შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 14


4-06-2018, 19:38
ნანახია 2 011

ნინიზე ფიქტრი კატოს მოსვენებას არ აძლევდა, ეჩვენებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მაგრამ თან ფიქრობდა ვაზვიადებო და არაფერს ეკითხებოდა. არ უნდოდა დაეფრთხო და იმაზ ეუფრო ჩაკეტილიყო ქალბატონი ვიდრე ბოლო დროს ეჩვენებოდა კატოს.
დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, თავიდან მაღვიძარა ეგონა მაგრამ , მერე მიხვდა რომ მაღვიძარა კი არა ტელეფონი რეკვით თავს იკლავდა .
”ღმერთო ჩემო ასე დილით ვინ რეკავს “. ბუზღუნით აიღო ტრელეფონი და დუდუს ნომერი რომ ამოიკითხა მაშინვე გადავიწყდა რომ აღარ ეძინებოდა .
„ გაგაღვიძე ჩემო პატარა ?“
„აუ ნეტა სულ შენ მაღვიძებდე როგორ ხარ?“
„რა საყვარელი ხმა გაქვს ეეე , სულ უნდა გაგაღვიძო .“
„წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ შენ რატო არ გძინავს ამ დროს?“
„ვვარჯიშობ მე ყოველ დილით , ერთი სააათის წინ ავდექი , მერე გამახსენდა რომ ჩემი შეყვარებული ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა და 8 საათზე ფეხზე თუ არ იქნება დააგვიანებს , ვიფიქრე ახალგაღვიძებულზე საყვარელი იქნებოდი და თან შენ ხმას გავიგებდი თან მაღვიძარას დავასწრებდი გაღვიძებას. “
„ხო და ეგ შენი სკოლის მოსწავლე შეყვარებული თუ არ ადგება ეხლა რო დააგვიანებს სკოლაში არ იცი? თან ნინის უნდა გავუარო “.
„კაი მიდი მოემზადე ნახევარ საათში შენს კორპუსთან ვიქნები და ნინის ერთად გავუაროთ.“
„მართლა? მერე სამსახური?“
„გოგო ჩემ სამსახურში უფროსი მე თვითონ ვარ და ნახევარი საათით მერე მივალ რა პრობლემაა.
„ჩემი გმირი ხარ . წავედი გკოცნი ნახევარ საათში მზად ვიქნები.“
„კაი კაი მიდი დაგირეკავ .“
სინათლის სისწრაფის სიჩქარით წამოხტა საწოლიდან ,
მოწესრიგდა და ყავის დასალევად ჩავიდა ქვემოთ . სამზარეულოში დედა და ბაბუცა დახვდნენ .
-დილამშვიდობისა ოჯახო
-დილამშვიდობისა ალქაჯო . დღეს სკოლაში მე გაგიყვან.
-არ არის გიო საჭირო ჩემით წავალ
-როდის მერე გეხალისება ფეხით სკოლაში სიარული.
-არ მეხალისება უბრალოდ გამომივლიან. აუ დეე შენთავს ვფიცავარ ასეთ გემრიელ ჩაის ვერავინ აკეთებს .
-დალიე დეეე ნელა ოღონც არ დაიწვა ცხელია,
-აააა შეყვარებულმა უნდა მოგაკითხოს?
- გიორგი !
-რა იყო მაკამ ისედაც იცის ყველაფერი, მაკამ კი არა მთელმა თბილისმა იცის რომ იმის შეყვარებული ხარ .
-გიო ისევ თავიდან ვიწყებთ?“
-არ მომწონს მე ეგ ამბავი და თავს ისე ვერ დავიჭერ რომ მიხარია. ჯერ ერთი დუდუ პაპასკირია, მეორეც ერთი იმდენით დიდია შენზე რაც ხარ და მესამეც რა დროს შენი შეყვარებულია.
-ვაიმე წავედი მე წავედი თორე, ვიჩხუბებთ და სკოლაში დავაგვიანებ , აღარ მინდა შენთან ჩხუბი დედას გეფიცები არავისთან ჩხუბი აღარ მინდა, მშვიდობა მინდა მე მშვიდობაა.
აკოცა ბაბუცას შუბლზე, მაკას ლოყაზე , ბოლო ყლუპი ჩაი მოსვა და კიბეებზე დაეშვა.
დუდუს დანახვით გახარებულს სახე უცინოდა, ისიც მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მისკენ გაქცეული კატო მკლავებში მოიქცია, ერთხელ ჰაერში დაატრიალა და მერე ძირს ფრთხილად დასვა.
-მომენატრე
-აი თუ როდესმე შენგან მაგ სიტყვებს გავიგებდი არ მეგონა.
-რატო ვითომ,
- კატო ზედმეტად მიუწვდომელი მეჩვენებოდი და იმიტომ , გიკვირს? ანგელოზი ხარ .
-მართლა ესეგიყვარვარ ?
-არ გჯერა?
-კაი ხოო სულელური კითხვა იყო, აი აქ შეუხვიე და ნინიც ჩამოვა .
ზუსტან 5 წუთში ნინიც ჩახტა მანქანაში და სკოლაში წავიდნენ. გადასვლისას კიდევე რთხელ აკოცა დუდუს და თვალს მიეფარნენ.
-ნინი იტყვი ბოლოსდაბოლოს რა ხდება?
-ვერ გამოგაპარე არა ?
-შენ რა გეგონა რო გამომაპარებდი?
-რავი აბა , აუ კატო პირველად ვარ ასე , ამ ჩემი ჯერ მხოლოდ 17 წლიანი ცხოვრების განმავლობაში.
-რა იყო გიყვარს ვინმე?
-რავიცი აბა მგონი მიყვარს.
-ანუ მართლა გიყვარს თუ ისე ნინისებურად გიყვარს .?“
-ეგ როგორია?
-აი ერთი კვირა რომ გიყვარს ხოლმე , გიჟდები და მერე რო მოგაქცევს ყურადღებას აღარ გიყვარს. როგორც რატი
-ეგრე ვიქცევი ხოლმე?
-უარესადაც მოქცეულხარ , ვახუნხულა დაგავიწყდა?
-ოოო ვახუნხულა მეტის ღირსიც იყო,
-და რატო ვითომ?
-იმიტომ რომ ვახუნხულა იყო.
-და ტატო?
-ეგ რომელი იყო?
-კატოს ძმა
-აა ხო გამახსენდა ეგეც ღირსი იყო .
-და ეგ რაღატო?
-იმიტომ რომ კატოს ძმა იყო ,
-ვერ გავიგე>??
-ტატო და კატო იყვნენ რაა? აი დაფიქრდი რა პონტში იყვნენ ტატო და კატო ტყუპები იყვნენ თუ რა?
- ისევ ისე გაკლია ნინ როგორც პირველ კლასში გაბუნიას მელანი რომ დაასხი ჩანთაზე , მერე დედამისი რომ მოვიდა სკოლაში და ამაყად გამოუცხადე ქალაჩუნაა შენი შვილი და ვინმემ ხო უნდა მიახვედროსო.
-აუ ეგ საიდანღა გახსოვს?
- მე კი არა ეგ ყველას ახსოვს უტვინო, მაშინვე უცნაური ბავშვი იყავი. კაი ანუ როგორ მიყვარსო?
- როგორც ტატო , ვახო და დანარჩენები ისე არა .
-ანუ სერიოზულადაა საქმე? და ვინაა ის უბედური?
-კატო!
-ჩუუუ გაგვაგდებენ კლასიდან და ვერ გადამირჩები.
-დამავიწყდა გაკვეთილზე რო ვართ.
-ჰა ვინაა ამოღერღე.
- ეხლა არა რა სხვა დროს გეტყვი ჯერ მეც გავერკვევი.
- კაი არ ჩაგაცივდები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მეტყვი.
-მიყვარხარ .
-მეც პატარავ .
დღემ მშვიდად ჩაიარა . გაკვეთილების ბოლოს ნუკი გამოეცხადა კატოს და ისეთი ხმამაღალი განცხადებებით შემოიფარგლა, ნინისაც კი გაუკვირდა.
-კატო ბაბუციძეს ვეძებ, უცბად ვიღაცის ყვირილის ხმა მოესმა კატოს კლასში, ბავშვები უკვე აშლილიყვნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ და ვერ ხედავდა საიდან ეძახდნენ .
-აქ ვაარ , აღარც გაუხედავს ისე გასძახა და რომ შემოტრიალდა მაღალი ლამაზი გოგო აესვეტა წინ.
-გამარჯობა საყვარელო.
-გაგიმარჯოს. გაკვირვება აშკარად ეტყობოდა სახეზე კატოს.
-მე ნუკი ვარ შენი მული, თუ სამულე თუ როგორც არის.
-ვინ?
-დუდუს და ვარ შენი შეყვარებულის.
-აა უი , არ ვიცოდი. უფრსოწორად ვიცოდი მაგრამ ,
-არაუშავს საიდან გეცოდინებოდა თუ იმ მუტრუკს ასეთი და ეყოლებოდა, მე ისიც კი გამიკვირდა საერთოდ გოგოს რომ მოეწონა , აბა დატრიალდი შემოგხედო, მდააა.......... ისე არაგიშავს ხო იცი შენ, მუტრუკი კია მაგრამ გემოვნება აქვს კარგი , მაგაში მაინც დამემსგავსა, ნუ ჩემზე დიდია და ვერ დამემსგავსებოდა მაგრამ რაც დავიბადე მას მერე გამუდმებვით ვცდილობ დავხვეწო და აი შედეგიც. ხო მართლა რატომ მოვედი, დამავიწყდა კაი არაუშავს გამახსენდება. აბააა... ნუკი კითხვისნიშნებიანი თვალებით მიაჩერდა , გაოცებულ კატოს
-რა აბა ? ძლივს ამოღერღა კატომ
-თქვი რამე რააა , ამდენი ვილაქლაქე და სასიამოვნოაო ის მაინც თქვი.
-ხოოო სასაიამოვნოა .
-გაგაკვირვე? თქვი ეხლა გაგიკვირდა ხო ასეტი მსვენიერება და რომ ყავს იმ სენს მუტრუკ შეყვარებულს.
-კიი გამიკვირდა მ მაგრამ ეხლა თუ კლასიდან არ გავალთ ჩაგვკეტავენ.
-გავიდეთ მერე რას დამდგახარ აქ.
-მიბრძანდი , მართლა ეს ნინა ჩემი დაქალი.?
-ვიცი ვინც არის
-მე არ ვიცი სამაგიეროიდ ვინ ხარ ,. ნინიმ თავი ვერ შეიკავა და მაინც თავისებურად წაკბინა.
-ოოო ეგ გრძელი ამბავია საყვარელო, ოდესღაც მოგიყვები
აბაა სად არის ჩემი ძმა არ მოგაკითხავს?
-არ ვიცი არ4 დაურეკავს.
-რანაირი შეყვარებულები ხართ ვერ გავიგე.
-რავიცი ჩვეულებრივი.
გოგოებმა სკოლის შენობა დატოვეს და ეზოს ბოლოში კართან დუდუს მანქანაც მასინვე გამოჩნდა,
-აი ნახე რააა , კი მუტრუკია მაგრამ შეგნებული მუტრუკია, აბა მარტოს ხო არ გაგისვებდ ასახლში ეგეც მე ვასწავლე.
მიუახლოვდნენ გოგოები მანქანას დუდუ მაშინვე კატოსკენ წავიდე , ჩაეხუტა მოეფერა და მერეღა შეამჩნია ნუკი რომელიც ენას არ აჩერებდა.
-შენ აქ რა გინდა ქალბატონო.
-აქ ვსწავლობ ძმაო დაგავიწყდა?
-ხოო მარა ამ დრომდე სკოლაში როდის ჩერდებოდი,
-ეგ გრძელი ამბავია,
-კიდე ვინმეს გადაეკიდე შე არანორმალურო?
-დაახლოებით.
-ნინი შენ რატო ხარ ჩუმად ხო არ გიჩმახებენ?
-არაა , დავიღალე და. მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ იყო რაც იცნობდა დუდუმაც შენიშნა ნინის უხასიათობა .
გოგოები სახლში დატოვა დაემშვიდობა და ბიჭებთან წავიდა.
-დუდუჯან ეხლა გახსენებდით , სიდედრს ეყვარები ,
-ეგ ეგრე არ არის ბიჭო, შეუსწორა ქებურიამ ნიკას.
-აბა როგორ არის
-აუ არ ვიცი მარა ეგრე არ არის
-ხოდა თუ არც შენ იცი ეგრე რო იყოს არა ?
-ბაზარი არააა , იყოს.
-თქვენ ისევ ისე ურევთ ეეე , არ იცვლებით.
-რა იყო ბიჭო დიდი ხანია რაც შეყვარებული გყავს?
-ეგ რა შუაშია, შე ქლიავო
-ეხლა უკვე ოჯახზეც უნდა იფიქრო დასერიოზულდე , აი კვარა უკვე ფიქრობს და მემგონი დანელიაც ახალი სასიყვარულო ისტორიისთვის იწყებს მზადებას , იტოკში მაგარი წელი გველოდება რააა.
-რა დანელია ჩემგან რაღა გინდათ, წამოყო თავი სავარძელში მიწოლილმა დანელიამ , რომელიც უკვე საათზე მეტი იყო ტელეფონში ვიღაცის სურათებს ათვალიერებდა ისე რომ რეალობასაც მოწყდა.
-ნიკა იცოდე ...
-რა გინდა დუდუ შენ რაღას მერჩი?
-ახალი სიყვარულიო და რაღაცო და ძლივს ცოტა სიწყნარეა და იცოდე კიდე ვინმე შარი არ გააძრო რაა.
-ეეეე ნუ შემ******** ეხლა რაა . ვიღაც მოვიდა გაიხედეთ.
-გაბე იქნება წეღან დამირეკა .
მართლაც გაბელაია იყო , მანქანის გაჩერება და სახლში შევარდნა ერთი იყო , მისი აფორიაქებული სახე უკვე ყველაფერს ამბობდა, მაშინვე ყველამ მას შეხედა და კითხვის დასმაც არ უფიქრიათ ისე დაელოდნენ გაბელაიას პასუხს იმ კითხვაზე რომელიც თოთოეული მათგანის თვალებში იკითხებოდა.
-ჰა ამოღერღე რა სახე გაქვს. დუდუმ სიჩუმე დაარღვია და ძლივს დასვა კითხვა, რომლის დასმაც სხვებს ვერ გაებედათ.
არასდროს ჰქონიათ მარტივი ცხოვრება, სულ რაღაც ხდებოდა მათ გარშემო , გამუდმებით ვიღაცას ან რაღაცას ებრძოდნენ , ერთად იდგნენ ყოველთვის და გამარჯვება არც გასჭირვებიათ , მაგრამ დაიღალნენ. მათთვის რომ სათითაოდ გეკითხათ ერთიდაიგივეს გიპასუხებდნენ, რომ დაიღაალნენ რომ სიმშვიდე უნდოდათ , მაგრამ ფარხმალის დაყრა არასდროს არცერთს უფიქრია, ისევ ისე იდგნენ ერთმანეთის გვერდით და ისევ ისე ერთად აგვარებდნენ დაუსრულებელ პრობლემებს.



№1 სტუმარი sal

au male dade xolme ra gtxov ❤️

 


№2  offline წევრი tatuli)

<333 mikvarsss male dade ra

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariam mamasaxlisi

მალე დადე რაა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent