შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათასი ფენის ქვეშ (1)


4-06-2018, 10:42
ავტორი nonamesonly
ნანახია 1 217

მანქანიდან გადმოვდივარ და უკანა სავარძლიდან პიცას ვიღებ,დამაგვიანდა,საცობის გამო დაახლოებით აი წუთით დავიგვიანე,ახლა უბრალოდ უნდა გამიმართლოს და კლიენტს დროის შეგრძნების დისბალანსი უნდა ქონდეს,სხვა ვერაფერი გადამარჩენს უსიამოვნო სიტუაციას.კისრისტეხით ავრბივარ კორპუსამდე და მადლობა ღმერთს არ ვიბნევი,ვხვდები რომ კორპუსს კერძო დაცვა ჰყავს რომელიც მეკითხება ვინ ვარ და სად მივდივარ.
-შეკვეთა მიმაქვს.
-ბინის ნომერი?...-მეკითხება თავაზიანად,რაც ამ მომენტში მალამოსავით მედება გულზე,როგორც წესი მეღლაბუცებიან ან მეფლირტავებიან და მე საქმიანი ტონით,ცივი გამომეტყველებით მიწევს მათი მოშორება,ისიც თუ გამიმართლა და შეეშინდათ.
-ორმოცდატექვსმეტი,მესამე სართული...-სხარტად ვპასუხობ და ის ღიმილით მეუბნება,ლიფტი მარცნივო.
თითქოს აქ ვცხოვრობდე ისე მარჯვედ მივიკვლევ ამ უცხო დერეფანს და ლიფტიდან გამოსული ვეძგერები ზარს,ბინიდან სიცილის და გემოვნებიანი მუსიკის დაბალი ხმა გამოდის,კარი იღება და მე ვხედავ ბიჭს რომელსაც სწრაფად ვეკითხები პიცა თქვენ გამოიძახეთთქო? ეს ხომ რიტორიკული შეკითხვაა,მაგრამ ის რაღაც დაბნეული მაკვირდება, მერე იღიმის,მგონი არა,ნამდვილად იღიმის და უხერხულად ისწორებს თმას,უფრო იჩეჩავს მაგრამ ვერც ვათვიცნობიერებ როდიდან ვაკვირდები კლიენტის ქცევას ან მიმიკებს.პიცას ვუწვდი და ის ას ლარიანს მაწოდებს,ხურდის დასაბრუნებლად ჯიბისკენ მიმაქვს ხელი და მეყინება რადგან ხმა მესმის.
-ა , არა, ხურდა დაიტოვეთ...-როგორც წესი უნდა შემრცხვეს,ლიკა ხშირად ამბობს რომ როცა დიდ თანხას ფეხის ქირაში ჩუქნიან რცხვენია და ვერ იტოვებს,სწრაფადვე აბრუნებს რომ უარობა ვეღარ მოასწრონ,მაგრამ რადგან მე უსირცხვილო ვარ და დიდი ალბათობით ამ ფულის ტომარას ვეღარ შევხვდები რომ ტვალებში შეხედვის შემრცხვეს,დიდი სიამოვნებიტაც დავიტოვებ და ეს იქნება სამი დღით თავის გასატანი სარჩო.ამ ყველაფერს წამებში ვაანალიზებ და უეცრად ასპარეზზე კიდევ ერთი ადამიანი გამოდის,რომელიც გაღიმებული სახით აღიაღებს ბინის კარებს და რიხიანად ეკიტხება ზღურბლზე გაჩხერილს
-სანდრო მოიტანეს პიცა ? ... -მერე ფართოდ მიღიმის და პიცას ხელიდან ართმევს,მე კი ვთვლი რომ აქ დავამთვარეთ და დაზეპირებულ ფრაზას წამში ვარაკრაკებ.
-გმადლობტ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებიტ,გემრიელად მიირთვით...-ლიფტის რილაკს ვაჭერ და ველოდები,თან ვცმუკავ,სახლში დროზე უნდა მივიდე,პირველივე შუალედურზე უმაღლესი ქულები მჭირდება,ზოზინის გამო ძვირფას დროს ვერ დავკარგავ.სანამ ლიფტს ველი მანამ ყურთასმენაც დაძაბული მაქვს და რაღაც კარის მიხურვის ხმა არ გამიგია,ნაცნობ ეშმაკურ ხერხს ვიყენებ,თავს დაბლა ვხრი და ძალიან ფრთხილად ვაპარებ თვალებს მარჯვნივ,ისევ იქ დგას,შეიძლება ფიქრობს რომ სისულელე გააკეთა და 35 ლარიანი პიცის მიტანის გამო ფეხის ქირაში 65 ლარის ჩუქება მეტისმეტია,ახლა რას იზამს,მოვა და ფულის დაბრუნებას მთხოვს?რაღაც არა მგონია.აი ჩემი ლიფტიც,შიგნით კი არ შევდივარ,შევრბივარ,ღილაკს ვაჭერ და სანამ პირველ სართულზე არ დავიგულებ თავს მანამ ჯერ კიდევ მგონია რომ ვირაც გამომეკიდება და ფულს წამართმევს.დაცვა მიღიმის , სამაგიეროდ მეც ვუღიმი,დღეს გამიმართლა,ვიტყოდი ზედმეტადაც კი.
- როგორი დაღლილი სახე გაქვს ... კიდევ ბევრია? ... - პიცას გულისხმობს, გულუბრყვილო გამომეტყველებაზე მეღიმება.
- ჩემი ცვლა დამთვარდა ... -მგონი რაღაცას კიდევ მეუბნებ მაგრამ ის კი არ იცის ომ მისთვის და მისნაირებისთვის არ მცალია,სახლში საკონსტიტუციო სამართლის კონსპექტები და ზღვა მასალა მელოდება.
მანქანაში ვჯდები და ვმშვიდდები,თორნიკე რაღაცას მეუბნება,მაგრამ პასუხს არ ვუბრუნებ,არ ვიცი ალბათ კითხვა მეჩვენება აბსურდულად.სამსახურში მისული სწრაფად ვიცვლი,ლიკას ველოდები და მანამ ვცდილობ მარინას დღის ჭორები მოვუყვე,ისიც თან ცომს აბრტყელებს,თან მე გაბადრული სახით მისმენს,მერე ბავშვებზე მიყვება,სკოლაში რაღაც დააშავესო და დირექტორს დაუბარებია,ვერ ვახერხებო წასვლას,ვთავაზობ მე მივალტქო და უარობს,შენ შენნ სამეცადინოს მიხედე გირჩევნიაო...დაახლოებით ნახევარ საათში მეტროში ვარ და სახლისკენ მივდივარ.მხოლოდ მაშინღა მახსენდება ტელეფონი,რომლის განათებულ ეკრანზეც ექვსი შეტყობინება და სამი გამოტოვებული ზარი მხვდება,შეტყობინებები თეასგან და გიოსგანაა,ორივე მწერს რომ დღეს სახლში არ იქნებიან და არ ვინერვიულო.ისე სანერვიულოც რა არის , პირიქით მივალ სახლში,ცივ და გამოყრუებულ სახლში,სადაც არავინ დამხვდება დღის სიმძიმეების გამზიარებლად,არავინ მკითხავს რამდენ არანორმალურს გადავეყარე და რამდენმა წაიღო ჩემგან მოთმინების წვეთი.მივალ სახლში დავჯდები , დავითვლი ფულს რომელიც დღეს დავაგროვე და დავფიქრდები რამდენ დღეზე შეიძლება გადანაწილდეს,რომ საბოლოოდ დიდი დანაზოგი მივიღო...უემოციოდ ავივლი ნიკო მარის ქუჩის აღმართს, ათ წუთს მოვანდომებ სახლის გასაღების ძიებას,ამოვქექავ ჩანთის ჯიბეებს,გულის ჯიბეებს,თვალებში ჩავიწვენ კითხვის ნიშნებს სად შეიძლებოდა წასულიყო ჩემი გასაღები,მერე კი უეცრად ჩემ ჩანთას უკანა ჯიბე აღმოაჩნდება,რომელიც მე სასწაულებრივად დამვიწყებია და მასში აღმოჩნდება ჩემი სახლის გასაღებიც...გავაღებ იმ ერთადერთ მოცუცქნულ ფანჯარას რომელიც ოთახს გააჩნია და შევეცდები შმორისა და დახუთულობის სარკმლიდან გაძევებას.სინათლეს ავანთებ,ჩაიდანს შემოვდგამ გაზქურაზე და დავჯდები,ჩვეულად,როგორც ყოველ საღამოს.დავფიქრდები სახლზე,იმ სახლზე რომელშიც ყოველთვის ვბრუნდები და არავინ მხვდება,არ სცალიათ,მეგობრებთან არიან ან მუშაობენ,შეიძლება ნათესავმა დაურეკათ და წავიდნენ რომ ამ კედლებს გასცდნენ,რადგან იხრჩობიან.მე ?! მე შიშები დამჩემდა...ადგებიან უმიზეზოდ, უდროოდ, უსირცხვილოდ და ჩემს მოთმინებას ევლებიან, ელაქუცებიან, ეს პატარა საზიზღარი არსებები მთელს სხეულში ჭიაყელებივით დასრიალებენ და მწარედ იკბინებიან...მერე თითქოს მინდება ავდგე და გავიქცე ქვეყნის დასალიერამდე მივიდე, მოვალეობების ჩანთები მომავლის ბრწყინვალებასთან დავყარო და ჩემი დღევანდელობის ოკეანესთან თავისუფლების სურნელი გაშლილი ალვეოლებივით განვა-თავის-უფლო... მერე ვხვდები რომ უფლება არ მაქვს ! არ მაქვს უფლება ვყავდე საკუთარ თავს ისეთი როგორიც უნდა, რადგან ყველაფერი გაპროცენტებული უზრუნველობის რთული დარიცხვის სისტემითაა შეპყრობილი და მე დივიდენდი ვარ, სარფიანად დაბანდებული აწმყოს მომავალი სარგებელი...საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩავაგონე თავს ეს, მილიონჯერ მაინც გავუმეორე, თავმომწონედ და ამაყად, სანამ მარტო არ დავრჩი და არ მივხვდი რომ არასდროს იარსებებს აწმყო, ყოველთვის იქნება მომავალი, მაგრამ ეს თითქოს აღარც მაწუხებს,ეჩვევი ადამიანი.
უსიამოვნო ფიქრები თავიდან უნდა ამოვიგდო და შევემზადო კიდევ ერთი თეთრად გასათენებელი ღამისთვის.ცხელი შხაპი და სახლში სიმარტოვე საუკეთესო დოფამინია ჩემნაირებისთვის,ხოდა მეც ავდგები და მშვიდად,სიამოვნებით დავიწყებ კონსპექტებში ქექვას, ყავით სავსე ჭიქას მოვიდგამ გვერდით როგორც ერთგულ,უღალატო მეგობარს და ვუალა,ესეც შენი იდილია.

* * *
უეცრად გადაცმული პერანგის ვერდაფარული სიშიშვლე,ნაჭრებიდან თავისუფლად მოცქირალი ჩემი მუხლისთავები და ტანის ნაზი რხევა, გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდნის ხმა და ახლადმოხარშული ყავის არომატი,აივნის ფართოდ გამოხნილი კარიდან მომავალი განთიადის სუსხი,რიტმული მუსიკის ჰანგებს აყოლილი სხეულის ნარნარი,სახეზე მიწებებული სიამოვების ღიმილი,ამცდურად ჩატეხილი ტუჩის კუთხე, მოშიშვლებული ფანჯრები და ცნობისმოყვარე ერთი-ორი მეზობელი.ბედნიერება ტავისთავადია და შენგან მოდის,არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება გარეთ გასვლის შემდეგ თუ საკუთარ სხეულში ბედნიერების არომატი კედლებს ეხეთქება,ცხელი სითხე ჭიქის ფსკერზე ეშვება და ავსილი ფინჯანით აივნის სივრცისკენ მივდივარ,მოპირდაპირე მეზობელი სამი დღის წინ გადმოვიდა და პირველი დანახვისას ვერც კი ვიფიქრე რომ საერთოდ შეიძლებოდა გვქონოდა.შავი ფინჯანი ერთ ხელში მოუქცევია,მეორეთი კი სიგარეტს ექაჩება,თან აივნის მოაჯირზე გადმოყრდნობილი ქუჩის კუთხეებს ხედვას აკრავს,შემდეგ ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება და ის მიღიმის,მე კი მაქსიმალურად ვძაბავ მუცელს რომ მისი ფორიაქი ისევ მე დამბრალდეს და არა მას,წელში იმართება,წელსზევით შიშველს მხოლოდ სპორტული შარვალი აცვია,თავხედურად მეფიქრება შევსების თეორიაზე ოღონდ ტანსაცმლის კუთხით და აზრების გასაფანტად თავს ვაქნევ თითქოს ამით ყველა იდეის ამოყრა შეიძლებოდეს გამოტენილი თავის ქალადან.
- დილამშვიდობის...-რიხიანად მესალმება ის და რადგან ჩვენ ორი ერთ შენობას ვეკუთვნით რომელსაც მე ბედის ირონიით მუდმივად დავცინოდი თავის თავშია ჩაკეტილი ეს მართკუთხედითქო,ამიტომ არც მე მრცხვენია პასუხის დაბრუნების და იმის რომ ძალიან შორსაა,რადგან რეალურად ასე არცაა...-შაბათობით ისვენებთ ?
- არა, მაგრამ გვიან მივდივარ და ადრე ვბრუნდები...-ვცდილობ ჩემი ღიმილი სასიამოვნო იყოს და არა ისეთი როგორსაც ადამიანთა უმრავლესობას ვჩუქნი ყოველდღე,მეთვითონაც არ ვიცი რატომ.
-დღეს სამეზობლოს დაპატიჟებას ვაპირებ და თუ მოახერხებთ აუცილებლად მოდით...
-ესეიგი აქ დიდი ხნით რჩებით ?!
-კი , გადავწყვიტე...-ისევ იღიმის.
-მოვალ,რომელ საათზე ?
-რვისთვის…იცოდეთ ძალიან მაწყენინებთ თუ გადაიფიქრებთ...-იღიმის და აივნიდან უჩინარდება.
ცხელი ყავა ჩემს სხეულს ათბობს და ნაცნობ,უკვე გადათელილ მოკირწყლულ ქუჩებსაც კი ახლებურად მაჩვენებს,თითქოს თვეები არ იყოს რაც აქ ვცხოვრობ, თითქოს ვერ ვხვებოდე რომ მოძრავი მანქანებიდან ათობით თვალი ავლებს ჩემს რუტინას მზერას და ზოგიერთი მათგანი მკიცხავს,პირს იბრუნებს,დრო არ ეყოფა თორემ ვინ იცის იქნებ მომაძახოს კიდეც სახლში შედიო,ზოგიერთი ალბათ თვალებს დღესაც ჩემთან ტოვებს და გზას ისე აგრძელებს,ზოგისთვის მე ჰორიზონტს მიღმა ვარ და ვერ მამჩნევს,მაგრამ მთავარი ისაა რომ ეს უკვე დიდი ხანია სულერთი გახდა ჩემთვის.დიახ,ყველაზე დიდი შიში დავამარცხე,ის შიში რას იტყვის ხალხი,როგორ მიიიღებს ჩემს ქმედებას,თუნდაც მე მას წამის მეასედში ვახორციელებდე ისე რომ დანახვა შეუძლებელიც იყოს.
ახალ მეზობელთან წასვლას თუ ნამდვილად ვაპირებ საჩუქარი უნდა ვიყიდო,ახალი სახლი ახალი ნივთები,ახალი ცხოვრება...ესეიგი რამე სუვენირს ვყიდულობ ?! მომწონს ჩემი თავი გაუთვიცნობიერებლად რომ მეხმარება იმის გადაწყვეტაში რაც იდეაში ჯერაც არ მომიაზრებია…

* * *
როგორც ნანო ბებო იტყოდა გოგოსი არაფერი მცხია,ალბათ ესაა მიზეზი იმის რომ მაღაზიებში ბოდიალით და განსაკუთრებული ყურადღებით თავი არ შემიწუხებია,ქუჩის კუთხეში სანათების ახალი მაღაზია გაიხსნა და მე თან ჩემი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე,თან ტორშერი ავარჩიე.ამჯერად ხელგაშლილი ვიყავი ვერაფერს იტყვით, იმდენად გამიტაცა კარგი მეზობლის როლმა რომ დანაზოგზე საერთოდ აღარ მიფიქრია, ხოდა ასე ხელდამშვენებული გამოვცხადდი ცხრის თხუთმეტ წუთზე მეზობლის ბინაში,რომელმაც მალევე გამიღო კარი და სასიამოვნოდ გამიღიმა მადლობის ნიშნად.
მისი ბინა მარტოხელა კაცის საცხოვრებელს არ ჰგავდა,ნივთები ისეთი უჩვეულო და ერთმანეთზე მისადაგებული მეჩვენა რომ აშკარა იყო ვიღაცამ საგულდაგულოდ აარჩია,დიდი ეჭვი მქონდა რომ ცოლმა , სულ მინიმუმ საყვარელმა. მაგრამ ცდის მიუხედავად ვერა და ვერ აღმოვაჩინე სურათები,რომელიც ჩემ ეჭვებს დაადასტურებდა.
სხვა მხრივ საღამო ერთობ მოსაწყენი და მრუმე გამოდგა, მეზობლები,რომლებიც აქამდე თუ ცდილობდნენ გამომლაპარაკებოდნენ მაგრამ თავს ვარიდებდი მოუცლელობის საბაბით და ეს უზრდელობაში არ მეთვლებოდა, ამჯერად აშკარა შეტევაზე გადმოვიდნენ „ახლა სადღა წაგვიხვალ“ სახით, ფენომენალურია რაზე აღარ შეიძლება დაგისვან კითხვა, სამსახურზე,პირად ცხოვრებაზე, კაბის ფერზე, ფეხსაცმლის უქუსლობაზე და ყველაზე გამაღიზიანებელი - ოჯახზე...და სწორედ ამ საღამოს მივხვდი როგორი საშინელი მეზობელიც ვარ,ჩემ ინტერესიან , ლამის სიგიჟის ზღვარზე მისულ თანაკორპუსელებს რამდენი რამ აინტერესებთ და მე საშუალებას არ ვაძლევ სულ ცოტა მაინც იცოდნენ.
წამოსვლა თუ ვცადე ? რათქმაუნდა,ხუბრობთ ?! მაგრამ რამდენჯერაც დამშვიდობება ვცადე იმდენჯერ გამაჩერა სანდრომ (იცოდით? ჩემ ახალ მეზობელს სანდრო ქვია, აბა თუ გამოიცნობთ თვითონ მითხრა თუ მეზობლებისგან გავიგე ? ) მე კი რადგან სახლში მაინდამაინც განსაკუთრებული საქმე არ მელოდა ამ ტრაგიკომედიის მოქმედ გმირად დავრჩი,მანამ სანამ ხალხს არ მობეზრდა და ნელ-ნელა ბინა არ დაცარიელდა.
- დამშვიდობებას ვაპირებდი,მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია თქვენი სახლი დახმარებას შემოგთავაზებთ...-ვცდილობ მაქსიმალურად თავაზიანი ვიყო,იმედია მიხვდება რომ ეს ზრდილობის ამბავია და ჭურჭლის დარეცხვაში მიხმარებას არ მთხოვს.
-თუ არ შეწუხდებით დახმარებაზე უარს არ ვიტყოდი,თან მთელი საღამო ისეთ ამბავში ვიყავი ვერც მოვახერხეთ საუბარი,არადა დიდი ამბით დაგპატიჟეთ რომ გაგვეცნო ერთმანეთი.
-არაუშავს,ჩვენი მეზობლები ყველაფერს გაარკვევენ, საგულდაგულოდ გამოქექავენ თქვენს ცხოვრებას და შესაძლოა ისეთი ამბებიც გაიგონ თქვენზე რაც დავიწყებული გაქვთ,მეც მათგან გავიგებ ყველაფერს რასაც თქვენ არ მომიყვებით...- ვიცინი და საკუთარ თავს ვიჭერ მცდელობაში, ეს სიცილი გამომწევი გამოვიდეს,გავღიზიანდი თავაზიანობის ფორმას რომ ვერ მიმიხვდა და ეს აშკარად გამოვხატე.
-ხოო ? ისე საუბრობთ თითქოს ეს საკუთარ თავზე გამოსცადეთ...-მისი ტონი,მიმიხვდა?
-მე საკმარისად დიდი ხანია აქ ვცხოვრობ იმისთვის რომ ჩემზე ყველა დეტალი იცოდნენ.
-ეს კარგია თუ ცუდი? ... -ახლა ცივი ოფლი მასხამს და ვერ ვხვდები რისი მეშინია,რატომ მეკუმშება გული ასე სწრაფად და მითრთის თითები.
-კარგია, რადგან ის მაინც აღარ გიწევს ისე მოიქცე თითქოს არაფერი იციან, ან მათ ყველა რეპლიკას ჩაუკვირდე და გონება დაღალო რას გულისხმობენ. ყველა დეტალს ვერ გაიგებენ,რაღაცეებს თავად დაამატებენ და მოაკლებენ,ისე გადაასხვაფრებენ როგორც აწყობთ, ანუ სიმართლე სიმართლეს აღარ დაემსგავსება და გაუჭირდებათ დაჯერება და ამბავი თავისით გაქრება...-ახლა აღმოვაჩინე რომ მე თეფშებს ვალაგებდი და სულ დამავიწყდა მისი ოთახში ყოფნის ფაქტი,ამას მისთვის კი არა ჩემთვი ვამბობდი,საკუთარ თავს ვუხსნიდი და როცა მიმოვიხედე მის სახეს წავაწყდი ჩემს თვაკებზე დატოვებულ მის თვალებს,უეცრად ეს გამოხედვა ახლოდ მომეჩვენა,რომელიღაც პერიოდიდან გამოყოლილ ნაცნობ თვალებად და მივხვდი რომ თავი შორს უნდა დამეჭირა.
-იცით უკვე გვიანია? ჯობია წავიდე, ჭურჭლის ამბავი მოვაგვარეთ დანარჩენს მარტოც გაუმკლავდებით ...
-ვიფიქრე ყავით გაგიმასპინძლდებოდით დახმარებისთვის მადლიერების გამოსახატად...-ვცდილობ არ ვუყურო რადგან დარწმუნების მისეულ სიძლიერეს უკვე რამდენჯერმა ჩასწვდა ჩემი ქვეცნობიერი,ამიტომ თავდახრილი ვუარობ.
-არა, ჯობია წავიდე,საჭირო არაა,ისეთი არაფერი გამიკეთებია...გვიანია...-ვტრიალდები, ტილოს მაგიდაზე ვდებ და მოტრიალებულს რაღაც მტკიცნეულად ძლიერ მეჭიდება.
-ხო მაგრამ ნენე...-და ისეთი ტკბილი მეჩვენება მისი ტონი,მაკოცებს? რა სისულელეა...-შენ ხომ ღამით ვერ იძინებ...-იღიმის,ოღონდ ისე არა როგორც ჩვულებრივი ადამიანები.ამ ღიმილით სურს რაღაცას მიმახვედროს ოღონდ ვე ვხვდები რას.
-ეს საიდან იცით ? ...
-უკვე ერთი კვირაა აქ ვცხოვრობ...-ნიშნისმოგებით მპასუხობს ის.
-რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანია , საიდან იცი ?!
-შენი ფანჯრები ჩემი ფანჯრების წინაა , მთელი ღამეები შუქი ანთილი გაქვს...ეს სიბნელის შიშია ? თუ უძილობის ნიშანი ?
-ჩემგან თავი შორს დაიჭირე ! გესმის ? ასე ჯობია ! ... - ღვარძლიანად ვსისინებ და მის ხელისგულს ჩემს მკლავს როგორც შხამიან ქვეწარმავალს ისე ვაშორებ.
მოვდივარ,ჩქარი ნაბიჯით და მისი ბინის კარს გამომცდარი კისრისტეხით მივრბივარ ჩემი სახლისკენ,რაც შეიძლება მალე,რაც შეიძლება შორს,რაც შეიძლება სწრაფად.საკუთარ გულისცემას ვგრძნობ როცა სახლის კარს ვცდები და ხელის კანკალით ვკეტავ,ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო.ასე რატომ გამაღიზიანა რომ ჩემზე იცის ? ან მისმა ტონმა რატომ შემაშინა ? ან რატომ მქონდა პანიკური განცდა თითქოს გამომეკიდებოდა? ისევ იქ ვბრუნდები საიდანაც დავიწყე ? არა ! შეუძლებელია რამე იცოდეს ჩემზე , ეს დიდი ხანია უკან მოვიტოვე , შიშები დიდი ხანია თავიდან ამოვიგდე და ის ვაჟბატონი, მოპირდაპირე აივნიდან, ვერაფერს დამაკლებს.



№1  offline წევრი lena lena

წერის სტილი იდეალური <3
სიუჟეტი საოცარი <3
პერსონაჟი პერქფექტ :დ
რა მეთქმის გააგრძელე გთხოვ

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

რაღაც კარგი და ახალია. წერის სტილი ძალიაან მომეწონა, დახვეწილობა ჩანს. აუცილებლად გააგრძელე, არ შეწყვიტო წერა

 


№3 სტუმარი makukuna

კარგი იყო, გელოდებით blush blush

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magrad cer, siujetic sainteresoa, am gogos tavs raxdeba jer ver gavarkviet, umedia ardaagvianeb, yochagg

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent