შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (8)


7-06-2018, 22:05
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 531

ბედნიერი ღიმილით გასწორდა წელში მაქსიმე. ლილესაც სულელივით ეღიმებოდა და უკვირდა თავისი სიტყვების. წამიერად მაქსიმეს სახეს შეავლო თვალი და მიხვდა, რომ სწორადაც მოიქცა. ის რაც გულში ჰქონდა ლილეს, აი ასე თამამად უთხრა მას. მაქსიმემ უფრო ძლიერად შემოაჭდო ხელი და უკნიდან ალესქანდრესა და მარიამის სიცილიც შემოესმა.
-ამათ რო ჰკითხო ახლა არაფერი ხდებაო იტყვიან. -გადაუჩურჩულა ალექსანდრემ მარიამს.
-გავა დრო და მიხვდებიან მაინც ხო იცი.
-სიყვარულს დიდი ძალა აქვს მარიამ! -დარწმუნებით წარმოთქვა ალექსანდრემ და ისე გადახედა მარიამს, თითქოს დიდი გამოცდილი კაცი მყავდეს სიყვარულში.
-ეჰ ლილეს სიჯიუტესაც ალექსანდრე! -გაიცინა მარიამმა.
-არც მაქსიმე აკლებს მერწმუნე!
-ჰეიი ჩიტებო ტაძარში, რომ ხართ დაგავიწყდათ? -შემოუტრიალდა მაქსიმე და ძმაკაცს სახე აულეწა.
-მიტრიალდი ერთი შენ, შენს ჩიტს მიხედე მანდ! -კბილებს შორის გამოსცრა ალექსანდრემ. მარიამმა კი შეუმჩნევლად ჩაიცინა ძმაკაცების საქციელზე.
ჯვრისწერის ცერემონია მალე დამთავრდა და საქეიფო დარბაზშიც გადაინაცვლა ყველამ. ტრადიციული თეფშის გატეხვითა და ქართული ცეკვით დაიწყო ქორწილის აღნიშვნა. კიდევ ერთი სვანური ოჯახი შეემატა სვანეთს. ყველა კარგად ერთობოდა და უკვე კარგად იყო „გახურებული“ დარბაზი. ამ ოთხეულმაც უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი და ბევრიც იგიჟეს. ალექსანდრე არაფერს სვავდა, მაქსიმე კი უკვე კარგად იყო შეზარხოშებული. მარიამი და ლილე თავისთვის ცეკვავდნენ ხალხში.
-მაქს შემთვევით ძაან ხომ არ შეთვერი?
-არაა, ეს ჩემთვის ზღვაში წვეთია ხომ იცი! -ლილედან მზერა მეგობარზე გადაიტანა მაქსიმემ.
-მემგონი შენ ლილეს ყურება უფრო გათრობს! -გაეცინა ალექსანდრეს.
-ნუ მოტ*ანი ტვინი რა! -აენთო მაქსიმე. სიმთვრალის მიუხედავად მაინც არ გატყდებოდა. აი ასეთი ჯიუტი იყო. მეგობართან კი ვერ აღიარა. ვერ აღიარა, რომ ლილეს ყურება აგიჟებდა. სურვილი ჰქონდა ის კაბა მისი ტანიდან მოეშორებინა და ამ სექსუალური მიხვრა-მოხვრისთვის ისე ეყურებინა.
-შენნაირი ჯიუტი არავინ მინახავს მაქსიმე რა!
-გაუკვირდა ბიჭს. მე რომ დამჩხავიხარ, წადი და მარიამს მაინც ეცეკვე თვალებში ხო კარგად შესციცინებ!
-თავს მესხმი მხეცო?! -გაიკრიჭა ალექსანდრე. -მიდი და შენ ეცეკვე თუ კარგია შენს ცოლს , თუმცა მაგის გამბედაობაც არ გყოფნის! -გამოიწვია მეგობარი, როდესაც ლილეს დატანჯული მზერა შეამჩნია. ლილეც წამდაუწუმ ამოწმებდა მაქსიმეს თვალებით. არადა მასაც ხომ უნდოდა მაქსიმე მისულიყო.
-მე? მე მაქსიმე გვიჩიანს გამბედაობა არ მყოფნის ალექსანდრე ავალიანო!?
-ზუსტადაც!
-ახლავე განახებ ჩემს გამბედაობს სან. -მაქსიმემ თვალი ჩაუკრა და გოგოებისკენ გაემართა „ბანცალით“. სისხლი უდუღდა მაქსიმეს, ლილეს თვალს ვერ აშორებდა. ამ კაბაში ისეთი ლამაზი იყო, ყველას ყურადღებას იქცევდა. ლილემ შენიშნა მისკენ მომავალი მაქსიმე და სახეზე ერთიანად ახურდა. ვერაფერს უხერხებდა ამ შეგრძნებებს, რაც მაქსიმესთან ყოფნით იყო გამოწვეული. მუცელში თბილი სითხე ეღვრებოდა და მძიმე გვრემას გრძნობდა. მარიამიც ეგრევე მიხვდა, დაქალის აფორიაქების მიზეზს.
-რაო ფისო შენი პრინცი მოდისო? -გაეცინა მარიამს.
-პრინცი არა იხვის ტოლმა! -თვალები აატრიალა ლილემ.
-კარგი რა გრცხვენოდეს ლილე! ჩემი დაქალი მაინც არ იყო!
-ხოდა შენი დაქალი, რომ ვარ მიდი იმ ბიჭს ეცეკვე დაეძაძღა თვალები! -ნიშნის მოგებით უპასუხა ლილემ და ორივემ გაიცინეს.
-შენ კიდევ ცოტა განელდი, თორემ მალე სახანროს გამოვიძახებ! -ენა გამოუყო დაქალს.
-მარიამ როგორ გათამამებულხარ! -მაინც გაიცინა ლილემ და მაქსიმემაც მოაღწია მათთან.
-მარიამ ძვირფასო ცოლის დაქალო, ჩემი ცოლი, რომ წაგართვა ცოტა ხნით ხომ არ გეწყინება?
-მოიცა ეგ როგორ? რა იგულისხმე, ძვირფასო ცოლო თუ ცოლის ძვირფასო დაქალო? -წარბი აუწია მაქსიმეს.
-მმ.. ორივე! -გაიკრიჭა და თეთრი კბილები გამოაჩინა მაქსმა.
-ჰმ.. კარგი ხო! არ გამიბრაზო დაქალი!
-როგორ გეკადრება მარიამ! ზედმეტად თვალებშიც არ ვუყურებ! -შეიცხადა მან.
-გრცხვენოდეს მაინც! -ჩუმად უთხრა ლილემ.
-კარგი კარგი წავედი მე და არ იცუღლუტოთ თქვენ! -ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა დაქალს მარიამმა და წამში ხველა აუტყდა, როგორც კი მასაც გადაწვდა მაქსიმე.
-მარიამ ძვირფასო გთხოვ იმ ჩემს ძმაკაცს მიხედე, აღარ შემიძლია დავიწვი თქვენი ცოდვით „დაგეძაძღათ“ ორივეს თვალები.
-მაქსიმეე!
-რაო ძვირფასო? რამე დაეწუნება ჩემს ბიჭს?
-სახე აელეწა მარიამს და ძლივს მოსულიერდა. ამ დროს ალექსანდრეც მოუახლოვდა მათ და მარიამს მისი დანახვისას უარესად აუტყდა ხველა, მაქსიმე კი ბოლო ხმაზე ახარხარდა.
-მარიამ კარგად ხარ?
-წყალი მომაწოდე რა ალექსანდრე. -ძლივს სთხოვა მარიამმა და მანაც წამში მოურბენინა წყალი.
-მადლობა ალექსანდრე.
-არაფერს მარიამ.
-დედაა რა ჯელტმენი ძმაკაცი მყავს მოკლედ!
-მაქსიმე დამშვიდდი!
-მე ისედაც მშვიდად ვარ სან ,ჩემი ძვირფასი ცოლი ახლა მაკოცებს და კიდევ უფრო დავმშვიდდები აი შენ რა გეშველება? -ახარხარდა ისევ მაქსიმე ახლა უკვე სამივეს სახეზე.
-მაქსიმეეე! -სამივემ ერთად წამოიყვირა.
-რა იყო ცოლო რა გაგიკვირდა არ მამშვიდებ ხოლმე?
-დაგამშვიდებ ახლა თუ გაგგზავნე მიქელასთან! -უკვე ნერვები ეშლებოდა მაქსიმეს საქციელზე ლილეს.
-შენთან ერთად ხომ იცი მიქელასთანაც წავალ ჩემო ველურო ფისო! -ანთებული თვალებით უთხრა და ისე უცბად აკოცა ლილეს ვერც კი გაიაზრა მან. თვალები ჭყიტა და ახარხარებული მეგობრების დანახვისას უფრო მოეშალა ნერვები.
-თქვენ მოგივლით მე, თქვე არამეგობრებო, თქვე გველკუებო თქვე საზიზღრებო. -ცოფებს ყრიდა ლილე და საპირფარეშოსკენ გაემართა. სამივე კი ისევ აგრძელებდა სიცილს.
-ლილეე ლილე სად მიდიხარ მოიცადე. -მობრუნება სცადა მარიამმა.
-მარტო მინდა ყოფნა დამანებეთ თავი! -გამოსცრა კბილებს შორის და უკან არც მოუხედავს. მაქსიმემ მარიამ შეაჩერა და თვითონ გაყვა მას. ალექსანდრემ კი დრო იხელთა და მარიამი საცეკვაოდ დაპატიჟა.
-მარიამ არ გინდა ვიცეკვოთ?
-დიდი სიამოვნებით! -გაუღიმა თვალების ციმციმით მარიამმა და მის გამოწვდილ ხელს ხელი მოკიდა. ლილეს როგორც კი, საპირფარეშოს კარი უნდა დაეკეტა, ამ დროს მაქსიმეც შევდა შიგნით.
-მაქსიმე გადი, რა ჯაანდაბა გინდა აქ? -ისე უთხრა სახეზეც არ შეუხედავს.
-მმ ჩემს ცოლთან თუ საპირფარეშოში?
-აუ მაქსიმე გთხოვ გადი რა!
-ვაიმეე ჩემიი მეამიტი. მიშგვი წინწილ (ჩემი ბარტყი). -მაქსიმე მიუახლოვდა და გულზე მიიხუტა. თავზე აკოცა და გაჩუმდა.
-მაქსიმე რა გინდათქოო. -ახლა ოდნავ მშვიდად შეეკითხა.
-ჩემს ცოლს ვეფერებიო.
-არ ვარ მე შენი ცოლი.
-გახდები პატაარა ქალბატონო გახდებიო!
-რამეს ნიშნავდეს ახლა ეგ რა! -მოშორებას ეცადა ლილე და მაქსიმემ თავი დაუჭირა.
-ძალიან, რომ მინდიხარ იცი? -ვნება მოერია გვიჩიანს.
-მაქსიმე მთვრალი ხარ!
-ისეც მინდიხარ! მართლა!
-მაქსიმე გადი! -გული აუჩქარდა ლილეს, მისი ტუჩები ახლოს რომ დაიგულა.
-ნუ მეწინააღმდეგები!
-მაქსიმე გთხოვ დამანებე თავი. -ახლა მშვიდად უთხრა ლილემ. გაგიჟებულ მაქსიმეს ვეღარ უძლებდა. ის თუ ვერ მოითმენდა იცოდა თავადაც ვერ მოითმენდა. მასაც უნდოდა იგივე რაც მაქსიმეს, მაგრამ ყველანაირად თავის შეკავება უნდოდა.
-როგორ მაგიჟებ პატარა ქალბატონო როგორ.. -მის ტუჩებთან ჩუმად ამოიფრუტუნა და წამის მეასედში ველურად დააცხრა ლილეს ტუჩებს. ისე გახელებით კოცნიდა ლილეც ვერაფერს აკეთებდა. რამდენჯერმე ამოიკვნესა გაგიჟებულმა და თმაში ხელი შეუცურა მაქსიმეს. მისი გონება ვეღარაფერს აღიქვამდა , გარდა მაქსიმეს ტუჩებისა.
-რა ტკბილი ხარ იციი ... -კოცნისას ამოილუღლუღა ლილემ.
-ვერ ელევი ხო? -იგივე გაიმეორა მაქსიმემ.
-ვერა..
-ეგრე იცის გემოს, რომ გაუგებ. მერე ვეღარ ელევი ვერაფრით.. -ლილემ მუჯლუგუნი მისცხო და უნდოდა მოსცილებოდა, მაგრამ მაქსიმემ უფრო ძლიერად დაიჭირა და იქვე სარკესთან ჩამოსვა. ზურგზე ხელებს უსრიალებდა. ერთი ხელი საჯდომთან ჩაუცურა და მოუჭირა, რაზეც უკვე ხმამაღლა ამოიკვნესა ლილემ. შემთვრალი მაქსიმე თავს ვეღარ იკავებდა. ჭკუიდან გადაიყვანა თავისმა პატარა ქალბატონმა. მთელი გრძნობით და მონდომებით კოცნიდა. უნდოდა, რომ ლილე თავიდან ბოლომდე მისი ყოფილიყო. ორივეს გულის ცემა საოცარი სიჩქარით ასწრაფდა. ისე ძგერდა ორივეს გული, როგორც არასდროს.
-მაქსიმე გთხოვ შეწყვიტე... -შეევედრა ლილე. მას კი ტუჩები ლილეს ყელზე ჰქონდა მიდებული და სველ კოცნებს უტოვდა. -შეწყვიტე რა, იმას ნუ გააკეთებ რასაც მერე ორივე ვინანებთ.
-თავს ვერ ვიკავებ ლილე.. მაგიჟებ.. -გონება დაებინდა სვანს.
-არ შეიძლება ასე.. გთხოვ მაქსიმე... -ტირილამდე მივიდა ლილე. უნდოდა მასაც უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა იმის გამო რომ, უფრო მეტს გრძნობდა ვიდრე ვნებას. უნდოდა გარკვეულიყო საკუთარ თავსა და გრძნობებში. მაქსიმემ, როგორც კი ლილეს გაშეშებული სხეული იგრძნო მოეშვა და კოცნა შეწყვიტა. მოშორდა და შორს დადგა. დამშვიდებას შეეცადა, ამ აგზნებას, რომ გადაევლო. ლილეც როგორც იქნა დაწყნარდა. მაქსიმე ფრთხილად მიუახლოვდა და წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია.
-უკვე უძლური ვარ შენს წინაშე ლილე.. -საოცარი სიმშვიდით უთხრა და სასმლით ანთებული თვალები ბავშვივით მიანათა მის ყავისფერ თვალებს.
-ეს მარტო ჰორმონებია მაქსიმე, თავი შეიკავე გთხოვ. მიჭირს შეწინააღმდეგება ხვდები მგონი. არ ვიცით მომავალში რა იქნება. თან არც ვაპირებთ ჩვენ დიდხანს ერთად ცხოვრებას. ასე, რომ საჭირო არაა ეს ინტიმური ურთიერთობები. -ლილე თვალებში ვერ უყურებდა ისე უთხრა ყველაფერი. მაქსიმეს თითქოს მისი სიტყვები გულზე მოხვდა. გაჯიუტდა და მოუნდა, რომ სულ მასთან მოუნდა ყოფნა. თავისი ტუჩები შუბლზე მიაკრო და ასევე მშვიდად უთხრა.
-არასდროს.. არასდროს შეგეხები ლილე, სანამ შენ თვითონ არ მთხოვ ამას.
-მოვრჩეთ გთხოვ! -სევდიანი ხმით მიმართა.
-კარგი წამოდი გავიდეთ. ერთი საქმე გვაქვს დასამთავრებელი!
-რა საქმე?
-ჩემს ცოლთან პირველად უნდა ვიცეკვო! -გაეკრიჭა და ხელკავი გამოსდო ლილეს. მის პატარა ქალბატონს მაინც, სითბო ჩაეღვარა გულში და მანაც გაუღიმა. გასულებმა მარიამი და ალექსანდრეც დაინახეს, მოცეკვავეთა შორის.
-ესენიც აქტიურობენ მგონი ხო მაქს? -გაეცინა ლილეს.
-ვნახოთ აბა შენი დაქალი როგორ იყოჩაღებს! -გაიკრიჭა ისიც.
-მე გავატარებ გაკვეთილებს არაუშავს!
-ბიჭის მხარე უფრო ძლიერია ბარტყო! -ასე ღიმილით შეუცურა ხელი წელზე და მუსიკას ააყოლებინა ტანი. ლილემაც თავისი თლილი ხელები კისერზე შემოხვია და თავი გულზე დაადო. გაიტრუნა და მის გულის ცემას უსმენდა. ლილე ხვდებოდა, რომ უკვე იმაზე მეტს გრძნობდა ამ მოკლე ხანში, ვიდრე უბრალოდ ვნებას. ცოტახანს ჩუმად იყვნენ, ლილემ თავი წამოსწია და თვალებში ჩააცქერდა.
-ბოროტო მბრძანებელო ისე დღეს რაღაც მშვიდი ხარ! -ოდნავ გაუღიმა.
-ჩამიცხრე ჰორმონები და.. -გაიცინა მაქსიმემ.
-როგორც, ჩანს ნასვამი უკეთესი ხარ.
-ჩასაყლაპი!
-ხო უბრალოდ ჰორმონები გითუხთუხდება უარესად.
-გაჩუმდი და ჩამეხუტე! -ისე ჩაიხუტა მაქსიმემ, კინაღამ ძვლები დაუმტვრია. თითქოს დიდი ხნის მონატრებული ჰყავდა. არადა სასმელი აძლევდა სითამამეს. ლილესაც სულ ცოტა ჰქონდა დალეული.
-ნუ გამჭყლიტე ველურო!
-აბა ჩახუტებას ვერ უძლებ და ლოგინში გამიძლებ? -მაინც ვერ ისვენებდა მაქსიმე. ლილემ უხეშად მოიშორა მისი ხელები და გალანძღვას აპირებდა, მათკენ მომავალი ანა რომ დაინახა. მაქსიმე კი სიცილს ვერ იკავებდა მის სახეზე.
-ლილე რა სახე გაქვს შვილო, ხომ კარგად ხარ?
-კი , კი ქალბატონო ანა კარგად ვარ.
-გატყუებს დე, ნერვიულობდა მგონი დედაშენს არ მოვეწონეო. -ლილე წამოწითლდა სახეზე და სიამოვნებით შემოარტყავდა მაქსიმე რაიმეს ანა იქ, რომ არ ყოფილიყო.
-მაქსიმე ნუ ცანცარებ! გატყუებთ ქალბატონო ანა. -ანამ სიცილი ვერ შეიკავა ლილეს დაბნეულ სახეზე.
-მჯერა შვილო, ამ მასხარას არაფერი ეშველება. არ უნდა აყვე და მოგეშვება. -თბილად გაუღიმა სარძლოს. -მაქსიმე დაანებე გოგოს თავი და მეტი აღარ დალიო იცოდე. -გააფრთხილა თავისი ვაჟი.
-ნახე რა სარძლოს მხარეზე რომაა.
-მაქსიმე ნუ მაიმუნობთქო. -კიდევ ეცინებოდა ანას, ბავშვურ მაქსიმეს, რომ უყურებდა. -მგონი ჯობია წახვიდეთ სახლში, დაიღლებოდა ლილე დაისვენოს ჯობია.
-კარგი დე წავალთ მაშ ჩვენ.
-კარგად იყავით დე. ალექსანდრეს უთხარი ჭკვიანად ატაროს მანქანა.
-კარგი არ ინერვიულო.
-კარგად იყავით ქალბატონო ანა. -ლილემ თბილად გადაკოცნა ანა და მაქსიმესთან ერთად მობაასე წყვილისაკენ წავიდა.
-ამათ უყურე რა დღეში არიან. -გაეცინა ლილეს.
-მემგონი ჩვენ გაგვასწრებენ ესენი ხო იცი. -მაქსიმემაც თავი ვერ შეიკავა და მასაც გაეცინა.
-გვრიტებო აბა არ წავიდეთ სახლსა შინა? თუ დარჩებით თქვენ? -მთელი სერიოზულობით ჰკითხა მაქსიმემ.
-მაქსიმე ნუ ცანცარებთქო. -გაუბრაზდა მეგობარს.
-წავიდეთ ხო დავიღალე. -ხუმრობა გაუტარა მარიამმა.
მანქანისკენ ჩუმად წავიდნენ და კომფორტულად მოთავსდნენ დაღლილები. გოგონებმა ქუსლები გაიხადეს და შვებით ამოისუნთქეს.
-მარუს მოიწი ჩემთან რა! -ლილე თბილად ჩაეხუტა დაქალს და მთელი გზა ასე იარა.
-ჩემი სიყვარულიი.
-როგორ მენატრებოდი გორელო პრინცესა. -გაიცინა ლილემ.
-ხომ არ გაგეცალოთ? -გაიკრიჭა მაქსიმე.
-არა ახლა არა, მარა სახლში რომ მივალთ ხელი არ შეგვიშალო. -სიცილით უთხრა მარიამმა.
-მარიამ შენც რა ცელქცი ბავშვი ყოფილხარ! ცოტა მაინც დამიტოვე ჩემი ცოლი!
-ნუ გეშინია ცხარეებზე ალერგია მაქვს საერთოდ პირს არ დავაკარებ. -უარესად გაიცინა მარიამმა და დაქალისგან საპასუხო დარტყმაც მიიღო.
-პროსტა დაქალიც ამას უნდა რა! -თვალები აატრიალა ლილემ.
-მარიამ თურმე ჰგავხართ ერთმანეთს, ორივეს ცხარეებზე გაქვთ ალერგია. მე და ლილე კი ერთმანეთს ვგავართ, ორივე ცხარე ვართ! -ლილემ ხელი გადასწია წინ და მხარზე უჩმიტა.
-მეტკინა ველურო ფისო! -სახე დაემანჭა.
-ძალიან კარგი მერე!
როგორც იქნა სახლამდეც მიაღწიეს და ფეხშიშველი გადმოვიდა ლილე მანქანიდან, რადგან ქუსლების კიდევ ჩაცმის თავი არ ჰქონდა.
-რას აკეთებ ჩემო პატარა ქალბატონო, ფეხშველა როგორ დადიხარ? -ხელში აიყვანა მაქსიმემ და სახლში შეიყვანა.
-ისე იქცევი ანგელოზი მგონიხარ!
-ანგელოზი ვარ ძირფასოოო!
-მიდი, გადი, მოდი რაა. -თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა დაღლილმა ლილემ და მარიამს ანიშნა მე წამომყევიო.
-აბა ჰეთ ბიჭებო ძილინებისათ. - დაემშვიდობნენ ორივეს და საძინებლისკენ აიღეს გეზი. ახლა სალომეს საძინებელში შეიყვანა მარიამი. იცოდა მაქსიმე არ აპატიებდა თავის ოთახში სხვასთან ერთად შესვლას. კაბები გაიხადეს და ეგრევე საწოლში გადაეშვნენ. არაფრის თავი აღარ ჰქონდათ, ახლა მხოლოდ დაქალური საუბრების დრო იყო.
-მარუს აბაზანაში შევალ 5 წუთი და მოვალ, მანამდე არ ჩაგეძინოს იცოდე.
-კარგი ხო, მალე მოდი. -ლილე გრძელი მაისურით გავიდა და ეცადა შეუმჩნევლად შესულიყო აბაზანაში. კბილები გაისუფთავა , ცივი წყალი შეისხა სახეზე და ცოტა შეფხიზლდა. იქიდან გამოსულს მაქსიმე აესვეტა წინ. პირზე ხელი ააფარა და შეუმჩნეველ ადგილას გადაიყვანა.
-მაქსიმე რას აკეთებ? -ჩუმად უთხრა ლილემ.
-უჩემოდ იძინებ?? -მშვიდად ჰკითხა და ცხვირი ყელზე გაუთათუნა. ლილეს ჟრუანტელმა დაურა და ეცადა სურვილებს არ აჰყოლოდა კვლავ.
-აბა მარიამს მარტო ხომ არ დავტოვებ, თან მომენატრა კრეტინო!
-სულ იმისი, რომ ხარ რამე მაინც გამატანე!
-რა გაგატანო? -დაიბნა ლილე.
-ფეხი, ხელი ან საერთოდ ტუჩები! -თვალდახუჭულმა მაქსიმემ ჩურჩულით უთხრა.
-წაიღე! -ათრთოლებული ხმით უპასუხა და თავადვე აკოცა გემრიელად.



მოკლედ დაგიბრუნდით <3 ყველანაირად ვეცადე და დავბრუნდი.. იმედია ასე თუ ისე კარგი გამოვიდა და ჩემმა მდგომარეობამ ამ თავზე არ იმოქმედა. კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ გალოდინეთ. მიყვარხართ და მეიმედებით <3 ახლა ისე მჭირდებით როგორც არასდროს. ველი შეფასებას <3



№1  offline წევრი aanastasiaaa

ძალიან კარგია ❤ ერთი სული მქონდა როდის დადებდი ❤

 


№2  offline მოდერი Mathew

აქ კომენტარი რომ არ დამედო ვერ მოვითმენდი!!
იმდენად სასიამოვნო წასაკითხია რომ არ ვიცი.თან ველოდი ახალ თავს და უზომოდ ვარ გახარებული.
ასე გააგრძელეე ^^

 


№3  offline მოდერი pekhshvela

Girl with pretty smile
აქ კომენტარი რომ არ დამედო ვერ მოვითმენდი!!
იმდენად სასიამოვნო წასაკითხია რომ არ ვიცი.თან ველოდი ახალ თავს და უზომოდ ვარ გახარებული.
ასე გააგრძელეე ^^

ვაიმე დიდი მადლობა შენ ❤❤❤❤

aanastasiaaa
ძალიან კარგია ❤ ერთი სული მქონდა როდის დადებდი ❤

მადლობა საყვარელო ❤❤

 


№4 სტუმარი kati

Kargi iyo.velodebodi da axla ukve momdevnos velodebiiii.

 


№5  offline წევრი naniko mindia

Racecxli dante kargi iyo momwons es otxeuli warmatebebi , imedia agar dagvianeb xolme ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№6  offline მოდერი pekhshvela

naniko mindia
Racecxli dante kargi iyo momwons es otxeuli warmatebebi , imedia agar dagvianeb xolme ❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა ჩემო კარგო. აღარ გალოდინებთ❤❤

kati
Kargi iyo.velodebodi da axla ukve momdevnos velodebiiii.

მადლობა დიდი❤❤❣

 


№7 სტუმარი A

Au kargi xalisiani istoriaa. Dzalian momwons da sul gimilit vkitxulob yvela tavs. Dzalian momwons me es istoria da yovel tavze gaumadzgroba mewyebba. Arasodes myopnis ra.... Gtxov axali tavi male dade da agar gvalodino ake ok? aba warmatebebi da axal tavs veli....

 


№8  offline წევრი მელი

ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი ისევ. ულამაზესი თავი იყო. დიდი მადლობა შენ ))))გემრიელად დავიძინებ დღეს )))

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

გელოდებოდი

 


№10 სტუმარი ნია

როგორ გამახარეეეე, ისეთი საოცარი თავი იყო რომ ზღვა დადებითი ემოციით ავივსე <3 სიტყვები არ მყოფნის იმდენად ვარ გაგიჟებული ამ ისტორიაზე <3
მიხარია შენი დაბრუნება <3

 


№11  offline წევრი tatuli)

ra kargi tavi iyo <3 velodebi shemdegs moutmenlad

 


№12  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ჩენი ნუცა ♡
როგორ ძალიან გამიხარდი ^_^
მომენატრეეეე ♡
რა კარგი და გემრიელი თავი იყო :*
სულ, სულ ცეცხლებს რო ანთებ ისტორიებში :დ
სულ მშია მე შენი ისტორიები :დ
ბოლოდე მანაყრებს, სულ მინდა ვიკითხოო :*
რამდენჯერ მოვუბრუნდები კიდევ ამ ისტორიას ^_^ უუუჰ ბევრჯეეერ ♡
წავედი ახლა მე კარგად გამოვიძინო :დ
ნუ ჩემი დამოკიდებულება პერსონაჟებზექე იციი :დ
საყვარლეებიიი :*

 


№13  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ჩენი ნუცა ♡
როგორ ძალიან გამიხარდი ^_^
მომენატრეეეე ♡
რა კარგი და გემრიელი თავი იყო :*
სულ, სულ ცეცხლებს რო ანთებ ისტორიებში :დ
სულ მშია მე შენი ისტორიები :დ
ბოლოდე მანაყრებს, სულ მინდა ვიკითხოო :*
რამდენჯერ მოვუბრუნდები კიდევ ამ ისტორიას ^_^ უუუჰ ბევრჯეეერ ♡
წავედი ახლა მე კარგად გამოვიძინო :დ
ნუ ჩემი დამოკიდებულება პერსონაჟებზექე იციი :დ
საყვარლეებიიი :*

ჩემო გოგო დიდი მადლობა heart_eyes ხო ვიცი, ძალიან გიყვარს შენ შენი ალექსანდრე :დდ <3 აი ასე ავდექი და დავბრუნდი ^^

a.bochorishvili
ღირდა ლოდინად, სასწაუუულ

მადლობაა <3

მელი
ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი ისევ. ულამაზესი თავი იყო. დიდი მადლობა შენ ))))გემრიელად დავიძინებ დღეს )))

მადლობაა დიდიი <3 <3 როგორ მახარებთ <3

tatuli)
ra kargi tavi iyo <3 velodebi shemdegs moutmenlad

მადლობბაა <3

ლათინო
ღირდა! ნამდვილად ღირდა ლოდინად!
სიმართლე გითხრა ვფიქრობდი რომ კიდევ დაგაგვიანდებოდა მაგრამ რომ დამხვდა იმდენად გამიხარდა რომ ვერ აღვწერ. ორივე წყვილი ძალიან მაგარია მომწონს ძალიან! ახალ თავს ველოდები ♥♥♥

ხო დავბრუნდი.. ახლა ცოტა ყურადღების გადატანა მჭირდება. წერა კი ცოტას მიშველის. მადლობა ჩემო კარგო შენ❤❤

A
Au kargi xalisiani istoriaa. Dzalian momwons da sul gimilit vkitxulob yvela tavs. Dzalian momwons me es istoria da yovel tavze gaumadzgroba mewyebba. Arasodes myopnis ra.... Gtxov axali tavi male dade da agar gvalodino ake ok? aba warmatebebi da axal tavs veli....

ვაიმეე როგორ მახარებთ. მადლობაა ❤❤❤

ნია
როგორ გამახარეეეე, ისეთი საოცარი თავი იყო რომ ზღვა დადებითი ემოციით ავივსე <3 სიტყვები არ მყოფნის იმდენად ვარ გაგიჟებული ამ ისტორიაზე <3
მიხარია შენი დაბრუნება <3

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤❤❤❤❤❤????

terooo
გელოდებოდი

მადლობაა heart_eyes

 


№14  offline წევრი შუბითიძე

ლამის გავგიჟდიი ისე მინდოდა ახალი თავი დაგედო დღეს შემთხვებით შემოვედი არ მეგონა ,რომ ახალო თავი იქნებოდა მაგრი გოგო ხარ ამ მძიმე წუთებში ჩვენ გულებს რომ ახარებ . ერთერთი მისაბაძი მწერალი ხარ ჩემთვის . ცოტა ძაან დიდი თავები დადე რა ! :დ

 


№15  offline მოდერი pekhshvela

შუბითიძე
ლამის გავგიჟდიი ისე მინდოდა ახალი თავი დაგედო დღეს შემთხვებით შემოვედი არ მეგონა ,რომ ახალო თავი იქნებოდა მაგრი გოგო ხარ ამ მძიმე წუთებში ჩვენ გულებს რომ ახარებ . ერთერთი მისაბაძი მწერალი ხარ ჩემთვის . ცოტა ძაან დიდი თავები დადე რა ! :დ

მადლობა საყვარელო <3

 


№16 სტუმარი სტუმარი ლილუ

როდის დადებ შემდეგ თავს?
გავგიჟდი უკვე... საოცარი ისტორიაა...
heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№17  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი ლილუ
როდის დადებ შემდეგ თავს?
გავგიჟდი უკვე... საოცარი ისტორიაა...
heart_eyes heart_eyes heart_eyes

მადლობაა heart_eyes heart_eyes დღეს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent