შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ აეროპორტში" დასასრული


7-06-2018, 19:15
ავტორი lena lena
ნანახია 1 963

ესეც შენი იდეალური ხუთი თვის დასასრული ლენა.
იდიოტი ხარ კახაბერ, ნამდვილი დეგენერატი.
არა შენ გიჩვენებ სეირს-დავემუქრე გულში და უახლოეს ტაქსში ჩავჯექი. ლუკას მანქანა მთელი გზა უკან მომყვებოდა თუმცა მე ოსტატურად არ შევიმჩნიე. მიუხედავად იმისა რომ ემოციურად კარგი თვითკონტროლი მაქვს, მაინც ძლივს ვაჩერებდი თვალებში მოწოელილ ცრემლს და გულში ვლოცულობდი რომ სახლამდე მიმეღწია და მანქანაში არ ავღრიალებულიყავი მთელი ხმით.
მანქანის გაჩერება და ჩემი შურდულივით სადარბაზოში შევარდნაძის ერთი იყო. კახის ხმაჩახლეჩილი ძახილი დავაიგნორე და სახლში დამდუღრულივით ავვარდი.
დედაჩემს ჩემი დანახვა გაუკვირდა თუმცა ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვისას მიხვდა რომ ცუდად ვიყავი. დედას გულზე ისე მივეკარი როგორც პატარაობისას მუხლზე პატარა ნაკაწრის მიღებისას. დედას კალთაში ჩავდე თავი და გულიანად ავქვითინდი.
შიგადაშიგ კახის ვამკობდი და ისევ ვაგრძელებდი ტირილს.
ტირილში ჩამეძინა როგორც ჩანს თუმცა ძილბურანიდან დედაჩემის ხმამ გამომიყვანა რომელიც კახის საყვედურობდა. სიტყვების გარჩევა გამიჭირდა რადგან ჯერ კიდევ მეძინებოდა და ის ის იყო მორგეოსის სამყაროში მეორედ უნდა ჩავზირულიყავიჩემი საწოლის ცალი მხარე ჩაიზნიქა. "მისმა" სუნმა სწრაფად გამომაფხიზლა თუმცა თვალების გახელას არ ვაპირებდი.
მისმა მზერამ სახე ამიწვა თუმცა ისე ოსტატურად ვთამაშობდი მეც კი გამიკვირდა.
-იძინე, დაისვენე ჩემო სიყვარულო
მიჩურჩულა ძალიან დაბალ ხმაზე.
-აპატიე შენ ბოთე კახის რა დაამატა და შუბლზე ტუჩები მომაკრა
მისმა ტკივილნარევმა ხმამ გული მომიკლა თუმცა ასე ადვილად ვერ მიიღებ ბატონო კახაბერ პატიებას.
კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ტუჩები ამჯერად ლოყაზე და საწოლიც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.
არა რა არ შემიძლია ამ კაცზე დიდხანს გაბრაზება და მომკალით მაგრამ შენ მაინც მოგიწევს წვალება ჩემო კახი გულში ჩავიხითხითე და ბედნიერი გადავეშვი მორგეოსის სამყაროში.
...
დილით ადრიანად წამოვხტი ფეხზე შხაპი მივიღე და მაშინვე ბარგის ჩალაგება დავიწყე.
-დედა რას აკეთებ? მკითხა გაოცებულმა დედაჩემმა.
-მივდივარ ვუთხარი ცივად და ბარგის ჩალაგება განვაგრძე.
გადავწყვიტე რომ ერთი კვირით ბებოს ვესტუმრო სოფელში. მე ცოტა დავმშვიდდი და კახიც მოიფიქრებს რით შემომირიგოს.
გენიოსი ხარ ლენა!
ამ ფიქრებში ვიყავი კარები კახიმ რომ შემოგლიჯა და მაჯებში ჩამაფრინდა.
-რას აკეთებ ლენა? მკითხა აცრემლებული თვალებით. -მტოვებ? ძლივს ამოღერღა სიტყვა.
-მივდივარ მივახალე ცივად და ხელები გავაშვებინე.
-მერე სად მიდიხარ ასეთ ადგილას სად? ამდენი ტანსაცმელი რად გინდა? უკვე ღრიალზე გადავიდა. -მოიცა შენ რა საქართველოდან მიდიხარ?
აუფ დადო დასკვნა გენიოსმა.
საიდან მოთხარა ახლა ეს სიბრძნე? არა ნახევარი ოთახი კი ჩამილაგებია მაგრამ..?
ევრიკააა
ვაიჰჰ შე საცოდაო კახი თვითონ გაიჩალიჩე.
-კი საქართველოდან მივდივარ. თურქეთში მივფრინავ. ვუთხარი და სახეში შევაჩერდი.
-არა რა. ამოიხავლა და საწოლზე მოწყვეტით ჩამოჯდა.
-მივდივარ კახი და დროა ამას შეეგუო. ახლა ადექი და წადი. ვუთხარი მკაცრად და ძლივს შევიკავე ბაგეებზე ღიმილი მისი სახის დანახვისას.
ძლიერად ჩამეხუტა შუბლზე მაკოცა და ყურში მიჩურჩულა
-არ გაგიშვებ!
რას ამბობ ერთი ! კაი კაცო. მეც ეგ მინდა.
...
და აი მგონი მოვედით კიდეც იქ საიდანაც დავიწყე.
აი იქ უბილეთოდ, უპასპორტოთ და ბარგით გატენილი რომ ვდგავარ აეროპორტში და ჩემსკენ მომავალ კახის ვუყურებ.
იმ კახის მალე ბოდიშებად და პატიების თხოვნას რომ დაიღვრება ჩემს წინაშე მერე მე რომ ვაწვალებ მერე ვაპატიებ ისიც ჰაერში ამაფრიალებს და ათასი ბლა ბლა ბლა.
აქამდე თითოეული განვლილი ნაბიჯი მოგიყევით აი ახლა კი თქვენთან ერთად გავივლი დანარჩენ ნაბიჯებს. აი სულ რაღაც სამი ნაბიჯი და კახი ჩემს წინ დგას.
თვალებში ისე უხტის ჭინკები ვითომ 100 %-იანი პატიება უკავია. აბა ელოდე კახი.
მოხრილ მუხლებს ხელებით ეყრდნობა და ღრმად სუნთქვას იწყებს.
-ძლი...ძლივს მოვასწარი. ამბობს აქოშინებული.
-არ წამოვალ ვამბობ და ცხვირს ვიბზუებ.
-არ უნდა გთხოვო მეუბნება კახიცინიკურად.
-აი ეს დაგრჩა მეუბნება კახი და ჩემს პასპორტს მიწოდება და კიდევ ბილეთის აღება დაგავიწყდა ძვირფასო და მე ვიზრუნე ამატებს და ბილეთს მაჩეჩებს ხელში.
აბა ბედნიერი მგზავრობა ლოყაზე მკოცნის და მიდის.
ვინმემ მიბწკინეთ.
....
გული გამალებით მუშაობს და სადაცაა გასკდება.
ნუთუ ეს სიმართლეა? ვერ ხედავ ლენა თვითონ გაიყიდა ბილეთი
მ. ო გ ი შ ო რ ა!
თვალებში მოწოლილ ცრემლს გადმოღვრის უფლებას არ ვაძლევ და ექსკალატაორისკენ ფეხის თრევით მივდივარ.
მოულოდნელად ჩემს სახელს აცხადებენ.
-ყიფშიძე ლენა ადგილზე გაჩერდით და ჩაგვბარდით. დაცვას ვთხოვ მობილიზებული იყოს.
ვიმეორებ ლენა ყიფშიძე ჩაგვბარდით. დაცვა დააკავეთ 172 სანტიმეტრის სიმაღლის გამხდარი გოგონა წაბლისფერი თმით.
ადგილზე ვქვავდები. რა ჯანდაბაა? ესღა მაკლდა.
გაშეშებული ხელებში უხეშად მკიდებენ ხელს და ზურგიდან ლუკას ღიმილით გაჟღენთილ ხმას ვცნობ.
-მოქალქე ყიფშიძე დაკავებული ხართ მოქალაქე დარბინიანის გულის მითვისებისთვის და მისგან დიდი რაოდენობით სიყვარულის გამოძალვისთვის ოჯახის კონსტიტუციის 103 მუხლის თანახმად თქვენ სასჯელად მოგეზღვებათ ცოლობაზე თანხმობა მინიმუმ სამი შვილის წუწუნის გარეშე გაჩენა, დილით მეუღლის ტკბილი კოცნით გაღვიძება და გემრიელი საუზმის მომზადება. ყველა სიტყვა რომელსაც იტყვით თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში.
ლუკას ძლიერი ხელები მიკავებს რომ ძირს არ დავეცე. გაღიმებული კახი კი ჩემს ფეხებთან მოკალათებული და ბეჭედს უკვე თითზე მარგებს.
-ვსო ჩემი ხარ. უარის თქმის უფლება არ გაქვს გასაჩივრებას არ ექვემდებარება სწრაფად მეუბნება და ლუკას ხელებს კახის ხელები ცვლის და წამში ისაკუთრებს ჩემს ტუჩებს
...
-გამოეტიე გოგო მოკვდა ბიჭი ნერვიულობით კივის ელე და გაოცებული მიყურებს.
-დედა რა ანგელოზი ბავშვი ჩავაბარეთ კახაბერ ნწ ნწ ამბობს და ღიმილით მივყავარ კარებისკენ
კახის ნერვიულად ცქმუტავს და მაშინვე ადგილზე ჩერდება როგორც კი მხედავს.
ჯერ თვალებს სწრაფად ახამხამებს და მერე ლუკას ხელს ეყრდნობა .
მასთან მისულს იმის ნაცვლად რომ ნაზად მაკოცოს ლოყაზე ეს ველური ისეთი ძალით მეხუტება მგონი მთელი მაკიაჟი მის პიჯაკს შევატოვე.
ჯვრისწერაზე არაჩვეულებრივად ჩაიარა.
რესტორანში შესულები არ ჳიყავით ჩემი გიჟი დეიდაშვილი რომ შემოვარდა წივილ-კივილით და პირდაპირ ჩემსკენ გამოექანა.
-ლენაჩკა გოგო გეგონა არ მოვიდოდა ხო შენი არანორმალური მაშენკა.
აბა მე შენ ქორწილს გავაცდენდი ? კისკისებდა ბოლო ხმაზე არანორმალური.
ყველა გაოცებული უყურებდა წითლებში გამოწყობილ ლედის.
მაშენკა საფრანგეთში სწავლობს და ბევრი წუწუნის შედეგად მაინც ვერ დავითანხმე ჩამოსვლაზე თურმე რას გეგმავდა ეს არანორმალური.
-სიძე შე ძველო ეუბნება მაშენკა კახის და ძმაკაცივით უტყაპუნებს ბეჭებზე ხელს -გოგო არ გამიბრაზო თორე დაგშლი მარტივ- მამრავლებად ამატებს თვალების ქაჩვით და კახის ეხუტება ისიც ღიმილით იხუტებს გაწრიპულ სხეულს.
-ვინაა ეს გიჟი ? მიჩურჩულებს ლუკა და მოცეკვავე მაშენკასკენ მანიშნებს.
-დეიდაშვილია. რა იყო ლუკა? ვეკითხები ნიშნის მოგებით.
-არაფერი ისეთი უბრალოდ მე მინდა. მეუბნება მხრების ჩეჩვით და მაშენკას ბიჭის მკლავებიდან თავისკენ ქაჩავს.
-სიმღერის დასრულებისთანავე ლუკა ჩვენთან ჩნდება
-გამოსაცვლელები საპირფარეშოშია რესტორნის უკან შენი მოტო ეუბნება კახის ლუკა.
მივხვდი რომ დაიღალეთ წადით აწი მაშენკას მე მივხედავ მეუბნება ლუკა და გასასვლელისკენ გვიბიძგებს.
გენიოსია ეს ბიჭი .
...
-კახი გაიღვიძე ვეუბნები და ტუჩებზე ვკოცნი.
-ოჰ ქალბატონი დარბინიანო სასჯელის პირობებს პირწმინდად ასრულებთ იცინის და ამჯერად თვითონ მკოცნის.
-ისე სასჯელში საუზმეც შედიოდა მეუბნება და გულიანად იცინის.
მაგრამ დღეს გეპატიებათ მეჩურჩულება და მთელი ძალით მეხუტება.
-მიყვარხარ ვეუბნები მის კისერში თავჩარგული.
-მეც მპასუხობს და ძლიერად მეხუტება კახის თბილი სხეული.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუ ძაან ძაან მაგარი იყო. სასწაული იუმორი გაქვს

 


№2  offline წევრი lena lena

სტუმარი ქეთი
აუუ ძაან ძაან მაგარი იყო. სასწაული იუმორი გაქვს

ვაიჰჰ მადლობა <3

mirandaa31
პატარა და საყვარელი ისტორია გამოვიდა ❤️ მალე დაგვიბრუნდი

დაგიბრუნდებით აუცილებლად <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ორი კერკეტი კაკალი:დდ როგორ მომეწონა. იმედია არ შეწყვეტ წერას, ველოდები შენს ახალ ისტორიებს

 


№4  offline წევრი lena lena

Chikochiko
ორი კერკეტი კაკალი:დდ როგორ მომეწონა. იმედია არ შეწყვეტ წერას, ველოდები შენს ახალ ისტორიებს

აი ყველაზე ზუსტი შეფასება მართლაც რომ კერკეტი კაკლები არიან :D
მადლობა საყვარელო და კი აუცილებლად დავბრუნდები სულ მალე :D

 


№5  offline წევრი Stranger things

ნუ მოკლედ რა უნდა გითხრა ლენ, heart_eyes heart_eyes heart_eyes
ახლა ვზივარ შუა რესტორანში დაბადების დღეზე
და დებილივით ვიცინი, აქვე დავიწყე და ერთიანად ჩავამთავრე
აქ შუქი ჩაქრა, joy იქ თამადა დაითვა მე კი
კახაბერისა და „ლენ-ს" გარდა ვერაფერი გავიგე
კარგად წერ...კარგი იუმორი გაქვს და მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.♥♥♥

 


№6  offline წევრი lena lena

Stranger things
ნუ მოკლედ რა უნდა გითხრა ლენ, heart_eyes heart_eyes heart_eyes
ახლა ვზივარ შუა რესტორანში დაბადების დღეზე
და დებილივით ვიცინი, აქვე დავიწყე და ერთიანად ჩავამთავრე
აქ შუქი ჩაქრა, joy იქ თამადა დაითვა მე კი
კახაბერისა და „ლენ-ს" გარდა ვერაფერი გავიგე
კარგად წერ...კარგი იუმორი გაქვს და მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.♥♥♥

ვაიმე მადლობა საყვარელო :D
აუცილებლად დაგიბრუნდებით :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent