შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 5)


29-05-2018, 01:12
ავტორი Stranger things
ნანახია 1 480

წვეულება რამდენიმე საათი გაგრძელდა, მე და ნოე კი ერთმანეთს არ ვშორდებოდით, ვიცოდი რომ თითქოს არასწორად ვიქცეოდი,მაგრამ რაღაც მკარნახობდა რომ იმ წამს ამაზე სწორი საქციელი არ არსებობდა. მე, ლიზა და ნოე ისევ რაღაცაზე ვიცინოდით როდესაც ქერა ბიჭი მოგვიახლოვდა.
-ოჰ,ოჰ,ოჰ აქ რა ხალხი შეკრებილა!
-ტარიელ!-წამოიძახა გახარებულმა ლიზამ და მაშინვე მიიღო საპასუხო ღიმილი.
-არ ვიცოდი თქვენც თუ აქ იყავით.
-კი,ერთი თვით.-გაუცინა ლიზამ.
-აუ რა მაგარია ტო, მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ისეთი ადამიანი გამოჩნდეს,ვინც მერვე ნაყინის საყიდლადაც უპრობლემოდ გამომყვება.
-რა მერვე,მაგას ვინღა წუწუნებს...დღეს მეთერთმეტეს საყიდლად წამიყვანა.-თვალები ჭყიტა ნოემ.
-შენ რა გიჭირს.-ყურში ჩავჩურჩულე და ლიზას გადავხედე სიცილით.
-ოჰ,როგორ გიკითხოთ ბატონო ნოე?!-გაბრაზებული ღიმილით მიუტრიალდა ტარიელი.
-მშვენივრად, მშვენივრად.-ტუჩის კუთხეებში ეშმაკურად ჩაიღიმა ნოემ.-თქვენ?
-რა თქვენ ბიჭო!-წამოენთო ტარიელი და სასაცილოდ შეკრა წარბები.-ჯერ რამ გათქმევინა იმ ქალთან უცოლოაო და მერე რამ გამოგაქცია?!
-რა?-გამეცინა მე.
-რა და ჩემო ელე...ამ ბატონმა ოთხმოცი წლის ბებოსთან მიმიყვანა და უთხრა უცოლოაო...კაი ძაან საყვარელი ბებო კი იყო, ჯერ ჩაიზე და ნამცხვრებზე დამპატიჟა და ხო იცის ამ ვაჟბატონმა რომ ნამცხვრებზე უარს ვერ ვამბობ...მაგრამ დარეჯანი ბებომ რომ ამოიღო ტელეფონი და დაიწყო აი ეს ჩემი შვილიშვილია 42 წლის, ექიმია, განალებული, ჭკვიანი გოგოო...მაშინ მოიხია ამანაც და დამტოვა...-ისე სასაცილოდ ყვებოდა,რომ ძლივს ვიკავებდო სიცილს.
-კარგი,კარგი ნუ წუწუნებ.-გაეცინა ნოეს.-კარგი გოგო იყო რა გინდა.
-ხო,ხო კარგი დეიდა იყო.-ამაზე კიდევ ერთხელ გაგვეცინა.
კარგად გავერთეთ და დაღლილები ავედით ოთახებში.

***********
ლიზა
***********
როგორც კი ჩემს ნომერში ავედი,მაშინვე დაღლილი დავეშვი საწოლზე,შემდეგ ნელა ავდექი, შხაპი მივიღე და საყვარელი კურდღლებიანი პიჟამა ჩავიცვი,საწოლში შევძვერი და ტელევიზორში ფილმის ყურება დავიწყე...რაღაც მაკლდა, ამიტომაც ხალათი მოვიცვი და პოპკორნის ამოსატანად მე ჩავედი ქვევით. ალბათ დრო ვერ გავთვალე,რადგან მხოლოდ მისაღებშიღა იდგა რამდენიმე ადამიანი. პოპკორნის მომზადება მეც ვიცოდი,ამიტომაც სამზარეულოს მივაშურე. კარები ფრთხილად გავაღე, ირგვლივ სიჩუმე და სიბნელე სუფევდა ჩუმად შევიპარე და უკვე ტაფას ვეძებდი როდესაც ძლიერი ხელი შემომეხვია და თავისკენ მიმიზიდა, ავფართხალდი და კივილის მორთვას ვაპირრბდი როდესაც მომღიმარი ტარიელი დავინახე, იმ სიბნელეშიც კარგად გავარჩიე სწორი ნაკვთები, ცისფერი თვალები და გრძელი შეკრული თმა, საიდანაც რამდენიმე კულული ურჩად ეყარა სახეზე.
-ჩუუუ!-ხელი გამიშვა და თითი მიიდო ტუჩებზე.
-აქ რა გინდა?-რაც შემეძლო ჩუმად ვუჩურჩულე.
-საიდუმლოს შენახვა იცი?-წამში მიიღო სერიოზული სახე, მხოლოდ ტუჩის კუთხეებში უხტოდა ღიმილი.
-საფლავში ჩავიტან.-მე მაინც მეცინებოდა.
-კარგი,მაშინ მომყევი.-ხელი ჩამოვლო და სამზარეულოს კუთხეში წამიყვანა სადაც მაგიდაზე უზარმაზრი ტორტი იდო.- დღეს წვეულებაზე ეს ტორტი ჰქონდათ, თუ გინდა ჩემი მთავარი საიდუმლო იცოდე გეტყვი. ასეთ წვეულებებზე ტორტებს მხოლოდ უყურებენ და საჩვენებლად უდგათ, შემდეგ კი სამზარეულოში გამოაქვთ. თუ გინდა მსოფლიო დონის ჩემპიონი იყო ტკბილეულის ჭამაში უნდა გახსოვდეს ერთი წესი.-სახე საშინლად სერიოზული გაუხდა.-ხელიდან არ გაუშვა მორიგი შოკოლადის ტორტი.
-შევთანხმდით.-ტორტს ორი ნაჭერი ჩამოვაჭერით და გემრიელად შევექეცით.
-ისე კარგი პიჟამაა.-ჩემს კურდღლებიან მაისურს დავხედე.
-ნუ დამცინი.
-არ დაქცინი. -სერიოზულად მითხრა.-სერიოზული პიჟამაა.
-შენ მხოლოდ ნამცხვრებში და პიჟამოებში ერკვევი ასე კარგად თუ სხვა ნიჭიც გაქვს?
-კი, ხვალ სხვა ჰობი მექნება.-მითხრა და კიდევ ერთი ნაჭერი ჩამოაჭრა ტორტს.
-სხვა ჰობი?
-აი მაგალითად მწერლობა შეიძლება მომინდეს ან ფერმერობა.- სრულიად სერიოზულად მითხრა.
-ფერმერობა?-გამეცინა.
-ჰო აბა,ერთიდაიგივე ჰობი მოსაწყენია.მე ყოველდღე ახალი მაქვს.მაგრამ სურვილი რომ მსოფლიოში ყველა სახის ტკბილეული დავაგემოვნო, პირველ ადგილასაა.
-უცნაური ვინმე ხარ.-გავუცინე მე.
-ჯერ სად ხარ.-მასაც გაეცინა.-კარგი...მიდი ყველზე გიჟური იდეა მითხარი,რაც კი თავში აზრად მოგსვლია.-სრული სერიოზულობით მკითხა, არც გამკვირვებია ის არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი და რც სტანდარტულ კითხვებს სვამდა.
-დამცინებ.-თავი ჩავხარე.
-მე?-შეიცხდა. -მიდი რაა მითხარი...
-კარგი...გადაწყვეტილი მაქვს,რომ შოკოლადს ძეგლი დავუდგა.
-კარგი აზრია.-თქვა სერიოზულად.-აი მე ჩემს პირველ შვილს შოკოლადს დავარქმევ.
-რაო?-გამეცინა.
-ხო,საპატივსაცემოდ.
-კი კი ბიჭსაც მოუხდება და გოგოსაც.-ისევ გამეცინა.
-აი ,რა გაცინებს?-გაეღიმა.-ვინ ან რა იცი ამ ქვეყანაზე მეტად საპატივსაცემო?
-ხელები ამიწევია.-დანებების ნიშნად აღვმართე ხელები.
-ნუ...შენ შეგიძლია კრემბრულე დაარქვა,გითმობ.
-ვიფიქრებ.-ისევ გამეცინა.
ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და ტორტს ვაგრმოვნებდით.
-წქვიდეთ?-დავიჩურჩულე,როცა გარედან ხმაური გავიგე.
-წავიდეთ.-მითხრა და უხმოდ გამიყვანა სამზარეულოდან.
-კარგი ახლა უნდა წავიდე.-ვუთხარი და ლიფტისაკენ დავიძარი.- მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის-ლოყაზე ვაკოცე და არაფრის თქმა აღარ ვაცადე,ისე წავედი ოთახისაკენ.
ჩემს ნომერში შევედი და გახარებული დავეცი საწოლზე, იმის მიუხედავად რომ მთელი საღამო შოკოლადებისა და ნამცხვრების მეტი არაფერზე გვილაპარაკია, მე მაინც საოცრად ვგრძნობდი თავს. ეს ბიჭი იმდენად თავისებური და მხიარული იყო რომ არ შეგეძლო არ გაგღიმებოდა მის დანახვაზეც კი. ამ ფიქრებში ჩამეძინა.


***************
ვიცი,ვიცი პატარაა,მაგრამ გამოცდები.იმდეია ამ ერთი სიტყვით მიხვდებით ყველა ჩემს პრობლემას,თუ რატომ ვერ ვდებ დიდ თავებს.♥♥♥♥ძალიან დიდი მადლობა გაგებისთვის და ასეთი სასიამოვნო და სახალისო კომენტარებისათვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent