შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (7)


31-05-2018, 00:59
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 855

მაქსიმემ, როგორც კი საუბარი დაასრულა ალექსანდრესთან, სააბაზანოში შევიდა. ლილეს უკვე პენუარი ჩაეცვა და მთქნარებით გაემართა მაქსიმეს ოთახისკენ. მაინც არ აპირებდა ამ ოთახის დათმობას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მაქსიმე არ მოეშვებოდა და მასთან ერთად დაიძინებდა. მაქსიმე რომ სააბაზანოდან, გამოვიდა ლილე მის საწოლზე ჩაძინებული დახვდა. ერთი ჩაიღიმა და ისიც გვერდით მიუწვა.
-ატეხილი ქალი! -ღიმილითვე ამოიბურტყუნა და მის სიტყვებს რეაქცია, რომ არ მოჰყვა ლილე თავის შიშველ სხეულზე აიკრო მძინარე. ასე ტკბილად ჩაეძინა ორივეს.
^^^
სანამ ქორწილის დღე დადგებოდა, მაქსიმე რამდენჯერმე ჩავიდა სახლში დედის და ოჯახის სანახავად. დედა-შვილი ბევრს ლაპარაკობდნენ ლილეზე. ანას ერთი სული ჰქონდა ლილეს, როდის გაიცნობდა. აბედნიერებდა მაქსიმეს აციმციმებული თვალები. ისე აღტაცებით საუბრობდა ლილეზე მაქსიმე, თვითონაც ვერ ხვდებოდა. დამშვიდებულიყო ანა, მაქსიმე ხომ უკვე შეყვარებული ნახა. აი ასე დაარქვა მას შეყვარებული. მაქსიმე ამაზე არ ფიქრობდა, მაგრამ საკუთარ თავთან აღიარებდა იმას, რომ ლილე მისთვის მნიშვნელოვანი იყო. უნდოდა გაფრთხილებოდა და ყველაფრისგან დაეცვა. ყველაფერი ესწავლებინა მისთვის. მალე ალბათ მეტსაც მიხვდებოდა და იგრძნობდა. ახლა მთავარი იყო გარკვეულიყო მასთან ნამდვილად ჰორმონები აკავშირებდა თუ სიმპატიები. ყოველ ღამე ასე მიეხუტებოდა მძინარეს და ეგრე იძინებდა. არც თვითონ ტოვებდა ოთახს და არც მას უშვებდა. ლილეც ვეღარ ეწინააღმდეგებოდა. ორი კვირა სრულ სიგიჟეში გაატარეს. დილაობით მიეპარებოდა ლილეს ტუჩებს მაქსიმე, „წამალს“ მიაღებინებდა და მერე მთელი დღე კოცნის მოლოდინში ატარებდა. არც ლილე აკლებდა, არ ერიდებოდა მის ჰორმონებზე თამაშს. იცოდა მაინც, რომ მაქსიმე არ გააკეთებდა ამას. მას ხელს არ დააკარებდა და თავს შეიკავებდა რაც არ უნდა სიგიჟემდე სდომოდა მასთან სიამოვნება. სექსუალური საცვლებით დაიარებოდა მის წინ და ამწარებდა. რამდენჯერმე ულიფოთაც ჩაუცვამს მაისური და ამაზე სულ ჟრუანტელს დაუვლია მაქსიმესთვის. აი ასე აიყოლია ყველა სიგიჟეში ლილე მაქსიმემ. შიგადაშიგ მშვიდი და სერიოზული საუბრებიც ჰქონდათ. ისე მიილია ორი კვირა ვერც კი მიხვდნენ. ალექსანდრემაც მეგობრის თხოვნა შეასრულა. თავის ნაცნობებს მიმართა მარიამის საპოვნელად.
-გიორგი გამარჯობა, ალექსანდრე ვარ. მისმინე შენი დახმარება მჭირდება ძალიან ძალიან!
-ვახ ალექსანდრე როგორ ხარ? თქვენს სამსახურში მიგულეთ.
-მოკლედ ერთ ადამიანს ვეძებ აუცილებლად უნდა ვიპოვო და თუ სწორად მახსოვს შენ ევროპის უნივერსიტეტის სენატში უნდა იყო ხომ?
-კი კი ნამდვილად სწორად გახსოვს ჩემო ალექსანდრე. ახლავე შემიძლია აღმოვაჩინო ვისაც ეძებ თუ რა თქმა უნდა აქ სწავლობს.
-კი გიორგი მანდ სწავლობს. მარიამ წკრიალაშვილი 20 წლის, ალბათ მე-2 კურსზეა.
-ახლავე აექსანდრე ორი წუთი დამელოდე. -გიორგიმ სტუდენტების ჩამონათვალში მარიამის სახელი და გვარი ჩაწერა და მალევე იპოვა. -ვიპოვე ალექსანდრე. მარიამ წკრიალაშვილი მე-2 კურსის სტუდენტი. შემიძლია ნომერიც გითხრა.
-შენ გაიხარე გიორგი, მადლობა დიდი. თუ არ შეწუხდები მესიჯით მომწერე ნომერი.
-რასამობ რის მადლობა. ახლავე მოგწერ.
-კარგი გიორგი ნახვამდის.
-ნახვმადის ალექსანდრე. -ალექსანდრეს მისი მესიჯიც მოუვიდა მალევე და არ დააყოვნა. ეგრევე დაურეკა მარიამს. რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ მარიამმაც უპასუხა.
-გისმენთ!
-გამარჯობა მარიამ წკრიალაშვილს ვესაუბრები?
-დიახ. თქვენ ვინ ხართ?
-მე ლილე გერლიანის მეგობარი ვარ. როგორც ვიცი თქვენც ხომ ასეა?
-დიახ მართალია. რაიმე ხომ არ მოხდა? ლილემ დაგარეკინათ? -ანერვიულდა მარიამი.
-არ ინერვიულოთ ლილე კარგადაა, უბრალოდ თქვენთან შეხვედრა და საუბარი მთხოვა. თუ შეგიძლიათ რომ ცოტა დრო დამითმოთ?
-კი კი რა თქმა უნდა. როდის გნახოთ ან სად?
-დღეს შეძლებთ? ასე 7-სკენ?
-დიახ შევძლებ. სად გნახოთ?
-ვაკეში, აბაშიძეზე კაფე „კანაპე“ რომაა, თუ იცი იქ მობრძანდით.
-დიახ ვიცი, მოვალ აუცილებლად.
-კარგით, შეხვედრამდე.
-დროებით. -მხიარულად დაემშვიდობა ალექსანდრე და საღამომდე სამსახურის საქმეებიც მოაგვარა, რადგან ახლა ორმაგი საქმე ჰქონდა, მაქსიმეს საქმესაც ის აკეთებდა. საქმეებს, რომ მორჩა სარკეში თავი შეათვალიერა და სამსახური დატოვა. კაფესთან ახლოს იყო და ამიტომ მალე მივიდა იქ. მარიამმა ცოტა შეიგვიანა. წამოსვლამდე ცოტა გაიპრანჭა. მის ყურთა სმენას ძალიან ესიამოვნა ალექსანდრეს ხმა. სახელი ხომ საერთოდ. ალექსანდრე? -ალექსანდრე, ხომ მისი საყვარელი სახელი იყო. რაღაცნაირად აფორიაქდა. ლილეც ენერვიულებოდა. არ იცოდა მის თავს რა ხდებოდა. თითქმის ორი კვირა არაფერი სმენია მასზე და ისედაც ნერვიულობდა. ხელში ჩანთა აიღო და ალექსანდრესთან შესახვედრად გაემზადა. იქ მისულს, მხოლოდ ერთი ადამიანი დახვდა და მიხვდა, რომ ის იყო ალექსანდრე. შორიდან შეათვალიერა აკადემიურ ფორმაში გამოწყობილი ალექსანდრე. თეთრი პერანგითა და საქმიანი გამოხედვით წამოდგა ალესქანდრე და მისკენ გაემართა. პირველივე წამიდან მოიხიბლა მარიამი ალექსანდრეთი, ან უფრო იმიტომ, რომ „ალექსანდრე“ ერქვა.
-გამარჯობა. ალექსანდრე ავალიანი!
-ჩემი ვინაობა კი იცი უკვე, მაგრამ მაინც მარიალ წკრიალაშვილი. -მხიარულად ჩამოართვა ხელი მარიამმა. ალექსანდრემ სკამი გამოუწია ჯენტლმენურად და მარიამიც „მოწიწებით“ დაჰყვა მის ნებას. ალექსანდრემ ყველაფერი აუხსნა მარიამს. მარიამმა ისიც არ იცოდა, რომ ლილეს უკვე აღარავინ და აღარაფერი გააჩნდა. დაასევდიანა ამ ამბავმა. ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა ლილეს და ჩაეხუტებოდა. ალექსანდრეს მოყოლილზე ხან ეცინებოდა და ხან უსევდიანდებოდა სახე. მაინც ვერ იჯერებდა, რომ მისი მეგობარი თხოვდებოდა.
-აი პროსტა რაა მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ლილე თხოვდება! -გაიკრიჭა მარიამი, ისე თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო ალექსანდრე მისთვის.
-ეჰ არც მე არ მჯერა, ქალების რისხვა მაქსიმე, რომ ცოლს ირთავს. -ალექსანდრეც მხიარულად იყო.
-არა ეგ ჯიუტი გოგო, რომ დაითანხმა მართლა მაგარი ვინმე იქნება რა! -გაოცება ვერ დამალა მარიამმა.
-კი აგიჟებენ უკვე ორივე ერთმანეთს და ფაქტია ერთნაირები აღმოჩნდნენ.
-ვიცი ჩემი გოგო ადვილად არ დაეცემა!
-ხოდა არ გინდა მერე შენ გოგოსთან წამოხვიდე და თვითონ გელაპარაკოს ყველაფერი?
-კი მინდა ძალიან, სექტემბრის ბოლოსკენ ვაპირებდი წასვლას.
-ხოდა გადმოიდო სექტემბრის ბოლო. ერთ კვირაში მაქსიმეს ძმის ქორწილია და შენც დაგპატიჟა. მაქსიმე თავის ოჯახს გააცნობს ლილეს და შენც ლილეს გვერდით იქნები.
-ვაიმეე რა მაგარიაა. -სიხარულისგან თვალები აუბრჭყვიალდა მარიამს.
-ხოდა ერთად წავალთ მე და შენ. შეგეხმიანები და გამოგივლი.
-კარგი ალექსანდრე, მადლობა რომ გამარკვიე ყველაფერში.
-არა რის მადლობა.
-წავალ მე მაშ. კარგად იყავი.
-არა მოიცა გაგიყვან მე. სად მიდიხარ? -მის სიტყვებზე დაბნეულ მარიამს გაუხარდა კიდეც ალექსანდრეს შემოთავაზება.
-არა ალექსანდრე არ შეწუხდე აქვე ვარ. -თავი დაიფასა ვითომ.
-არა რა შეწუხებაა, მარტო არ გაგიშვებ ნამდვილად. წამოდი გაგიყვან.
-კარგი მაშ. საბურთალოზე ვცხოვრობ.
-ხოდა მითუმეტეს მეც საბურთალოზე ვცხოვრობ. -ალექსანდრემ მარიამი მიიყვანა სახლამდე და მხიარულად გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ალექსანდრეთი მონუსხულმა მარიამმა ძლივს აიარა კიბეები და თავის საძინებელს მიაშურა. ვარსკვლავის ფორმაში გაწვა საწოლზე და ალექსანდრეს მოყოლილზე დაფიქრდა. ერთი სული ჰქონდა ლილეს როდის ნახავდა. გრძნობდა წინ ბევრი ამბავი ელოდა. მაინც ვერ იჯერედა, თავისი გადარეული დაქალი, რომ თხოვდებოდა. ხმამაღლა გადახარხარა და ალექსანდრეს შავი თვალები წარმოიდგინა.
-მარიამ რა ცეტი გოგო ხარ! მიბაძე ახლა დაქალს! -თავის თავს გაუჯავრდა, ისევ გადაიხარხარა და მოსულიერდა.
^^^
ქორწილის წინა საღამო იყო უკვე. ლილე ისევ სარკმელთან მდებარე ტახტზე იჯდე, მუხლზე ხელებ შემოდებული და ცას უყურებდა. ოთახში სინათლე არ ენთო. მაქსიმე ჩუმად მიუახლოვდა და უკნიდან მიუჯდა. გულზე აიკრო და კისერში ტკბილად აკოცა. ლილეს გააჟრჟოლა და თვალები დახუჭა. არაფერი არ უთქვამს, არც უჩხუბია. არ უნდოდა.. ხო უბრალოდ არ უნდოდა. ეს წამი სიამოვნებდა. მისი შეხება აგიჟებდა და სიამოვნებდა ყველაზე მეტად.
-რაზე ფიქრობს ჩემი ცოლუკა? -სიჩუმე მაქსიმემ დაარღვია მაინც.
-რავიცი, ყველაფერზე თან არაფერზე.
-ეგ როგორ? -ლილეს ხმაზე მიხვდა, რომ ნამტირალევი იყო და მის წინ გადაინაცვლა. ახლოს მიიწია მასთან და ჩაწითლებულ თვალებში ჩააშტერდა.
-როგორ და ასე. ვფიქრობ ყველაფერზე, ჩემზე , შენზე, ჩემს ოჯახზე , შენს ოჯახზე და ამვდროულად მინდა ფიქრი გამოვრთო.
-ნუ ტირი. -თითქოს ბრძანებით უთხრა მაქსიმემ. ისიც დასევდიანდა, ასეთ ლილეს, რომ ხედავდა.
-მეტირება და.. ხომ არის, რომ ხანდახან სისუსტე გინდა. გინდა იტირო და დაიცალო. იმდენი იტირო თითქოს მთელი სამყაროსას ტირი.
-იტირე თუ გინდა მოგეშვება. -ლილემ აღარაფერი უთხრა, ხმით ატირდა და მაქსიმემაც გულზე მიიხუტა. თმებზე ნაზად ეფერებოდა და ამით ამშვიდებდა. დიდხანს იტირა ლილემ, მერე მაქსიმემ ვეღარ გაუძლო ასეთი ლილეს დიდხანს ყურებას და მისი გამხიარულება სცადა.
-კარგი ლილე დამშვიდდი გთხოვ. ნუღა ტირი ვსო ხო იტირეე. -ფრთხილად წამოსწია თავისი მკლავებიდან და ღაწვებზე ობლად ჩამოგორებული ცრემლები მოსწმინდა. -აი ასე, ჩემი ძლიერი გოგო. შეწყვიტე თორემ ხვალ თვალები ჩასიებული გექნება და დედამთილი დაგიწუნებს. -ლილეს მაინც გაეცინა მის სიტყვებზე.
-მასხარა ხარ რა! არა ისე მართლა, რომ არ მოვეწონო?
-ვაიმეე რა მეამიტი ცოლი მომყავს ღმერთო! -გაეცინა ლილეს სიტყვებზე.
-ო მეამიტობა რა შუაშიაა?
-ნუ ნერვიულობ დედაჩემს უკვე მოსწონხარ! -დაამშვიდა მაქსიმემ.
-აჰა ანუ ელაპარაკებოდი ჩემზე? რას ელაპარაკებოდი?
-ეგ მე ვიცი ლილე და წამოდი დავიძინოთ! -თავის არიდება სცადა მაქსიმემ.
-ოო მითხარი მაქსიმეე!
-ღმერთო რა ტრიპაჩი ბავშვი ხარ! -მაქსიმემ ხელში აიყვანა და საწოლზე დააგდო. თვითონაც წამოწვა და ისევ ჩაეხუტა, როგორც ყოველთვის.
-მაქსიმე მითხარი რა! -ისევ ვერ ისვენებდა ლილე.
-აჰა შენ წამალი და დროზე მიყუჩდი ადრე უნდა ავდგეთ. -მაქსიმემ გემრიალად აკოცა ტუჩებზე და ლილე „გააყუჩა“. ორივემ გაღიმებულმა დაიძინა.
^^^
დილით ადრიანად ადგა ლილე და მზადებას შეუდგა. წყალი გადაივლო და მაქსიმეს ნაყიდი თეთრეულები ჩაიცვა. მართლაც, რომ ძალიან სექსუალური იყო და მის ფორმებიან სხეულს ძალიან მოუხდა. საძინებელში, რომ შევიდა ასე საცვლებით მაქსიმემ თვალები ჭყიტა და საწოლიდან წამოდგა.
-თვით სექსუალურობა!
-არც გაბედო! კბილები გაქვს გასახეხი! -სიცილით მოიშორა ტუჩებ გამობზეკილი მაქსიმე და სარკეს მიუჯდა მაკიაჟის გასაკეთებლად. მაკიაჟისთვის საჭირო კოსმეტიკაც, რა თქმა უნდა სალომეს ნივთებში აღმოაჩინა. მოკლედ ამ გოგოს ყველფრის მარაგი ჰქონდა სახლში.
-კარგი ფისო დავბრუნდები!
-კი აბა მაკიაჟს გაგაფუჭებინებ! -დარწმუნებით მიმართა ლილემ და მაკიაჟის გაკეთება დაიწყო. მაქსიმე სააბაზანოში შევიდა და მოწესრიგდა. ოთახში, რომ აბრუნდა ლილე უკვე კაბაში გამოწყობილი დახვდა. მაკიაჟი თითქმის დასრულებული ჰქონდა. მხოლოდ პომადის წასმაღა უნდოდა. მაქსიმე მიუახლოვდა და შიშველ ზურგზე ხელი აუსრიალა, რაზეც ეკალმა დააყარა ლილეს. თავისკენ შეატრიალა და ტუჩები მიუახლოვა.
-შე ატეხილო ქალო, პომადა რატომ არ წაისვი ჯერ? აკი იმედი არ გქონდესო? -სიტყვის თქმა არ აცადა ისე წაეტანა მის მარწყვისფერ სქელ ტუჩებს და გემრიელად დააგემოვნა. ნასიამოვნები ოდნავ მოსწყდა მის ტუჩებს და სახე მიბნედილ ლილეზე გაიცინა. -აჰა მთელი დღის წამალი მიღებული გაქვს.
-გაფუჭებულო კაცო!
-შე ჩემზე უარესო! -სიცილით გავიდა ოთახიდან მაქსიმე და მაკიაჟის დასრულება აცადა. ცოტახანში ლილეს დაბლიდან ლაპარაკის ხმა შემოესმა, მიხვდა რომ ვიღაც მოსულიყო. უკვე გამზადებული პირველი სართულისკენ გაემართა და ამ ხმებში მარიამის ხმა, რომ ამოიცნო სულ თავ-პირის მტვრევით გაავარდა.
-მარიააამ.. -ერთი შეჰკივლა და მიეხუტა დაქალს.
-ლილეეე ჩემო ლამაზოო, როგორ მომენატრეე. რა ძალიან ლამაზიი ხარ.
-მეც როგორ მომენატრა ჩემი გიჟი გოგოო. შენც ულამაზესი ხარ.!
-ჩემი სიგიჟის რა გითხრა, მაგრამ აი შენ კი ამართლებ მაგ სტატუსს. -მარიამის სიტყვებზე ოთხივემ გაიცინა და როგორღაც მოშორდნენ ერთმანეთს.
-გოგო მარიამ ვაშლები არ ჩამომიტანე გორიდანა? -გორული კილოთი მიმართა და ახარხარდა ლილე.
-გამოგიქანებ ახლა შუბლში ვაშლს, რომ დაგაჯდეს დიდი კოპი. -კბილებს შორის გამოსცრა მარიამმა და ბიჭებმა ხარხარი ატეხეს, ორივეზე ისეთი სასაცილოები იყვნენ ამ მომენტში.
-რასამობ მარიამ მერე იმხელა კოპი, რომ დააჯდეს კოცნაში ხელს შემიშლის და რაღა ვქნა მერე. -ლილეს სახე აელეწა და მუჯლუგუნი მისცხო მაქსიმეს.
-შე გათახსირებულო კაცო!
-ველურო ფისო! -მეგობრებთანაც ვერ შეიკავეს თავი. მარიამი და ალექსანდრე კი უკვე იგუდებოდნენ სიცილისგან.
-„ცვეტში“ მაგარი წყვილია ხო? -გადაულაპარაკა მარიამს
-გეთანხმები ალექსანდრე. ფერი ფერსო ამათზეა. -განაგრძო სიცილი მარიამმა და ალექსანდრემ მარიამის გამოწვდილ ხელს ხელი ჩასცხო.
-კარგით ახლა ჩავცხრეთ ყველა. -მოუწოდა ალექსანდრემ. -ლილე მე ალექსანდრე ვარ მაქსიმეს მეგობარი. -თავადვე გაეცნო სარძლოს.
-სასიამოვნოა ალექსანდრე.
-ჩემთვისაც ლილე, იმედია გაუძლებ ჩემს არა ადეკვატურ ძმაკაცს.
-გავუძლებ, როგორმე. -გაუცინა ლილემ.
-აბა ეხლა მანქანაში ყველა. -უცბად მკაცრი „როჟა“ დაიჭირა მაქსიმემ და სამივე გარეთ გაიყვანა. მარიამი ლილესთან და მაქსიმესთან ჩაჯდა. მონატრებულ ლილეს დაელაპარაკებოდა კიდევ ცოტას სანამ მივიდოდნენ და „სიძესაც“ გაიცნობდა ცოტას. მალევე მიაღწიეს გვიჩიანებს სახლს. ხალხი უკვე ირეოდა. ლილე კი საშინლად ნერვიულობდა. გვიჩიანების ოჯახს ერთიანად მოეყარა თავი. მისაღებში შეკრებილიყვნენ და მაქსიმეს და გიორგის საცოლეებს ელოდებოდნენ. მაქსიმემ შეამჩნია, როგორ ანერვიულდა ლილე. წელზე ხელი შემოხვია და ისე შეიყვანა მათთან.
-ნუ ნერვიულობ კარგი ხალხი არიან! -გაუცინა მაქსიმემ და ლილეც გააღიმა.
-კარგი მაქს. -მაქსიმემ ჯერ თვითონ ნახა თავისი ძმები და მშობლები და შემდეგ წარუდგინა ლილე მათ.
-ჩემო ოჯახო გაიცანით ეს ულამაზესი არსება ჩემი საცოლე, ჩემი გულის სწორი და ჩემი მომთვინიერებელი ლილე გერლიანია. ლილე ძვირფასო ვიცი ცოტა დაიბენი, მაგრამ გპირდები ნელ-ნელა ყველას დაგამახსოვრებინებ. -გაიკრიჭა მაქსიმე და ყველა გააცინა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -უხერხულად შეიშმუშნა ლილე. მაქსიმეს ძმებმა სათითაოდ ჩამოართვეს ხელი და ხელზევე ეამბორნენ, რაზეც სასტიკად აწითლდა ლილე. ბოლოს მაიზერი მივიდა მასთან და თბილად ჩაიკრა გულში.
-სულ მამამისს დაემგვანა ეს ოხერი ბავშვი! რა გემოვნება ჰქონია ჩემს უმცროს ვაჟს. -გაიცინა მაიზერმა და ანას გადახედა ბედნიერი თვალებით. მის სიტყვებზე ყველამ გაიცინა და მაქსიმე უდიდეს კმაყოფილებას გრძნობდა. კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო თავისი პატარა ქალბატონით. -ლილე შვილო ძალიან ლამაზი ხარ, მიხარია, რომ გაგიცანი.
-მადლობა, ჩემთვისაც სასიამოვნოა იმ ადამიანების გაცნობა, ვინც ჩემს საქმროს ძალიან უყვარს.
-ლუხთავე (დახატული) -ისევ გაუღიმა მაიზერმა.
-ივასუხარი (მადლობა) . -მაიზერის შემდეგ ანა მივიდა მასთან და თბილად ჩაეხუტა.
-რა ლამაზი გოგო ხარ ლილე, როგორ მაბედნიერებთ თქვენ არ იცით.
-მადლობა ქალბატონო ანა. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა.
-მეც შვილო. ბედნიერებას გისურვებთ.
-მადლობა დიდი. -ლილეს გულში სითბო ჩაეღვარა ამ ოჯახის გაცნობისას. ძალიან მოეწონა ყველა და განსაკუთრებით მაქსიმეს მშობლები. ანა საოცრად ეთბილა. უკვე იცოდა, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ექნებოდა. სახლში ცოტახანს გაჩერდნენ, სასიძო უკვე ვეღარ ითმენდა, პატარძლისკენ გაემართნენ და შემდეგ უკვე ტაძრისკენაც. მათ შემხედვარეს, მარიამს და ლილეს სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინებოდათ. ძალიან ლამაზი წყვილი იყო მართლაც ნეფე-პატარძალი. საკურთხეველთან მდგომებს, ბედნიერად უყურებდა ლილე და ამ დროს მაქსიმემაც მის წელზე შეაცურა ხელები. ლილემ ანთებული თვალებით გადახედა. მაქსიმე მისკენ გადაიხარა და უჩურჩულა.
-ჩვენ სად დავიწეროთ ჯვარი პატარა ქალბატონო?
-უშგულის ლამარიაში! -დაუფიქრებლად უპასუხა ლილემ. არადა მაქსიმესთვის ნათქვამი ჰქონდა შენზე ჯვარს არ დავიწერ, მხოლოდ ხელს მოგიწერო. ახლა კი ამ პასუხით ორივე ბედნიერი იყო. ან უფრო მეტიც^^.



სიურპრიიიიზ <3 :დდ



№1  offline წევრი naniko mindia

Rogor gamaxare dzalian kargia iyo, ❤️❤️❤️❤️warmatebebi,
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი Tskrialashvili Mariami

მმმმ როგორ გაგვანებივრე და ძალიან ძალიან გამახარეეე ♥
ისევ და ისევ მთელი თავი ბედნიერი ღიმილით, სიხარულით წავიკიიითხეეეე ♥
#ჩემიჩემიიიიიიიიიიიიიძალიიიიიანკააააარგიიიიაღმოოოოოჩენაააახაააარ ♥♥
ვაიიმე როგორ კარგი ხარშენ ხო იციიი? და როგორმიხარიიხააარ ეგეც?
აუუ რო ვერაფერს გიწერ
აი ასეე მამუნჯებ ახალ ახალი თავების დადების წაკითხვის შემდეგ :დდ
რაფერ მიყვარს მე ეს ორი წყვილი უკვეეე ^_^
რო ვიძინებ ასე მგონია სიზმარშიც ვბურტყუნებ: ბედნიერება სვანურად, ბედნიერება სვანურად .
:დდ
სულ მინდა დაუსრულებლად ვიკითხოო , არდამთავრდეეეს
მაგრამ რაც უფრო იზრდება თავების "ციფრები" უფრო და უფრო გული მწყდება
ვიცი რომ დასასრული ახლოვდება :( ♥
არა ახალი პერსონაჟის გამოჩენა რომ გამიხარდა მაგაზე ლაპარაკი ხო არ მინდა :დდ
მადლობა შენ ამხელა ბედნიერების მონიჭებისთვის ♥

 


№3  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
მმმმ როგორ გაგვანებივრე და ძალიან ძალიან გამახარეეე ♥
ისევ და ისევ მთელი თავი ბედნიერი ღიმილით, სიხარულით წავიკიიითხეეეე ♥
#ჩემიჩემიიიიიიიიიიიიიძალიიიიიანკააააარგიიიიაღმოოოოოჩენაააახაააარ ♥♥
ვაიიმე როგორ კარგი ხარშენ ხო იციიი? და როგორმიხარიიხააარ ეგეც?
აუუ რო ვერაფერს გიწერ
აი ასეე მამუნჯებ ახალ ახალი თავების დადების წაკითხვის შემდეგ :დდ
რაფერ მიყვარს მე ეს ორი წყვილი უკვეეე ^_^
რო ვიძინებ ასე მგონია სიზმარშიც ვბურტყუნებ: ბედნიერება სვანურად, ბედნიერება სვანურად .
:დდ
სულ მინდა დაუსრულებლად ვიკითხოო , არდამთავრდეეეს
მაგრამ რაც უფრო იზრდება თავების "ციფრები" უფრო და უფრო გული მწყდება
ვიცი რომ დასასრული ახლოვდება :( ♥
არა ახალი პერსონაჟის გამოჩენა რომ გამიხარდა მაგაზე ლაპარაკი ხო არ მინდა :დდ
მადლობა შენ ამხელა ბედნიერების მონიჭებისთვის ♥

შენ და კიდევ დანარჩენები ისე მიხარებთ გულს, ისე მაბედნიერებთ რომმგონი უკვე მეც აღარ მაქ სურვილი ეს ისტორია დასრულდეს ❤❤ მინდა ასე უსასრულოდ ვწერო იქამდეც სადამდეც სიტყვები მეყოფა, მინდა ყველაფერი ამ ისტორიაში ვწერო რაც საწერი მაქვს. არ ვიცი რა მჭირს. წერის მოზღვავებამაქვს :დდდ მაბედნიერებ და ძალიან მიყვარხარ მე შენ. თითოეული შენი სიტყვა ჩემი მოტივაციაა ❤❤❤ჩემი მარიამი❤❤

naniko mindia
Rogor gamaxare dzalian kargia iyo, ❤️❤️❤️❤️warmatebebi,

დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤????????

 


№4  offline წევრი მელი

ჰეჰე, რა მაგარი გოგო ხარ. ასე სწრაფად ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩავახრამუნე ახალი თავიც. ველოდები გიჟურ ამბებს შემდეგ თავში. წინ გასწი მერანო :დ :დ :დ

 


№5  offline მოდერი pekhshvela

მელი
ჰეჰე, რა მაგარი გოგო ხარ. ასე სწრაფად ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩავახრამუნე ახალი თავიც. ველოდები გიჟურ ამბებს შემდეგ თავში. წინ გასწი მერანო :დ :დ :დ

ვუიმეეე უღრმესი მადლობა საყვარელოო ❤❤მალე იქნება ისიც ^^

 


№6  offline წევრი marikuna18

ეს რა მაგარი იყოო აუუ მალმალე დადე რა ქთხოვ ასე მგონია რომ ვკითხულობ მეც იქ ვარ და ყველაფერს ვხედავ♡♡♡♡♡♡

 


№7  offline მოდერი pekhshvela

marikuna18
ეს რა მაგარი იყოო აუუ მალმალე დადე რა ქთხოვ ასე მგონია რომ ვკითხულობ მეც იქ ვარ და ყველაფერს ვხედავ♡♡♡♡♡♡

მადლობა საყვარელო დიდი❤❤მალე დავდეებ

 


№8 სტუმარი ნია

საოცრად მაგარი გოგო ხარ შენ, დილის 7ზე რომ დამხვდა ახალი თავი ემოციებისგან მგონი მთელი კორპუსი გავაღვიძე :დდდ სამსახურში მისვლამდე წავიკითხე და კომენტარისთვის ამ დრომდე ვერ მოვიცალე <3 ეს რა თბილი პერსონაჟები გყავს, ყველა უკლებლივ დადებით ემოციას იწვევს, ღიმილი არ მშორდება სახიდან ამათ გახსენებისას <3 ვგიჟდები ისტორიაზეც და შენზეც ასეთი გემრიელობის შექმნისთვის <3

 


№9  offline მოდერი pekhshvela

ნია
საოცრად მაგარი გოგო ხარ შენ, დილის 7ზე რომ დამხვდა ახალი თავი ემოციებისგან მგონი მთელი კორპუსი გავაღვიძე :დდდ სამსახურში მისვლამდე წავიკითხე და კომენტარისთვის ამ დრომდე ვერ მოვიცალე <3 ეს რა თბილი პერსონაჟები გყავს, ყველა უკლებლივ დადებით ემოციას იწვევს, ღიმილი არ მშორდება სახიდან ამათ გახსენებისას <3 ვგიჟდები ისტორიაზეც და შენზეც ასეთი გემრიელობის შექმნისთვის <3

უღრმესი მადლობა ჩემო კარგოო . მებედნიერებით ყველა ❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი Elo

Saocari gogo xar rac sheexeba istoria zalian magaria didi madloba????????eseti kargi istoriistvis

 


№11  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი Elo
Saocari gogo xar rac sheexeba istoria zalian magaria didi madloba????????eseti kargi istoriistvis

ვაიმე მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის ❤❤❤

 


№12  offline წევრი tatuli)

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან ძალიან მომწონს <3

 


№13  offline მოდერი pekhshvela

tatuli)
დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან ძალიან მომწონს <3

მადლობა ჩემო კარგო დიდი ❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი mwvane tvaleba

Dges wavikitxe bolomde da dzaan magaria dzaan vixalisee. Mec mattan ertad megimeboda, metbilebodnen. imedia male dadeb shemdeg tavs.

 


№15  offline მოდერი pekhshvela

a.bochorishvili
ვაიმე დედააა, ბუუუუუმ თავი იყო, აი ძააალიან მომეწონა მართლაააა, აი მეტი რომ არ შეიძლება ისე
მადლობა დიდიი❤❤

სტუმარი mwvane tvaleba
Dges wavikitxe bolomde da dzaan magaria dzaan vixalisee. Mec mattan ertad megimeboda, metbilebodnen. imedia male dadeb shemdeg tavs.

მადლობა ჩემო კარგო. დავდებ როგორც კი შევძლებ❤❤

 


№16 სტუმარი ani

დღეს წავიკითხე ყველა თავი და აი ძალიან მომეწონა ❤❤როდის დადებ შემდეგს? ბევრი არ გვალოდინო????

 


№17 სტუმარი სტუმარი elo

zvirfaso dges dagvide ra mxolod am istoriis gamo shemovdivar aq

 


№18  offline მოდერი pekhshvela

ani
დღეს წავიკითხე ყველა თავი და აი ძალიან მომეწონა ❤❤როდის დადებ შემდეგს? ბევრი არ გვალოდინო????

მადლობა დიდი❤❤

ჩემო ერთგულო მკითხველებო. ცოტახანს ვერ დავდებ. ბოდიშს გიხდით. ფბ ჯგუფში დავწერე და აქაც ვწერ ახლა. ძალიან ძვირფასი ადამიანი დავკარგე. ახლა არ ვარ კარგად არც ფიზიკურად და არც სულიერად.როგორც კი შევძლებ დავბრუნდები. ❤❤ მიყვარხართ და გაფასებთ ვინ ასეგვერდში მიდგახართ❣❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი mwvane tvaleba

ძალიან ცუდია საყვარელი ადამიანის დაკარგვა ვწუხვარ

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

ასე პატარა თავისთვის როგორ გაგვიმეტე

 


№21  offline მოდერი pekhshvela

terooo
ასე პატარა თავისთვის როგორ გაგვიმეტე

იქნებ მალე დავბრუნდე . დიდი თავით❤❤❤

 


№22 სტუმარი ნია

რომ იცოდე როგორ გელოდები. მალე დაგვიბრუნდი <3

 


№23  offline მოდერი pekhshvela

ნია
რომ იცოდე როგორ გელოდები. მალე დაგვიბრუნდი <3

მადლობა ჩემო კარგო დიდი❤❤ როგორ მეიმედებით, აუცილებლად დავბრუნდები❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent