შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეხუთე)


6-06-2018, 22:27
ავტორი sofikela
ნანახია 3 111

სანდრო გიორგაძე ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ჩვეულებრივი დასასრულისთვის განწირული შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი დღე ასეთი სასიამოვნო მოულოდნელობით იქნებოდა აღსავსე.
დაღლილი ბრუნდებოდა სახლში რთული სამუშაო დღის შემდეგ. უკვე ვაკის პარკთან იქნებოდა, უცნაური და ამავდროულად სასაცილო შინაარსის მქონე ზარი რომ განხორციელდა მის კუთვნილ მობილურზე:
- გამარჯობათ, ტაქსის გამოძახება მინდა, ვაკეში, მესამე კორპუსთან ვგდავარ გაჩერებაზე, „ბიბლუსი გალერის“ წინ, შეგიძლიათ მოხვიდეთ? - სწრაფად საუბრობდა უცნობი.
- უკაცრავად? - ვუპასუხე ცოტა გაოცებული და თან მხიარული ხმით.
- დიახ, დიახ, ტაქსის გამოძახება მინდა, ასეთ ამინდში თითქმის შეუძლებელია თავისუფალი ტრანსპორტის პოვნა, იქნებ მალე მიშველოთ - ამბობდა მუდარანარევი ხმით.
- იცით , გოგონა... ვეცადე ამეხსნა რომ ნომერი შეეშალა, მაგრამ სიტყვის თქმაც არ დამაცადა.
- გელოდებით - მითხრა და სწრაფად გათიშა.
29 წლის სიმპატიურმა, უცოლო და ამავდროულად ორდიპლომიანმა არქიტექტორმა ჩვეულებრივ განაგრძო გზა, არც უფიქრია ამ სასაცილო „გამოძახების“ სერიოზულად მიღება. რამდენიმე წამში ისევ გაისმა ზარის ხმა, წამიერად ისიც გაიფიქრა, ისევ უცნობი გოგონა მირეკავსო და სახეზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა, ტელეფონის ეკრანი კი მისი ბავშვობის მეგობრის სახელმა გაანათა.
- ვა, გეგა, რამ გაგახსენა ჩემი თავი, ხომ მშვიდობა გაქვს?
- ვილა უნდა „ჩავდგა“ წყნეთში და პროექტი უნდა შეგიკვეთო, რა უნდა მინდოდეს, მომენატრე და გამოიარე ჩემთან, თორნიკე და ზურაც ამოვლენ.
- სასტიკად დაღლილი ვარ, ვგრძნობ, როგორ მიხმობს ჩემი ბალიში, დღეს ვერა და ამ შაბათ-კვირას ამოგივლი, გპირდები.
- კარგი, რა, სანდრო, შენი დაპირებების დიდი ხანია აღარ მჯერა, ბარემ შენი ლოგინიანად გადადი სამსახურში ან სახლში მოიწყვე კაბინეტი, ისედაც სხვაზე არაფერზე ფიქრობ.
- ასეთია მარტოსული ადამიანის ბედი, ჩემო ძმაო, რას ვიზამ.
- რას იზამ და ახლა მოხვალ ჩემთან, დავლიოთ, „ჭეშმარიტ ღმერთზე“ ვისაუბროთ და თუ გინდა იუვენტუსი-რეალის მატჩსაც გადაგიხვევ განმეორებით, ოღონდ ამოდი, როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი ცხოვრება ასე რუტინულად?
- ანუ სხვა გამოსავალი არ მაქვს და ყველა გზა შენს სახლამდე მომიყვანს?
- ეგრე გამოდის - მესმოდა მისი მხიარული ხმა.
- კარგი, მოვდივარ - ვუთხარი და შევნიშნე, რომ ზუსტად იმ გაჩერებას ვუახლოვდებოდი, სადაც სიცივისაგან აკანკალებული გოგონა შეცდომით გამოძახებულ ტაქსს ელოდა და გეგას სიტყვები ამომიტივტივდა თავში : „-როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი ცხოვრება ასე რუტინულად?“. ინსტინქტურად შევანელე მოძრაობა, ჩამოვწიე ფანჯარა და ვიკითხე :
- ტაქსს რომელი ელოდებით? - წინადადება დასრულებული არც მქონდა, წაბლისფერთმიანი 25 წლამდე გოგონა ჩახტა მანქანაში,ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშნვნელობით.
- გამარჯობა - მითხრა ისეთი მხიარული ხმით, აშკარად ეტყობოდა რომ რაღაც კარგი ხდებოდა მის თავს.
სარკიდან ვაკვირდებოდი მის აციმციმებულ თვალებს, ისეთი აღფრთოვანებით უყვებოდა მამამისს მისი ახალი სამსახურის შესახებ, სულ დაავიწყდა ეთქვა, სად სურდა წამეყვანა. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ ჩემთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, რომ განათლების მენეჯმენტის მომავალ ლექტორს „ვემსახურებოდი“.
- საით? ვკითხე ღიმილით.
- უკაცრავად, სულ დავიბენი ბედნიერებისგან, სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე - მიპასუხა უხერხულად, შეწუხებული ხმით.
- არის, უფროსო! ვუთხარი და თვალი ჩავუკარი სარკეში.
იმაში, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც უცნობმა გოგონამ იმ ქუჩაზე მიყვანა მთხოვა, საითაც ისედაც მივდიოდი. ჩვენი რამდენიმეწუთიანი სასიამოვნო საუბარი, რომელიც მის სამომავლო გეგმებს ეხებოდა, ტელეფონის ზარმა გაწყვიტა, რომლის მოსმენის შემდეგ, ისიც კარგად ვიცოდი, ვისთან და რა მიზნით მიდიოდა, სავარაუდოდ, ამ ახალი ამბის აღნიშვნას ფხიზლები არ დაასრულებდნენ ის და მისი მეგობრები. როცა შეთანხმებულ ადგილს მივუახლოვდით, თითქოს გულიც დამწყდა ასე ხანმოკლე რომ აღმოჩნდა ჩვენი შეხვედრა და მანქანიდან გადასულს დავუძახე :
- თუ დაგჭირდე, ისევ ამ ნომერზე დარეკე .
გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა გეგას კორპუსის გვერდით მდგარი კორპუსისკენ. დაველოდე მის ასვლას და როცა დავრწმუნდი, რომ „სახიფათო“ აღარაფერი იყო, მეც გადმოვედი მანქანიდან და ფეხით ავუყევი გზას მეშვიდე სართულამდე.
- რა ხდება, თქვენთან ლიფტის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ არ იციან ? - ბუზღუნით შევაღე მეგობრის სახლის კარი, სადაც ჩემითვის უახლოესი სამი მეგობარი მელოდა.
- სანდრო, მომეჩვენა თუ შენი მანქანიდან გოგო გადმოვიდა 5 წუთის წინ? - მომიახლოვდა ზურა და მხიარული სახით მკითხა.
მოკლედ მოვუყევი იმ უცნაური ამბის შესახებ, თავს რომ გადამხდა მათთან მოსვლამდე და ვატყობდი, რომ არც ერთს არ სჯეროდა ჩემი.
- კარგი, რა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? მაგრამ შენ რა ფანტაზია უნდა გქონდეს, რეალის თამაშების გარდა არაფერი გაქვს ნანახი - სიცილით მითხრა ზურამ.
- ფანტაზიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ტყულები რომ არ მიყვარს, ამის მტკიცება უნდა მჭირდებოდეს თქვენთან ? - მეწყინა მათი უნდობლობა.
- კარგი, რაც იყო, იყო, მოდი, ერთი, მარსელოს სადღეგრძელო დამილიე, არ ეშვებოდა ფეხბურთისადმი ჩემი გადამეტებული სიყვარულის დაცინვას ზურა, რომელსაც ზედმეტად მკაცრი კარდიოლოგის სახელით იცნობდნენ პაციენტები.
მალევე მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა და ყველაზე კარგად შველოდა ჩემს დაღლილობას.
სადღაც წამიკითხავს, თუ მეგობრობა შვიდ წელს გაუძლებს, აღარც არასდროს დასრულდებაო და ჩვენი მეგობრობა თითქმის ოთხჯერ შვიდ წელიწადს ითვლიდა უკვე. ბაღიდან დავიწყეთ ურთიერთობა და მერე სკოლაშიც გავაგრძელეთ. ოთხივემ განსხვავებული პროფესია ავირჩიეთ, მაგრამ არ ყოფილა არც ერთი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ერთმანეთის გარეშე რომ ვყოფილიყავით, ყველა, მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღების დროს გვერდით ვედექით ერთმანეთს და ეს ჩვენს ყოველდღიურობად ქცეულიყო უკვე. დატვირთული სამუშაო დღეების გამო კვირაში რამდენჯერმე თუ ვერა, შაბათ-კვირას მაინც ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას.
თორნიკემ პოლიტოლოგია აირჩია, მაგისტრატურა და დოქტორანტურაც ამ მიმართულებით გაიარა და სხვა საქმიანობებთან ერთად ახლა ლექციებსაც კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტშივე გაიცნო ახლა უკვე ყოფილი სტუდენტი და ცოლი - ლიკა.
ზურა- კარდიოლოგია. მისი დაუსრულებელი და კენწეროში ვერგამტკბარი სწავლა-განათლება მუდმივ ხუმრობის საგნადაა ქცეული ჩვენს სამეგობროში, არც იმაზე ვაკლებთ დაცინვას, როგორ ვერ უბედავს სიყვარულში გამოტყდომას ნუცას, თორნიკესა და ლიკას მეჯვარეს და შვილის ნათლიას.
რაც შეეხება გეგას, ის ჩემსავით მარტოსულია იმ განსხვავებით, რომ ეკონომისტია და ბანკირის მოსაწყენი ცხოვრების გახალისებით ამართლებს დაუსრულებელ ურთიერთობებს გოგონებთან. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და ცხოვრების მთავარ სიყვარულს აუცილებლად ვიპოვნიო, თავს იიმედებს ყოველი იმედგაცრუების შემდეგ, მაგრამ ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ საერთოდაც არ ადარდებს უშედეგოდ დასრულებული არც ერთი ისტორია.
- ახლა სიყვარულს გაუმარჯოს - ფიქრებიდან გამომარკვია გეგას ომახიანმა ხმამ - ჩვენს შორის ყველაზე ბედნიერი შენ ხარ - განაგრძო უკვე კარგად შეზარხოშებულმა და არყით შეუვსო თორნიკეს ცარიელი ჭიქა. - რაც შეგეხება შენ, ზურა, გულით მინდა რომ მალე გაამჟღავნო ვერამოთქმული გრძნობა. აი, მე და სანდროს ოდესმე გვეშველება, იმედი გვაქვს - მხიარულად აგრძელებდა საუბარს გეგა და ვხვდებოდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც ყოფნა ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად თავიდან არ მშორდებოდა ფიქრი უცნობ გოგონაზე. გოგონაზე, რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და თითქოს რაღაც ახალი, განსხვავებული და ნათელი სხივი მომიტანა. ვგრძნობდი, რომ მინდოდა უფრო მეტი გამეგო წაბლისფერთმიანზე, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი და ამ დროს, სრულიად გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Miyvars me es istoriabda ar vgacyvito gtxov, kargad cer, gemrielad ikitxeba, velodebi momdevnoss

 


№2  offline წევრი sofikela

Qeti qimucadze
Miyvars me es istoriabda ar vgacyvito gtxov, kargad cer, gemrielad ikitxeba, velodebi momdevnoss

ძალიან დიდი მადლობა თქვენ ^_^

 


№3 სტუმარი Ucnobi

ძალიან მაგარი ისტორიაა, გააგრძელე და მალე დადე რა, შემდეგი თავი როდის იქნება?!

 


№4 სტუმარი A

Au magari istoriaa dzalian momwons. Adre vkitxulobdi mere ki gawyvite axla roca isev dabrundi agar shewyvitto gtxov ra. Veli axal tavs imedia male.

 


№5  offline წევრი sofikela

Ucnobi
ძალიან მაგარი ისტორიაა, გააგრძელე და მალე დადე რა, შემდეგი თავი როდის იქნება?!

ძალიან დიდი მადლობა ^_^ დღეს საღამოს იქნება, ვფიქრობ :D

A
Au magari istoriaa dzalian momwons. Adre vkitxulobdi mere ki gawyvite axla roca isev dabrundi agar shewyvitto gtxov ra. Veli axal tavs imedia male.

ჰო, თითქმის ერთწლიანი "შესვენება" მქონდა , მაგრამ დავბრუნდი და აღარ შევწყვეტ, გპირდებით <3 დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent