შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (6)


30-05-2018, 21:48
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 619

დილით ლილეს გაეღვიძა პირველს. მაქსიმეს ძლიერი ტორები ჰქონდა წელზე შემოხვეული და მისი სახე მუცელზე ედო. მაქსიმეს მშვიდად ეძინა. რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა ლილეს, ვერ იგებდა რა გაეკეთებინა. წამომხტარიყო და გეღვიძებინა, თუ მშვიდად ეყურებინა მძინარე მაქსიმესთვის, რაც მის გულს უნდოდა. ვერაფერი გააკეთა მაინც. ხელი ისე წაიღო მისი სახისკენ და ისე შეუცურა თმაში, წესიერად ვერც გაიაზრა. მის მოკლე თმას ეთამაშაბოდა და თან ფიქრობდა. ამოიბურტყუნა კიდეც ოდნავ ხმამაღლა.
-გეგონება ბავშვს სძინავსო, არადა ბოროტი მბრძანებელი! -გაეცინა და ვერ მოითმინა კისერში წამოარტყა ხელი და ბოლო ხმაზე ახარხარდა. მაქსიმე კი ელდა ნაკრავივით წამოხტა.
-რა.. რა.. რა ხდება?
-ხდება რამე? -გაოცებით შეხედა ლილემ.
-ლილე რატომ არ ისვენებ? -თვალების ფშვნეტით და ბოხი ხმით ძლივს წარმოთქვა მაქსმა და ამოამთქნარა ხმაურიანად.
-უკაცრავად ჩემზე, რომ გეძინათ ხომ არ შეწუხდით? -ირონიულად უპასუხა.
-ნწ არაა. პირიქით.! გავყუჩდი, ჩავყუჩდი, მივყუჩდი.. -ვნებიანად ამოილაპარაკა და ისევ მის მუცელთან მოკალათდა.
-მაქსიმე აეთრიე! -სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლილე.
-მმმ.. არა.. მომწონს აქ..
-რას მეკრუტუნები გაზაფხულის კატასავით.
-კატა ვარ მერე და რბილ ბალიშზე მინდა თავის ჩამოდება.
-ტვინში გაქვს შენ რბილი ბალიშ... -სიტყვები გაუწყდა ლილეს, როდესაც მაქსიმემ ზემოთ აიწია და მის მკერდს ჩამოადო თავი ოდნავ და უარესად აკრუტუნდა.
-მაქსიმე.. რა. რაას აკეთებ? -ახურებულმა ძლივს ამოთქვა სიტყვები.
-ფისო რბილ ბალიშებში ნებივრობს. მნააჰ..
-გაფუჭებულო, გათახსირებულო, ველურო. მო.. მო.. მომშორდიიი. -ძლივს ბლუყუნებდა. მაქსიმე კი კანზე ცხვირს უთათუნებდა და ტუჩები ოდნავ მიადო ლავიწთან. ნელი კოცნებით აუყვა ყელს და ლოყამდე მივიდა. მიბნედილი ლილე კი გაისუსა და კოცნის მოლოდინში თვალები დახუჭა. მაქსიმე ისევ სულ ოდნავ ახებდა ტუჩებს მის რბილ კანს და ვნება მორეული, მაინც ცდილობდა თავის შეკავებას. უნდოდა მისი ტუჩები დაესაკუთრებინა, მაგრამ ამას არ აღირსებდა. მშვენივრად ხვდებოდა ისედაც ლილეს, რომ სიგიჟემდე უნდოდა მისი კოცნა. აწვალებდა აი ასე, მეტიც- აწამებდა. მაქსიმემ ტუჩები ყურთან მიუტანა, ჯერ სველი კოცნა შეატოვა ბიბილოზე და მერე ვნებიანად ჩაშჩურჩულა.
-ისუნთქე ფისო.... -წამსვე მოშორდა მაქსიმე და ლილეც ვერ იაზრებდა რა მოხდა ახლა. ცოტახანში თვალები ჭყიტა და ბალიში გაუქანა მაქსიმეს. ის კი ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
-გარყვნილო, ბოროტო! გამინაღდე და მიყენებ ხო!? -ბრაზი ერთიანად მოაწვა ლილეს, მაგრამ რა აბრაზებდა ვერ ხვდებოდა.
-მე ცუდს არაფერს ვაკეთებ ცოლო! ეს ჩემი უფლებაა. -ირონიულად ჩაისისინა კმაყოფილმა.
-შენი უფლება? კაი ახლავე განახებ მე რისი უფლებაც მაქვს!
-ლილე მისკენ გაიქცა და ზედ შეახტა წინიდან. მაქსიმე კი გაკვირვებული უყურებდა, ვეერ ხვდებოდა რის გაკეთებას აპირებდა ლილე.
-მმ ჩემი ველური ფისო რას აკეთებსო? -ისევ ვნებიანად ამოილაპარაკა. არ ნებდებოდა გვიჩიანი. ლილეს თვალები აენთო და საოცარი სიმშვიდით უპასუხა.
-იმას რასაც შენ ვერ აკეთებ ქმარო! იმის ტვინიც არ გაქვს დაწყებული ინციდენტი ბოლომდე მიიყვანო! -მაქსიმეს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ლილემ თითი დაადო ტუჩებზე და ის დააცხრა ზედ, რომ მაქსიმემ ვერც გაიაზრა. ეს გიჟი გოგო კოცნიდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რა გამოუცდელიც იყო. მაქსიმეს მთელი სხეული დაეჭიმა. ლილემაც იგრძნო სიახლე თავის ორგანიზმში. ერთიანად შეახურა და კოცნაში აყოლილ მაქსიმეს ინსტინქტურად თმაში ხელი შეუცურა. გაგიჟებული მაქსიმე ახლა უკვე ველურად აყვა კოცნაში და ლილეს რბილ ტუჩს კბილებით გამოედო რაზეც ლილეს წამოაკვნესა. გაითიშა ლილე, გონება დაებინდა. ვერაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რომ გაგიჟებით კოცნიდა მაქსიმეს. მთელი სხეული მისი სურვილით აუთრთოლდა ლილეს. „დაკმაყოფილებულმა“ მაქსიმემ საწოლისკენ წაიყვანა და მასთან ერთად გადაეშვა. ვერ სწყდებოდა ლილეს ტუჩებს ვნებიანად ყვებოდა. ლილემ შიშველ ზურგზე თითები აუსრიალა და უარესად დაეჭიმა სხეული მაქსიმეს. ლილე ზემოდან მოექცა და ახლა ისე კოცნიდა. არავითარი უხერულობა არ ჰქონია. როგორც, კი მიხვდა, რომ უკვე ზედმეტად შეიჭრა როლებში მაქსიმე მოშოებას ეცადა. მაქსიმეს ყელში აკოცა და ახარხარებული წამოხტა საწოლიდან.
-გვიჩიანო ჩაცხრიიი!!!
-ლილე დამაიმპოტენტე კინაღამ! -იკივლა გამწარებულმა მაქსიმემ და ეცადა სული მოეთქვა. ლილე კი სიცილს აგრძელებდა.
-ძალიან კარგი მერე! დაიმპოტენტდები და ვეღარაფერს დამიშავებ ჰორმონებ დაჩაგრულო!
-ხოდა დარჩები მერე ასე უკაცოდ და სულ სველი! -ირონიით უპასუხა გაქცეულ ლილეს და მისი ლანძღვაც მისწვდა მაქსიმეს ყურს რაზეც გადაბჟირდა.
-როგორც ჩანს მაქსიმეს 50 ელფერი მაქვს დასაწერი!
-დაწერე მერე. -მაქსიმემ კიდევ ერთხელ ჩაიცინა და სააბაზანოში შევიდა, მას შემდეგ რაც ლილე მოწესრიგდა. მაქსიმეც მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა ლილესთან. საუზმეს მთელი ენთუზიაზმით ამზადებდა ლილე და თან ღიღინებდა. ჩუმად მიუახლოვდა და შემობრუნებულს „ეცა“ ტუჩებშიი.
-რაო თავს ვეღარ იკავებო? -მის ტუჩებთან ამოილაპარაკა ლილემ და მაისურის ქვეშ შეუსრიალა ხელი.
-გაზაფხულის კატასავით, რატომ იქცევი ველურო ფისო? -კოცნითვე უთხრა მაქსიმემაც. და თავისი ნათქვამი სიტყვები გაახსენა.
-შენგან განსხვავებით ჰორმონებს ვაკონტროლებ დაჩაგრულო!
-ხოდა ერთხელაც იქნება გამომტყუებ რაღაცას და მერე შენი ხმა აღარ გავიგო! -დაიძაბა მაქსიმე და მოშორდა. ლილეს სახე აელეწა, მიხვდა მან რაც იგულისხმა და მიხვდა, რომ სჯობდა „დაესტოპებინა“. ორივეს ხასიათი გაუფუჭდა. ლილემ ყავა გაამზადა და მაქსიმეს მიუტანა.
-დალიე და ვჭამოთ. -მშვიდად მიმართა ლილემ.
-კარგი.
-დამწვრობა, როგორ გაქვს გეწვის კიდე?
-მაზის წასმა უნდა კიდევ. -მაინც აუციმციმდა თვალები მაქსიმეს.
-ვჭამოთ და წაგისმევ მერე.
-კარგი. -ლილეს სახეზე მაქსიმემ ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა შეუმჩნევლად. ლილემ ყავის სმა, რომ დაასრულა სუფრა გაშალა და მაქსიმეს პირდაპირ მოთავსდა. უხმოდ ისაუზმეს და ასევე უხმოდ მიალაგა ლილემ იქაურობა. დამწვრობის მაზი აიღო და მაქსიმესკენ გაემართა.
-წაგისვა?
-ხო რა თქმა უნდა. -სერიოზული სახით მიმართა მაქსიმემ და ლილე კალთაში ჩაისვა. -ასე წამისვი!
-გამიშვი ხელი ისეც მშვენივრად წაგისმევ. -ლოყებ აწითლებულმა უთხრა.
-მე ასე მინდა, მაინც არ გაგიშვებ ჯერ და ჯობია წამისვა! -ლილემ თვალები მომაბეზრებლად აატრიალა და მაზი თითებზე დაიტანა დანებებულმა. ფრთხილად შეეხო მის აწითლებულ მკერდს და ნაზად გადაუსვა ხელი. ლილესაც და მაქსიმესაც შეაჟრჟოლა. ლილეს თვალწინ დაუდგა დილის კადრები. ვითომ თამამი და მაგარი გოგოს როლი მოირგო, მაგრამ სინამდვილეში სრცხვენოდა თავისი საქციელის. მისმა კოცნამ უარესად დააფიქრა მაქსიმეზე და ახლა განსაკუთრებულად გრძნობდა გულში ძლიერ ბიძგებს. ხელით ეხებოდა მისი გულის ზედაპირს და მაქსიმეს გულის ცემა ლილეს ხელის საშუალებით, ლილეს გულს გადაეცემოდა. არც მაქსიმე იყო გამონაკლისი. დაფიქრდა და ესიამოვნა კიდეც ლილეს ეს საქციელი. არ უნდოდა მასთან რაიმე ჰქონოდა. ისედაც ვერ ხვდებოდა მასთან მიმართებაში სიმპატიები ჭარბობდნენ თუ ჰორმონები. მასაც სიგიჟემდე უნდოდა მისთვის ეკოცნა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ჯობდა ლილეს გრძნობები არ გასჩენოოდა, თუმცა, ვერც მიხვდა ისე დაიდო ადგილი ლილეს გულში. ორივეს სხეულში ერთმანეთის სურვილმა დაუარა და დამუნჯებულიყვნენ. მორიდებულად ათვალიერებდა მაქსიმეს სხეულს ლილე. იჯდა მის კალთაში და ვერ ინძრეოდა. როგორღაც მოერია თავს და ალაპარაკდა მაინც ჩაფიქრებული.
-წვის შეგრძნება გაქვს კიდევ? წესით ლაქა არ უნდა დაგრჩეს, მალე გადაგივლის.
-სულ ოდნავ. შენ მომარჩინე შენი რბილებითო. -გამომწვევად უთხრა და ტუჩები ახლოს მიუტანა. ლილე დაიბნა, სახეზე უარესად წამოწითლდა და ეცადა ეს სურვილი მოეთოკა, თორემ ნამდვილად დაიღუპებოდა.
-მაქსიმე მოვრჩეთ რა ამ თამაშს. გთხოვ... -საცაა სულს განუტევებდა ლილე, არადა პირიქით უნდოდა. მაქსიმე უკვე ისე აგიჟებდა, იმ კოცნის მერე სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სიგიჟე ეკეთებინა.
-რა თამაშს? -უფრო ახლოს მისწია სახე მაქსიმემ და ცხვირი ცხვირზე მიადო.
-აი ამ თამაშს.. -ვნება მოერია ლილეს.
-რომელს.. -უფრო ვნებიანად უთხრა და სულ ოდნავ მიადო ტუჩები მისას.
-აი ამმას.. -ხმა აუთრთოლდა და თვალები დახუჭა. მაქსიმე მის ტუჩებს დაეუფლა. ვნებიანად კოცნიდა, ლილეს სქელ ტუჩებს ჭკუიდან გდაყავდა ისე უნდოდა მთლიანად დაუფლებოდა. ლილემ უკვე საკმარისად, რომ ისიამოვნა კბენა გადაწყვიტა. მწარედ უკბინა ტუჩზე და მისი „კლანჭებიდანაც“ თავი იხსნა.
-რა ცუდი გოგო ხარ ლილე, როგორ მაწვალებ! -კბილებს შორის გამოსცრა და იგრძნო პირში ჟანგის გემო.
-ხოდა ძალიანაც კარგი! შენ თვითონე მიწვევ და გითხარი მორჩითქო!
-გაემზადე მივდივართ! -მკაცრად უთხრა მაქსიმემ.
-მე შენ არსად არ მოგყვები!
-კაი მაშ ჩემი ხელით წაგიყვან.! -მაქსიმე მისკენ გაემართა და ერთი ხელის მოძრრაობით აიყვანა ხელში. ეზოში გაიყვანა და მანქანაში ჩასვა. კარები დაუკეტა და თვითონ უკან შებრუნდა. შიშველ ტანზე მაისური უნდა ჩაეცვა. გვერდით მიუჯდა გაბრაზებულ ლილეს და მესტიამდე უხმოდ ჩაიყვანა. ტანსაცმლის მაღაზიასთან, რომ გააჩერა მანქანა და ძალით გადმოიყვანა , ლილეს თვალები გაუფართოვდა. ისე გაუხარდა მაქსიმეს საქციელი კინაღამ მიეხუტა. მაღაზიაში შევიდნენ და მაქსიმემ კაბებისკენ წაიყვანა.
-მაქსიმეე.. მე.. იცი..
-არ არის ლილე მადლობები საჭირო. მოდი ავარჩიოთ რაც გინდა. თითქმის არაფერი გაქვს. ვფიქრობ ჯერ ქორწილისთვის კაბა ავარჩიოთ ჯობია. -როგორ უხაროდა ლილეს მაქსიმეს სიტყვები და ის ფაქტი, რომ სანამ რამეს იტყოდა მან უკვე იცოდა.
-ხო მარა, მაინც გმადლობ! კარგი ქმარი ამირჩევია! -ხასიათი გამოუკეთდა და ხუმრობებიც დაიწყო გოგომ.
-კი როგორ არა სულ შენ ამარჩიე! -გაეკრიჭა მაქსიმეც.
-მთავარი ჩემი თანხმობა იყო!
-ხომ იცი, რომ ყველა ვარიანტში დაგითანხმებდი?! -დარწმუნებით უთხრა და კმაყოფილმა გაუღიმა.
-კკარგი გეყოფა ახლა მაიმუნობა და მითხარი აბა ეს კაბა როგორია?
-მე ვფიქრობ ჯერ უნდა ჩაიცვა და მერე გადავწყვეტ როგორია!
-კარგი წავალ გასახდელში და ამ რამდენიმეს გაჩვენებ.
-მიდი ფისო გელოდები! -ლილემ რამოდენიმე კაბა აარჩია და გასახდელისკენ წავიდა. პირველად წითელი ატლასის კაბა მოირგო ძალიან სადა. მაქსიმე იქვე ჩამოჯდა და ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ლილე „სცენაზე“. ლილემაც არ დააყოვნა, წამსვე გამოვიდა და მაქსიმეს დაენახა.
-აბა ახლა როგორია?
-მმ.. არ მომწონს. შემდეგი! -გულწრფელად უპასუხა და ლილეც უკან შებრუნდა. რამოდენიმე უარის შემდეგ, გამწარებული შევიდა გასახდელში ლილე და ბოლო კაბაც მოირგო. ძალიან ლამაზი შავი კაბა. გაშვებული სტილის კოჭამე. მუხლს ზემოთმმდე შეხსნილი. მოკრძალებული დეკოლტეთი, და ამოღებული ზურგით. სანამ მაქსიმესთან გავიდოდა თავი შეათვალიერა და განსაკუთრებით მოეწონა ეს კაბა თავის ტანზე. იმედიანად გავიდა მაქსიმესთან. მაქსიმემ, რომ დაინახა ვერაფერი თქვა. ცოტახანს უყურა, თვალებში ეტყობოდა, რომ ძალიან მოეწონა. წამოდგა და მასთან მივიდა. ლილე უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს განაჩენი უკვე იცოდაო მაქსიმე ისე უყურებდა.
-მაქსიმე რას აპირებ? ხალხში, რომ ვართ იმედია გახსოვს.. -მაქსიმემ წელზე ხელი შეუცურა და მის ყურთან დაიჩურჩულა.
-რა აზრის აქვს კაბას, თუ ის მამაკაცს გახდის სურვილს არ უჩენს? -ლილე წამოწითლდა და ესიამოვნა მაინც მისი სიტყვები.
-ოჰ დიდებული კოკო შანელი! -კმაყოფილმა წარმოთქვა.
-მშვენიერი კაბაა ძვირფასო, სიამოვნებით გაგხდიდი, მაგრამ წინ ჩენი ქორწილის კაბა. -ისევ ვნებიანად უთხრა მაქსიმემ და მოწყვეტით აკოცა.
-ხალხის მაინც გერიდებოდეს გაფუჭებულო კაცო!
-ხოდა კიდევ კარგი ქორწილის მერე ხალხი არ იქნება. -გაუცინა მაქსიმემ „ლილეს სიცილით“.
-ოცნება უფასოა ჰმ.
-ოქქ. ისუნთქე და წამოდი შენი ლიფი არ მომწონს რაღაც. მაგ კაბას კარგი თეთრეული სჭირდება ძვირფასო. -ლილე ისევ გაგიჟებული შევარდა გასახდელში და კაბა გამოიცვალა. იქიდან გამოსული მაქსიმეს დაეძებდა, რომელმაც თეთრეულიც აურჩია.
-აი შენ, რომ აღარ იწვალო აგირჩიე უკვე. -უთხრა და ლილეს სახეზე გაიცინა, რომელსაც სირცხვილისგან სახე აელეწა. თეთრეული სასწრაფოდ გამოართვა ხელიდან.
-გრცხვენოდეს მაინც ქალის საცვლებში, რომ დაძვრები!
-რატომ უნდა მრცხვენოდეს?
-არაფერი შენ არ გეშველება რაა.
-კაი ისტერიკებს მორჩი ეხლა და წამოდი რაც დაგვრჩა საყიდელი ვიყიდოთ და მერე სადმე დავსხდეთ.
-კარგი ხო! -მის ნებას დაყვა ლილე და კიდევ რამდენიმე მაღაზია შემოიარეს. მაქსიმემ იმდენი რაღაცეები უყიდა ლილე სიხარულით დაფრინავდა. მის ბედნიერ სახეზე კი, მაქსიმე სიხარულით იღიმოდა.
-აუუ მაქსიმეე, ჩემო ბოროტო მბრძანებელო..
-აა უკვე შენოო? როგორ დამიჩემა ამას უყურეთ რაა. -გაიცინა მაქსიმემ მის ბავშვურ საქციელზე.
-ყველაზე მაგარი ქმარი ხარ გეფიცები! მარა მგონი ძაან წუხდები. -მაინც მორიდებით უთხრა.
-ლილე მისმინე, ძალიან გთხოვ მორიდებულად არ იყო და თუ რამე მოგინდება მითხარი კარგი?
-კარგი ხო. მადლობა , მადლობა ძალიან დიდი!
-ჩემი ველური ფისო, ჩემი გიჟი ცოლი. -უცბად აკოცა მოწყვეტით მაქსიმემ და მანქანის კარი გაუღო.
-სად მივდივართ?
-ოჰ ქალბატონს უკვე რეაქცია აღარ აქვს ჩემს კოცნაზე. -დასცინა მაქსიმემ.
-მაქვს უბრალოდ დრო არ მქონდა! -სიმწრით გაუღიმა. -სად მივდივართმეთქი მგონი გკითხე უკვე.
-კარგი პიცერია ვიცი და იქ წავიდეთ. არ მოგშივდა?
-აუუ კი ძალინ ძალიან. თან პიცა მიყვარს ძალიან.
-მმ ჩემი მსუნაგი ცოლი, მეც გემრიელად შემჭამ ხო?
-გითხარი უკვე მე ცხარეებზე ალერგია მაქვსთქო! -მაინც მოეშალა ნერვები ლილეს. აი ასე იყო, ხან ნერვები ეშლებოდა მაქსიმეზე , ხან სიამოვნებდა მისი საქციელები.
-მოვედით უკვე ჩემო სექსო!
-მაქსიმეე! იქნებ ხალხშიც წამოგცდეს!
-ნუ ფრთხი ჩიტო ნუ ფრთხითქო რამდენჯერ გაგაფრთხილო?
-ხმას ნუ მცემ რა. -ლილე ბურტყუნით გაყვა, პიცერიისკენ მიმავალ მაქსიმეს. კუთხეში მაგიდასთან მოკალათდნენ და შეკვეთაც მისცეს. შეკვეთა, რომ მოუტანეს გემრიელადაც მიირთვეს და ცოტა „სერიოზულადაც“ ილაპარაკეს.
-ლილე მეგობრები არ გყავს აქ?
-აქ მყავდა ერთი, მაგრამ გათხოვდა და. ნუ როგორც ხდება ხოლმე ხო იცი. ოჯახი, იქ შვილი და სულ ივიწყებენ ყველაფერს. -სევდიანად თქვა ლილემ და თვალები გაატრიალა გვერდით.
-ხო მესმის, მაგრამ არაუშავს დასაკარგი უნდა დაიკარგოს. ყალბ მეგობრებს, ჯობია არ გყავდეს საერთოდ.
-ხო მართალი ხარ, მაგრამ მყავს მე მეგობარი თბილისში სხვათაშორის.
-მართლა?
-კი. ერთ-ერთი ლაშქრობისას გავიცანი. ტურით იყო აქ ჩამოსული და მას მერე ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან.
-კარგი და ერთგული მეგობარი ყოველთვის კარგია.
-მართლაც. ძალიან მიყვარს ჩემი მარიამი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მარტო ზაფხულში ვნახულობ.
-შენხელაა?
-კი ჩემი ტოლია, სწავლობს სტუდენტია.
-გინდა ჩამოგიყვანო?
-მართლა? როგორ? -თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან ლილეს.
-რა გვარია მითხარი, საიდანაა და ალექსანდრეს დავავალებ მის პოვნას. არ გაჭირდება ჩემს „ვაჟკაცს“.
-მარიამ წკრიალაშვილი. თბილისში კი სწავლობს, მაგრამ გორიდანაა. ევროპის უნივერსიტეტში სწავლობს.
-აჰა ძალიან კარგი. ალექსანდრეს დავურეკავ მოგვიანებით და გადავცემ ინფორმაციას. ქორწილზე აქ იქნება შენს გვერდით.
-აუ მაქსიმე ვერ ვიჯერებ, მართლა ჩამომიყვანს?
-კი ლილე აბა ტყუილად? -გაეკრიჭა მაქსიმე
-აუ აუუ რა ქმარი მყავს რააა.! - წამებში ზედ აეკრო ლილე. ისე ტკბილად ჩაეხუტა მაქსიმემაც ვერ მოითმინა და ხელები მაგრად შემოხვია.
-ჩემი ტკბილი ფისო.
-თავში არ აგივარდეს ახლა! -თავის ადგილს დაუბრუნდა ლილე. -მოიცა ალექსანდრე ვინაა? სულ დამავიწყდა მაგის კითხვა.
-ჩემი ბავშვობის მეგობარია, სვანია ისიც , მაგრამ თბილისში ერთად ვმუშაობთ. იქ ცხოვრობს ისიც. ასე, რომ ქორწილის მერეც ხშირად ვიქნებით ერთად. მე, შენ, შენი მარიამი და ჩემი ალექსანდრე.
-ისე მიხარია ჩემს მარიამთან, რომ ხშირად ვიქნები. მადლობა მაქსიმე ყველაფრისთვის. არ ვიცი ამ ყველაფრისთვის, როდის ან რანაირად გადაგიხდი.
-ოო მმ ეგ მე ვიცი!
-ოო ნუ ჩართე ეხლა შენებური რა!
- ეხ ძვირფასო, მოგიწევს გიჟი ქმრის ატანა! -გაეკრიჭა მაქსიმე უჩვეულოდ ბედნიერ ლილეს.
-ღმერთო გაძლება მომეცი! -თვალები ჭერისკენ მიმართა ლილემ.
^^^
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. სახლში დაბრუნდენ დაღლილები და ლილემ შხაპის მიღება გადაწყვიტა. მაქსიმემ კი ამასობაში ალექსანდრს დაურეკა.
-ალო სან როგორ ხარ?
-კარგად მაქს შენ? რას შვებით აბა? ცოცხალია ის გოგო?
-კი კი ცოცხალია ნუ ღელავ. ორივე კარგად ვართ. ჯერ-ჯერობით. -გაიცინა მაქსიმემ.
-ანუ გებრძოლება რძალი ღირსეულად? -ახარხარდა ალექსანდრე მაქსიმეს ნათქვამზე. მიხვდა, რომ ლილე ადვილად არ ნებედებოდა მაქსიმეს.
-ნუ მთლად ღირსეულად ვერა, მაგრამ ცდილობს.
-ოხ არაფერი არ გეშველება რა!
-აუ სან რაღაც უნდა გთხოვო. ერთი ადამიანი მინდა იპოვო, უფროსწორად ლილეს მეგობარი. თბილისში ცხოვრობს.
-გისმენ აბა. სახელი გვარი.
-მარიამ წკრიალაშვილი. 20 წლისაა, ევროპის უნივერსიტეტში სწავლობს. შენს შესაძლებლობებს, თუ დავუჯერებთ უნდა იპოვო წესით.
-რა თქმა უნდა ვიპოვი! -დარწმუნებით უთხრა ალექსანდრემ.
-ხოდა ქორწილის დღეს გელოდებით ორივეს. ვიცი, რომ მიხედავ საქმეს და აუხსნი ყველაფერს.
-კი კი რა თქმა უნდა მაქსიმე ჩემი იმედი გქონდეს. უფროსწორად ჰქონდეს ჩემს რძალს.
-ხოდა იცოდე შებმას ნუ დაუწყებ ლილე ორივეს დაგვხოცავს! -სასაცილოდ გააფრთხილა ალექსანდრე.
-მაქსიმე კი არ ვარ! ალიას და მუსია, რომ კერავს! -ახარხარდა ალექსანდრე.
-კარგი კარგი წავედი მე და აბა შენ იცი.
-დროებით აბა. რძალს მიმიხედე.!


წკრიალაშვილო ისუნთქე :დდ არ მოგეჩვენა შენ ხარ :დ <3 ჩემო ტკბილებო ველი შეფასებას <3



№1  offline წევრი დარინა

აუ რა გიჟები არიან ორივეეე ერთნაირები ისეთი საყვარლები არიან ვგიჟდებიი ამათზე.

 


№2  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ვაიიმე არ მეჩვენნებაა ხოოოო??
თუ მეჩვენებაა ჰაა??
აუ ამდენი სიხარულისგან მართლა მიჭირს ამოსუნთქვა მგონიი ♥
ეს , როგორ გამახარე ჩემო
#ტკბილოთბილონუცა :*
აუაუაუაუუუ როგორმიიყვაარხაააააარ მეეშეეეენ :*

ჰო ეხლა რაც შეეხება ამ თაავს
ლილეს ნახე შეენ რა ყოფილაა :დდ ნუ მაქსიმე ხო საერთოოდ, საოცრებაა :დ
ერთმანეთს როგორ ავსეეებეეენ , საყვარლეეებიი ♥
ნუ შემდეგ თავს ხო ველოდები სულმოუთქმელად და ეხლა ხო სააერთოოსდ მალე რო არ დაადოო არ ვიციი რასგიიზაავ :დდ

 


№3  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ვაიიმე არ მეჩვენნებაა ხოოოო??
თუ მეჩვენებაა ჰაა??
აუ ამდენი სიხარულისგან მართლა მიჭირს ამოსუნთქვა მგონიი ♥
ეს , როგორ გამახარე ჩემო
#ტკბილოთბილონუცა :*
აუაუაუაუუუ როგორმიიყვაარხაააააარ მეეშეეეენ :*

ჰო ეხლა რაც შეეხება ამ თაავს
ლილეს ნახე შეენ რა ყოფილაა :დდ ნუ მაქსიმე ხო საერთოოდ, საოცრებაა :დ
ერთმანეთს როგორ ავსეეებეეენ , საყვარლეეებიი ♥
ნუ შემდეგ თავს ხო ველოდები სულმოუთქმელად და ეხლა ხო სააერთოოსდ მალე რო არ დაადოო არ ვიციი რასგიიზაავ :დდ

მნიააჰ მართლა რა ჩემო ტკბილო :დდდდ ვოტ ტაკ აი ასე ხო გაგახარეე ^_^ მადლობა შენ დიდი დიდი იმისთვის, რომ ეგეთი კარგი ხარ <3

დარინა
აუ რა გიჟები არიან ორივეეე ერთნაირები ისეთი საყვარლები არიან ვგიჟდებიი ამათზე.

ვუიმეე მადლობა დიდი heart_eyes

 


№4  offline წევრი anakenchoshvili

საუკეთესოები blush blush heart_eyes

 


№5 სტუმარი ნია

როგორ ველოდებოდი და როგორ ძალიან გამახარე<3 ვგიჟდები უკვე ისე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. კარგახანია საიტზე ასეთი ერთიანად თბილი, ტკბილი, გემრიელი, უსაყვარლესი და უმხიარულესი არაფერი არ წამიკითხავს. ფავორიტთა სიაში შემყავს ამიერიდან <3

 


№6  offline მოდერი pekhshvela

ნია
როგორ ველოდებოდი და როგორ ძალიან გამახარე<3 ვგიჟდები უკვე ისე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. კარგახანია საიტზე ასეთი ერთიანად თბილი, ტკბილი, გემრიელი, უსაყვარლესი და უმხიარულესი არაფერი არ წამიკითხავს. ფავორიტთა სიაში შემყავს ამიერიდან <3

ვაიმეე განა მჯერა ამ სიტყვებს რომ ვკითხულობ ^_^ უუუბედნიერესი ვარ მინდა გითხრა <3 მადლობა შენ უდიდესი ამხელა სითბო რომ მაჩუქე ახლა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი Elo

zalian kargia chemo kargo shendegi tavi dges agar iqneba xo

 


№8  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი Elo
zalian kargia chemo kargo shendegi tavi dges agar iqneba xo

მალე იქნებაა <3

anakenchoshvili
საუკეთესოები blush blush heart_eyes

მადლობაა <3 ^^

 


№9  offline წევრი მელი

რაღაც ძალიან თბილად და გემრიელად წერ, სიამოვნებით ველოდები შემდეგ თავებს და ვფიქრობ სიტუაციები საინტერესოდ განვითარდება მოვლენები ამის დიდი პოტენციალია მოთხრობაში. აბა შენ იცი მომდევნო თავი უფრო დიდი თუ იქნება მეც ძალიან გამახარებ. ველოდები ხვალ )))))))) პ.ს. არ გადამაგდო :დ :დ

 


№10  offline მოდერი pekhshvela

დარინა
აუ რა გიჟები არიან ორივეეე ერთნაირები ისეთი საყვარლები არიან ვგიჟდებიი ამათზე.

მადლობა ჩემო კარგოო heart_eyes heart_eyes

მელი
რაღაც ძალიან თბილად და გემრიელად წერ, სიამოვნებით ველოდები შემდეგ თავებს და ვფიქრობ სიტუაციები საინტერესოდ განვითარდება მოვლენები ამის დიდი პოტენციალია მოთხრობაში. აბა შენ იცი მომდევნო თავი უფრო დიდი თუ იქნება მეც ძალიან გამახარებ. ველოდები ხვალ )))))))) პ.ს. არ გადამაგდო :დ :დ

მადლობა დიდი დიდი ამ სიტყვებისთვის <3 ძალიან ძალიან მალე იქნება , ისე მალე ვერც წარმოიდგენ :დდ

 


№11  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo dzalian momwons kargi wyvilia,warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№12  offline მოდერი pekhshvela

meocnebe avadmyopi
იიიიიიიიი რა კარგი იყო
სულ გაღიმებული ჩავამთავრე
იმ მომენტზე განსაკუთრებით რომ აკოცა
აუ იცი როგორ ველოდებოდი??
მალე დადე შემდეგი რა heart_eyes heart_eyes

მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან მალე იქნება <3

naniko mindia
Kargi iyo dzalian momwons kargi wyvilia,warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️

უდიდესი მადლობა <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მომწონს რომ იცოდე, ხომ არაფერი მაგრამ მაინც ყველაფერი, უბრალოდ შეეცადე ვრცელი იყოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent