შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოკეანისფერი თვალებით გეგეშიძეში (სრულად)


28-05-2018, 15:19
ავტორი Dead girl
ნანახია 4 777

მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი მის ლამაზ,წყნარი ოკეანისფერ თვალებს და ვერასდროს გავიგებდი მის ხრინწიან ხმას.
არ მიყვარდა - მეთქი ვამტკიცებდი,მაგრამ კითხვასაც აღარ ჰქონდა აზრი.
ყველამ იცოდა.
მთელმა ვაკე-ვერამ იცოდა.
მე,ლენკას,რომ ბუაძე მიყვარდა,ზუკა.
_____________________________________
მე,ჩერქეზიშვილი და ხვისტანი გეგეშიძეში ვიჯექით და მარლბოროს ვეწეოდით.
შვიდი თებერვალი იყო.
- ვშორდები რა! - ამოიკნავლა ჩერქეზიშვილმა და ხვისტანს მიესვენა.
- ენი,ამოღერღე,გოგო! რა ქნა ასეთი?- ნერვები აღარ მყოფნიდა,მეშვიდე ღერს ვეწეოდი,ლამის იყო ავვარდნოდი ლაბაძე ლუკას და ჩემი ხელით გამეგლიჯა.
- თუკასთან იყო,ლენა. - შევცბი. პირველად იყო ჩემმა დად ნაფიცმა ლენა,რომ დამიძახა და უნებურად მუხლები ამიკანკალდა.
ელენა მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო და ენის უსმენდა. არ გვეჯერა და რა გვექნა?!
ვერ წარმოგვედგინა,რომ ლუკა ოდესმე ჩერქეზიშვილს უღალატებდა. წყვილი იყო ისეთი,აი თვალი,რომ ზედ დაგრჩებოდა!
- ლენა,ბოლოს იცი რა მითხრა?!არა,იცი რა მითხრა?! მეც მტკიოდაო,ლენ,მეცო! არ იყავიო ჩემს გვერდითო.მეც მომიკვდა შვილიო. - ვეღარ ვუძლებდი. ვეხუტებოდი და კვლავ ვივსებდი ჰაერს ორთქლით.
რა საოცარია არა? ქალები ტკივილის დროს შვებას დაქალებში ან მარტოობაში პოულობენ,მამაკაცები კი - სხვა ქალებში.
თუ დაკვირვებიხართ,არც ერთი ქალი,ტკივილის დროს მეორე ნახევარს არ ღალატობს.
ენი ძლივს,რომ დავაწყნარეთ და ჩაძინებული სახლში ავიყვანეთ მხოლოდ მაშინ დავფიქრდით რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა.
- ლენა! დაურეკე ლუკას.
- ელენა,ტეხავს! რა დავურეკო,ნორმალური ხარ? ღამეა უკვე!
- არ მაინტერესებს,დარეკე მეთქი,ლენა.
მეც ავდექი და დავრეკე.
ხმა ჰქონდა ჩამწყდარი.
არ გავდა ენის ლუკას ხმას.

- ოც წუთში გელოდები გეგეშიძეში,ჩვენს ადგილას ვიქნები.
ძლივსგასაგონად ამოვიჩურჩულე,მიუხედავად იმისა,რომ მინდოდა მტკიცე ხმა მქონოდა.
ზუსტად ოც წუთში მოვიდა.
შეუმჩნევლად ჩამეღიმა.
ვიღაც ბიჭი მოყვებიდა გვერდით,პარლამენტს ეწეოდნენ. დამეფიცება იმ სიბნელეშიც კი გავარჩიე უცნობის ოკეანისფერი თვალები.
უბრალო კი არა,წყნარი ოკეანისფერი.
ისეთი ლამაზი იყო ვგრძნობდი,როგორ ვიკარგებოდი უსასრულო,წარმოსახვით ტალღებში.გამაჟრჟოლა,მაგრამ მალევე მოვედი გონს.
- სი*ი ხარ,ლუკა. - სრული სერიოზულობით ვეუბნები და ხელებს მკერდთან ვიჯვარედინებ.
- ვიცი,ვიცი! რა ჯანდაბა ვქნა ახლა?!
ყველა სიტყვაში.
ბგერაში.
ამოსუნთქვაში.
ეტყობოდა,რომ ნანობდა,მაგრამ სამწუხაროდ ხშირად სინანული საქმეს არ შველის.
- ჩემთანაა,ადი,დაელაპარაკე.
- ხომ იცი მომკლავს,ლენა!
- არაუშავს,ღირსი ხარ,ლაბაძე!
ლუკა წავიდა,ვიცოდი შერიგდებოდნენ.
ენის ყველაზე კარგი თვისება ის იყო,რომ ერთი შანსის მიცემა შეეძლო ადამიანისთვის.
მიკვირდა,როგორ უძლებდა ამდენს.
18 წლის შვილმკვდარი დედა იყო უკვე.
მტკიოდა ჩემი ვერ’დაბადებული ნათლული.
მენანებოდა ლუკას და ენის ვერ’ახსნილი გრძნობები.
მინდოდა ჩვენი ვერ’განვლილი გზები.
ელენაც,რომ დამემშვიდობა და მე და უცნობი დავრჩით მხოლოდ მაშინ ვიგრძენი აუტანელი სიცივე და ქარი,თმას,რომ მიწეწავდა ისეთი.
თმის შეკვრას ვაპირებდი ხმა,რომ ამოიღო.
- არ შეიკრა რა,ასე უფრო გიხდება.
- კარგი,გავითვალისწინებ.
ღიმილით დავუბრუნე პასუხი და თმის რეზინი ხელზე დავიბრუნე.
მერე უთქმელად ვიარეთ ვაკეში,გავედით წერეთელზე,ისევ ვაკეში დავბრუნდით.
დაღლილობას ვერ ვგრძნობდით ვერცერთი.
რაღაც უცნაურს ვგრძნობდი,რაღაც ჯერ არ’განცდილს.
მიყვარდა?
სასაცილოა.
ერთი დღის გაცნობილი,როგორ შემიყვარდებოდა?!
იმ ღამეს დაიბადა ლენკა და ზუკა ერთად.
იმის მერე,მე და ზუკა კი არა,ჩვენ ვიყავით უკვე,ერთად.
მერე იყო შეხვედრები.
ჩხუბები,გაბრაზებები,ეჭვიანობები.

- ლენა! არ ვყოფილვარ მეთქი მე ! - მიყვიროდა შუა ქუჩაში და არცერთ გაკვირვებულ გამვლელს არ იმჩნევდა.
- ჯანდაბაშიც წასულხარ,ბუაძე! ყელში ამომივიდა უკვე ეს შენი ნაშობა! - ცრემლები მახრჩობდა,მაგრამ არ ვაძლევდი ჯებირებიდან გადმოსვლის ნებას. ლენა ვიყავი ბოლობოლო,დავითულიანი.
რატომ უნდა ამეტეხა ტყუილად ისტერიკა? სხვა თუ უნდოდა წავიდოდა ისედაც. თავიდანვე გავაფრთხილე ტყუილს ვერ ვიტან - მეთქი.

- ლენკა,ბოდიში რა - გეგეშიძეში თავჩახრილი იდგა და პარლამენტს ეწეოდა.
მე მარლბოროს ვაბოლებდი ისევ.
- ერთხელ გაპატიებ,ზუკა,მაგრამ იცოდე,ტყუილს ვერ ავიტან!

ამის მერე მაინც მატყუებდა.თვალებში მიყურებდა და ისე მატყუებდა.

პირველი დეკემბერი იყო მასთან,რომ გადავედი საცხოვრებლად. დედაჩემმა სახე ჩამოიხოკა,მამამ აღარ დამენახოო,მაგრამ ბუაძით იმდენად ვიყავი დაბრმავებული,ვერავის ვამჩნევდი სხვას.
ისეთი ტკბილი “ოჯახი” გვქონდა ვერც წარმომედგინა,ყველაზე საშინელ კოშმარშიც არ მენახა ჩვენი დაშორება.
ექვსი თვე ვიყავით ბედნიერად.
მერე შეიცვალა.
დედაჩემი ამბობდა ადრე თანაცხოვრების პერიოდში ყველაზე კარგად ჩანს რა ნაკლი აქვს ადამიანსო.
მართალი იყო.
მაგრამ,მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ნაკლი ჰქონდა მიყვარდა.
სრულყოფილი იყო ჩემთვის.
არცერთი ვამბობდით იმას,რისი თქმაც რეალურად გვინდოდა.
გავუცხოვდით.
ერთმანეთს გავურბოდით.
და საბოლოოდ ...


- ენი,ელენა!მალე ჩემთან. - გახარებული ვკივი და ტელეფონს ვთიშავ.
ზუსტად 10 წუთში ორივე ჩემთან ზის და ტესტს უყურებენ,რომელიც დადებით პასუხს აჩვენებს.
ბავშვს ველოდები.
მე.
ზუკა ბუაძისგან.
მეტირება.მეცინება.
ყველაფერი ერთად მემართება.
მერე უცებ ძალიან ვიღუშები,რადგან არ ვიცი,როგორი რეაქცია ექნება ამაზე ზუკას.
იქნებ ამან გამოასწოროს ურთიერთობა?
მაგრამ არა!
უაზრობაა ბავშვზე დამყარებული ურთიერთობა.
უაზრობაა ბავშვის გამო შენარჩუნებული ოჯახი.
- ლენკა,ნუ ნერვიულობ რა! აქ ვართ ჩვენ.შენ თავს გეფიცები ყველაფერი მაგრად იქნება - ტკივილნარევი ხმით მეჩურჩულება ენი.
- ლუკას დავურეკოთ და ავღნიშნოთ!

სიამაყით ვივსები საბოლოოდ ყველა,რომ ვიკრიბებით და ვამჩნევ,როგორი კარგები ვართ ე რ თ ა დ .
სიგარეტს ვიღებ და ჩანგალს ჭიქაზე ვაწკარუნებ,რათა გარშემომყოფების ყურადღება მივიქციო.
- ხალხო,ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ - ღრმა ნაპასს ვაყოლებ სიტყვას და ზუკას ვაშტერდები. - ორსულად ვარ.
ირგვლივ სიჩუმეა,ანანო წერეთელს , ზუკას ე.წ. მეგობარს თვალები მოულოდნელობისგან უშტერდება. ხელს მუცელზე იდებს და საშინლად იმანჭება.
- მიხარია,ლენკუ,მამა ვინაა? - ტუჩების პრუწვით მანიშნებს მუცელზე და ვხვდები სიბრაზისგან,როგორ ვინთები.
იმაზე კი არ ვბრაზდები ეს პატარა ძუკნა ამდენს,რომ მიბედავს,იმაზე,რომ ზუკა არაფერს ამბობს.
- ლენა,მე და ზუკა პატარას ველოდებით,რა მაგარია არა? ჩვენი შვილები ერთად გაიზრდებიან - წერეთლის ხმა შორიდან მესმის და ვცდილობ თავი შევიმაგრო.
რას ველოდი?
რას?!
ხომ ვიცოდი როგორიც იყო,ხომ ვიცოდი,რომ ბოლოს მაინც მიღალატებდა.
თან ვისთან?
ანანო წერეთელთან.
ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ გააკეთებდა. თვალს ვხუჭავდი იმაზე,რომ სახლში გვიან მოდიოდა,სულ გაღიზიანებული იყო და არაფერი ჰქონდა შერჩენილი იმ ზუკასი,რომელიც მე მიყვარდა.
პარლამენტსაც აღარ ეწეოდა.
კენტს მიეჩვია,რვა ნომერს.
ყველაზე მეტად იმან დამამცირა,რომ სახლში მოიყვანა,იმ სახლში სადაც მე და ჩემი ჯერ არდაბადებული ბავშვი ვცხოვრობდით.
სადაც მკოცნიდა,მეფერებოდა.
თან ასე უტიფრად,ყველას თანდასწრებით გამომიცხადა ბავშვს ველოდები სხვისგან და შენ მკ*დიხარო.
რა სასაცილოა იცოდე სიმართლე და თავს არწმუნებდე,რომ ეს ასე არაა. ჩემი აზრით,ცხოვრებაში ადამიანისთვის ყველაზე აზარტული თამაში გაქცევაა. გაქცევა სიმართლისგან.
- ვა,ორი ამბავი გვქონია ასაღნიშნი! - თვალები ყალბად მიბრწყინდება და დედაჩემს მადლობას ვუხდი,რომ ბავშვობაში სამსახიობო სტუდიებში დავყავდი.
თქვენ გგონიათ ოჯახური სკანდალი გვქონდა?!
არანაირად.
ჩვენ უბრალოდ დავშორდით ისე,როგორც შევხვდით.
წყნარიოკეანისფერი თვალები ისეთები აღარ იყვნენ,როგორც გეგეშიძეში ვნახე.
აღარც ზუკა იყო ისეთი.
აღარც ჩემი გრძნობები
და
საერთოდ არაფერი.

_________________________________________
მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი მის ლამაზ,წყნარი ოკეანისფერ თვალებს და ვერასდროს გავიგებდი მის ხრინწიან ხმას.
არ მიყვარდა - მეთქი ვამტკიცებდი,მაგრამ კითხვასაც აღარ ჰქონდა აზრი.
ყველამ იცოდა.
მთელმა ვაკე-ვერამ იცოდა.
მე,ლენკას,რომ ბუაძე მიყვარდა,ზუკა.



№1  offline წევრი qeti.ii

გაგრძელებას ვითხოვ!საოცარი იყო,ზუკა არ დამანახო,კარგი ბიჭი მოუნახე,ისე,რომ უბედნიერესი იყოს!

 


№2  offline წევრი elena gavasheli

heart_eyes kissing_heart rage scream scream relaxed relaxed joy joy blush აი ჩემი რეაქცია შენი ისტორიის კითხვის დროს სმაილებით გამოვხატე

 


№3  offline მოდერი ენემი

ასე მოექცა მაგრამ მაინც ლუკა სჭირდება,
ხო ლუკა, ის ბუაძე როა.
ისევ ერთად მათ პატარასთან ერთად

 


№4 სტუმარი სტუმარი keti

გაგრძელებას მოვითხოვ :დდ

 


№5  offline წევრი სიბილა

მდააააააააააააააა..............

რატომ ასეთი დასასრული არც იმათი პატარა მესმის და არც ასეთი ოკეანისფერების არსებობის აზრი

მაგრამ თუ გაგრძელდება(კარგად არის სიუჟეტიგაშლილი და უნდა გაგრძელდეს) ბატონი ზუკა უნდა შეიცვალოს მაგრად ინანოს უკაცრავად და მიწაზეც იფორთხოს

და იმ ანანოსაც თუ თავმოყვარეობის ნატამალი აქვს სად ეჩხირება სადაც არ დასრულებულა არაფერი ავტორმა ნეტართა საპატიო ადგილზეც რომ წაიყვანოს უნდა წაიყვანოს

ხოდა რა ზუკა ერთი რა ბავშვს ღირსეული მამა სჭირდება და უყუროს იმან შორიდან

 


№6  offline წევრი nathali lifhonava

მდააჰ<3
ლისს როგორ მომენატრე ჩემო გოგო<3
ზუკა აღარ დამანახო თორე ხელებს სისხლში გავისვრიი;დდ
ეს ისტორია უნდა გაგრძელდეს! blush kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№7 სტუმარი Liza kekuaa

Lizaaaaaaaaa vabodeeeb shenzeeee ????????????????????????????kochaaghh dzaaanmagaria????

 


№8  offline წევრი Lu Miki

♡♡ რატომ სულ ასეთი სევდიანი და ტკივილით სავსე დასასრულიიი??!!
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent