თბილისის ცის ქვეშ... თავი 9
სახლიდან თმის სწორებით გავედი და პირდაპირ ლიფტისკენ ავიღე გეზი,ვაგვიანებდი. ისიც ამ დროს გამოვიდა თავის ბინიდან და გვერდით ამომიდგა.უხმოდ ვიმგზავრეთ პირველ სართულამდე. სადარბაზოდან რომ გავედით და გეზი გაჩერებისკენ ავიღე,მაშინ ჩამკიდა ხელი და მიმართულება შემაცვლევინა -რას აკეთებ?-შევხედე გაოცებულმა -დაჯექი,სამსახურში მე გაგიყვან. -არა -კი. -ნუ იქნცევი ჩემი შეყვარებულივით ან ქმარივით.ხომ იცი რომ არ ხარ? -სამაგიეროდ კარგი ნაცნობი ვარ. ნაცნობებს კი ენდობიან და შესაძლებელია სამსახურამდე მიგიყვანო. -აუ მათეეე... -დაჯექი, დაექი,გამიღო კარი და სხვა გზა არ დამიტოვა,ბურტყუნით ჩავჯექი და ღვედი შევიკარი, კომფორტულად მოვეწყვე სავარძელში და მისამართი ვუკარნახე, მთელი გზა ვგრძნობდი მის მზერას,მე კი შუბლშეკრული ვუყურებდი. შუქნიშანზე რომ გაჩერდა უცებ რაღაც გამახსენდა და გამეღიმა -რა გაცინებს?შემომხედა გაკვირვებულმა -გახსოვს მაშინ როცა გაგაბრაზე და უკან ვბრუნდებოდით,შუქნიშანზე გაჩერდი,ერთმა გამხდარმა ბიჭმა გადაგვირბინა წინ. შენ მითხარი ვარჯიში დავიწყე და ასეთ ტანზე უნდა დავდგეო. -რა დამავიწყებს შენს პასუხს.-გამაწყვეტინა სიცილით.-ისე მწარედ მიპასუხე. ასეთ ტანზე რომ დადგები მაშინ გამოგყვები ცოლადო.ახლაც იმ აზრზე ხარ?ხომ ვარ ფორმაში?მართალია მთლად ისე გამხდარი არ ვარ მაგრამ... -მართალია არ გამოიყურები ცუდად,პირიქით გიხდება ეს ღიპი და არასოდეს მოიშორო. სექსუალურია.. -რაა?იმდენად არ მოელოდა ამ პასუხს რომ კინაღამ წინა მანქანას შეასკდა,საბედნიეროდ დროულად მოასწრო დამუხრუჭება -შენ შემიწირავ მე..პირველად მესმის ასეთი რამე რომ ქალს კაცის ღიპი მოსწონდეს და სექსუალურად მიაჩნდეს, -მე რომ სხვანაირი ვარ არ იცი? -ახლა უკვე ვიცი, შენ სრულიად განსხვავებული ხარ იმ ქალებისგან ვისაც აქამდე ვიცნობდი და ურთიერთობა მქონია.. -ბებო როგორაა?-შევცვალე სასაუბრო თემა -კარგად,არაუშავს.ამ ბოლო დროს ცოტა ავადმყოფობს,მაგრამ მაინც არ ნებდება სიბერეს. -ვერ მოვახერხე მისი გაცნობა.უფრო სწორად ვერ მოვასწარი -ის კი გელოდა.ძალიან გაუხარდა რომ ვუთხარი ერთი გოგო მომეწონა და მინდა გაგაცნოთქო,გული დასწყდა როცა ვუთხარი დავშორდით-თქო. -ახლა მაინც ხომ გამაცნობ?თუნდაც როგორც მეგობარს? -შენ ეს მართლა გინდა? -კი,დავუქნიე თავი -ხომ ხვდები რომ ეს უბრალოდ გაცნობა არ იქნება და ის ამას სხვანაირად მიიღებს. -ვიცი და თანახმა ვარ... -მაკვირვებ,ძალიან მაკვირვებ,წუხელ ჩემი დანახვა არ გინდოდა და ახლა პირიქით იქცევი -ასეთი ცვალებადი ხასიათი მაქვს. -რა იქნება მერე?ხვალ რომ აღარ მოგინდეს?რომ წახვიდე? -თუ ჭკვიანად მოიქცევი არ წავალ -ესეგი მე უნდა მოვიქცე ჭკვიანდა ხო?გაეცინა -ხომ იცი რომ მე ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ვარ?იმდენი ხანია მარტო ვარ მიჭირს ამ თავისუფლების დათმობა... -ერთი პირობით.. -ეს უკვე შანტაჟია.. -არა არ არის, ამ დღეებში მე ბებოს გაგაცნობ,შენ კი შენს მეგობრებს,აი იმ მეგობრებს დაძინებაში რომ მიშლიან ხელს შენთან ერთად. -მოვიფიქრებ...აი აქ გამიჩერე,მოვედით. -ნია...დამიძახა როცა მანქანიდან გადავედი.-საღამოს მოვალ შენს წასაყვანად -ნებართვას იღებ თუ თხოვნაა? -უბრალოდ საქმის კურსში გაყენებ.მომაყოლა უკან.-ნებართვა არ მჭირდება. -მაინც მოხვალ უარიც რომ გითხრა, გავუცინე და დავემშვიდობე. არადა არ დადგა საღამო.დრო ისე გაიწელა როგორც არასდროს.წარამარა საათს დავყურებდი,ისე ვიქცეოდი თითქოს შეყვარებული ვყოფილიყავი.ან ვიყავი და ამას ჯერ ვერ ვხვდებოდი,ერთი რამ კი ცხადი იყო მარტო გული კი არა გონებაც და სხეულიც მისკენ მიიწევდა და მასზე ფიქრობდა.თვალი ხშირად გამირბოდა მისი ნაჩუქარი ტელეფონისკენ და უაზროდ მეღიმებოდა.მერე თავს გავაქნევდი და საქმეს ვუბრუნდებოდი. ნაშუადღევს დამირეკა:-უბრალოდ მოგიკითხე.მინდოდა გამნეგო როგორ ხარ? -ნუ მირეკავ შეყვარებულივით, -შენ კიდევ ნუ მეწინააღმდეგები და ნუ ცდილობ მდინარის საწინაარმდეგოდ ცურვას, დინებას მიყევი. -მათეეე... -კარგი,კარგი მივდივარ,დამემშვიდობა სიცილით და გამითიშა. -სულელი,როგორ უცებ დამემორჩილა,დამშვიდობებაც არ დამაცადა.გამეცინა მეც. როგორც იქნა დადგა საღამო და ჩემი წასვლის დრო,დაღლილი გამოვედი სამსახურიდან.ის უკვე იქ მელოდა,მანქანიდან გადმოსულიყო,მას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა,რომ დამინახა სიგარეტი ჩააქრო და ჩემსკენ წამოვიდა,ჩვეული ღიმილით გადამკოცნა და კარი გამიღო. -სახლში?მკითხა როცა თვითონაც ჩაჯდა -სახლში,-დავუქნიე თავი და თვალები დავხუჭე, -დაიღალე? -ძალიან -წამოდი მაგ სამსახურიდან,მე გიშოვი რამე ნორმალურს. -არა.და ნუ მელაპარაკები ძალიან გთხოვ ამ თემაზე -კარგი როგორც გინდა ჯიუტო, სახლში დაგტოვებ დ მე წავალ საქმეები მაქვს. -რა საქმეები გაქვს?სად მიდიხარ?იქნებ ახლა მაინც მითხრა შენი საქმიანობის შესახებ.რატომ მიმალავ?ნუ გეშინია არ წაგართმევ,მოძალადე არ ვარ. -ხარ როგორ არ ხარ?იმ ღამეს ხომ იძალადე ჩემზე?თან რამდენჯერმე. შემრცხვა და გავწითლდი, -იმ ღამეს ნუ გამახსნებ გთხოვ. -კარგი ნუ გაწითლდი.გეხუმრები,.არადა სულ არ გეტყობა ასეთი მორცხვი თუ ხარ. შენ ის მითხარი სადმე ხომ არ გინდა გავლა?რამეების ყიდვა სახლისთვის -ისე ნუ იქცევი თითქოს ოჯახი ვიყოთ -არ ვიქცევი,უბრალოდ შენს დახმარებას ვცდილობ.მერე ისევ რომ არ მომიხდეს უკან ჩამოსვლა მაღაზიაში. -არაფერი არ მინდა,ყველაფერი მაქვს სახლში -კარგი როგორც იტყვი. სახლთან დამტოვა,დამემშვიდობა და წავიდა.რაღაცნაირად სიცარიელე ვიგრძენი მის გარეშე.მაგრამ დაღლილობა და დასვენების სურვილი უფრო ძლიერი იყო და სადარბაზოში შევედი პირველი რაც სახლში შესვლისას გავაკეთე გამოვიცვალე,მერე წყალი გადავივლე და სამზარეულოში შევედი. საჭმლის მოსამზადებლად.ბევრი არც არაფერი ვიცოდი,წყალი შემოვდგი სოსისის მოსახარშად. ჭამის შემდეგ ცოტა ხანს გოგოებთან ვიჭორავე,თუმცა მათეზე არაფერი მითქვამს.ისე უბრალოდ სხვადასხვა თემებზე.ქალებს რა გამოგვილევს საჭორაო თემას.მერე დივანზე წამოვწექი და ტელევიზორის საყურებლად მოვემზადე.მათესგანაც არაფერი ისმოდა და რაღაცნაირად გავბრაზდი რომ ამდენი საათი არ გავხსენებივარ... უინტერესოდ ვუყურე ფილმს,მერე ძილი მომერია და ის იყო დასაძინებლად უნდა წავსულიყავი რომ კარზე ზარი გაისმა.ნელა გამოვაღე და მათე დავინახე.კარის ჩარჩოზე იყო მიყრდნობილი და ისეთი საცოდავი გადაღლილი სახე ჰქონდა რომ შემეცოდა. -ამ დროს აქ რას აკეთებ?ახლა თუ იმისთვის მოხვედი რომ... -ძალიან დავიღალე და საშინლად მშია,დააპურებ და შეიფარებ ცოტა ხანს შენს მარტოხელა მეზობელს?-შველის თვალები მომაპყრო და უარი ვეღარ ვიუთხარი,გვერდით გავიწიე გზა დავუთმე.პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.კარი დავხურე და უკან მივყევი.უკვე მაგიდასთან იჯდა -გაქვს რამე საჭმელი? --არაფერი,მაგრამ კვერცხს შეგიწვავ.არ მეხერხება მზარეულობა,მხოლოდ მზა და ადვილად გასაკეთებელი საკვებით ვკმაყოფილდები,ვუთხარი და ტაფა შემოვდგი გაზზე. -არ შეწუხდე. წავალ მაშინ,თან შენ თუ არ გშია. -დაჯექი მანდ და წასვლა არ გაბედო.-ვუთხრი მკაცრად.-სანამ არ შეჭამ არ წახვალ არსად.თან მომიყევი სად იყავი და ამ დროს რატომ დაბრუნდი ასე დაღლილი.ტაფაზე კვერცხი დავასხი -ეჭვიანი ცოლივით იქცევი,დაკითხვას მიწყობ -ნუ მიწვევ მათე..თეფში დავუდე წინ, პური,ყველი.კიტრი და პომიდორი და საწებელი დავალაგე ერთმანეთის მიყოლებით.მალე კვერცხიც შეიწვა,მაგიდაზე დავდგი და მის წინ ჩამოვჯექი.უხმოდ მადევნებდა თვალს და ჭამის დროსაც არ ამოუღია ხმა.მხოლოდ მაშინ დაილაპარაკა როცა ჭამას მორჩა -გემრიელია,შემიქო ნახელავი და ტუჩები გაილოკა.მადლობა -არაფერს.ახლა კი ძალიან დავიღალე და შეგიძლია მიბრძანდე სახლში.მაგიდის ალაგება დავიწყე.დასვრილი ჭურჭელი ნიჟარში ჩავალაგე. -მაგდებ?ბარემ ბოლომდე დამანაყრე დღეს.-გაეცინა ეშმაკურად.ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა. -რას აკეთებ? -ისეთს არაფერს რაც არ მიქნია ჯერ.კისერს ჩაუყვა კოცნით,თუმცა მოვიშორე და თავი დავაღწიე -არ გამოვა ეგ საქმე მათე.ძალიან დავიღალე, ახლა ძალიან მინდა რომ დავისვენო. -ეს საქმე როგორც შენ უწოდებ ძალიან შველის დაღლილობას და სტრესს. -არა-თქო -რატომ მეწინააღმდეგები ჩიტო?-წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა -გთხოვ მათე,ახლა არა.ხვალ მძიმე დღე მელის,უფროსებთან მაქვს შეხვედრა მნიშვნელოვან საკითხებზე და არ მინდა თვალებდასიებული და გამოუძინებელი მივიდე. -ესეგი მიშვებ?-საწყლად შემომხედა -კი გიშვებ.წაბრძანდი შენს სახლში,თუ გინდა დაურეკე შენს რომელიმე საყვარელს,დარწმუნებული ვარ სიამოვნებით მოგაკითხავენ. -ნებას მაძლევ ესეგი?გაეცინა -ვითომ ჩემგან გჭირდება ნებართვის აღება.. -მწარე ხარ.ვითომ არ იცი რომ არავისთნ დამრეკი არ ვარ და მითუმეტეს მომყვანი. -ძალიან ცუდი შენთვის, ჩავუკარი თვალი და კარისკენ ვანიშნე -ტკბილი ძილი პატარა,მაკოცა და მშვიდად გაიხურა კარი... რა თქმა უნდა დილით ძალიან მოვინდომე და გამოვიპრანჭე,მისთვისაც და იმისთვისაც რომ საქმინ შეხვედრაზე ჩვეულებრივად ჩაცმული ვერ მივიდოდი. შავი კლასიკური მუხლამდე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ავარჩიე მსუბუქი მაკიაჯით,მათე უკვე ქვემოთ მელოდა.რომ დამინახა კმაყოფილება ვერ დაფარა -შესანიშნავ ფორმაში ხარ.ამავსო კომპლიმენტებით -მადლობა.ვიცოდი რომ მოგეწონებოდა,კმაყოფილი ჩავჯექი მანქანაში. ნახევარი გზა გვქონდა გავლილი ჩემმა მობილურმა რომ დარეკა.ეკრანს დავხედე და ზარს ვუპასუხე -დიახ ბატონი ნიკა..მადლობთ კარგად,თქვენ?..რა თქმა უნდა...დღეს თქვენც იქნებით შეხვედრაზე თუ თქვენი წარმომადგენელი?ძალიან კარგი...ესეგი გნახავთ...დროებით. დავემშვიდობე და მათეს შევხედე,აშკარად დაძაბული იჯდა და ცდილობდა გაბრაზება დაემალა.ეჭვიანობს,-გავიფიქრე და გამეღიმა -ნუ იღიმი, -მეღიმება. -გსიამოვნებს ჩემი გაბრაზება? -რატომ უნდა მსიამოვნებდეს? -გითხარი რომ არ მომწონს ეგ ბიჭი და მასთან კავშირი ნუ გექნება თქო,შენ კი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ რომ არ წახვიდე არ შეიძლება.შენსას აწვები მაინც.აუწია ხმას -შენ რა ეჭვიანობ?თუ ამას იმიტომ მეუბნები რომ იცნობ მას?მითხარი რატომ არ მოგწონს? -არა არ ვიცნობ.მაგრამ მის კომპანიას არ აქვს კარგი რეპუტაცია ბაზარზე და საერთოდ ქვეყანაში და რაღა მაინცდამაინც შენ იჭერ მასთან საქმეს. -შენ საიდან იცი ამდენი რამე?ან ამდენ ვინმეზე ყველაფერი?შეგიძლია მითხრა ბოლოსდაბოლოს ვინ ხარ?ან რას საქმიანობ?ავუწიე ხმას მეც -ისეთი არავინ..უბრალოდ ვიცი -უბრალოდ არ იცი.და იმასაც კარგად ვხვდები რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ ხარ.ვხვდები რომ არ უჩივი შემოსავალს.ძვირადღირებული ბინა ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში.ბრენდული ტანსაცმელი,ბოლო მოდელის მანქანა.გოგოებიც პირდაპირ კისერზე გეკიდებიან და კიდევ მეუბნები არავინ ვარო, მითხარი ვინ ხარ? ვუყვირე -როგორც იქნა რაღაც შეამჩნიე შენი პატარა ცხვირის იქით. -მათეეე...ვიყვირე მოთმინებადაკარგულმა -შენთვის არ მომიცია უფლება რომ მიყვირო,-მითხრა მშვიდად -აჰაა ესეგი უფლებაც უნდა მომცე?უფლებაც უნდა მომცე არა?გააჩერე მანქანა.გააჩერე-თქო,თორემ გადავხტები. -ვერსადაც ვერ წახვალ.ჩაკეტა ორივე კარი,-რამდენიმე წუთში სამსახურში მიგიყვან და შეგიძლია მაშინ გადახვიდე. -მაგიჟებ ასეთი რომ ხარ... -ეგ ძალიან კარგია რომ გიჟდები ჩემზე,-ჩაეღიმა კმაყოფილს -მე ეგ არ მიგულისხმია.მე შენი საქციელი მაგიჟებს.. -ოოო,კარგი რაამ,აღიარე რომ მე გაგიჟებ. -არ გელაპარაკები და ხმა არ გამცე.გავებუტე და ფანჯარაში დავიწყე ყურება -პატარა ბუტია ბავშვი ხარ.მითხრა ისევ აუღელვებლად და მანქანა გააჩერა,-მიბრძანდით უკვე სამსახურში ხარ. -ახლა მეჩქარება,მაგრამ იცოდე აუცილებლად მომიყვები შენზე ყველაფერს.და არც იფიქრო რომ თავს დამაღწევ,- გადავედი და უკან მოუხედავად წავედი შესასვლელი კარისკენ -შენ კი არც იფიქრო იმ სირ,,ნ შეხვედრა.გაფრთხილებ იცოდე.მომაძახა მკაცრად და სწრაფად დაძრა მანქანა ადგილიდან... მთელი დღე წარამარა მიგზავნიდა შეტყობინებნებს,ინტერესდებოდა რას ვაკეთებდი ან როგორ ვიყავი.ჯერ არ ვპასუხობდი,მასზე გაბრაზებული ვიყავი და მის დასჯად მიმაჩნდა ეს,მაგრამ მორიგ შეტყობინებაში რომ მომწერა მიპასუხე თორემ სამსახურში დაგადგებიო,მაშინ დავუბრუნე პასუხი,ვიცოდი ამის გამკეთებელი იყო. ნაშუადღევს მარტლაც მომიწია ნიკასთან შეხვედრა,ამჯერად ოფისში და უფროსებიც იყვნენ,ამის შესახებ რომ გაიგო გაბრაზდა და გადაირია,შემეძლო არ მეთქვა მაგრამ ვერ დავუმალე,მიკვირდა საკუთარი თავის რომ არ მოვისურვე დამალვა ამის. შეხვედრა როგორც კი დასრულდა მაშინვე ტაქსი გამოიძახე და სახლში წავედი.ტელეფონი გამოვრთე და არც გამიფრთხილებია,ვიცოდი ამით საშინლად გავაბრაზებდი და მის რისხვას ვერ გადავურჩებოდი. აივანზე ვიჯექი და მშვიდად ველოდი მის რისხვას. კარგა ხანს მომიწია ლოდინი.და აი როგორც იქნა გაჩერდა მისი მანქანა. ის იყო თავდასხმისთვის მზადება დავიწყე რომ უეცრად თვალებში დამიბნელდა და ბრაზმა დამამუნჯა,მარტო არ იყო. მაშინვე ვიცანი მისი ლამაზმანი,ეს ყველაზე ხშირად მყავს ნანახი მის გვერდით..ჩემი აივნისკენ გამოიხედა და მოასწრო ჩემი დანახვა,ვერ მოვასწარი დამალვა.გოგოს ხელი მოხვია და სადარბაზოში გაუჩინარდა. უკან შევბრუნდი ოთახში და წინ და უკან სიარულს მოვყევი.რას ვგრძნობდი?ბევრ რამეს,წყენას ყველაზე მეტად,თუმცა ვხვდებოდი რომ ნაწყენი ის უფრო იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მაშინვე მასთან წასულიყო. ვგრძნობდი ბრაზს.ვეჭვიანობდი,ვერ ავიტანე მის გვედრით სხვის დანახვა,მისი სხვასთან გაყოფის იდეამ არ მომხიბლა... ვგრძნობდი აქამდე უცნობ რაღაცეებს რაც მეგონა რომ აღარ მექნებოდა, მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა,მითუმეტეს როცა მათი კისკისი მომესმა მისი ბინიდან..დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა რომ ნერვებს საბოლოოდ ეღალატა.გაცოფებული გავვარდი მისი სახლისკენ და მშვიდად დავრეკე ზარი,მაგრამ ეს რა ფასად დამიჯდა მხოლოდ მე ვიცოდი. მალე კარი გაიღო და მათე გამოჩნდა წელსზევით შიშველი. -აქ რა გინდა?მკითხა მკაცრად -აქ რა მინდა ხო?დავუბრიალე თვალები,-გამატარე,ხელის კვრით მოვიშორე და პირდაპირ საძინებლისკენ წავედი.ვერ მოასწრო იმის გააზრება რა ხდებოდა მის ბინაში ან ასეთი რეაქცია თუ მექნებოდა.სანამ ის გონს მოეგო მე უკვე საძინებელში ვიდექი და იმ ქალბატონს თავზე წამოვადექი,ნახევრად შიშველი დამხვდა. -შენ როგორ ბედავ აქ მოსვლას?მკაცრად მივმრთე.-აქედან გაეთრიე და არასოდეს მიეკარო ამ კაცს გასაგებია?ხელი ჩავავლე მკლავში და წამოვაყენე.მის მაისურსაც დავავლე ხელი და მასთან ერთად გავუყევი გზას მისაღებისკენ -რას აკეთებ?_თავის განთავისუფლება სცადა,მაგრამ აშკარად ძლიერად მეჭირა,ისე ვიყავი გამწარებული.აი სად გამომადგა ჩემი საბრძოლო გამოცდილება,ბავშვობაში კარატეზე დავყავდი მამას.ყველაფერი წამებში მოხდა და სანამ მათე გონს კარგად მოეგო მისი ლამაზმანი უკვე სადარბაზოში იდგა.ხელი შევუშვი და მაისური და ჩანთა მივაყოლე მას. -რას აკეთებ შე ქაჯო?რა უფლებით მივარდები სახლში?მიკიოდა ის -მე გივარდები სახლში?კიდევ მე გივარდები?წინ გადავუდექი დოინჯშემოყრილი -კი შენ შე ქაჯო?შენთვის ნორმალურად ქცევა არ უსწავლებიათ? -ახლა განახებ შენ ნორმალურ ქცევას?თვალებს რომ დაგთხრი... -მაგას გაჩვენებ ვინ ვის დასთხრის თვალებს?გამოაჩინა მანაც ბრჭყალები დ ჩემსკენ გამოწია,აი აქ საბოლოოდ მოეგო მათე გონს და შუაში ჩაგვიდგა -რას კეთებთ?თქვენ აქ რიგნი ხომ არ გგონიათ ბრძოლა რომ გაგიმართეთ?-იყვირა მან -აქედან გაეთრიე და აღარასოდეს მიეკარო ამ კაცს,თორემ შენს თავს დააბარლე რაც მოგივა,.ასე ადვილად ვეღარ გადამირჩები.დაიმახსოვრე ის მარტო აღარაა,ის ჩემია,გასაგებია?დავუმარცვლე ბოლო სიტყვები და ცხვირწინ მივუხურე კარი. -რას აკეთებ?გამატარე.მის დასახმარებლად გაიწია მათემ,მაგრამ კარს მივეყრდენი და წინ გადავუდექი -ეს რა ქცევაა?მართლა ცუდად მოიქეცი,გამატარე,ბოდიშს მოვუხდი და სახლში გავაცილებ -უშენოდაც გაიგნებს გზას.დამშვიდდი და დაიმახსოვრე.შენ რომ კიდევ ვინმე მოიყვანო აქ ან კიდევ ვინმე მოგეკაროს ასე ადვილად ვერც ის გადამირჩება და ვერც შენ.მაგ მამაკაცურ ღირსებას მოგაჭრი ძირში და დაგასაჭურისებ. დავუბრიალე თვალები -არ ხარ შენ ნორმალური... გაეცინა ხმამაღლა -ხო ვიცი რომ არ ვარ.არაა ეგ ახალი ამბავი,შენ ჩემი საკუთრება ხარ და ვერავინ შეგეხება გასაგები შენთვის?მისკენ გავექანე და ამ სიტყვის სრული მნიშვნებლობით ზედ შევახტი,ძლივს მოასწრო თავის შეკავება და ჩემი დაჭერა.სხეულზე შემოვხვიე ფეხები და ტუჩებზე ვეძგერე. -გიჟი ხარ..გადაიხარხარა კმაყოფილმა და საძილებლისკენ წავიდა.მკოცნიდა და უფრო მახელებდა მეც.საწოლზე დამაწვინა და მაისური გამხადა. -დღეიდან ჩემი ხარ.დავიჩურჩულე,მაისური მეც გადავაძრე და ზემოდან მოვექეცი -შენ ჩემზე უკვე მეორედ ძალადობ -წინააღმდეგი ხარ? -არა,გააქნია თავი და მკერზე წამეტანა,საოცარი შეგრძნება დამეუფლა და სიამოვნებისგან საოცარი ბგერები ამოვუშვი.. მალე ორივე დაღლილები მივესვენეთ საწოლზე,ძალაგამოცლილები და სიამოვნების მეცხრე ცაზე მყოფნი -ახლა რა იქნება?დავსვი ალბათ ყველაზე შეუფერებელი კითხვა ამ მომენტისთვის -როგორ თუ რა იქნება? -აი ჩვენ როგორ ვიქნებით?ალბათ ასე ვერ გავაგრძელებთ როგორც აქამდე იყო. -შენ რომ მოინდომო მე არ მოგცემ ასე გაგრძელების უფლებას.შენს ნებაზე აღარ იქნება არაფერი.ახლა ჩემებურად ვიმოქმედებ. -როგორ?არ მითხრა შუა კედელი გავჭრათ და ჩვენი ბინები გავაერთიანოთო.გამეცინა და წამოვიწიე,იდაყვებით დავეყრდენი საწოლს და თვალებში ჩავაშტერდი. -არც ეგ გამიჭირდება ხომ იცი?ცხვირზე საჩვენებელი თითი დამკრა,ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა,მეც თავი დავადე და გავინაბე კმაყოფილი. -გადარეული ხარ,ჩემი გადარეული,ასეთი რამე არასოდეს არც ერთ ქალს არ გაუკეთებია ჩემს მოსაპოვებლად. -მე პირველი ვარ,ვუპასუხე ამაყად -აბა რაა,შენ მართლა პირველი ხარ.-იქნებ ახლა მაინც მითხრა ვინ ხარ?მგონი შესაფერისი დროა.წარმოდგენა მაინც გაქვს რას ვფიქრობ მე?სექ..ი მაქვს კაცთან რომელსაც თითქმის არ ვიცნობ. -ოო,კაი რაა,მეზარება ახლა ჩემზე საუბარი,წამოიწია საკოცნელად მაგრამ ავირიდე და წამოდგომა დავაპირე -წავალ იცოდე და როცა მხზად იქნები მაშინ მოვალ -კარგი კარგი,დამაბრუნა იმავე მდგომარეობაში.-მიდი მკითხე რა გაინტერესებს -შენ მომიყევი,ჩემს გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა დაიწყო: მათე აბაშიძე ოცდათოთხმეტი წლის.ვცხოვრობ მარტო.მყავს მშობლები რომელიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და რომლებთანაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე მყავს ბებია რომელიც ქვეყანას მირჩევნია.ისაა ჩემი გამზრდელი და საერთოდ ჩემი ყველაფერი -მაშინ ერთიქალი მიყვარდა.ნუ მეგონა რომ მიყვარდა,შენ რომ გაგიცანი მასთან რამდენიმე წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა.ოჯახი მისი წინააღმდეგი იყო,მაიძულებდნენ ცოლი შემერთო ოღონდ ის არა.სწორედ მაშინ გაგიცანი შენ -ესეგი ამიტომ გინდოდა ჩემთან ოჯახის შექმნა რომ იძულებული იყავი? შევხედე ნაწყენმა -ბოლომდე მომაყოლე კარგი?თანხმობა რომ მიიღო განაგრძო:-ვიფიქრე ვინმე გოგოს თავს მოვაწონებ,ცოლად მოვიყვან და ასე ავირიდებ მშობლებთან უთანხმოებასთქო,თან იძულებული გამხადეს თუ ცოლს არ მოვიყვანდი და მასთან შვილი არ მეყოლებოდა ქონებას და მემკვიდრეობას ჩამომართმვდნენ, -ესეგი მე შენი გეგმის ნაწილი ვიყავი მაშინ,მადლობა უფალს რომ უარი ვთქვი და თავი იმ ტანჯვისთვის არ გავიმეტე/ -გეწყინა რომ სიმართლე გითხარი? -არა,პირიქით მიხარია რომ ახლა მაინც ვიცი მიზეზი იმ ყველაფრისა რაც მაშინ მოხდა, რატომ იყვნენ იმ ქალის წინააღმდეგები? -იმიტომ რომ ჩემმამდე ორჯერ იყო გათხოვილი და ასაკით ჩემზე უფროსი იყო,ხომ იცი მაშინ როცა ვინმე ამ ურთიერობის წინააღმდგეია გეჩვენება რონ შენთვის ცუდი უნდათ.შეყვარებული როცა ხარ ყველაფერს სხვანიარად ხედავ.მეგონა ცოლს რომ მოვიყვანდი მშობლებს თვალს ავუხვევდი და თავს დამანებებდნენ, თან ქონებასაც მივიღებდი. -და ის გოგო არ შეგეცოდებოდა?მე არ შეგეცოდებოდი რომ შემყვარებოდი მართლა და დაგთანხმებოდი? -მაშინ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. -მერე რა მოხდა? -მერე აღმოჩნდა რომ ჩემი მშობლები მართლები იყვნენ და ის უბრალოდ კარგად თამაშობდა შეყვარებული ქალის როლს.როგორც კი გაიგო რომ ქონებას ვერ მივიღებდი მასზე დაქორწინები შემთხვევაში.სხვა სამიზნე იპოვა,.მამაჩემის მეგობარი ბიზნესმენი გამოიჭირა და თავისზე ოცი წლით უფროს კაცს გაჰყვა ცოლად.. -საინტერესო ისტორიაა და ვწუხვარ რომ ამის გადატანა მოგიწია.ღალატზე რთული არაფერია.საშინელებაა მისი ატანა და მასთან შეგუება.მოვიწყინე უცებ და ჩემი ამბავი გამახსენდა -არაუშავს,სამაგიეროდ ამან გამაძლიერა.ქონებაზე ისედაც უარი ვთქვი,ჩემი დანაზოგით პატარა კაფე გავხსენი,წარმატებით დაიწყო მან ფუნქციონირება.ერთ წელში კიდევ ორი კაფე შევმატე ჩემ საქმიანობას და კიდევ ერთ წელში ბარი. შემოსავალს არ ვუჩივი და მშობლების მემკვიდრეობაზე ჯერ ისევ უარს ვაცხადებ.მომავლში რა იქნებ არ ვიცი. -მიხარია რომ ვიღაც მაფიოზი,დამნაშავე და განგსტერი არ ხარ. -სერიოზულად?შენ მართლა ასეთი გეგონე? -აბა რა უნდა მეფიქრა სხვა?ისე მოდიოდი და ისე უჩინარდებოდი ვერ ვიგებდი შენს ასავალ-დასავალს. -უბრალოდ არ მიყვარდა როცა ჩემს საქმიანობას აფიშირებას უკეთებენ.ამიტომ ვერიდები ტელევიზიებთან და საზოგადოების ცნობილ ადამიანებთან კონტაქტს.ვღიზიანდები როცა გოგოები ამის გამო ჩემს მოხიბვლას ცდილობენ.შენ იყავი ერთადერთი რომელსაც ეს არ აინტერესებდა და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ამისთვის.არც კი შეუმჩნევია,ამიტომ მიმყავდი ისეთ ადგილებში სადაც ჟურნალისტები და ხალხი არ იქნებოდა. -იქნებ ცდები და მეც ასეთი ვარ? -არ ხარ.შენს თვალებში ვხედავ,შუბლზე გაწერია.თან ასეთი რომ იყო აქამდე გამოიჭერდი ვინმეს.- გაეცინა მას.-არც ისეთ სამსახურში იმუშავებდი როგორშიც მუშაობ და არც ასეთი დამოუკიდებელი იქნებოდი. -აი რას უწუნებ ჩემს სამსახურს?სულ ყოველთვის წინააღმდეგი იყავი. -არ მომწონს და რა ვქნა. -იქნებ შენ ისიც მომთხოვო სახლში დაჯექი და ბავშვები გაზარდეო -არაა ცუდი იდეა/ -ეგ არასოდეს მოხდება ხომ იცი? -ვნახოთ,ვნახოთ.გაეცინა ეშმაკურად -მოდი ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე.არანაირი ოჯახობანას თამაში,შეზღუდვები.ერთობლივ მომავალზე ფიქრი,სიყვარული და ეჭვიანობები,უბრალოდ გვექნება სექსი და ვიქნებით ერთმანეთთან იქამდე სანამ არ მოგვბეზრდება,მერე კი უმტკივნეულოდ დავშორდებით. -მე არ მეკითხები?მე არ ვარ თანახმა,შანსს ორივე ვიმსახურებთ. -მაშინ ახლავე დასრულდება ყველაფერი,-წამოდგომა ვცადე მაგრამ არ გამიშვა.ხელები ჩამავლო საწოლზე დამაწვინდა და ზემოდან მომექცა -ყოველთვის რატომ გარბიხარ?რატომ გაურიხარ ოჯახის შექმნაზე საუბარს?ნუღა დამაწყებინებ თავიდან.ნუღა დამაწყებინებ ისევ შეხვედრებს და პაემნებს თავიდან.მგონი ეს უკვე გადავლახეთ და გავიარეთ,უბრალოდ დროს მივანდოთ ყველაფერი და ჩვენს თავს შანსი მივცეთ,ორივე ვიმსახურებთ ამას.ჰო გეტყვი არ მიყვარხარ,ახლა არ მიყვარხარ.ვიცი არც შენ გიყვრვარ,მაგრამ ვერ ვურყოფთ იმას რომ რაღაც ამოუცნობი ძალა ერთმანეთთან გვკავშირებს და ერთმანეთისკენ გვიზიდავს.ნუ დავიხევთ უკან. -ერთი პირობით.სამსახურიდან წამოსვლას,ბავშვს და ეჭვიანობა არ შეეხები. -ბოლოს ვერ შეგისრულებ,დანარჩენი იყოს ამ ეპატზე ისე როგორც შენ გინდა.იმიტომ რომ საშინელი მესაკუთრე ვარ,რაც ჩემია ჩემია.არც შენ ხარ ნაკლები,რა დღეში ჩააგდე საწყალი გოგო -უკანასკნელი ვინც ამ ეპატზე ამ საწოლს და ამ ოთახს დაეპატრონება ეს მე ვიქნები და არც კი იფიქრო რომ ამაში ვინმე შემეცილოს. -შენ ვინ ხარ,მგონი უკვე ვნანობ...გაეცინა და ტუჩებზე წამეტანა,მაგრამ გადავაბრუნე, ზემოდან მე მოვექეცი და ეშმაკურად ვუთხარი -აბა დავიწყოთ მორიგი რაუნდი?გაუძლებ? -ვახ ჩემი ის ვინაა ტოო...ყველაფერში პირველობა უნდა. ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და თამამად დამითმო ასპარეზი.გაჩუმდა და მომენდო,რადგან ლაპარაკის და არაფრის მომცემი სიტყვებისთვის არც ერთს აღარ გვეცალა,გაშმაგებით ვკოცნიდით და ვეალერსებოდით ერთმანეთს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.