როცა მოვკვდი (თავი მეშვიდე)
*მზეო* გაუცნობიერებლად გამოვედი ბესოს სახლიდან და უმისამართოდ გავიარე რამდენიმე კილომეტრი... ბოლოს მივხვდი რომ უბნისგან ძალიან მოშორებით ვიყავი. უკვე ბნელოდა და უკან დაბრუნების სურვილი თითქმის არ მქონდა მაგრამ არსებობდა მიზეზები რატომაც უნდა დავბრუნებულიყავი, მეშინოდა სიბნელეში მარტო დარჩენის მაშინვე სანაპიროზე გატარებული ღამე გამახსენდა "როცა გამოსავალს ვერ პოულობ ზღვას უსმინე". სახლისკენ ავიღე გეზი და თან გზაში სებას გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ვფიიქრობდი, როგორ იყო ასეთი კარგიც და ასეთი ცუდიც , როგორ შეეძლო ერთ წუთში გარდასახვა. ჯერ აეყვანე ბედნიერების მწვერვალზე და მერე მიწაზე დაენარცხებინე, განა ეს ვინმეს შეუძლია. ვინმეს შეუძლია ორი ადამიანი იყოს ?! სახლის დანახვამ ძალიან გამახარ, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი ფეხები ძალიან დამეჭიმა. და ერთადერთი რაც მინდოდა ლოგინში ჩაწოლა იყო. გადავწყვიტე სებას ახლოსაც კი აღარ გავკარებოდი, აღარ მიმეპყრო მისი უზადოდ ლამაზი თვალები და მინდოდა ვერც კი დავენახე. დილით ძალიან ადრე გავდიოდი სახლიდან. საღამოს გვიან ვბრუნდებოდი. ბესოც გავაფრთხილე ჩემზე სიტყვაც არ დაეძრა. საწყალი ბიჭი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ჩვენს შორის. ის კი არა ვერც მე ვხვდებოდი. ძალიან ბევრჯერ გამიჩნდა სურვილი სახლში შევვარდნოდი და პასუხები მომეთხოვა, მაგრამ შემეშინდა ისევ იგივე ტკივილით არ დამეტოვებინა მისი სახლი. ამიტომ თავი შევიკავე და ფეხი არსად გამიდგამს. არცერთი წუთით შემიწყვეტია მასზე ფიქრი. ან როგორ უნდა შემეწყვიტა, სამყაროს კარი გამიღო მარტო შემაგდო და თითონ სადღაც გაიქცა. ასე ვერ მომექცეოდა. ადრე თუ გვიან მოვიდოდა და მთელი ჩემი ცხოვრების გამოცდილებით თმენა და რწმენა გადამარჩენდა. კარის შემომტვრევის ხმა რომ გავიგე შემეშინდა. მერე სებას ხმა მომესმა და თავი მოვიმძინარე, მინდოდა დაენახა რომ კარგად არ ვიყავი და თავი დამნაშავედ ეგრძნო ამიტომ სანამ ჩემს ოთახამდე არ მოვიდა არც კი გავინძერი. მერე ცოტა აგრესია დავანახე რომელიც მართლაც მქონდა, მაგრამ არა მის მიმართ... -რატო მოხვედი?-თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე. -შენი კატა ქუჩაში იყო. იქ კიდე წვიმს შესცივდება. -ჯანდაბა, კატებზე როდის მერე ზრუნავ? -კატებზე არ ვზრუნავ, და საერთოდ არ ვზრუნავ არაფერზე -მაგით არ ვიამაყებდი -ანუ არც უნდა ამაყობდე, შენც არაფერზე ზრუნავ. -პაოლოზე რას იტყვი? -ის ქუჩაში იყო მეთქი.. -კარგი უკვე სისულელეა შენი საუბარი ჯობია მშვიდობიანად წახვიდე, კარის შესაკეთებლად ხვალ მოდი. -და ღამით ღია კარით დარჩენის არ გეშინია? -არა -და სანაპიროზე რამ შეგაშინა? -იქ არც კედლები იყო, და ჯანდაბას შენი თავი წადი მეთქი ჩემი სახლიდან. -არ წავალ!-სავარძელში ჩაჯდა და წასვლას მგონი მართლაც არ აპირებდა. -რა გინდა? -ლუდი თუ შეიძლება -არ გვაქვს. -კიდევ ერთხელ მატყუებ. და შენ კარგად იცი რომ ამას აღარ გაპატიებ.-ლოყებზე ხელი მომიჭირა და კედელთან მიმიმწყვდია. -ჯანდაბა, ხელი გამიშვი მტკივა. შენ რა სულ გააფრინე?-მაცივრის კარი გამოვაღე და ლუდის ბოთლი მივაწოდე.-აჰა და დალიე. ოღონდ ქუჩაში, აქედან გაეთრიე.-ხელები სახეზე აიფარა და კედელს მიეყრდნო. -ჯანადაბა, მაპატიე, ბოდიში , არ მინდოდა ასე მოქცევა, მე უბრალოდ ტყუილზე ძალიან მძაფრად მოვქმედებ. ჯანდაბა, მაპატიე ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. -კარგი, კარგი მორჩი.-შუბლს ხელებით ისრსედა და წინ და უკან დადიოდა. -მისმინე, ცუდად ვიქცევი რაღაც მომენტში, არ მინდა მაგრამ ასე გამომდის. შენ არაფერ შუაში ხარ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, და პატიებას გთხოვ, ეს უბრალოდ ჩემი ხასიათია ასეთი . -კარგი ვსო, მორჩი, აღარ მოიქცე უბრალოდ ასე და მორჩება ყველაფერი. -კარგი.-როგორც იქნა სკამზე დაჯდა და შეწყვიტა შფოთვა. რამდენიმე წუთი ოთახში ბუზის გაფრენისა და კატის თათის ლოკვის ხმა ისმოდა. შემდეგ უბრალოდ ხვნეშა დაიწყო სებამ და ადგილს ვეღარ ინარჩუნებდა, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ისევ სიარული. სიგარეტი აიღო და მოუკიდა. -რამდენჯერ გითხრა რომ სახლში არ ვეწევი?! -იცი, ყველაფერი ძალიან მარტივად არის. შენ მეტეორივით თავზე დამეცი და ამაფეთქე. შენი გამოჩენა ჩემს ხელახლა დაბადებას დაერთო თან და ვფიქრობ არ ვაპირებ კიდევ ერთი ნაწილი დავკარგო.-სიტყვა გზაში გამიწყდა. ერთიანად მოვწყდი მიწას და ჰაერში ლივლივი დავიწყე ფეხებში ძალას ვეღარ ვგრძნობდი. -არ დამიტოვებიხარ. არცერთი წუთით რაც დაგინახე არ დამიტოვებიხარ. და შენ გარბიხარ. შენ გაიქეცი, მემალები, ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო, და ჰო ასეც არის დამნაშავე ვარ ბევრ რამეში. მაგრამ შენთან არა, შენთან ვერ ვიქნები დამნაშავე. მე არ მიმიტოვებიხარ!-ჩემს წინ აესვეტა და მკაცრი მზედა მომაპყრო თვალი თვალიში გამიყარა. მეგონა მისი თვალები აქვე ამაალებდა და დამწვავდა, მაგრამ ამ მზერასაც გავუძელი.-არც მიგატოვებ!-მისი სახე ნელ-ნელა დამშვიდდა პირვანდელ ნორმალურ მდგომარეუბას დაუბრუნა, ისევ წრფელი გამჭვირვალე თვალები გაუხდა. სხეული ჩამოუშვა და სახლიდან გავიდა. დიდხანს ვიდექი გაშეშებული, დაბნეული ვერ ვხვდებოდი ჩემგან რა უნდოდა, ან რატომ მექცეოდა ხან ძალიან უხეშად ხან კი ძალიან მზრუნველად. ნუთუ არ არსებობდა ამ ორს შორის საშუალო მდგომარეობა. ნუ თუ არ შეეძლო ჩემთვის უბრალოდ თავი აერიდებინა თუ მე ვტკენდი, თუ მე პრობლემა ვიყავი უბრალოდ უნდა დაენებებინა თავი. მაგრამ არა, გამუდმებით ერთიდაიგივე მიტრილაბდა თავში „ არ მიგატოვებ“ . მართლაც საშიში იყო ღამე უკარო სახლში გაჩერება მარტო. მთელიღამე მისაღებში ვიჯექი და თვალიც არ მომიხუჭავს. პაოლო მუხლებზე მეჯდა და ვეფერებოდი. დილის ცა თვალს ახელდა, სახლში ისევ სება შემოიჭრა ამჯერად უფრო აღელვებული ვიდრე წინაზე. სკამიდან წამოვხტი, შემეშინდა მეგონა რამეს დამიშავებდა, კედელს ავეკარი და მის კიდევ ერთ მონოლოგს დაველოდე. -ჯანდაბა, ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ, სიტყვები მახრჩობს, სუნთქვა მიჭირს გესმის, მეშინია არ გავიგუდო. იქნებ მითხრა როგორია სიცოცხლის ბოლო წამი, ეს ხომ შენ განგიცდია..-კვლავ თვალები შემომანათა და მივხვდი რომ ეს არ იყო რიტორიკული კითხვა ამაზე პასუხი უნდა გამეცა. -ეს გავს დაძინებას-ძლივს ამოვილუღლუღე, წარბები შეკრა, მეტის გაგება სურდა ვატყობდი.-დაძინების წინ იმაზე ფიქრობ დღეს რა გააკეთე ან რა ვერ გააკეთე, სიკვდილის წინ კი მხოლოდ გაუკეთებელზე ფიქრობ, მხოლოდ იმაზე რაც შეგეძლო და არ გააკეთე. იმაზე რომ წახვალ და შენგან არაფერი დარჩება. იმაზე თუ რატომ კვდები. მე რამდენჯერმე მივხვდი რომ ჯერ ჩემი არაფერი შემიქმნია და ამიტომ დავრჩი... -ხელები უსიცოცხლოდ ჩამოუშვა, თითქოს თავბრუ ეხვევაო ისე ეყრდნობოდა კედელს, ბოლოს კვლავ გაიმართა. -შეგიძლია მაპატიო ?! მაპატიო ყველა უთქმელი სიტყვა რაც უნდა მეთქვა და ვერ გავბედე? რასაც ახლა უნდა ვამბობდე მაგრამ ვერ ვბედავ? გთხოვ მაპატიო რომ ასეთი სუსტი ვარ.-მომიხალოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-ჩემი ერთადერთი დანაშაული შენი სიყვარულია, არ მინდოდა ამ სიტყვების თქმა რადგან ძნელია დაიჯერო სიტყვების მოქმედებების გარეშე. მაგრამ ეს რეალურია, ხედავ? მე რეალური ვარ. ჩემი ხელი აიღო და სახეზე მიიდო. თვალები ცრემლებით ამევსო. თავი დავხარე, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, არ ველოდი ამხელა ემოციას მისგან და მითუმეტეს სიყვარულს... ეს შეუძლებელი იყო... ---- ბოდიში დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.