა და იქ ეთამაშებოდა სტუმრების ყურებით გამხიარულებულ გოგონას. - ბიჭებო, გაიცანით ჩემი კლასელი, - დანახვისთანავე მისკენ გამოიშვირა ხელი დათუნამ და ღიმილით წარადგინა, - ოლიკო ნოზაძე, ცოტა ხანში მის გაკეთებულ ხინკალსაც დავაგემოვნებთ... ოლიკოს დანახვამდე ხინკლის ხსენებამ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე თავად გოგონამ. უკვე სუფრასთან ახლოს მისულს ყველამ ღიმილითა და გარკვეული ინტერესით გადმოხედა. თავად ოლიკომ მზერა ერთ-ერთ ნაცნობ მამაკაცზე შეაჩერა, რომლის სუფრასთან ჯდომასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა. - გაიცანი ჩემი ახლო მეგობრები, ოლიკო, - ჭამის პარალელურად ძმაკაცებიც წარადგინა დათუნამ, - ალეკო, ვატო, მაქსიმე, ბორისი, დიმიტრი და იური, თანდათან ყველას უფრო ახლოს გაიცნობ. - სასიამოვნოა, - სწრაფად მოაშორა მზერა დიმიტრით წოდებულ მამაკაცს, რომელიც მსგავსი დაჟინებით არ აცილებდა გოგონას თვალს და ისევ დათუნას გადახედა, - ცოტა ხანში დავბრუნდები... სამზარეულოში გამოსული კარგახანს იდგა ჩაფიქრებული, მერე კი წყლის დუღილის ხმაზე გამოფხიზლდა და უკვე კარგად მოხარშული ხინკალი თეფშებზე ამოიღო. ბებიასგან ნასწავლმა მთიულურმა ხინკალმა სუფრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველებთან ერთად, დათუნას რუს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ ოლიკოს ნახელავი. გოგონას თხოვნით ვიკამაც გადმოინაცვლა სუფრასთან, სანაცვლოდ კი ეკატერინესთან სათამაშოდ დივანზე ოლიკო ჩამოჯდა. - შენ არ გინდა, ოლიკო? - შეწუხებული მზერით გადმოხედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ვიკამ. - არ მშია ვიკა, ყურადღებას ნუ მაქცევ, - თავი გააქნია ოლიკომ და თამაშით მოწყენილი ეკატერინე უფრო ახლოს დაისვა. ნაცნობი მამაკაცი კარგახანს უყურებდა დაჟინებით. გოგონას მსგავსად ხინკალისთვის პირი არც მას დაუკარებია, თავის გასამართლებლად კი უმადობა დაასახელა. - ხინკალს მადა რათ უნდა? - სიცილი აუტყდა დათუნას. - ეს შენთვის, უმადობას რომ არასდროს უჩივი, - გამოეპასუხა სუფრის მეორე ბოლოში მჯდარი მეუღლე. - იუბილეზე მაინც რომ არ მიკბინო, არ შეგიძლია, - მოჩვენებითი ბრაზით გადმოხედა ცოლს და ჭამა განაგრძო. მამაკაცის დაჟინებული მზერით შეწუხებული ოლიკო მაქსიმალურად ცდილობდა მთელი ყურადღება ეკატერინეზე გადაეტანა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი თამაში გაგრძელებას სთხოვდა. - მოდი იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისი აქ ყოფნაც ჩვენთვის სიახლეა, ვინც თავისი ხელით მოგვიმზადა მონატრებული ხინკალი და ვინც ამ გზით ჩვენი სამეგობრო წრის მორიგი განუყოფელი ნაწილი გახდა, - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ალეკო, - ოლიკო, პირადად მე უკვე ახლო მეგობრად მიმაჩნიხარ, რადგან დათუნას მეგობარი ჩემი მეგობარიცაა, შენ გაგიმარჯოს, - უკვე საკმაოდ შემთვრალი ძლივს აყალიბებდა წინადადებებს. - აი ნამდვილი ქართველი მამაკაცი, - მისკენ ხელი გაიშვირა დათუნამ, - ოლიკო ნამდვილად იმსახურებს დალოცვას, რადგან სწორედ მისი წყალობით ჩვენს სუფრაზე მშობლიური სურნელი ტრიალებს, ამას კი არაფერი სჯობია... "აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც..." მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენთან ერთად ატარებ... - კლასელის დალოცვისას თვალები აუწყლიანდა მას. - ძალიან მიხარია შენს იუბილეზე ყოფნა და შენი მეგობრების გაცნობა, ძალიან დიდი მადლობა მსგავსი სიტყვებისთვის, - სუფრას მიუახლოვდა ეკატერინესთან ერთად და და დალოცვისთვის მადლობა გადაიხადა. დიმიტრიდ წოდებული ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ დაჟინებით უმზერდა ოლიკოს. რუსების მსგავსად ისიც ერთი სიტყვით შემოიფარგლა და ზრდილობის გულისთვის რუსულად დალოცა გოგონა, თითქოს ცდილობდა მისი ეჭვების გასამყარებლად ხმა არ გაეღო. მაგრამ ოლიკომ მაშინვე ამოიცნო კარგად ნაცნობი ხმა, მეტად ბოხი და ოდნავ ხრინწიანი. მათი უცნაური მზერა არავის შეუნიშნავს. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ საამისოდ. ოლიკოს სახლში წაყვანა დიმიტრის მიანდეს, რადგან მათ შორის ყველაზე ფხიზელი ის იყო. - არ მაქვს პრობლემა, - განაცხადა მამაკაცმა და მაშინვე ფეხზე წამოდგა. - საჭირო არ არის, - ბოლომდე ცდილობდა ნაცნობთან ერთად მგზავრობისგან თავის დაძვრენას. - ოლიკო, ახლა მორცხვობის დრო ნამდვილად არ არის, - გადაუჩურჩულა ვიკამ, - მთავარია სახლში მშვიდობით და მალე მიხვიდე. გოგონას სიტყვებზე ჩაეღიმა კიდეც და სტუმრებს გამოემშვიდობა. დიმიტრი უკვე მზად იყო გასასვლელად. კიბეები უხმოდ ჩაიარეს, თუმცა მათ შემთხვევაში ეს დუმილიც ხმაურიანი აღმოჩნდა. ოლიკოს გონებაში გაუთავებლად მოსდიოდნენ კითხვები, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. შავ ტანისამოსში გამოწყობილ მამაკაცს, ამავე ფერის მანტო უფრო სასიამოვნო შეხედულებას აძლევდა. სადარბაზოდან გამოსულმა სიგარეტს გაუკიდა და ოლიკოს იქვე მდგარი მანქანისკენ ანიშნა. საკმაოდ ძვირადღირებული და მინებდაბურული მანქანა მეტად საეჭვოდ გამოიყურებოდა. რომ არა მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება, ოლიკო არ ენდობოდა მას. ჩაჯდომიდან ცოტა ხნის შემდეგღა დაძრა დიმიტრიმ მანქანა. მანამდე კარებს მიყუდებული ეწეოდა სიგარეტს. - დიმიტრი, - ნაზად წარმოთქვა მამაკაცის სახელი, - ლამაზი სახელია, მაგრამ შენ საერთოდ არ გიხდება... მამაკაცმა ამოიხვნეშა, თუმცა გზისთვის მზერა არ მოუშორებია. - არაფერს მეტყვი? - თვალს არ აშორებდა ოლიკო დიმიტრის. - ვალდებული ვარ რამე გითხრა? - მხოლოდ ახლაღა გადმოხედა პასუხის მომლოდინე გოგონას. - მაინტერესებს, რატომ გეძახიან დიმიტრის? - საჭირო არ არის, ჩემზე რამე იცოდე, - გზის შემყურეს თვალები დაუწვრილდა. - კარგი, - მოიღუშა ოლიკო და მგზავრობის მანძილზე მისთვის საერთოდაც აღარ შეუხედავს. მანქანიდან გადასვლის წინ მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა და გაყინვისგან თავის ასარიდებლად სახლისკენ სირბილით წავიდა. მანქანა ადგილიდან მხოლოდ მისი სადარბაზოში შესვლის შემდეგ დაიძრა. დღის მოულოდნელობებითა და ემოციებით გადაღლილს მალევე ჩაეძინა. დეიდასთვის არაფერი უთქვამს, ხანდახან უკეთესია ადამიანმა რაღაც მაინც დაიტოვოს გულში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ რაღაცამ მოსვენება დაუკარგოს. * * * განსხვავებით წინასგან, ამ შეხვედრაზე დიმას აღარ დაუგვიანია. მუდამ მორცხვად მომღიმარმა მამაკაცმა ვერაფრით შეძლო უხასიათოდ მყოფილი ოლიკოს გამხიარულება. გოგონას უხასიათობას კიდევ ერთი მიზეზი შეემატა. დიმას დაბადების დღე და მის წვეულებაზე წასვლის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ეს არ აგრძნობინა, გულში თავისი ბედი დასწყევლა. არ უნდადა მამაკაცის მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რადგან მის ოჯახში ვერასდროს გრძნობდა თავს კარგად. - ბევრნი არ ვიქნებით, სტუმრებიდან ყველას იცნობ, - ხასიათის მიუხედავად, გოგონასთან მუდამ გაუთავებლად ლაპარაკობდა დიმა, - ჩემს მშობლებს ესიამოვნებათ შენი სტუმრობა. - შეიძლება მოსვლა ვერ მოვახერხო, დიმა, - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მამაკაცის დროებით გაჩუმება სცადა. - რატომ? - საგრძნობლად მოიღუშა დიმა. - ეს დღეებია თავს ცუდად ვგრძნობ, არ მინდა ჩემი უხასიათობის გამო შენს წვეულებას ხიბლი დაეკარგოს... - ამოიოხრა ოლიკომ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. - მინდა რომ ჩემს გვერდით იყო, უხასიათობას მოევლება, - გოგონას სიტყვები აშკარად ეწყინა მამაკაცს. - ნუ გწყინს, დიმა, - თვალები შეუმჩნევლად გადაატრიალა ოლიკომ, - მე ყველანაირად ვეცდები მოვიდე და წვეულება არ ჩაგიშალო... - ძალიან კარგი, - უმალვე გამხიარულდა და ცოტა ხნის წინ მოტანილი ყავა, განსხვავებით მისგან, ხალისით მოსვა. - წვეულების გამართვა თავიდან რესტორანში მინდოდა, მაგრამ მერე მაინც სახლში გადავწყვიტე, - აგრძელებდა გაუთავებელ ლაპარაკს, - ჩემი აზრით, სახლსა და ოჯახურ გარემოში უკეთესად ჩაივლის ყველაფერი. - კარგი გიქნია, - ესღა თქვა ჩაფიქრებულმა ოლიკომ. - დედაჩემი დღეიდან იწყებს მზადებას, მამაჩემი მისი დავალებით უკვე დარბის მაღაზიაში, - თავისთვის ჩაეცინა მას, - მამიდაჩემიც ჩვენთანაა, ისიც ეხმარება ყველაფრის მოსამზადებლად... - ჰომ, - ერთ წერტილში "გაუშტერდა" თვალი. - ოლიკო, მისმენ? - გამოსაფხიზლებლად სიცილით ხელი დაუქნია დიმამ. - გისმენ, დიმა, - თვალები დაახამხამა და ისევ წინ მჯდომ მამაკაცს შეხედა, - კარგია ასე რომ ზრუნავენ შენზე. - მართალი ხარ, - გაეცინა მამაკაცს და ნამცხვრის ჭამას შეუდგა. დიმას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ოლიკომ სახლში მარტო წასვლა ისურვა. სეირნობით მიუყვებოდა მოყინულ ტროტუარს და ნაკლებად ანაღვლებდა საღამოსპირული ყინვა. ყოველ შემთხვევაში, ხალხით გადატვირთულ ქუჩაში სიცივე ნაკლებად იგრძნობოდა. სახლში მისულს კარები დაკეტილი დაუხვდა. უაზრო ნივთებით გატენილ ჩანთაში ძლივს მოძებნა გასაღები და შეუმჩნევლად გაყინული ხელებით კარების გაღება სცადა. შიგნით შესულმა შესასვლელში სინათლე აანთო, ქურთუკი და ჩანთა იქვე მიაგდო და საყურის მოხსნასთან ერთად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების გახდა დაიწყო. მისაღებში გასულმა სინათლე თავით აანთო და მოულოდნელი შეხვედრით გაოგნებული ძლივს გადაურჩა გონების დაკარგვას. ცოტა ხანს გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა მისაღებში მჯდარ მამაკაცს, რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო და სავარაუდოდ ნერვიულობით თმები საოცარ ფორმაზე დაეყენებინა. - აქ რა გინდა? - ძლივს გაისმა ოთახში მისი გალეული ხმა. გოგონას გამომეტყველებაზე მამაკაცს მსუბუქად ჩაეღიმა. - დაყრუვდი? - დიდი ძალისხმევით აიმაღლა ხმა, - აქ რას აკეთებ? - არ გიხდება სიმკაცრე, ოლიკო, - ფეხზე წამოდგა მამაკაცი და მაგიდას მიეყრდნო. - ნაკლებად მაინტერესებს შენი აზრი, რატი, - ისევ გაბრაზებული გოგონა არ აპირებდა დანებებას. მამაკაცი სახელის ხსენებისას უცებვე მოიღუშა. - აჯობებს დიმიტრი დამიძახო, მიუხედავად იმისა, რომ არ მიხდება, - უთხრა და უფრო მეტად მიუახლოვდა. - რა გინდა? - ამოიოხრა და ხელები მკერდთან გადააჯვარედინა. - აუცილებელია რამე მინდოდეს? - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოლიკოსკენ. - მთვრალი ხარ? - საკმარისზე მეტად მიახლოვებული მამაკაცი ალკოჰოლის სუნს აფრქვევდა. - უფრო ნასვამი, - ისევ ჩაეღიმა მას. - რატი, მინდა წახვიდე, - საუბრისთვის სერიოზული ტონის შესანარჩუნებლად წელში გაიმართა და მამაკაცის სიახლოვით გამოწვეული დაძაბულობა შეძლებისდაგვარად გაფანტა. მამაკაცმა მშვენივრად გაიგო გოგონას თხოვნა, თუმცა კარგახანს ადგილიდან არ დაძრულა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა ოლიკოს და ხელით გახურებულ ლოყაზე მოეფერა. გოგონა არც კი შერხეულა, თუმცა შინაგანად მაინც თავისებურად ღელავდა. რატის ოლიკოს ფუმფულა ლოყაზე გაეღიმა და საოცარი სინაზით გადაიხარა მისკენ. ოლიკოს ნერვიულობა მხოლოდ ახლაღა დაეტყო და კედელს აეკრო. მამაკაცს მის საქციელზე მხოლოდ ჩაეღიმა, გადაწყეტილება არ შეუცვლია და საბოლოოდ კოცნაც დაუტოვა ლოყაზე. გოგონას სახესთან ერთად მთელი სხეული აუხურდა. მომხდარი გააზრების მოსწრებამდე რატიმ უპრობლემოდ დატოვა სახლი. ემოციებით დატვირთულს აღარც უფიქრია მამაკაცის ჩაკეტილ სახლში გამოჩენაზე. ალბათ თქვენც კარგად ხვდებით, თუ რა იყო მისი საფიქრალი მთელი ღამის განმავლობაში... * * * სამეგობრო წრის მორიგ შეხვედრაზე ისევ ყველაზე მალე მივიდა. დათუნა ტაბატაძის ოჯახი მათი შეკრების მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მუდამ სახლში ჯდომითა და ეკატერინესთან თამაშით გადაღლილი ვიკა მხოლოდ მეგობრების მოსვლისას ახერხებდა ცოტაოდენ დასვენებასა და თავის მოწესრიგებას. მისთვის საბედნიეროდ, ეკატერინე მეტად მეგობრული ბავშვი იყო და ნებისმიერ ნაცნობთანაც გაჩერება შეეძლო. ამიტომ სამეგობრო შეხვედრაზე ბავშვს ძიძობას თავისივე სურვილით ოლიკო უწევდა. - როგორ გიხდება ბავშვი, - წარბები ეშმაკურად აამოძრავა დათუნამ, - დაეთხარათ ბიჭებს თვალები? - მე ვიცი, რომ ვიღაც არის მის ცხოვრებაში, - სამზარეულოდან გამოსული ვიკა საუბარში ჩაერთო, - ტყუილად დასცინი, დავით. ქალის სიტყვების პარალელურად ოლიკომ და რატიმ ერთმანეთს შეუმჩნევლად გადახედეს. მამაკაცის დაჟინებული მზერით დარცხვენილმა ოლიკომ მალევე დახარა თვალები და ოდნავ ჩაეღიმა. დათუნამ ამჯერად გაკვირვების ნიშნად ასწია ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე. - არ უნდა გაგვაცნო? - ჰკითხა და წელზე დოინჯი შეიმოდო. ყველას ყურადღებით აწითლებულმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი. - სერიოზული არაფერია, ტყუილად ღელავ, დათუნა, - გადახედა კლასელს და გულწრფელად გაუცინა. - დიდი იმედი მაქვს, რომ შენი რჩეულის გაცნობა პირდაპირ ქორწილში არ მომიწევს, - მოჩვენებით სერიოზულობას ინარჩუნებდა მამაკაცი. - რატომ აიტეხე? - ოლიკოს ნაცვლად პასუხი ვატომ გასცა, - მისი ნებაა, იქნებ სულაც არ უყურებს იმ კაცს სერიოზულად. - მე ხომ ჩემს ოჯახში ხმის ამოღების უფლება არ მაქვს, - თქვა დათუნამ მობეზრებით და ვატოს სასაცილოდ შეუბღვირა. სანაცვლოდ ოთახში ყველას გაეცინა. მომღიმარი სახით მჯდომმა ოლიკომ რატის გადახედა. მუდამ მოღუშული მამაკაცი ახლაც ყველასგან განცალკევებით იჯდა და ფანჯრიდან არც მთლად მომხიბვლელ ხედს გასცქეროდა. პატარა ეკატერინეს ყველასათვის მოულოდნელად ძილი მოეკიდა. მისი დაძინება ოლიკომ ითავა, ამიტომ სტუმრად ყოფნის ნახევარი სწორედ ბავშვთან ერთად გაატარა. მისი ოთახიდან გამოსვლის შემდეგ სახლში მხოლოდ დავითი და მისი მეუღლეღა იყვნენ. - უკვე წავიდნენ? - იკითხა გაკვირვებულმა. - ჰო, - ღიმილით გადმოხედა დათუნამ. - რადგან ეკატერინეს აძინებდი, აღარ შემოსულან ოთახში, - მეუღლისგან განსხვავებით, ვიკა მალევე მიხვდა რას გულისხმობდა ოლიკო თავის კითხვაში. - გასაგებია, - თქვა ოლიკომ და თავისი ნივთების შეკრება დაიწყო. - მოდი დღეს ჩვენთან დარჩი, - მის შესაჩერებლად ფეხზე წამოდგა ვიკა, - სახლში მაინც მარტო უნდა იყო... - აჯობებს წავიდე, - იუარა ოლიკომ. - არსადაც არ წახვალ, - სამზარეულოდან თავი გამოყო დათუნამ, - მე არ გაგიშვებ და თუ ასე ძალიან გინდა წასვლა ფანჯრიდან გადახტი... დიდი ძალისხმევით შეკავებული სიცილით მიუგო მან. - რა გაეწყობა, - თქვა ღიმილით ოლიკომ და ფანჯრისკენ წავიდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სხარტად გაედევნა გოგონას, რომელიც ფანჯარასთან მისვლისთანავე მათკენ შემოტრიალდა და გულიანი სიცილი დაიწყო. - სანამ რამეს იტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე, - უთხრა დათუნას ღიმილით და ცოტა ხნის წინ ჩაცმული ქურთუკი გაიხადა. - რა გეშველება? - მოიღუშა დათუნა და ისევ სამზარეულოში გადაინაცვლა. * * * წინა დღეს გადაღლილს გვიანობამდე ტკბილად ეძინა და, ალბათ, არც გაიღვიძებდა, რომ არა დეიდამისის ზარი ტელეფონზე. ელზამ სახლში არ დაბრუნებული ოლიკო მოიკითხა და კვლავ გადატვირთულ რეჟიმზე მოახსენა ორიოდე სიტყვა. მასთან საუბრის შემდეგ ძილის გაგრძელება სცადა ოლიკომ, თუმცა მისთვის საუბედუროდ, ოთახში უკვე კარგად გამოფხიზლებული ეკატერინე შემოუვარდა და თამაში სთხოვა. ბავშვისგან გათავისუფლებულ ვიკას სააბაზანოში შესვლა მოესწრო, ამიტომ ოლიკო იძულებული გახდა საწოლიდან ამდგარიყო და მოუსვენარი გოგონა გაერთო. ტელეფონზე საუბრით აღელვებული დათუნა დერეფანში ბოლთას სცემდა. აღელვებული მამაკაცი ხმის კონტროლს ძლივს ახერხებდა. საუბრის დასრულებისთანავე ოთახში შევარდა და სავარაუდოდ სახლიდან გასასვლელად დაიწყო მზადება. ოლიკოს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ეკატერინესთან ერთად განაგრძო თოჯინებით თამაში. - ოლიკო, შენი დახმარება გვჭირდება, - გამოცვლის პარალელურად ოთახიდან თავი გამოყო დათუნამ. - მშვიდობაა? - ახლაღა დაინტერესდა საქმის ვითარებით გოგონა. მამაკაცმა ჰაერი ოხვრით ამოისუნთქა და კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, კვლავ გამოიხურა კარები. ამასობაში ოლიკო სააბაზანოდან გამოსულმა ვიკამ ჩაანაცვლა. რაც შეეხება დათუნას, მან უფრო გვიან დატოვა საძინებელი და პასუხის მომლოდინე ოლიკოს გაკვირვებით გადახედა. - რატომ არ გაემზადე? ოლიკოს თვალები გაუფართოვდა. - მითხარი და არ გავემზადე? - შეხედა წარბის აწევით. - ხომ გითხარი, რომ შენი დახმარება მჭირდება? - ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო მან, - მერე? - მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა. - მიდი გაემზადე, ბევრი დრო არ მაქვს, - ხელი ოთახზე ანიშნა და თავად ქურთუკი შემოიცვა. დათუნას გაუგებარი საუბრით გაკვირვებული ოლიკო ოთახში შევიდა და ამინდის შესაბამისად, თბილად ჩაიცვა. უკვე გასასვლელად მომზადებული დათუნა ძლივს შენარჩუნებული მოთმინებით უცდიდა გოგონას, რომელსაც მხოლოდ თბილი ჯემპრის გადაცმა მოესწრო. სახლიდან გასვლის წინ ვიკამ მეუღლეს წარმატებები უსურვა და დანიშნულების ადგილზე მისვლისას დარეკვა სთხოვა. უკვე ნერვებმოშლილ ოლიკოს ცნობისმოყვარეობა მანქანაში დაუკმაყოფილა. - ახლა დიმიტრისთან მივდივართ, - თქვა საჭეზე ჩაფრენილმა. - იქ რა გვინდა? - ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია და დათუნას გადახედა. - ვატო დაჭრეს, - მხოლოდ ეს უპასუხა დათუნამ. მამაკაცის მსგავსად, ოლიკოს ხმა აღარ ამოუღია. დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქის გარეუბანში მდგარ სახლს მიადგნენ, რომელიც სხვა სახლებისგან განსხვავებით, უფრო მიტოვებულად გამოიყურებოდა. სახლის კარებამდე დაგებულ ბილიკზე ცოტაოდენი სისხლი ეღვარა, ეგეც წვეთების სახით. თავად კარების სახელურიც სისხლით იყო დასვრილი, ამიტომ ოლიკოს ბევრი ფიქრი სულაც არ დასჭირვებია, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებოდა დაჭრილი მამაკაცი. სახლში სიგარეტისა და მძაფრი სისხლის სუნი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ დილა იყო, ოთახში მაინც ბნელოდა. ოთახის იატაკი ბილიკის მსგავსად სისხლითა და ტალახით იყო მოსვრილი. დერეფნის ბოლოს მისაღები ჩანდა, სადაც რამდენიმე მამაკაცს მოეყარა თავი. ოთახში შევლისთანავე ყველამ ოლიკოს გადახედა, რომელსაც თავისმხრივ დაჭრილ ვატოზე შეეჩერებინა მზერა. გასისხლიანებული მამაკაცი ოფლში ცურავდა. დუმილსაც სწორედ ვატოს გმინვა არღვევდა. - სასწრაფოში რატომ არ რეკავთ? - მამაკაცებს მოავლო თვალი ოლიკომ. - ახლა ამის დრო არ არის, - ფეხზე წამოდგა დივანზე წამოწოლილ ვატოსთან ახლოს მჯდარი რატი, - ვატოს შენ უნდა დაეხმარო. - მე ექიმი არ ვარ, - საკუთარ თავზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გააზრებაც არ სურდა ოლიკოს. - სიკვდილისთვის გაიმეტებ? - თვალი თვალში გაუყარა რატიმ. - არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო... - ცრემლიანი თვალები დახარა ოლიკომ. - ნუ გეშინია, - მხარზე ხელი დაადო მაქსიმემ, - ჩვენ დაგეხმარებით. ჩანთა და ცოტა ხნის წინ გახდილი ქურთუკი იქვე მიაგდო და დაჭრილ მამაკაცს მიუახლოვდა. - დანით დაჭრეს, სერიოზული არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბევრი სისხლი მოსდის, - მოკლედ გადმოსცა ინფორმაცია ალეკომ, - ცოტა ხნის წინ გონზე იყო, მხოლოდ ახლა დაკარგა გონება... - გასაგებია, სუფთა წყალი და ბინტი მომიტანეთ! - თავის აწევის გარეშე გასცა ბრძანება და თავად ხელების დასაბანად გავიდა. ნაკლებად სანერვიულო მდგომარეობის მიუხედავად, აღელვებული რატი სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო. ოლიკოს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, თავის საქმიანობაზე გადაერთო. სხვებისგან განსხვავებით, ნაკლებად მოხერხებული მაქსიმე ოლიკოს ყველა დავალებას ასრულებდა. სისხლის შიშის მიუხედავად, ალეკოც შეძლებისდაგვარად ცდილობდა მეგობრის "მკურნალობაში" მონაწილეობის მიღებას. ბორისი და იური სისხლის კვალის წაშლას ცდილობდნენ, დათუნა სუფთა წლით ამარაგებდა "ექიმს", რატი კი თქვენც კარგად იცით, რას აკეთებდა. - წარმოდგენა არ მაქვს, როდის მოვა გონზე, - თავისი საქმის დასრულების შემდეგ მამაკაცებს გადახედა ოლიკომ, - მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, სისხლდენა შეძლებისდაგვარად შეწყდა... სულ მთლად სისხლში ამოთხვრილმა წყლით ხელები და სახე გაისუფთავა. - სუფთა ტანსაცმელი გექნებათ... - გამოვიდა მისაღებში და ოთახში მყოფებს მიმართა. პასუხად რატი წამოდგა და დერეფანში გაუჩინარდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ რამდენიმე ხელი ტანსაცმლით დაბრუნდა უკან. - შენ თვითონ აარჩიე, - უთხრა გოგონას და ტანსაცმლის გროვა გაუწოდა. ოლიკომ ფრთხილად გამოართვა და კვლავ სააბაზანოში შევიდა. იმ ღამეს, დაჭრილთან ერთად, რატის სახლში ოლიკოც დარჩა. ტანსრული მამაკაცის სპორტულებში გამოწყობილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს. მისდა საბედნიეროდ, ვატოს მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუ არ ჩავთვლით მაღალ სიცხეს, რომლის წყალობითან გაოფლიანებული მამაკაცი გადაფარებული საბნისგან თავის გათავისუფლებას გამუდმებით ცდილობდა. ახლოს მდებარე მარკეტში გასული რატი მალევე დაბრუნდა უკან. ვატოს გვერდით მჯდომ ოლიკოს არც კი შეუხედავს მისთვის. თითქოს მამაკაცთან სიახლოვე და თუნდაც მზერის შეხვედრა უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. - არ გშია? - სამზარეულოდან გამოსულმა ცოტა ხნის წინ ნაყიდი საჭმელი გამოიტანა. საპასუხოდ თავი გაიქნია. - მთელი დღე აქ გაატარე, შიმშილის დრო არ არის, - უთხრა და ნაკლებად მიმზიდველი ღვეზელი გაუწოდა, - შესახედავად არ ვარგა, სამაგიეროდ, გემო კარგი აქვს... მამაკაცის სიტყვებზე ოლიკოს სულ ოდნავ ჩაეღიმა, თუმცა ჭამის სურვილი მაინც არ გასჩენია. თავადაც არ იცოდა, მერამდენედ შეუსწორა სიცხისგან მოუსვენარ ვატოს საბანი. სულ მთლად ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ერთი ნათურა და ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი ანათებდა. ჭამის შემდეგ რატისაც იქვე დივანზე მიეძინა. ახლა ერთის ნაცვლად, უკვე ორი მამაკაცის მშვიდი სუნთქმა ისმოდა ოთახში. ოლიკოსთვის მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გოგონა მალევე გამოფხიზლდა და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონი ხელში აიღო. არ უნდოდა მამაკაცების გაღვიძება. ისე სწრაფად უპასუხა, ვერც კი შეამჩნია ვინ ურეკავდა. - ოლიკო, დიმა ვარ, - გაისმა მამაკაცის მხიარული ხმა, - მაინტერესებს სად ხარ. ნაკლები ხმაურის გამოსაწვევად ოლიკო სამზარეულოში გავიდა და მაგიდას მიეყრდნო. - ახლა მეგობართან ვარ, ხდება რამე? - შეძლებისდაგვარად გასაგებად უპასუხა. - რატომ ჩურჩულებ? - დაეჭვდა მამაკაცი. - ბავშვი მე დავაძინე, ახლაც მის ოთახში ვარ, - ტყუილის თქმისას ავტომატურად ტუჩზე იკბინა. - შენი ნახვა მინდა, როდის მოახერხებ? - მოუთმენლობა და ოლიკოს ნახვის სურვილი დაეტყო ხმაში დიმას. - ზუსტად არ ვიცი, შეგატყობინებ, - საუბარი დააჩქარა ოლიკომ, - ახლა არ მცალია, სხვა დროს ვისაუბროთ... - რა გაეწყობა, - ამოიოხრა გოგონას საქციელით ნაწყენმა და ტელეფონი გათიშა. თავისმხრივ ოლიკომაც ამოიოხრა და სიბნელეში ძლივს გაიკვლია კარებისკენ გზა. სიბნელეს შეუჩვეველმა კარებში მდგარი რატი ვერ შენიშნა და პირდაპირ მას აეკრა სხეულზე. შეკივლების მცდელობა ჰქონდა, თუმცა მის გონებაში უცებვე ამოტივტივდა სიცხით გათანგული ვატოს სახე, რომლისთვისაც ახლა ყველაზე სასარგებლო სწორედ ძილი და მოსვენება გახლდათ. - ყველაფერი რიგზეა? - დაბალი და თან ჩვეული ხრინწიანი ხმით ჰკითხა რატიმ. - კი, დიმიტრი, ყველაფერი რიგზეა, - გამიზნულად უწოდა შერქმეული სახელი და მისი მკლავებიდან თავის დაღწევა სცადა. - რატომ ატყუებ შენს საყვარელ მამაკაცს? - არ ეშვებოდა მამაკაცი, - განა დაიმსახურა შენი უნდობლობა? რატის ცინიკური საუბრით გაბრაზებული ოლიკო მაშინვე ახურდა სახეზე. - მაინც რა უნდა მეთქვა, ხომ არ მეტყვი? - მოიღუშა და თავის გათავისუფლების მცდელობა დროებით დაივიწყა. რატიმ მაშინვე შეამჩნია, რომ გოგონა შეტევაზე აპირებდა გადასვლას, ამიტომ ხელი გაუშვა და ოთახში შესვლის საშუალება მისცა. - გეკითხები, - დივანზე დამჯდარს წინ ჩამოუდგა და წელზე დოინჯი შემოიდო. - სიწყნარე შეინარჩუნე! - მხოლოდ ეს ამოილაპარაკა მან. - ალბათ ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომეყოლა, - მამაკაცის წინააღმდეგ თავის არჩეულ გზას მიყვებოდა ოლიკო, - როგორ მოვხვდი კრიმინალების საზოგადოებაში, როგორ დაჭრეს ერთ-ერთი მათგანი და როგორ ვუმკურნალე სრულიად უცოდინარმა მას... ეს უნდა მომეყოლა, არა? - საკმარისია, - ფეხზე წამოდგა რატი, - თუ ფიქრობ, რომ ჩემს წყობილებიდან გამოყვანას მოახერხებ, ცდები! - კითხვაზე დამსახურებული პასუხი მიიღე, სულ ესაა, - ამოიხვნეშა ოლიკომ და იქვე სავარძელზე უსულო სხეულივით მიესვენა. მასთან საუბრით გადაღლილი რატი მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად. ოლიკოს კი მშფოთვარე მამაკაცთან თითქმის მთელი ღამის თეთრად გათენება მოუწია. მამაკაცისთვის შეუფერებლად სუსტი აღნაგობის ვატო კიდევაც კარგად გადაურჩა ამდენი სისხლის დაკარგვას. * * * - წყ... - ამოიხრიალა ნახევრად მძინარემ, - წყალი... მის ხმაზე გამოფხიზლებული ოლიკო უმალვე წამოხტა სავარძლიდან და ძლივს გამოფხიზლებულ ვატოს საკმაოდ დიდი ზომის ჭიქით წყალი მოუტანა. სიცხითა და ჭრილობის ტკივილით დასუსტებულმა მამაკაცმა ამოსუნთქვის გარეშე ჩაცალა ჭიქა და მის წინ მდგარ გოგონას მზერით გადაუხადა გულწრფელი მადლობა. - გცივა? - სამზარეულოდან დაბრუნებულმა ჰკითხა მოკუნტულ ვატოს. პასუხის ნიშნად თავი გაიქნია მან. - აბა, ძალიან გტკივა? - სახე დაემანჭა გოგონას. - არც ისე, - ძლივს გაისმა ოთახში მისი ჩახლეჩილი ხმა, - სად არიან? - მეგობრები მოიკითხა ვატომ. - რატის სძინავს, სხვები გუშინვე წავიდნენ, - უცებვე გასცა პასუხი მან. მამაკაცს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, მერე კი სუსტად ჩაეღიმა. - რა მოხდა? - მის სახის გამომეტყველებაზე ოლიკოსაც ოდნავ გაეღიმა. - მისი სახელი საიდან იცი? - ღიმილით ჰკითხა მამაკაცმა. ოლიკო, რა თქმა უნდა, გაჩუმდა. არაფერი უთქვამს, მხოლოდ მზერა მოარიდა მამაკაცს და თვალები დახარა. ვატოს ღიმილი სიცილში გადაეზარდა, თუმცა მალევე ჭრილობამ შეახსენა თავი და სახე დაემანჭა. ამასობაში, ჯერ მეორე სართულზე კარების დახურვის ხმა, შემდეგ კი კიბეებზე ჩუსტების ფლასუნი გაისმა. ახალგაღვიძებულ რატის თმები უკიდურეს ზომაზე ჰქონდა აჩეჩილი. მისი ოთახში შემოსვლის სანაცვლოდ, ოლიკო სამზარეულოში გავიდა. - როგორ ხარ? - გვერდით ჩამოუჯდა ძმაკაცს. - ყორნებმა ბოლო მომიღეს, - მის დამანჭულ სახეზე ღიმილი გამოკრთა. - ყველაფერი მოგვარდება, დაჭრილი არწივის ძმაკაცები საქმის მოგვარებაზე ზრუნავენ, - ხუმრობაში აჰყვა მამაკაცს რატი. ვატომ ბალიშიდან თავი წამოყო და სამზარეულოსკენ გაიხედა. ოლიკო ჭურჭლის რეცხვით იყო დაკავებული და სულაც არ ესმოდა მამაკაცების საუბარი. - ამან საიდან იცის შენი სახელი? - ყველაფრის გადამოწმების შემდეგ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა და მომღიმარ სახეზე წარბები აათამაშა. - რა? - პირველი მოსმენისას კითხვა ვერ გაიაზრა რატიმ. - საიდან იცის ოლიკომ შენი ნამდვილი სახელი? - ცოტა უფრო ხმამაღლა და გასაგებად იკითხა ვატომ. - ალბათ გუშინ რომელიმეს წამოსცდა, - მხრები აიჩეჩა რატიმ და შეუმჩნევლად გაიხედა სამზარეულოსკენ, საიდანაც ჭურჭლის რეცხვისას გამოწვეული ხმაური ისმოდა. - რაღაცას მატყუებ, - ცალი წარბი ასწია ვატომ. - აჯობებს დაიძინო, ალბათ სიცხე გაქვს და ისევ ბოდვას "აწვები", - თვალი ნიშნისმოგებით ჩაუკრა ძმაკაცს და სააბაზანოში გავიდა. იქიდან გამოსულს მისაღებ ოთახში გაშლილი სუფრა დახვდა, სადაც ცოტა ხნის წინ შემწვარ კარტოფილს ოხშივარი ასდიოდა. კვლავ დივანზე წამოწოლილ ვატოს ჭამაში ოლიკო ეხმარებოდა, რის გამოც მამაკაცი ყოველ ლუკმაზე გაუთავებლად წუწუნებდა. - გაჩუმდი და ჭამე! - მშობელივით უბღვერდა ოლიკო მას. - მეთვითონაც შემიძლია, არ არის საჭირო ხელით მაჭამო, თითქოს ხელები არ მაბია, - პირში ლუკმაგაჩრილი ლაპარაკით აღონებდა გოგონას. - ხმა ჩაიკმინდე, არწივო, - ცინიკური მზერით შეხედა ძმაკაცს და თავადაც ჭამას შეუდგა, - თორემ ყორნებს შენი სისხლი სწყურიათ და თუ არ გაძლიერდები, დალევენ კიდეც. რატის სიტყვებზე უფრო აწუწუნდა ვატო, თუმცა ოლიკოს ხელით ჭამას როგორღაც შეეგუა. - ისე რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი ძალიან გიხდება, - გოგონას ფეხზე ადგომისას ფხუკუნი დაიწყო მან. - ცოტა ხნის წინ ხმასაც ვერ იღებდი და ახლა ლაპარაკით დაგვღალე, - მოჩვენებითი გაბრაზებით მიუტრიალდა ოლიკო და თითი დაუქნია, - წავალ სახლში და მაგასაც ვნახავთ, ამათგან ვინ აიტანს შენს ლაქლაქს... იმის გამო, რომ ოლიკოს წინა ღამით გარეცხილი ტანსაცმელი წესივრად არ გაშრა, სახლში წასვლა რატის სპორტულებით მოუწია. სახლიდან გამოსული მამაკაცზე ადრე ჩაჯდა მანქანაში. ყინვით შეწუხებულმა რატიმ ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იქვე მიაგდო და ხელების ერთმანეთზე ხახუნით მანქანაში ჩაჯდა. უხასიათოდ მყოფმა ოლიკომ თავი სავარძელს მიადო და თვალები დახუჭა. მხოლოდ ახლაღა შეაწუხა წინა ღამის უძილობამ. - სად მიგიყვანო? - მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა ნახევრად ჩაძინებული. - სად უნდა მიმიყვანო? - უცებ შემხტარმა თავის დაჭერა ძლივს მოახერხა. - შენს სახლში, თუ დათოსთან? - გოგონას ქმედებაზე მამაკაცს შეუმჩნევლად ჩაეღიმა. - ჩემთან, - უპასუხა წყნარად და თავი ისევ უკან გადასწია. მანქანაში გამეფებული სიჩუმით მალევე ისარგებლა და ჩასთვლიმა. რატის მისი გაღვიძება არც კი უცდია. მძინარე გოგონა ხელში აიყვანა და უპრობლემოდ შეიყვანა სახლში. მხოლოდ საღამოს გამოფხიზლებულმა დაახლოებით ნახევარი საათი იფიქრა მომხდარის გასახსენებლად, თუმცა მერე მიხვდა, რომ რატის მისი სახლის კარების არც გაღება გაუჭირდებოდა და არც ჩაკეტვა. უკვე ღამით ძილის წინ ტელეფონი შეამოწმა, დიმას შვიდჯერ დაერეკა მისთვის. მათი ურთიერთობის გახსენებაზე უსიამოვნო ფიქრები მოაწვა, თუმცა დაძინება არ გასჭირვებია. * * * მორიგ წვეულებას ტაბატაძეების ოჯახში სულ ცოტა ხნის წინ დაჭრილი ვატოს ნაცვლად, რატი აცდენდა. მამაკაცების საქმიანობაში არსებული პრობლემების მიუხედავად, დღემ მაინც მხიარულად ჩაიარა. მთვრალი სტუმრები ვიკამ გააცილა, ყველა მათგანი ტაქსით წავიდა სახლში, გარდა ერთისა. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ ცოტაოდენი ღვინით დამთვრალი ოლიკო ტაქსით,სახლის ნაცვლად, რატისთან წავიდა, რომელმაც მეგობრებთან შეხვედრას თავი უხასიათობის მომიზეზებით აარიდა. მისი სახლის ქუჩაზე საკმაოდ ადრე გადმოვიდა მანქანიდან და სიცივის მიუხედავად, გაღეღილი ქურთუკით გაუდგა გზას. ტელეფონი გაუჩერებლად წკრიალებდა, თუმცა ოლიკოს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ნაცნობ სახლს მიადგა თუ არა, შვებით ამოისუნთქა და კარებზე დააკაკუნა. როგორც ყოველთვის, რატის სახლი ახლაც მიტოვებულივით გამოიყურებოდა, თუმცა შიგნიდან გამოსულმა ტელევიზორის ხმამ ოლიკო დაარწმუნა იმაში, რომ შიგნით მცხოვები ადამიანი აშკარად სახლში იყო. სავარაუდოდ, მამაკაცმა ფანჯრიდანვე შეამჩნია კარებთან მდგარი გოგონა და კარები გაკვირვებულმა გამოაღო. - აქ რა გინდა? - ჰკითხა დამახასიათებელი უტაქტობით. - უბრალოდ დამაინტერესა შენმა მდგომარეობამ, - მხრები აიჩეჩა გოგონამ და თავის შესამაგრებლად კედელს მიეყუდა. - მთვრალი ხარ? - ალკოჰოლის სუნმა რატის ცხვირი აუწვა. - რატომ არ მოხვედი დათუნასთან? - მამაკაცის კითხვა დააიგნორა გოგონამ. - ოლიკო, ახლა აქ არ უნდა იყო, - ხმამაღლა ამოიოხრა მან. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკო სახლში მხოლოდ რატის ელოდა, კიბეებზე მამაკაცის მაისურში გამოწყობილი ქალი ჩამოვიდა. საკმაოდ მაღალსა და გამხდარს რატის მაისური საერთოდაც არაფერს უფარავდა. გრძელი, ქერა თმები სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული, თუმცა მის წითლად შეღებილ ტუჩებს ვერაფერი დაფარავდა. - მგონი უდროო დროს მოვედი, არა? - კედელს მოშორდა და შეძლებისდაგვარად წელში გაიმართა. შეწუხებულმა რატიმ შეუმჩნეველი სირცხვილით გახედა წინ მდგომ გოგონას. - მაპატიე, ეს არ უნდა გენახა, - ამოიოხრა და კარები გაიხურა. მისი გარეთ გამოსვლის გამო ოლიკომ უკან დაიხია. სუფთა ჰაერზე უფრო მეტად შემთვრალს უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება. - მაგას ნუ ამბობ! შენ არაფერი დაგიშავებია, - თქვა გადაჭრით და წასასვლელად შეტრიალდა, - მე არ უნდა მოვსულიყავი, თუნდაც მოსაკითხად... - ოლიკო, მე წაგიყვან, - უკან მიჰყვა მამაკაცი. იგი უცებვე შემოტრიალდა მისკენ და შეაჩერა. - მე თვითონ წავალ, ასე აჯობებს, - თვალებში ჩახედა აღელვებულ მამაკაცს და უხმოდ გასცილდა იქაურობას. რატი ერთ ადგილზე მიეყინა. სანამ სახლის კარებიდან ქერათმიანმა ლამაზმანმა არ გამოსძახა, არც განძრეულა ადგილიდან. - ის გოგო ვინ იყო? - ჰკითხა მან და თან კისერზე ჩამოეკიდა. - შენი საქმე არ არის, - უკმეხად უპასუხა და მისი ხელებიც ჩამოიშორა. - რა დაგემართა? - კამათში აყვა ქალი. - არ მაქვს შენი თავი, წადი აქედან, - მშვიდად მოუწოდა წასვლისკენ. - გასაგებია, როცა ვინმე ქალი გადაგაგდებს, ან შენ მაგივრად სხვას გაეკიდება, მაშინ გჭირდები, - წელში გაიმართა და მტკიცე ნაბიჯებით კიბისკენ წავიდა, - იმას კი ვერ ხვდები, რომ ჩემ გარდა ყველამ გადაგაგდო... შენს უაზრო ხასიათს ჩემ გარდა ვერავინ გაუძლებს... - წადი აქედან, - ისევ ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით უთხრა მან. - წავალ, დიმიტრი, მაგრამ ეგ გოგო ვერც შენ და ვერც შენს თავგადასავლებს ვერ გაუძლებს, ტყუილად გაქვს მისი იმედი, - მიაძახა უკვე კიბეებზე ასულმა. სახლიდან წასვლის წინ კი კვლავ მის დარიგებას მოჰყვა. - დამიჯერე, შენი ბნელი ცხოვრებით არ ღირს სხვებს გაუმწარო ცხოვრება, - ტირილის პირას მისული გაუაზრებლად ისროდა სიტყვებს, - მე მცირე დროში შევეჩვიე ყველაფერს და მზად ვიყავი თავი შემომეწირა შენთვის, მაგრამ რადგან გინდა სულ უცოდველი ადამიანი ჩაითრიო შენს მორევში, დაე, იყოს ასე... შენს ცოდვებზე პასუხს მე ვერ ვაგებ, ახალი გამოჩნდა. - ლუდა, უაზროდ ხლართავ ამბებს, იმ გოგოსთან არაფერი მაკავშირებს, - ჭიქაში ვისკი ჩამოისხა რატიმ და დივანზე ჩამოჯდა. - აბა რისთვის მოვიდა შენთან, ასეთი მზერით არამგონია უბრალო ნაცნობს უყურებდე, - სევდიანად ჩაეღიმა ქალს, - შეიბრალე, რატი! ის მაინც შეიბრალე... გაიხურა თუ არა კარები, რატიმ ვისკით სავსე ჭიქა გამოცალა. ქერათმიანი ლამაზმანის პანიკებით გადაღლილს ძილი მოეკიდა, თუმცა ახლა ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. ტაქსის მძღოლი ჩუმი ბუტბუტით მიუყვებოდა მოყინულ გზას. ამინდის გაუარესებით შეწუხებულმა ოლიკოს გადმოხედა ისეთი მზერით, თითქოს მის კომენტარს ელოდაო. ოლიკომაც ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მისი "ნება" შეასრულა. - ასე თუ გაგრძელდა, სახლიდან გამოსვლას საერთოდ ვეღარ შევძლებთ, - ძლივს აბამდა სიტყვებს თავს, - სუსხი ძვალ-რბილში ატანს... - მართალი ხართ, - მის სიტყვებზე თავი რამდენჯერმე უკმაყოფილოდ გაიქნია მან. გაყინულ თითებზე წამოცმულ ბეჭედს მოუსვენრად ათამაშებდა. მხოლოდ მანქანაშიღა უპასუხა დიმას ზარს. - სად ხარ, ოლიკო? - მეტისმეტად ხმამაღლა გამოუვიდა მამაკაცს. - ნუ ყვირი! თავი მტკივა, - უთხრა მშვიდად, - სახლში მივდივარ, მოხდა რამე? - მე მეკითხები? - სულ ოდნავ მოუკლო ღრიალს, - მთელი დღე გირეკავდი და შენ ახლაღა მპასუხობ ასე მშვიდად? - დიმა, ახლა თავს შეუძლოდ ვგრძნობ, მერე ვილაპარაკოთ, - უთხრა და ტელეფონის გათიშვა დააპირა. - იმედი მაქვს ხვალაც არ მომიწევს შენი ძებნა, - ნაწილობრივ თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თავადვე გათიშა. ოლიკომ მუშაობით დაღლილი მამაკაცივით ამოიოხრა, თუმცა ყველაფერს შეჩვეულ მძღოლს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მოყინულ გზაზე სიარული უფრო და უფრო რთულდებოდა. ამას ემატებოდა გადაუღებელი თოვა, რის გამოც ალოკოს მალევე მოუწია მანქანიდან გადასვლა და სახლამდე ფეხით მისვლა. ნაწილობრივ ასეც ერჩივნა, სუფთა და გრილი ჰაერი მისთვის მეტისმეტად სასიამოვნო იყო. * * * რამდენიმე კვირის წინ ნაყიდი საჩუქარი მხოლოდ წინა დღესღა შეეფუთა სადღესასწაულო ფერებში. კარები დიმას დედამ გაუღო და გულწრფელი ღიმილით გადაეხვია სარძლოს. იუბილარი ღია ფერის შარვალსა და შავ მაისურში იყო გამოწყობილი. მეგობრების გარემოცვაში მჯდარი გოგონას დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა, თუმცა ნაბიჯი არ გადაუდგამს. გოგონას სახეზე სუსტი ღიმილი გამოკრთა, საჩუქრით ხელში წავიდა მამაკაცისკენ და ხელები კისერზე შემოხვია. მისი მოსვლით გახარებული დიმა მთელი საღამო ღიმილით მოძრაობდა. - ოლიკო, სადმე მუშაობ? - გამოიჭირეს მშობლებმა სამომავლოდ ყველაფრის გასარკვევად. - დროებით უმუშევარი ვარ, თუმცა ცოტა ხანში ალბათ დავიწყებ, - უპასუხა ისე, რომ მათი უაზროდ მომღიმარი სახეებისათვის ყურადღება არ მიუქცევია. - დეიდაშენი მუშაობს სადმე? - ჩაეძია დიმას მამიდა. - საავადმყოფოში, ქირურგია, - ზრდილობიანი ღიმილით უპასუხა მან. - ჭამე რამე, ოლიკო, - სუფრისკენ ანიშნა ქალმა, - შენი თეფში სულ სუფთაა... ქალის ძალდატანებით რაღაც უცნაური შესახედაობის კერძი გადაიღო, რომლისთვისაც პირა მაინც არ დაუკარებია. დიმას მშობლებთან და ნათესავებთან ერთად უხერხულად მყოფი მეგობრები მაინც კარგად ერთობოდნენ. თითქოს შეჩვეულებიც იყვნენ მსგავს წვეულებებს და აღარც უკვირდათ ზრდასრული მამაკაცის იუბილეზე ამდენი ნათესავის ყოფნა. ოლიკოს რომ დიმა მთელი გულით ყვარებოდა, ალბათ, იეჭვიანებდა კიდეც მათ წინ მსხდომ გოგონებზე, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ უკვე დაკავებული მამაკაცის ყურადღების მიპყრობას. თუმცა ოლიკოს გასაკვირად, დიმა მის გარდა ყურადღებას არავის აქცევდა. - ხომ არ მოიწყინე? - გადმოხედავდა ხოლმე ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ გოგონას. - არა, სასიამოვნო გარემოა, - შეძლებისდაგვარად ტყუოდა ის. დიმას ეკლებზე ჯდომის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა. მამაკაცი სულაც ვერ ამჩნევდა ოლიკოს უხასიათობას, პირიქით. მას ეგონა, რომ გოგონა მშვენივრად ერთობოდა მის სამეგობრო წრეში, ამიტომ გაუთავებელი სადღეგრძელოების შეწყვეტა სულაც არ მოუთხოვია. მოთმინებით უცდიდა ტორტის გამოტანის მომენტს, რომლის დროსაც მთელს სახლში ჩააქრეს სინათლე. ოლიკომ შემთხვევით ისარგებლა და მთელი დღის საფუძველზე მოიღუშა. - სურვილი ჩაიფიქრე, - ეძახდნენ მაგიდის ბოლოდან იუბილარს, თითქოს თავად ვერ მიხვდებოდა ამას. - ჩემი დღევანდელი სურვილი მხოლოდ ერთი რამეა, - თქვა და ოცდაშვიდი სანთელი ერთი ჩასუნთქვით ჩააქრო. ამას მოყვა სტუმრების ტაში და შეძახილები, მერე კი სინათლე აინთო. ოლიკო თავის სკამზე დაჯდომას აპირებდა, როდესაც მის გვერდით მდგარმა სტუმარმა დიმასკენ შეატრიალა. ცალ მუხლზე დაყრდნობილ მამაკაცს ცალ ხელში ბეჭედი ეკავა, რომელიც სწორედ ოლიკოსთვის იყო განკუთვნილი. - ცოლად გამომყვები, ოლიკო? - ოთახში გაისმა ზედმეტი ემოციებით ჩახლეჩილი ხმა. - ხუმრობ? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - არა, პასუხს ველოდები, - ყურებამდე გაეღიმა დიმას. - ოღონდ ეს არა, - ამოიოხრა ქართულად და აწითლებულ სახეზე ხელები აიფარა. შეძახილები სუფრიდან უფრო და უფრო მატულობდა, რაც დიმასთვის სიხარულის, ოლიკოსთვის კი მეტი დაძაბულობის მომტანი იყო. რამდენიმე სტუმარი ვიდეოსაც იღებდა, თუმცა ოლიკო ირგვლივ ვერაფერს ამჩვნევდა. რთული გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ერთიანად ახურდა, ახლობლების შეძახილები მისთვის გონების წამღებ ხმაურად იქცა. წამები საუკუნესავით გაიწელა. დიმა პასუხს ელოდა, დედამისი გულისამაჩუყებელ რეაქციას, სტუმრები ქორწილის ცერემონიალს, ოლიკო კი მისი გონების ჩართვასა და გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა როდესაც ადამიანთან სიყვარული არ გაკავშირებს, რთულია მასთან ერთად სიგიჟეების გაკეთებაზე იფიქრო. ამ გაუაზრებელმა ქმედებამ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. მთავარი კი ის არის, მოგეწონება თუ არა რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება. - არა, - თუ იტყოდა ამ პასუხს, მოუწევდა დეიდამისის მსგავსი ცხოვრებით დაკმაყოფილება. - კი, - თუ იტყოდა ამ პასუხს, მისი ცხოვრება ან საბოლოოდ დაინგრეოდა, ან საძირკველი ჩაეყრებოდა ახალ გრძნობებსა და ოჯახური ცხოვრებით გამოწვეულ შეჩვევას. თუმცა ოლიკო გონებამ სუსტი ინტერნეტივით "გაჭედა"... სწორედ ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ მისი გადაწყვეტილება. ცხოვრებაში ზუსტად ასეთ დროს "ჭედავს" ჩვენი გონება, ამიტომ ვიღებთ ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის სისწორეშიც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დავეჭვდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ოლიკო უკმაყოფილო იქნება თავისი გადაწყვეტილებით. ახლა მთავარი ისაა, რომელი პასუხი მოუტანს უფრო ნაკლებ პრობლემას და რომელი პასუხი შეცვლის მის ცხოვრებას შედარებით უკეთესობისკენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ... * * * მხოლოდ გარეთ გამოსვლისას შეამჩნია, რომ ტიროდა. ცრემლებით დასველებული ღაწვები ერთიანად გაეყინა და სწორედ ამან გადააწყვეტინა წვეულებისათვის გრანდიოზულად მოხატული თვალების გამშრალება. კიბეებზე ჩამომავალს რამდენჯერმე მტკივნეულად გადაუბრუნდა ფეხი, ამიტომ სადარბაზოდან გამოსულმა მაშინვე ტაქსის გაჩერება გადაწყვიტა. თვალის ფანქრით ჩაშავებულ სახეზე კვლავ შეუჩერებლად მოედინებოდა ცრემლები. მსგავსი გარეგნობის ქალთან მანქანის გაჩერება კი არავის უსურვია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ მოხუცებულ მძღოლს, რომელმაც გულწრფელად შესთავაზა დახმარება. - კარგად ხარ, გოგონა? - ტროტუარზე წაქცეული ხელის შეშველებით წამოაყენა და მანქანაში ჩასვა. ტირილით მისუსტებულმა ძლივს უკარნახა მისამართი. მამაკაცს აღარ უცდია შეკითხვების დასმა, ხმა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლისას ამოიღო და ჩაფიქრებული გოგონა გამოაფხიზლა. - მოვედით, - გადმოხედა სევდიანი თვალებით. - რამდენი გადაგიხადოთ? - ჩანთა გახსნა ფულის მოსაძებნად. თანხის ხსენებაზე მამაკაცი მოიღუშა და თავადვე გაუღო კარები გადასასვლელად. - მე სიკეთეს უანგაროდ ვაკეთებ, - მიაძახა უკვე გადასულს. გაკვირვებულმა ოლიკომ, მხოლოდ მანქანიდან გადასვლისას შეამჩნია, რომ ტაქსის ნაცვლად ჩვეულებრივი გამვლელის მანქანაში იჯდა. გაუთავებელი ფიქრით გადაღლილი კედელზე მიყრდნობით მიუყვებოდა ძველებურ კიბეებს. სულ მთლად გაყინული თითებით ძლივს იჭერდა არც თუ ისე მძიმე ჩანთას. აქამდე კომფორტულმა ფეხსაცმელებმა მაინც და მაინც მაშინ აატკიეს ფეხები. მესამე სართულამდე ძლივს ააღწია. მუდამ ჩაკეტილი კარები ღია დახვდა. თქვენც კარგად იცი, ვის ელოდა სახლში, თუმცა მის ნაცვლად ელზა დახვდა. მუდამ დაკავებული, საშუალო ასაკის ქალბატონი ხალათსა და ჩუსტებში იყო გამოწყობილი. როგორც ჩანს, ძლივს მიეცა სახლში წამოსვლისა და დასვენების საშუალება. - ოლიკო, რატომ დაბრუნდი ასე ადრე? - თავი გამოყო სააბაზანოდან. თუმცა გოგონას დანახვისას პასუხს არა ცოტა ხნის წინ დასმულ კითხვაზე, არამედ სახის გამომეტყველებასა და მდომარეობაზე ითხოვდა. ოლიკომ ჩანთა და ქურთუკი შემოსასვლელში ფეხსაცმელებთან ერთად მიყარა. ყოველგვარი ზედმეტისგან გათავისუფლებული სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და ელზას სიტყვით გამოსვლას დაელოდა. - არ მომიყვები? - მხოლოდ ესღა ჰკითხა ელზამ და წინ ჩამოუჯდა. - ცოლობა მთხოვა, - თქვა ოლიკომ და დეიდას მოტანილი წყლით სავსე ჭიქა გამოცალა. - მერე დათანხმდი, თუ რატომ გისვია მთელი თვალის საღებავი ლოყებზე? - წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია, ოლიკოს მიერ გამოცლილი ჭიქა ხელმეორედ აავსო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. - არაფერი მითხვას, გამოვიქეცი, - როგორც კი უთხრა, მაშინვე მისგან დაუკითხავად დაიწყეს ცრემლებმა დენა. - რაღატომ ტირი? ხომ მითხარი, რომ არ გიყვარდა, - გაუკვირდა ელზას. - უხერხულია, მთელი საახლობლოს წინაშე დაბადების დღე ჩავუშალე, - ამოიოხრა მან და ცრემლების შემშრალება დაიწყო. - არაუშავს, შენ ხომ არ დაგიძალებია მისთვის, რომ ხელი ეთხოვა, - ხელზე ხელი დაადო და თავისებურად მოეფერა აღელვებულ გოგონას. - სამაგიეროდ იმედი მივეცი, - მაინც თავის თავზე ბრაზობდა ის, - ჩემთან ახლოს მოვუშვი და დავაიმედე, რომ აუცილებლად ავაწყობდით საუკეთესო ურთიერთობას... - თავის დადანაშაულებას აზრი არ აქვს, - ფეხზე წამოდგა ელზა და ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი საქმიანობა განაგრძო, - რაც მთავარია არ დასთანხმდი... - იქნებ აჯობებდა კიდეც ცოლად გავყოლოდი, - დამძიმებული თავი კედელს მიადო. - ახლა აჯობებს სახესთან ერთად მთელი ტანი დაიბანო, - მოჩვენებითი სიმკაცრით გადმოხედა ელზამ, - არ გამიკვირდება თუ ეგ საღებავი სახის გარდა სადმე სხვაგანაც გესმევა... დეიდას შეძლებისდაგვარმა გამხნევებამ ოლიკოს სუსტი, თუმცა მაინც გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა. სკამიდან ფეხის თრევით წამოდგა და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა. მისთვის ახლა წყლის გადავლება და ამ ქვეყნად მეორედ მოვლენა ერთი და იგივე რამ იყო. თითქოს წყლის საშუალებით რამეს შეცვლიდა, თავიდან დაიბადა. მაგრამ რას ვიზავთ მაშინ, როდესაც ჩვენში ჩაბუდებულ სევდას ვერც წყალი უშველის და ვერც წარსულში დაბრუნება. ამ შემთხვევაში ოლიკო ყველანაირად ეცადა ცხოვრების სხვა მოვლენებზე გადაეტანა ყურადღება და შეძლებისდაგვარად დაევიწყებინა დიმა, მისი საახლობლო წრე და ჩაშლილი დაბადების დღის წვეულება. მასზე გაბრაზებულ დიმას აღარც დაურეკავს, თუნდაც გამოსალანძღად. ოლიკო ელოდა მამაკაცის ზარს, უნდოდა დიმას ეჩხუბა მასთან და ეღიარებინა, რომ არასდროს ყვარებია. უნდოდა მამაკაცს მისთვის უხეშად მიემართა, მშობლების მიწოდებული სიტყვებით გაელანძღა, რათა ყველაფერში დამნაშავე თვითონ არ გამოსულიყო. ამ ცხოვრებაში ყველაფერს გვიან ვიაზრებთ და ამის შემდეგ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა მათ აღარაფერი ეშველებათ. იგივეა გული დამსხვრეული ჭიქისავით გავამთელოთ. ჩადენილი შეცდომები ყველაზე დიდ კვალს ტოვებს გონებასა და გამომეტყველებაზე. ბედნიერება დიდხანს არ გაგვყვება, მის ადგილს როდესმე მაინც დაიკავებს სევდა. თუ მოხდა საოცრება და სევდა ბედნიერებამ შეცვალა, ის მაინც გამუდმებით შეგვახსენებს თავს. მისი დავიწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა თუ დაგვავიწყდება, რამე ახალი სანანებელი საქმეც გაგვიჩნდება. წუთისოფელი უსაჩუქროდ არასდროს დაგვტოვებს. მას ჩვენთვის მუდამ მზად აქვს სადღესასწაულო ქაღალდებში შეფუთული სევდა, იმდენი რომ მთელი ცხოვრება გვეყოს და სხვასაც გავუნაწილოთ. * * * მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული, დათუნას მანქანაში მჯდარი უკვე მეორედ მიდიოდა დაჭრილი ადამიანის სამკურნალოდ. გარკვეულ შემთხვევებში სიტყვაძუნწი დათუნა ახლაც არაფერს ამბობდა მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. თითქოს ყველაფერს დუმილის საშუალებით განიცდიდა. ოლიკოს გონებაში სავარაუდო ვარიანტები გაუთავებლად მოდიოდნენ. დათუნას ქცევების გამეორების წყალობით, თავადვე დაასკვნა ვინმეს დაჭრის შესახებ. რატის სახლისკენ მიმავალი გზა კვლავ არახელსაყრელად იყო მოყინული, ამიტომ გათვალისწინებულზე მეტად დააგვიანდათ. უკვე საკმაოდ ბნელოდა გარეთაც და იმ ოთახშიც, სადაც სერიოზულად დაჭრილი მამაკაცი სიკვდილს ებრძოდა. მკერდის მიდამოებში დაჭრილი რატი გონზე აღარ იყო. ექიმის ხალათში გამოწყობილ ელზას მისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია, ქალი თავდაუზოგავად ცდილობდა დაჭრილი მამაკაცისთვის სისხლდენის შეჩერებას. - სუფთა წყალი მოიტანეთ, - სხვა მამაკაცების გასაგონად გასცა ბრძანება, - ოლიკო, ასეთი სასიამოვნო მეგობრები თუ გყავდა, რატომ არ ვიცოდი? - პარალელურად გოგონას გადახედა ცინიკური ღიმილით. - ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, - დეიდის სიმკაცრეზე ფიქრიც არ სურდა ოლიკოს. - უშენოდაც მშვენივრად ვიცი, - უფრო მეტად მოიღუშა ქალი და თითებზე ხელთათმანები წამოიცვა. რატის სავალალო მდგომარეობით გუნებადაკარგული დათუნა მხოლოდ ყურადღების მიუქცევლად განიცდიდა მომხდარს. კედელზე მიყუდებული ძლივს იკავებდა ცრემლებს, რომლებიც ლოყების დასასველებლად ჭარბად დაეგროვებინა თვალებში. - გადარჩება? - უადგილო კითხვით შემოიფარგლა ვატო. - თუ დამაცდი მუშაობას, გადარჩება, - წაკბინა ელზამ და თავისი საქმიანობა განაგრძო. - დეიდაჩემს აქ რა უნდა? - სხვა მამაკაცებს მიუტრიალდა ოლიკო. - სხვა გზა არ გვქონდა, ვინმე სანდო ექიმი უნდა მოგვეყვანა, თორემ შენთავადაც ხედავ როგორ მდგომარეობაში ვართ, - მხრები აიჩეჩა ალეკომ. - ახლა ამაზე დავას აზრი არ აქვს, ოლიკო, - ამოიოხრა მაქსიმემ, - ახლა მთავარია დიმიტრი გადარჩეს... - დიმიტრი სულაც არ მაინტერესებს, რატი აუცილებლად გადარჩება, ძაღლის ბედი აქვს... - თავის თავთან ერთად რატის საიდუმლოც გათქვა და ოთახი დროებით დატოვა. ვატოს გარდა მისი სიტყვები ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. - ბიჭო, ამან საიდან იცის? - გაფართოებული თვალებით გადახედა მაქსიმემ ალეკოს. - გამოფხიზლდება და ვკითხავთ, - მხოლოდ ახლაღა ამოიღო ხმა დათუნამ. - სხვა გზა არ აქვს, - დაჟინებით დააცქერდა რატის სისხლიან გულ-მკერდს ალეკო. - განა ტრამალის მგლები დააკლებენ რამეს ჩვენს ვაჟკაცს? - უდროოდ გაეცინა ვატოს. მეგობრებმა ბრაზით გადახედეს გაკრეჭილ მამაკაცს, რომელიც სულაც ვერ ხვდებოდა თავისი უადგილო სიტყვების მნიშვნელობას. სააბაზანოდან გამოსული ოლიკო მთელი ღამის განმავლობაში დათუნას გვერდით იდგა და მის მკლავზე დაყრდნობილი თავის შეფხიზლებას ცდილობდა. უკვე საკმაოდ გადაღლილი ელზა ნელა და მოხერხებულად მუშაობდა. სხვა ბიჭები მისაღებში ისხდნენ და იქ განიხილავდნენ მომხდარ ამბავსა და სამომავლო ქმედებების შესაძლებლობებს. საქმის დასრულებისთანავე ელზა წელში გაიმართა და სახლიდან წაყვანა ითხოვა. - ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ უბრალოდ ყურადღება მიაქციოთ, - ნელა ალაგებდა ჩანთაში საკუთარ ნივთებს. - არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადოთ, - მისკენ გადადგა ნაბიჯი ნერვიულობით გაოფლიანბულმა დათუნამ. ელზამ სისხლიანი ხელები სუფთა ნაჭრით შეიწმინდა და მამაკაცისკენ წამოვიდა. - თქვენთვისვე აჯობებს ოლიკოს რამე არ დაემართოს, - გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი ასწია, - კრიმინალების წრე ვერასდროს იქნება სანდო, არ მინდა თქვენს გამო რამეში ბრალი დასდონ... - ამის შეხსენა არ ღირს, ჩვენ თვითონაც კარგად... - საკმაოდ გაღიზიანებული ქალის წინაშე თავის მართლება სცადა დათუნამ, თუმცა ელზამ არ დაამთავრებინა. - არ მომწონს ეს ამბავი, ოლიკოს თქვენთან კავშირი საერთოდ წარმოუდგენელია, ამიტომ აჯობებს თან წავიყვანო, - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და იქვე ატუზულ გოგონას გადახედა. - ელზა, მირჩევნია აქ დავრჩე, - ძლივს გაუბედა განრისხებულ ქალს სიტყვები. ელზას თვალები გაუფართოვდა, ქალი არ ელოდა ოლიკოს მსგავს რეაქციას, ამიტომ რამდენიმე წუთი დასჭირდა მისი სიტყვების გააზრებისათვის. - გინდა მითხრა, რომ აქ დარჩენას აპირებ? - კბილებს მთელი ძალით ერთმანეთზე აჭერდა ქალი. პასუხად ოლიკომ უბრალოდ თავი დაუქნია. - გასაგებია, ჩემი აზრი ფეხებზე გ*იდია, - აქამდე თავის მოწესრიგებულობას ინარჩუნებდა, თუმცა ახლა ყველაფრის ერთიანად ჩატენვა დაიწყო ჩანტაში, - ნაკლებად მაინტერესებს რა მოგივათ თქვენ და თქვენს მეგობარს... ერთი რამ კი ფაქტია, ყველა თქვენგანი კრიმინალირ სამყაროს წარმოადგენთ, ეს კი ჩემთვის მიუღებელია... - ქალბატონო ელზა, მიიღეთ ჩვენი ბოდიში, არ გვინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო, - საუბარში ჩაერთო ვატო. - ამას მნიშვნელობა არ აქვს, აქედან წამიყვანეთ, - წელში გაიმართა ქალი და კარებისაკენ პირველი წავიდა. ოლიკოსთვის აღარც შეუხედავს, მანქანაში ჩაჯდა და საჭესთან მჯდომ ალეკოს სახლის მისამართი უკარნახა. ქალის რეაქციით შეწუხებული ოლიკო კარგახანს სააბაზანოში იყო გამოკეტილი და თავისუნებურად წამოსულ ცრემლებს წყლით იბანდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დათუნამ მიუკაკუნა კარებზე და გამოსვლა შესთავაზა. ოლიკო უსიტყვოდ დათანხმდა მის ნებას და დაჭრილ რატის გვერდით ჩამოუჯდა. სხვებიც დაჭრილის ოთახში იდგნენ და სამომავლო გეგმების ნაცვლად, რატის მდგომარეობის გაუმჯობასებაზე ფიქრობდნენ. - აჯობებს დაისვენოთ, მე ვუყარაულებ, - გადაღლილ მამაკაცებს ძილი და მოსვენება შესთავაზა. ბიჭებმა უარის ნიშნად თავი გაიქნიეს, მაგრამ ვატომ მაინც გაიყვანა ისინი ოთახიდან. ოლიკო შეძლებისდაგვარად ფხიზლად ყოფნას ახერხებდა, მაგრამ რატის მშვიდი ძილის გამო თავადაც მალევე ჩაეძინა საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში, რის გამოც უკვე დილით კისრის ტკივილმა გამოაღვიძა. * * * ნაწილობრივ მომჯობინებული რატი ისევ საწოლში იწვა, რადგან იქიდან წამოდგომა და სიარული საერთოდ არ შეეძლო. მისი პრეტენზიული დავალებების შესრულება ხან ბიჭებს, უფრო ხშირად კი ოლიკოს უწევდა. ელზასთან კამათის გამო გოგონას სახლში ვერ მიდიოდა, ამიტომ რატისთან ჩასახლდა, "ბინის ქირას" კი თავისი საქმით გამოიმუშავებდა. მისი ზედმეტი მზრუნველობით შეწუხებული რატი ცდილობდა ყველაფერი თავისით გაეკეთებინა, მაგრამ რამდენიმე წამოდგომის გამო ჭრილობამ უფრო მეტად შეაწუხა. - მკვეთრ მოძრაობებს ნუ ასრულებ! - მის ოთახში შესვლისას სულ ამ სიტყვებს უმეორებდა ოლიკო. - მოძრაობის უნარი ნელ-ნელა მეკარგება, - გოგონას სიტყვებზე პასუხად მუდამ ამას ოხრავდა რატი. - ასეთია შენი ცხოვრება, ყოველთვის ვერ გაგიმართლებს, - მხრები აიჩეჩა გოგონამ და წვნიანით სავსე თეფში მიაწოდა საკმაოდ მოშიებულ მამაკაცს. - სხვის საქმეში ყველა ბრძენია, არა? - ირონიულად ჩაეღიმა მას. - შენი მდგომარეობის შეფასებას სიბრძნე არ სჭირდება, ეს უკვე ცხადია, - იგივე ტონში უპასუხა და ოთახიდან გასვლა დააპირა. - კარგი ნუ მიბრაზდები, - ღიმილის ნოტებმა გაიჟღერეს მის ხმაში, - დარჩი ცოტა ხანს, მესაუბრე... მამაკაცის სიტყვებზე ოლიკომ მოჩვენებითი მობეზრებით გადაატრიალა თვალები და ოთახიდან გავიდა. იმედგაცრუებულ რატის ჭამის სურვილი დაეკარგა, თუმცა მომღიმარი ოლიკო კვლავ უკან დაბრუნდა, ოღონდ ამჟამად საჭმლით სავსე თეფშით ხელში. - საუბრის ხასიათზე ხარ? - გაუხარდა მამაკაცს. - თემას გააჩნია, - წარბები გაამოძრავა და საწოლის გვერდით მდგარ არაკომფორტულ სავარძელში მოკალათდა. - იცი რა მაინტერესებს? - ეშმაკურად გაეღიმა მამაკაცს. - რა გაინტერესებს? - სუსტად გაეღიმა გოგონას და თან თავისი ხელით გამზადებული წვნიანი დააგემოვნა. - გემახსოვრება, დათოსთან რომ დალიე, - მოჩვენებით შეაპარა მან, - მთვრალი რატომ მოხვედი ჩემთან? ოლიკოს მთელი სხეული გაუხურდა. - თავადაც არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა და სხვა კითხვებისგან თავის დასაძვრენად ყურადღება საკმაოდ გემრიელ წვნიანზე გადაიტანა. რატიმ ჭამა შეწყვიტა. მომღიმარი სახით აკვირდებოდა მისი კითხვით დარცხვენილ გოგონას, რომელიც თვალსა და ხელს შუა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა. - მე ძალიან მაინტერესებს, უმიზეზოდ არაფერი ხდება, - კვლავ "შეტევაზე" გადავიდა. - აჯობებს ჭამო, თორემ გაცივდება, - თვალებით თეფშისკენ ანიშნა. - არსად გამექცევა, - თეფში იქვე სკამზე გადადგა და საუბარი განაგრძო, - მაინტერესებს რატომ მოხვედი ჩემთან. რამდენიმე წუთი უხმოდ ისხდნენ. ოლიკო საკუთარ ხელებს უყურებდა, რატი ოლიკოს. ეშმაკურად მომღიმარი მამაკაცი მოუთმენლად ელოდა გოგონას პასუხს, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ ჩააყენა საკუთარი ცნობისმოყვარეობის გამო უხერხულ მდგომარეობაში. - შენი აზრით? - კითხვა შეუბრუნა და მასაც ოდნავ გაეღიმა. - მე შენი პასუხი მაინტერესებს, ჩემს აზრს ვერ გაგანდობ, - უფრო გამხიარულდა რატომღაც კარგ ხასიათზე მყოფი მამაკაცი. - დათუნასთან არ მოხვედი და დამაინტერესა რა გჭირდა ამისთანა, - მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო. - მხოლოდ ეს იყო შენი აქ მოსვლის მიზეზი? - პასუხით თავისი დაეჭვება წარბის აწევით გამოხატა. - სხვას რას ელოდი? - გაუკვირდა ოლიკოს. მამაკაცთან ერთად ყოფნისას მუდამ დაძაბულს მხოლოდ ახლაღა შეემატა ცოტაოდენი გამბედაობა. ამ ყველაფერს ემატებოდა მისი უხასიათობა და სიჯიუტე. ოლიკოს პასუხზე მამაკაცმა ღიმილი ვერ შეიკავა, მერე კი თავშეუკავებლად გაიცინა. - შეტევაზე აქეთ გადმოდიხარ? - ჰკითხა საკმაოდ მხიარულად. - ისევ სიცხე გაქვს? - მხოლოდ ესღა უთხრა დაცინვით ნერვებმოშლილმა. - სიცხე მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზროვნების უნარი წამერთვა, - შეძლებისდაგვარად დასერიოზულდა ის. - აჯობებს ჭამო, თუ უკვე არ გაცივდა, - კვლავ თეფში მიაწოდა ოლიკომ. - აღარ მშია, - პატარა ბავშვივით გასწია თავი მან. ოლიკო გავიდა ოთახიდან და თეფშებიც თან გაიყოლა. გოგონასთვის გასაკვირად გამხიარულებული მამაკაცი მარტო ყოფნისას ისევ დასერიოზულდა, თუმცა მას ახლა უფრო მეტად აინტერესებდა ოლიკოს პასუხები მის კითხვებზე. თითქოს ოლიკოსაც იზიდავდა რატისთან სიახლოვით გამოწვეული დაძაბულობა, თითქოს ის ყველაფერი, რაზე ფიქრითაც უკანასკნელ ღამეებს თეთრად ათევდა, განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. - ციხეს თავი როგორ დააღწიე? - გასაუბრება იმით დაიწყო ოლიკომ, რის შესახებაც მუდამ არ ასვენებდნენ ფიქრები. - გამოვიქეცი, - სმენად გადაქცეულ გოგონას ერთი სიტყვით უპასუხა რატიმ. - ასეთი მარტივი არ არის, - წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია გოგონამ. - მართლა? საიდან დაადგინე? - ცინიკური მზერით გადმოხედა რატიმ. - რთული დასადგენია? - სანაცვლოდ მსგავსი მზერა დაახვედრა. - როცა დედაშენი მილიონერია და პარალელურად შენც გაქვს ხელსაყრელი კავშირები, ყველაფრის მოხერხება შეიძლება, - მხოლოდ ასეთი პასუხით შეძლო ოლიკოს დაკმაყოფილება, - საქართველოში რატი გურგენიძე მკვდარია... - გასაგებია, - ჩაფიქრებულმა მზერა საწოლის კიდეზე შეაჩერა. - მოგწონს ჩემი ცხოვრების წესი? - საიდან მოიტანე? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ადამიანს მოსწონდეს? - რატის ერთი შეხედვით უბრალო კითხვაზე უცებ გაცოფდა ოლიკო. - აბა რატომ ხარ აქ? - ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გამხიარულებული რატი უცებვე დასერიოზულდა. ყოველთვის ცუდად მოქმედეს ადამიანზე მისი ცხოვრებისეული პრობლემის შეხსენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი მისი ცხოვრება დედამიწისთვის ერთი დიდი პრობლემაა და მეტი არაფერი. მის კითხვაზე პასუხის გასაცემად ოლიკო კარგახანს ფიქრობდა. თითქოს მთელი ეს პერიოდი სწორედ ამ კითხვისთვის პასუხის ძებნაში გაატარა, მაგრამ მაინც ვერსად მიაგნო, ვერცერთ ქმედებასა და ვერცერთ სიტყვაში. - რატომ გვიმკურნალე ვატოს და მე? ხომ იცოდი როგორი ცხოვრებით ვცხოვრობდით? - არ ეშვებოდა მამაკაცი. - ეს უბრალოდ ადამიანობაა, რატი, - თვალებგაფართოებულმა ხელების ქნევით გასცა პასუხი, - ამაზე პასუხს არ უნდა მთხოვდე... - მაშინ რატომ მოხვედი ჩემთან? მართლა ასე ძალიან გაინტერესებდა ჩემი მდგომარეობა? - კომფორტულად წამოწოლილი გაჭირვებით წამოჯდა. - ხომ გითხარი, უბრალოდ მოვედი, რადგად მაინტერესებდა შენი მდგომარეობა, - დაიბნა ოლიკო. - უბრალოდ არავინ არაფერს აკეთებს, მათ შორის არც შენ, - ხასიათი რადიკალურად შეეცვალა რატის. თითქოს მზიანი ამინდი ჯერ ღრუბელმა, მერე კი თავსხმა წვიმამ შეცვალა. - რატი, ვერ ვხვდები რა გინდა, - ამოიოხრა ოლიკომ და ამოაყოლა მთელი დაძაბულობა, რასაც მანამდე გრძნობდა. მამაკაცის წინაშე სულ მთლად გაშიშვლდა, აღარ ჰქონდა აზრი თავის დაცვას. - ძალიან კარგად ხვდები რა მინდა და რას ვითხოვ შენგან, - მოიღუშა რატი. - მაინც რას? - დაუფიქრებლად ისროდა სიტყვებს გოგონა. - აღიარებას, - ამოიოხრა მან, - რატომ შეცვალე შენი ცხოვრება რადიკალურად? რატომ დაუკავშირე ჩვენს სამეგობროს? ხომ იცოდი, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანდა? რატომ დაცურავ დინების საპირისპიროდ? განა სასიამოვნოა ამდენი პრობლემა? - დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან, - საკმაოდ ცნობილი სიტყვების გახსენებისას სუსტად ჩაეღიმა ოლიკოს, ნაკლებად აინტერესებდა მის სიტყვებზე მამაკაცის რეაქცია. - მერე შენ ცოცხალი თევზი ხარ? - ძლივს გააკონტროლა ხმა მამაკაცმა. - მე თავისუფალი ადამიანი ვარ და თუ მინდა თევზი ვიქნები, თუ მინდა სელაპი, - ღიმილი სიცილში გადაეზარდა ოლიკოს, - როგორც ხედავ მეც მაქვს უფლება ვიმხიარულო, ამ უფლებით მხოლოდ შენ არ ყოფილხარ დაჯილდოვებული... ეს თქვა, სკამიდან წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა. - პასუხი არ გაგიცია, - მიაძახა რატიმ. - მაინც რომელ კითხვაზე? - კარებთან შემოტრიალდა ოლიკო. - რატომ მოხვედი მაშინ? - თავის თავზე გაბრაზებულს ოდნავ ჩაეღიმა. - ასეთი რთულია ამის შემჩნევა? - კარებს ჩამოეკიდა გოგონა, - ნუთუ ასე კარგად გამომდის გრძნობების მალვა?... - რას გულისხმობ? - ცოტაც და საწოლიდან გადმოვარდებოდა რატი. - მიყვარდი, რატი, მაშინ პატარა გოგონასავით გულწრფელად მიყვარდი, - მოულოდნელად ამოიტირა ოლიკო, - ახლა კი მეზიზღები, წარმოუდგენლად მეზიზღები, შენი დანახვა გულს მირევს... ტირილისკან აკანკალებული ხმით მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა. ოთახიდან გამოსულმა სასწრაფოდ მოკრიფა თავისი ნივთები და ქუჩაში გავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათი ფეხით იარა მაინც მთელი სხეული უხურდა, თითქოს ძალიან ძლიერი სასმელი დალიაო. რეალურად მისი გამახურებელი და გამაბრუებელი სასმელი სწორედ რატი იყო. მამაკაცი, რომელმაც პირველივე ნახვისთანავე მიიქცია მისი ყურადღება, მამაკაცი, რომელიც ვერასდროს ამჩნევდა, მამაკაცი, რომელმაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეაყვარა თავი. რატომ ვერ შეძლო დიმამ ოლიკოს სიყვარულის მოპოვება? განა ასეთი რთულია გოგონას მოხიბვლა? კაცია და გუნებაო, ამაზეა ნათქვამი. * * * ტაქსის მძღოლმა მივიწყებულ ქუჩებზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებში თითქმის არასდროს არაფერს ცვლიდნენ, ოლიკომ მაინც ვეღარ გაიხსენა ის ყველაფერი, რაც ოდესღაც მისთვის ძალიან მშობლიური იყო. მანქანა კორპუსთან შეჩერდა, სადაც ისევ უსაქმურად იდგნენ უბნის საამაყო ახალგაზრდები. ოლიკოს, როგორც ყოველთვის, არც ახლა მიუქცევია მათთვის ყურადღება, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მტვრით დასვრილი ქურთუკი უბრალოდ გაიბერტყა და კიბეებს აუყვა. საკმაოდ დიდი ხნის წინ მიტოვებულ სახლში ნესტისა და მტვრის სუნი იდგა. თითქოს ეს ცხვირის ამწველი სუნიც კი მშობლიურად ეჩვენებოდა ოლიკოს. ყველა მაგიდასა თუ თაროზე თავისი ხელით შეამოწმა მტვრის ზომა, მერე კი სასწრაფოდ გამოიცვალა და სახლის ლაგებას შეუდგა. პირველ რიგში ფანჯრები გამოაღო და ასევე მტვრის ფენით გამუქებული იატაკის გასუფთავება დაიწყო. ეს არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობა მისთვის მონატრებული იყო. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სახლში დაბრუნებული ადამიანისთვის სახლის მტვერი მაინც უფრო მონატრებული და მშობლიურია. მთელი დღე დასვენების ნაცვლად სახლის ლაგებას შეალია. მხოლოდ საღამოსღა მიესვენა მონატრებულ საწოლზე. ალბათ ჩაეძინებოდა კიდეც, რომ არა კარზე ზარი. თავისებური ბუზღუნით საწოლიდან წამოდგა და კარები გააღო. კვლავ "მწვანეთავიანი" ხატია თვალებგაფართოებული იდგა შემოსასვლელთან და ეჭვების დადასტურების შემდეგ გასალანძღ სიტყვებს ეძებდა. - არ მოგენატრე მაინც? - ბოლოს ესღა ამოხდა შინდისფრად შეღებილი ბაგეებიდან. - შენი აზრით? - ხელები გაშალა ოლიკო. სიხარულის ცრემლებით ატირებული გოგონები კარგახანს შემოსასვლელში იატაკზე ისხდნენ და ერთმანეთის ფერებით ირთობდნენ თავს. - მეგობრებს ასე უცებ არ ივიწყებენ, - მხოლოდ სამზარეულოში ჩაის დასალევად გადანაცვლებისას წამოიწყო წუწუნი ხატიამ, - შეგეძლო ერთხელ მაინც დაგერეკა, მოგეკითხე, იქნებ საერთოდ რა მომივიდა? - ოღონდ შენ გაჩუმდი და თუ გინდა შენს გარეშე აღარსად წავალ, - მოჩვენებითი მობეზრებით გადაატრიალა თვალები ოლიკომ. - როგორც არ უნდა მეხვეწო რუსეთში მაინც არ წამოვალ, - გოგონას სიტყვებზე ცალი წარბი ასწია ხატიამ. - შაქარი რამდენი? - გამოხედა მაგიდასთან მჯდომს. - უკვე დაგავიწყდა? - ისევ წყენა მოერია მას. - ისე მეუბნები თითქოს წასვლის წინ სულ ერთად ვსვამდით ჩაის, - გაბრაზდა ოლიკო, ოღონდ, რა თქმა უნდა, ისევ მოჩვენებით. - ისე რატომ არ გათხოვდი? არამგონია რუსეთში მამაკაცების ნაკლებობა გამოგეცადა, - ფეხზე წამოდგა ხატია, სიგარეტს გაუკიდა და ფანჯარა გამოაღო. - ნეტავ იცოდე მაინც ჩემი ამბები, ამდენს არ ილაყბებდი, - სუსტად გაეცინა ოლიკოს. - მერე მომიყევი, სად გვეჩქარება? - ყელი ჩაიწმინდა ხატიამ, თითქოს თვითონვე აპირებდა გაუთავებელ ლაპარაკს. - ახლა მეზარება, ხვალ რამე გამოვაცხოთ და მოგიყვები, - ხელები მაგიდაზე შემოაწყო და მისი წუწუნისგან გასათავისუფლებლად ყურებამდე გაუღიმა. - დააფასე დღევანდელი დღე! - სერიოზულად წამოიწყო საუბარი, მაგრამ ბოლოს მაინც თავისებურად გაეცინა, - როგორი ლმობიერი ვარ, ვერ შენიშნე? - რა არის ამის მიზეზი? - წარბები ეშმაკურად აათამაშა ოლიკომ. - მამაჩემის პირობა, - სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ყუთში ჩააგდო და ოლიკოს წინ ჩამოუჯდა, - თუ ჩაფიქრებულ სვირინგს არ გავიკეთებ, მანქანას მიყიდის... - მაინც რა მანქანას? - მეგობრის ნაცვლად გაეღიმა ოლიკოს. - მანქანა არ იქნება, - ოლიკოს დაუფიქრებელ რეაქციაზე გაბრაზებულმა წარბები შეჭმუხნა, - სამაგიეროდ უკვე გადავწყვიტე როგორი სვირინგი მექნება... - წინადადების ბოლოს ყურებამდე გაეღიმა. ოლიკომ გაკვირვების ნიშნად ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია, თუმცა სამომავლო სვირინგზე ფიქრით გართული ხატია მაინც ვერ მიუხვდა გაკვირვების მიზეზს. - სულ ვიცოდი, რომ მაგრად გაკლდა, - სიცილით უთხრა ოლიკომ, - მაგრამ ასე ძალიანაც თუ "გარეკავდი" არ მეგონა. - რა იყო? - უცოდველი კრავივით გაუფართოვდა თვალები. - რა სვირინგი, შტერო? - გაკვირვებისგან კვლავ სიცილი დაიწყო ოლიკომ, - მანქანაზე უარი თქვი სვირინგის გამო? - ისე მეკითხები, თითქოს გუშინ გამიცანი, - სიცილში აყვა ხატია. - ეგეც მართალია, - თავი სასაცილოდ გაამოძრავა და ცხელი ჩაი მოსვა. საქართველოში დაბრუნებული ოლიკო დიდხანს უშედეგოდ ეძებდა სამსახურს, საბოლოოდ კი ისევ ხატიას მამის დახმარებით იშოვა, დამაკმაყოფილებელი ანაზღაურებითა და განრიგით. მეგობრებს რუსეთიდან აღარ მოუკითხავთ, ან საერთოდ როგორ მოიკითხავდნენ ყოველგვარი საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე. თვითონ რამდენჯერმე ელზას დაუკავშირდა, რომელიც იქიდან წამოსვლის წინ ნახა საავადმყოფოში, მხოლოდ და მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად და დასამშვიდობებლად. - მომიკითხეს? - ეკითხებოდა ყოველი საუბრისას. - ჰო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უაზრო ლაპარაკისთვის ისე გამოვლანძღე, მოსვლას ვეღარ ბედავენ, - უთხრა ბოლო საუბრისას სიცილით ელზამ. - კარგი ადამიანები არიან, ძალიან მკაცრადაც ნუ გალანძღავ, - სიცილითვე მიუგო ოლიკომ. - კარგი კრიმინალი არ გამიგია, ოლიკო, - კვლავ ეწინააღმდეგებოდა ოლიკოს სამეგობრო წრეს ელზა. - აჯობებს მათზე აღარ ვისაუბროთ, როგორც ვამჩნევ არ გსიამოვნებს, - გააჩუმა დეიდა და თავადაც გაჩუმდა. ცოტა ხნის შემდეგ ხმის ამოღება ისევ ელზამ გაბედა. - ძალიან კარგია სიჩუმე, თუმცა არა მონატრებული ადამიანისგან, რომლის თითოეულ სიტყვასაც უკანაკნელივით იჭერ და მეხსიერებაში ინახავ, - გაეცინა მუდამ სერიოზულ ქალბატონს, - მე არ ვიცი ის ადამიანები რით ცდილობდნენ შენს მოხიბვლას, ის კი ფაქტია, რომ შენ მათი დაცვა სიამოვნებას განიჭებს... - რაც არ უნდა იყოს, მათ ძალიან კარგად ვიცნობ, - ელზას სიტყვებმა ოლიკოს ღიმილი მოჰგვარა, - და შემიძლია გადაჭრით გითხრა, რომ ძალიან კარგები არიან... - შენსას "აწვები", არა? - ისევ გაეცინა ელზას. - გენეტიკა და პროფესია ამის საშუალებას მაძლევს, - თავისი მოსაწონი თვისებებით კმაყოფილი წელში გაიმართა, თითქოს ცარიელ ოთახში ვინმეს აჩვენებდა მის მედიდურ კისერს. - დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოახერხა დედაშენმა საკუთარი ასლის შექმნა, - სერიოზულად ჩაილაპარაკა ელზამ. - ელზა, მენატრები, - პატარა ბავშვივით დაიკრუსუნა ოლიკომ. - ვინც ენატრებათ, იმათთან მიდიან კიდეც, - მსგავსი გრძნობები არ გაამჟღავნა ქალმა. - მერე არ გენატრები? - ოლიკოს კისკისი მთელს სახლში ისმოდა. - იმხელა ენა გაქვს, ხანდახან მეშინია სახეში არ მომხვდეს, - ირონიულად ჩაეღიმა ელზას. - დეიდას თვისებებიც გამომყოლია, - ნიშნის მოგებით ჩასძახა ტელეფონში და მოკლე წინადადებებით დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ტელეფონი გათისა. * * * ჩვეულების თანახმად, ოლიკო ხატიასთან ერთად იჯდა სამზარეულოში, ჩაის სვამდა და განვლილ დღეს განიხილავდა. როგორც ყოველთვის, ხატია პატარა ბავშვივით გაუთავებლად ტიტინებდა. მისი სმენით გამხიარულებული კარგახანს კისკისებდა, ისე თითქოს მეზობლების ძილის დაფრთხობას განგებ ცდილობსო. კარებზე ზარის ხმამ ორივე მოულოდნელად გამოაფხიზლა. - ალბათ ლალიკოა, ნამცხვარი უნდა გამოეცხო და შეიძლება შემოგვაწოდოს, - კარის გასაღებად ფეხზე წამოდგა ხატია. ამასობაში ოლიკომ რამდენიმე დასვრილი თეფშისა და ჭიქის რეცხვა დაიწყო. ყურებამდე გაკრეჭილმა გოგონამ კარები დაუფიქრებლად გააღო და დედასთან საუბრის დაწყებას აპირებდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის წინ ლალიკო კი არა, ვიღაც უცხო მამაკაცი იდგა. - ოლიკო ნოზაძე აქ ცხოვრობს? - კარის გაღებისთანავე იკითხა მან. საშუალო სიმაღლისა და შესაშური სხეულის აგებულების მქონე მამაკაცს ნახევარი სახე ქურთუკში ჰქონდა ჩამალული. სავარაუდოდ წვიმაში მოყოლილი მამაკაცი დასველებულ კნუტს ჰგავდა, რომელიც თვალებით გეხვეწება სახლში შეყვანას. - დიახ, რა გნებავთ? - მსგავსი ფიქრებით გამხიარულებული ხატია ძლივს იკავებდა ღიმილს. - დაუძახეთ! - ახლაღა ამოყო თავი და წელში გაიმართა. ოდნავ წელში მოხრილს ხელები ქურთუკის ჯიბეში ეწყო. მის ქუჩურ დგომაზე ნამდვილად ვეღარ შეიკავა ღიმილი ხატიამ და ოლიკოს დასაძახებლად მამაკაცისგან ზურგით შეტრიალდა. გაკვირვებულმა ოლიკომ ჯერ თავი გამოყო სამზარეულოდან, მერე კი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დიდი დროის გასვლის შემდეგ საკმაოდ შეცვლილ ვატოს. - ოლიკო, ეს ის არის? - ჰკითხა თვალების ტრიალით მონატრებული მეგობრის მოსიყვარულების შემდეგ ხატიამ. - არა, ეს ვატოა, გვარი თავადაც არ მახსოვს, - უხერხულად გაეცინა ოლიკოს და მხოლოდ მაშინღა წარუდგინა მეგობრები ერთმანეთს. - იორამაშვილი, - ღიმილით შეახსენა მამაკაცმა. - ხო, ვატო იორამაშვილი, - თვალები გაუბრწყინდა ოლიკოს, - ვატო, გაიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი, ხატია თუშიშვილი... - სასიამოვნოა, - ეშმაკური ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცმა ხატია. - ჩემთვის არც ისე, - ვატოს საპასუხოდ ირონიულად ჩაეღიმა გოგონას. - ხატია, გეყოფა! - გამაფრთხილებელი ღიმილით გადახედა ოლიკომ მეგობარს და თან პარალელურად ვატოსთან წამოიწყო საუბარი, - როგორ ხარ? საქართველოში რა მიზეზით დაბრუნდი? - ერთი ერთზე ვერ ვისაუბრებთ? - ხატიასთან უხერხულად მყოფს წარბები შეეჭმუხნა, - ალბათ ხვდები საქმე ვის ეხება... - ანუ ხელს გიშლით? - მშვიდად საუბარი ხატიას წყალობით დაიძაბა, - არ მაქვს პრობლემა, წავალ. ფეხზე წამოდგა გოგონა და ნაწყენი სახით შეტრიალდა კარებისკენ. - ხატია ჩემი საუკეთესო მეგობარია, შეგიძლია მასაც ისევე ენდო, როგორც მე მენდობი, - სიტუაცია გამუხტა ოლიკომ და გოგონას ოთახში დარჩენისაკენ უბიძგა. ოლიკოს სიტყვებით გამხიარულებული ხატია ნიშნის მოგებით დაჯდა მამაკაცის წინ და სმენად იქცა. ვატომ ამოიოხრა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოწევა დააპირა. - აღარ დაიწყებ? - მოთმინებამ უმტყუნა ხატიას. - თუ მოთმინება დაკარგე, შეგიძლია წახვიდე, აქ არავინ გიჭერს, - შესამჩნევად გაბრაზდა ვატო. - საკმარისია, - ხელების აწევით შეაჩერა არასასურველი კამათი ოლიკომ და ვატოს საფერფლე მიაწოდა, - გისმენთ. - რატი დაჭრეს... - ამოიოხრა მამაკაცმა და საკმაოდ ღრმა ნაპაზი დაარტყა. - მერამდენედ? - აღელვების ნაცვლად ოლიკომ მობეზრებით გადაატრიალა თვალები. - რა მნიშვნელობა აქვს? - კვლავ ოხვრა მოაყოლა სიტყვებს მამაკაცმა. - ანუ თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია საქმის გარჩევები და დაჭრა? - ოლიკოს მაგივრად საუბარში ხატია ჩაერთო, - რამდენჯერ უნდა დაჭრან ის ადამიანი, რომ მიხვდეს ასეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს... - როცა არაფერი იცი, აჯობებს უბრალოდ მოკეტო, - თვალების ბრიალით გადმოხედა ვატომ ხატიას. - ჩემი გაჩუმების მცდელობით შენს სისუსტეს ამტკიცებ, - დამცინავი ღიმილით შეათვალიერა მამაკაცი, - დავიჯერო არ იცი, რომ მსგავსი ცხოვრებით თქვენი სიცოცხლე ბეწვზე კიდია? - ცხოვრების წესს სულ არ აქვს მნიშვნელობა, - მეორე სიგარეტს გაუკიდა ვატომ, - შეიძლება აქედან გავიდე და მანქანამ გამიტანოს... - ანუ ქუჩური ცხოვრება გასამართლებელია? - კვლავ ცდილობდა ხატია მამაკაცის ნერვების გამოცდას. - გააჩნია რას ეძახი ქუჩურ ცხოვრებას, - ხრინწიანი ხმის მოსაშორებლად ჩაახველა მან. - კონკრეტულად შენს საქმიანობას, - საუბარში თავისი უპირატესობის გამოსახატად წელში გაიმართა გოგონა და ისედაც გამობურცული ტუჩები უფრო მეტად გამობურცა. - ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, - უბრალო საუბრით ცადა ვატომ გოგონას თავიდან მოშორება, თუმცა ხატიას წინააღმეგ საუბრის დასრულება არც ისეთი მარტივი რამეა, როგორც ვატოს ეგონა. მათი კამათით გამხიარულებული ოლიკოს გონება რატიზე ფიქრს ითხოვდა, თუმცა საქართველოში ჩამოსულმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ იმ მამაკაცზე აღარასდროს იფიქრებდა. - იმედანად არაფრისმომცემია შენი საუბარი, რომ კამათის სურვილი დამეკარგა, - დამცინავად გაეცინა ხატიას, - მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ვერ დამიმტკიცებ, რომ თქვენი ცხოვრება გასამართლებელია... - ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობა ყველა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, - მამაკაცის წყალობით მთელი ოთახი სიგარეტის კვამლში ჩაიძირა. - ანუ უნდა დაგაფასოთ, რადგან უსამართლობას ეწინააღმდეგებით? - სიცილს ვეღარ იკავებდა უკვე საკმაოდ გამხიარულებული ხატია. - შენი ნებაა, - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა. - ოლიკო, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, რატი მძიმედაა დაჭრილი, - ქურთუკის ჩაცმის თანხლებით უხსნიდა საქმის ვითარებას ვატო, - საქართველოში სულ სხვა საქმეზე წამოვედი, მაგრამ მინდა შენც ჩემთან ერთად დაბრუნდე უკან... - ვატო, ეს შეუძლებელია, - ამოიოხრა ოლიკომ, - მე მას ვეღარ შევხვდები... - მესმის, ოლიკო, - მხარზე ხელი დაადო აღელვებულ გოგონას, - მაგრამ ყველასგან დაუკითხავად გთავაზობ, მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ყველას მოენატრე. - ვერ შევძლებ რუსეთში დაბრუნებას, - თავს იქნევდა გოგონა. - სულ თუ არაფერი, შენი მონახულება მაინც მოვახერხე, - წასვლის წინ გულში ჩაიკრა თითქმის ატირებული, - სიცხიანი შენს სახელს ბოდავდა... - გადაუჩურჩულა სიმაღლის გამო მისკენ დახრილმა. - მართლა? - სახე მომენტალურად გაუბრწყინდა ოლიკოს. - ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, აქ არ მოვიდოდი, - ლოყაზე აკოცა და კარები თავადვე გამოაღო. - მერე ეს რას ცვლის? - კარებს ჩამოეკიდა კვლავ მოწყენილი ოლიკო. - მინდა, რომ უბრალოდ რუსეთში ჩამოხვიდე, მოგვინახულო და რატიც ნახო, - კვლავ მისი გადარწმუნებისთვის საუბრობდა უკვე სახლიდან გასული მამაკაცი, - ექიმმა მითხრა რომ სიკვდილს დაუძვრება, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია მისი ინფორმაცია... - იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, მე რუსეთში ვერ დავბრუნდები, - თავი გააქნია ოლიკომ. - რა გაეწყობა, - ძალდატანებით გაიღიმა ვატომ და კიბეებს ჩაუყვა. მისი სტუმრობითა და წარსულის მოგონებებით დამძიმებული ოლიკო კარგახანს ტიროდა, მერე კი ხატიასთან ერთად დასაძინებლად დაწვა. * * * აივანზე მდგარი მამაკაცი კარგახანს სიგარეტს ეწეოდა. მზის ჩასვლის ყურებით გართულს აღარც გახსენებია იქვე მაგიდაზე მდგარი ფინჯანი, რომელშიც საგულდაგულოდ მოდუღებული ყავა უკვე გაციებულიყო. მისი არსებობა სახლში შესვლის დროს გაახსენდა, როდესაც საღამოს გრილმა ჰაერმა თავი შეახსენა. ყავის ტემპერატურის გაგებისთანავე ამოიოხრა და ფინჯანი შიგნით შეიყოლა. უკვე მეორედ აივანზე პლედით ხელში გამოვიდა. იქვე დივანზე ჩამოჯდა და სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად პლედი მხრებზე მოიხვია. გარკვეული დრო სახლის წინ მინდორზე მდგარ ხეებს ათვალიერებდა, მერე კი ტელეფონში მოსული შეტყობინებების შემოწმება გადაწყვიტა. ამ საქმით გართულმა ძლივს შეამჩნია სახლისკენ მომავალი უცხო მანქანა. გაკვირვებულმა ტელეფონი იქვე მიაგდო და პლედის თანხლებით ფეხზე წამოდგა. უცხო, ნაკლებად ძვირადღირებული მანქანა ეზოსთან გაჩერდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მანქანიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა. აივანზე მდგარ მამაკაცს შავი სილუეტისა და მანქანის მეტი არაფერი შეუმჩნევია, თუმცა ყოველგვარი ქმედებისგან თავი შეიკავა და მოვლენების განვითარებას დაუცადა. საშუალო სიმაღლისა და სუსტი აღნაგობის ქალი ნელი ნაბიჯებით მოუყვებოდა, სავარაუდოდ, ნაცნობ ეზოს. მან გვიანღა შეამჩნია აივანზე მდგარი მამაკაცი და დაწვრილებული თვალებით სცადა მისი ვინაობის ამოცნობა, თუმცა მხრებზე პლედმოხვეული და ორ წელიწადში საკმაოდ შეცვლილი დათუნას ამოცნობა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მამაკაცი სასწრაფოდ შევიდა სახლში და კიბეები ჩამოირბინა. უკვე შემოსასვლელთან მდგარი გოგონა სწორედ მას ელოდა კარის გასაღებლად. აღელვებულმა დათუნამ შიგნიდან ჩაკეტილი კარების გაღება ძლივს მოახერხა, მის წინ არანაკლებ აღელვებული ოლიკო კი დიდხანს ცდილობდა თვალზე მომდგარი ცრემლების შეკავებას, თუმცა მამაკაცის დანახვისთანავე სიცივისგან აწითლებული ღაწვები ერთიანად დაუსველდა. ორ წელიწადში თითქმის გაჭაღარავებული და საგრძნობლად წელში მოხრილი მამაკაცი ადგილიდან ვერ იძროდა, ამიტომ პირველი ნაბიჯი ოლიკომ გადადგა და მონატრებულ კლასელს კისერზე ჩამოეკიდა. სანაცვლოდ დათუნა კვლავ გაუნძრევლად იდგა. - რა დაგემართა დათუნა? - ჰკითხა ძლივს დამორჩილებული ხმით. მამაკაცს სიმწრით ჩაეღიმა და პასუხის გაცემის ნაცვლად გოგონა მისაღებ ოთახში შეიყვანა. თანატოლობის მიუხედავად, ოლიკო ბევრად უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე მუდამ ლაღი, ახლა კი ნაადრევად დაბერებული დათუნა. - ვატო იყო ჩამოსული, - დაიწყო საუბარი დადუმებულ მამაკაცთან. - ვიცი, - მხოლოდ მაშინღა გაისმა დათუნას გალეული ხმა. - მან მთხოვა თქვენთან წამოსვლა, - გოგონა კვლავ ძლივს ცდილობდა ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი ტირილის შეკავებას. - მე ავუკრძალე შენთან მოსვლა, - ამოიოხრა მამაკაცმა, - მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც მოგაკითხავდა... - რატიზე მითხრა, - უფრო მეტად აღელვებულ გოგონას სახე აუხურდა. - რა გითხრა? - მამაკაცის ხსენებისთანავე თავი წამოყო მან. - დაჭრილიაო, - კვლავ ხმა უკანკალებდა ოლიკოს. დათუნას გოგონას სიტყვებზე სიმწრით ჩაეცინა. მის სახეს აშკარად ეტყობოდა საუბრით განცდილი უდიდესი ტკივილი. - რა მოხდა? - მამაკაცის რეაქცია გაუკვირდა ოლიკოს. - რა მოხდა? - კითხვა ირონიულად შეატრიალა დათუნამ. - დათუნა, ასე რატომ მელაპარაკები? - გაფართოებული თვალებით გადახედა მას. - შენი აზრით? - უყურებდა გოგონას დამცინავიდა და, ამავდროულად, განრისხებული სახით. - ჩემს რუსეთიდან წასვლას თავისი მიზეზი ჰქონდა, - თავის გასამართლებლად ჩაიბუტბუტა ოლიკომ და მამაკაცს თვალები მოარიდა. - უბრალოდ რომ გეთქვა, რამე დაშავდებოდა? - ხმა აიმაღლა დათუნამ. - ვერ მოვახერხე, - ძლივს უპასუხა გოგონამ. გაბრაზებული მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა. მასთან საუბრით აღელვებულ ოლიკოს ყურადღება თითზე წამოცმულ უბრალო ბეჭედზე გადაჰქონდა. დაახლოებით ნახევარი საათი გაატარა დათუნას ლოდინში, მერე კი თავადაც ფეხზე წამოდგა და გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა დაიწყო. წესით საძინებელში გასული დათუნა აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. გოგონა კარგახანს გაუნძრევლად იდგა და ვერ გადაეწყვიტა, მისულიყო თუ არა მასთან ახლოს. საბოლოოდ თავად დათუნამ იგრძნო ზურგს უკან დაჟინებული მზერა და კარისკენ შემოტრიალდა. - შეგეძლო ერთხელ მაინც დაგერეკა, - აივნიდან მიმართა საკმაოდ შორს მდგომს. - მართალი ხარ, - ამოიოხრა ოლიკომ და ნაკლებად უხერხული სიტუაციის გამო აივანზე გავიდა, - შემეძლო დამერეკა, ამიტომ დამნაშავე ვარ... - ეგ სიტყვები აღარაფერს შეცვლის, - თქვა დათუნამ და სიგარეტის ნამწვავი უინტერესოდ მოისროლა ეზოში, - რატომ წახვედი? - აღარ მინდოდა მსგავს გარემოში ცხოვრება, - შეტევაზე გადასვლით თავის გამართლება დაიწყო ოლიკომ. თითქოს ამ სიტყვებით ცხადად ეწინააღმდეგებოდა მისი მეგობრების ცხოვრების წესს. - მაინც კონკრეტულად რას გულისხმობ? - მოაჯირს მიეყრდნო მამაკაცი და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო. - დარწმუნებული ვარ თავადაც მიხვდი რა ვიგულისხმე, - დაბლიდან ამოხედა ოლიკომ. - ამ საკითხში ვერასდროს გაგიგებ, ამიტომ ჯობია შიგნით შევიდეთ და სხვა თემაზე ვისაუბროთ, - სიტყვის დასრულებისთანავე წელში გაიმართა დათუნა და საძინებლის გავლით მისაღებ ოთახში შევიდა. არსებული მდუმარებით თავმოწყენილმა ტელევიზორი ჩართო, თუმცა მის ყურებას საერთოდაც არ აპირებდა. შეუმჩნევლად გაყინული ოლიკო ოთახში შემოსვლისას პირდაპირ გამათბობელს მიუახლოვდა და იქვე ჩამოჯდა. საუბრით დამძიმებული კარგახანს თვალებს ვერ უსწორებდა მის მოპირდაპირედ მჯდარ მამაკაცს, რომელსაც მხოლოდ ცოტა ხნის წინღა მოეშორებინა მხრებიდან ფერადი პლედი. მუდამ ქალურად მომხიბვლელ დათუნას ისე არასდროს უხდებოდა სახეზე წვერი, როგორც იმ მომენტში, ოლიკოს ხედვით. შავებში გამოწყობილი, როგორც ჩანდა, მანამდეც საკმაოდ დიდ ხანს ატარებდა ამავე ფერის მოუვლელ წვერს. მოკლედ შეჭრილ თმებში აშკარად შესამჩნევი იყო სითეთრე საფეთქლებთან. სწორედ იმ მდუმარებისას ოლიკომ დათუნას გარეგნული ცვლილებების მიზეზის დადგენაზე ბევრი იფიქრა, თუმცა ცუდის მეტი არაფერი მოსვლია გონებაში. ცოტა ხნის წინ გამართული საუბრიდან გამომდინარე, მისთვის შეუძლებელი იყო ხმის ამოღება, ამიტომ ისევ თავის თავთან უწევდა სავარაუდო ვარიანტების განხილვა. - დალევ რამეს? - სამზარეულოსკენ მიმავალი დათუნა მოულოდნელად შემოტრიალდა მისკენ. - წყალს, - ისე წამოიძახა, თითქოს იმ დროის განმავლობაში სულ წყურვილზე ფიქრობდა. თავის მხრივ უფრო მეტად დასუსტებული და წელში მოხრილი მამაკაცი ,ტელევიზორის ყურების ნაცვლად, მომხდარის კარგად გააზრებასა და მოვლენების სამომავლო განვითარებაზე ფიქრობდა. ოლიკოს აშკარად ეტყობოდა სახეზე, რომ მისი რადიკალური ცვლილება შეემჩნია და ფიქრობდა კიდეც, როგორ გაებედა მეტად დაძაბულს ხმის ამოღება. სამზარეულოდან გამოსულმა წყლის ჭიქა მიაწოდა და წინანდელთან შედარებით ახლოს ჩამოუჯდა. მისმა ქმედებამ უფრო ააღელვა ოლიკო, თუმცა გოგონას არაფერი შეუმჩნევია. - რატის არაფერი სჭირს, - საუბრის დაწყება ისევ თავის თავზე აიღო დათუნამ. - ვატომ მომატყუა? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ოლიკოს. - ასე გამოდის, - ამოიოხრა მამაკაცმა და მიწოდებული ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო. - ჩემი მოტყუება რატომ გადაწყვიტა? - უფრო მეტად გაბედულად ლაპარაკობდა გოგონა. - მისი გეგმის მიხედვით დახმარება გვჭირდება, - ძმაკაცის ხსენებისას მობეზრებით საუბრობდა დათუნა, - მაგრამ დაწრმუნებული ვარ, მისი გეგმა გამოუსადეგარია... - რამე მნიშვნელოვანი მოხდა? - მოკუნტულ მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. - მნიშვნელოვანი არაფერი, - ფეხზე წამოდგა წელში გასაშლელად მამაკაცი, - ყოველ შემთხვევაში, შენ ამ საქმეს არავინ გაგაკარებს. - გაუგებრად საუბრობ... - ამოიოხრა ოლიკომ და სუსტად გაიღიმა. - უბრალოდ არ მინდა ჩვენი ცხოვრების წესი თავზე მოგახვიო, - ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს. ამის მერე იყო მორიგი მდუმარების პერიოდი, როდესაც ოთახში მხოლოდ აღელვებული ჟურნალისტის ხმა ისმოდა ერთ-ერთი ცნობილი გადაცემიდან. ჩაფიქრებული ახალგაზრდები ჯერ ძაღლის ყეფამ, შემდეგ კი კარების წვალებით გაღების ხმამ გამოაფხიზლა. ოლიკო ხმაურზე შეკრთა, თუმცა დათუნას ღელვა არ შესტყობია, ის აშკარად ელოდა ვიღაცას. * * * ძვირადღირებული, თუმცა საკმაოდ დაზიანებული მანქანა ეზოსთან გაჩერდა. იქიდან გადმოსული მამაკაცი შავებში იყო გამოწყობილი და ოდნავ წელში მოხრილი უაზრო გამომეტყველებით მოიკვლევდა გზას ეზოდან სახლისკენ. პარალელურად სიგარეტს ეწეოდა და სწორედ ამიტომ ნაბიჯი შეანელა. მისი დანახვით გაცოფებული ძაღლი ჯაჭვის გაწყვეტას ლამობდა, თუმცა როგორც კი მამაკაცი სინათლეზე გამოვიდა, ნაცნობის დანახვაზე ყეფა წკმუტუნში, წკმუტუნი კი ქშენაში გადაეზარდა. მისი ქმედებით გაღიმებულმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ყუთში ჩააგდო და შესასვლელი კარები წვალებით შეაღო. შიგნით შესულმა ქურთუკი იქვე ჩამოკიდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სწორედ იმ დროს მოუნდა შეტყობინებების შემოწმება. - დათო, სახლში ხარ? - ტელეფონში თავჩარგულმა გასძახა ძმაკაცს, რომელიც მის მოპირდაპირედ მდგარ მაგიდას ეყრდნობოდა. დათუნას პასუხი არ გაუცია, თუმცა რატიმ თავადაც შეამჩნია ჯერ ძმაკაცი და მერე მის გვერდით მჯდარი გოგონა. მის ხმაზე შემკრთალი ოლიკო ფეხზე წამოდგა და თან შემოსასვლელისკენ მიტრიალდა. მამაკაცს მუდამ მოწესრიგებული თმები, ახლა საკმაოდ აჩეჩილი და უფორმო ჰქონდა. მუდამ გაპარსულ სახეზე უხეში და მოუვლელი წვერი ამოსვლოდა. - ამას აქ რა უნდა? - დათუნას გადახედა თვალებგაფართოებულმა რატიმ. - ვატომ იყოჩაღა, - მობეზრებით გადაატრიალა თვალები მამაკაცმა. რატიმ ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო, დათუნას ოთახის დატოვება სთხოვა და კვლავ ფეხზე მდგარ გოგონას წინ ჩამოუჯდა. მხოლოდ მაშინღა გაიაზრა თავისი მდგომარეობა ოლიკომ და თავადაც დივანზე დაჯდა. - რატომ ჩამოხვედი? - ყოველგვარი მოკითხვის გარეშე კითხვა შეაგება მისი სიახლოვით აღელვებულ გოგონას. - ვატომ მთხოვა, - პასუხი ისე გასცა, თითქოს მთელი ის პერიოდი მისი გამზადებისთვის დაეთმო. - მაინც რა გთხოვა ვატომ? - ფეხი ფეხზე გადაიდო რატიმ. - აქ ჩამოსვლა, - ზედმეტ აღიარებებს ერიდებოდა გოგონა. - რის სანაცვლოდ? - სახეზე აშკარად პასუხით უკმაყოფილება დაეტყო რატის, - ასე გითხრა ჩამოდიო და შენც ჩამოხვედი? - მითხრა, რომ დაჭრილი იყავი და მთელს სამეგობროს ცუდად ჰქონდა საქმე, - ამოიოხრა ოლიკომ. - და მერე შენც ჩვენს გადასარჩენად ჩამოხვედი? - ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს, მარტივი მისახვედრი იყო, რომ რატი ძლივს იკავებდა ღრიალისგან თავს. - რა თქმა უნდა, არა, - შეტევაზე გადავიდა ოლიკო, - უბრალოდ მეგობრების მოსანახულებლად ჩამოვედი, ხომ შეიძლებოდა დამეგვიანა? - უკვე დააგვიანე, - ძლივს გასაგონად თქვა და ფეხზე წამოდგა. - რა თქვი? - ინსტიქტურად თავადაც ფეხზე წამოდგა ოლიკო. - უკვე დააგვიანე-მეთქი, - წეღანდელი ჩურჩული ღრიალში გადაეზარდა მამაკაცს. - რას გულისხმობ? - მისი ღრიალით შეშინებულმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი. - ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყავი შენი მეგობრებით, ყველაფერს გაიგებდი, - სიგარეტს გაუკიდა არანაკლებ აღელვებულმა რატიმ, - თუმცა ფაქტია, საქართველოში წახვედი და ის სამეგობრო, რომლის სანახავადაც ახლა წამოსულხარ, ფეხებზე დაი*იდე... - საქართველოში დაბრუნებას თავისი მიზეზები ჰქონდა, თუმცა ამის შენთან აღიარებას არ ვაპირებ, - მოიღუშა ოლიკო, - შეგიძლია ადამიანურად მითხრა, რა მოხდა თქვენს თავს? - შენი აზრით? - ამოიოხრა მამაკაცმა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. - კარგი რომ არაფერი მოხდებოდა, ჩემითაც მშვენივრად ვიცი, - თითქოს ნებართვა მისცესო, ოლიკოც დივანზე ჩამოჯდა. - დათოს ვერაფერი შეამჩნიე? - თავისი კითხვებით ამბის მოყოლის შეფერხებას ცდილობდა რატი. - ნაადრევად დაბერდა, გაჭაღარავდა, წელში მოხრილია და ჩემთან საუბარს თავს არიდებს, ამას გულისხმობ? - თავისთვის ჩვეულად ალაპარაკდა ოლიკო. - ერთი წლის წინ ვიღაც კაცი გადაგვეკიდა, კარგი საქმე მაქვს თქვენთვისო, - ოხვრით დაიწყო მოყოლა რატიმ, - მე ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი, სამაგიეროდ, დათო, ალეკო და ვატო მოხიბლულები იყვნენ მაგისი შემოთავაზებით. იმ საქმით მილიონების შოვნა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან სარისკო იყო, ამიტომ მე უარი ვთქვი, მათ კი... ფულის ხელში ჩასაგდებლად ყველაფერი გააკეთეს და თან ის კაცი, ვინც ყველაფერი დაგეგმა გააცურეს და ფული არ მისცეს... რატი დროებით შეჩერდა, სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა და მისაღებში დაბრუნებულმა მორიგ სიგარეტს გაუკიდა. - მერე ის ნაბი*ვარი ვიკას გადაეკიდა, როგორც უცხო თაყვანისმცემელი, - ხელების ქნევით უხსნიდა ოლიკოს მომხდარ ამბავს, - ვიკას დათოსთვის არაფერი უთქვას, რადგან იცოდა ეს საქმე კარგად არ დასრულდებოდა... იმან კი ამით ისარგებლა და... ცოტახანს ემოციების შესაკავებლად გაჩუმდა რატი. მის მსგავსად ოლიკოც უხმოდ იჯდა. ხვდებოდა მამაკაცი საუბრის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა ეს ძალიან უჭირდა. - დღეს დავითი თითქმის ერთი წლის შემდეგ ისევ მგლოვიარეა, - ძლივს დაასრულა მოყოლა რატიმ. - ვიკა? - აკანკალებული ხმით ამოხდა ოლიკოს. - არა მარტო ვიკა... - ცისფერი თვალები მოწოლილი ცრემლებისგან აუბრჭყვიალდა მამაკაცს. მორიგი კითხვის დასმის ნაცვლად ოლიკო ატირდა. ტიროდა თავისთვის მოკუნტული, სახეზე აფარებული ხელებით. მის წინ მჯდარი მამაკაციც ძლივს იკავებდა ცრემლებს, თუმცა ტირილი და ემოციებისგან დაცლა მისი პიროვნებისთვის შეუფერებელი რამ გახდათ. სწორედ ტირილისგან ჰქონდა ჩასიებული თვალები ოლიკოს, როდესაც საძინებლიდან დათუნა გამოვიდა. მის დანახვაზე გოგონა უფრო მეტად აღელდა და კვლავ ცრემლებით დაუსველდა ძლივს შემშრალებული ღაწვები. - რა სჭირს? - რატის ოლიკოზე ანიშნა დათუნამ. - ისეთი არაფერი, დამშვიდდება, - თქვა რატიმ, გოგონა ფეხზე წამოაყენა და ერთ-ერთი საძინებლისკენ წაიყვანა. - აჯობებს მოისვენო, - საწოლზე ჩამოსვა და დროებით თავადაც გვერდით მიუჯდა, - დათოს არ სიამოვნებს მის ტრაგედიაზე საუბარი და, მითუმეტეს, ტირილი, ამიტომ ნუ ეტყვი, რომ ყველაფერი იცი... ის ამას თავისითაც ხვდება. - ეკატერინე მაინც როგორ გაიმეტეს? - დასამშვიდებლად ღრმად დაიწყო სუნთქვა ოლიკომ. - ფულის სიყვარულით კიდევ ბევრი გაუმეტებიათ, - ამოიოხრა რატიმ და საწოლზე გადაწვა. - ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ, - თვალების წმენდას შეუდგა ოლიკო. - გშია? - უადგილოდ იკითხა რატიმ. - არა, - მის კითხვაზე ისევე უადგილოდ გაეღიმა ოლიკოს. - მაშინ გავალ, დაისვენე! - თქვა რატიმ და ფეხზე წამოდგა. - გავიგე, - თქვა და სახე ხელებით დაისრისა. - დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებთ, - კარები გამოაღო მამაკაცმა, - ვატოც მოეთრევა და იმედია წესივრად ამიხსნის, აქ რატომ ჩამოგიყვანა... დახურული კარის მიღმა კიდევ კარგახანს ისმოდა ტელევიზორის ხმა, თუმცა ოლიკოს ძილისთვის ამას არ შეუშლია ხელი. მგზავრობითა და ემოციებით გადაღლილს რატის გასვლიდან რამდენიმე წუთშივე ჩაეძინა. * * * სხვებისაგან განსხვავებით, მესამე სტუმარი სახლში დილაადრიან გამოჩნდა. სახლში შესვლამდე თავის ძაღლს მოეფერა და საჭმელი დაუდგა. მხოლოდ ამის შემდეგ შეაღო მთავარი კარები და ყურადღების მისაქცევად მთელი ძალით მიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ მისაღებ ოთახში მამაკაცები ისხდნენ და მისი მოსვლის შესახებაც ძაღლის წკმუტუნითვე გაიგეს, მის შესახვედრად არავინ გამოსულა. - სახლში ხართ? - იკითხა ისე, თითქოს არავინ შეუმჩნევია. მამაკაცები ისევ უხმოდ ისხდნენ. რატის სახეზე ეტყობოდა, რომ ხმის ამოღებასა და ვატოს გასალანძღი სიტყვების წარმოთქმისგან თავს ძლივს იკავებდა. - მოხდა რამე? - გაისმა მამაკაცის მორიგი კითხვა ოთახში. - რა უნდა მომხდარიყო? - მხრები აიჩეჩა დათუნამ და მოჩვენებითი გაკვირვებით გადახედა რატის, რომელიც კვლავ მოუსვენრად აკაკუნებდა თითებს მინის მაგიდაზე. - უბრალოდ ვიკითხე, - თქვა ვატომ, მამაკაცების მოპირდაპირედ, ბუხართან ახლოს დივანზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე უდარდელად გადაიდო. - მოაგვარე საქმეები? - ყოველგვარი ინტერესის გარეშე ჰკითხა დათუნამ. - ჰო, ყველაფერი რიგზეა, - უპასუხა ვატომ და სიგარეტის კოლოფში აღმოჩენილ ერთადერთ ღერს გაუკიდა. - ამდენი ხანი სად იყავი? - ხმა ამოიოღო რატიმ. - თბილისში, სად უნდა ვყოფილიყავი? - ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია მოპასუხემ. მისთვის მოულოდნელად რატის ოთახის მხრიდან კარის გაღების ხმა გაისმა. გაკვირვებულმა თავი მიატრიალა და ოლიკოს დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა. - რა გჭირს ვატო? არ გაგიხარდა ოლიკოს დანახვა? - მის მსგავსად ფეხზე წამოდგა რატი და გვერდით ჩამოუდგა. მამაკაცი ცოტახანს უხმოდ იდგა, მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა. - ოლიკო, აქ წამოსვლამდე აჯობებდა პასუხი ჩემთვის შეგეტყობინებინა, - ამოიოხრა ვატომ და სახე ხელებით დაისრისა. გოგონა თავიდან უხმოდ იდგა კარებთან, მერე კი ბუხართან ახლოს მდგარ სავარძელში მოკალათდა. სახის გამომეტყველების მიუხედავად, მამაკაცების საუბარს სიტყვის გამოტოვების გარეშე უსმენდა. - აჯობებს შენით აგვიხსნა რატომ დაუკავშირდი ოლიკოს და რატომ ჩამოიყვანე აქ, სანამ ჩვენი ძალებით აგალაპარაკებთ, - შეუბღვირა დათუნამ. - მაგ კითხვაზე პასუხი თქვენც მშვენივრად იცით, - მიუგო ვატომ. - მართლა? - ცივად ჩაიცინა რატიმ, - გისმენთ! მამაკაცმა ჯერ მეგობრებს მოავლო თვალი, შემდეგ კი ოლიკოსაც გადახედა. გოგონა მოუთმენლად ელოდა მის პასუხს, ამიტომ ვატომაც აღარ დააყოვნა. - ჩემი გეგმის შესასრულებლად ერთგული და ნაცნობი ქალია საჭირო, ამიტომ ოლიკოსთან მივედი და აქ წამოსვლა ვთხოვე, - ყრუდ ჩაილაპარაკა ვატომ და მზერა რატის გაუსწორა. - საიდან მოიტანე, რომ შენი გეგმის შესრულებას ვინმე აპირებს? - ახლა უკმაყოფილოდ შეუღრინა რატიმ. - სხვა გზა არ გვაქვს, ბიჭებო, - აღმოხდა ვატოს, - არაფერს მოვიმოქმედებდი, რომ არა... თქვენც იცით რის გამო ვერ დაველოდები, როდის ჩაძაღლდება ნაბი*ვარი იგორი თავისით. ის კაცი სიკვდილს იმსახურებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. - ხომ იცი, რომ ეს საქმე სახიფათოა, რატომ გინდა შენს ნაცვლად სხვამ იმოქმედოს და სწორედ ის სხვა დაზარალდეს? - უხეშად წამოიყვირა დათუნამ. - ჩემი გეგმით მოქმედება ოლიკოს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, - მოკლედ მოჭრა ვატომ და თვალები დახარა. აქამდე ფეხზე მდგარი რატი მძიმედ წამოჯდა დივანზე და ოლიკოს შეხედა. მათი საუბრით აღელვებული გოგონა ვატოს უყურებდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თავგამოდებით ცდილობდა თავის დაცვას. - ეს საკითხი ოლიკოს გადასაწყვეტია, მინდა საქმის ვითარება თავად ავუხსნა, - ყოყმანით წამოიწყო ისევ ვატომ. - მგონი შენ ვერ გაიგე, რომ ოლიკო ჩვენს საქმეში არ ჩაერთვება, - კატეგორიული ტონით განაცხადა დათუნამ. ვატოს ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ ოლიკოს გახედა მეტყველი თვალებით. გოგონა ადგილზე შეირხა, ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, მას ძალიან აინტერესებდა საქმის ვითარება და ვატოს გეგმა, რომელსაც ასე ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ მამაკაცები. ოთახში ჩამოწოლილმა მდუმარება, რომელსაც მხოლოდ საათის ხმა არღვევდა, ათიოდე წუთს გასტანა. ოლიკო და ვატო მოუთმენლად ელოდნენ მამაკაცების გადაწყვეტილებას, რომელთა სახეებზეც გამომეტყველების ცვლილების დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რატი გაქვავებული მზერით დასცქეროდა იატაკს, მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა სიჩუმე. ბოლოს ფანჯარასთან მდგარი დათუნა მათკენ მოტრიალდა და ოლიკოს ამღვრეული თვალებით შეხედა. - აქედან ხვალვე უნდა წახვიდე, ჩვენს სიახლოვეს შენი ყოფნა სახიფათოა, - მიუგო კვლავ კატეგოტიული ტონით. - დათუნა, მგონი აჯობებს თქვენთან დავრჩე და ვცადო დახმარება, - უსუსურად შეეწინააღმდეგა ოლიკო. - აჯობებს წახვიდე, - ჩაილაპარაკა დაღვრემილმა და საბოლოოდ დანებებულმა ვატომ. - აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ტყუილად არ ჩამოვსულვარ, - ფეხზე წამოდგა გოგონა და წელში გაიმართა. მისი ქმედებით გაბრაზებულმა რატიმ ოლიკოს მაჯაზე ხელი დაავლო და სუსტი აღნაგობის გოგონა საკმაოდ მარტივად შეათრია საძინებელ ოთახში. მისი განრისხებული თვალები კარგს არაფერს მოასწავლებდა. - შენ სრულ ჭკუაზე ხარ, გოგო? - ძლივს შეიკავა ღრიალისაგან თავი მან. ოლიკო მოთმინებით ელოდა მისი საუბრის დასრულებას. - ხვდები მაინც სად აპირებ თავის გაყოფას? თუ სიცოცხლე ჯერ არ მოგბეზრებია ხმა ჩაიკმინდე და დაგვემორჩილე! - მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ შეუშვა ხელი და ოთახიდან გასვლა დააპირა. - ვერც ხმის ამოღებას დამიშლით და ვერც მაიძულებთ, თქვენ დაგემორჩილოთ, - მეტი დამაჯერებლობისთვის წელში უფრო მეტად გაიმართა ოლიკო. - თუ გგონია, რომ შენი სიტყვები ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდები, - ირონიული ღიმილით გადახედა და კარების სახელურს ხელი დაავლო. თავის მხრივ, კარების გაღებას დათუნაც აპირებდა, ამიტომ მამაკაცები ერთმანეთს დაეჯახნენ. - რა მოხდა? - იკითხა რატიმ. - ალეკო მძიმედაა დაჭრილი და აქ მოჰყავთ, - უყოყმანოდ უპასუხა დათუნამ. მის მოტანილ ინფორმაციაზე ოლიკოს გამარჯვების აღსანიშნავად უადგილოდ ჩაეღიმა, რატიმ კი ოთახი უსიტყვოდ დატოვა. * * * ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოლიკო გულმოდგინედ ზრუნავდა დაჭრილ ალეკოზე, რომლის გადარჩენის იმედიც ცაში ოდნავ მოციმციმე ვარსკვლავივით ბჟუტავდა. მამაკაცები ოლიკოსა და დაჭრილ მეგობარს მარტო არ ტოვებდნენ, ამიტომ მათ საქმიანობაში სიახლე საერთოდაც არ იყო. თავისი სიტყვის ვერ შესრულების გამო რატი მუდამ მოღუშული დადიოდა, თითქოს მართლა სამარცხვინოდ დამარცხდა გოგონას წინაშე, რომელსაც სახლში გაგზავნას უპირებდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ალეკოს მდგომარეობა, რომლის გაუარესებასაც ყოველ წუთას მოელოდნენ. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო გეგმის სწრაფად შემუშავება და უფრო სწრაფად განხორციალება. ბოღმისგან შეწუხებული მამაკაცები ვეღარ იკავებდნენ თავს შურისძიებისგან, რომელსაც უმეტეს შემთხვევებში კარგი შედეგები არ მოაქვს. - ვატოს გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, სხვა გზა პრაქტიკულად აღარ გვაქვს, - უთხრა დათუნამ რატის, რომელიც აივანზე იჯდა სიგარეტის მოსაწევად. - გამორიცხულია, სხვის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ, - მეგობრის რჩევაზე მოიღუშა რატი. - მის სიცოცხლეს დიდი ხანია საფრთხეში ვაგდებთ, რადგან ჩვენთან ერთად არის, - ამოიოხრა დათუნამ და თავადაც სიგარეტს გაუკიდა. - ის არ არის ვალდებული დაგვეხმაროს, - მშვიდად შეუტია რატიმ, - თუ დაუკვირდები, საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენთვის. - ვიცი და ვაფასებ მის დახმარებას, თუმცა ახლა თუ ჩვენ არ გადავდგამთ მორიგ ნაბიჯს, იგორი დაგვასწრებს, - გვერდით ჩამოუჯდა დათუნა რატის. - ვერ გავრისკავთ, - თავის პოზიციაზე რჩებოდა რატი. - ამიტომ საჭიროა ჩვენი დროით ვისარგებლოთ და ყველაფერი კარგად მოვამზადოთ, - მხარზე ხელი დაჰკრა და ფეხზე წამოდგა. - ოლიკოს თუ რამე დაემართება საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, - სადღაც შორს იყურებოდა მამაკაცი. - მერწმუნე, ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და სწორედ მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდები, - კარებთან შეჩერდა დათუნა. - მერე ღირს გარისკვად? - ამოიოხრა რატიმ. - რა თქმა უნდა, - უყოყმანოდ უპასუხა დათუნამ. - მე სხვანაირად ვფიქრობ, - სახე ხელებში ჩარგო მამაკაცმა და კვლავ ამოიოხრა. - რატი, მისმინე, - სახლში შესვლის ნაცვლად, მეგობარს გვერდით მიუჯდა დათუნა, - იმ ნაბი*ვარმა ცოლ-შვილი მომიკლა, მაგრამ ეს არ ეყო და კვლავ აგრძელებს ჩვენს განადგურებას, როდემდე უნდა მოვუთმინოთ? ალეკოსაც რომ რამე დაემართოს, მერე რა უნდა გავაკეთოთ? გადავსახლდეთ ამ ქვეყნიდან? - მესმის და ყველაფერს ვიაზრებ, მაგრამ ოლიკოს ჩართვა ამ საქმეში მაინც არ მინდა, - უთხრა დათუნას და ცალი ხელი მოუვლელ წვერზე ჩამოისვა. - არ გეწინააღმდეგები, ვიცი რა რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, - თვალები აუწყლიანდა დათუნას, თუმცა სახე მალევე გაატრიალა რატისგან საპირისპირო მხარეს. - დათო, არ გინდა რა, - უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე რატის. - შენ არ გესმის, რა საშიშროების მოტანა შეუძლია იგორს, - შედარებით მშვიდად უთხრა დათუნამ, თუმცა მისი თვალები კვლავ ცრემლებით იყო სავსე. - მერე ოლიკო მასთან რას გახდება? - ჰკითხა მან. - მასთან მოქმედებისას ჩვენ შეზღუდულები ვიქნებით, სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი შუამავალი, ვინც მის მოხიბვლასა და ნდობის მოპოვებას შეძლებს, - თვალებში შეხედა დათუნამ რატის. რატის ხმა აღარ ამოუღია, ჩუმად იჯდა და სახის გამომეტყველებით დათუნას ანიშნებდა, რომ საუბრის ბოლომდე მოსმენა და კარგად გააზრება სჭირდებოდა. - არ ვიცი თვალები სად გაქვს, მაგრამ ოლიკო ძალიან მომხიბვლელია და თან ყველაზე სანდო, - ღიმილით შეახსენა გოგონა დათუნამ. მეგობრის სიტყვებზე აქამდე მოღუშულ მამაკაცს სუსტი ღიმილი გაეპარა, რის შემჩნევაც დათუნამ მაშინვე მოახერხა. - ვატოს გეგმა ბოლომდე გამართული არ არის, თუმცა დალაგება და ჩვენთვის ხელსაყრელად გადაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, - დაასრულა საუბარი და კმაყოფილი მზერით გადახედა რატის. მამაკაცი კვლავ შორს იყურებოდა, თითქოს ჰორიზონტის ყურება ყველაფრის გადაწყვეტაში დაეხმარებოდა. მდუმარებით მოწყენილი დათუნა სახლში შევიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მეგობარი თავის მხარეზე გადაიყვანა, ამიტომ პირდაპირ ოლიკოს საძინებლის კარები შეაღო. - თანახმაა, - ახარა ოლიკოს და ფანჯარას მიუახლოვდა. - ძალიან კარგი, მეც მზად ვარ, - საჭირო ნივთებით სავსე ზურგჩანთა შეკრა და წელში გაიმართა. - ვატო მოვა და ყველაფერს ერთად განვიხილავთ, მანამდე შენი აქედან წასვლა არ გამოვა, - ჩაილაპარაკა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. - ვიცი, წესივრად ვერც გავერკვიე, რა უნდა გავაკეთო, - სუსტად ჩაეღიმა გოგონას. - მთავარია შენი როლი კარგად მოირგო, თორემ ის კაცი ვერაფერს დაგიშავებს, - დაძაბულობის მოსახსნელად დათუნასაც გაეღიმა. - ფიზიკურად ძლიერია? - ჰკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. - შეიძლება მასეც ითქვას, თუმცა არამგონია თავისი ძალების გამოყენება შეეძლოს, - განაგრძო დათუნამ, - მუდამ თავის მონებზეა დამოკიდებული... - იმედი მაქვს, ჩემი ვინაობა არ ეცოდინება, - დაბლიდან ახედა მამაკაცს. - არ იცის, ამაში დარწმუნებული ვარ, - უყოყმანოდ უპასუხა დათუნამ და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა. ოთახიდან გასვლის წინ მამაკაცი კარებთან გაჩერდა და კვლავ თავის ადგილზე მჯდარ ოლიკოს გახედა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. - ოლიკო, არ ვიცი როგორი გზით დაგითანხმა ვატომ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ საქმეში არ უნდა ჩაერთო, - ყოყმანით გამოხედა მას. - დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - გამზადებული და დათუნას ნათქვამისთვის შეუსაბამო პასუხი ამოხდა ოლიკოს. - ოლიკო, სახიფათოა, - ამოიოხრა დათუნამ და კარებს ზურგით მიეყუდა, - შენი დაჟინებული თხოვნის გამო შევუთანხმდი რატის, თორემ ჩემი სიცოცხლე ნაკლებად მაინტერესებს, მაინც აზრი აღარ აქვს... - ვიცი, დათუნა, - სუსტად გაეღიმა ოლიკოს, - ასე აჯობებს, ვიკას და ეკატერინეს მკვლელი სიცოცხლეს არ იმსახურებს! გარდაცვლილი ცოლ-შვილის ხსენებისას დათუნა უმალვე მოიღუშა. - არ მინდა ჩემი გასაკეთებელი საქმე შენი სიცოცხლის ხარჯზე მოვიგვარო, - ძლივს უთხრა აკანკალებული ხმით, რომლის დამორჩილებაც დიდი ძალისხმევის შემდეგ შეძლო. - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, - კვლავ სუსტი ღიმილით დაამშვიდა მეგობარი ოლიკომ. - დრო კიდევ არის, კარგად დაფიქრდი! - დაუბარა და ოთახი დატოვა. ოლიკომ მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად თავი მაღლა ასწია და ჭაღს დაუწყო ყურება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული თავგადასავლებით გამოცდილი ბევრი რამის მნახველი იყო, ახლა მაინც ძალიან ეშინოდა უხალოეს მომავალში მოსალოდნელი საფრთხისა. თუმცა თითქოს ამ საქციელით თავს იმართლებდა იმ ხალხის წინაშე, ვისთვისაც არაფერი დაუშავებია. * * * საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანთან შეაჩერა. გაჩერებიდან რამდენიმე წუთი მაკიაჟის შესწორებას დაუთმო, მერე კი მანქანიდან გადმოვიდა და გარემოს შემოწმებასთან ერთად, მანქანის მსგავსად ძვირადღირებული კაბის სწორება დაიწყო. მისი გაშლილი ქერა თმები ქარში მიმართულების გარეშე მოძრაობდნენ, თუმცა ეს სულაც არ აკარგვინებდა მიმზიდველ იერს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით გამოწვეული ხმა ქუჩაში არსებულ ხმაურს მთლიანად ფარავდა. მოცემული ეპიზოდის შენელებული კადრით გადაღება ნებისმიერ პოპულარულ ფილმს დაამშვენებდა, თუმცა გოგონამ სწრაფადვე დაფარა მანძილი მანქანიდან კარებამდე. შიგნით შესულს შავი ქურთუკი ჩამოართვეს და მისთვის დაჯავშნილ მაგიდასთან მიიყვანეს. მისმა ისსფერმა, ტანზე მომდგარმა კაბამ შესვლისთანავე მიიქცია რესტორნის სტუმრების ყურადღება. საკმაოდ ჩაბნელებულ ოთახში შესული სუსტი აღნაგობის ფერია, როგორც რამდენიმე სტუმარმა შეარქვა, ყველაზე ბოლოს დაცვის წევრების გარემოცვაში მყოფმა იგორმა შეამჩნია. თავიდან ნაზად მოფარფატე სხეულისთვის შეხედვაც არ უნდოდა, თუმცა სწორედ მის მოპირდაპირედ ჩამომჯდარმა გოგონამ როგორც კი სახეზე ჩამოშლილი თმები შეისწორა, მაშინვე მიიპყო მისი ყურადღება. მასთან მოსაუბრე მამაკაცებმა გოგონას დანახვისთანავე ეშმაკურად დაიწყეს ტუჩების ლოკვა. იგორმა მამაკაცისთვის შეუფერებლად წვრილი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია. მომხიბვლელი ქალები სულაც არ აკლდნენ, უბრალოდ მასში სუსტი აღნაგობისა და ბავშვური გარეგნობის გოგონები ცხოველურ ჟინს უფრო მეტად აღვიძებდნენ. ოლიკომ მისკენ მომართული "საჭირო" დაჟინებული მზერა მალევე იგრძნო და სურათებით კარგად ნაცნობ იგორს თვალები გაუსწორა. ბუნებით ამპარტავან მამაკაცს სუსტად ჩაეღიმა. მისი სახის გამომეტყველების ყურებისას ოლიკოს გულის რევის შეგრძნება მოაწვა, თუმცა სახიდან ყალბი და, ამავდროულად, დამატყვევებელი ღიმილი არ მოუშორებია. ოლიკომ, ჩანაფიქრის თანახმად, ყავა და შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა. ამასობაში იგორის მითითებით მისი ერთ-ერთი დაცვის წევრი სადღაც გაქრა და, სავარაუდოდ, სწორედ მისი წყალობით იგორმა დარბაზში მარტო მჯდარ გოგონას წითელი ვარდების საკმაოდ დიდი თაიგული გადასცა. - დიდი იმედი მაქვს არავის ელოდებით, - თავაზიანად აკოცა ხელზე და გოგონას მოპირდაპირედ მდგარ სკამზე დაჯდომა გადაწყვიტა. - მართალი ხართ, არავის ველოდები, - ძლივს დაიმორჩილა აღელვებით აკანკალებული ხმა ოლიკომ და მამაკაცს რუსულად მიმართა. - თქვენი გაცნობა გადავწყვიტე, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებით, წინააღმდეგი ხომ არ ხართ? - მამაკაცმა ოლიკოსთვის გულისამრევად გაიღიმა, თავისი აზრით კი მსგავსი ღიმილის წყალობით მოიგო გოგონას გული. - მე იულია ვარ, პროფესიით ექიმი, თუმცა ამჟამად არ ვმუშაობ, - დარიგების თანახმად, უყოყმანოდ უპასუხა ოლიკომ. მამაკაცს კვლავ გულისამრევად ჩაეღიმა. სამომავლო განზრახვები აშკარად გამოიხატებოდა მისი სახის გამომეტყველებით. - იულია, ლამაზი სახელია, - ღიმილით საუბრობდა ის, - სასიამოვნოა შენი გაცნობა... თქვა და საკმაოდ შავი თმით დაფარული ხელები მაგიდაზე ააბაკუნა. - თქვენს სახელს არ გამიმხელთ? - საშინელი განწყობის მიუხედავად, ოლიკომ მიმზიდველად გადაიდო ფეხი ფეხზე და მკერდის ზომაზე ხაზის გასასმელად იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. - იგორი, იგორ ზახაროვი, - მიუგო მამაკაცმა, - შეიძლება გსმენია კიდეც ჩემი სახელი... - რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, თქვენს შესახებ არაფერი მსმენია, - მისი სახე ყალბმა ღიმილმა დაფარა, - რას საქმიანობთ იგორ? - ბიზნესმენი ვარ, - უყოყმანოდ უპასუხა მამაკაცმა. ოლიკოს კვლავ ჩაეღიმა, თავისთვის სიმწრით, იგორისთვის კი მომხიბვლელად. ამასობაში იგორს ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მოაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მამაკაცისთვის საუბრის შეწყვეტა აკრძალული ჰქონდათ. მისი გამოჩენისთანავე მოღუშული იგორი, ფეხზე წამოდგა, ოლიკოს ბოდიში მოუხადა და რესტორანი დატოვა. მისი წასვლიდან ათ წუთში ოლიკოც წამოდგა ფეხზე, ანგარიში გაასწორა და იქაურობას გაეცალა. ვატოს გეგმა ჯერ ისევ გასახორციელებელი რჩებოდა, რადგან ოლიკოს შეხვედრა მამაკაცთან მოულოდნელად ჩაიშალა. * * * ოლიკოს საკმაოდ მიმზიდველი ქერა კულულები სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი, მისმა შავმა კაბამ და მისი წყალობით გამოკვეთილმა სწორმა ფეხებმა წვეულებაზე შესვლისთანავე მიიქცია უმრავლესობის ყურადღება. მათ შორის მისი დანახვა იგორმაც მოახერხა, რომელსაც მოულოდნელობისგან თვალები სასაცილოდ გაფართოებოდა. ოლიკომ მაშინვე შეამჩნია საკმაოდ მაღალი, აღნაგობით სუსტი, თუმცა მაინც ღიპიანი მამაკაცი. შემჩნევის მიუხედავად, მისკენ არ წასულა, მხოლოდ სასმელების მაგიდასთან შეჩერდა და ძალდატანებით გაუღიმა. კვლავ გაკვირვებული მამაკაცი სწრაფად წამოვიდა მისკენ და წინ აესვეტა. - თქვენს აქ გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი, - გაუღიმა და მისი პიროვნებისთვის შეუფერებელი მოწიწებით ხელზე აკოცა. - წარმოიდგინეთ და მეც ძალიან გაკვირებული ვარ, - მიუგო ყალბი სიცილით ოლიკომ. - დიდი იმედი მაქვს სასმელზე დამეწვევით, - ბარმენისკენ შეტრიალდა და შეკვეთა მისცა. ბარმენმა იგორისთვის შეუმჩნევლად გოგონას შეხედა და თვალი მეგობრულად ჩაუკრა. მისი საქციელით დამშვიდებულმა ოლიკომ შვებით ამოისუნთქა. თითქოს ბარმენის ნაცვლად მისი რომელიმე ნაცნობი იდგა. საკმაოდ დიდხანს ისხდნენ ბართან და ვისკს სვამდნენ. ყოველ შემთხვევაში, იგორი ვისკით შეთვრა, ოლიკო კი ცივი ჩაით გაიჭყიპა. სიმთვრალით უფრო გათამამებული იგორი მთელი იმ დროის განმავლობაში შესაბამისს მომენტს ეძებდა გოგონასთან უფრო მეტად დაახლოებისათვის. - ძალიან ლამაზი ხარ, იულია, - სასმლისა და სიგარეტის სუნით აქოთებული მიუახლოვდა და ქერა კულულები ყურს უკან გადაუწია. ოლიკო უსიამოვნოდ შეიშმუშნა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც სიმწრით გაუღიმა მამაკაცს. სიმთვრალისგან დაბინდული თვალებით იგორს გოგონას უხასიათობა არ შეუმჩნევია. ის მხოლოდ მის მიმზიდველ ფეხებსა და მასზე უფრო მიმზიდველ სავსე მკერდს ხედავდა. - მინდა სახლში დაგპატიჟო, ჩვენი გაცნობა უფრო შინაურულად აღვნიშნოთ, - ეშმაკურად აუციმციმდა ნაცრისფერი თვალები. ოლიკო წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა მის შემხედვარეს გულის რევის შეგრძნება უფრო და უფრო ემატებოდა. წვეულების დატოვებისას მამაკაცმა წელზე ხელი შემოჰხვია და მანქანაში მოთავსებამდე აღარც შეუშვია. აქამდე უშიშრად წელში გამართულ ოლიკოს, მხოლოდ მაშინღა აუკანკალდა შიშისგან ხელები. დავალების მიუხედავად, ვეღარ ახერხებდა ყალბი ღიმილის სახეზე აკვრას, რადგან მისი გონება დავალებაზე უფრო შორს ქროდა. ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად მამაკაცი ახლოს მიუჯდა და მოკლე კაბის გამო მოშიშვლებულ ფეხებზე დაუწყო ფერება. ოლიკოს უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მამაკაცისგან თავის დაცვა ნამდვილად ძალიან გაუჭირდებოდა. - რატომ მორცხვობ? - ჰკითხა მამაკაცმა და ახლა წელზე დაუწყო ხელების უადგილოდ ცეცება. ოლიკო მაქსიმალურად აეკრო მანქანის კარებს. მისი სხეული გაღიზიანებისა და აღელვებისგან სულ მთლად დაჭიმული იყო. გონებადაბინდული იგორი ქმედებას ვეღარ აკონტროლებდა, ამიტომ ისიც მაქსიმალურად გადაიხარა გოგონასკენ და ყელში კოცნა დაუწყო. გულის რევის შეგრძნება უფრო მეტად აწუხებდა გოგონას. სუსტი აღნაგობისა და, შესაბამისად, მცირე ძალის გამო ოლიკოს ძალიან უჭირდა მამაკაცისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მანქანის მძღოლი ცვილის ფიგურასავით იჯდა. იგი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას თავის მთვრალ უფროსსა და მისგან შეწუხებულ გოგონას, რომელიც მთელი მგაზვრობის განმავლობაში მამაკაცისგან თავის დაღწევას ცდილობდა. საბოლოოდ ნერვებმოშლილმა მთელი ძალით ორივე ხელი ჰკრა და მისგან თავი გაითავისუფლა, თუმცა გოგონას ქმედებით უფრო გაგულისებულმა მამაკაცმა წონასწორობა გაჭირვებით შეინარჩუნა და კვლავ მისკენ გადაიხარა. ახლა უკვე აკივლებული გოგონა ხელებთან ერთად ფეხებსაც უკონტროლოდ იქნევდა. გაცხოველებული იგორი კოცნისა და ალერსის ნაცვლად გოგონას ტანსაცმელისგან გათავისუფლებასა და მის საბოლოო დამორჩილებას ლამობდა. მასზე მთელი ძალით დაწოლილმა მამაკაცმა ჯერ თმებში ჩაავლო ხელი, მერე კი კაბას ჩაეჭიდა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენდა, მის სმენას მაინც მისწვდა გოგონას შემზარავი კივილი, რომლითაც იგი შველას ითხოვდა. მამაკაცმა ზედმეტი აღელვებისგან აცრემლიანებული თვალები დახუჭა და საჭეს მთელი ძალით ჩაავლო ხელები. კაბისგან უკვე გათავისუფლებულ ოლიკოს იგორის თავიდან მოშორების აღარც ძალა გააჩნდა და აღარც შესაძლებლობა. როდესაც საბოლოოდ დაკარგა გადარჩენის იმედი, სწორედ მაშინ მანამდე გამხეცებული მამაკაცი ზედ დაეცა. მისი შუბლიდან მომავალი სისხლი სახეზე დაეწვეთა, რითაც არსებული საფრთხე კარგად გაიაზრა, იგორის უსულო სხეულს ხელი ჰკრა და დაიხარა. გამაყრუებლად ისმოდა ავტომატის კაკანი და საბურავების მოცურებით გამოწვეული წუილი. სკამებთან ჩამალულმა ოლიკომ ხელები ყურებზე აიფარა და ჩუმი ტირილი დაიწყო. სკამზე გადაყუდებული იგორი სისხლისგან იცლებოდა, მისი უსულო სხეული მორჩილად იღებდა მორიგ ტყვიებს. ტყვიების წვიმას ცხადია ვერც მანქანის მძღოლი გადაურჩა, ამიტომ მძღოლის გარეშე დარჩენილი მანქანა ჯერ გზიდან გადავიდა, მერე კი გზატკეცილთან ახლოს მდგარ ხეს შეასკდა. სულ მთლად ჩალეწილი საქარე მინის ნამსხვრევები მანქანაში მყოფ სხეულებს ერჭობოდა. სროლა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც თავდამსხმელებმა შენიშნეს, მანქანაში სიცოცხლის ნიშანწყალი აღარავის ეტყობოდა. ვატოს გეგმის შესასრულებლად მომზადებული მამაკაცები იგორის სახლის გვერდით მდგარ ე.წ. "ჟურნალისტების ფურგონში" ისხდნენ. ფოტოაპარატების ნაცვლად იარაღებით შეიარაღებულები მოუთმენლად ელოდნენ იგორის მანქანებს გამოჩენას, რათა ყველაფერი გეგმის თანახმად მომხდარიყო. დრო წარმოუდგენლად იწელებოდა, ილიკოს დავალების თანახმად არცერთი შეტყობინება არ გამოუგზავნია, რათა მამაკაცებს ზედმეტად არ ენერვიულათ და გეგმები არ შეეცვალათ. მათთვის მოულოდნელად იგორის სახლში მყოფი დაცვის წევრები ერთიანად დაირაზმნენ და ყველანი ერთად სადღაც წავიდნენ. გეგმის თანახმად მამაკაცები ადგილიდან არ უნდა დაძრულიყვნენ, თუმცა რამდენიმე სანდო პიროვნება დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ მანქანებს მაინც გააყოლეს. როგორი დამთხვევაც არ უნდა იყოს, მდუმარებით მოწყენილმა ვატომ ფურგონის პატარა ეკრანი, რომელიც ჟურნალისტებს ტელევიზორის როლს უსრულებდათ, ჩართო და რაიმე საინტერესოს ძებნა დაიწყო. ძებნისას მამაკაცებისთვის მოულოდნელად საინფორმაციო გადაცემის ეკრანზე იგორის ფოტო გამოჩნდა. მწვანე პიჯაკში გამოწყობილი ჟურნალისტი თავისთვის ჩვეული გამომეტყველებით მაყურებლის დასაინტერესებლად მეტად დრამატულად ლაპარაკობდა. - დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ცნობილი ბიზნესმენის, იგორ ზახაროვის სიკვდილის შესახებ, რომელიც რამდენიმე საათის წინ საკუთარ მანქანაში მჯდომი დაცვის წევრებთან ერთად ჩაცხრილეს. ჩვენთვის უცნობია მკვლელობის მიზეზი, გარდაცვლილთა რაოდენობა და დამნაშავეთა ვინაობა. მკვლელობის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების გამოჩენამდე იგორ ზახაროვის სამივე მანქანა აფეთქდა. საინტერესოა, რა გახდა მისი და მისი თანამშრომლების შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი საქმის გამომძიებელს ესაუბრა. - სამი მანქანის ჩაცხრილვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ მოგვაწოდეს. პიროვნება, რომელმაც პოლიციაში დარეკა დანაშაულის ადგილზე აფეთქებამდე გამოჩნდა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია ისეთი სამხილები, რომელთა საშუალებითაც საქმის გახსნის საშუალება მოგვეცემა, ამიტომ მეტი კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, - ჟურნალისტებისგან განსხვავებით დინჯად საუბრობდა საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამომძიებლად გაგვაცნეს. მოსმენილი ამბით გაოგნებული მამაკაცები თავის გასამაგრებლად ერთმანეთს ეყუდებოდნენ. ვატოს ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე სადღაც გაქრა, მამაკაცმა ფურგონის კარებს ჯერ მუშტი მიარტყა, მერე კი შუბლი მიადო. მისი ღაწვები უკითხავად დასველდა მდუღარე ცრემლებით. რატი ძირს დაეცა, მის დასამშვიდებლად დახრილი დათუნა კი კედელს მიეყუდა. სხვებისგან განსხვავებით, რატი არც ოხრავდა და არც ტიროდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მამაკაცი ყველაზე ძალიან განიცდიდა მოულოდნელი ამბით მიყენებულ ტკივილს. რამდენჯერმე სცადა კიდეც ხმის ამოღება და სხვების დამშვიდება, მაგრამ ბურტყუნის მეტი არაფერი გამოსვლია. პატარა ბავშვივით ატირებული დათუნა, როგორც მოგახსენეთ, რატის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა თავად ძლივს მოიყვანეს გონზე. საყვარელი ადამიანების დაკარგვით მიყენებულ ტკივილს კიდევ ერთი მიემატა, ამიტომ მამაკაცის მდგომარეობის აღწერა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათი დაუძინებელი მტერი სიცოცხლეს გამოასალმეს, თუმცა მსგავსი შურისძიება აღარაფერს ნიშნავდა. მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც რატი ვარაუდობდა, თუმცა იგორის მოკვლას მსგავს სიტუაციაში არავინ ელოდა. * * * სროლა მანქანის მიმართულებით დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ეს რამდენიმე წუთი ოლიკოსთვის საუკუნედ გაიწელა. მისი დაუცველი სხეული სულ მთლად სისხლით იყო დასვრილი. სროლის შეწყვეტიდან ცოტახნის შემდეგ გონზე მოვიდა, თავი წამოყო და ირგვლივ გარემოს შიშით მოავლო თვალი. მათი მანქანა ხეს შეჯახებოდა, მანქანის მძღოლი იგორის მსგავსად უამრავ ადგილში იყო დაჭრილი. მანქანის აბსოლიტურად ყველა მინა ტყვიებისგან იყო ჩამსხვრეული, რამდენიმე ნატეხი ოლიკოსაც მოხვდა, რის გამოც გოგონას შიშველი სხეული შემაწუხებლად ეწვოდა. გზატკეცილზე მხოლოდ ერთი მანქანა შეჩერებულიყო. მანქანიდან გადმოსული პიროვნება აშკარად ადგილზე ახალგამოჩენილი იყო. მისი დანახვით დაიმედებულმა ოლიკომ კაბის ნაგლეჯი წელსა და თეძოებზე შეძლებისდაგვარად შემოიხვია და ფეხსაცმელებისგან გათავისუფლებულმა რამდენიმე წამში გაირბინა მანძილი გზატკეცილამდე. გზისპირას საქარე მინის ნამსხვრევები ეყარა, ასფალტს კი სავარაუდოდ დაცვის წევრების სისხლის კვალი აჩნდა. იქვე გაჩერებული მანქანის მძღოლი მისი დანახვისთანავე შეკრთა და ტელეფონი მოიმარჯვა. მასზე რამდენიმე წლით უმცროსი გოგონა უკანსვლით მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც ოლიკომ მძღოლისგან აღებული იარაღი მოიმარჯვა და მას დაუმიზნა. - არაფერს გავნებ, უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება, - უთხრა კივილისაგან დაკარგული, თუმცა მაინც გასაგონი ხმით. - გთხოვთ, არ მესროლოთ, - ატირდა წითური, ჭორფლიანი და, ამავდროულად, დაბალი გოგონა. - არ გესვრი, უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება-მეთქი - გაუმეორა ოლიკომ და მისი მანქანისკენ წავიდა. ატირებულმა გოგონამ ადგილი საჭესთან დაიკავა და დავალების მისაღებად ოლიკოს გადახედა. - პოლიციაში დარეკე? - ჰკითხა მხოლოდ ადგილიდან დაძვრის შემდეგ. - ჰო, - უპასუხა კვლავ სლუკუნით გოგონამ. - ერთი ხელი ტანსაცმელი მჭირდება, გაქვს? - გადმოხედა ოხვრით. გოგონამ თავი დაუქნია და უკან სკამზე მიგდებულ ჩანთაზე ანიშნა. ოლიკო საკმაოდ მარტივად გადავიდა უკან და ჩაცმამდე სხეულის სისხლისგან გასუფთავება დაიწყო. ისევ შეშინებული გოგონა მალულად აპარებდა მისკენ თვალებს. - მკვლელი არ ვარ, - უთხრა ყოველი შემთხვევისთვის და დაძაბულობის მოსაშორებლად სანდომიანად გაუღიმა. გოგონა კვლავ წინანდებულად კანკალებდა. მის ქმედებაზე ოლიკომ ამოიოხრა და უკვე საკმაოდ პატარა ტანსაცმელში გამოწყობილი წინ გადაჯდა. - ნუ კანკალებ! იარაღი ცხოვრებაში მეორედ მეჭირა, სროლით არასდროს მისვრია და რომც ვისროლო ჩემი სამიზნე შენ არ იქნები! - უთხრა უკვე მოღუშულმა. - იქ რა მოხდა? - ჰკითხა უცხოობით შებოჭილმა გოგონამ. - კარგი არაფერი, - სახე დაემანჭა ოლიკოს. - ვინ ხარ? - ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადახედა ცნობისმოყვარე სახით გოგონამ. - შეგიძლია იულია დამიძახო, - ნაკლები საშიშროების მიუხედავად, ნამდვილი სახელი არ გაუმხელია ოლიკოს. - იულია, შუბლი კიდევ სისხლიანი გაქვს, - უთხრა აშკარად ბუნებით ლაპარაკის მოყვარულმა გოგონამ, რომელიც ნელ-ნელა ახერხებდა დამშვიდებასა და თანამგზავრთან საერთო ენის გამონახვას, - შეიძლება გზაში გაგვაჩერონ, ამიტომ აჯობებს მოიწმინდო... ოლიკომ უმალვე გაითვალისწინა მისი რჩევა და სარკისა და ჩანთაში აღმოჩენილი სველი ხელსახოცების საშუალებით სახე სისხლისგან გაისუფთავა. სახის გაწმენდის შემდეგ გაჭირვებით მოიძრო პარიკი, რომლის საშუალებითაც ცოტა ხნის წინ მომხიბვლელი ქერათმიანი ლამაზმანი გახლდათ. გოგონამ კიდევ გაფართოებული თვალებით გადმოხედა ოლიკოს, ამ უკანასკნელს კი მის რეაქციაზე სუსტად ჩაეღიმა. - წინ იყურე, მეორე ავარიას ვეღარ გავუძლებ, - უთხრა და მხოლოდ მაშინღა მიესვენა სკამზე, - სახელს გამიმხელ? - თამარი, - უპასუხა უყოყმანოდ გოგონამ. - სადაური ხარ? - შეძლებისდაგვარად შეიკავა გაკვირვება ოლიკომ. - მოსკოვში ვცხოვრობ, - უპასუხა გოგონამ, რომელსაც ოლიკოს რუსობაში ეჭვი არ ეპარებოდა. - ეროვნებას გეკითხები, - იგი მოუთმენლად ელოდა საჭირო პასუხს. - ეროვნებით ქართველი ვარ, ოღონდ დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ, - უთხრა და მზერა კვლავ გზაზე გადაიტანა. - გასაგებია, - მიუგო პასუხით კმაყოფილმა და ცოტა ხნის წინ წელში გამართული კვლავ უსულო სხეულივით მიესვენა სკამს. დანიშნულების ადგილს მალევე მიუახლოვდნენ. ოლიკო მანქანიდან გადავიდა და მისი თხოვნით უკანვე გადმოჰყვა თამარიც. - სად მივდივართ? - თავისებური შიშები დაეწყო გოგონას. - ნუ გეშინია! - უპასუხა ოლიკომ და შეშინებულ თამარს ხელი ჩაავლო. ტყის პირას ფეხით ათიოდე წუთი იარეს, გზატკეცილიდან ოდნავ მოშორებით. ტყიდან მდიდრული აგარაკები მოჩანდა, რომელთაგან პირველი აწ უკვე გარდაცვლილი იგორის მფლობელობაში შედიოდა. შეთანხმების თანახმად ყვითელი ფურგონი თავის ადგილას არ იდგა, ამიტომ ოლიკო პირდაპირ საკმაოდ მოზრდილი, გადაქცეული ხისკენ წავიდა, რომელთან ახლოსაც პატარა ნაკადული მიედინებოდა. ფოთლებში ჩამალული ზურგჩანთა, ფურგონისაგან განსხვავებით, თავის ადგილას დაუხვდა. მისი ქმედებით გაკვირვებული თამარი უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ საქმე გამოცდილ კრიმინალთან ჰქონდა, რომელმაც მგზავრობის დასაწყისში მწარედ მოატყუა. მისი სახის გამომეტყველების ცვლილებას ოლიკოც ამჩნევდა, თუმცა თავის მართლება და მისი დამშვიდება აღარ დაუწყია. მანქანასთან დაბრუნებას დიდი დრო არ დასჭირვებია. ოლიკომ უკვე მეორედ გამოიცვალა ტანსაცმელი, რომელიც ზურგჩანთაში წინასწარ გაემზადებინა. მეორე გამოცვლის შემდეგ ის უკვე ჩამოყალიბებულ მანდილოსანს ჰგავდა და არა თინეიჯერს, რომელსაც ვარდისფერი ტანისამოსი ხიბლავს. - ახლა სად უნდა წავიდეთ? - გადმოხედა გოგონამ. - ახლა აეროპორტში, - უთხრა და ჩანთიდან ამოღებული ფულის შეკვრა გაუწოდა, - ეს მიყენებული ზიანის საფასურია, დიდი იმედი მაქვს ჩემზე ცუდ წარმოდგენას სულ ცოტათი მაინც შეგიცვლის. - არ არის საჭირო, - უხერხულობისგან ლოყები აუხურდა. - საჭიროა! ჩათვალე, რომ მგზავრობის საფასურს გიხდი, - სანდომიანად გაუღიმა ოლიკომ და შეკვრა იქვე დადო. - ვინ ხარ? - ჰკითხა ცრემლისაგან აბრჭყვიალებული თვალებით. მის კითხვაზე ოლიკოს ოხვრა ამოხდა. - მგონი უკვე გითხარი, რომ მკვლელი არ ვარ, - მიუგო მობეზრებით. - მითხარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილს არ მეტყოდი... - მკვლელს ვგავარ? - დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში. გოგონამ ჯერ გზაზე გადაიტანა მზერა, მერე კი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - შენი მანქანა ჩაცხრილეს, იქიდან მხოლოდ სასწაულის შედეგად გადარჩენილი გადმოხვედი და იარაღით დამემუქრე, - აგრძელებდა თამარი, - ახლა სადღაც ტყეში მიმიყვანე, სადაც ფული გქონდა გადამალული, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? - მესმის შენი, უბრალოდ სიტყვაზე მენდე, - მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა. - რთულია, - ამოიოხრა გოგონამ. - როგორც ქართველი ქართველს, - საკმაოდ დიდ ხანს ფიქრობდა ნამდვილი ვინაობის გამხელაზე, თუმცა რატომღაც თამარი სანდო პიროვნებად მიაჩნდა და ამიტომ გადაწყვიტა მასთან გულახდილი ყოფილიყო. - ქართველი ხარ? - მანქანაში პირველად გაისმა ქართული სიტყვები. - შენ როგორ ფიქრობ? - ქართულადვე უპასუხა ოლიკომ. - იულია გქვია? - გოგონას პიროვნებაში კვლავ ცნობისმოყვარეობამ იჩინა თავი. - არა, - მიუგო ოლიკომ. - სახელს არ მეტყვი? - ჰკითხა თამარმა. - აუცილებელი არ არის, ჩემი სახელი იცოდე, - ცნობისთვის უთხრა და მომხდარის შედეგად ტირილით ჩასიებული თვალები, რომლებიც წარმოუდგენლად ეწვოდა, დახუჭა. ოლიკოს პასუხზე თამარი მოიღუშა, თუმცა აეროპორტში მისვლამდე ხმა აღარ ამოუღია. ოლიკოს მიმართ წყენის მიუხედავად, მანქანიდან მაინც გადავიდა და დამშვიდობების ნიშნად წინ ჩამოუდგა. - თამარ, კარგი გოგო ხარ, - კვლავ გულწრფელად გაუღიმა ოლიკომ, - მადლობელი ვარ შენი დახმარების გამო... - ჩემს ადგილას ყველა ამას გააკეთებდა, იარაღის ყველას ეშინია, - საზოგადოებაში გაგულისებულს ირონიულად ჩაეღიმა. - ნუ მიწყენ, სხვა გზა არ მქონდა, - მოიღუშა ოლიკო. - მესმის, - დასერიოზულდა თამარიც და წელში გაიმართა. - გთხოვ, ჩემთან შეხვედრის შესახებ ნურავის მოუყვები, ჩათვალე, რომ მეც იმ მანქანაში ჩამცხრილეს, - ხელი მხარზე დაადო და თვალებში ჩახედა. - დუმილის საფასური გადახდილი გაქვს, - შეძლებისდაგვარად გაუღიმა გოგონამ, რომელიც უფრო დაჭყანვას გავდა, ვიდრე გულწრფელ ღიმილს. - მინდა იცოდე, რომ მკვლელი არ ვარ, - თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ დაიწო საუბარი მან, - თუმცა ვაღიარებ, მსგავსი ადამიანების გარემოცვაში ვტრიალებდი... - მესმის, - კვლავ თავი დაუქნია თამარმა. - მოკლედ, თამარ, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, - გაუღიმა და ზურგჩანთა ცალ მხარზე აიკიდა. - არაფრის, - მის სახეს აშკარად ეტყობოდა დამშვიდება. ოლიკო შეტრიალდა და მხოლოდ შესასვლელთან მისულმა გამოხედა თამარს, რომელიც ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და აეროპორტის შენობისკენ მიმავალს უყურებდა. - ოლიკო, - გასძახა შორიდან. - რა თქვი? - მისი ხმის გასაგონად შენობას სირბილით მიუახლოვდა თამარი. - ოლიკო, - გაიმეორა მან. გაკვირვებული გოგონა მოთმინებით ელოდა მისი სიტყვების გაგრძელებას. - ოლიკო მქვია, - ტუჩების მოძრაობით ანიშნა და გაღიმებული შეტრიალდა კარებისკენ. მისი ქმედებით გაოგნებული თამარი კიდევ კარგახანს იდგა აეროპორტთან. ოლიკოს სახელის გამხელის წყალობით სახეზე მიყინულ ღიმილი წარმოუდგენლად ამშვენებდა მის ბავშვურ სახეს. თითქოს სწორედ ამ ქმედებით მოახერხა ოლიკომ მისი ნდობისა და მეგობრული განწყობის მოპოვება, თითქოს სწორედ ამ ქმედებით დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ თამარის აზრით, ის მკვლელი ნამდვილად არ იყო. * * * რატიმ, ვატომა და დათუნამ იმავე საღამოს შეიტყვეს მომხდარის შესახებ და დაღამებისთანავე პირადად მოინახულეს თავდასხმის ადგილი. გზისპირას ჯერ ისევ ეყარა საქარე მინის ნამსხვრევები, ასფალტს კი კვლავ დიდი რაოდენობით სისხლის კვალი აჩნდა. რატიმ მძიმე ნაბიჯით ჩაუარა საბურავების მიერ დატოვებულ შავ ზოლებს, იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. აქამდე ყველაზე მხიარული ვატო დაუფარავად ტიროდა. მისი სლუკუნის სმენისას დათუნასაც მოადგა თვალზე ცრემლი. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები პატარა ბავშვებივით ტიროდნენ. იმ ღამით რატიმ ვერაფრით შეძლო დაძინება. დიდხანს წრიალებდა საწოლში, ბალიშს ჭმუჭნიდა და ძილს უფრთხობდა ვატოს, რომელიც ოთახში მდგარ დივანზე იწვა. საბოლოოდ, უძილობით შეწუხებული ადგა, პლედი მოიხვია და აივანზე გავიდა. ფიჭვის სურნელით გაჟღენთილმა ცივმა ნიავმა საწოლში მოძრაობისგან გაოფლიანებულს შვება მოჰგვარა. მერე დგომისგანაც დაღლილი აივანზე მდგარ დივანზე ჩამოჯდა, სახე ნიავს მიუშვირა და ფიქრებს მიეცა. ათიოდე წუთში გვერდით მიუჯდა სახლიდან შეუმჩნევლად გამოსული ვატო, რომელსაც მის მსგავსად პლედი მოეხვია მხრებზე. - ვერ დაიძინე? - ჰკითხა ფიქრებისგან გამოფხიზლებულმა, - ჩემი წრიალი შეგაწუხებდა... - არც მე მეძინებოდა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, იქნებ ჩაეძინოს-მეთქი, - მიუგო ვატომ და სიგარეტს გაუკიდა. ცოტახანს უხმოდ ისხდნენ და საკმაოდ ცივი ნიავით იგრილებდნენ გახურებულ სახეებს. მერე ვატომ დაიწყო წრიალი, ხმის ამოღება უნდოდა, მაგრამ სავარაუდოდ ვერ ბედავდა. - რა მოხდა? - საუბარი რატიმ წამოიწყო. ვატომ ამოიხვნეშა და უკვე გაყინული ფეხები დივანზე აიკეცა. - მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობ, - ძლივს გაბედა თავისი ფიქრების სიტყვებით გადმოცემა. - რას უნდა ვფიქრობდე? - მისკენ მიტრიალდა რატი და პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია. - ყველაფერი ჩემი ახირებული გეგმის ბრალია, - კვლავ გაუჭირდა სათქმელის ჩამოყალიბება, - რომ არა ჩემი ახირება, დღეს ოლიკო ცოცხალი იქნებოდა... - თავს ნუ იდანაშაულებ! - მიმართა რატიმ და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი ჩამოადო, - დამიჯერე, არ ჭრის... - სხვა გზა მაქვს? - იწყინა ვატომ. - ყოველ შემთხვევაში, ეგ ვერ გიშველის, - მიუგო რატიმ და თავადაც აიკეცა ფეხები. ცოტახანს კვლავ ხმის ამოუღებლად ისხდნენ. თითქოს ვერცერთი ბედავდა დამამშვიდებელი მდუმარების დარღვევას. - შენ რას გრძნობ? - ძლივს გაისმა ვატოს ჩახლეჩილი და წინანდელზე მეტად დაბოხებული ხმა. - რას უნდა ვგრძნობდე? - თითქოს მსგავს კითხვას ელოდაო, მაშინვე კითხვა შეუბრუნა რატიმ. ვატოს სიმწრით ჩაეცინა, თუმცა ხმა აღარ ამოუღია. რატის უკვე მოეხერხებინა კითხვის გააზრება და პასუხზე ფიქრი. - გრძნობები აღარ შემომრჩა, ასე რომ ვერაფერს ვგრძნობ, - სიმწრითვე გაეღიმა რატის, - გარდა იმისა, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი დაეკარგა. - მაპატიე რა, - თვალები აუცრემლიანდა ზედმეტად მგრძნობიარე ვატოს. - ნუ სულელობ! მგონი უკვე გითხარი, რომ ტყუილუბრალოდ თავის დადანაშაულება არაფერს გარგებს, - უთხრა რატიმ და მხოლოდ მაშინღა გაუკიდა შემოთავაზებულ სიგარეტის ღერს. - როგორც არ უნდა მამშვიდოთ, მე მაინც ვიცი, რომ ყველაფერი ჩემ გამო მოხდა, - ამოიოხრა ვატომ და ფეხზე წამოდგა. - ოლიკოს სიცოცხლე ჩვენმა ცხოვრების წესმა შეიწირა, - მისთვის გასაგებად მიაძახა კარებისკენ წასულს რატიმ. - მერე რატომ არ ვცვლით? - კარების გაღებამდე კვლავ მამაკაცისკენ შემოტრიალდა ვატო. - გვიანია, - ოხვრით წარმოთქვა რატიმ, - ჩვენ უკვე მკვლელები ვართ და, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ამ იარლიყს ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვიშორებთ. შეიძლება ხალხი დააჯერო, რომ კარგი ადამიანი ხარ მასეთივე წარსულით, მაგრამ შინაგანად ვერასდროს გაითავისებ, რომ კრიმინალის ნაცვლად ჩვეულებრივი ადამიანი ხარ... - რა გაეწყობა, - თქვა და კვლავ კარებისკენ შეტრიალდა. - მტკივა, - მიაძახა უკნიდან რატიმ. გაკვირვებული ვატო შემოტრიალდა და კითხვით სავსე მზერით დააკვირდა. - უმისოდ ძალიან მტკივა, სადღაც შიგნიდან ყველაფერი მეწვის, - უთხრა და უკვე ჩამწვარი სიგარეტი იქვე მოისროლა. - მერე მანამდე რატომ არ აღიარე, რომ ძალიან გიყვარდა? - დაუფიქრებლად და სხვა წინადადებებისგან განსხვავებით მოურიდებლად ჰკითხა ვატომ. - ჩემს ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო, ვერ გავიმეტე ამხელა ტვირთის საზიდად, - სადღაც შორს იყურებოდა საუბრის პარალელურად. - მის გარეშე გაგიჭირდება, - რამდენიმე სიტყვის წარმოთქმისას მარტივი შესაჩნევი იყო, რომ ვატოს გოგონაზე საუბარი ძალიან უჭირდა. - მის გარეშე ჩემი სიცოცხლე წარმოუდგენელი რამაა, - დაიწყო რატიმ, - რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, როდესაც ჩემი გულის უდიდესი ნაწილი აღარ არსებობს? რა აზრი აქვს ცხოვრების გაგრძელებას, როდესაც ჩემს გულს ფეთქვის მიზეზი აღარ გააჩნია? საერთოდაც, რა აზრი აქვს ამ თემაზე საუბარს, როდესაც ეს უკვე ვეღარაფერს უშველის? მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი. მიუხედავად იმისა რომ მლაშე და საკმაოდ ცხელი სითხე ისედაც თბილ ლოყას ეხებოდა, უმალვე დასველებულ ადგილზე ნიავით გამოწვეული სიცივე იგრძო. თითქოს ცრემლით დასველებული ლოყა გადახსნილი სხეულის ნაწილი იყო, რომელსაც ნებისმიერი რამ დიდ ზიანს მიაყენებდა. - არავის ვადანაშაულებ მის სიკვდილში, გარდა ჩემი ცხოვრების წესისა, - აგრძელებდა მამაკაცი, - ჩემს სიახლოვეს მას კარგი არაფერი ელოდა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს შენი გეგმის წყალობით მოხდა, თუ არა... - ფაქტი ერთია, - უკვე კარების სახელურს ჩამოეკიდა ვატო, - ჩემ გამო სიყვარულის აღიარებაც ვერ მოახერხე, რომელ ერთად ცხოვრებაზეა საუბარი... - ნერვებს ნუ მიშლი! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ არ გადანაშაულებ? - მხოლოდ მაშინ გამოხედა კარებზე მიყურებულ ვატოს. - მნიშვნელობა არ აქვს, - სიმწრით ჩაეღიმა მამაკაცს, - ამ ცოდვისგან ვეღარასდროს გავთავისუფლდები... - მე კი მაინც მგონია, რომ ტყუილუბრალოდ იტანჯავ თავს... - ისევ მიაძახა უკვე სახლში შესულს. თვითონ მთელი ღამე აივანზე გაატარა. ვატოს სახლში შესვლიდან ნახევარ საათში ემოციურად გადაღლილს ჩაეძინა კიდეც, თუმცა რომ არა გონივრულად თან გაყოლებული პლედი, ალბათ, გაიყინებოდა კიდეც. * * * სამსახურიდან სახლში დაბრუნებამდე მაღაზიაში შეიარა და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტები შეიძინა. კარგად ნაცნობი მაღაზია სახლთან არც თუ ისე შორს მდებარეობდა, ამიტომ გზას შინისაკენ ფეხით გაუდგა. გაურკვეველი მიზეზით ახურებულ ლოყებზე სასიამოვნოდ ეხებოდა გაზაფხულისებური გრილი ჰაერი, რომლის ჩასუნთქვასაც სუსხიანი ზამთრის შემდეგ არაფერი ერჩივნა. ყოველი შემთხვევისთვის მხოლოდ ცალი ყურსასმენით უსმენდა გაზაფხულის ამინდების შესაბამისი ხასიათისთვის შერჩეულ მუსიკას და ნაბიჯების ტემპს შეძლებისდაგვარად მელოდიას აყოლებდა. სწორედ მუსიკის სმენის გამო გამხიარულებული კინაღამ რამდენიმე სწრაფად მომავალ მანქანას შეუვარდა ბორბლებში, თუმცა ეს მის განწყობაზე საერთოდაც არ მოქმედებდა. სახლის ეზოში კვლავ აქტიურად "მოღვაწეობდნენ" მთელი უბნის სასახელო მამაკაცები და ბირჟაზე დგომით ტრადიციებს მივიწყების საშუალებას არ აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახვა ოლიკოზე მუდამ გამაღიზიანებლად მოქმედებდა, ახლა ირონიულად ჩაეღიმა და რამდენიმე ნაცნობ მამაკაცს თავის დაქნევითაც მიესალმა. თავის მხრივ მამაკაცებმაც გაამახვილეს ყურადღება საზაფხულო სარაფანასა და სხეულზე მომდგარ ტყავის ქურთუკში გამოწყობილ გოგონაზე, რომელსაც სულაც არ აწუხებდა მათი დაჟინებული მზერა. მშვენიერ ხასიათზე მყოფს საყვარელი კაბა და სასიარულოდ მოსახერხებელი ფეხსაცმელები ეცვა, თუმცა ამის მიუხედავად, გაზაფხულის გრილი საღამო მაინც არ მოქმედებდა მის საკმაოდ წვრილ და მოშიშვლებულ ფეხებზე. სახლში მისულმა ღიღინით გამოაღო მაცივრის კარები და პროდუქტების დახარისხება დაიწყო. საჭმლის კეთების ხასიათზე სულაც არ გახლდათ, ამიტომ მაგიდაზე მდგარი ვაზიდან წითლად მოღაჟღაჟე ვაშლს დაავლო ხელი და მისი ჭამით გაუდგა გზას საძინებლისაკენ. ცოტა ხნის წინ ქალურად გამოწყობილმა საძინებელი სპორტულებით დატოვა. ფართხუნა შარვალსა და რამდენიმე ზომით დიდ მაისურში ოლიკო თავს ყველაზე კარგად გრძნობდა. მისაღებში გასულმა ტელევიზორი თავისთვის უინტერესო არხზე ჩართო და აივანზე გავიდა. სწორედ აივანზე გასვლის მომენტში კარებზე კაკუნი გაისმა. სამჯერ მელოდიური კაკუნი ხატიას სტუმრობას მოასწავლებდა, ამიტომ მისი გამოჩენით უფრო მეტად გამხიარულებულმა ოლიკომ სირბილით დაფარა მანძილი აივნიდან შემოსასვლელ კარებამდე და სახლში შემოსულ ხატიას გადაეხვია. გაკვირვებულმა გოგონამ ხელების შემოხვევის ნაცვლად, ოლიკოს ხელები მკლავებში ჩაავლო და ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია. - რა გჭირს? - ჰკითხა მთელი სერიოზულობით. - რა უნდა მჭირდეს, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, - ყურებამდე გაუღიმა გოგონამ, მისი ხელებისგან გათავისუფლდა და კიდევ ერთხელ გადაეხვია. - ცოტა წარმოუდგენელი რამაა, არ მეთანხმები? - გაეცინა ხატიასაც და მხოლოდ მაშინღა შემოხვია საპასუხოდ ხელები. - ძალიან, - ხატიას რეაქციაზე კისკისებდა ოლიკო. - არ ამიხსნი შენი გამხიარულების მიზეზს? - დივანზე ჩამოსვა და თავადაც წინ დაიკავა ადგილი. - ხელფასი ავიღე, დღეს მშვენიერი ამინდი იყო და თან კარგი კლიენტები გვყავდა... - განვლილი დღის გახსენებაზე კვლავ ჩაეღიმა ოლიკოს. - და ამის გამო დადიხარ ასე გახარებული? - კვლავ წარბის აწევით გამოხატა თავისი გაკვირვება ხატიამ. - არ არის საკმარისი? - გაუკვირდა ოლიკოსაც. - შენი აზრით? - ბედნიერებისათვის სულ უბრალო მიზეზებიც კი საკმარისია, - ყურებამდე გაეღიმა მას. გოგონას სიტყვებსა და ქმედებაზე ხატიას თავშეუკავებლად გაეცინა. მისი ჭიხვინი, როგორც ოლიკო იტყოდა, მთელს უბანს ესმოდა, რადგან აივნის კარები კვლავ ღია იყო. გოგონებმა ნამცხვარი გამოაცხეს და ტელევიზორში ნაკლებად ცნობილ და, ამავდორულად, საკმაოდ უინტერესო ფილმს უყურეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჟანრით დრამა და მძაფრ სიუჟეტიანი იყო, მეგობრები სიცილისგან ძლივს იკავებდნენ ცრემლებს. ეს მომენტი, ალბათ, ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, როდესაც მეგობართან ერთად ნებისმიერ დრამატულ, ან დაძაბულ მომენტში უაზროდ გეცინება და ამ ქმედებით ყველას ყურადღებას იქცევ. - დავიძინოთ? - ჰკითხა უკვე ღამის ორ საათზე ოლიკომ ხატიას. - აქ დავრჩე? - პასუხის გაცემის ნაცვლად ახალი კითხვით მიმართა ხატიამ. - შენ რა, სახლში აპირებდი წასვლას? - სიცილით გადახედა ოლიკომ. - რამდენი ხანია მშობლებთან ერთად ღამე არ გამიტარებია, - სიცილითვე ამოიოხრა ხატიამ. - ჩემს ჩამოსვლამდე ხომ მთელ დროს მშობლებთან ატარებდი... - ამჟამად ოლიკო ახარხარდა თავშეუკავებლად. - ნუ სისინებ! - თავში მსუბუქად წამოარტყა ხატიამ და ძლივს დავარცხნილი თმები სასაცილოდ აუჩეჩა. სანაცვლოდ ოლიკომ იქვე მიგდებული ბალიში თავში უთავაზა და დანარჩენს ალბათ თქვენც მიხვდებით, თუ როგორ გაგრძელდებოდა მეგობრების "საღამო"... * * * რატი აუჩქარებლად მიუყვებოდა ოდესღაც ნაცნობ ქუჩებს. რამდენიმე გზაჯვარედინი მოიტოვა უკან და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ თავისი სახლისკენ არ მიდიოდა. ფიქრებში ჩაძირული ინსტინქტურად მიუახლოვდა ოლიკოს კორპუსს, სადაც ნამყოფი მანამდეც იყო. დაკავებამდე რამდენჯერმე მოაკითხა ოლიკოს, მხოლოდ ფანჯრიდან გამოსული სინათლის შესამოწმებლად, რაც მის მშვიდობიან მდგომარეობას მოწმობდა. გოგონას გახსენებისთანავე თავისებური სევდა შემოაწვა, ამიტომ მის სახლთან მისვლა და ძველებურად უბრალოდ ფანჯრის მიმართულებით ცქერა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში შესვლაც თავისუფლად შეეძლო. მისთვის მოულოდნელად ფანჯრიდან მკრთალი სინათლე მოჩანდა, მოძრავი ჩრდილი კი იმას მიუთითებდა, რომ მისი ცნობით კარგა ხნის მიტოვებულ სახლში ვიღაც იყო. რატი რამდენიმე წამით კვლავ ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და სადარბაზოში შევიდა. ნაცნობ სართულზე ნაცნობი ბინის კარზე ზარი დარეკა. რამდენიმე წამის შემდეგ დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმა, საკეტმა გაიჩხაკუნა და კარიც გაიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში, რატი ელოდა, რომ სახლში ვინმე უცხო პიროვნება დახვდებოდა და ეტყოდა, სახლი სულ ცოტა ხნის წინ ვიყიდეო, თუმცა მისთვის გასაკვირად კარებთან სპორტულებში გამოწყობილი და ნახევრად მძინარე ოლიკო იდგა. სადარბაზოში სუსტი სინათლის მიუხედავად, ოლიკომ მშვენივრად იცნო მის წინ მდგარი პიროვნება და მოულოდნელი შეხვედრისგან თვალები გაუფართოვდა. ხმის ამოღება მათგან ვერცერთმა შეძლო. ოლიკო წონასწორობის შესანარჩუნებლად კარს ეყრდნობოდა, რატი კი კვლავ ვერ იაზრებდა მომხდარს. გოგონას დაგვიანებით გაკვირვებული ხატია ჩაბნელებული მისაღები ოთახიდან დერეფანში გამოვიდა. - ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა ერთ ადგილზე მიყინულ ოლიკოს. - ხატია, შეგიძლია მარტო დაგვტოვო? - რატისთვის მზერა არ მოუშორებია, ისე მიმართა მეგობარს და კარი უფრო ფართოდ გამოაღო. ოლიკოს საქციელით უფრო მეტად გაკვირვებულმა ხატიამ ქურთუკი შემოიცვა და სახლი უხმოდ დატოვა. მისი გასვლისთანავე რატი შიგნით შემოვიდა და კარები მიხურა. როცა ოლიკოს ეგონა, რომ რატი ხმის ამოღებასა და მის გამტყუნებას აპირებდა, მაშინ მამაკაცი კარებს მიეყრდნო, სახეზე ხელები აიფარა და მოულოდნელად ჩაიკეცა. შეშინებულ ოლიკო კივილი აღმოხდა და მაშინვე ხელი შეაშველა საკმაოდ დასუსტებულ მამაკაცს. ფეხზე წამოდგომის ნაცვლად რატი იატაკზე დაჯდა, სახეზე კვლავ ხელები ჰქონდა აფარებული. იატაკზე მუხლებით მდგარი ოლიკო რატის ხელებით მუხლებზევე ეყრდნობოდა. - სიზმარში ვარ, არა? - ძლივს გაისმა ოთახში მამაკაცის გალეული ხმა. ოლიკომ ერთი ამოიოხრა და რატისთვის მოულოდნელად ტირილი დაიწყო. გაკვირვებულმა მამაკაცმა სახიდან ხელები მოიშორა და გვერდით ატირებულ გოგონას შეხედა, რომელსაც თავი მის მუხლებზე ედო. - შენი ტირილის საყურებლად არ მოვსულვარ აქ, - ამოიოხრა მამაკაცმა და ტირილისგან სულ მთლად აწითლებული სახე ააწევინა. - აბა რისთვის მოხვედი? - აკანკალებულ ხმას ვერ იმორჩილებდა ოლიკო. - რატომ არ გვითხარი, რომ ცოცხალი იყავი? - პასუხის გაცემის ნაცვლად შეკრული წარბებით ჰკითხა გოგონას და მასთან ერთად ფეხზე წამოდგა. - ვალდებული ვიყავი? - მისი ხმის ტონზე ნერვები მოეშალა ოლიკოს. პასუხით გაოცებულს პირი ღია დარჩა, წინ მიმავალ გოგონას უკან მიჰყვა და სამზარეულოში მაგიდაზე მდგარი ჭიქა კედელს შეამსხვრია. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკო მამაკაცისგან სწორედ მსგავს რეაქციას ელოდა, ხმაზე მაინც შეშინებულივით შეხტა. - ანუ არ დავიმსახურეთ შენგან სულ ერთი სიტყვა? - დაჭრილი დათვივით ღრიალებდა მამაკაცი. - ამაზე მაშინ რატომ არ ფიქრობდით, როცა მანქანები ჩაცხრილეთ? - არანაკლები ხმით კიოდა ოლიკო. - ჩვენ არაფერი ჩაგვიცხრილავს, იგორს სხვა მტრებიც ჰყავდა, - მიუგო შედარებით უფრო წყნარად მამაკაცმა. - თქვენი წყალობით სიკვდილს ძლივს გადავურჩი, ამიტომ აღარ მინდოდა თქვენთან გამოჩენა და სახლში დავბრუნდი, - ამოიოხრა ოლიკომ და სკამზე ჩამოჯდა. - შეგეძლო უბრალოდ მოსულიყავი ჩვენთან, - წინ ჩამოუჯდა რატი, - მგონი ისედაც იცი, რომ შენი იმ საქმეში ჩართვა არ გვინდოდა, შენ თავად მოისურვე ასე... - ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, აქ რატომ მოხვედი? - სკამზე ფეხები აიკეცა და შეკრული წარბებით გადახედა წინ მჯდარ მამაკაცს, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ორი ქუდი ეფარა. - შენი აზრით? - გოგონას კითხვაზე მოიღუშა რატი. - პირველად მე დავინტერესდი შენი პასუხით, - გოგონას სახეზე ნაკვთი არ შეტოკებია. - ფანჯარაში სინათლე შევნიშნე, - რამდენიმე წუთის შემდეგ უპასუხა რატიმ. გოგონას სუსტად გაეღიმა. - აქედან შორს ცხოვრობ, ამ კორპუსთან რატომ მოხვედი? მის მსგავსად მამაკაცის სახეზეც გამოკრთა სუსტი ღიმილი. პასუხის მოლოდინში ფეხზე წამოდგა და გადარჩენილ ჭიქაში წყალი ჩამოისხა. - ძვირფასი ადამიანის დაკარგვის თემაა, - მის სახეზე სუსტ ღიმილს ეშმაკური მზერა შეენაცვლა. - რა გაცინებს? - ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია ოლიკომ. - არ ვიცინი, - მიუგო რატიმ და ფეხზე წამოდგა. მისი მიახლოვებით შეწუხებული მისაღებ ოთახში გავიდა ისე, თითქოს მის უკან მიმავალ მამაკაცს არ გაურბოდა. გოგონას ქმედებაზე რატის კიდევ ერთხელ ჩაეღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს. ფანჯარასთან მისული ოლიკო ნაცნობი სუნამოს სურნელით გრძნობდა, რომ რატი უკვე მის უკან იდგა, ამიტომ მისკენ უხერხულად მიტრიალდა. მამაკაცი თვალებში უყურებდა გოგონას, თუმცა მისი სიახლოვით დარცხვენილი და მთელს სხეულზე ახურებული გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა თვალები მისთვის არ გაესწორებინა. - არ მოგენატრე? - ჰკითხა დაბოხებული ხმით. - რატომ უნდა მომნატრებოდი? ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს? - მდგომარეობის მიუხედავად ირონიულად ჩაეღიმა გოგონას. მამაკაცმა არაფრისმომცემი საუბრის გაგრძელების ნაცვლად ოლიკოს ცალი ხელი წელზე შემოჰხვია, მეორეთი კი ლოყაზე მოეფერა. - რას აკეთებ? - მიუგო ისე, თითქოს თავის თავს ეჩურჩულებოდა. - შენი აზრით? - გოგონასკენ უფრო მეტად დაიხარა და სახე ახლოს მიუტანა. - კარგს არაფერს, - ამოიოხრა ოლიკომ და შესაჩერებლად ხელები მუცელზე მიადო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მამაკაცის შეჩერებას ცდილობდა, თანდათანობით მაინც აეკრო მისი ათრთოლებული სხეული რატის სხეულს. მისი ქმედება რატისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამიტომ კვლავ კმაყოფილებისგან ჩაეღიმა. მამაკაცის სახის გამომეტყველების შემჩნევის გამო ნერვებმოშლილი ოლიკო სწრაფად გაეცალა და ოთახის მეორე მხარეში გადაინაცვლა. - რატომ ცდილობ ჩემზე გავლენის მოხდენას? - ხელების ქნებით გამოხატავდა თავის გაბრაზებას. - ეს უკვე აღარ მჭირდება, - ოლიკოს გასაღიზიანებლად ყურებამდე იღიმოდა რატი. - ჰო, არა? - გოგონას ნერვებმა უმტყუნა, მამაკაცზე გაბრაზებული თაროზე მდგარ ძვირფას ვაზას დასწვდა და ყოველგვარი შეჩერების გარეშე ისროლა მისკენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ყველაფრის გაკეთებას მთელი სისწრაფით ცდილობდა, რატიმ მაინც სწრაფად გაიაზრა მომხდარი და წელში მოხრილი ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდას მოეფარა. გამწარებული გოგონა ამით არ შეჩერებულა, უკვე ატირებული სხვა ნივთებსაც მისწვდა და თითქმის ყველა ფასეული ნივთი კედელს შეანარცხა. მერე შეუმჩნევლად ატირებული რატის მიუახლოვდა და სილა მთელი ძალით გააწნა სახეში. საპასუხოდ მამაკაცს არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ხელი მიიდო ნატკენ ადგილზე და გაუაზრებელი ქმედების შემდეგ გაწითლებულ გოგონას თვალებში ჩახედა. გონებადაბინდულმა გოგონამ გაუაზრებლად ჩადენილი დანაშაულის გამოსასწორებდლად მამაკაცისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე მხეცივით ეცა. ყველაფრის გააზრებისთვის რატის დიდი დრო არ დასჭირვებია, კოცნა თავისი ნებით შეწყვიტა და გოგონას ტირილისგან ჩასიებულ თვალებში ჩახედა. - დარწმუნებული ხარ? - მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ალერსზე მეტად არაფერი უნდოდა, მაინც შეაჩერა ის. - მოკეტე! - სუსტად ჩაეღიმა გოგონას და კოცნა კვლავ მან განაგრძო. მის პასუხზე რატისაც ჩაეღიმა და კისერზე ჩამოკიდებულ გოგონას წელზე მოჰხვია ხელები. როგორც ვახსენე, გონებადაბინდულმა და ამის წყალობით უფრო მეტად გათამამებულმა ოლიკომ თავი უკან გადასწია და მამაკაცს ყელზე ალერსის საშუალება მისცა. ვნებისაგან აგიზგიზებული თვალები უფრო მეტს ითხოვდნენ, ამიტომ რატიმ გოგონა მაღლა ასწია, ოლიკომ კი სანაცვლოდ ფეხები წელზე შემოჰხვია. მისაღებ ოთახში წამოწყებული "საქმიანობა" საძინებელში განაგრძეს. ხელში ატაცებული ოლიკო რატიმ საწოლზე გადააწვინა და კვლავ კითხვით სავსე მზერით მიაჩერდა. - ნუ სულელობ, რატი! - გაეცინა გოგონას და მამაკაცი თავისკენ მიიზიდა. იმ ღამით გარეთ გაზაფხულისთვის შეუფერებლად ციოდა, თუმცა ერთმანეთის ალერსისაგან გახურებული სხეულების გასაგრილებლად მაინც ფანჯარა გამოაღეს. მხოლოდ გვიან ღამით გაეყინა მოშიშვლებული სხეული რატის და ფანჯარა თავადვე დახურა. მისი საწოლიდან წამოდგომა ოლიკოს არ გაუგია, ამიტომ მამაკაცმა შემთხვევიტ ისარგებლა, უხმაუროდ ჩაიცვა და სახლი დატოვა. * * * გარეთ შესამჩნევად თბილოდა. სითბოზე ხალხიც გამოშლილიყო ქუჩაში, თითქოს სითბოს მოყვარული მწერები ყოფილიყვნენ. სამსახურიდან გამოსული ოლიკო ფეხით ნელა მიდიოდა სახლისკენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, სამსახურიდან სახლამდე არც თუ ისე დიდი მანძილი ჰქონდა გასავლელი. კვლავ საზაფხულო სარაფანაში გამოწყობილს საკმაოდ თხელი მოსაცმელი მოეხვია მხრებზე. პატარა, საჭირო ნივთებით გავსებული ჩანთაც მოსაცმელის მსგავსად მხრებზე ჰქონდა აკიდებული. შორიდან სკოლის მოსწავლეს ჰგავდა, სუსტი აღნაგობითა და ზედმეტად გადაღლილი სახით. კიბეებზე ასვლისას რამდენჯერმე შეჩერდა, ხან ფიქრებში გართული და ხან ზედმეტად გადაღლილი. სადარბაზოში საშინელი სუნი იდგა, ამიტომ სუნთქვაშეკრული მთელი მონდომებით ცდილობდა, კარები მალე გაეღო. სახლში შესულმა ჩანთა და ქურთუკი შესასვლელში დატოვა. ფეხსაცმელები უკვე მისაღებში გაახსენდა, ამიტომ მათი გახდა იქვე მოუწია. ოთახში ანთებული სინათლის წყალობით კარგად მოჩანდა სამზარეულოს კარებიდან ფანჯარასთან მდგარი მამაკაცი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. ოლიკოს მისი დანახვა სულაც არ გაკვირვებია. მთელი ამ დროის განმავლობაში ელოდა კიდეც. მამაკაცმა სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და მისაღებ ოთახში გამოვიდა. გადაღლილ ოლიკოს ფეხები პატარა მაგიდაზე შემოეწყო. - დაიღალე? - საუბრის წამოსაწყებად იკითხა რატიმ. პასუხის გაცემის ნაცვლად ოლიკომ ხმამაღლა ამოიოხრა და ჭაღის საყურებლად თავი უკან გადასწია. მამაკაცი დივანზე წამოწვა და თავი გოგონას კალთაზე მოათავსა. - შენ არ დაიღალე? - მორიგი საუბრის წამოწყების მცდელობა ოლიკოსგან მოდიოდა. - დავიღალე, - პასუხად მამაკაცმაც ამოიოხრა. - აბა რატომ არ ჩერდები? - ზემოდან დახედა ოლიკომ. - რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა თავადაც გაუსწორა მზერა. - დარწმუნებული ვარ, აქ ჩემი სახლის სანახავად არ ჩამოსულხარ, - ირონიულად ჩაეღიმა ოლიკოს. რატიმ თავი წამოყო და დივანზე ჩვეულებრივად დაჯდა. ცოტახანს ოთახში ბევრ საუბარზე უფრო ღირებული სიჩუმე ჩამოწვა. ოლიკო რატის შესცქეროდა, რატი - ფანჯრიდან ჰორიზონტს. რამდენიმე წუთში მდუმარება ოლიკომ დაარღვია, მამაკაცის ცქერით აღელვებულმა პატარა ბავშვივით დაიწყო სლუკუნი. ჩაფიქრებულ მამაკაცს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ თავად ოლიკო მიჩოჩდა მისკენ და ხელები შემოჰხვია. რატი კვლავ გაუნძრევლად იჯდა, ოლიკოს კი უფრო და უფრო მეტად უსველდებოდა შეუჩერებლად მომავალი ცრემლებით ღაწვები. მერე მისი შეწუხება შეწყვიტა და სახე ხელებში ჩარგო. - გთხოვ, ნუ ტირი, - ძლივს წარმოთქვა რატიმ რამდენიმე სიტყვა. ოლიკოს მის ხმაზე უფრო მეტად აუჩუყდა გული, ამიტომ მისი დამშვიდება აღარავის შეეძლო. - რას ითხოვ ჩემგან? - ისევ გაისმა მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა. ოლიკომ წყალი დალია, სული მოითქვა და რატის მიუტრიალდა. - ხომ შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრო? - კითხვის დასმის შემდეგ ტირილის შესაკავებლად დასიებულ ტუჩზე მთელი ძალით იკბინა. რატის სუსტად გაეღიმა, გოგონას კითხვა სულაც არ გაჰკვირვებია, ამიტომ პასუხიც მზად ჰქონდა. - წარმოუდგენელ რამეს ითხოვ, - მიუგო და კვლავ ფანჯარაზე შეაჩერა მზერა. - ვითომ რატომ? რატომაა შენთვის წარმოუდგენელი ჩვეულებრივ ადამიანად ცხოვრება? - ხმას აუწია ოლიკომ. - მე უკვე ავირჩიე ჩემი ცხოვრების გზა, შეცვლა კი უკვე აღარ შემიძლია, - გოგონასგან განსხვავებით მშვიდად ლაპარაკობდა რატი. - ამიხსენი, რას ნიშნავს შეცვლა აღარ შეგიძლია? - ვერ მშვიდდებოდა გაღიზიანებული ოლიკო, - ნუთუ შენთვის არაფერს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლე? ნუთუ სიამოვნებას განიჭებს სხვის ხარჯზე ცხოვრება? ნუთუ შენ ირგვლივ არავინაა ისეთი, ვის გამოც ცხოვრების შეცვლა შეგეძლება? მამაკაცმა ხმამაღლა ამოიოხრა და ახლა მან ჩარგო სახე ხელებში. მიუხედავად ამ ქმედებისა, მას მაინც არ ეტყობოდა, რომ ოლიკოს საუბარი გავლენის მოახდენდა გადაწყვეტილებაზე, რომლის შეცვლაც აღარ შეეძლო. - გულწრფელად მაინტერესებს, - ხმის გაკონტროლება შეძლო ოლიკომ, ცრემლებით დასველებული ლოყები ხელით შეიმშრალა და ფეხზე მდგარი მამაკაცს მიუახლოვდა, - ნუთუ შენთვის არაფერს ვნიშნავ? - გაჩუმდი! გთხოვ, - ხმა ჩაუვარდა მამაკაცს. - მიპასუხე! - კვლავ დაიკივლა ოლიკომ, - შენთვის არაფერს ვნიშნავ? - ხომ იცი, რომ ეს ასე არაა... - მიუგო რატიმ. - არ ვიცი, - დაიკნავლა გოგონამ, - საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცი... რატის ხმა აღარ ამოუღია, მისი მდუმარების გამო კი ოლიკო კიდევ ერთხელ ატირდა. აღარ შეეძლო მის წინ მდგარი მამაკაცის ატანა, ამიტომ სამზარეულოში გავარდა და ფანჯარა გამოაღო. მხოლოდ გვიან ღამით გამოვიდა სამზარეულოდან, რატი ისევ თავის ადგილზე იჯდა და ფანჯარას გაჰყურებდა. ფიქრებში ჩაძირულმა მამაკაცმა მაინც შეძლო ოთახში ჩუმად შემოსული გოგონას დანახვა. ოლიკო საძინებელში აპირებდა გასვლას, ამიტომ რატიც უკან მიჰყვა. ოთახში შესული პირდაპირ საწოლისაკენ წავიდა და მთელი ძალით დაეცა მასზე. იცოდა, რომ რატი უკან მისდევდა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საბანი გადაიფარა და კომფორტულად მოეწყო. რატი ცოტახანს კარებთან გაუნძრევლად იდგა. მერე კი ნახევრად მძინარე გოგონას მიუახლოვდა და მის თავთან დაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკო ყველაფერს მიხვდა, თვალები მაინც არ გაუხელია. თავის მხრივ, რატიც მიხვდა, რომ ოლიკოს ჯერ ისევ ეღვიძა, ამიტომ ცალი ხელით ლოყაზე მოეფერა. ცივი ხელების შეხება გოგონას არ ესიამოვდა და სახე დამანჭა. - ძილინებისა, ქალბატონო, - ღიმილით დაიჩურჩულა მან. ოლიკო კვლავ ხმას არ იღებდა. ოთახიდან გასვლის წინ რატი მაინც შემოტრიალდა გოგონასკენ და ყურებამდე გაეღიმა. - რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემს ერთი შეხედვით უაზრო ცხოვრებას აზრი გააჩნია და ეს აზრი სწორედ შენ ხარ, - უთხრა მისთვის გასაგებად და წასასვლელად შეტრიალდა. ოლიკოს მამაკაცზე გული მოუბრუნდა, რამდენიმე წამი გადაწყვეტილების მიღებას მოანდომა, მერე კი ღიმილით წამოხტა ფეხზე და უკვე გასასვლელთან მისულ მამაკაცს გაეკიდა. მამაკაცმა გაიგო მისკენ მორბენალი გოგონას შიშველი ფეხების ხმა და შეჩერდა. მისგან განსხვავებით ოლიკო არ შეჩერებულა და პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა საყვარელ მამაკაცს. - სად მიიპარები? - ჰკითხა კისკისით. - ჩემს ქალბატონს ძილი სურდა და ამიტომ გაცლა გადავწყვიტე, - სიცილითვე მიუგო რატიმ და წელზე ხელები შემოჰხვია. - ქალბატონი ხშირად იცვლის გადაწყვეტილებებს... - დარწმუნებული ვარ. * * * აეროპორტში დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მომავალი ვატო მალევე მიუახლოვდა ძმაკაცს და მანქანაში ჩაჯდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ რამდენიმე წუთი საერთო საქმეზე გაცხარებით საუბრობდნენ, მერე კი მგზავრობით დაღლილმა ვატომ თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. რა თქმა უნდა, რატის ხმა აღარ ამოუღია, ამიტომ მამაკაცს მალევე ჩაეძინა. - ვირო, აეგდე, - მეგობრული მოფერებით თავზე ხელი წამოარტყა და მის მაგივრად აიკიდა ზურგზე ჩანთა. ძლივს გამოფხიზლებული ვატო ახალდაბადებული ხბოსავით მიიკვლევდა გზას სახლისკენ, სადაც ცოტა ხნის წინ რატი გაუჩინარდა. შიგნით შესული დივანზე მოკალათდა და თავი კვლავ უკან გადასწია, აშკარად ძილის შებრუნებას აპირებდა, მაგრამ მარტო ყოფნით მოწყენილმა რატიმ ახლა აღარ აცადა ძილი. - ყველაფერი მოაგვარე? - ჰკითხა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა. მამაკაცმა პასუხად თავი დაუქნია. - ზუსტად იცი, რომ ხვალ საღამოს ჩამოვა? - გაჩუმებას არ აპირებდა რატი. ვატომ ისევ თავი დაუქნია. - თან რამდენი მანქანა დაჰყვება? - სპეციალურად შეცვალა კითხვის ფორმა მამაკაცმა. - სამი, - ამოიოხრა ვატომ და შეძლებისდაგვარად წელში გაიმართა. - ძალიან კარგი, - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა რატიმ, ფეხზე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ვატო საბოლოოდ გამოფხიზლდა და ახლა ის მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე. - შენ იყავი იურკასთან? - ჰკითხა მისგან ზურგით შეტრიალებულს. - ჰო, - შემოტრიალების გარეშე უპასუხა რატიმ. - რა გითხრა, მზადაა? - ფეხი ფეხზე გადაიდო მან. - ჰო, - უთხრა და მხოლოდ მაშინღა წამოვიდა მისკენ. - დათუნა მასზე ამყარებს იმედებს, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, - მიუგო ვატომ. - ვიცი... - ამოიოხრა რატიმ და თავადაც დივანზე მოთავსდა. - მშია, - დაიწუწუნა ვატომ და ძმაკაცს გადახედა. - აჯობებს გარეთ გახვიდე და რამე იყიდო, დღეს პირველად მოვედი ამ სახლში, - უთხრა რატიმ და ახლა თავად გადასწია თავი ძილისთვის გასამზადებლად. ვატო უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, საფულეში ფულის არსებობა გადაამოწმა და სახლიდან გავიდა. გარეთ სულაც არ ციოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქუდი მაინც წამოიფარა თავზე. სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში საკმაოდ ბევრი ადამიანი ტრიალებდა. შიგნით შესულს შიმშილმა გადაუარა, მაგრამ მაინც დაიწყო საყვარელი საკვების არჩევა. საჭმელთან ერთად საკმაოდ დიდი რაოდენობით ტკბილეულიც შეიძინა, თუმცა ამ ეპიზოდში რაც ყველაზე მთავარია, სადღაც სუპერმარკეტის ბოლოს ნაცნობი "მწვანე თავი" შენიშნა. ახალგაზრდა გოგონა ტკბილეულის განყოფილებაში დიდი მონდომებით არჩევდა მათგად საუკეთესოს. მისმა დანახვამ ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ამავდროულად გონებაში ის დიდი ტკივილი ამოუტივტივდა, რაც ამ გოგოსა და საერთოდ საქართველოსაც უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, თავის საქმიანობას შეეშვა და მალულად მისკენ წავიდა. გოგონა იმდენა გატაცებული იყო ტკბილეულის არჩევით, რომ მასთან ახლოს მდგარი, საკამოდ მაღალი და უცნაური გარეგნობის მამაკაცი არც კი შეუნიშნავს. - ეგ ყველას ჯობია, - მოულოდნელად მოესმა მამაკაცის ბოხი და, ამასთანავე, მხიარული ხმა. სანამ ხმით ნაცნობ მამაკაცს გახედავდა შოკოლადების შეკვრა ძირს ჩაუვარდა. შეშინებულთან ერთად გაბრაზებულმა სწრაფად დაავლო შეკვრას ხელი და მამაკაცისკენ შეტრიალდა. გოგონას რეაქციით გამხიარულებული ვატო ყურებამდე იღიმოდა. - რჩევისთვის მადლობა, - ირონიულად დაუკრა თავი და გაცლა დააპირა. - რატომ გაბრაზდი? - ცალი ხელი მკლავში ჩაავლო შესაჩერებლად. - საიდან მოიტანე, რომ გავბრაზდი? - მოჩვენებით გაუკვირდა ხატიას, - მე უბრალოდ მადლობა გადაგიხადე რჩევისთვის და თუ ხედავ ვითვალისწინებ კიდეც... რჩეული შოკოლადების შეკვრა სახეზე ააფარა და მკლავი მისი ტორებისგან გაითავისუფლა. - ძალიან სასაცილო ხარ, - კვლავ ხატიას ნერვებზე მოქმედებდა გაკრეჭილი სახით. შეშფოთებულმა გოგონამ მარჯვენა ხელი გაითავისუფლა და წინ მდგომ მამაკაცს სილა გაუქნია სახეში. ვატო ნამდვილად არ ელოდა მის ასეთ გაბრაზებას, ამიტომ თავის დაცვის საშუალება არ მისცემია, გოგონას სილამ მთელი სახე აუწითლა. - ახლა ვინ არის სასაცილო, შენ თუ მე? - ირონიული ღიმილით დაასაჩუქრა ხატიამ და კვლავ გაცლა დააპირა. ვატომ ხელი ჩაავლო და მაღაზიის ყველაზე მიყრუებულ ნაწილში წაიყვანა. - უცხოპლანეტელო, თუ გგონია, რომ შენი სითავხედე ჩემზე იმოქმედებს, ძალიან ცდები, - მოიღრუბლა აქამდე მხიარული ვატო, - ერთს კი გეტყვი, შენნაირ ალქაჯს ზედაც არავინ შეხედავს... - ახლა ეგ მადარდე, - ისევ ირონიულად ჩაეღიმა ხატიას. - შენ თუ ფეხებზე გ*იდია შენი მომავალი, მე საერთოდ არ მაინტერესებს, - იმავე ტონით უპასუხა ვატომ, ზრდილობიანად გაუღიმა და ხელი შეუშვა. ხატიამ დანაშაულის გრძნობა მხოლოდ მამაკაცის სალაროსთან მისვლის დროს იგრძნო, ამიტომ საქმიანობას თავი ანება და ფეხის თრევით მიუახლოვდა. ვატომ მაშინვე იგრძნო მისკენ მომავალი გოგონას დაჟინებული მზერა, მაგრამ არ შეუმჩნევია. - უცხოპლანეტელს ვგავარ? - მამაკაცთან ურთიერთობაში დაძაბულობის მოსახსნელად იკითხა ხატიამ. მის კითხვაზე მოლარეს, რომელიც ერთი შეხედვით თავისი საქმით იყო გატაცებული, გულიანად გაეცინა. ვატოს ნაკვთი არ შეტოკებია სახეზე, გოგონასკენ არც კი იყურებოდა. - ალქაჯსაც? - ღიმილის ნოტები შეეპარა ხმაში. მომდევნო კითხვაზე მოლარესთან ერთად ვატოსაც ოდნავ ჩაეღიმა. - მაგას კითხვა რათ უნდა? - გადმოხედა და ირონიული ღიმილით დაასაჩუქრა. - თავხედობისთვის ბოდიში, საუკეთესო სიტყვებით შემკობისთვის მადლობა, - გაუღიმა ხატიამაც და უკან ამოუდგა. ვატოს ხმა აღარ ამოუღია, ცელოფნებით დატვირთული გაუდგა სახლისკენ გზას. ხატიაზე კი რატომღაც ძალიან იმოქმედა მისმა სიტყვებმა, ამიტომ არავისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავის თავთან მსჯელობდა ალქაჯობის თემაზე. * * * ზუსტად ღამის ორ საათზე აფეთქდა ცნობილი ბიზნესმენის, კონსტანტინე დარჩიაშვილის მთელი საწარმო, რის საშუალებითაც მამაკაცმა სულ რამდენიმე წლის წინათ ცხოვრება აიწყო. საქართველოში ყველაზე გავლენიანი პიროვნება გულის შეტევას ძლივს გადაურჩა, როდესაც აფეთქების შესახებ მოახსენეს. შუაღამით საწოლიდან წამომხტარი წესივრად ვერც კი იაზრებდა მომხდარ ამბავს. მის ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ ყველაფერს ფარდა ახადა, თუმცა ეს სამადსამი სიტყვა ვერაფერს გახდებოდა კონსტანტინეს გადასარჩენად. - "ანგარიშს კიდევ ითვლი?" ძილისგან დაბინდული თვალები უკიდურეს ზომამდე გაუფართოვდა, გულზე ხელი მიიდო და საწოლთან მდგარ სავარძელში უსულო სხეულივით ჩაესვენა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოახერხა რატი გურგენიძემ ყველაზე მომგებიანი და ყველაზე მეტად დაცული საწარმოს აფეთქება. თუმცა იმას კი ხვდებოდა, რომ მამაკაცი შეჩერებას ნამდვილად არ აპირებდა. კონსტანტინე დარჩიაშვილი თქვენთვის კარგადაა ნაცნობი, თუმცა თუ საჭიროა შეგახსენებთ კიდეც. სწორედ ამ მამაკაცის ჩვენება გახდა რატის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის საფუძველი, ამის გარდა თითქმის ყველა შეტევა რატის სამეგობროს წინააღმდეგ სწორედ მისი ბრძანებით დაიგეგმა. ამასობაში კონსტანტინე საქართველოდან გასაქცევად მოამზადეს, რათა საწარმოსგან განსხვავებით თავად არ გამხდარიყო რატის ტყვიის მსხვერპლი. სულ მთლად ოფლით გალუმპული ყოველ წუთში მოთმინებით იწმენდდა შუბლზე მომდგარ წვეთებს. ოდესღაც საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი საშინლად გამოიყურებოდა. აღნაგობით მაღალს ფეხმძიმე ქალივით წამოზრდილი მუცელი, შიშისაგან დამანჭული სახე, სანახევროდ გამელოტებული თავი და შერჩენილ თმებზე შესამჩნევი ჭაღარა გულისამრევ შესახედაობას აძლევდა. თუმცა სიცოცხლისთვის ბრძოლის გზაზე გარეგნობით სულაც არ დაინტერესებულა. უკვე ფერფლად ქცეულ საწარმოში მისვლა არც კი გაუფიქრია. ბოლო რამდენიმე საათში უფრო მეტად დაბერებული ვეღარც იაზრებდა მომხდარს, ამიტომ იმ მომენტისთვის საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნების გარდა გონებაში არაფერი მოსდიოდა. მოულოდნელად წინ მიმავალი დაცვის მანქანა მოსახვევიდან გამოვარდნილ სატვირთო მანქანას მთელი სიჩქარით შეასკდა. კონსტანტინეს მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ამიტომ სატვირთოს არა, მაგრამ გზატკეცილიდან ოდნავ მოშორებით მდგარ ხეს შეასკდა. სხვა მანქანებიდან დაცვის წევრები გადმოცვივდნენ და კონსტანტინეს მდგომარეობის შემოწმება დაიწყეს. ფიზიკურად უვნებელი მამაკაცი გონზე ვერ მოდიოდა, ამიტომ ხელით გადაიყვანეს დაუზიანებელ მანქანაში და უკან გაუდგნენ გზას. კონსტანტინეს ტელეფონზე მოსული მორიგი შეტყობინება მის ნაცვლად მძღოლის გვერდით მჯდარმა მამაკაცმა გონებაში წაიკითხა. - "ეს ვიკას და ეკატერინეს სიკვდილისთვის" მასზე ხმა არ ამოუღია, რადგან გონწასული მამაკაცი ძლივს მოასულიერეს. მოგვიანებით კვლავ გაისმა ტელეფონზე შეტყობინების მოსვლის ხმა. - "ეს დავითის გამო" შეტყობინების მოსვლა და მოსახვევიდან მორიგი სატვირთო მანქანის გამოვარდნა ერთი იყო. ამჯერად წინ მიმავალი კონსტანტინეს მანქანა მთელი სისწრაფით შეასკდა სატვირთოს, რომლის მძღოლსაც უკვე თავისი თავისთვის ეშველა. ავარიიდან რამდენიმე წუთში მანქანები ყოველი შემთხვევისთვის ჩაცხრილეს, თუმცა სულ ტყუილად. მგზავრებს უკვე კარგა ხნის წინ გაეთავებინათ სიცოცხლე. პოლიციის გამოჩენამდე კონსტანტინეს სისხლით მოთხვრილი სხეული რატის ბრძანებით მანქანიდან გზაზე გადმოათრიეს. მის წინ შიშისგან მოკუნჭული ცხედარის მიმართ სულ ცოტაოდენი სიბრალურიც არ უგრძვნია. ეს მამაკაცი პატარაობიდანვე გულს ურევდა, ამიტომ ყოველგვარი დროის ფლანგვის გარეშე გულზე დაადო პატარა ეკატერინეს დაგლეჯილი სათამაშო ბაჭია და მხოლოდ გოგონას გახსენებისას აუცრემლიანდა თვალები. - რატომ ცოცხალს არ ჩაგხედე მაგ ბინძურ თვალებში? - თავისთვის დაიჩურჩულა მან. - რატი, დრო აღარ გვაქვს, - გადმოსძახა მანქანიდან ვატომ. მის ხმაზე მამაკაცი უმალვე გამოფხიზლდა და მანქანაში მოთავსდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში საინფორმაციო გადაცემების მთავარ თემას ცნობილი ბიზნესმენის, კონსტანტინე დარჩიაშვილის, საწარმოს განადგურება და მალევე მისი სიკვდილი წარმოადგენდა. გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმის გახსნა ვერავინ შეძლო. ყველა გამოცდილი გამომძიებელი საქმეს რატი გურგენიძეს უკავშირებდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ციხიდან გამოქცეული იძებნებოდა კიდეც, თუმცა მალევე მისი სიკვდილის შესახებაც გავრცელდა ხმები. მსგავსი ეჭვების მიუხედავად, ინფორმაცია ტელევიზიაში არ გაუშუქებიათ. ეს თეა მაჩაბელის საჭირო კავშირების წყალობით მოხდა. - რას აპირებ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ბოლო შეხვედრისას შვილს. - ვიღაც ნაბი*ვარს ჭკუა უნდა ვასწავლო, მნიშვნელოვანი არაფერი, - ღიმილით უპასუხა რატიმ. - ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეზე მე არ მომაკითხავდი, - თვალები დაუწვრილდა ქალს. დედის სახის გამომეტყველებაზე გულიანად გაეცინა, მიუხედავად იმისა, რომ გასამხიარულებლად არც დრო ჰქონდა და არც სურვილი. რატის ციხიდან გამოქცევიდან მოყოლებული კონსტანტინე დარჩიაშვილი ყოველდღიურად ელოდა შეტევას და სწორედ ამ ყოველდღიური შიშის გამო თავადვე შეუტია სხვისი სახელით უცხოეთში გადასახლებულს. იგორთან დაპირისპირებისას რატიმ არ იცოდა მისი კავშირი დარჩიაშვილთან, ამიტომ დაუშვა უამრავი შეცდომა და სწორედ მისმა შეცდომებმა შეიწირა მისი საუკეთესო მეგობრების სიცოცხლე. მამაკაცისთვის უკანასკნელი წვეთი დათუნას სიკვდილი იყო. საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დათუნა საკუთარ სააბაზანოში ყელგამოჭრილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ერთი შეხედვით ძალიან ჰგავდა თვითმკვლელობას, რატი მაინც მიხვდა, რომ მისი მეგობრის სიკვდილი მორიგი შეტევა იყო მუდმივი მტრისგან. * * * მანქანა ძლივს მიუყვებოდა საკმაოდ ძველ და გაფუჭებულ გზას, ამიტომ ქალაქიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლას მთელი დღე დასჭირდა. მგზავრობისგან გადაღლილ ხატიას მანქანის უკანა სკამებზე მოკუნტულს ეძინა. საჭესთან გოგონებზე უფრო მეტად გადაღლილი ვატო იჯდა, თუმცა მამაკაცს დაღლილობაზე ერთი სიტყვაც არ დასცდენია. მის გვერდით მჯდარ ოლიკოს რამდენჯერმე ჩაეძინა, თუმცა გაფუჭებულ გზაზე მგზავრობისას სრულფასოვანი ძილი შეუძლებელი იყო. სახლი, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში რატი ცხოვრობდა, მეტად მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ორსართულიანი შენობა სოფლიდან საკმაოდ მოშორებით იდგა, ჰქონდა საკმაოდ დიდი ეზო და ოლიკოსთვის საყვარელი აივანი. მანქანის დანახვისთანავე აივანზე მდგარმა რატიმ სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და შიგნით შევიდა. უკვე ეზოსთან მისულებს ჭიშკარი სწორედ მან გაუღო. მისი დანახვით გაბრწყინებული თვალები ოლიკოს მალევე აევსო ცრემლებით. მონატრებული მამაკაცის სანახავად მანქანას გაჩერება არ აცადა, ისე გადმოხტა და რატის ჩამოეკიდა კისერზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩახუტებით მამაკაცის სითბო და საყვარელი სურნელი იგრძნო, მაინც ასლუკუნდა ბავშვივით. - სულ როგორ უნდა ტიროდე? - მოფერებით გაეცინა რატის და ჩახუტებული გოგონა სახლში შეიყვანა. - სხვა სათქმელი არაფერი გაქვს? - ცრემლიანი თვალები დაუწვრილდა მას. - მაინც რას ელი? - ლოყაზე მოეფერა მამაკაცი. - მაინტერესებს, არაფერს მეტყვი? - ცნობისმოყვარე ბავშვივით გაებუშტა წითლად შეღებილი ტუჩები. - სიცოცხლეს მირჩევნიხარ! - მიუხედავად იმისა, რომ სახლში მათ გარდა არავინ იყო, მაინც გოგონას ყურთან დაიჩურჩულა რატიმ. - კიდევ? - სუსტი ღიმილი შეეპარა ოლიკოს. - ვგიჟდები შენს ღიმილზე, - ყურიდან ლოყასთან გადმოინაცვლა მამაკაცმა და პარალელურად ხელები წელზე შემოჰხვია. - სულ ამის თქმა შეგიძლია? - უფრო და უფრო უწვრილდებოდა თვალები ოლიკოს. - ჩემი გულის ფეთქვის მიზეზი ხარ! - გადაჭრით განაცხადა რატიმ და გოგონა თავისკენ მიიზიდა, - თუ გინდა სიყვარულს ქმედებითაც დაგიმტკიცებ... მამაკაცის ეშმაკურად ათამაშებულ წარბებზე ოლიკოს უკვე გულიანად გაეცინა. - ყველაფერი დამთავრდა, უკვე შემიძლია მთელი სიცოცხლე შენ და ჩვენს პატარას მივუძღვნა, - ყურებამდე გაღიმებულმა რატიმ ყურადღება გოგონას სულ ოდნავ გამობურცულ მუცელზე გადაიტანა. აქამდე მიყრუებულ სახლში მოსაწყენი სიჩუმის ნაცვლად, გოგონას კისკისი გამეფებულიყო. ცხოვრებაში პირველად, რატიმაც იგრძნო ბედნიერების გემო, თავისი საყვარელი ქალბატონი ხელში ატაცებული მიჰყავდა საძინებლისკენ, სავარაუდოდ მოსასვენებლად... ჯერ ისევ მანქანაში მჯდარი ვატო ღიმილით დაჰყურებდა ისევ მძინარე ხატიას, რომლის დამახასიათებელ თმაშიც მწვანე ფერს ბუნებრივი წაბლისფერიც გამორეოდა. მისი გამოფხიზლების მიზეზი ხმაურის შემდეგ შეუჩვეველი სიწყნარე გახდა. გაკვირვებულმა წამოყო თავი და გარემოს მოავლო მზერა. - სად ვართ? - იკითხა ძილისგან დაბოხებული ხმით. - მოვედით უკვე, - უპასუხა ყურებამდე გაღიმებულმა რატიმ. - რატომ არ გამაღვიძე, - ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა ხატია და ზედ გადაფარებული ქურთუკის ჩაცმა დაიწყო. - საყვარლად გეძინა, - სარკიდან უყურებდა მამაკაცი გოგონას. - ახლა საყვარლად მშია, კარგი იქნება თუ გადავალთ, - გაეცინა ხატიასაც. მანქანიდან გადასულები, შიმშილის მიუხედავად, ნელა მიუყვებოდნენ ბილიკს სახლისაკენ. სიცივეში ჩიტივით მობუზულმა ხატიამ ხელკავი გამოსდო წელში გამართულ მამაკაცს, რომელმაც არსებული მომენტის გასაწელად ნაბიჯი უფრო მეტად შეანელა. დ ა ს ა ს რ უ ლ ი ჩემო საყვარლებო, ისტორია უკვე დევს საიტზე, თუმცა მაინც გადავწყვიტე სრული ფორმით განთავსება... იმედი მაქვს ისიამოვნებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.