შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათასი ფენის ქვეშ (4)


7-06-2018, 22:02
ავტორი nonamesonly
ნანახია 1 052

სახლში ვბრუნდები,კარს ვაღებ და სანდროს ვეპატიჟები,მაგრამ ჩემდა გასაკვირად უარობს.
-ნენე დღეს ჩემი მეგობრები მოვლენ, თემურთან ხშირად მოგიწევს მაგ არანორმალურებთან შეხვედრა და კარგი იქნება თუ გაიცნობ...-იღიმის და მიკვირს ამხელა გულწრფელობა ადამიანის სახეზე.
-ის სამეული ? ... - ვიღიმი მეც,თავს მიქნევს...-ანუ სულ ბიჭები იქნებით...-ამჯერად ეჭვი მიფრენს გონებაში და ვხვდები თვალებში შიში როგორ უეცრად მიჩნდება.
-მისმინე , არ მინდა შენ საქმეში ჩარევა მაგრამ კაფეში ...
-არ გინდა ! ... - გაბრაზებული ვისვრი მწარე სიტყვებს.
-ხო ვიცი,ჩემი საქმე არააა,კარგი მათ სხვა დროს გაიცნობ...-მეუბნება და ვერ მალავს წყენას.მე კი საკუთარ გულქვაობას ვგრძნობ მაგრამ კარს ვაღებ და ცივად ვემშვიდობები.მიხურულ კარს ზურგით ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ, ვიცი რის მიღწევასაც ცდილობს,უნდა დამიახლოვდეს და ზუსტად ისე მომექცეს,როგორც ის მომექცა სამი წლის წინ , ჩამომაქცია და გამანადგურა,არადა ყველაფერი კარგად იყო,თიტქოს გადავიტანე კიდეც მარტო დარჩენა,ცის ქვეშ,როცა იცი რომ მშობლებისთვის ზედმეტი ტვირთი ხარ , ჩვიდმეტწლიანი ტრაგედია,რომელსაც მანამ ინახავდნენ გონებაში სანამ არ მიხვდნენ რომ შენი მიტოვება შეუძლიათ.გადავიტანე მათი ხელმოწერა განქორწინების საბუთზე და მამაჩემის ახალი კალიცო სხვა ქალის ხელზე,გადავიტანე აეროპორტის კედლებში ჩამალული ჩემი მიტოვების ცრემლები,როცა ქალი რომელსაც დედას ვეძახდი ცრემლიანი თვალებით მტოვებდა და მხოლოდ სამი თვის მერე დამირეკა სიტყვებით - „ცხოვრება გრძელდება“ . მაშინ საკუთარ თავს ჩავაგონე რომ დეიდას ოჯახს ზედმეტ ტვირთად ვაწექი და როგორც კი სკოლას დავამთავრებდი საკუთარ თავს თვითონ მივხედავდი და აღარასდროს ვიქნებოდი სხვაზე დამოკიდებული.ამას არ დავუთრგუნივარ , ჩემი ქვეცნობიერი აანალიზებდა რომ ყველას თავისი გზა აქვს და მადლობელიც კი ვიყავი თექვსმეტწლიანი წარუმატებელი თანაცხოვრების,რომელიც მათი ჩემ მიმართ გაღებული მსხვერპლშეწირვის რეალური მაგალითი იყო.მე მჯერა იმის რასაც ამერიკელები „ karma” – ს ეძახიან, რადგან სამაგიეროდ კარგი სამსახური და მყუდრო ბინა მივიღე ორი საუკეთესო თანამობინადრით...და ზუსტად მაშინ როცა ჩემი ცხოვრება დალაგდა და წვიმაგადაღებულ ამინდზე ჩაშოშმინებულ მდინარეს დაემსგავსა ,ის გამოჩნდა.
ის - კარგი ოჯახის კარგი შვილი იყო, მუდმივად მოწესრიგებული და სახეზე მაცდურ ღიმილაკრული , ჩემნაირი შეუმდგარი გოგოს ოცნება. მასში ერთდროულად ვპოულობდი და ვაზვიადებდი ჭკვიან მაგრამ თავქარიანს , მხიარულ მაგრამ საშიშს , თავაზიან და ცინიკოს ბიჭს.არ ვცდებოდი,მასში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა.მას შეეძლო ყველაზე თავაზიანი და ყურადღებიანი ყოფილიყო მაშინ როცა წინა დღეს ნაგავივით მოგექცეოდა და გაგრძნობინებდა რომ არაფერს ნიშნავდი მისნაირი იდეალისთვის.ის გავდა ყველაზე ბნელ და ღრმა ჭას მე კი მასში ისე ჩავარდი თითქოს ფეხი საკუთარ თავს წამოვკარი...ყველაზე ცუდი ამ ამბავში ისაა,რომ მან იცოდა.იცოდა ! და ზუსტად ამიტომ შემომთავაზა მისი დიდი ბიბლიოთეკით მესარგებლა,როცა დამჭირდებოდა, მე იმ დროისთვის მიმნდობი, ინფანტილური და ყველაზე სულელი არსება კი თამამად დავთანხმდი ერთ-ერთი ვიზიტისას ვახშმის მომზადებასა და დაგემოვნებაზე...მერე კი, მერე რაღაც მოხდა, მახსოვს მხოლოდ რომ ღვინო ტკბილი იყო, იმდენად ტკბილი რომ მის ბაგეებს სწყუროდათ უფრო მეტი , თვალები კი იმღვრეოდნენ.სიტყვები აირივნენ და მისი სახე როგორღაც ჩაშავდა , გაცივდა და რაღაც მომენტში ეს რეალურად ჰგავდა სილის გაწვნას სახეში ჩემი უარისთვის...ვერ ვიტყვი არაფერი მახსოვსთქო,რადგან შეუძლებელია ასეთი წამების დავიწყება, შეუძლებელია ამ დროს ვერ გაათვიცნობიერო რა ხდება,პირიქით ეს ყველაფერი ისე იბეჭდება ამ დაწყევლილ გონებაში თითქოს ყოველ გახსენებაზე თავიდან კვდები,ისეთი მწარეა ეს როგორც ნაგანიდან გასროლი და ძვალში გაჭედილი ტყვია...და მე ამ ჭაში ვარდნისას სრულად მახსოვს სიტყვები , რომელსაც იმ საზიზღარი ბაგეებიდან მეჩურჩულებოდა:
-ჩუმად იყავი, არ იმოძრავო , შეეცადე ხედავდე, გაითავისე ...! ...- მისი ეს ჩურჩული ძალიან ჰგავს შეგონებას,ჰგავს და არის კიდევაც,მიახლოვდება, მე მხოლოდ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ, შიში სპაზმურად მივლის მთელ სხეულში და ვეჭვდები, ვიცნობ კი ამ კაცს? რა შეუძლია მავნოს და მივცემ თუ არა უფლებას, დაჭიმული სხეულით ვგრძნობ მის სიახლოვეს, არ ღელავს მხოლოდ თვალებში უკრთის უცნაური სხივი, ახლა ჩვეულებრივი აღარაა, ახლა იმ ნადირს ვამსგავსებ მსხვერპლს რომ ამოირჩევს და თავდასასხმელად ემზადება, მის მუხლს ბარძაყებსშუა გამოჩრილს ვიგულვებ და ვიკლაკნები,ვიცი რომ მტკივა, ეს ტკივილი სულიდან მომავალი სიბინძურის მარწუხებია, თითქოს ვიღაც ხორცში მთელი ძალით მაჭერს ბორკილებს და სისხლს მადენს,ყველაფერი რასაც ვგრძნობ ილუზიაა,შეუძლებელია ამას აკეთებდეს, შეუძლებელია ამას მიკეთებდეს.ხელს ვკრავ,მაგრამ სახეში ძლიერი დარტყმა და ცხვირიდან წამოსული სიწითლე მახვედრებენ რომ მსგავსი რამ აღარ უნდა გავიმეორო, მერე კი უბრალოდ დივნის სირბილეს ვეხეთქები ზურგით და მის სიმძიმეს ვგრძნობ სხეულზე...კისერზე ვგრძნობ ცხელ შეხებას,მერე ლავიწის და ყელის კვეთაზე, ვიშმუშნები, არ მომწონს, მინდა გავიქცე, ფეხები თავისუფალი მაქვს მაგრამ ვერ ვინძრევი, მისი თითები ჩემს გაშლილ დიაფრაგმას ეხეთქება, სიშიშვლეს ეძებს, მე კი მხოლოდ ხორცის ნაჭერი ვარ,ახლა ყველაფერი დამთავრდება, მისი ტუჩები ჩემს მუცელს ეკვრის,მკერდისკენ მოდის, მე არ შემიძლია მისი ბაგეების მხურვალება,მისი სიშმაგე არაფრიდან მოდის,ღილებს ამოუხსნელი სისწრაფით ხსნის, საკუთარი სხეულის უხერხულობას მთელი შეგნებით ვითავისებ და ვხრიალებ - "მეშინია", მის ქვეცნობიერამდე აღარ დადის, ხელის მტევნებს აცურებს მენჯისკენ, თავისკენ მიჩოჩებს,თითქოს უკეთ მომიხელთა,ქვემოთ რაღაცას ექაჩება მაგრამ ისე ვარ გაბრუებული თითქოს ჩემი სხეული არც იყოს,ხელს ვკრავ, გავიქცევი, ვერ ვიძვრი,გულისრევა მიმძაფრდება,მისი ტუჩების სიმხურვალეს ბარძაყებზე ვგრძნობ, თითქოს აქ ვარ, მას მხოლოდ სხეული აბარია და რა ჩემი თავი -"გამიშვი" ვხრიალებ და სახეზე ნიაღვარის გადმოღვრას მთელი სიმძფრით შევიგრძნობ, მისთვის ამაოა.
გონება მებინდება,ვხვდები, თითქოს ახლაღა ვხვდები რა ხდება, ვწრიალებ, გასაქანს ვეძებ, მისი ხელები მევლინება ბორკილებად, ჩემი სხეული მისი სხეულის ქვეშაა მოქცეული, მინიმალური შანსიც აღარ მაქვს, რაღაც ჭირს, თითქოს გახელებულია, თავს ვიწყევლი, სად წამოვედი ? ყველაფერი ასეა, მე დამნაშავე ვარ და არა მსხვერპლი, გონება მებურება, ჩემი სხეულიდან ნიაღვარი გადმოდის,ტკივილი ფარდობითია, მოჩვენებითი, მე ახლა სიბინძურეში ვცურავ, ვერ ვიძვრი და უმწეობის ცრემლებს ვყლაპავ, ყოველი ბიძგი ნაბიჯია სიკვდილისკენ,ჩემი ხელები უძლურად იყრებიან დივნის კიდეებისკენ, სიბნელეში იძირება სრული ხედვა და ბურუსი ფარავს მომავლის აღაჟღაჟებულ ნათებებს...სიმძიმე სრულდება, ჩემი სხეული თავისუფლდება, მე წამები მაქვს, ვიხელთებ და სააბაზანოსკენ გავრბივარ, კარს ვკეტავ.
შიშველი სხეულით ვეხეთქები იატაკის სიცივეს,ვცდილობ მივხვდე რა მოხდა,წერტილს ვაშტერდები, მზად ვარ ასე ვიცხოვრო, არც ვისუნთქო, უბრალოდ ვიწვე ჩემი სიშიშვლით , შემომხმარი სიწმინდით და ვუყურო იმ ერთ წერტილს.
ონკანს ვათავისუფლებ, ცხელი ჭავლის ქვეშ ვდგები, თავგამეტებით ვეძლევი გასუფთავებას, სიმწრით,გაგულისებით ვისვამ ხელებს სხეულზე, ამ ჭუჭყს მაინც ჩამოვირეცხავ, ამ სიბინძურეს განვიბან, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ლაქა იზრდება, უფრო ჯდება და ფართოვდება, მთელ სხეულს ედება...
-მომშორდი !...მომშორდი...! ...-გაგულისებით გავიძახი და ცრემლებს ვყლაპავ, ვხრიალებ, უკვე სივრცის გარეთ, ვიკეცები, მუხლებზე მუჭებს ვიცემ, მინდა ჩაიმტვრეს, მინდა ვეღარასოდეს წამოვიმართო, სადღაც, რომელიღაც სიშორიდან მესმის ძახილი, ჯანდაბასაც წაუღია მთელი სამყარო, გარყვნილი, ბინძური, შეუვალი სამყარო ! ... ჭავლს ვაჩერებ, ვიმართები, პირსახოცს ვევლები სხეულით, თმას წურწურით ჩამოსდის წყლის წვეთები, მიკიდებულ სპორტულებს ვწვდები, სამი თუ ოთხი ზომით დიდს, ზუსტად ისეთივეს როგორიც ჩემი ცხოვრებაა, მოჩაჩული, ნათხოვარი, სხვისი სურნელით, სხვისი ტანისთვის და ჩასაძრომი...აბაზანის კარს ვამოწმებ,ჩაკეტილია, ვერავინ შემოვა! იმავე პირსახოცით სველ აბაზანას ვწმენდ და შიგნით ვწვები, თვალებს ვაწებებ კარს და მშვიდი ფშვინვის მელოდიაზე მეც მეძინება, მას არ ადარდებს, მას არ ახსოვს, მისთვის ეს არაფერია, მას მშვიდად ძინავს.
ვარდისფერი ზმანებიდან გამოვყავარ ძლიერ ხმაურს,თვალებს ვიფშვნეტ და ვაანალიზებ რომ ვიღაც კი აღარ აკაკუნებს,აბრახუნებს კარზე, ჩემი სიმშვიდე იკარგება, სხეულს ცახცახი გაუდის,ჩემი მუხლები ეხეთქებიან სააბაზანოს კედლებს,მთელი სახლის კედლებს,ყველა კლდეს და ღრეს, ამ ჩემი მოცახცახე სხეულით ვიკრებ ძალას გასათვიცნობიერებლად რომ რაც მოსახდენია მაინც მოხდება, აქ ვერ დავიმალება,თუმცა ძალიანაც მინდა.ნათრევ სხეულს ძლივს ვათრევ ჩემს სიმაღლემდე, მივიზლაზნები, ღრმად ვსუნთქავ, კარის სახელურს ვეჯაჯგურები და მომენტალურად წყდება ხმაური და წინ შეშინებული თვალები რჩებიან, ისეთივე სახე აქვს როგორიც გუშინ მე მქონდა იატაკზე გაშოტილს, ხელი მოაქვს ჩემკენ და მე ინსტიქტურად ვხტი უკან,ზიზღი და შიშია ჩემი მაშენებელი, ის მიყურებს და ვხვდები გაურკვევლობაშია,ლაპარაკის დაწყება უნდა მაგრამ თვალებს თავიანთი დიალოგი აქვთ :
-მე ...
-სახლში წამიყვანე...!
ვიძახი სივრცისგარეთ და გვერდს რაც შეიძლება სწრაფად ვუვლი,თითქოს შეუძლია ხელი მტაცოს და იგივე გაიმეოროს,არაფერი მჭირდება აქედან, ტყავიდან გამოვძვრები,დღეს და ღამეს გავათენებ, თავიდან დავაგროვებ ფულს და ვიყიდი , ოღონდ ეს სიბინძურეს შესწრებული ნივთები ჩემს სახლში არ მიმატანინა.
ნახევარ საათში უკვე მზადაა,გარეთ ველოდები, მისი სახე იმაზე მეტად დამძიმდა ვიდრე აქ ამოსვლამდე, წარბშეყრილი და ჩამუქებულია მისი გამომეტყველება, აღარ მეშინია, აღარ მაინტერესებს, გადავრჩები ! მანქანაში უკანა სავარძელზე ვთავსდები, ის კი გზაში სარკიდან აპარებს ჩემკენ თვალებს და სახე უფრო უმუქდება.სახლთან ვიგულვებ თუარა თავს,მანქანიდან ვხტები და ჩქარი ნაბიჯით მივდივარ , ვიცი მომყვება და სანამ სადარბაზოში შევალ მანამ მისი ხელისგულები ჩემ მკლავს ეხეთქებიან, მისკენ ვბრუნდები,ახლა ჩემ თვალებში ზიზღია , სიძულვილი და ბრაზი, ახლა შემიძლია მოვკლა,მე გუშინ ვერ შევძელი საკუთარი უმწეობის დამორჩილება მაგრამ ახლა
-კიდევ ერთხელ შემეხები და გეფიცები ღამით, ძილში ყელს გამოგჭრი და ხელი არ ამიკანკალდება...-ვსისინებ და საკუთარი თავის მას კი არა მეც მეშინია,ცივად მაშორებს ხელს და ვხედავ თავს როგორ ხრის, არა თვალი უნდა გამისწოროს, შემომხედოს და დაინახოს ის რაც გააკეთა,ამჯერად ვერ დაიმალება , ვერ გაიქცევა, თვალი თვალის წილ. მისი სიბინძურეა და მანვე უნდა იცუროს ამაში, ფიქრებიდან იმ საბედისწერო ფრაზას გამოვყავარ , რომელსაც ამჯერად თვალებში სიბრალულ ჩამდგარი დამნაშავე ნაძირალის ელფერი აკრავს გარს.
-ცოლად გამომყევი...მე არ ვიცი მეტი რა შემიძლია...-უძლურად ხელებჩამოყრილი მეუბნება ის და მე ვენთები,კიდევ ერთხელ ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას და ვსისინებ.
-მირჩევნია მოვკვდე...ამ წამს,აქვე ! ... -კიბეებზე ფეხს ვითრევ ისე ავდივარ.ვიცი ვერ ვიტირებ,თვალების ქვეშ ჩავიწვენ უძილობას და ყავით ამოვავსებ თეთრად გათენებული ღამეების ფსიქოზს.
მეგონა გადავიტანდი, ამასაც ისე მივიღებდი,როგორც რაღაც ეტაპს,მაგრამ ვერ გადავლახე.ერთადერთი რასაც აკეთებ ისაა,რომ ფანჯრიდან ქურდულად იყურები და იძულებ გარეთ გამოსვლას, გამოჩენას, ადამიანების დანახვას იმიტომ რომ ხედავ ბედნიერები არიან...საღამოს სიგრილეებს თონეში ახლადამომცხვარი ოჯახური ბედნიერებასავით იტეხენ და იღიმიან, ერთმანეთს ამბებს უცვლიან , ღიმილებს ისვრიან, კისკისებს აკრავენ ეზოს კუთხეებს და შენ ზიხარ, ბნელ კუთხეში მობუზული რომ ვერ შეგამჩნიონ, გინდა გამოიჭირო ტყუილში, ამხილო რომ როგორც აჩენენ ისეთები არ არიან რომ ერთმანეთი ისე ლაჟვარდისფრად არ უყვართ როგორც აჩენენ, მაგრამ უფრო ინთებიან, საღამოს მოდუღებული თბილი ჩაივით ასდით ბედბიერების ოხშივარი და შენ დგახარ გულს იგლეჯ და ფიქრობ რა დააშავე, ან მათ რით დაიმსახურეს ამოდენა სიყვარული...შენ ვისაც საკუთარი ჭერიც არ გქონია, შენ ვინც კალთიდან აგაცალეს ვარდისფერ ზმანებებს და გაჩვენეს ცხოვრება-ჭუჭყიანი და ცივი , გათოშილი ხელებით ამოსაჭმელი დღეების ყინვა, შენ ვინც ფეხზე დაგაყენეს და გითხრეს რომ დიდი უნდა ყოფილიყავი და ბავშვობის დრო არ იყო და ასე ხმაურიანად ამოგიჭამეს გამოუვლელი ბავშვობის მჟავე ნაყოფი... დგახარ ქურდივით, თვალებს მათი ღიმილის კუთხეებში აწყობ, ეჭვით აკვირდები და მტკიცედ წყვეტ რომ აღარ გამოხვალ ოთახიდან , რომ ღამეებს უფრო მეტად ამოათეთრებ და აღარ დაინახავ მათ, თავისთავად მოსული ჟრიამულით და ოჯახურობით...მაგრამ ოთახში ვერ დავრჩი,სახლს ვერ შევეთვისე და მივხვდი რომ აღარ მჯერა ზღაპრების,რომლებსაც ცხოვრების წინ გვიყვებიან, აღარ მჯერა ძილისპირულივით წაღიღინებული "ყველაფერი კარგად იქნება"-სი , აღარ მჯერა ფურცლებზე დატანილი საღებავების რეალურობის და საერთოდ აღარ მჯერა არაფრის, რაც მაფიქრებინებს რომ ჩემს თავში რაიმე როდისმე უკეთესად იქნება.
ალბათ ესაა გაზრდა, როცა თავს აღარ იტყუებ მომავლის ბრწყინვალებით, ყოველთვის ასეთი რთული და დამღლელი იქნება, ყოველთვის ამ გულისრევასთან ერთად დავიძინებ და გავიღვიძებ, სავალალო კი ისაა რომ ამ ლოგიკით უკვე ზრდასრული დავბადებულვარ, ჭუპრობაც კი არ დამცალდა ისე ვიქეცი ფრთამოტეხილ, მიწას მიჯაჭვულ პეპელად.
ალბათ ესაა გაზრდა, როცა საკუთარი თავისთვის კი არა სხვებისთვის ცდილობ, მათი შენდამი გადმოდგმული ყველა ნაბიჯისთვის ცდილობ გაგრძელებას და გონებასთან ახლოსაც არ უშვებ იმ აზრს რომ ფრთების გარეშე პეპლების ისედაც ერთდღიანი ცხოვრება კიდევ უფრო მოკლე და მტანჯველია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სამარადისოდ იწელება ის ერთი დღე, უბედურების შეგრძნება ხომ საუკუნედ შეიძლება გაგრძელდეს...ალბათ ესაა ზრდასრულობა, როცა იცი რომ აღარ გჯერა.
ახლა ყველაფერი მეორდება, მე დავლაგდი , ახალი სამსახური ვიშოვე და ჩემი თავი შევაკოწიწე,ის კი დაბრუნდა და მთელი ამბავიც თან მოიყოლა...“დავიღალე,ვეღარაფერს დამიშავებ ,მორჩა !“ ვჩურჩულებ თვალებში ჩამდგარი სიბნელით,მოპირდაპირე აივნისკენ ვიხედები და ოთახში ანთილ სინათლეში სანდროს სილუეტს ვაკვირდები,ხელში ჩაიდნით და უეცრად გამოვიჭირე როგორ იხედება ისიც ჩემი ფანჯრებისკენ,თვითონ ვერ დამინახავს რადგან სახლში სიბნელეა,მაგრამ ეს ჟესტი ჩემზე მაგნიტივით მოქმედებს.“მორჩა საკუთარ თავს აღარ დავსჯი“ და ვწყვეტ რომ დიახ, მივალ და იმ მოპირდაპირე აივნის ბიჭს შანსს მივცემ დამანახოს რომ -ის- არაა.



№1  offline წევრი lena lena

ძალიან მაგარი თავი იყო და ნუ წერის სტილი გაქვს რაღაც აარაამქვეყნიურად ძლიერი <3

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaaa, vitireeeeee, yvela ertnairad ver umklavdeba tkivils, mis adgilas me uaresad viqnebodiii, gmerto amdeni tanjva ertadddd? Zedmetiaaaaa

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ამაზე დიდი სასჯელი ქალისთვის არ არსებობს. მოძალადე კაცი მინდა ვაწამო, ცოცხლად გავატყავო. როგორ ცხოვრობენ ასეთები, სინდისის გარეშე?
ამ ისტორიაზე უგონოდ ვარ შეყვარებული. ავტორო საოცრება ხარ, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მაგრამ გეტყობა როგორი განვითარებული და ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ შემეცოდა ნენე, რა საშინელება გადაუტანია. ის ცხოველი როგორ ცხოვრობს ნეტა ბედნიერად? მაგრამ ნამუსი და კაცობა მასეთებისგან შორსაა. როგორ მინდა საკადრისი მიიღოს მაგ არაკაცმა. ნენეს ბოლო გადაწყვეტილება მომეწონა, ისევ თვითონ უნდა დაძლიოს ეს შიში და უნდობლობა.
შენ კი მართლა აღმოჩენა ხარ. კარგზე კარგი გოგო ხარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent