შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ბალადა სვანურად (2)


5-06-2018, 12:34
ავტორი აფხაზი
ნანახია 1 669

დილით ადრე ადგა ნენე, ძალიან ადრე. ყველას ეძინა და ფრთხილად ჩავიდა ქვემოთ. პლედი აიღო და ჰამაკისკენ გაეშურა.
-ზაფხულია, მაგრამ სვანეთში მაინც ცვივა.
-თორნიკე? აქ რას აკეთებ?
-თორნიკე არა, აგათონიკე!
-კარგი რა, სანამ მაგას ვიტყვი ამომძვრა სული.
-ხო... კარგი, როგორც გინდა. მეტრეველი მიუახლოვდა და ჰამაკში, ნენეს გვერდით ჩაესვენა.
-დღეისთვის რამე დაგეგმეთ?
-წუხელ ვფიქრობდით, მე და მაქსიმე. კოშკებს დაგათვალიერებინებთ და მდინარეზე გაგიყვანთ.
-რა მაგარია! სიხარულისგან შეჰკივლა ნენემ.
-ნენ... რატო ხარ ასეთი კარგი? დუმილი დაარღვია აგათონიკემ.
-ვერ მიგიხვდი!
-ანუ, ჩემთან მიმართებაში, რატო ხარ ასეთი თბილი?
-რა, არ უნდა ვიყო?
-არა, არა... მაგას არ ვამბობ.. უბრალოდ, ესე არავინ მექცევა. თითქოს სათამაშო ვიყო... აი შენ კი მიფრთხილდები!
-არვიცი, მე ასეთი ვარ. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ისევ დუმილი და უხერხულობა!
-რა დრო გასულა! ტელეფონს დახედა ნენემ და წამოხტა.
-რამე მოხდა?
-წავალ, რამეს მოვამზადებ, თორემ არინდა რომ გაიღვიძებს თავს გადამჭმას.
-დაგეხმარები.
-არაა საჭირო, მადლობა. თავაზიანად მოიშორა, მაგრამ მეტრევლი არ დანებდა.
-თაროები ძალიან მაღალია! ვერ მიწვდები ყველაფერს.
-სკამი არსებობს. -ჯანდაბა, რა მალე პულობენ გოგონები გამოსავალს.
-ხო, კარგი!-აგათონიკე მოიღუშა და ისევ ჰამაკში დაბრუნდა.
-კარგი,კარგი, წამო.-ნენემ ნაზად გაუღიმა და წინ გაუძღვა.
ესეც ასე, მაცივარში ყველაფერია, თითქმის ყველაფერიი. რა მოამზადოს ახლა ნენემ? არა, რა თქმა უნდა, იცის მომზადება, მაგრამ არჩევანის წინ რომ დადგება ვერ ირჩევს რა გააკეთოს.
-რა გავაკეთოთ? -მეტრეველს ჰკითხა, იქნებ დამეხმაროს და გაუგებრობისგან გამომიყვანოსო.
-რავი, მე ომლეტი მიყვარს, პიცა და რავიცი აბა...
-კარგი, კარგი... მაგათ ვიზამ მაგრამ რამე საჭმელიც უნდა გავაკეთო.
-ეს საჭმელი არ არის?
-ეგ ამდენ ადამიანს სად გვეყოფა.. ეს გამომართვი, და რამეში ჩადეს გასალღობად, თან წყალი დაასხი, უფრო ადვილად გალღვება.-მაცივრიდან ქათმის ფილე გადმოაქვს და აწვდის.-მე ცომს მოვზილავ, პიცისთვის. და იგრედიენტებს დავჭრი...- ნელ-ნელა კერძები მზადდებოდა, პიცის ცომიც და იგრედიენტებიც მზად იყო, მხოლოდ გაწყობას საჭიროებდა. ეს საქმე ბიჭმა ითავა და კარგად გაართვა თავიც. გოგონა მოხარშულ ქათმის ფილეს ანაწილებდა, ზევიდან ხმაური რომ შემოესმა. წუწუნით ჩამოდიოდნენ კიბეზე მაქსიმე და დიანა. თურმე, კარში რომ გამოდიოდა მაქსიმეს შეეჯახა და ეჩხუბებოდა. ამხელა მთასავით კაცი, ასეთ სიფრიფანას რომ დამეჯახე, რა გეგონაო. მოკლედ რა, რას გაგებ ამ გოგონებს? ხან რაზე გეჩხუბებიან, ხან რაზე! მაქსიმეც მშვიდად უსმენდა, არაფერს ეუბნებოდა და უხმოდ მოჰყვებოდა. არა რა გადარევენ ესენი ერთმანეთს! ხმაურზე ყველას გაეღვიძა და სამზარეულოს მიაშურეს. ყველაფერი თითქმის მზად იყო, ამიტომ მაგიდის გაშლას შეუდგნენ. დიანა და ანარა ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ამაზე იცინოდნენ.
-ესენი ვერ არიან? გაკვირვებული დიანა ფანჯარაში იყურებოდა. ომახიან შეძახილებზე ყველა ფანჯარასთან იდგა.
-ესენი მთის შვილები არიან. ყოველ დილით იქცევიან ასე, წუხელ დაღლილები დაწვნენ ორემ, მოვსწრებივარ შვიდ საათზე რომ დგებოდნენ და ცივ წყალს ისხავდნენ. მერე ჯირიობდნენ. აქაური წესებია, რა.
-მსუფრა გაშლილია. ნენემ შესძახა და მაგიდათან მოიხმო ყველა. ჭამას რომ მორჩნენ, გოგონებ აალაგეს და ჭურჭელი დარეცხეს.
-ახლა რას ვაპირებთ? ნენემ იკითხა და დივანზე ჩამოჯდა.
-გოგონებო, ადით მოემზადეთ. კომფორტულად ჩაიცვით. კოშკებს დაგათვალიერებინებთ და მდინარეზე გაგიყვანთ. დღს ამით მორჩება. მაქსიმემ ბრძანება გასცა და ყველა ოთახებშ გაუშვა.
-ფეხით უნდა ვიაროთ?
-კი!-ორსაათ ნახევარი იარეს ფეხით. თადა არ ცხრებოდა, მთელი გზა ტვინი წაიღო. მაქსიმე და თაზო გზადაგზა კოშკების ისორიას უყვებოდნენ. ბოლოს, მოლაქლაქე თადას ვერ გაუძლეს და აწუწუნდნენ. დავიღალეთ და ეს ტიტინა არსება მოგვაშორეთო. მდინარებდე სიცილ-კისკისით მივიდნენ და თადა ეგრევე გადახტა. თავიდან თავით გადახტომას აპირებდა. მაგრამ პირველზე არ გარისკა, წყლის სიღრმეს გავზომავო, მეორედ უკვე თამამად გადახტა. გოგონები მხიარულად ჩავიდნენ. ,,რა ცივია“ ,,რა ჯანდაბაა“ ,,გავიყინე“ იმეორებდნენ და წუწუნით ამოვიდნენ. ფოტოების გადაღება დაიწყეს და ბიჭების გაჯავრება.
-ეს კოშკი, ასე მოშორებით რატომ დგას? თან მხოლოდ ერთია. წყლიდან ახლადამოსულ აგათონიკეს ჰკითხა, ნენემ.
-...მიამბეს,-დაიწყო მეტრეველმა.- ერთმა სვანმა გოგონამ, მირანგულამ საყვარელი მამაკაცის, ბეშქენის სიკვდილი არ დაიჯერა და ამ კოშკიდან სიცოცხლის ბოლომდე გაჰყურებდა გზას, მისი დაბრუნების იმედით და რწმენით აღსავსეო.
-ეგ როგორ? რა მოვიდა? მომიყევი რა. ნენე გულდასმით უსმენდა ბიჭს.
-თურმე მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლს, მამა რუდუნებით ზრდიდა და სალოცავი ხატივით ჰყავდა, ულამაზესი ქალიშვილი.ბეშქენი სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული, კარგი მონადირე, ტრადიციების ერთგული, გამორჩეული და პატივსაცემი კაცი ყოფილა.ერთმანეთს მთაში დღესასწაულზე შეხვდნენ... მირანგულას დანახვისთანავე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა. მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო.მამა გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია, ჩემი შვილის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა.მინდორში დაჩოქილსა და თადახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა განრისხებულმა კაცმა. ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე, მეც ზუსტად იმ დღეში ვარ, რაც შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო.შემდეგ, მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ის კი თავის ტკივილთან ერთად მთაში წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად, მიჯნურის მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია, ბეშქენს ყინულზე დასრიალებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და მომკვდარა. ამ ამბის გაგების შემდეგ, ბეშქენის თავზარდაცემული ცოლი დარინა ქმრის გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს.მირანგულას კი მამისთვის კოშკის აგება უთხოვია და მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია მარტოობაში...
-რა კარგია ნამდვილი სიყვარული! -დაღონებულმა ჩახარა თავი დატელეფონს დააჩერდა.
-შენ არ გყვარებია?
-მე, ჯერ არა!
-რას შვრებით, გვრიტებო? წყვილს თადა მოუახლოვდა და მეტრეველს მხარი გაჰკრა.
-არაფერს, კოშკის ისტორია მოვუყევი.
-აუ კარგი რა, რომ მომკლა საყვარელ ადამიანს ამდენ ხანს ვერ დაველოდები. ნენეს გაეცინა და საპასუხოდ ,, იდიოტო“ მიიღო.
-ასეა თუ ისე, არ ვარ რომანტიკოსი და მომკალი, არ მევასება ეს შექსპირი და დიდოსტატი!
-დიდოსტატი რა შუაშია, თადა? ნენეს გაეცინა და მიხვდა წაკითხული რომ არ ჰქონდა.
-რა შუაშია და იმ შუაშია.
-მანდ ტრაგიკული სიყვარული არ არის თადა. ახლა უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა და ბავშვებისკენ წავიდა.
-რა ლამაზია!
-აუ კი, ძაან! კიდევ წამოვიდეთ ხოლმე, რა. თადამ აგათონიკეს გაუღიმა დაპასუხის მოლოდინში გაირინდა.
-რა სვანეთი ბიჭო?
-აბა რაზე ამობ?
-ნენეზე.
-ვაიმეეეეე, რომიოოო... აეეე, რომიოო... ხალხნოოო.... შეყვირა თუ არა აგათონიკემ პირზე ხელი ააფარა.
-არ გაბედო და არავის უთხრა, თორემ წიხლქვეშ გაგიგდებ!
-ჯობია მალე უთხრა, თორემ დაგიკერავენ გოგოს და იჯდები შინაბერა.
-შინაბერა რაიყო ქალი ვარ?
-კაი რო, როგორც იყვიან. მე ახლა წავედი და გაფრთხილებ. ერთკვირაში თუ არ ეტყვი, მე ვეტყვი რომ გიყვარს.
-შენ ვაბშე რა შუაში ხარ?
-მეტრეველო. გოგოს გაუფრთხილდი! მიაძახა თადამ და თავის ფიქრებთან მარტო დატოვა ბიჭი.



№1  offline წევრი ki si

ისე მე გაგრძელებას ველოდები :)

 


№2  offline წევრი აფხაზი

ki si
ისე მე გაგრძელებას ველოდები :)

მაპატიეთ, ორი დღე გადაბმულად ზღვაზე ვიყავი და ვერ დავდე. სამაგიეროდ სრულად შემოგავაზებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent