შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 17


7-06-2018, 22:18
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 5 535

ავტორის შენიშვნა: ვიცი ახლა ისევ წუწუნს დაიწყებთ ზომაზე :დ მაგრამ რა ვქნა...?! მართლა ვცდილობ დრო გამოვნახო ❤️ თან ახლა გამოცდები მეწყება და არ ვიცი შემდეგს როდის დავდებ :( ❤️ იმედი მაქვს მოგეწონებათ ❤️ ველი თქვენს შეფასებებებს ❤️

-----------------
-კიდევ ბევრი დარჩა?
-რა იყო, დაიღალე?-მკითხა დამცინავად.
-მეხუმრები? რა თქმა უნდა არა!-ცოტა მოვიტყუე.
-თითქმის იქ ვართ.-მითხრა მშრალად.
კიდევ რამდენიმე წუთი დავდიოდით მდუმარედ. ვცდილობდი ბიჭისკენ არ გამეხედა, რომ ისევ იგივე არ მეგრძნო, რაც წეღან ვიგრძენი, თუმცა ხანდახან მაინც მეპარებოდა ხოლმე მისკენ თვალი.
-ანა რა გჭირს?-მოულოდნელად მკითხა ალექსმა და მთლიანად ჩემკენ შემობრუნდა.
-რა? რა უნდა მჭირდეს?-დავიბენი.
-რავიცი... -ეჭვით დაუწვრილდა ბიჭს თვალები.-ისე მიყურებ, თითქოს რაღაც დააშავე.
მთლიანად გავწითლდი.
-რა უნდა დამეშავებინა?!-ვკითხე ზუსტად ისე, როგორც დამნაშავე იტყოდა დანაშაულზე წასწრებისას და წინ წავედი. ხეებს შორის გზას ვიკვალავდი.
-ანა, ფრთხილად!-მომესმა ალექსის ყვირილი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ჩანთიდან პირველადი დახმარების ყუთი ამოიღო. სწრაფად და მოხერხებულად მოქმედებდა. როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევისთვის მზად იყო. მის თითოეულ მოქმედებას თვალს ვადევნებდი. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის აკეთებდა.
სამედიცინო დახმარების ყუთი გახსნა და იქიდან რაღაც ამოიღო.
-ჭრილობა უნდა გაგიწმინდო!-მითხრა ბრძანებითი, აუღელვებელი ტონით და ჩემს მუხლებთან ჩაიმუხლა.-ცოტა გეტკინება.
-არაუშავს.-ვუპასუხე მარტივად.
ჩაეღიმა.
-ძალიან გეტკინება!-დაამატა.
-როგორღაც გადავიტან!-მეც არ შევეპუე.
ცისფერი თვალები შემომანათა.
-როგორი შეუპოვარი ხარ!-გულრწფელად თქვა და ნაჭერზე რაღაც სითხე დაასხა.
-არც ისე.-ვუარყავი.
-ყოველთვის რატომ მეწინააღმდეგები?!-მკითხა გაღიზიანებულმა.
-ყოველთვის არ გეწინააღმდეგები!-შევუბღვირე.
-აი, კიდევ!-ფაქტზე გამომიჭირა.
პირი რაღაცის სათქმელად გავაღე, მაგრამ ალექსმა სველი ნაჭერი დასისხლიანებულ მუხლზე დამადო და სიტყვების მაგივრად, კვნესა დასცდა ჩემს ბაგეებს. თავი უკან გადავაგდე და ხელები მაგრად ჩავაჭდე იმ ხის მორს, რომელზეც ვიჯექი.
-ძალიან გტკივა?-მკითხა ბიჭმა მზრუნველად.
გაკვირვებულმა გავხედე. ასეთი თბილი ტონი მისგან მეუცხოვა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ მისი კოცნა არ მინდოდა.
ბიჭს გულწრფელი ღელვა ეტყობოდა.
-არა...-ამოვიბლუყუნე-ხვალამდე საერთოდ გამივლის.
ცალმხრივად ჩაეღიმა.
-ყოჩაღი გოგო ხარ!-ისე მითხრა, როგორც ბავშვს, რომელსაც კარგი საქციელისთვის აქებენ.
გავწითლდი. არც კი ვიცი რატომ. რა თქვა ისეთი...? არც არაფერი! მაგრამ რატომღაც ძალიან მესიამოვნა.
-კიდევ ცოტაც უნდა მოითმინო-მითხრა შეპარვით.
-კარგი-თავი დავუქნიე.
სველი ნაჭერი ისევ შემეხო მუხლზე. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ძალაუნებურად ტკივილისგან გამოწვეული ხმები რომ არ გამომეცა, ტუჩზე ვიკბინე. ბიჭმა ამომხედა და თვალი პირდაპირ ჩემს ტუჩებზე გაუჩერდა. აქამდე უგრძნობ, დალაგებულ სახეზე, ახლა ათასმა ემოციამ გადაურბინა.
-ხომ გაგაფრთხილე, რომ ეს აღარ გაგეკეთებინა?!-მკითხა თითქმის ჩურჩულით.
-მტკივა და რა ვქნა?!-ბავშვივით ამოვიბუზღუნე.
ბიჭს თვალები ვნებისგან აუგიზგიზდა. მარჯვენა ხელი შიშველ ფეხზე შემახო და ნაზად ამიცურა წვივზე. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ალექსი ცისფერ თვალებს არ მაშორებდა, დაბლიდან ამომყურებდა. ნაზ თითებს ნელა დაატარებდა ჩემს ფეხზე და ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა.
გავწითლდი. ისევ ტუჩზე ვიკბინე, თუმცა ამჯერად ტკივილი არაფერ შუაში არ იყო.
-ამას ნუ აკეთებ!-მითხრა გამაფრთხილებლად-თუ არ გინდა, რომ კონტროლი დავკარგო.
არაფერი არ მითქვამს, თავი უკან გადავაგდე და თვალები დავხუჭე.
რამდენი წამში ბიჭის თბილი ტუჩები ვიგრძენი მუხლთან. ნაზად, უხმაუროდ მაკოცა. შემდეგ კიდევ ერთხელ... ჩემმა სხეულმაც არ დააყოვნა და ნაკოცნი ადგილიდან, მთელს სხეულში გავრცელდა ელექტროენერგია.
მთელს სამყაროს გამოვეთიშე. ახლა მხოლოდ ალექსს ვგრძნობდი, რომელიც ნაზად დაატარებდა ხელს ჩემს ფეხზე და რომლის ტუჩებიც, ელექტროენერგიას ავრცელებდნენ ჩემს სხეულში.
-მოვრჩი - თქვა ბიჭმა მოულოდნელად და მომშორდა.
გამოვფხიზლდი და ჩემს მუხლს დავხედე. ბიჭს ჭრილობა გაეწმინდა. ეს როდის მოასწრო?! ვერც კი ვიგრძენი... ნუთუ მაშინ, როცა...
დავიჯერო ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გაითამაშა, რომ ტკივილი ვეღარ მეგრძნო? გამოუვიდა!
მთლიანად გავწითლდი. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
-ახლა ფეხს შეგიხვევ და მორჩა.-თქვა ჩვეული ცივი ტონით.
-შეხვევა არ მჭირდება, ისედაც კარგად ვარ!-ვუთხარი მაშინვე.
-ნუ მეწინააღმდეგები, თორემ დაწყებულ საქმეს დავასრულებ!-თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა.
არ მინდოდა მეფიქრა იმაზე, თუ ,, დაწყებული საქმის დასრულება'' რას ნიშნავდა.
-ახლა რა ვქნათ?-ვკითხე თემის გადასატანად.
-პირველ რიგში ფეხს შეგიხვევ,-მითხრა და ნახევრად წელვადი ლენტი ამოიღო ყუთიდან. ნელ-ნელა დაიწყო შეხვევა. ვცდილობდი მის გრძელ თითებზე არ მეფიქრა, რომლებიც ნატკენ ადგილთან ახლოს მეხებოდნენ.-ახლა კი ვნახოთ შეძლებ თუ ვერა დამოუკიდებლად სიარულს.-ჩემი მუხლის შეხვევა დაასრულა.
-შევძლებ!-ვთქვი თავდაჯერებულად.
გაეღიმა.
ნელა წამოვდექი. ფეხი მეტკინა, თუმცა ვცადე არ შემმჩნეოდა.
-ანა, გტკივა!-მითხრა უემოციოდ, თითქოს ფარტი აღნიშნა.
-სიარულს შევძლებ!-არ დავნებდი.
-ამხელა ბარგით ვერა!-თვალით ჩემი უზარმაზარი ზურგჩანთისკენ მანიშნა, რომელიც ერთ-ერთი ხის ძირში იდო.
-ვცდი მაინც!
-ანა ნუ მეწინააღმდეგები!-უკვე მოთმინება ელეოდა. თვალები აენთო.
-აბა რა ვქნათ?-პოზიციები დავთმე.
-თითქმის დანიშნულების ადგილას ვართ, დაახლოებით 15 წუთის სავალია.-თავისი გეგმის ჩემთვის გაცნობა დაიწყო ბიჭმა.-ჩანთა აქ დატოვე, მე იქამდე მიგიყვან, ბანაკს გავშლი და ჩანთის წამოსაღებად დავბრუნდები. ხვალამდე შენ უკეთ გახდები და შენი ბარგის შენთვითონ ტარებას მოახერხებ.-დაასრულა.
-მგონი...-დავფიქრდი-კარგი იდეაა.-დავთანხმდი.
-მაგრამ?...-წარბი ასწია.
-მაგრამ ჩემს ჩანთას რომ რამე დაემართოს?-ვკითხე პირდაპირ.
-ნახევარ საათში დავბრუნდები. შუა ტყეში რა უნდა დაემართოს?-დამცინავად მკითხა.
-კაი...-ყოყმანით დავთანხმდი.
-მოდი აქ!-მითხრა სერიოზული გამომეტყველებით.
-რა?-თვალები გამიფართოვდა.
ბიჭმა თვალები გადაატრიალა და თვითონ მომიახლოვდა. წამის მეასედში ამიტაცა ხელში. ისე მსუბუქად, თითქოს 50 კი არა, 5 კილო ვყოფილიყავი. ცალი ხელი მხრებზე მომხვია, მეორე კი მუხლებს ქვემოთ ამომდო.
-ალექს!-ვუთხარი, როგორც კი გავიაზრე რას აკეთებდა-ჩემი ხელში აყვანილი ტარება არაა საჭირო, ისედაც შემიძლია სიარული!
-შენი სიარულის ტემპით ხვალამდე ვერ მივალთ!-მიპასუხა უემოციოდ-და ვეღარ ნახავ შენს შეყვარებულს.-დაამატა დაცინვით.
-ჩემი შეყვარებული არაა!-გავღიზიანდი.
-კაი მაშინ შენი პოტენციური შეყვარებული.-ჩაასწორა ირონიით.
ამოვიოხრე.
-მალე დაიღლები, მძიმე ვარ.-თემა ოსტატურად გადავიტანე.
-შენ ხარ მძიმე?-ცალმხრივად ჩაეღიმა ბიჭს და წამით მის ხელებში მოქცეულს დამხედა.
-შეიძლება მარტო მე ძალიან არა, მაგრამ ამხელა ჩანთა გკიდია უკან...
-არაფერია!-მომიჭრა მოკლედ-თითქმის იქ ვართ.
-ხვალამდე ფეხი ხომ მომირჩება?-ვკითხე ბიჭს იმედით.
-ნაღრძობი არაა, ასე რომ წესით მალე უნდა გაგიაროს.
პასუხმა აბსოლუტურად დამაკმაყოფილა. თავი ბიჭის მკერდს მივადე და გავისუსე. მისი სურნელი შევისუნთქე. ამჯერად ტყის და მიწის სასიამოვნო არომატი ჰქონდა. თვალები დავხუჭე. მისი გულის ფეთქვა მესმოდა. მომეჩვენა, რომ ის ნორმალურზე უფრო სწრაფად ძგერდა. მის ხელებში ჩავდნი. მთლიანად მივენდე. ვიცოდი, რომ მასთან უსაფრთხოდ ვიყავი. ვიცოდი, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა!


******************

-მოვედით!-მომესმა ალექსის ხმა.
თვალები ნელ-ნელა გავახილე. რაც პირველი დავინახე, უზარმაზარი ხეების კენწეროები და ლურჯი ცა იყო. შემდეგ ალექსის გულმარკერდსაც მოვაშორე თავი და გარემო მოვათვალიერე. საოცარ ადგილას ვიყავით. ჩვენგან ოცდაათიოდე მეტრში ულამაზესი ჩანჩქერი ჩამოედინებოდა და პატარა გუბურას ქმნიდა. წყალი იმდენად სუფთა იყო, შიგნით ყველაფერი ჩანდა. მთის წვერზე არ ვიყავით, პირიქით, უფრო დაბლა ჩავსულიყავით.
დაგუბებულ წყალთან ახლოს, საბანაკოდ იდეალური ადგილიც მოჩანდა. ერთ პატარა ადგილს, კოცონის კვალიც ეტყობოდა, რაც აშკარად ალექსის ნახელავი უნდა ყოფილიყო. ეჭვი მეპარება ამ ადგილას ჩვენს გარდა კიდევ ბევრი ადამიანი ყოფილიყო ნამყოფი.
ალექსმა ჩემი გაოცებული სახე დაინახა და ჩაიღიმა, შემდეგ კი ფრთხილად დამაბრუნა მიწაზე.
-ახლა ბანაკს გავშლი და შენი ბარგის მოსატანად წავალ.-მითხრა ბიჭმა.
-კარგი...-ყოყმანით დავთანხმდი და იქვე ხის ძირში ჩამოვჯექი.
-ერთ წუთში დავბრუნდები!-მითხრა ალექსმა და მაშინვე გაქრა, ისე რომ კითხვის დასმაც არ მაცადა.
რაღა მექნა?! გარემოს თვალიერება და შესწავლა დავიწყე. სამოთხეში ვიყავი. ნამდვილად სამოთხეში! თავს ჯერ იმ ქაფის ყურებით ვირთობდი, რომელსაც ჩანჩქერი წარმოქმნიდა, შემდეგ კი ერთ-ერთ ხეზე ციყვი შევნიშნე და ახლა მას ვუცქერდი ინტერესით.
ალექსი მართლაც ერთ წუთში დაბრუნდა. ხელებში ფიჩხები ეჭირა, რომლებიც კოცონის დასანთებ ადგილას წრიულად დაალაგა. რამდენიმე წუთში კოცონი დაანთო და კარვის გაშლას შეუდგა. ამასაც მალე მორჩა. შემდეგ კოცონის გარშემო ფუმფულა პლედები დაალაგა და მასზე მანიშნა.
-მოდი, აქ დაჯექი.-მითხრა უბრალოდ.
დავემორჩილე. ძალიან კომფორტულად მოვთავსდი.
-მე წავალ, შენს ჩანთას მოვიტან.-მითხრა და შებრუნდა.
არ შემიჩერებია. არც ის მითქვამს, რომ უკვე ღამდებოდა და საჭირო არ იყო ახლა წასულიყო. გავუშვი.
დავრჩი ჩემს თავთან მარტო. სადღაც შორიდან ჩანჩქერის ხმა ჩამესმოდა. ცეცხლის ალს შევყურებდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი მასზე...


-ესეც დამეწვა!-კიდევ ერთხელ შევჩივლე ბავშვივით.
-იმიტომ, რომ პირდაპირ ცეცხლში დებ!-გაეცინა მას. სიცილის დროს ლოყა საყვარლად ეჩხვლიტებოდა და თვალები უწვრილდებოდა.-კიდევ ერთხელ სცადე!
კიდევ ერთი ზეფირი ავიღე და ჯოხზე წამოვაცვი. ცეცხლს შევუშვირე.
-ცოტა მაღლა...-მითხრა მან.
მაშინვე მის რჩევას მივყევი და ჯოხი მაღლა ავწიე.
-ახლა შეგიძლია ჭამო-გამიღიმა.
ზეფირი ჯოხის წვერიდან გამოვაძრე და პირში ჩავიტენე.
-გემრიელია...
-ხედავ? გამოგივიდა!-გამიღიმა ჩვეული ღიმილით.
-კიდევ მინდა!-წამოვიძახე აღტაცებულმა.
-მიდი მერე!-შემაგულიანა.
ამ დროს ქარმა დაუბერა. გამაჟრჟოლა.
-მცივა...-აღმოვთქვი.
-შენი ჟაკეტი კარავშია... წავალ მოგიტან.
-არ წახვიდე რა...-საბრალო თვალებით შევხედე.
გაეცინა.
-კაი, არ წავალ.-საკუთარი ჟაკეტი გაიხადა და ჩემთან მოვიდა. მხრებზე მზრუნველად მომახვია.-აი ასე...!
საფეთქელზე მაკოცა.
-ჩემი გმირი ხარ მამა!-შევღიმე სიყვარულით.
-შენ კი ჩემი პატარა პრინცესა!-გამიღიმა საპასუხოდ.


ისევ ცეცხლის ენები... და ჩემი აწყლიანებული თვალები, რომლებიც მოგონებებმა გამოიწვია. რამდენი ხანი ვიყავი ასე? რამდენი ხნით ჩავიძირე მოგონებებში?
-ცუდი ამბავი მაქვს!-მომესმა ნაცნობი ხმა უკნიდან. ხო... როგორც ჩანს საკმაოდ დიდი ხანი გავიდა!
-რა მოხდა?-ალექსისკენ შევბრუნდი.
იქ ალექსი იდგა. ალექსი... მხოლოდ ალექსი! ალექსი და არაფერი მეტი!
-ჩემი ჩანთა სადაა?-წამოვიყვირე დაპანიკიორებულმა.
-ვერ ვიპოვე...



№1 სტუმარი სტუმარი ლანა

აუუუ როგორ მომწონს ნეტავ იცოდე, როგორი კარგი ხარ და მაინც ყოვეთვის აგვიანებ და თან ძალიან პატარებს დებ. გამოცდები რომ დაგიმთავრდება იქნებ მაშინ მაინც ეცადო ცოტა მოზრდილი თავების დადებას და თანაც მალ მალე?! მართლა ძალიან საინტერესოა და რთულია მოთმენა

 


№2 სტუმარი Marta

ეს უკვე საინტერესოა. თავშივე აღნიშნე რომ არ გვეწუწუნა,მაგრამ აბა როგორ? ძალიან ძალიან კარგი თავი იყო. თან არ იცი როდის დადებ გაგრძელებას????. ძალიან გთხოვ მოინდომე და ფასები მალე. და წარმატებები ????

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაი იყო ძალიან ძალიანნ

 


№4  offline წევრი original^.^

აუუუ რა კარგია heart_eyes

 


№5 სტუმარი Mariami

Male Dade raaa

 


№6  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგიაა წარმატებები აქაც და გამოცდებზეც <3 <3 <3 ველოდები ახალ თავს მე ამ თავის ზომა მომეწონაა

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი ლანა
აუუუ როგორ მომწონს ნეტავ იცოდე, როგორი კარგი ხარ და მაინც ყოვეთვის აგვიანებ და თან ძალიან პატარებს დებ. გამოცდები რომ დაგიმთავრდება იქნებ მაშინ მაინც ეცადო ცოტა მოზრდილი თავების დადებას და თანაც მალ მალე?! მართლა ძალიან საინტერესოა და რთულია მოთმენა

გამოცდებამდე ცოტას გავაკეთებთ, მაგრამ გამოცდების შემდეგ უფრო ხშირად და დიდ თავებს დავდებ ❤️

Marta
ეს უკვე საინტერესოა. თავშივე აღნიშნე რომ არ გვეწუწუნა,მაგრამ აბა როგორ? ძალიან ძალიან კარგი თავი იყო. თან არ იცი როდის დადებ გაგრძელებას????. ძალიან გთხოვ მოინდომე და ფასები მალე. და წარმატებები ????

უღრმესი მადლობა ❤️ შევეცდები ❤️

ნარჩიტა
კაი იყო ძალიან ძალიანნ

მადლობა ❤️

original^.^
აუუუ რა კარგია heart_eyes

მადლობა ❤️

Mariami
Male Dade raaa

შევეცდები ❤️

Crazy dreamer
ძალიან კარგიაა წარმატებები აქაც და გამოცდებზეც <3 <3 <3 ველოდები ახალ თავს მე ამ თავის ზომა მომეწონაა

უღრმესი მადლობა ❤️ მიხარია რომ მოგეწონა ❤️.

 


№8  offline წევრი NniNna

მოკლედ ვერა და ვერ წავედით წინრაა(((

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

NniNna
მოკლედ ვერა და ვერ წავედით წინრაა(((

შემდეგ თავშია წინსვლა :დ

 


№10  offline წევრი nathali lifhonava

აუუ ზეფირს რომ წვავდა
ანნაა,მანდ მეგონა ის და ალექსი არიან-თქოო
საფეეთქელზე მაკოოცაო რომ თქვა
ისე გამეხარდაა
მაგრამ,მამა-ო რომ გავიგე
გულიი დამწყდა;დ
აუუ ცოტაა წაწიე ეგენიი წინ რაა
გამოაჩინე ამათი სიყვარული თორე დევიტანჯებავშვი;დდ
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ალექსს, რა დედაბუნებამ შეგქმნა ასეთი უთავმოყვარეო?!

 


№12  offline წევრი NniNna

ubraloooo tipi
NniNna
მოკლედ ვერა და ვერ წავედით წინრაა(((

შემდეგ თავშია წინსვლა :დ

როარ გაადიდო თავები მოგკლავ))) მარა არა ხოუნდა დაასრულო)) დაასრულე და მერე ყველაფრის გამო გაგებინებ პასუხს მოცუცქნულ თავებს რომ გვიდებ აქქ())))

 


№13 სტუმარი სტუმარი ლილუ

ხომ არ იცით როდის დაიდება შემდეგი თავი?

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

ჩვენცც არვიცით და ველოდებიი

 


№15 სტუმარი Ordinary girl

Au rodis dadeb?? Shemiwiravs me es motxroba ???????? udzalianesat mainteresebs male dade please

 


№16 სტუმარი სტუმარი შორენა

ძალიან ნიჭიერი ხარ.მართალია,იშვიათად გვანებივრებ,მაგრამ ხარისხიანად წერ და ღირს ლოდინი.მე შემთხვევით გადავეყარე ინტერნეტში და ამ ისტორიის გამო დავრეგისტრირდი აქ ამხელა ქალი:)წარმატებები ჩემო კარგო blush

 


№17 სტუმარი Marta

შეფასებები გაკეთდა და გაგრძელება სად არის?:)

 


№18 სტუმარი

როდისდადებ?

 


№19 სტუმარი სტუმარი Son

Metertmete da metormetenklasis gamocdebi icit saertod rasnishnavs?? Tuicit isic gecodinebat rom am kvirashi verafers ver dawers da rogorme erti kvira gadzelit

 


№20 სტუმარი Marta

სტუმარი Son
Metertmete da metormetenklasis gamocdebi icit saertod rasnishnavs?? Tuicit isic gecodinebat rom am kvirashi verafers ver dawers da rogorme erti kvira gadzelit

რატომ ვბრაზდები საყვარელო:) გასაგებია და წარმატებები ყველას.

 


№21 სტუმარი

და ეგ გამოცდები რამდენ ხანს გრძელდება...??

 


№22 სტუმარი სტუმარი მარი

გამოცდებს რო მორჩები დაასრულე.დავიღალე უკვე ამდენი ლოდინით .

 


№23 სტუმარი სტუმარი ნიტა

ორი გამოცდა დაგრჩა^_^ წარმატებები და გთხოვ როგორც კი მოიცლი დადე რაა

 


№24 სტუმარი Ordinary girl

Au male dade ra gtxoov martla davigalet lodinit dzaan gvainteresebs saucxoo mwerali xar veravin shegedaveba magram cota upasuxismgeblobaa PS warmatebebi gamocdebshi

 


№25  offline წევრი sweetgirl

ერთადეთი ისტორიაა,რომელმაც დამაინტერესა ამ საიტზე.მალე დადე გთხოვ❤️❤️ ყოველდღე ვამოწმებ დაიდო თუ არა ახალი თავი

 


№26 სტუმარი tata

ხვალ ქიმია და ვსოოო იოოოო:))) იმდეია მერე მაინც დადებ თორე მალე თავს მოვიკლავ :(((((((

 


№27 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

გთხოვ ხვალ როგორც კი დაამთავრებ გაიხსენე რო გელოდებით და დადე ახალი თავი რაა

 


№28 სტუმარი Dreamer

AU gtxoov dadeee axali tavii davigalet lodinit

 


№29 სტუმარი natia

მანამ ახალთავს დადებ წინა გვავიწყდება ცოტა მალმალე დადე რა თუშეგიძლია

 


№30 სტუმარი

იმედი მაქვს გამოცდები წარმატებით გაიარე...ველოდებით გაგრძელებას...????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent