შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მეშვიდე თავი)


31-05-2018, 22:47
ავტორი melina
ნანახია 1 446

ეს არც ბექას გამოჰპარვია,რომელიც იქვე იდგა და ლექტორს ესაუბრებოდა,მალევე დაემშვიდობა და ლანასაკენ გასწია.
-----------------------
თამუნამ შეამჩნია მათკენ მიმავალი ბექა გაუღიმა და უთხრა:
-გელოდებით რა ხანია,რას ლაპარაკობდი ამდენს რომ გააბრუე საცოდავი კაცი,თან სიცილი დააყარა.
-გამოცდაზე ვკითხე რაღაც,ჩემო ენამწარე,არც თქვენ დაგიკარგავთ დრო უქმად.ორაზროვნად აღნიშნა ბექამ.
-ბექა ეს ჩვენი მეგობარია შოთიკო...ერთმანეთს აცნობდა თამუნა,ეს კი ბექაა ლანას...
-ჩვენი კურსელი წამოიძახა ლანამ და აღარ დაასრულებინა სათქმელი თამუნას.
-სასიამოვნოა...თქვა ბექამ,ცოტა ხანს ელოდა,მერე რომ მიხვდა რომ დაშლას არ აპირებდნენ ლანას უთხრა:
-წავედით ლანა გვაგვიანდება ხომ იცი..თამუნამ გაოცებული სახით გახედა ლანას,რომელიც მაშინვე მიხვდა ამ სიტყვების აზრს.
-კარგი წავედით თორე მართლა ვეღარ მივუსწრებთ,შოთიკოს დაემშვიდობა,თამუნა კი დარჩა ასე გაურკვეველი სახით.
-მანქანაში რომ ჩასხდნენ ღიმილით იკითხრა ლანამ აბა სად გვაგვიანდება ასე მითხარი,მეც ვიცოდე..
-არსად,ეგ უბრალოდ გითხარი რომ წამოვსულიყავით.
-და რატომ?
-არ გვინდა ახლა მაგ თემა დავხუროთ.
-მოიცა ჯერ ამიხსენი რა მოხდა?
-არაფერი,არ მომეწონა ის ტიპი?
-დაგიშავა რამე?ძალიან კარგი ადამიანია...
-მე მის ადამიანობას არც ვეხები უბრალოდ არ მომეწონა როგორც გიყურებდა.დებილი არავინაა..
-თამუნასაც ეგრე უყურებდა...სიტუაციის განმუხტვა სცადა ლანამ როცა მიხვდა ბექას სიტყვების აზრს.თან სიამოვნებდა კიდეც ბექას ეჭვიანობა რაღაც დოზით.
-ლანა აღარ გვინდა ამდენი ლაპარაკი შოთიკოზე,თუმცა ერთს დავამატებ,ის ისე გიყურებდა როგორც მე გიყურებ და ასე თამუნას არ შეხედავს,მეც ბიჭი ვარ ასე რომ მერწმუნე კარგად ვიცი რა იმალება ამ მზერის მიღმა...იმედია მიგახვედრე რისი თქმაც მინდა.გაიღიმა ბექამ და მანქანა დაძრა.ამ ამბებმა რუსკას ყურამდეც მიაღწია და გადაწყვიტა სათავისოდ გამოეყენებინა,საღამოს ლანადან რომ ავიდა სახლში ბექას დაურეკა ვითომ და მოსაკითხად,მერე კი ისე წაიყვანა ლაპარაკი რომ ლანასა და შოთიკოს ურთიერთობის განხილვა დაიწყო,უხსნიდა თუ როგორ უყვარს შოთიკოს ლანა,ბექამ ისე დაიჭირა თავი რომ თითქოს ეს ყველაფერი ლანადანაც ჰქონდა მოსმენილი,მაგრამ არ აღელვებდა ეს თემა,იმდენად იყო დარწმუნებული ლანას სიყვარულში და ერთგულებაში,რუსკამ მობილური რომ გათიშა სიბრაზით ლამის გასკდა რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა.ამ ლაპარაკის შესახებ ბექას არაფერი უთქვამს ლანასათვის.
გამოცდებმაც ჩაიარა,პირველი კურსი წარმატებით დახურეს.ზაფხულის არდადეგების განმავლობაში ლანა და თამუნა მშობლებთან იქნებოდნენ,ბექამ ჩაიყვანა გოგოები.მხიარულად მისდევდნენ ზაფხულის დღეები ერთმანეთს,მოინახულეს მონატრებული ნათესავები,მეგობრები და ნაცნობებიც კი.კლასელები შეიკრიბნენ და რესტორანში აღნიშნეს სკოლის დამთავრების 1 წლის თავი,მიუხედავად სკოლაში ცუდი დამოკიდებულებისა,ამ დღეს ყველა მხიარულად იყო,ზოგი გათხოვილიყო ზოგს ცოლი მოეყვანა,სკოლის ჩხუბი უკვე სასაცილოდ ეჩვენებოდათ,ბექა და ლანა ხშირად საუბრობდნენ ტელეფონით ხან სკაიპით,ესეც არ იკმარა მონატრებას რომ ვეღარ გაუძლო ბექამ ჩააკითხა კიდეც.რუსკაც გულდასმით მისდევდა დასახულ გეგმას,ხშირად ეკონტაქტებოდა ბექას,ათას რამეს იგონებდა რომ დარეკვის მიზეზი ჰქონოდა,ერთხელ ისიც კი მოატყუა ლანას ბინა გატეხეს მგონიო და ამ მიზნიათ მისი ნახვაც მოახერხა.როგორც ყველა ბიჭი ბექაც ხვდებოდა ამ გადამეტებული ყურადღების მიზეზს და ცდილობდა მისგან თავი შორს დაეჭირა,უსიამოვნებას გაურბოდა.ისე მოხდა რომ ამ წელს გურამმა ვერ მოახერხა შვებულების აღება და დასასვენებლად მარტო ლანა და თინას მოუწიათ წასვლა ბათუმში,იმავე სასტუმროში დაბინავდნენ სადაც წინა წელს,ამინდებიც კარგი დაემთხვათ და 10 დღით გადაწყვიტეს დარჩენა,დილა-საღამოს დაგიოდნენ პლაჟზე,ხან ბულვარში სეირნობდნენ და საუბრობდნენ,ერთ საღამოს სანაპიროდან დაბრუნებულებს სასტუმროს კართან ყვავილებით და თკბილეულით ხელდამშვენებული ბექა დახვდათ,ლანა მაშინვე გაიქცა და ჩაეხუტა,ბექას დანახვით გახარებულს თინა სულ გადაავიწყდა,ალბათ ასე ჩახუტებულები იქნებოდნენ დილამდე თინას რომ არ გამოეფხიზლებინა,ბექაც იმავე სასტუმროში დაბინავდა,თავიდან თინას არ ესიამოვნა,მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო მოწონებას იმსახურებდა ბექა მის თვალში,მოსწონდა მისი სიდინჯე,გონიერება,ის უსაზღვრო სიყვარული და ყურადღება რასაც ლანას მიმართ გამოხატავდა,თინასაც პატივისცემით ეპყრობოდა,დღეების გასვლასთან ერთად დარწმუნდა ლანას არჩევანის სისწორეში. სამივენი ერთას წამოვიდნენ ბათუმიდან,კმაყოფილები ჩანდნენ განვლილი დღეებით,ჯერ თინა და ლანა მიაცილა სახლამდე მერე კი თბილისისკენ გააგრძელა გზა.სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე გოგოებიც დაუბრუნდნენ დედაქალაქს,შეაღეს თუ არა ბინის კარი,მაშინვე დივანზე წამოწვნენ დასასვენებლად,დაიღალნენ სიცხეში მგზავრობით,კარზე ზარის ხმა გაისმა.
-გთხოვ გააღე რა თამო მეზარება,სიცილით უთხრა ლანამ.
-აუ მოიცა რა,რუსკა იქნება და ახლა მაგის თავი არ მაქვს,რომ მობეზრდება ცდა წავა,სიცილითვე უპასუხა მეგობარს.
-სირცხვილია თქვა ლანამ და თვითონ გააღო კარი,მისდა გასაოცრად კართან ბექა იდგა.შენ აქ რას აკეთებ,არ გელოდი უთხრა და მაშინვე მოეხვია.
-ჩემ საყვარელ გოგოებს ნაყინები მოვუტანე გასაგრილებლად.
-აი რა კარგია ცხოვრება როცა დაქალს ასეთი მაგარი ბიჭი ყავს თქვა თამუნამ სიცილით და ნაყინს გადაწვდა.
ბექა მალევე წავიდა,არ უნდოდა მათთვის ხელი შეეშალა დასვენებაში,თუმცა მაინც არ დასცალდათ,15 წუთიც არ იქნებოდა გასული ბექას წასვლიდან რომ კარზე ისევ ზარი გაისმა.
-აი ახლა კი სანაძლეოს ვდებ რომ ეს რუსკა მოვიდა დასაკითხად თქვა და კარის გასაღებად ამჯერად თამუნა გაემართა.
-როგორახათ ჩემო საყვარლებო,როგორ მომენატრეთ,თქვა და გოგოებს ჩაეხუტა რუსკა.
სხვა გზა აღარ ჰქონდათ ლანას და თამუნას დაივიწყეს დაღლილობა და დასხდნენ რუსკასთან საჭორაოდ,მოუყვნენ ზაფხულის ამბები,ბექასთან ერთად გატარებული ბათუმის დღეები,სკოლის ბანკეტი...თავად რუსკა კი უკმაყოფილო ჩანდა ამ ზაფხულით,როგორც ამბობდა არსად დაუსვენია,მხოლოდ ერთი კვირით დაუტოვებია თბილისი,მაშინაც ბებიასთან ჭასულა სოფელში.არც ბექასთან საუბრები დარჩენია უთქმელი,ამ ყველაფერს ისეთი აღტაცებით და გაფორმებით ყვებოდა რომ ლანას ეჭვიც კი გაუჩნდა მაგრამ მაშინვე გაიფიქრა ამას "მეგობარზე" როგორ ვფიქრობო.რუსკა რომ წავიდა თამუნამ კიდევ ერთხელ უთხრა ლანას შენი არ ვიცი მაგრამ მე ამ გოგოს ქცევები და უზომო ინტერესი არ მომწონს ბექას მიმართო.ლანამ არაფერი უპასუხა თუმცა კი თვითონაც გაურკვევლობაში იყო.ადრე დაწვნენ დასაძინებლად,დაღლილებს მალევე ჩაეძინათ არც დილით უჩქარიათ ადგომა,მერე ბექამ დაურეკა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ მზიურში,მოიკითხეს ერთმანეთი და ლაპარაკით გააგრძელეს სეირნობა.
-აბა ახლა მითხარი რა მოხდა ტელეფენით რომ ვერ მეტყოდი?იკითხა ლანამ.
-ბექამ გაუღიმა და უთხრა,მოკლედ გეტყვი ყოველგვარი შესავლის გარეშე ჩემებს შენი მშობლების გაცნობა უნდათ ლანა.
- ...........არც კი ვიცი რა გითხრა,მამაჩემმა არაფერი იცის,ძალიან მოულოდნელი იქნება მისთვის.
-მესმის შენი მაგრამ ამაში ცუდი არაფერია,პირიქით დაახლოვდებიან.
-დედას ვეტყვი და დაელაპარაკება მამაჩემს,რასაც გადაწყვეტენ მოგწერ.როდისთვის ჩამოვიდნენ?
-ზეგ ელოდებიან ჩემები.
-ზეგ ხომ უნივერსიტეტი იწყება პირველივე ლექციები გავაცდინოთ ბოთე?
-რა ლექციები იქნება პირველივე დღეს,მივიდეთ და წამოვიდეთ მალევე,დასვენებას ნაჩვევი დიდხანს მაინც ვერ გავჩერდებით იქ სიცილით თქვა ბექამ.
-მართალი ხარ,ლექციების შემდეგ გამოვალთ.თქვა ლანამ და ხელჩაკიდებულები გაემართნენ იმ ადგილისკენ სადაც მანქანა ეგულებოდათ.
შინ მისულმა ლანამ თამუნას უამბო ყველაფერი,მერე თინას დაურეკა,შეთანხმდნენ რომ გურამს თინა დაელაპარაკებოდა,თავიდან თინაც ჭირვეულობდა,ჩამოსვლა არ უნდოდა,ძალიან ჩქარობენო, მაგრამ ლანამ მაინც დაიყოლია. თინა დიდხანს ფიქრობდა როგორ ეთქვა გურამისთვის,ამ თემაზე ლაპარაკი უძნელდებოდა,ბოლოს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით უამბო,გურამის წინააღმდეგობის მიუხედავად თინა მანამ არ მოეშვა სანამ არ დაიყოლია.მერე ლანას დაურეკა და აცნობა რომ ხვალ დილით ორივენი თბილისში იქნებოდნენ,ლანამ კი მაშინვე ბექას უთხრა სიახლე.
-მაინც შეთანხმდნენ ხომ ჩამოსვლაზე?რუსკას გასაგონად იკითხა თამუნამ,აინტერესებსა მისი რეაქცია ამ სიახლეზე.
-კი დილით აქ იქნებიან.
-ვინ?რა მოხდა ?იკითხა ცნობისმოყვარე რუსკამ.
-დედა და მამა ჩამოდის,ბექას მშობლებს უნდა მათი გაცნობა.მოკლედ უპასუხა ლანამ.
რუსკას არაფერი უთქვამს,სიბრაზით აღარ იცოდა რა ეთქვა,ჭარხალივით გაწითლდა,და რომ არ შეემჩნიათ საქმე მოიმიზეზა და სახლში წავიდა,თუმცა თამუნას არ გამორჩენია მისი მღელვარება.
დილით ჩამოვიდნენ თინა და გურამი,ისაუბრეს სახლში ჯდომა რომ მობეზრდათ გაისეირნეს ქალაქში,გემრიელი ხინკალი მიირთვეს,საღამოს დაბრუნდნენ სახლში თანსაცმელი მოაწესრიგეს რის ჩაცმასაც აპირებდნენ და მდივანზე მოკალათდნენ ფილმის საყურებლად.
გოგოებს ბექამ გამოუარა დილით უნივერსიტეტშიი ერთად წავიდნენ,ლექციების დამთავრებას არ დალოდებიან,პირველი საათი იყო უკვე ლანასთან რომ მივიდნენ,ბექაც ავიდა სახლში,გურამი გააცნო თინამ,ისაუბრეს,ყავა მიირთვეს სანამ ქალბატონები ემზადებოდნენ,მერე კი მხიარული განწყობით ჩასხდნენ მანქანაში..დაახლოებით 25 წუთში ბექას მანქანა საბურთალოზე ორ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა,ეზოში რომ შევიდნენ თინას ყურადღება მაშინვე მიიპყრო ყვავილების ბაღმა,სადაც ათასნაირი ყვავილები იწონებდა თავს.კართან გამოეგებათ ლილი და დავითი,ყველანი სასტუმრო ოთახში შევიდნენ და დასხდნენ,საუბრობდნენ იმ საერთო თემებზე რაც ახალგაცნობილებს ჰქონდათ,ლანა აღარ გრძნობდა თავს უხერხულად განსხვავებით პირველი შეხვედრისა,როგორც ქალებს ჩვევიათ თინა აკვირდებოდა სახლის ინტერიერს,ყველაფერი მშვენიერი იყო,მცირე დეტალიც კი დიდი გემოვნებით იყო შერჩეული.ყველა კმაყოფილი ჩანდა,ასე თუ ისე გაუგეს ერთმანეთს,გურამს ეუხერხულა პირველივე შეხვედრაზე თავი არ მოვაწყინოთო და წამოსვლა გადაწყვითა,დავითს არ უნდოდა სასურველი სტუმრები ასე ადრე გამოეშვა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა,გამოემშვიდობნენ და ბექამ გაიყვანა სახლში.კმაყოფილები იყვნენ მშობლები ერთმანეთის გაცნობით,თინა და გურამი მეორე დღესვე დაბრუნდნენ უკან,დიდხანს ვერ დარჩებოდნენ სამსახურის გამო.
ლექციების შემდეგ თამუნა სანდროსთან ერთად წავიდა,ბექა და ლანა კი იქვე უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კაფეში დასხდნენ,ერთმანეთს უყვებოდნენ მშობლების შთაბეჭდილებებს,უხაროდათ რომ ყველა დადებიდათ შეხვდა მათ ამბავს.
-მიხარია რომ ასე გაგებით მოეკიდნენ ჩვენები ამ ურთიერთობას,თუმცა წინააღმდეგებიც რომ ყოფილიყვნენ მე შენზე უარს არ ვიტყოდი ლანა არავის და არაფრის გამო.
-ალბათ არც მე,თქვა ლანამ და გამომცდელად გადახედა ბექას.
-ალბათ?მომესმა ხო?სიცილით დაურთო ბექამ.
-არ მოგესმა.
-მდაა,უკვე მენერვიულებაა...აგრძელებდა მხიარული განწყობით ბექა.
-კარგი ხო ნუღარ მასხარაობ,გაგაჯავრე თორემ ხომ იცი როგორ მიყვარხარ უთხრა და თავი მხარზე მიაყრდნო.
დიდხანს აღარ უსაუბრიათ,დაახლოებით საათნახევარში ლანა უკვე სახლში იყო და თამუნას ესაუბრებოდა.
-გაოცებული ვარ 3 დღეა რუსკა არ გამოჩენილა,არც მოუწერია.
-არც მე შემხმიანებია,ეზოშიც არ დამინახავს.
-რა დაემართა ხომ კარგად არის ნეტავ?..
-აბა რა ეტაკებოდა,უბრალოდ არ ჩამოვიდა,იქნებ შენების მოერიდა.
-ლანა უცებ სხვა თემაზე გადავიდა,თამუნა იცი დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე,ნეტავ სადმე მუშაობა დაგვეწყო,ჰა რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა მართლაც კარგია აზრია მაგრამ სად?
-არ ვიცი,რაც გამოჩნდება,ინტერნეტის მეშვეობითაც ვეძებოთ,იქნებ ვნახოთ რამე შესაფერისი.
-ლექციების შემდეგ მაინც ტყუილად ვართ,ვეძებოთ და რამეს ვნახავთ,ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი"ვინც ეძებს პოულობსო".
-არა რა შენ სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება ადამიანი სულ ღადაობ,თქვა და მეგობარს ბალიში ესროლა ლანამ.
-არა გოგო მართლა დამიჯდა ეგ აზრი,ახლავე დავიწყოთ ძებნა,თქვა და კომპიუტერს მიუჩოჩდა.
ამ დღის შემდეგ აქტიურად ეძებდნენ სამსახურს გოგოები,ინტერნეტით აგზავნიდნენ პირად მონაცემებსაც თუმცა ამაოდ,კვირეები გადიოდა ისე რომ გასაუბრებაზეც კი არ იბარებდნენ,ბოლოს 3 თვიანი უშედეგო ძებნის შემდეგ იმედი რომ გადაეწურათ სწორედ მაშინ დაურეკეს საინფორმაციო ყოველკვირეული ჟურნალიდან.ბექამ მიიყვანა ორივე დანიშნულების ადგილზე,შესვლამდე ღელავდნენ,ეს მათთვის პირველი გასაუბრება იყო და პირველი გადადგმული ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრების გზისაკენ,გასაუბრებიდან კი გახარებულები გამოვიდნენ,ორივე აიყვანეს სამსახურში,სტატიები უნდა დაეწერათ ჟურნალისთვის,დასაბეჭდათ კი მიეტანათ რედაქციაში,არ იყო დატვირთული სამუშაო და ანაზღაურებაც შესაბამისი იყო.გოგოებს ძალიან ახარებდათ ეს წარმატება,გამოცდილებას დააგროვებდნენ რაც დაეხმარებოდათ სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში.ბექას და სანდროს ახარებდათ მათი საყვარელი ადამიანების წარმატება თუმცა წუწუნებდნენ რომ მათთვის დრო აღარ დარჩებოდათ,რასაც მშობლებზე ვერ ვითყვით,კმაყოფილები ჩანდნენ შვილების მონდომებით,რუსკას კი ყველაზე მეტად უხაროდა რომ ლანა სამსახურით დაკავდებოდა ბექას იმდენ დროს ვეღარ დაუთმობდა,თვლიდა რომ ეს მის საქმეს წაადგებოდა,სარგებლობდა კიდეც ამ სიტუაციით,როცა ლანა სამსახურის გამო ვერ მოახერხებდა უნივერსიტეტში მისვლას,თვითონ მიდიოდა და ვითომ და შემთხვევით გადაეყრებოდა ხოლმე ლექციებიდან გამოსულ ბექას,ბიჭი კი კარგად ხვდებოდა ამ ვითომ და დამთხვევების უკან რაც იმალებოდა,არ უნდოდა ზედმეტი პრობლემები და ხან რას მოიმიზეზებდა და ხან რას რომ მალევე გასცლოდა რუსკას.გამოცდებმა ჩაიარა,მეორე კურსის პირველი სემესტრიც გაიარეს წარმატებით,გოგოები რაიონში ვერ წავიდნენ სამსახურის გამო,(სამსახურში მეილით სტატიის გადაგზავნის უფლებას არ აძლევდნენ)ზოგჯერ წუწუნებდნენ ამის გამო,თან სწავლასთან ერთად სტატიების მომზადება უძნელდებოდათ მითუფრო გამოცდების დროს მაგრამ ხელფასს რომ აიღებდნენ ყველა გადაღლა ავიწყდებოდათ.დროდადრო თინა ჩამოდიოდა და სახლის საქმეებში ეხმარებოდა ლანას,ახალი წლის დღეებიც მათთან იყო,მერე კი წავიდა.ნელა მიიზლაზნებოდნენ ზამთრის ცივი დღეები.დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდნენ,სტატიებს ამზადებდნენ და მხოლოდ დასაბეჭდად შეივლიდნენ მხოლოდ რედაქციაში.
22 იანვარი ლანას დაბადების დღე,რომელსაც ჩვეულებრივ ოჯახურ გარემოში ატარებდა,არაფერი განსაკუთრებული არ ახსენდებოდა ამ დღესთან დაკავშირებით,მოკრძალებული ტორთისა და ოჯახური ვახშამისა.არც ახლა ჰქონდა დიდი მოლოდინები,დილით 9 საათზე ადგნენ,საწოლში ყოფნას აზრი არ ჰქონდა,დაძინებას მაინც არ აცლიდნენ,ულოცავდნენ მობილურით მეგობრები და ახლობლები.გადაწყვიტეს ტორტი ეყიდათ და ძველებურად უბრალო განსხვავებული ვახშამი მოემზადებინათ,სადარბაზოდან გადიოდნენ ბექამ რომ დარეკა:თბილად ჩაიცვი 10 წუთში გამოგივლი მივდივართ,მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა და გათიშა,ლანამ ვერაფერი გაიგო რა ხდებოდა თუმცა მაინც მოემზადა,ბექაც მოვიდა.
-კაი,წავედი და მოგწერ მერე თამო სად წავალთ,ალბათ რაღაც სიურპრიზი აქვს,თქვა ლანამ ღიმილით და კარი გაიხურა.
გარეთ დილის სუსხი და სიცივე იყო,მანქანა იქვე სადარბაზოსთან იდგა,ლანა ჩქარი ნაბიჯით გაემართა და ჩაჯდა მანქანაში,ბექამ მიულოცა და ისეთი სამაჯური უსახსოვრა მათი სახელებით დამშვენებული როგორიც ლანამ აჩუქა.
-უკვე ორივეს გვაქვა,ღიმილით თქვა ლანამ და ბექას მხარზე მოეხვია.ბექამ არაფერი პასუხა,ღიმილით შესცქეროდა.
-ახლა საით ამ დილა ადრიან?იკითხა ლანამ.
-საითაც გზა წაგვიყვანს,უპასუხა ბექამ და მანქანა დაძრა.
- ბექააა,გააგრძელა სიტყვა მეტი დამაჯერებლობისთვის ლანამ.
-სიურპრიზია....მოკლედ ჩაილაპარაკა ბექამ.

------------
ესეც შემდეგი თავი მეგობრებო????????????




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent