შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /7/


7-06-2018, 21:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 076

და დაააააააააააამ მეშვიდე თავი და მეეეც დავბრუნდიიი
ისეთი ცეცხლი ქარიშხალი თავი იქნება რომ რა ვიცი
ლეას აფეთქების დღე იქნება დღეს
გელოდებით ძვირფასებო
ისე მიხარია რომ ასე მოგწონთ და ამდენი კითხულობთ რომ სიხარულისგან დავფრინავ ამ გაწამაწია გამოცდების მიუხედავად

'''''''''''

დღეები გადიოდა, ისევ ისე უფერულად ახლის მოლოდინში. მაშომ პირობა შეასრულა და ორ კვირაში უკვე ახალ ბინაში გადადიოდნენ. მათე იმდენად შორს იჭერდა თავს სრულიად შემთხვევით გაიგო დების გადასვლის შესახებ. სატვირთოში ბარგს რომ აწყობდნენ მუშები და მაშო აძლევდათ მითითებებს მიხვდა, სწრაფად გაეცალა იქაურობას .ლიფტიდან გამოსულ ლეას წააწყდა, რამდენიმე ჩემოდანი ერთად მოჰქონდა .არც მისალმებია ისე გადმოალაგებინა ჩემოდნები თავად შევიდა ლიფტში და კარის მიხურვამდე უყურებდა გოგონას. ასე უბრალოდ გაუშვა, არც დამშვიდობებია ,არც უკითხავს სად მიდიოდნენ. ისე გაუშვა როგორც უბრალო ნაცნობი.
ახალ გარემოს ეჩვეოდა, ბინა უფრო პატარა იყო , მაგრამ არ წუწუნებდა. არ ადარდებდა გარემო , იქაც კომფორტულად გრძნობდა თავს უბრალოდ შეჩვევა უჭირდა. მალევე გადალახა ეს მომენტიც და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. უნივერსიტეტი, მეგობრები, სახლი, თინის დაძალებით ბიჭებთან ერთად საღამოს გატარება და მცირედი განტვირთვა.
უნივერსიტეტში ხშირად ხედავდა ლეას, ყოველ ჯერზე თინის „მეზობლებთან“ ერთად იყო,მაგრამ კურსელებთანაც ურთიერთობდა. შორიდან სრულიად განსხვავებული იყო,საერთოდ არ ჰგავდა მოუხერხებელ, ლოყებწითელა,მორცხვ გოგოს,უბრალოდ მშვიდი იყო და არ გამოიჩეოდა ხმაურიანობით. რამდენჯერმე მისი სახელიც გაიგო სამეგობრო წრეში და მაშინვე დაძაბა ყურადრება. ისეთს არაფერს ამბობდნენ,მხოლოდ სწავლის შესახებ საუბრობდნენ სანამ ყველაფერი არ შეიცვალა.
ერთ დღესაც მშვიდად იდგა ბიჭებთან ერთად, მეგობრები და მათი მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ასე ხდებოდა და არც ის დღე იყო გამონაკლისი. გვიან მივიდა, ბიჭები რარაცაზე საუბრობდნენ და ისიც ჩაერთო
-რა ხდება ? რაზე იცინით
-ჩვენი ვაკუსა მგონი შეყვარებულია
-ვაა ,მართლა? ვინ მოგწონს ვაკო? -ზედაპირულად დაინტერესდდა იცოდა ვაკოს მექალთანეობის ამბავი - მორიგი გასართობი იპოვნე?
-ხო რა რაღაც ეგეთ პონტში ,ესენი აჭარბებენ
-არაფერიიც...იმ გოგოს არ ევასება და ტყუილად ჩალიჩობს ,ამ წვალებაში კი მოიხოდა ჩვენი ვაკუნკულა-ბიჭები აგრძელებდნენ ვაკოც იცინოდა
-ვინ არის ვიცნობთ? ვინმე გაჩითული იქნება ალბათ- ჩაიცინა და შარვლის ჯიბეებში ცაიწყო ხელები, საკმაოდ ციოდა , უახსიათოდაც იყო .მთელი დღე იდიოტივით ელოდა ლეას გამოჩენას ის კი არსად იყო
-აუ რა გაჩითული ტო...ძაან ჩვეულებრივი გოგოა, საკაიფოდ სწავლობს
-ჩვეულებრივი არ არის, ძალიან ლამაზია , ბუნებრივად მიმზიდველია...ჯანდაბა ჭკუიდან გადავყავარ, რამე თუ არ მოვახერხე მართლა შემიყვარდება, ასეთი წესიერიც არ იქნება ტო - თავზე გადაისვა ხელი და გაიცინა- უი მართლა შენი თინის მეგობარია, ერთად დავინახე რამდენიმე დღის წინ და არ გინდა რო მიჩალიჩო რამე? ერთი ორჯერ რო შევხვდე ჩემია, ვერც კლუბამდე მივიყვანე, ვერც რესტორნამდე ვაფშე ამჭრა ტოო - ბიჭი არ ჩუმდებოდა , მათე კი უკვე მთელი ყურადრებით უსმენდა , იმ წამს აფეთქდა რა წამს მისი სახელი გაიგო - ლეა ჰქვია ... მართლა მაგრად მევასება ტო
-არც იფიქრო- გაუღიმა, კბილებს ერთმანეთს აჭერდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა. ერთბაშად მოაწვა ბრაზი, იცოდა ყველაფერი რაასაც მასზე ფიქრობდა ვაკო, წარმოიდგენდა ყველა მის უხამს ფიქრს და ჭკუიდან გადადიოდა
-რა არ ვიფიქრო გაგიჟდი? იცი რამდენი ხანია ვეჩალიჩები? უკვე ხოდზე ვარ ერთი სული მაქ როდის მოვიხელთებ
-აუუ ამას მაგარი დანძრ*** აქ ტოო ...გუშინ იძახდა წერის დროს ტუჩებს იწვალებს , რომ ნერვიულობს ფანქრით იკრავს თმასო . გაგიჟებულია
-რას დამცინი შე ჩემა ...მართლა ეგრე შვება, აზრზე არ ხარ რა გოგოა თორე ჩემზე ცუდად იქნებოდი ყველა ლექციაზე მაგას რო უყურებდე . აუ ვაფშე რას მაბაზრებთ ჭორიკანა ქალივით ...მათე გამიხსნის გზას მისი წითელი ტუჩებისკენ დანარჩენს მე მივხედავ- მათეს რომ გაუცინა მოთმინების ბოლო ძაფიც გაუწყვიტა. შეკრული მუშტი ისე გაუქანა წამით არ უფიქრია რას ცადიოდა. ბიჭი ისე შებარბარცდა წონასწორობა ვერ დაიცვა, საყელოში წვდა და ისე მოუჭირა ცოტაც და მოახრჩობდა
-ახლოს რომ გაეკარო ,თითი რომ შეახო აგკუწავ... ტვინს ამოგაცლი კიდე რომ იფიქრო ლეაზე გესმის? - თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, გიჟს გავდა
-რას აკეთებ შენ ხო არ გაგიჟდი ბიჭო მოშორდი ...
-დაახრჩობ მათე...მოშორდი ბიჭო
-რამ გაგაგიჟა შე ჩემა - ბიჭები აშველებდნენ ,მათე კი უფრო გიჟდებოდა. ბიჭს რომ არ შეეშვა თავადაც მოხვდა , უფრო გახელდა, გახალისდდა კიდეც. ტუჩი რომ გაუსკდა და სისხლის გემო იგრძნო გაეცინა ,გასწორდა და თავი დაარტყა...
-რო არ მოვშორდე რას იზამ? შენ შენ ქერას მიხედე და იმ მეორეს ძაან რო გიყვარს
-კაი შე ჩემა შენ რაღა დაგემართა ... შეეშვით ბიჭო ერთმანეთს როგორ ეჩხუბებით სისულელის გამო -შუაში მდგომმა დაუყვირა და ირგვლივ მიმოიხედა-ყველა თქვენ გიყურებთ...სად ხართ ვაფშე აზრზე ხართ?
-მე მშვიდად ვარ, ეს დაყენდეს- ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და მერე გადააფურთხა- არანორმალური ...ნეტავ იცოდე რისთვის მეჩხუბები
-გაუგებრად ვთქვი? არ გაეკარო-თქო რომ გითხარი ვერ გაიგე შენ?
-რატო ,როგორ ამიკრძალავ შენი და არის, ბიძაშვილი თუ შეყვარებული...იქნებ ცოლია ან საცოლე და მე არ ვიცი . მევასება და მორჩა !
-ყველაფერია... ყველა-ფერი !
თავი გაითავისუფლა და უკან დაიხია. თითქოს ერთიანად გათავისუფლდა, ისევ გაეცინა გაოცებულ ბიჭებს გადახედა და ხელები გაშალა
-გასაგებია ? თუ არ იქნება მერე ,სხვა ადგილას შევხვდებით ...ახლა სანახაობა მორჩა- ირგვლივ შეკრებილებს მოავლო მზერა.მათ შორის ყავისფერი სფეროებიც რომ დაინახა მზერა წამსვე მოაშორა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
.........
-იცი რატომ იჩხუბა მათემ ?
-არა მე საიდან
-ვაკო ვნახე , ხრტილი აქვს გატეხილი და ცხვირი გასიებული. მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ და რა მოხდა ნეტავ ასეთი
-ნუ ხარ გოგო შენ ჭორიკანა
-აუუ ტყუპოო ვერ ვიტან რაღაც რომ არ ვიცი...რას გადაიღებეთ გოგო თავები ვეღარ გარჩევთ
-აუ შეეშვი მათეს და მითხარი როდის წავიდეთ სოფიასთან გადაღებებზე
-პაწიავ შენც წამოხვალ? ხვალ მივდივართ
-ყველანი ერთად უნდა დაადგეთ? შეიძლება?
-ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებენ,ექსკლუზივი გვექნება ..
-სულ მაინტერესებდა გადაღების პროცესი
-ტყუპოო არ გინდა შენც სცადო?
-გვიანია უკვე ... სოფია 15 წლის იყო უკვე მთელი მოდის სამყარო რომ იცნობდა
-მერე რა...სოფია დაგეხმარება,მთავარია სურვილი
-ოო ნუ იყენებ ყველა შანსს თინათინ
-ტყუპოო ორო შენ გეტყოდი,მაგრამ შენ ისეთი ხარ ჭამის გარეშე ვერ გაძლებ .... შემოსცხეთ რამე პაწიას თორემ დაფრინავს
-ეს სულ დაფრინავს
-სახლში უნდა წავიდე...სამეცადინო მაქვს
-მოიცა ჩვენ გაგიყვანთ...მამუციას მანქანა წავართვით დღეს - ტყუპები წამოხტნენ და თინის სათითაოდ აკოცეს- ხვალამდე ქერაავ
-ხვალამდეე ...ლავ იუუუ სიკალულებოოო
თინიმ სამივეს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. ლეას წარბშეკრული აკვირდებოდა,გრძნობდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,მაგრამ ძალას არ ატანდა. განგებ არ იკვლევდა საიდუმლოს, არ უნდოდა ზემდეტად ჩარეულიყო,ლოდინიც აღარ შეეძლო.
……………………….
კაფეში მშვიდად იჯდა და ყავას აგემოვნებდა ,საწრუპი ტუჩებშორის ჰქონდა მოქცეული და მობილურში იქექებოდა. სკამის ხმა გაიგო და მაშინვე მაღლა აიხედა
-როგორც ყოველთვის დროულად მოხვედი...
-შენ კი მალოდინე, ადრე რამდენიმე წუთით ადრე მოდიოდი
-საქმე მქონდა, იმედია არ მოიწყინე
-არა, რა პრობლემაა
-აბა ?რატომ გინდოდა ჩემი ნახვა ,რა ხდება? დარწმუნებული ვარ რაღაც უნდა მთხოვო
-ისეთი ტონით მეუბნები თითქოს ადრე ვინმეს მოკვლა გთხოვე ...
-გეჩვენება
-ძალიან გაღიზიანებული რომ ხარ ამ ბოლო დროს და ჩემთან საუბარიც არ გშველის ესეც მეჩვენება? - მაგიდას დაეყრდნო და წინ გადაიხარა. ბიჭს თვალებში უყურებდა ,გაიცინა და ტუჩზე იკბინა- გადაგიყვარდი მათუშკები?
-არ ვიცი ამნეზია მაქვს თუ არა,მაგრამ მგონია რომ შენთვის „მიყვარხარ“ არასდროს მითქვამს...
-სწორია, ზუსტიაა და არც გიყვარდი...სიტყვებზე ნუ გამომეკიდები ,თავს ნუ არიდებ ჩემ სიტყვებს
-ასეთი აჟიტირებული როგორ ხარ , თუ მართლა აღარ მომწონხარ არ უნდა გიტყდებოდეს?
-გამიტყდება ის ქერა თუ გევასება ... მითხარი რომ ეს აზრი სისულელეა
-სისულელეა...
-დავმშვიდდიი, აუუ არ მეტყვი ვინ მოგწონს? - თვალებშ ჭინკები უხტოდნენ, მოუთმენლობამ შეიპყრო
-არ მეტყვი აქ რატომ მომიყვანე?
-რა იყო ადამიანო ადრე თავს იკლავდი რომ შეგხვედროდი,აღარ გევასები და დამიკიდე?
-ატრაკებ
-ვიცი, მჩვევია ხოლმე
-თინა მითხარი რა გინდა
-ეს სახელების დაუშნოება რა იცი ... ლეას რო ლიას ეძახი ეგ არ კმარა? !
-იმედია მაგის გამო არ დამიბარე ლეას ლიას რატომ ეძახიო -თვალები აატრიალა და ჩვეული უამოციო გამომეტყველება აიკრა
-ასე დაგრუზული ნუ მელაპარაკები ... ისეთი შეგრძნება მაქ რო ვერ მპატიობ არმოწონებას
-სასაცილოა- მართლა ვერ შეიკავა თავი და გულწრფელად გაიცინა. მერე მაგიდას დაეყრდნო და თინის მზერა გაუსწორა-რადგან არ მეუბნები რა გინდა იქნებ მითხრა რაღაც მაგ მოწონება არ მოწონებასთან დაკავშირებით
-აუუ ახლა რა აზრი აქ ? შენ ხო სხვისი ტრფობის ალი გწვავს? ან ვნების ალი ...რომელი გწვავს მათუნა?
-არცერთი ...
-შანსი არაა, ასე მარტივად მიხვდი რო პროსტა ტიპაჟი გევასები და სხვა არაფერი? თავში რამე დაგეცა თუ გონება რამ გაგინათა
-შენ რატომ გქონდა სულ აჩემებული რომ არასაჭიროდ მომწონდი, რატომ ერთხელ არ იფიქრე გეცადა,ხო ზუსტად იცოდი ვიღაც ს*რივით არ გაგიჭედავდი. შენ ზოგისგან განსხვავებით კარგად იცი როგორი ვარ
-შენც ხო იცი რო არ მიყვარს ტყუილად იმედის მიცემა და საერთოდ დროის კარგვა. მე და შენ საკაიფო მეგობრები ვიქნებოდით ,მაგრამ არაო მე და შენ ვერ დავძმაკაცდებითო შეჯექი ვირზე ერთ დროს
-გინდა მე გითხრა?
-რა უნდა მითხრა ისეთი რაც არ ვიცი ... რამე რომ იყოს ხო იცი რო პირდაპირ გეტყოდი- არხეინად საუბრობდა, ჩვეულ ამპლუაში იყო დასამალი არაფერი ჰქონდა. ყავას მიუბრუნდა და საწრუპით თამაში დაიწყო
-იცოდი შენ საუკეთესო დაქალს რომ ვუყვარდი და გადაწყვიტე განზე გამდგარიყავი, სულ გაიძახდი შენ მე არ გევასებიო და რა გეგონა ის სულელი გოგო მომეწონებოდა? კარგი რა მგელი და კრავი ერთად სად გინახავს -ცინიკური იყო, თვალებში უყურებდა და მზერას არ აშორებდა - თვითონ მიხვდი თუ გითხრა ,ცრემლები ღვარა როგორც იცის ხოლმე და შენც ყველაზე წინ ის დააყენე. ეს ცალმხრივი თავგანწირვა რამე ახალი პონტია?
-ვისზე საუბრობ ძალიან მაინტერესებს... თავდაჯერებულობის შესანარჩუნებლად რა მოიფიქრე ახლა- წარბი მაღლა ასწია, არეული აზრები დააიგნორა, არ შეიმჩნია და ჩვეული ღიმილი აიკრა სახეზე, გულისცემა აუჩქარდა, ყელში ბურთი გაეჩხირა ,მაგრამ თავს იკავებდა-იფიქრე,იფიქრე და ბოლოს ეს მიზეზი მოიგონე?
-არ იცოდი?
-შენ რა იცი თორემ მე ყველაფერი ვიცი რაც მეხება ოდნავადაც კი
-შეყვარებული სულელი გოგოს გამოტეხვაზე მარტივი ამქვეყნად არაფერია, შენ ვერ მოგიხერხე ვერაფერი თორემ .ახლაც ისე იჭერ თავს თითქოს ყველაფერი კარგად იცი...არ უთქვამს ხომ?მითხარი გითხრა და იმიტომ მიშორებდი თუ თვითონ მიხვდი, თუ ვაფშე არ იცოდი და ახლა
-რა სულელი ხარ ღმერთო ... საერთოდ არ იცნობ ადამიანებს. გგონია შენი ხელში ჩაგდება უნდოდა და ასე ჩამომიშორა? რა გგონია გამაგებინე... სულ მეუბნებოდა მხოლოდ თქვენ თუ გაუძლებთ ერთმანეთს , შენ გარდა მაგ ველურ , ხისთავიან პრიმატს ვერავინ უშველისო. ლეა შეგიყვარდა ? კითხვაც არაა საჭირო - უცებ დამშვიდდა, მოდუნდა და სკამს მიეყრდნო. უყურებდა სახეწაშლილს ,წამში რომ დაკარგა ხალისი .ეცადა,მაგრამ ვეღარ დაფარა ემოცია- ტყუილად იცინი, ეგ ირონიული სიცილი არ გიშველის ... შარში ხარ თოიძე ! მის გამო არ მითქვამს შენზე უარი, არც მას დავურწმუნებივარ ამაში. სულ ვგრძნობდი რომ ვიღაც სხვა იქნებოდი ჩემთვის, ვიღაც უფრო ახლოს სულთან და არა სხეულთან-უფრო თავისთვის თქვა, ჩანთა აიღო და წამოდგა
-არ მიყვარს...არც ის სულელი და არც სხვა .რას აკეთებ- უცებ რომ მოუჭირა თითები ყბაზე და თავი ააწევინა გაუკვირდა
-კარგად შემომხედე და დაიმახსოვრე, რომ აწყენინო, გული რომ ატკინო შენი შეუგნებლობის გამო, მაგ შენ სულელ ეგოს რომ ვერ გადააბიჯო გაგანადგურებ! საუკეთესო სიძის პოტენციალს ვხედავ შენში და ნუ გამიცრუებ იმედებს, ტვინი აამუშავე და გულს მოუსმინე- ყბიდან მოაშორა თითები, თავზე გადაუსვა და თვალი ჩაუკრა
ზურგი სწრაფად აქცია,მეტს ვეღარ გაუძლებდა. გული ტკიოდა და ტყუილი ახრჩობდა, საკუთარი სიბრმავე აგიჟებდა. თავს ვერ პატიობდა რომ აქამდე ვერ შენიშნა და თვალი დახუჭა იმაზე რაც ასეთი ნათელი იყო. სახლში არ წასულა, ტაქსი გააჩერა და იმედაძესთან წავიდა. გზაში დამშვიდდა, მიმიკები დაალაგა და სასუსნვებით ხელში დაადგა გოგონას.
-თინიი...შენ ხარ?
-დიახ ქალბატონო...ახალ ბინაში ორჯერ ვიყავი და რაღაც ვერ დავათვალიერე აქაურობა- ხმაურით აკოცა ლოყაზე და ბინაში შეიჭრა- ჩიფსები მოგიტანეე...
-ხომ მითხარი სამეცადინო მაქვსო...უკვე დაასრულე?
-ნაწილი კი, ნაწილს ხვალ დილას ვსიწავლი დრო მაქვს სად მეჩქარება. შენ რას შვებოდი პაწაწუნა? - დივანზე დასკუპდა და ლეას უყურებდა. მალევე გაუმზადა ყავა, ათასი ტკბილეული დადო,ჩიფსებიც არ დავიწყნია
-რა გჭირს შენ? რაღაც ამაღლებულ განწყობაზე ხარ, გუშინ ასე არ იყავი- ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა და ყავა მოსვა
-მივხვდი რომ მართალი იყავი
-რაზე ამბობ? მე სულ მართალი არ ვარ?
-რას მეუბნებოდი ყველაზე ხშირად
-არა-ნორმალური რომ ხარ და ყველაზე მეტად მე გიყვარვარ?
-ეგ თავისთავად ,კიდე რას მეუბნებოდი ბოლოს ვინ შეგიყვარდებაო?
-ვინმე შენნაირი გიჟი და ერთმანეთს დახოცავთ-თქო
-ხოდა შენ უნდა დაჯდე და ჩიფსებით ხელში ,დატკბე სანახაობით რადგან მივხვდი რომ მე და მათიკო შესანიშნავი წყვილი ვიქნებით - ახარა და ხელიდან ჭიქა აართვა იფიქრა უთუოდ დაიხრჩობაო
- თოიძე შეგიყვარდა?
-ყბა ჩამოგივარდა ხომ? ვანგას ნათესავი ხომ არ ხარ ჩემო მათემატიკოსო შენ?
-მათემ იცის? ალბათ თვითკმაყოფილების პიკზეა...რა გაუძლებს ახლა მაგას აუუ სანამ მაგას ნორმალურად მოქცევას და ლაპარაკს შეაგნებინებ მე სული გამძვრება . ტყუპებმა ჯერ არ იციან და მე ვიცი მხოლოდ ხომ? მითხარი რომ ეს წლის ამბავი პირველად მე გავიგე- ჯერ გაოცებული იყო მერე ლაპარაკი დაიწყო და სიცილი აუტყდა- ღმერთო ჩემო
-არა მათემ არ იცის...
-რას ელოდები, ისედაც ამდენი ხანია მოსწონხარ და კიდე თუ უნდა აწამო ცოდოა , ადამიანია ისიც
-ცოდოა ?
-შენი ამბავი რომ ვიცი რაღაც საოცრებას მოიფიქრებ და სანამ ბოლომდე არ დააჩოქებ არ მოისვენებ...უყვარხარ ისედაც და ახლოს რომ მიუშვებ საერთოდ ჭკუა გადაეკეტება
-ხო არა?
-რა გჭირს ასე რატომ მიყურებ
-არ ვიცი რა უნდა ვქნა...მგონია რომ ათეული წელი სულ სხვა ადამიანს ვიცნობდი და ახლა სხვას ვუყურებ. მაზოხისტი ხარ თუ ვინ ხარ ... როგორ შეგიძლია სხვის ბედნიერებას საკუთარზე წინ აყენებდე, გტკიოდეს კვდებოდე , შიგნიდან იწვოდე და მაინც ასე გიხაროდეს. როგორ შეგეძლო გესმინა, გეყურებინა როგორ მეფლირტავებოდა, როგორ ვლაპარაკობდი მასზე , მის ქცევაზე და არაფერი გეთქვა. მე ვარ სულელი და ბრმა, მე ვარ ცუდი შენი ტკივილი რომ ვერ დავინახე თუ შენ , შენ უნდა მოგკლა იმის გამო რომ თვალებში ნაცარს მაყრიდი ამდენი ხანი დუმდი , დუმდი ასე ურცხვად და ყველაზე მნიშვნელოვანს არ მეუბნებოდი . შეგიყვარდა , ის იდიოტი , ხე, ლოდი კაცი შეგიყვარდა,ის ხეპრე ყოველი გულის ტკენისას რომ ლანძღავდი და ერთხელაც არ გიცდია მოგეყოლა. რა გიყო ახლა მე შენ მითხარი, რა ჯანდაბა გიყო ან შენ ან მე რა ვქნა ,როგორ უნდა შევეგუო იმ ფაქტს ,რომ ვერაფერი მოვწვი...ვაფშე ვერაფერი - აიჭრა, იფეთქა და აღარ გაჩერებულა. ისე დაატყდა თავს ქარიშხალივით როგორც ნებისმიერ სხვას. ისე და იმაზე უარესად ვიდრე სხვას, ცხოვრებაში პირველად იყო ასეთი გაცოფებული და გულნატკენი
-რას ამბობ ... შენ . თინი დამშვიდდი გთხოვ ვერ გავიგე რას მეუბნები
-უკაცრავად ქალბატონო ლეა ,გული უნდა გატკინოთ არ მიყვარს თოიძე, არც შემიყვარდება, არც არასდროს მომწონდა როგორც კაცი და არც მომეწონება! შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, შეუშვი მაგ ტვინში და გააკეთე რამე საკუთარი ბედნიერებისთვის, ერთხელ მაინც სცადე ბრძოლა. იქნებ არც გამოვიდეს, იქნებ არცაა შენი ღირსი , იქნებ საერთოდ სხვისთვის ხარ შექმნილი არ ვიცი , არ ვიცი .ახლა არაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ მისგან გავიგე ჩემი საუკეთესო მეგობარი შეყვარებული რომ არის ... ამას არ გაპატიებ ხომ იცი, არასდროს დავივიწყებ
-მე მეგონა მოგწონდა,გულის სიღრმეში მაინც. თანაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, როგორ უნდა მეთქვა მგონი ის ბიჭი მომწონს სულ რომ მეჩხუბება, შენ რომ მოსწონხარ და არ ვიცი მომწონს,მეშინია თუ რა ხდება ჩემ თავს -თქო , ვერ გეტყოდი, მერე ერთად რომ იქნებოდით მე ისე ვეღარ ვიქნებოდი შენს გვერდით როგორც სხვა შემთხვევაში, დაგკარგავდი
-ნუ ტირი...ვისი რომ სულელი ხარ, აბა რას გეუბნები საკუთარ თავს არ იცნობ, არ გესმის, არ უსმენ და ყველაზე უკან აყენებ - თავზე აკოცა და ჩაეხუტა- არ შემიძლია,ხომ იცი რომ ამას ასე მარტივად ვერ გადავხარშავ.
-თინიი
-უნდა წავიდე თორემ გული გამისკდება...მერე...მერე რომ დავმშვიდდები,რომ გადავივიწყებ საკუთარ სიბრმავეს და შენს დუმილს ,მოვალ
იცოდა აზრი არ ჰქონდა, უკვე აზრი აღარ ჰქონდა სიტყვებს. გაუშვა და დაცარიელდა...
........................
შლეგიანივით მიაბიჯებდა შუა ქუჩაში. ლამის მანქანამ გაიტანა სანამ კორპუსამდე მივიდა. ლიფტი დაკავებული იყო და ფეხით აირბინა საფეხურები. კარზე მთელი ძალით დაუშინა მუშტები , კანი სტკიოდა ,მაგრამ იმ წამს ვერ აღიქვამდა. საკეტის ხმა რომ გაიგო და მათე გამოჩნდა წამსვე მოუქნია გაშლილი ხელი და სახეში გაარტყა
-არაკაცი ხარ...ნამდვილი
-მათეე ვინ მოვიდა? -ვერც სიტყვის თქმა მოახერხა და მათეც შოკირებული იდგა კართან. ქერა რომ გამოჩნდა სულ მთლად გადაეკეტა
-ხო რა თქმა უნდა შენ აქ ხარ...გართობას რომ დაიწყებს ბოლომდე ხომ უნდა ისიამოვნოს, თოჯინა კი ჰყავხარ . საცოდავი ხარ ,მეცოდები ამ იდიოტის სათამაშო ხარ და პრეტენზიაც არ გაქვს მშვიდად ელი როდის დაგიკიდებს და მოგისვრის ისე თითქოს უსულო საგანი იყო
-უკაცრავად? შენ მეუბნები მაგას? რა საცოდაობაა
-კი ნამდვილად საცოდაობააა ... ახლა თუ შეიძლება მიბრძანდი და სხვა დროს დაუკმაყოფილე ჟინი ბატონ თოიძეს - ჩანთა ხელში მიაჩეჩა და ისე გასვა ბინიდან . კარი ცხვირ წინ მიუხურა და თოიძეს მიაპყრო მზერა
-გაგიჟდი შენ? რამე დალიე თუ რა გჭირს - იცინოდა და თან ლოყას იზელდა- ძალა გქონია და აქამდე რატო ინაზებოდი ლიაკო?
- ხარ იცი? არაკაცი და უვარგისი
-ხო ..ხო კიდევ? მიდი გისმენ გააგრძელე, მაგრად ვერთობი თან ვისკის დავაყოლებ ხო? გაასწორებს- უკანსვლით დაიძრა მისაღებისკენ ,იცინოდა, ანთებულ თვალებში უყურებდა გოგოს და ტუჩებზე კბილებს აჭერდა ხარხარი რომ არ დაეწყო. საშინლად გაახალისა ლეას სახეცვლილებამ, ასეთს რომ უყურებდა სისხლი უდუღდა თავადაც
-როგორ უთხარი...როგორ გაბედე, როგორ არ შეგრცხვა.რა საცოდავი ხარ, როგორი არაკაცი უნდა იყო ასეთ თემაზე რომ იჭორაო, თავი მაგარი ვინმე გგონია ?რომ უთხარი ვუყვარვარო გაერთე? ისიამოვნე? თავი მოგეწონა, იტრაბახე თუ რა გააკეთე მითხარი, რატომ უთხარი რა მოიგე ამით ...რა მოიგე ჩემი და თინის დაშორებით
-მორჩი რაა...უკვე ძააან წიკვინებ ცოტა თავი ამტკივდა და ზედმეტი მოგდის
-ხო არა? ზედმეტი მომდის ხომ? - ჭიქა გამოართვა და კედლისკენ გააქანა , მერე მთელი სასმელების კოლექცია ერთმანეთის მიყოლებით დაამსხვრია ,მათე გააგიჟა
-რას აკეთებ არანორმალუროოო ... არ დაამსხვრიო ეგ არ დაამსხვრიო ჩემი საყვარ-მისვლას აპირებდა რომ გამოეგლიჯა მაგრამ მისი მიმართულებით ისროლა და სხვა რა გზა ჰქონდა ინსტიქტურად გაჩერდა- ფუ ამის დედაც ... გადაფსიხებული უფრო სულელი ხარ ვიდრე ოდესმე
-იცი რას მივხვდი? ახლა მივხვდი რომ შენ თინი საერთოდ არ გიყვარს, სულ მართალი იყო . შენ უბრალოდ მისითაც გინდოდა გართობა, გევასებოდა და გეგონა ადვილად ჩაიგდებდი ხელში, იმ იდიოტი ქერას ადგილას გინდოდა მისი ყოფნა? მართლა სულელი ყოფილხარ...თინი ჩემნაირი იდიოტი ხომ არ გგონია,შენნაირს ათასს აურევს ტვინს .როგორ მეგონა რომ მას იმსახურებდი ,როგორ გავჩუმდი ... მადლობა ღმერთს არ მოეწონე თორემ შენნაირ ნაბიჭვართან როგორ უნდა ყოფილიყო
-ეეე უკვე ყელში ამოხვედი... უკვე გამაგიჟე და ახლა ენას ამოგგლეჯ თუ არ გაჩუმდები - უცებ წვდა ,როგორც კი მოიხელთა და დაუღრიალა- გეყოფა თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ
-პასუხს არ აგებ? ნუ მაცინებ უარესი რა უნდა გამიკეთო...მთელი ცხოვრება თავდაყირა დამიყენე, იმდენი მოახერხე ბოლომდე შემოძვერი ტვინში და გონებიდან ვეღარ გიგდებ. ხომ გინდოდა ეს...ხოდა გილოცავ,იამაყე ...დადექი და გააგებინე ყველას რა მაგარი ბიჭი ხარ,მაგრამ არ გაღირსებ სხვების მსგავსად რომ გამომიყენო
-აღარ გაჩუმდები? მთვრალიც არ ხარ...აბა რამ მოგცა ამდენი ძალა ამას რომ ბედავ .გააჩერე ხელები გოგო !- უფრო ძლიერად მოუჭირა ,მერე შემოაბრუნა ერთი ხელი პირზე ააფარა, მეორეთი ხელები გაუკავა -აიი ასეე...ახლა რას იზამ? საშინლად ვარ გაბრაზებული...მომივარდი, დამარტყი უკვე მეორედ დამარტყი ,ლიაა . ჩემი საყვარელი სასმელები გაანადგურე , მთელი სახლი არყის სუნად ყარს, მლანძღავ და სისულელეებს მაბრალებ. ჯერ ეს ერთიც სულ არ მეამაყება შენნაირს რომ ვუყვარვარ, მეორეც რას წარმოვიდგენდი თინიმ თუ არაფერი იცოდა, ე.ი კარგად თამაშობდი და აფერისტიც ყოფილხარ თუ ეუბნებოდი ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილებიო. მე რაში მადანაშაულებ,მიქარე, ჭუჭყში გაისვარე ხელები და მე მაბრალებ? არ იცოდი ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს ? არ იცოდი ჭკვიანო მათემატიკოსო მიქარული რო ბოლოს თავს შეგახსენებდა? - ყურთან ეჩურჩულებოდა , სხეულზე ეკვროდა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. ერთს ეუბნებოდა და მეორეს აკეთებდა. გონება აერია , მის ათრთოლებულ სხეულს ისე ახლოს გრძნობდა,მისი თმის სურნელი სახეში ეცემოდა და სასმელების სუნსაც კი ფანტავდა -შეცდომებზე პასუხს ყველანი ვაგებთ ბოლოს ... - ჩამწყდარი ხმით თქვა გოგოს თმაში სახეჩაფლულმა და ყელზე ტუჩები მიაწება. თეთრ ,გლუვ კანზე ცისფერი ძარღვები იმდენად ლამაზად მოჩანდნენ, თვალები დაებინდა , თითები მოუდუნდა და ტუჩები მხრისკენ გადაანაცვლა.ვინ იცის როდემდე იქნებოდა ასე ლეას რომ არ ესარგებლა და ხელზე არ ეკბინა
-ხელი გამიშვი ... რა გგონია რომ ასე ამირევ ტვინს? შენ გამო თინი წავიდა, გაბრაზებულია, იცი მაინც როგორ ტკივა? თუმცა შენ რა გადარდებს...ხვალ მიხვალ ეტყვი მევასებიო,ზეგ ისევ მე დამიწყებ თვალების ჟუჟუნს და ხელების ფათურს ...შენ მე ცხოვრება დამინგრიე, აღარასდროს , აღარასდროს ჩაერიო ჩემ ცხოვრებაში. ოდესმე რომ მახსენო, ოდესმე რომ მომიახლოვდე გეფიცები განანებ. გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, გაქრი და ჩემი არსებიდანაც გაუჩინარდები ისე მარტივად თითქოს არც ერთ წამს არსებობდი. ვერ გიტან, შენი შეძულება უფრო მარტივია ვიდრე შეყვარება და იმაზე მეტად შეგიძულებ ვიდრე მიყვარხარ .... მომეცი ნება სხვა მიყვარდეს ის ვისაც ჩემნაირის სიყვარული გააბედნიერებს-ძალა გამოეცალა, მოდუნდა ,თვალები ცრემლებით აევსო,ისევ კანკალებდა ისევ ის ლეა იყო ,მათეს ლია -შემეშვი გთხოოვ...გამათავისუფლე , არ გჭირდება ,არ გინდა ჩემი სიყვარული. თინი წამართვი უკვე მეტი რაღა გინდა , სული წამართვი ...ყველაფერი წამართვი- ცრემლები სდიოდა, ისევ ჩხუბობდა, ჩამწყდარი ხმით ,ხელებს მკერდზე ურტყამდა, ძალა აღარ ჰქონდა,მაგრამ ისტერიკა ჰქონდა.მათე კი ისევ აენთო, თვალები დახუჭა მისი ცრემლიანი თვალები აგიჟებდნენ ,მისი ხელების შეხება და ვედრება გონებას უბინდავდა. მკლავებზე შემოხვია თითები რომ შეეჩერებინა ,თვალებში ჩააშტერდა, ყავისფერი სფეროები ცრემლებით იყო დასველებული , გრძელი წამწამებიდან წვეთები ცვიოდნენ , ღაწვებიდან აგრძელებდნენ გზას მსხვილ ტუჩებსაც კვეთდნენ და ნიკაპზე იკვრებოდნენ
-ჩემნაირს მეორეს ვის იცნობ გული რომ მისცე, ვინმე იმსახურებს შენს სიყვარულს? ნწ,არავინაა ღირსი და ვერც გადამიყვარებ ...ვერ ხვდები რომ უკვე ჩემი ხარ? - თითით გაუყვა წვეთების განვლილ გზას...ისე ნაზად ეხებოდა კანზე შეუძლებელი იყო შეწინააღმდეგებოდი. სველ ტუჩებამდე მიაღწია და წვეთები მოაშორა-რომ გაგიშვა მოვკვდები!
-არ გინდა გთხოვ...- თავის გაწევა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა ისევ ისეთი ვნებით კოცნიდა და კიდევ უფრო მეტს გრძნობდა ვიდრე პირველად. ამჯერად უფრო მეტად იყო გაბრაზებული და გულნატკენი ვიდრე ოდესმე . ტუჩზე უკბინა ,თან ისე ძლიერ ჩაასო კბილები რომ სისხლიც კი წამოუვიდა ბიჭს-შეგიძლია მოკვდე, თუმცა გაშვებას არ უნდა გთხოვდე როგორ თქვი? შეყვარება ხომ ჩემი ნება იყო, გადაყვარებაც ჩემი ნებაა და შენ ვერაფერს გააკეთებ! უფლება არ გაქვს !
ზურგი აქცია და წავიდა. ნამსხვრევები იატაკზე, ნაკბენი ტუჩი და შერყეული ემოციებით იდგა დაშტერებული და იცინოდა
-გაბრაზებულიც როგორი არა-ჩვეულებრივად ჩვულებრივია.მართლა შარში ვარ , ყველაზე სასიამოვნო შარში - ტუჩზე მიიდო ხელი და სისხლი მოიწმინდა- რომ ჰკითხო სიფრიფანა და ნაზია, რომ გადაეკეტა ხომ გაგიჟდა ,ჯერ სად ხარ ... ყვლაფერი ახლა იწყება ძვირფასო ლია !



№1 სტუმარი მკკკ

პირველივააააააარ ????????????

ეხლა წავიკითხავ :დდ

 


ეა რა შოკი თავი იყო
სიტყვები არ მყოფნის
მათეს კიდევ გაგიჟებაა უნდოდაა ისედაც სიველურის განსახიერებააა :დ
ლეაკოოს სიფსიხე მომეწონააა კიდე მეტს იმსახურებდა მათე :დ
თინის თემა მესმის მაგრამ იმედია ურთიერთობას არ აურევს ეს საიდუმლო გოგონებს.
მათე ძააან ხო არ მიეჩვიე ბიჭი ლეაკოს ტუჩებს ? :დ
მოკლეეედ ძაააალიან შოკი თავი იყო
მაგრამ არ გეპატიება ასეთი პატარა თავი მარიაააამ :დ ეს როგორ ვიმყოფინო ხვალამდე :დ
საოცრება ხარ შეეეენ და ველი მომდევნო თავს <3

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ბროწეულისფერი
ეა რა შოკი თავი იყო
სიტყვები არ მყოფნის
მათეს კიდევ გაგიჟებაა უნდოდაა ისედაც სიველურის განსახიერებააა :დ
ლეაკოოს სიფსიხე მომეწონააა კიდე მეტს იმსახურებდა მათე :დ
თინის თემა მესმის მაგრამ იმედია ურთიერთობას არ აურევს ეს საიდუმლო გოგონებს.
მათე ძააან ხო არ მიეჩვიე ბიჭი ლეაკოს ტუჩებს ? :დ
მოკლეეედ ძაააალიან შოკი თავი იყო
მაგრამ არ გეპატიება ასეთი პატარა თავი მარიაააამ :დ ეს როგორ ვიმყოფინო ხვალამდე :დ
საოცრება ხარ შეეეენ და ველი მომდევნო თავს <3

აქ იმდენი ემოცია იყო გადავწყვიტე რომ მეტი არ იყო საჭირო ისევ თქვენთვის smile smile
აიი მათე ძალიან შეეჩვია ლეას ტუჩებს და შეიძლება მალე ლომკაც ჰქონდეს smile smile smile smile
აუუუ როგორ მიხარია რო მოგწონთ ღიმილისგან მიმიკური კუნთები მტკივა გეფიცებით heart_eyes heart_eyes

მკკკ
პირველივააააააარ ????????????

ეხლა წავიკითხავ :დდ

დაგელოდებიი smile

 


№4  offline წევრი morieli

6 tavs vkitxulobdi albat meated iseti lomka mqonda da uceb axali tavi gamochndaa aii umagresiaaa ise wer titoeuli personajis emocias ganvicdi

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

morieli
6 tavs vkitxulobdi albat meated iseti lomka mqonda da uceb axali tavi gamochndaa aii umagresiaaa ise wer titoeuli personajis emocias ganvicdi

ვაიმეე როგორ მიხარია
დიდი მადლობა ააა heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი lena lena

ვაიმეე აი საოცრება იყო

 


№7  offline მოდერი abezara98

ვაიმე, გოგო, სულ როგორ უნდა მაგიჟებდე და მრევდე შენს პერსონაჟებზე? joy დამეტანჯა ჩემი ლეა, მაგრამ არაუშავს. ავიტან როგორმე, მთავარია მათე მოეგოს გონს (ნუ, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ახლაა), თუმცა, ძლივს არ ვეღირსე ლეასგან ნორმალურ რეაქციას? დიახაც, ღირსი იყო, რატომ არ დაალეწა ყველაფერი თავზე? smile აი, რა გითხრა არ ვიცი, მთელი დღე ამას ველოდებოდი და ახლა სასიამოვნოდ გაოცებული და გაბადრული ვარ heart_eyes ჩემი ავთანდილი მინდა მეე, რომ ჩააგდე ინტრიგა და დაგვტოვე ისე laughing ხო, რეზის და სოფიას წყვილიც არ მავიწყდება და მაგათ ისტორიასაც ველი bowtie მოკლედ, გელოდები, ჩემო ლამაზო, ჭკვიანო და საყვარელო heart_eyes kissing_heart

 


№8  offline მოდერი Mathew

ჩემმა მათემ ჩემი ლეაკოს გამო იჩხუბაა.
მათემ ლეას გამო იჩხუბააა!!!
ვაშაა.არა,ჩემი ყველაფერიაო,,,ყველა-ფერიო.მერე უკვე ჩემი ხაროო.ყველაზე სასიამოვნო შარში ვაროო.რომ გაგიშვა მოვკვდებიოოო.აღიარე აწი რომ გიყვარსსს.
იმდენად მიყვარს ეს ორიიი.
ჩემი ტყუპი,და ჩემი სიცოცხლე ბიჭიიი.
არა რა,კიდევ ერთხელ დავამტკიცე რომ მგავს ეს გოგო(ან მე ვგავარ) იმდენად მიყვარს ორივე,რომ არც კი ვიცი რა ვთქვა უკვეე.ზღვარს გადააჭარბეს!! ყოველ დღე ამ ორზე ვფიქრობ და სახიდან ღიმილი არ მშორდება.სულ არ მაინტერესებს რას აკეთებს მათე,პირიქით უფრო მაყვარებს თავს,მეც და ლეასაც.
ჩემები არიანნ!!!
მარტოო ჩემებიიი!!!
ხოდა,მომავალ თავამდე და მომავალ შეხვედრამდეეე!!!
გყვარობ შენც და ამ ორსაც.
უი ხოო,იმ ვიღაც ვაკოს თუ მივუარდი მათე მონაგონი იქნება ისე ავკუწავვვ.სულ არ მაინტერესებს რამდენს მომისჯიან!!! მივალ და მოვკლავვ თუ არ შეეშვება ლეას!!!
აბა ჰეე,გყვარობბ !!!

 


№9 სტუმარი kati

Uh...uceb shemomekitxa.ert amosuntqvad.kide wavikitxavdi...

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაუ ვაუ და ვაუ სუპერ

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თაკო
ვაუ ვაუ და ვაუ სუპერ

ვაიმეეეეეეეე
smile smile smile

kati
Uh...uceb shemomekitxa.ert amosuntqvad.kide wavikitxavdi...

პატარა იყო,მაგრამ რა ვიცი მგონი ბევრი რამ მოხდა ამ პატარა თავში smile

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცრება ხარრრ უბრალოდ საოცრება❤️❤️❣მეტი რა ვთქვა არ ვიცი შეუდარებელი ხარრ❤️❤️❤️შენი თითოეული მოთხრობა მაბედნიერებს და საერთოდ სხვა განზომილებაში გადავყავარ❤️❣ისეთი თავი იყო კითხვის დროს სახიდან ღიმილი ვერ მოვიშორე ვგიჟდები მათე ლიას წყვილზე❤️❣ყოველი ახალი თავით მაბედნიერებბ❤️????

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
ჩემმა მათემ ჩემი ლეაკოს გამო იჩხუბაა.
მათემ ლეას გამო იჩხუბააა!!!
ვაშაა.არა,ჩემი ყველაფერიაო,,,ყველა-ფერიო.მერე უკვე ჩემი ხაროო.ყველაზე სასიამოვნო შარში ვაროო.რომ გაგიშვა მოვკვდებიოოო.აღიარე აწი რომ გიყვარსსს.
იმდენად მიყვარს ეს ორიიი.
ჩემი ტყუპი,და ჩემი სიცოცხლე ბიჭიიი.
არა რა,კიდევ ერთხელ დავამტკიცე რომ მგავს ეს გოგო(ან მე ვგავარ) იმდენად მიყვარს ორივე,რომ არც კი ვიცი რა ვთქვა უკვეე.ზღვარს გადააჭარბეს!! ყოველ დღე ამ ორზე ვფიქრობ და სახიდან ღიმილი არ მშორდება.სულ არ მაინტერესებს რას აკეთებს მათე,პირიქით უფრო მაყვარებს თავს,მეც და ლეასაც.
ჩემები არიანნ!!!
მარტოო ჩემებიიი!!!
ხოდა,მომავალ თავამდე და მომავალ შეხვედრამდეეე!!!
გყვარობ შენც და ამ ორსაც.
უი ხოო,იმ ვიღაც ვაკოს თუ მივუარდი მათე მონაგონი იქნება ისე ავკუწავვვ.სულ არ მაინტერესებს რამდენს მომისჯიან!!! მივალ და მოვკლავვ თუ არ შეეშვება ლეას!!!
აბა ჰეე,გყვარობბ !!!

აიი აიი არ შემიძლიხარ ანა რაა
შენ და შენი ტყუპიც
არც მათე
არც ის რო ასე გიყვარს ეს ორი
საყვარელო თბილო ტკბილო შენ
kissing_heart kissing_heart
აი ვაკოს რო დაემუქრე მაგას დადგება დღე და გაგახსენებ მე შენ, მეც და ვაკოც, ვნახავ მერე თვალებში როგორ ჩახედავ ჩემ ვაკოს

abezara98
ვაიმე, გოგო, სულ როგორ უნდა მაგიჟებდე და მრევდე შენს პერსონაჟებზე? joy დამეტანჯა ჩემი ლეა, მაგრამ არაუშავს. ავიტან როგორმე, მთავარია მათე მოეგოს გონს (ნუ, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ახლაა), თუმცა, ძლივს არ ვეღირსე ლეასგან ნორმალურ რეაქციას? დიახაც, ღირსი იყო, რატომ არ დაალეწა ყველაფერი თავზე? smile აი, რა გითხრა არ ვიცი, მთელი დღე ამას ველოდებოდი და ახლა სასიამოვნოდ გაოცებული და გაბადრული ვარ heart_eyes ჩემი ავთანდილი მინდა მეე, რომ ჩააგდე ინტრიგა და დაგვტოვე ისე laughing ხო, რეზის და სოფიას წყვილიც არ მავიწყდება და მაგათ ისტორიასაც ველი bowtie მოკლედ, გელოდები, ჩემო ლამაზო, ჭკვიანო და საყვარელო heart_eyes kissing_heart

ვაიმე რა გვაკეთო ინტრიგნული გოგო ვარ smile smile
აი რეზიზე და სოფიაზე თითქმის ერთი თავი მაქ დათმობილი ცოტა მოგვიანებით ოღონდ
ავთანდილზე გაირკვევა აუცილებლად და მერე ესენი რო ჩაწყნარდებიან ჩემ ავთიკოს და თინიკოს ვაჭუკჭუკებ ვაჟღურტულებ ,მომდევნოშ იქნება სიფსიხე მაგათი

lena lena
ვაიმეე აი საოცრება იყო

ვაიმე როგორ მიხარია რო ასე ფიქრობ kissing_heart kissing_heart

სტუმარი მარიამი
საოცრება ხარრრ უბრალოდ საოცრება❤️❤️❣მეტი რა ვთქვა არ ვიცი შეუდარებელი ხარრ❤️❤️❤️შენი თითოეული მოთხრობა მაბედნიერებს და საერთოდ სხვა განზომილებაში გადავყავარ❤️❣ისეთი თავი იყო კითხვის დროს სახიდან ღიმილი ვერ მოვიშორე ვგიჟდები მათე ლიას წყვილზე❤️❣ყოველი ახალი თავით მაბედნიერებბ❤️????

ვაიმეეეეეეეეეეე უძალიანესად დიდი მადლობა
ძალიან მიხარია ძალიააან რო განზომილებებს ვცვლი და ცოტა სულ ცოტა ხნით ჩემ გმირებს ხედავთ
heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№14  offline წევრი INGOBERNABLE

ოჰოჰ დაიძაბა სიტუაცია, ეს რა იყო, თურმე გაგიჟებულ ლეას რა შეუძლია, ამაზე ვიძახდი ცოტა გამოცოცხლდეს და ჭკუაზე მოვიდეს თქო, მაგრამ აუცილებლად ასეთი რამ უნდა მომხდარიყო გონზე მოსასვლელად... ვგიჟდები მე ამწვბილზე მარიამ❤❤❤. იმედია მათე მიხვდა რომ უყვარს და არ აურევს ისევ თავისებურად, აი ძალიან მომწონს მათე თავისი ხისთავიანონის მიუხედავად❤
' -გაბრაზებულიც როგორი არა-ჩვეულებრივად ჩვულებრივია.მართლა შარში ვარ , ყველაზე სასიამოვნო შარში - ტუჩზე მიიდო ხელი და სისხლი მოიწმინდა- რომ ჰკითხო სიფრიფანა და ნაზია, რომ გადაეკეტა ხომ გაგიჟდა ,ჯერ სად ხარ ... ყვლაფერი ახლა იწყება ძვირფასო ლია! ' ამ დროს წარმოვიდგინე მათეს სახე და ქცევა და უფრო მეტად შემიყვარდა❤❤❤. აამ თინის როგორ ეტკინა გული ამის გამო, ძალიან ცუდად მოიქცა ლეა, ამ შემთხვევაში... თინი მაინც თინია თავისი სიგიჟეებით და ქცევებით❤❤. ბიჭები დამაკლდნენ ამ ბოლოთავებში, მაგრამ გამოასწორებ ვიცი❤❤.
წინა თავზე ვერ დავროვე კომენტარი, მაგრამ ძალიან არეული ვიყავი და მაპატიე.
ვგიჟდები შენზე მარიამ, საოცრება ხარ, ჩემი პირადი საოცრება❤❤❤ უ'საზღვროდ მარიამ❤. მეტი არაფრის თქმა შემიძლია

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

BidBif
ოჰოჰ დაიძაბა სიტუაცია, ეს რა იყო, თურმე გაგიჟებულ ლეას რა შეუძლია, ამაზე ვიძახდი ცოტა გამოცოცხლდეს და ჭკუაზე მოვიდეს თქო, მაგრამ აუცილებლად ასეთი რამ უნდა მომხდარიყო გონზე მოსასვლელად... ვგიჟდები მე ამწვბილზე მარიამ❤❤❤. იმედია მათე მიხვდა რომ უყვარს და არ აურევს ისევ თავისებურად, აი ძალიან მომწონს მათე თავისი ხისთავიანონის მიუხედავად❤
' -გაბრაზებულიც როგორი არა-ჩვეულებრივად ჩვულებრივია.მართლა შარში ვარ , ყველაზე სასიამოვნო შარში - ტუჩზე მიიდო ხელი და სისხლი მოიწმინდა- რომ ჰკითხო სიფრიფანა და ნაზია, რომ გადაეკეტა ხომ გაგიჟდა ,ჯერ სად ხარ ... ყვლაფერი ახლა იწყება ძვირფასო ლია! ' ამ დროს წარმოვიდგინე მათეს სახე და ქცევა და უფრო მეტად შემიყვარდა❤❤❤. აამ თინის როგორ ეტკინა გული ამის გამო, ძალიან ცუდად მოიქცა ლეა, ამ შემთხვევაში... თინი მაინც თინია თავისი სიგიჟეებით და ქცევებით❤❤. ბიჭები დამაკლდნენ ამ ბოლოთავებში, მაგრამ გამოასწორებ ვიცი❤❤.
წინა თავზე ვერ დავროვე კომენტარი, მაგრამ ძალიან არეული ვიყავი და მაპატიე.
ვგიჟდები შენზე მარიამ, საოცრება ხარ, ჩემი პირადი საოცრება❤❤❤ უ'საზღვროდ მარიამ❤. მეტი არაფრის თქმა შემიძლია

ვაიმეე როგორ გამიხარდა
როგორ გამაბედნიერე რო ის მომენტი გამოყავი აი მანდ წერის დროს ძაან გამაჟრიალა smile smile
ძალიან დიდი მადლობა რო ასე საოცრად მიზიარებ ამ შენ ემოციებს . მეც მიყვარს ეს მათე არადა ვერ ვიტან ჯანდაბა მაგას smile smile

 


№16  offline წევრი naniko mindia

Rogor mixaria sheni istoris danaxval, kargad wer kargi istoria warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️????
--------------------
lomidze

 


№17 სტუმარი Sota

მარიამ, უ'საზღვროდ!!!!!!!!

 


№18 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე როგორ მომეწონა სიტყვებით ვერ გადმოვცემ.ყოჩაღ ლეას ასწავლოს ჭკუა მათეს.სასწაული ხარ მარიამ

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

naniko mindia
Rogor mixaria sheni istoris danaxval, kargad wer kargi istoria warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️????

დიდი მადლობა
რომ გახარებთ ეგ ყველაზე მეტად მაბედნიერებს smile smile

სტუმარი თამო
ვაიმე როგორ მომეწონა სიტყვებით ვერ გადმოვცემ.ყოჩაღ ლეას ასწავლოს ჭკუა მათეს.სასწაული ხარ მარიამ

მადლობა დიდი
აწვალებს ცოტას მარა დიდხანს ვერ გაუძლებს ლეა smile

Sota
მარიამ, უ'საზღვროდ!!!!!!!!

kissing_heart kissing_heart heart_eyes :hea rt_eyes:

 


№20 სტუმარი სტუმარი ნანუ

ღიმილისგან სახის კუნთები მტკივა.
აუ ხვალამდე რა გაძლებს როგორ მაინტერესებს რა მოხდებაააა

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნანუ
ღიმილისგან სახის კუნთები მტკივა.
აუ ხვალამდე რა გაძლებს როგორ მაინტერესებს რა მოხდებაააა

აი მეც მტკივა მიმიკური კუნთები ამდენი დადებითი კომენტარის ნახვისგან იდიოტივით ვიღიმი ,გამიჩნდა ნაოჭები ტუჩების ირგვლივ და ვინ დამაბოტოქსებს ახლა მე

 


№22  offline წევრი jenniferi

ეუუუუუფ გეიმ ის ონ? laughing laughing უმაგრესი იყოო <3

 


№23 სტუმარი სტუმარი Takoo

vgijdebiii me amatzeeeeee

 


№24  offline წევრი Helio

უღრმესი მადლობა ამ თავისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის. საოცრება ხარ!! საოცრად აღწერ ამ ირთიერთობას ???? ველი შემდეგ თავს მოუთმენლად. ყოველ 15 წუთში ვამოწმებ და ძალიან მიხარია რომ მალმალე დებ ????

 


№25  offline წევრი marqetele

მ ა გ ი ჟ ე ბ !!! ეს რა იყო ვაიმე ყბა ხელით მიჭირავს წინა თავი ხომ საერთდ შოკი გადავედი ჭკუიდან ეს რა წავიკითხე რა აფეთქება იყო ემოციების, ოფლმა დამასხა რას არ ველოდი მაგრამ ესს ?! შოკიი scream scream დამადებილე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით . თითოეულ შენ თავს ისე ველი ვერ აგიღწერ დავფრინავ . გელი ახალი თავით heart_eyes heart_eyes

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

jenniferi
ეუუუუუფ გეიმ ის ონ? laughing laughing უმაგრესი იყოო <3

smile smile smile აუუუ
მადლობაა

marqetele
მ ა გ ი ჟ ე ბ !!! ეს რა იყო ვაიმე ყბა ხელით მიჭირავს წინა თავი ხომ საერთდ შოკი გადავედი ჭკუიდან ეს რა წავიკითხე რა აფეთქება იყო ემოციების, ოფლმა დამასხა რას არ ველოდი მაგრამ ესს ?! შოკიი scream scream დამადებილე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით . თითოეულ შენ თავს ისე ველი ვერ აგიღწერ დავფრინავ . გელი ახალი თავით heart_eyes heart_eyes

ვაუუ როგორ მიყვარს ამ შოკების სროლა და დაშოკვა ხალხის ნუარ ვიცი ეს რამდენად ეგეთი იყო მარა ცოტა იყო კი smile smile smile smile
მადლობა დიდი ვეცდები რო სულ ასე "გაგაგიჟო: ჩემიგმირებით

სტუმარი Takoo
vgijdebiii me amatzeeeeee

მეც ვგიჟდები ამათზეც და თქვენზეც smile

 


№27 სტუმარი Qeti qimucadze

Ai mesmis transformaciaaa, naz, gulubryvilo gogodan, vulkanad ar gadaiqca chveni lea, yochag mariam, iseti sasiamovno casakitxiaaaa, arminda rom dasruldessss, tumca axali tavis molodinshi meorwd gadavikitxavvvv, gisurveb carmatebulad chagebarebinos gamocdebiiii

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Helio
უღრმესი მადლობა ამ თავისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის. საოცრება ხარ!! საოცრად აღწერ ამ ირთიერთობას ???? ველი შემდეგ თავს მოუთმენლად. ყოველ 15 წუთში ვამოწმებ და ძალიან მიხარია რომ მალმალე დებ ????

ვაიმეე როგორ მიხარია,მადლობა თქვენ რო ემოციებს მიზაირებთ და რომ ხართ საერთოდ და მახარებთ kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes
საღამოს ვდებ ყოველთვის და ამიტომ ამ დროს უნდა ელოდოთ smile

Qeti qimucadze
Ai mesmis transformaciaaa, naz, gulubryvilo gogodan, vulkanad ar gadaiqca chveni lea, yochag mariam, iseti sasiamovno casakitxiaaaa, arminda rom dasruldessss, tumca axali tavis molodinshi meorwd gadavikitxavvvv, gisurveb carmatebulad chagebarebinos gamocdebiiii

მადლობა დიდი ქეთი kissing_heart kissing_heart
რომ გამწარდა და ყველაზე მეტად ეტკინა მერე გაგიჟდა და არ ვიცი ვნახოთ როგორ იმოქმედებს თინის დაკარგვა smile

 


№29 სტუმარი სტუმარი ქეთი

Saocariii <3 vkitxulobdi da ar mindoda dasrulebuliyo <3 rodis mova xval :-(

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთი
Saocariii <3 vkitxulobdi da ar mindoda dasrulebuliyo <3 rodis mova xval :-(

მოუსილია ხვალ smile smile smile მალე მალე იქნება და დავდებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent