ჩემი ,,ტირანი" (თავი 13 )
თავი 13 -სასიამოცნო იყო თქვენთან ერთად მივლინების გატარება - ვეუბნები ტირანს მას შემდე რაც ჩვენი ჩანთები ავიღეთ, უკვე თბილისში ვართ, მონატრებულ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ -ჩემთვისაც- მიღიმის მაგრამ ვატყობ უხასიათოდ არის ,მეც ასე ვარ,ეს საუკეთესო დასვენება იყო ჩემთვის ,სულაც არ მინდოდა ასე მალე დამთავრებულიყო.. ტაქსისკენ მივდივარ,ჩემოდანი ტირანს მოაქვს ,მძღოლს მისამართს ვეუბნები და სანამ ჩავჯდები დემეტრეს ვუყურებ -არ ჯობდა კომპანიის მანქანით წასულიყავი?-მეკითხება ის ,მას შემდეგ რაც ჩემოსანს საბარგულში დებს -არა ,ასე მირჩევნია-ვიცოდი მასთან ერთად მგზავრობის შემდეგ უფრო გამიჭიდებოდა დამშვიდობება ,სამსახურში კი ვნახადი მაგრამ იქ ის უფროსია ,მე კი ასისტენტი.. -შენი ძმა ,მამა ,რატომ არ დაგხვდნენ? -დემნასთვის არ მითქვამს რომელზე ჩამოვდიოდი,სურპრიზი მინდა გავუკეთო -მამა? -იცით,მასთან ამჟამად არც ისე სახარბიელო სიტუაცია მაქვს -ასვალტს მივშტერებივარ და ისე ვეუბნები -გასაგებია -კარგით,აბა ორშაბათამდე -ვუღიმი,თან ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად ,ცოტახანს ჩემს ხელს უყურებს ,შემდეგ მე , მოულოდნელად ხელს მართმევს ,მისკენ მიზიდავს და გულში მიკრავს .. უცებ ირევა ყველაფერი, მისი დიდი ხელი კისერზე აქვს შემოხვეული,მეორე წელზე,მთელი სხეულით ვგრძნობ მის სურნელს ,მომენტალურად თვალებს ვხუჭავ რომ უკეთესად შევიგრძნო, ვგრძნობ როგორ უცემს გული და ჩემიც ისევე იწყებს ცემას ,თითქოს ერთმანეთს ფეხს უდგამენო..მაგრად მიკრავს გულში,ხელის გაშვებას არ ჩაქარობს ,ცხვირი ჩემს თმაში აქვს ჩარგული..ცოტახანს ასე ვდგავართ ,შემდეგ უხმოდ მშორდება -ორშაბათამდე - ამბობს და მიდის ,მანამ არ ვჯდები მანქანაში სანამ ის არ მიდის , ბედნიერების შეგრძნება მაქვს ,ისეთი თითქოს მთელი ცხოვრება ამას ველოდი, ნიკასთანაც კი არ განმიცდია ასეთი რამ ,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ქმარი იყო..ხო ქმარი, სკოლის დამთავრებისთანავე დავქორწინდით, აქედან რომ შეხედო ბავშვური ქარაფშუტობა უფრო იყო ,მაგრამ მიყვარდა ,ძალიან მიყვარდა ,თუმცა ასეთი გრძნობა არ მქონდა ,ის რასაც ტირანის მიმართ ვგრძნობ სულ სხვაა ,რა ?-თვითონაც არ ვიცი ჯერ .. -გოგონა ,მოვედით - ფიქრებიდან გამოვყავარ ტაქსის მძღოლს ,ფულს ვაწვდი, ჩემოდანი გადმოაქვს და ჩქარა ავრბივარ კიბეებზე , კარებს კი არ ვაღებ ვგლიჯავ ,ჩემოდან დერეფანში ვტოვებ და ყვირილით შევრბივარ -დემე,დემნააა!!!- გაკვირვებული სიფათით გამოდის საძინებლიდან ,ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი ეფინება , მასთან მივრბივარ და ზედ ვახტები - როგორ მომენატრე!!- მის კისერში ვრგავ თავს -მეც ჩემო გიჟქალა ,მეც - სიხარულით მაბზრიალებს ,შემდეგ ფრთხილად მსვავს- მოიცა არ უნდა გეთქვა ამ დროს თუ ჩამოდიოდი? -სურფრაიზზ- დავიყვირე ,ჩემოდანი შემოვიტანე-მარიამი სადაა? -აა ,დედამისს შეურიგდა და იქ გადავიდა საცხოვრებლად- ცოტა გული მწყდება - რა დაემართა არ ვიცი,ორი დღეა არ მოვუკითხივარ -მოწყენილი იძახის,ვხვდები რაც დაემართა ,ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ -დაველაპარაკები -ხო რა ,ვერ ვეგუები ეგეთს ,თუ უნდა მატენოს ეს ბულიონები-მის ნათქვამზე მეცინება -კაი -აბა ,რა ჩამომიტანე?-მეკითხება ბავშვური ,ეშმაკური ღიმილით -ბუს კვერცხები-ვეჯღანები -ნუ მაიმუნობ! -კაი ხო, აჰა შენ - ჩემოდნიდან საჩუქრი ამომაქვს -ვაა რა მაგარიაა-გახარებული ყვირის და ათვალიერებს - და ,ეს რა არის? -რა და შენ ხომ სიმღერა გიყვარს ,ხოდა ჩამწერი მოწყობილობაა , ასეთი გქონდა ადრე ,მაგრამ ეს უახლესი მოდელია ,ხმის გადაკეთებაც შეგიძლია -ვაა ,ჯიგარი ხარ რა ბარბი ,ვგიჟდები შენზე -გახარებული მეხუტება -მარის რა ჩამოუტანე? -ეგ მე ვიცი-თვალს ვუკრავ,ოთახში შევდივარ და შხაპს ვიღებ,შავ ელასტიკს ,ვარდისფერ უბრალო ზედას,ჯინსის ქურთუკს,ბოტასებს ვიცვავ ,საჩუქარს ვიღებ და სახლიდან გავდივარ ***** სწრაფად ვაკაკუნებ ,ცოტახანში საკეტის გადატრიალების ხმა მესმის ,კარიც მალე იღება და მარიამის სახე ჩნდება ,გაოცებული მიყურებს -ჩამოხვედი? -დიახ -არ ვიცოდი ,თორემ დაგხვდებოდი -ისევ მიბრაზდები? -არა- მეუბნება ,მიღიმის და მეხუტება -აბა რატომ გაქვს მკწყენილი ხმა? -შემოდი ჯერ-კარებს ფართოდ აღებს,მეც შევდივარ უზარმაზარ ბინაში ,მარის დედას ვესალმები ,შემდეგ კი სამზარეულოსაკენ მივაბიჯებ .. -ეს შენ - საჩუქრის ყუთს ვაწვდი -რა არის? -რაც ყოველთვის გინდოდა ის -ღიმილით ვეუბნები, სახე უნათდება -არ მითხრა რომ ეს.. -კიი -აუ ბარბი ჯიგარი ხარ რა - გახარებული მეხუტება -ვიცი -მოყევი აბა როგორი იყო დასვენება ტირანთან ერთად - თან ყავას ადუღებს თან მეუბნება -ძალიან კარგი, შესანიშნავი-ვეუბნები და იმის გახსენებაზე ,როგორ ჩამეხუტა ტირანი მეღიმება ,რასაც მარიამი მაშინვე ამჩნევს -რატომ იღიმი? -ჩამეხუტა -ვამბობ მორცხვად -რაა?- გაღიმებული მიჯდება გვაერდით -ხო, ვემშვიდობებოდი და ჩამეხუტა -მერე? -მერე არაფერი, წავიდა -შენ არ შეეწინააღმდეგე? -არა -რატომ? -არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე,თან ისევ ჩამეღიმა -ოჰო , აი ეს მესმის -რა ? -ვიღაცას ტირანი მოსწონს -გაჩუმდი- თან გამეღიმა -მაგრამ.. -რა მაგრამ -ნიკა?-შეპარვით მკითხა -ხოო,ეგ პრობლემაა ,მაგრამ ჯერ მაქამდეც არ არის საქმე,მხოლოდ ჩამეხუტა -უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი -იმედი მაქვს არასოდეს გამოჩნდება -ისევ გიყვარს? -არ ვიცი,მგონი აღარ ..მაგრამ -მაგრამ რა? -პირველი სიყვარულია მაინც..რომ გამოჩნდეს არ ვიცი რას ვიზამ- მარი სკამიდან დგება და მეხუტება, -ყველაფერ კარგად იქნება -მხოლოდ ის ვიცი ,რომ ვერ ვაპატიებ ********* -შემოდით -შეიძლება ბატონო გურამ? -რა ხდება? -თქვენთან სტუმარია -ვინ სტუმერი? -ახალგაზრდა ქალია,ამბობს გურამთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო -შემოუშვით- სავარძელში ჩაჯდა, პიჯაკი გაისწორა და ღრმად ამოისუნთქა -გამარჯობათ ბატონო გურამ - ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოდის -გამარჯობათ - ფეხზე დგება და ხელს ართმევს -დაბრძანდით -თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -გისმენთ -ამ დილით, ჩემმა ერთ-ერთმა კურიერმა თქვენი ქალიშვილი დემეტრე ჯაყელთან ერთად დააფიქსირა -სად?- სავარძელში გასწორდა , მაგიდას ხელებით დაეყრდნო და სმენად იქცა -აეროპორტში, ჩახუტებულები იყვნენ .. -იქნებ გეშელბათ,რამდენადაც ვიცი ჩემი ქალიშვილი მას არ იცნობს -ჩვენ ფოტოებიც გვაქვს -ამბობს და ჩანთიდან ამობეჭდილჯ ფოტოები ამოქავს ,მაგიდაზე შლის - ის ფაქტი,რომ ცალ-ცაკე წავიდნენ ,ჩვენში უფრო მეტ ეჭვს აღვიძებს -რა ეჭვს? -ის რომ თქვენი ქალიშვილი დემეტრე ჯაყელს ხვდება,ამ ფაქტს კი მალავენ -რაში უნდა სჭირდებოდეთ ამის დამალვა? -არ ვიცით,მაგრამ გვსურს პრესაში დავბეჭდოთ ამის შესახებ, აქ თქვენი კომენტარისთვის მოვედით,როგორც მამის .. ცოტახანს დაფიქრდა,ღირდა კი მის ქალიშვილზე პრესასთან საუბარი, რაში უნდა აწყობდეს ეს ,მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ეს მისი იმიჯისთვის კარგიცაა, იმ ნიკას შემდეგ ცნობილი და დიდი კომპანიის მემკვიდრის სიმამრობა მისი კომპანიისთვისაც კარგია.. -კარგით,მკითხეთ..-ქალმა ტელეფონი ამოიღო და ხმის ჩაწერას შეუდგა -ბატონო გურამ ,როგორც გავიგეთ თქვენი ქალიშვილი ბარბარე დევდარიანი და დემეტრე ჯაყელი ერთმანეთს ხვდებიან ,სიმართლეა თუ არა ეს და იცოდით თუ არა ამის შესახბ? -იცით ჩემს ქალიშვილთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს ,ამიტომ სულაც არ მიკვირს ეს ფაქტი -ანუ არ უარყობთ ,რომ ეს სიმართლეა -დიახ არ ვუარყობ -და რამდენად ახლოა მათი ურთიერთობა? -ისინი მალე დაქორწინდებიან - უცებ თქვა ის რაც მოაფიქრდა ,ან რატომაც არა ,იცოდეს ხალხმა ასე -ანუ ქორწინდებიან? -დიახ *********დემეტრე (ორშაბათი)******** -გამარჯობათ ბატონო დემეტრე - ღიმილით მესალმაბე ანა შესასვლელში- -გამარჯობათ ანა ,როგორ ბრძანდებით? -კარგად თავად? -თავადაც -მიხარია ,რომ დაბრუნდით -ბარბარე მოვიდა? -ჯერ არა ,მაგრამ ალბათ მალე მოვა ...უი ხო გილოცავთ - გამიკვირდა ,ვერ მივხვდი რას მილოცავდა ,შემდეგ ჩავთვალე ,რომ პროექტში გამარჯვებას გულისხმობდა -გმადლობთ -როდის აპირებდით თქმას? -რავი,ისედაც მეგონა იცოდით -არა ,დილით გავიგე ,სტატიიდან -ანუ ჟურნალშიც დაბეჭდეს?- გამიკვირდა -დიახ .. მას დავემშვიდობე და კაბინეტში შევედი, სავარძელში ჩავეშვი ,მოუთმენლად ველოდი ჩემი მშვენიერი ასისტენტის მოსვლას -შეიძლება?-აი ისიც ,თავისი ლამაზი ღიმილით შემოანათა -შემოდი ბარბი- ვუთხარი და გავუღიმე ,ულამაზესი იყო, სადა კრემისფერი სარაფანი და ბალეტკები ეცვა -გნებავთ რამე? -ყავა შემომიტანე და შენთვისაც შემოიტანე -ჩემთვის?-გაკვირვებულმა მკითხა -ხო,ერთად დავლიოთ -კარგით-ისევ გაეღიმა და გავიდა ,ცოტახანში ფინჯნებით ხელში დაბრუნდა ,მაგიდაზე დამიდო ჭიქა და წინ ჩამომიჯდა -აბა ,როგორ დაისვენე? -კარგად -შენს ძმას რა რეაქცია ჰქონდა? -ძალიან გაუხარდა ,თუმცა მერე გაბრაზდა რომ არ შევატყობინე ჩამოსვლის დრო -არ გინდა გამაცნო? -დემნა?-გაკვირვებულმა მკითხა -ხო -რავი,კარგით - მხრები აიჩეჩა -ძალიან კარგი, ალბათ გგავს -კი ძალიან , ზუსტად ჩემნაირია ,ტყუპები ვგონივართ ხოლმე -ხოო..უი , აი საბუთები-ხელში ქაღალდები მივაჩეჩე - ბუღალტერიაში ჩაიტან? -კი რა თქმა უნდა - ქაღალდებს მართმევს , ყავას ვსვავთ და შემდეგ გადის... -ბატონო დემეტრე -გისმენ ანა -თქვენთან არიან -ვინ არის ? -გურამ დევდარიანი-გვარი მეცნო -შემოუშვი - ვეუბნები და ფეხზე ვდგები, ოთახში ჭაღარა ,ცისფერთვალება კაცი შემოდის ,ამაყად ,ცივი გამოხედვით მოაბიჯებს ,ხელს მართმევს და დაუკითხავად მიჯდება წინ -მე ბარბარეს მამა ვარ-იძახის და ახლა ვხვდები ვის ვამსგავსებდი -სასიამოვნოა -მეც სავარძელში ვჯდები-რამ შეგაწუხათ? -მინდა გითხრათ ,რომ ძალიან მიხარია თქვენი ურთიერთობა -ბატონო?-გაკვირვებული ვკითხულობ -ძალიან გამიხარდათქო-იძახის და ჟურნალს წინ მიდებს , წარწერას ვაკვირდები ,,ქართველ გულთამპყრობელ დემეტრე ჯაყელისა და ბარბარე დევდარიანის საიდუმლო რომანი " -ეს რაარის? -ეს სტატიაა თქვენზე -მაგრამ ეს სიცრუეა ,მე დაბარბარეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს - კაცს სახეზე ირონიული ღიმილი ეხატება -მაგრამ აქ ფოტოებიცაა -ხო ვემშვიდობებოდი და მეგობრულად ჩავეხუტე -ვცდილობ თავი გავიმართლო -ხოდა პრესამ ეს სულ სხვანაირად აითვისა,ახლა ცოლადაც უნდა მოიყვანო -ბატონოო? -რა ვერ გაიგე ,ჩემი ქალიშვილი ცოლად უნდა შეირთო -გითხარით ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვსთქო -ნუ სულელობ შვილო, ეს ორივეს გვაწყობს ,ჩვენს კომპანიებსაც ,მეტ შემოსავალს მოგვიტანს ,ერთგვარი გარიგებასავითაა .. -თქვენ რა გინდათ თქვენი ქალიშვილი ფულზე გაყიდოთ?-ვხვდები ,როგორ მაწვება სისხლი -ეს მხოლოდ გარიგებაა, თან ბარბარე წინააღმდეგი არაა,მისთვის ეს ფუფუნებაში ცხოვრების ტოლფასია -თქვენ რა მას ელაპარაკეთ? -კი და თანახმაა -ახლავე გადით! -რა? -წადით აქედან !!- დავიღრიალე ,კაცი ადგა ,ოდნავ ჩაიცინა -დაფიქრდი-თქვე და წავიდა *****ბარბარე******* -ბარბი სად იყავი, დემეტრე გეძებს? -ბუღალტერიაში,რა მოხდა? -არ ვიცი,გეძებს .. მისი კაბინეტისაკენ მივდივარ,ვაკაკუნებ და კერებს ვაღებ,ფეხზე დგას და ფანჯარაში იყურება -მეძახდით? წამში ბრუნდება ,კისერზე ძარღვები დაჭიმული აქვს ,შეშლილი სახით მიყურებს ,საშინლად გაბრაზებული,ნაპერწკლებს ყრის თვალებიდან ..მის დანახვაზე შიშის გრძნობა დამეუფლა -ეს რა ჯანდაბას ნიშნავს !! -დაიღრიალა და ხელში ჟურნალი ააფრიალა -რაა? -აი ეს , საიდან მოიტანა მამაშენმა რომ ვქორწინდებით?! -ვერ ვხვდები რას ამბობთ -თავს ნუ იშტერებ!-ჟურნალს მაგიდაზე ხმაურიანად ახეთქებს -ახლა კიდევ მეტყვი ,რომ შენთვის ფული მთავარი არ არის? ,ისევ იტყვი რომ ის ფული მაშინ სხვისთვის გჭირდებოდა? -დემეტრე ზედმეტი მოგდის !-ვხვდები რგორო მიპყრობს ბრაზი -კიდევ მე მომდის ზედმეტი?-ჩემს წინ ჩერდება -შენ მე გამომიყენე ,დამიახლოვდი და როგორც კი გენდე შანსი ხელიდან არ გაუშვი პრესის ყურადღება მიგექცია , ყოჩაღ,კარგად ითამაშე უბრალო გოგოს როლი , მაგარი ხარ -რა სისულელეა ,არაფერსაც არ ვთამაშობდი -მაშინ როგორ ახსნი იმ ფაქტს ,რომ ყველა ჩვენს მოსალოდნელ ქორწილზე ლაპარაკობს? -რა?!-გაოგნებულმა წამოვიძახე -ვითომ არ იცი ხო,ყოჩაღ,კარგად დაგიგეგმავთ ყველაფერი..მაგრამ იცოდე ,შენს ცოლად მოყვანას ამ სულელური ჭორის გამო არ ვაპირებ -ხმა გაებზარა -თქვენი ცოლობა სულაც არ მინდა ,როგორ იფიქრეთ რომ ფულის გამო გავთხოვდებოდი! -მართლაა- გაეცინა ,შემდეგ გაბრაზებული თვალები მომაპყრო- ფულის გამო თუ ჩემთან წვებოდი ,ვითომ გათხოვებას რატომ არ დასთანხმდებოდი,ეს ხომ უკეთესია ,ერთ ღამეში აღებული ფული მალე დაიხარჯება ,მაგრამ მდიდარი ქმარი..სამუდამოდ კარგი ცხოვრებისა და სახელის გარანტია ,ხომ ასეა..სწორედ ასე იქცევიან შენნაირები - მისი ნათქვამი იმდენად მომხვდა გულზე გავმწარდი და სილა გავარტყი -როგორ ბედავთ !!- არ გაბედოთ ჩემთან ასე ლაპარაკი, მე არავის ვაბამ , არასოდეს ვყოფილვარ ფულის ხამი, არასოდეს! -ხო აბა რა ,ჩემს თავზე მაინც არ მქონდეს გამოცდილი ! -მაშინ თქვენთან იმიტომ მოვედი რომ ჩემი ძმა კვდებოდა !!!-დავიღრიალე -ჩემი დემნე კვდებოდა ,სიმსივნე ჰქონდა ! სახე შეეცვალა ,მე ცრემლები წამომივიდა -რა? -ხო,ფული მისი ოპერაციისათვის მჭირდებოდა..ჩემი ძმა კვდებოდა ,არავინ მაძლევდა ფულს ,ამიტომ დავთანხმდი თქვენს შემოთავაზებას ,მხოლოდ ამიტომ !,მაგრამ თქვენ ,თქვენ საერთკდ ვერ გამიცანით,რა აღარ იფიქრეთ იმის გარდა რომ ეგ ფული საყვარელ ადამიანს დავახარჯე ,ასე რა უფლებით მელაპარაკებით, მე ის ვარ რაც საფრანგეთში ვიყავი,ის ვარ რაც მანამდე ვიყავი..მე არ ვთამაშობ!! -ანუ,ის ფული,მაშინ შენი ძმისთვის მთხოვე?- ხმა გატეხილმა მკითხა -ხო -მაშინვე რატომ არ მითხარი? -რა მინდოდა , მერჩივნა ისე დამეტოვებინა როგორც იყო..ეს ამბავი ტკივილს მაყენებდა -ჯანდაბა ბარბარე !- ხელები თავზე გადაისვა -რამდენი საშინელება გითხარი იმ დღის შემდეგ ,ასე ჩუმად როგორ იყავი ,როგორ! -ასე მოხდა -ოდნავ დამშვიდებულმა ვუთხარი-თქვენ კი, თქვენ რა გააკეთეთ ,ამ სულელ სტატიას და სხვებს ენდეთ, ასეთი რამ როგორ იფიქრეთ ჩემზე ,ასეთი როგორ გამომიყვანეთ..რამდენჯერ გითხარით ,რომ ის ფული პირადი მიზეზებისათვის მინდოდა,რამდენჯერ გთხოვეთ ეს თემა არ განგეხილათ ,დაგევიწყებინათ! -ვიცი,მაგრამ ვერ შევძელი..ვხვდებოდი სხვანაირი იყავი, ჩემს თავს ვებრძოდი,ერთ დღეს ასე იქცეოდი,მეორე დღეს ისე , ძალიან მაბნევდი.. -ახლა იცით მიზეზი,იმედი მაქვს დამშვიდდებით - ნაწყენამა ჩავილაპარაკე , აცრემლებული თვალები მივანათე და წასასვლელად მოვემზადე -არ იტირო - მითხრა აღელვებულმა -თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს -კბილებში გამოვცერი -აქვს! -კარგად იყავით - კარებისკენ ავიღე გეზი, უნდა გამეღო მაჯაში ხელი რომ ჩამავლო, თავისკენ შემატრიალა ,ტანზე ამიკრა და მაკოცა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.