შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცქნაფა თავი 3


5-06-2018, 10:47
ავტორი moodchanger
ნანახია 1 550

წამოვდექი , მაგრამ ვაი ასეთ წამოდგომას ჩათვალეთ რა ძალაც კი მქონდა შემორჩენილი მთელი ძალა დავატანე ჩემს ფეხებს , რომ როგორმე ოთახამდე მიემეღწია , ორი ნაბიჯი გადავდგი და შევამჩნიე რომ მივუახლოვდი დივანს სადაც ერეკლე იჯდა , არა რა გთხოვ ღმერთო აქ არ წამაქციო , გთხოვ აქედან გამაღწევიე , ვცდილობდი , მართლა ვბრძოლობდი , მაგრამ უშედეგოდ
- ცუდად ვარ - ამოვილუღლუღე და , და რა , რა გითხრათ ,ერთადერთი შემიძია გითხრათ რაზე ვფიქრობდი , ვფიქრობდი რა სახე ჰქონდა იმ წუთას არა დედაჩემს , არც გიორგის და სანდროს , არა , იმ ბიჭის სახეზე ვფიქრობდი , მის ფიქრებზეც კი მეფიქრებოდა , მრცხვენოდა , ვნანობდი მაგრამ უშედეგოდ .
- ‘’ემიი’’! ‘’ემაა ! ‘’ნემსი ‘’ ‘’ინსულინი ‘’ ყველა სიტყვა ირეოდა ერთმანეთში უბრალოდ მინდოდა თვალები გამეხილა და მისთვის შემეხედა და დამენახა რას გრძნობდა , ვეცოდებოდი ? ნანობდა ?
უცებ ვიგრძენი მცირე ჩხვლეტა და დაბურული სივრცე ნელ ნელა დაიწმინდა . პირველი გიორგის განადგურებული სახე დავინახე , რომელსაც ჩემი სახე ხელებში მოექცია და სახეზე ფერი აღარ ჰქონდა.
იქვე შევნიშნე დედაჩემი რომელიც ანალიზის გაკეთებას ცდილობდა ,სიმწრისგან ჩემს ფერწასულ თითზე ისე უმოწყალოდ მჩხვლედა გონზე , რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიჩხუბებდი .
შემდეგ შევნიშნე სანდრო ,რომელიც თითქოს თავს იდანაშაულებდა რომ მის გამო მომიწია იმ ყავის დალევა .
და ის სად არის ? - ნუთუ უკვე შეეშინდა - ნუთუ იმდენად შევეცოდე , რომ ვერ გაჩერდა ჩემი საცოდაობით და წავიდა. მთელ ოთახს უმოწყალოდ მოვავლე თვალები და ვერსად დავლანდე .
- დე უკეთ ხომ ხარ? -ხმა წართმეოდა ქალს
- კი დე უკეთ ვარ ,ცოტაც და გამოვალ
- რამდენი გავაკეთო ?
- 6 ერთეული გამიკეთე და წავალ წამოვწვები , გიო გამიყვანე რა ჩემს საწოლში
- კარგი ჩემი ლამაზი , ხელში ისე ამიყვანა თითქოს 2 კილო ვყოფილიყავი , გონს კიდე არ იყო მოსული .
სანდროს თვალი ჩავუკარი და ცერა თითი ავუწიე იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო
გული იმაზე მეტად დამწყდა ერეკლეს ამ საქციელზე რომ ვერ წამოვიდგენდი , არ ვიცოდი სხვა რამეს რატომ მოველოდი ამ ბიჭისგან , ჯერ ხომ ძალიან ცოტა დროა გასული რაც ვიცნობ , მაგრამ გული არ მიშვებდა, მარტო გული კიარა გონება, ყველა ორგანო , თითქოს მას ემორჩილებოდა .
- რამდენი მაქვს ? -უემოციოდ ვიკითხე
- არ ამიღია დე , გაგისინჟავ ცოტა ხანში
- რატომ ? აბა რატო მიჩხვლიტე აპარატით ?
- ფირფიტები აღარ იყო , ერეკლე გაიქცა აფთიაში მას ველოდები და აგიღებ ,შენ არ ინერვიულო თქვა რომ მალე მოვა და ავიღებთ .
- აღარ ვნერვიულობ დე , გავიღიმე და კმაყოფილმა თვალები დავხუჭე - რა ვიგრძენი ? ბედნიერება , ეს სიტყვა ყველაზე უკეთ აღწერს ჩემ იმდროინდელ მდგომარეობას თუ შეგრძნებებს , უბრალოდ ბედნიერი ვიყავი , რომ გითხრათ ის მაბედნიერებდა , რომ ფირფიტებს მოიტანდენ და შაქარს გამისინჯავდნენმეთქი , სულელი გეგონებით , თავადაც მშვენივრად ხვდებით რაც მაბედნიერებდა,
უცებ ხმა გვაიგე , როგორ შეხვდა გიორგი ერეკლეს და მადლობებს უხდიდა , თვალები ინსტიქტურად დავხუჭე , მართლა არ ვიცი რატომ , უბრალოდ დავხუჭე და დაველოდე მოვლენების განვითარებას.
- როგორ არის ? - ოხ ეს ხმა , ღმერთო რამხელა ემოციას იწვევდა ჩემში , რა ჯანდაბას მიკეთებს ასეთს
- უკეთ დედი , შენ გაიხარე კიდევ კარგი აქ იყავი , ან ასე უცებ როგორ მიხვდი რომ შაქრისგან იყო ცუდად . შენმა სიტყვებმა ‘’ნემსი მოიტანეთ ‘’ ამან მომიყვანა აზრზე თორე მეც გული წამივიდოდა ნერვიულობისგან
- ვიცოდი
- -რა იცოდი ?
- რომ დიაბეტი ჰქონდა, დავინახე სანდროსთან როცა იჯდა ფერი როგორ წაერთვა და ხელები აუკანკალდა .
- და ეს საკმარისი აღმოჩნდა რომ მიმხვდარიყავი ?
- თითქმის
- მადლობა ერეკლე დედა , გაიხარე შვილო .

(თვალები ისე ბუნებრივად მქონდა დახუჭული , შესაძლოა როლის საუკეთესო შესრულებისთვის კიდევ მოეცათ მესამე ოსკარი ) გავიგონე როგორ ეძახდა დედას გიორგი .
გავიგონე როგორ გავიდა ნინო , მაგრამ არ გამიგონია ერეკლეს გასვლა , ისედაც ვგრძნობდი რომ იქ იყო , ჩემთან იყო , მისი სურნელი ისევ აფორიაქებდა ჩემს მუცელში ჩამწყვდეულ და მიძინებულ პეპლებს.
- ვიცი არ გძინავს და გაახილე ეგ შავი თვალები და მითხარი როგორ ხარ?
(არააა ,სადიან მიხვდა რომ არ მძინავს , ნუთუ ასე უბრალოდ დავკარგე მესამე ოსკარი? )
- კარგად ვარ ,შეგიძლია გახვიდე - თვალები ისევ იგივე მდგომარეობაში მქონდა, არ ვიცი რატომ არ ვახელდი .
- ოჰ , შენ ეტყობა მართლა კარგად ხარ , რადგან ასე იგესლები , არ გინდა თვალები გაახილო ?
- რატომ ?
- რა რატომ ? რატომ იგესლები თუ თვალებზე მეკითხები ? (ვგრძნობდი როგორ მომაკვდინებლად იღიმოდა , უკვე ისე გამამხიარულა ამ არანორმალურმა ბიჭმა შაქრის დედაც )
- შენი ირონიული სახის დანახვას მირჩევნია ამ მდგომარეობაში იყოს ჩემი თვალები .
- ჩემი ირონიული თუ სიმპატიური ? - ურცხვი ,ყეყეჩი , თავდაჯერებელი , თანაბდებობისთვის შეუფერებელი. ინსტიქტურად გავახილე თვალები და გამწარებულმა გავხედე ბიჭს , რომელიც კედელზე მიყუდებულიყო , ცალი ფეხი მოეკეცა და კედელზე მიედო , ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ღიმილიანი და კმაყოფილი სახით მიყურებდა .
- უბრალოდ მინდოდა შენი თვალები დამენახა და ძალიან მარტივადაც დავინახე -თვალი ჩამიკრა გამიღმა , იმ ზემოთხსენებული ღიმილით რომ გითარით ჩემ მიძინებულ პეპლებს მინერვიულებსთქო , თვალები სასაცილოდ ავატრიალე და პლედი თავზე წამოვიმხვე , იმხელა ხმაზე გაიცინა მთელი ოჯახი გაიგონებდა და ასეც მოხდა .
- რახდება? რა გაცინებთ ? - ღიმილიანი შემოვარდა გიორგი და სანდრო ოთახში
- არაფერი , შენ დას ანეგდოტი მოვუყევი და იმდენი იცინა პლედში ჩაძვრა სირცხვილით , რამხელა ხმაზე სიცილი ცოდნია ტოო , მეკიდე მეგონა ვაფშე არ იცინოდა ეს გოგო და როგორი მხიარული ყოფილა - აბა გამოიცანით ვინ იტყოდა , რათქმაუნდა ჩემი გენიოსი ბიჭი .
პლედი ნახევრად ჩამოვწიე ისე , რომ მხოლოდ თვალები გამომჩენოდა და გიოს გაბედნიერებული სახის დანახვამ მეც გამაბედნიერა.
მოიცათ , მოიცათ მე ზემოთ ‘’ჩემი ‘’ ვუწოდე ამ არანორმალურს ? რაღაც შეცდომაა და არ მიქციოთ ყურადღება .
ისეთ სასცილო ამბებს მიყვებოდნენ ერთმანეთზე , კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი შაქრის დედაც..
ბევრი საინტერესო რამ გავიგე ერეკლეზე (ისადა ძალიან ბევრს ხომ არ ვფიქრობ ამ ბიჭზე? )
მაგალითად , ის რომ 3 ბაღი აქვს გამოცვლილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სადაც მიდიოდა ყველგან ტილიანი ბრუნდებოდა სახლში , საბოლოოდ გადაწყვიტეს ბაღიდან გამოეყვანათ . კიდევ ის რომ ცაციაა , ის რომ მომავალი იურისტია , და ბევრი დეტალი რომლსაც საკმაოდ სასაცილო კონტქსტში ყვებოდნენ მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო ინფორმაციის მისაღებად .
- აუ ეკე ის იყო მაგარი , წინა თვეში ინფორმაცია რომ დაიდო ინტერნეტში თითქოს და IMAGINE DRAGONS ჩამოდის საქართველოშო და ბილეთები რომ იყიდე წამოსასვლელად და რომ ვეღარ გაქაჩეს მაგათი ჩამოყვანა და შენი კიდე დარჩი ხახა მშრალი , ამატი ფარჩაკი თავი - იცინის სანდრო თან ჩიფსებს სასაცილოდ ახრაშუნებს
- ე შენც ეგ ჯგუფი გევასება ტო ? - იკითხა გიორგიმ
- მევასება ? ეგ ჯგუფი ერთადერთია ჩემთვის იყო და იქნება ძმა - სასაცილოდ გასწორდა მხრებში და კითხვით მიუბრუნდა -და შენც გევასება ?
- მე არა ამ ქალბატონს - წარბით ანიშნა ჩემკენ - დაჟე 150 $ გადამხდევია მაგათი ქურთუკი რომ ჰქონოდა , იმენა ფანია - თმები სასაცილოდ ამიჩეჩა
- ეკე არ წავიდეთ? ეეე ! ერეკლე !
- ხო რა არი ? - გათიშული , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გათიშული , იჯდა ერეკლე და მიყურებდა , ვერ ვხვდებოდი რატომ გაუკვირდა ჩემი ამ ჯგუფის მიმართ სიყვარული
- წავედით ემას დასვენება უნდა .
- სანი წამო , შენ ლეპტოპს გაგატნევ -მიაძახა სანდროს გიორგიმ და ოთახიდან გავიდნენ სამივე , მეგონა მშვიდობით ჩაიარა და ის არანორმალური აღარ ამაფორიაქებდა რომ უცებ მიხურული კარი გაიღო .
- უი ლამის დამავიწყდა , ერთ მშვენიერ დღეს IMAGINE DRAGONS ლაივზე ძალიან , ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს გეტყვი , დაიმახხსოვრე და არ დაგავიწყდეს ცქნაფ !

მოდით ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს ბიჭი, ბიჭირომელმაც ორი წუთის წინ პირღია დაინტრიგებული დამტოვა , ბიჭი რომელიც ჩემთვის ცისარტყელაა , წვიმის შემდეგ , რომ ამობრწყინდება ხოლმე, ვიღაცისთვის იმედს იძლევვა, ვიღაცისთვის ბედნიერების მომტანია, ფერადია , ლამაზია და იმაზე ბევრ რამეს იტევს ვიდრე უბრალოდ ფერებია .
მეც ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა , ჩვეულებრივი არა , პირიქით , არაჩვეულებრივი , უდარდელი და ლაღი , მაგრამ შეზღუდული დროით , ე.წ ბავშვობა 13 წლამდე
10 /06 /2009
ჩემი დაბადების დღე განსაკუთრებით მიყვარდა , ბავშურად ვფიქრობდი რომ ეს დღე ყველასთვის ბედნიერების მომტანი იყო ამიტომ ყველას უნდა ეზეიმა . ასეც ხდებოდა ხოლმე ყოველ წელს , ამ წელსაც ჩვეულისამებრ მოვაწყვეთ ინტერიერი წინა დღით , როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა ხოლმე ადრე ვწვებოდი , ვფიქრობდი რომ მალე გათენდებოდა , ასეც მოხდა ადრე დავწექი და თავი ვაიძლე მალე დამეძინა მეორე დღეს ხომ ჩემი დღეს იყო , გათენდა , უკვე ბედნიერი ვიყავი , გამოვეწყვე სადღესასწაულოდ და მთელი ემოციებით მოვემზადე სტუმრების მისაღებად . ყველაფერი კარგად მიდიოდა ,არა არაჩვეულებრივად , ზუსტად ისე , როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო , მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ 13 წლის ვიყავი საკმაოდ ბევრ დეტალს ვაკვირდებოდი .
ტორტის გაჭრის დროც მოვიდა , მაგრამ არც დედა და არც მამაჩემი არსად ჩანდა, სახლში შევედი მინდოდა ისინიც ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ, სამზარეულოდან ისმოდა ნინოს ჩხუბის ხმა, გაკვირვებული შევაღე ოთახი და დავინახე :
ადამიანი , (მამაჩემი ) რომელსაც წოდება ადამიანი არ უხდება საშინლად არ უხდება მითუმეტეს მამა .
წელში მოგრეხილი , სახის ყველა ნაკვთი საშინლად მოღრენცილი ,თვალები დაქაჩული , ხელების ამაზრზენი მოძრაობა კიდურებზე , თან ისე უხეშად ლამის კანს იგლეჯს , დიახ დიახ ეს მამაჩემია ,რომლესაც როგორც თავდაპირველად გითხარით მე შევწირე ჩემი მთელი ცხოვრება იმის ნაცვლად , რომ მას გაეკეთებია ეს , მიუხედავად იმისა რომ არავინ ავალდებულებდა ამას , მაგრამ წამალი , კაიფი , გათიშვა ,დამცირება არჩია .
გავხურდი , დამცხა , მხედველობდა მებინდებოდა , მაგრამ საერთოდაც არ მაწუხებდა ეს მდგომარეობა , პირიქით გამიხარდა , რომ იმ ‘’ არსებას ‘’ ვეღარ დავინახავდი და თავს და გონებას მივეცი უფლება , რომ სხეულს უბრალოდ ემოქმედა მის ჭკუაზე ..................................

16,06,2018
როგორც ფილმებში ხდება ხოლმე , კამერა რომ თვალებიდან იყურება აი ეგ კადრი წარმოდიგინეთ .
თვალი ნელა ნელა , ერთნაირი დროის ინტერვალით გავახილე
- პირველ ჯერზე გამოჩნდა ნათურა , რომელიც ბუნდოვნად ჩანდა
-მეორე გახელა ისევ იგივე ნათურა მაგრამ ბევრად გაწმენდილი კადრი
- მესამე გახელა რა შედარებააა , აშკარად გაიწმინდა მხედველობის არე მაგრამ მოსაწყენია უკვე მხოლოდ ამ ეკონომიური ნათურის ყურება ,ამიტომ ვეცადე გვერდზე გადამეწია თავი და დავინახე მხოლოდ გიორგი , რომელიც ჩემზე უფროსია მაგრამ იმ მომენტში ჩემზე ბევრად პატარა იყო , მისივე უსუსურობის გამო .
ამის მერე დაიწყო ჩემი ‘’უცეცხლო’’ მაგრამ ინსულიანი ჯოჯოხეთი .
შაქრის რაოდენობის და კომის გამო , იძულებული გახდნენ ინსულინი გაეკეთებინათ ჩემთვის , და გავხდი მასზე დამოკიდებული
დაიწყო გრამებით ჭამა
ლუკმების აწონვა
აკრძალული სასმელები
აკრძალული საჭმელი
აკრძალული რაოდენობა
და სხვა ბევრი აკრძალვა , რომელიც ჩემთვის იმაზე რთული იყო ვიდრე წარმოიდგენთ .

რატომღაც გუშინ ადმინისტრაციამ წამიშალა ატვირთული , ახალი ვარ აქ და შესაძლოა სწორად ვერ ვაკეთებ , მაპატით თუ გალოდინეთ <3 მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"გაგატნევ" მომკლა :/ :დ

ძალიან კარგია და ძალიან მეცოდება ეს გოგო ცხოვრება აკრძალვებით საშინელია :(

 


№2  offline წევრი lena lena

ძალიან კარგი ხარ <3
ასე გააგრძელე მოუთმენლად გელი <3

 


№3  offline წევრი moodchanger

ანი ანი
"გაგატნევ" მომკლა :/ :დ

ძალიან კარგია და ძალიან მეცოდება ეს გოგო ცხოვრება აკრძალვებით საშინელია :(


მაპატიე :( არ მინდა შეცდომები დავუშვა ,მაგრამ "მეშვებინება " :დ
მადლობა რომ კითხულობ და მოსაზრებწბს მიზიარებ <3

mirandaa31
ძაან შემეცოდა. კარგია ძალიან ) heart_eyes )


მადლობა ,შემოგევლე რომ კითხულობ

lena lena
ძალიან კარგი ხარ <3
ასე გააგრძელე მოუთმენლად გელი <3

lena lena
ძალიან კარგი ხარ <3
ასე გააგრძელე მოუთმენლად გელი <3


კარგი თქვენ ხართ ,რომ ასე მამხნევებთ :*
--------------------
mood

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent