ვინუჟდენში დაქორწინებულები 15
მოკლედ დროის გამო რაღაც პრობლემები რომ აღარ იყოს, პირდაპირ გეუბნებით კვირას დავდებ მაქსიმალური ერთი დღით დავიგვიანო, მაგრამ არამგონია :დდ **** მაღლა განთავსებული საძინებლებიდან ერთ-ერთი ამოვირჩიე. ჩემი ოთახის ფანჯარა პირდაპირ ტბას გადაჰყურებდა და ულამაზესი სანახაობა იქმნებოდა. ჩემი ნივთები ისე დავაბინავე, ნორმალურად არც კი დამითვალიერებია. რამდენიმე საათი ვიჯექი ოთახის აივანზე. პეიზაჟს გავყურებდი და ვცდილობდი არაფერზე არ მეფიქრა, გონება დამესვენებიმა. ნელ-ნელა ჩამობნელდა, თუმცა იქაურობის სილამაზე ამჯერად სხვა კუთხით დავინახე. ღამის ცას უთვალავი ვარსკვლავი ამშვენებდა, რომლებიც ტბას ლამაზ ფერებს ანიჭებდნენ. უზომოდ მომწონდა აქაურობა. იმდენად მომწონდა, რომ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე თვით. ალექსისგან არაფერი მსმენია. მის არსებობას იმდენად ვერ ვგრძნობდი, რომ დამავიწყდა კიდეც, რომ სახლში მარტო არ ვიყავი. სრულ იდილიას მივაღწიე, როცა ჩემი ოთახის კარი დაიკითხავად შემოაღეს. -ჩაიცვი, კლუბში მივდივართ-მითხრა ბიჭმა ბრძანებლური ტონით. ტანსაცმელი გამოეცვალა. ამჯერად შავი ჯინსი და ნაცრისფერი მაისური ეცვა. -პირველი-დავიწყე წყნარად და ბიჭს გაღიზიანებული მივაცქერდი-კარზე დაკაკუნება უნდა ისწავლო, მეორე-ტონი შეარჩიე. და მესამე-ამ სოფელში კლუბს რა უნდა?! -ამ სოფელში არც არის,-მხოლოდ მესამეს გამოეპასუხა- აქვე ახლოსაა ქალაქი და იქ გავდივართ. მალე მოემზადე!-ეს თქვა და თვალის დახამხამებაში გავიდა ოთახიდან, ისე, რომ ერთი კითხვის დასმაც ვერ მოვასწარი. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია რა უნდა ჩამეცვა. უბრალო ჯინსი და ზედა გადავიცვი. არც მაკიაჟზე დამიკარგავს დრო. კედები ამოვიცვი და დაბლა ჩავედი. ალექსი კართან მელოდა. ჩემს დანახვაზე მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა და გარეთ გავიდა. ნუთუ ჩემს ჩაცმულობაზე დამცინოდა...? მეც გარეთ გავედი. გამიკვირდა, როცა ეზოში უცნობი ჯიპი დავინახე. ალექსი პირდაპირ მისკენ წავიდა და მის ხელში მოთავსებულ ღილაკს დააჭირა. მანქანის კარებები მაშინვე გაიხსნა. -ეს მანქანა საიდან?-ვკითხე გაკვირვებულმა. -ვიქირავე.-მიპასუხა მარტივად და მძღოლის სავარძელი დაიკავა. მივხვდი ბიჭი ჯელტმენობის გამოჩენას და ჩემთვის კარის გაღებას არ დაიწყებდა, ამიტომ მეთვითონ დავიკავე მძღოლის გვერძე სავარძელი. რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე სუფევდა მანქანის სალონში. ჩემდა გასაკვირად ბიჭი ნელა მიდიოდა გზაზე. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებდით, რომ ტყეში ვიყავით, ალბათ სხვა გზა არც ჰქონდა. -სახლის კარი რომ არ დაგვიკეტავს?!-გამახსენდა უცებ. -რა საჭიროა?-ცივად შემომიბრუნა კითხვა ბიჭმა-მთელს ტყეში მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. -კლუბში რატომ მივდივართ?-ვიკითხე როცა ტყიდან სოფელში გავედით. -გოგო მჭირდება.-მიპასუხა უბრალოდ. -რა?-ვკითხე გაოცებულმა. -რა?-კითხვა შემომიბრუნა და ერთ წამს ინტერესით გამომხედა, შემდეგ კი ცისფერი მზერა ისევ გზაზე გადაიტანა. -საკუთარ თაფლობის თვეზე უნდა გაიჩინო შეყვარებული?-ვკითხე შეურაცხყოფილმა. -ჯერ ერთი-შეყვარებულის გაჩენას არ ვაპირებ-მ არ იძახდი, დაქორწინების შემდეგ ერთმანეთის პირადი ცხოვრება არ შეგვეხებაო? -ხო, მე ვიძახდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ თაფლობის თვეზე... მოიცა შეყვარებული არასდროს არ გყოლია?-ვკითხე შოკირებულმა. -არა, რა მოხდა?-მხრები აიჩეჩა. -რატომ? -რა რატომ?-ჩემი წვალება გადაწყვიტა. -რატომ არასდროს არ გყოლია შეყვარებული?-ვკითხე მოთმინებით-დავიჯერო საკმარისად გოგო არასდროს მოგწონებია? -გოგო მომწონებია.-მიპასუხა. გზას თვალს არ აშორებდა, მე კი მისი ლამაზი პროფილის ყურებით ვტკბებოდი.-ძალიანაც მომწონებია, მაგრამ ჩემსას ყოველთვის მარტივად ვაღწევდი და მათ მიმართ ინტერესიც მიქრებოდა. -ანუ არასდროს ყოფილხარ შეყვარებული?-ვკითხე ინტერესით. -სერიოზულად?- ჩაიფხუკუნა და დაცინვით გამომხედა. ვერ მივხვდი რა მოეჩვენა სასაცილოდ. -რა?-ვკითხე გულუბრყვილოდ. -შენ რა მაგ ზღაპრების სერიოზულად გჯერა?-მკითხა დამცინავი ტონით-მარადიული სიყვარული, სიკვდილამდე ტკბილად და ბედნიერად ცხოვრება...-უზომო ირონიით საუბრობდა. -და შენ არა?-კითხვა შევუბრუნე. -არა.-მიპასუხა მოკლედ და მარტივად. -კი მაგრამ, დაიანა და ჩარლი? -ხო, მათ მართლაც უყვართ ერთმანეთი...-აღიარა ჩაფიქრებულმა. -და ბედნიერებიც არიან!-დავამატე. -მაგრამ... ასეთი სიყვარული ძალიან იშვიათია.-თქვა უემოციოდ. -იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს!-არ ვნებდებოდი. -შესაძლოა,-პოზიციები დათმო ბიჭმა-მაგრამ არამგონია ეს იშვიათობა მეც შემეხოს.-განაჩენივით გამოიტანა დასკვნა-შენ? შენ რამდენი შეყვარებული გყოლია? -მე? მე... იცი...-დავიბენი. -რა იყო, ამდენი გყავდა?-სარკასტულად მკითხა ბიჭმა. -არა... უბრალოდ...-ძალა მოვიკრიბე და ერთიანად ვთქვი სათქმელი-არც მე არ მყოლია შეყვარებული. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ალექსს ვუყურებდი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შევამჩნიე, როგორ გაუფართოვდა თვალები გაოცებისგან და როგორ გაეპო ბაგეები. -არასდროს?-მკითხა გაოცებულმა. -არასდროს.-გავიმეორე. -რატომ?-მკითხა ინტერესით. -არასდროს შევხვედრილვარ ვიღაც ისეთს, ვინც მჭირდება.-ვუპასუხე უცერემონიოდ. -და როგორი უნდა იყოს ის, ვინც გჭირდება?-მკითხა მან. -ალბათ...-დავფიქრდი-არ ვიცი.-დავამთავრე წინადადება-მაგრამ მაგას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. მამას გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. ნამდვილად არ ვაპირებ ვინმეს შეყვარებას, მეტად მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს. შევამჩნიე ბიჭს როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე. -ანუ ასეთი უკარება მარტო ჩემთან არ ხარ!-გაეცინა. არაფერი არ მითქვამს. ორივე გავჩუმდით. ამ საუბარში აღმოჩნდა, რომ სოფლიდანაც გავსულვართ და უკვე ქალაქს ვუახლოვდებოდით. ლამაზი ქალაქი გადაიშალა ჩემს წინ. ნამდვილად საოცარ ადგილას მოვხვდი. გაოცებული, ინტერესით ვათვალიერებდი ყველაფერს გარშემო. ალექსს ჩემგან განსხვავებით, უემოციო სახე ჰქონდა. აშკარად უკვე მრავალჯერ იყო აქ ნამყოფი, რადგან გზებს ძალიან კარგად იცნობდა. მალე ერთ-ერთ ნათელ უბანში გადავუხვიეთ და ხმაურიანი კლუბის წინ გავჩერდით. ალექსი პირველი გადავიდა მანქანიდან. მეც მას მივყევი. კლუბთან პატარა რიგი იყო. კარებში უზარმაზარი შავკანიანი დაცვა იდგა, რომელიც თითოეულ რიგში მდგომს ამოწმებდა. რიგში ჩადგომას ვაპირებდი, მაგრამ ალექსი პირდაპირ კარისკენ წავიდა. არ ვიცოდი მე რა მექნა, ამიტომ უკან გავყევი. როცა დაკუნთულ, სახეწაშლილ დარაჯს ვუყურებდი, სურვილი მერეოდა ალექსი შემეჩერებინა და რიგში დამებრუნებინა. რიგიდან ახალგაზრდების უკმაყოფილო ბუტბუტი ისმოდა, მაგრამ ალექსს ეს სულ არ აინტერესებდა. დაცვის წევრთან მივიდა და პირდაპირ ცხვირწინ აესვეტა. დაცვამ გაღიზიანებული სახით გადმოხედა და ის იყო გაქცევაზე ფიქრი დავიწყე, რომ კაცმა ყურებამდე გაიღიმა. -ალექს!-შესძახა მან მხიარული ტონით და ბიჭი თავის უზარმაზარ მკლავებში მოიქცია.-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა ინგლისურად, როგორც კი ბიჭი ოდნავ მოშორდა. -თაფლობის თვეზე ვარ.-უპასუხა ბიჭმა ღიმილით. დაცვას სახეზე გაოცება გამოესახა. -თაფლობის თვეზე?-იკითხა მან გაკვირვებულმა. ალექსმა ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი. მეც მაშინვე დავემორჩილე. -ეს ჩემი ცოლია-ანა.-წარმადგინა კაცთან.-ანა ეს დონატელოა! კაცი ერთ წამს გაკვირვებული მიცქერდა, თითქოს ყველაზე გასაოცარ ქმნილებას ხედავდა დედამიწაზე, შემდეგ კი გონს მოვიდა და ხელი ღიმილით გამომიწოდა. ძლიერად შევაგებე ჩემი თეთრი ხელი მის შავს და საპასუხოდ გავუღიმე. რიგიდან უკმაყოფილო ხმები გაისმა. შეფერხების გამო აშკარად ბრაზობდნენ. - გილოცავთ ბავშვებო! ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ კლუბში, მერე განვაგრძოთ-გვითხრა დონატელომ. ალექსმა კაცს მხარზე დაუტყაპუნა ხელი და კარებში შევიდა. დონატელოს გავუღიმე და მეც შევაბიჯე ხმაურიან დაწესებულებაში. მბჟუტავი სინათლით განათებულ კოლიდორში მოვხვდით. ალექსს წამოვეწიე. -დონატელო? კუ ნინძების გამო დაარქვეს?-ვკითხე ინტერესით. წარბაწეულმა გადმომხედა მხარს ზემოდან. -შენ რა, კუ ნინძებს უყურებ?-მკითხა ირონიული ღიმილით. -ბავშვობაში ვუყურებდი. პირი რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ ვეღარაფერი ვეღარ თქვა, რადგან კლუბის ხმაურში შევაბიჯეთ. საკმაოდ დიდი კლუბი იყო, გემოვნებიანი, თანამედროვე რემონტით. აქაურობა ხალხით იყო სავსე. ძალიან კარგი დიჯეი ჰყავდათ. -ცეკვა მინდა!-ვუთხარი ხმამაღლა ბიჭს. საკუთარმა სიტყვებმა მეთვითონაც გამაკვირვა, მაგრამ ნამდვილად მინდოდა ფეხების ტკივილამდე მეცეკვა. ნამდვილად მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა და თავდავიწყებას მივცემოდი. -კარგი...-ბიჭსაც შეეტყო გაკვირვება-მე წავალ, სასმელს ვიყიდი და მსხვერპლს შევარჩევ. ვიცოდი სიტყვა-მსხვერპლში რას გულისხმობდა, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდოდა. როგორც კი ბიჭი მომშორდა, მოცეკვავე მასას შევერიე და ტანის ნაზად ქნევას მოვყევი. თვალები დავხუჭე და შევეცადე მთლიანად შემეგრძნო ელექტრონული მუსიკა. გამომივიდა. მუსიკას მთლიანად შევერწყი და ზუსტად ისეთ თავდავიწყებას მივეცი თავი, როგორიც მინდოდა. ხალხის მასაში ვცეკვავდი და მუსიკას ნებას ვაძლევდი, ჩემზე ზეგავლენა მოეხდინა. საოცარ აღმაფრენის ვგრძნობდი. მოულოდნელად ჩემთან ადამიანის სიახლოვე ვიგრძენი. დაჟინებით მიყურებდა. თვალი არ გამიხელია და არც ცეკვა შემიწყვიტავს. ოფლით დავიცვარე, მაგრამ მაინც არ ვაპირებდი გაჩერებას. ვიცოდი, რომ მიყურებდნენ და ვცდილობდი, მაქსიმალურად სასიამოვნო სანახაობა შემექმნა. ტანს რაც კი შემეძლო სექსუალურად ვარხევდი, მაგრამ ვერც კი ვხვდებოდი, ამას რატომ ვაკეთებდი. საბოლოოდ ინტერესმა მაინც მძლია და თვალები გავახილე. ჩემგან ერთიოდე მეტრში იდგა და ღიმილით მიყურებდა. ძალიან სიმპატიური იყო. მაღალი, გამხდარი, დაკუნთული სხეული ჰქონდა. თოვლივით თეთრი კანი და თმა. ალბინოსი იყო. წარბები და გრძელი წამწამებიც თეთრი ჰქონდა. დიდი ტუჩები და აპრეხილი ცხვირი მის გარეგნობას სრულყოფდა, ხოლო ნათელი, ოქროსფერი თვალები პირდაპირ მეტყველებდა მის სანდომიანობაზე. დაახლოებით თვრამეტი, ან ცხრამეტი წლის იქნებოდა. შეიძლება ჩვიდმეტიც. ნაზად, თითქოს მორცხვადაც კი გამიღიმა. როგორც ჩანს, ცოტა ეუხერხულებოდა უცხო გოგოსთან ასე მისვლა. მეც გავუღიმე. ამ ბიჭის მიმართ, პირველივე წამებში დადებითი ემოციებით ავივსე. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომელი ენით უნდა წამომეწყო საუბარი. ბიჭმა დამასწრო. რაღაც მითხრა ჩემთვის უცხო ენაზე. იტალიური იყო. როცა ჩემი დაბნეული სახე დაინახა მიხვდა, რომ სხვა ენა უნდა ეცადა. ამჯერად გერმანულად მკითხა რაღაც. გერმანული ცოტათი ვიცოდი, მაგრამ საკმარისად კარგად არა იმისათვის, რომ ბიჭთან გამართული დიალოგი წამომეწყო. -ფრანგული?-მკითხა ამჯერად ფრანგულად. გავოცდი, რომ ამდენი ენა იცოდა გამართულად, არადა არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს არ ჰგავდა. თავი დავუქნიე. გამიღიმა. -აქაური არ ხარ ხო?-მკითხა ღიმილით. -არა-ვუპასუხე საპასუხო ღიმილით-აქ...-ლამის წამომცდა თაფლობის თვეზე ვარ-მეთქი. ბარის მიმართულებით გავიხედე. მაშინვე მოვკარი თვალი ნაცნობ ადამიანს, უამრავი მოცეკვავე სხეულის მიუხედავად. ალექსი ბართან იჯდა, მაგრამ მარტო არა. გვერდზე ვიღაც გრძელფეხება გოგო ეჯდა, რომელიც თან სასმელს წრუპავდა, თან ბიჭს ესაუბრებოდა გამომწვევი ღიმილით. -,,როგორც ჩანს იპოვა მსხვერპლი''-გავიფიქრე გულში. კარგი... რადგან ალექსი ერთობა, მეც მაქვს გართობის უფლება. რაღაც არამგონია იმ გოგოსთვის ეთქვა, რომ თაფლობის თვე აქვს აქ, ამიტომ არც მე ვიტყოდი! -აქ დასასვენებლად ჩამოვედი.-ვუთხარი ალბინოს ბიჭს ხმამაღლა. -გავიდეთ?-მკითხა მან და თავით მოცეკვავე მასისგან მოშორებით მდგარ მაგიდაზე მანიშნა. ახლა შევამჩნიე, რომ არც ერთი არ ვცეკვავდით. აღარც კი ვინძრეოდი. დავფიქრდი დავთანხმებოდი თუ არა მის შემოთავაზებას. კიდევ ერთხელ გავიხედე ბარისკენ. ამჯერად ვეღარც ალექსი დავინახე და ვეღარც მასთან მოფლირტავე გოგო. საინტერესოა სად წავიდნენ... მაგრამ ეგ ჩემი საქმე არაა. -გავიდეთ-დავთანხმდი. ბიჭმა გამიღიმა და ხალხის მასაში გაძვრა. უკან გავყევი. მალე მივედით კედელთან მდგარ მაგიდასთან. ჯერ მე დავჯექი, შემდეგ ახალგაცნობილი ბიჭი. ახლა უკეთესად გავარჩიე მისი სახე. მართლაც ძალიან ლამაზი და რაღაცნაირად ბავშვური გარეგნობა ჰქონდა, რასაც მისი თოვლივით თეთრი თმა სრულყოფდა. -მე ვილიამი ვარ-მითხრა ბიჭმა. -სასიამოვნოა. მე ანა. ფართოდ გამიღიმა. -რამეს დალევ?-მკითხა ზრდილობიანად. -არ ვსვამ-ვუპასუხე და სკამზე უფრო მოხერხებულად მოვთავსდი. კლუბის ხმაურში ნაწილობრივ იკარგებოდა ჩვენი საუბარი. -უცნაურია... შენნაირ გოგოებს აქ იშვიათად თუ შეხვდება კაცი-ოქროსფერი თვალები გაუბრწყინდა ვილიამს. ლამის წამომცდა, შენნაირ ბიჭებსაც იშვიათად მოუქცევიათ ჩემთვის ყურადღება-მეთქი. ამის თქმის მაგივრად ზრდილობიანად გავუღიმე. -შენ აქაური ხარ?-ვკითხე ინტერესით. -არა, ამერიკელი ვარ-მიპასუხა-აქ მეც დასასვენებლად ჩამოვედი. -თუ შენთვის უკეთესი იქნება, შეგვიძლია ინგლისურად ვისაუბროთ-შევთავაზე. -ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს-გაიცინა ბიჭმა და მისი თმაზე არანაკლებ თეთრი კბილები გამოაჩინა.-დედაჩემი ფრანგია, ამიტომ ფრანგულიც ჩემი მშობლიური ენაა. გულწრფელად გავუღიმე. -მარტო ხარ? -არა, მამაჩემიც აქაა.-მომეჩვენა, რომ მის ხმაში სევდა გამოერია-მაგრამ ის თავის საქმეებს აგვარებს, მე კი ვერთობი-დაამატა ლაღი ღიმილით. შენ მარტო ხარ? -არა...-დავფიქრდი რა სტატუსი მიმენიჭებინა ალექსისთვის.-მეგობართან ერთად ვარ!-წამოვაყრანტალე დაუფიქრებლად. -ახლა სადაა შენი მეგობარი? -არ ვიცი... აქვე იქნება სადმე... ალბათ ერთობა.-დავიბენი. -შვეიცარიაში პირველად ხარ?-მკითხა ინტერესით. -კი. -მეც! -საოცარი ადგილია! -საოცარი ადგილია! ერთდროულად წამოვიძახეთ. წამით ერთმანეთს გაკვირვებულები მივაჩერდით და შემდეგ ორივეს სიცილი აგვიტყდა. -ძალიან სასიამოვნოა, რომ გაგიცანი!-გულრწფელობა ისმოდა მის ტონში. -ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა!-მეც გულწრფელი ვიყავი. -აქვე, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კარგი კაფეა. - დაიწყო ბიჭმა ბრთხილი ტონით-არ გინდა იქ გადავიდეთ? დავფიქრდი. ხმაურიან კლუბს ნამდვილად მერჩივნა წყნარი კაფე. ვილიამიც მომწონდა. უკვე ჩემი ნდობაც მოიპოვა. მაგრამ ალექსი როგორ გამებრთხილებინა?! -დღეს არ გამოვა...-ვუთხარი დანანებით და თვალები დავხარე. -ხვალ?-მკითხა იმედით. -ხვალ შეიძლება... ვნახოთ-გავუღიმე. -რამდენი წლის ხარ?-მკითხა ინტერესით. -რამდენიმე თვის წინ თვრამეტის გავხდი.-ვუპასუხე-შენ? -მეც თვრამეტის ვარ-მორცხვად გამიღიმა. ძალიან მიკვირდა, რომ ასეთი შეხედულების ბიჭი, ასეთი მორცხვი იყო. როგორც წესი, მისნაირი ბიჭები, უფრო თავში ავარდნილები იყვნენ. ეს კი ისე მორცხვობდა, თითქოს პირველად ლაპარაკობდა გოგოსთან პირისპირ. -შვეიცარიაში მეგობრები გყავს?-ისევ მე ვკითხე. -არა, არც ერთი.-მის ხმაში სინანული საერთოდ არ იგრძნობოდა. -არც მე!-ვუთხარი ღიმილით. -მაშინ კარგია, რომ ერთმანეთს შევხვდით.-ღიმილისას ბაგეები ოდნავ შეხსნა. პირველად დავმეგობრდი ადამიანთან ასე სწრაფად. პირველად მომწონდა ჩემი ასაკის პიროვნება ასე ძალიან. უბრალოდ ვხვდებოდი, რომ ვიღაც ისეთი ვიპოვე, ვინც მჭირდებოდა ამდენი ხანი. ვიღაც ისეთი, ვინც ჩემს ცხოვრებას ოდნავ მაინც შეცვლიდა. და ეს ცვლილება, აუცილებლად კარგი უნდა ყოფილიყო! *********************************** -სად გაქრი?-ვკითხე ალექსს, როგორც კი მანქანაში ჩავჯექით. -არსად.-მომიჭრა მოკლედ-შენ სად იყავი? -არსად! წარბაწეულმა გადმომხედა. ცისფერი თვალები ავისმომასწავლებლად უელვარებდა. -ასე ნუ იქცევი პატარავ!-მითხრა წყნარი, მაგრამ ამავდროულად მბრძანებლური ტონით. -შენ კიდევ ნუ ხარ დიქტატორი!-შევუბღვირე მე- ხომ შევთანხმდით, რომ ქორწინების შემდეგ ორივეს ჩვენი ცხოვრება გვექნებოდა?! -მართალი ხარ, მაგრამ მგონი აუცილებელია ერთმანეთზე მცირე ინფორმაციას ვფლობდეთ!-უკვე წყობიდან გამოდიოდა. ოდნავ აუწია ტონს.-ბოლოს და ბოლოს სანამ აქ ვართ, ერთმანეთზე პასუხს ვაგებთ! -და მაშინ შენ რატომ არ მეუბნები სად იყავი?-ლამის ვყვიროდი. -ვიღაც გოგოსთან მქონდა სექსი! კმაყოფილი ხარ?-არ ყვიროდა, მაგრამ ისეთი ტონით ლაპარაკობდა, რომ ყვირილზე უარესი იყო. ცისფერი თვალებით ჩამშტერებოდა თაფლისფერში. ისედაც ვხვდებოდი სად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ როცა პირდაპირ მითხრა, მაინც გავფითრდი. -არ იყო აუცილებელი ასე დაგეკონკრეტებინა!-ვუთხარი უხეშად. -იქნებ მითხრა თავად სად იყავი?-გრძელი თითები შავ თმაში შეიცურა და ღრმად ჩაისუნთქა. -ვიღაც ბიჭი გავიცანი... თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა. -ბიჭი?-ჩამეკითხა. -ხო, ბიჭი.-დავუდასტურე წყნარად. -მერე? -რა მერე?! ყველა შენნაირი სწრაფი კი არ არის! მხოლოდ ვლაპარაკობდით.-თვალები გადავატრიალე. -საინტერესოა, რით მოახერხა შენი მოხიბვლა...-მის ხმაში აგრესია და ირონია ისმოდა, მაგრამ ინტერესიც გამოკრთოდა. -ცხოვრებაში არასდროს მქონია იმის საშუალება, რომ მეგობარი მეთვითონ გამეცნო და ამერჩია. მუდამ იმ ადამიანებთან ვმეგობრობდი, ვისზეც დედა მიმითითებდა. იქ დავდიოდი, სადაც დედა მაძლევდა უფლებას... მაგრამ ვხვდები, რომ დროა თავად ვიპოვო ის ხალხი, რომელთანაც თავისუფალ დროს გავატარებ და რომლებსაც ჩემს შესახებაც დაველაპარაკები. -ანუ მაგ ბიჭს მხოლოდ მეგობრულად უყურებ?-მკითხა მოჩვენებითი სარკაზმის უკან დამალული ინტერესით. -ჯერ ნორმალურად არც კი ვიცნობ ალექს! -ანუ უკეთ გაცნობას აპირებ?-გასაკვირად აგრესიული იყო. -ეგ ჩემი საქმეა!-შევუბღვირე-დაძარი მანქანა! წავიდეთ სახლში, დავიღალე. მის საწინააღმდეგოდ შევბრუნდი, თავი საქარე მინას მივადე და გავინაბე. ვგრძნობდი, რომ ცოტა ხანს ისევ მიყურებდა, შემდეგ კი მანქანა დაძრა და გზაზე გააქროლა. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, მხოლოდ სამჯერ მივეცი შენიშვნა სიჩქარეზე, ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს. სამჯერვე შეანელა, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ მოუმატა სიჩქარეს. სახლში მისვლისთანავე, ჩემს ოთახში ავვარდი, ტანსაცმელი გავიხადე და დაღლილი საწოლზე დავემხე. მალე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.