შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეექვსე)


7-06-2018, 23:46
ავტორი sofikela
ნანახია 3 104

საათი სამის ოც წუთს უჩვენებდა, გეგას რომ დავემშვიდობეთ და ჩემი მთვრალი მეგობრების სახლამდე მიყვანა ჩემს თავზე ავიღე, თუმცა არც მე ვიყავი ფხიზელ მდგომარეობაში. მანქანაში ჩაჯდომამდე იმ კორპუსს ავხედე, რომელშიც წაბლისფერთმიანი შევიდა, მაგრამ იმის გამოცნობის შანსი, რომელ სართულზე შეიძლებოდა ყოფილიყო ნაკლებად მქონდა, თან ამ მდგომარეობაში.
- გამოვფხიზლდები და შენს თავს გადამხდარ უცნაურ ისტორიას ხვალ განვიხილავთ , ნიშნისმოგებით მითხრა თორნიკემ.
- ჰო, ეგ ამბავი არც მე დამვიწყებია - აყვა მას ზურაც.
- განსახილველი არაფერი მომხდარა ჯერჯერობით - თვალი ჩავუკარი ბიჭებს და გაურკვეველი მიმართულებით ვისროლე ფეხთან დაგდებული ქვა.
- ჯერჯერობით? ეს უკვე მომწონს - მხარზე ხელი დამარტყა ზურამ.
- მგონი, ყინული ლღობას იწყებს - არ ჩამორჩა ზურაც და მხიარული განწყობით ჩავსხედით მანქანაში.
დილით ავტომატურ რეჟიმზე დაყენებულმა მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. ბარბაცით მივაღწიე სამზარეულომდე და გონებაში მადლობა ვუთხარი დედას, რომელსაც არ ავიწყდებოდა ჩემს მაცივარში გაზიანი მინერალური წყლის დატოვება.
2 წელზე მეტია მარტო ვცხოვრობ. მარტო ცხოვრება ცოტა ხმამაღალი ნათქვამიცაა, რადგან ჩემი მშობლები ამავე კორპუსში ორი სართულით მაღლა ცხოვრობენ და თუ მე არ ავდივარ მათთან, თვითონ არ ავიწყდებათ ჩემთან შემოვლა. ჩვენს შორის არსებული მცირე მანძილის წყალობით, ჩემს მაცივარში ყოველთვის ნახავთ დედაჩემის არაჩვეულებრივი ხელებით მომზადებულ უგემრიელეს საჭმელებს.
მაშინ, როცა სიყვარულსა მალვა უნდოდა და გარიგებით ოჯახდებოდნენ, დედაჩემისთვის გამოუძებნიათ სასურველი სასიძო, ექიმი ან იურისტი , დედას კიდევ ფეხბურთელი მამაჩემი უყვარდა...
ნაძალადევი პაემნისთვის გრძელი, წლების ნაზარდი თმა გადაუპარსავს და წასულა შეხვედრაზე, აწ უკვე არასასურველ სარძლოდ ქცეული.მაიასა და ზურას 7 წლის ნამალი სიყვარული ახლა უკვე 30 წელია გრძელდება და პირადად ჩემთვის, სამაგალითოა. არც ერთი დღე არ მახსოვს, სიყვარულითსავსე თვალებით რომ არ შეეხედოთ ერთმანეთისთვის, სიყვარულითვე აკეთებენ ყველა საქმეს და დადებით აურას ავრცელებენ ირგვლივმყოფებზე.
არც თუ ისე ფხიზელ მდგომარეობაში მოფიქრებული გეგმა ისევ მიტრიალებდა თავში და მოსვენებას არ მაძლევდა. „შაბათობაზე“ ვაპირებდი ბიჭებისთვისაც გამხელას. „შაბათობა“ ყოველი კვირის შაბათ საღამოს შეკრების ტრადიციაა, რომელიც უკვე წლებია არ ირღვევა. ამ დღეს მანქანებს სახლში ვტოვებთ და ვსვამთ იმდენს, რამდენის დალევის ხასიათზეც ვართ.
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ისევ იმ გზით დავბრუნდი სახლში და მოძრაობა შევანელე იმ გაჩერებასთან, სადაც შესაძლოა წაბლისფერთმიანი შემემჩნია, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. შემოსულ ზარებში მისი ნომერი მოვძებნე და ამ გზით ვცადე მისი სოციალურ ქსელში პოვნა, მაგრამ აქაც გამიცრუვდა იმედი, გულის სიღრმეში კი გამიხარდა, ასე მარტივადმისაწვდომი რომ არ აღმოჩნდა მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. მხოლოდ ტელეფონის ნომრის ცოდნა დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო ადგილიც ვიცოდი, მის შესახებ სხვა რაღაცების გაგებაც მინდოდა, მაინტერესებდა, რას აკეთებდა თავისუფალ დროს, სად დადიოდა, ზოგადად რა ინტერესები ჰქონდა, როგორ მუსიკას უსმენდა ან სულაც, უყვარდა თუ არა ფეხბურთი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გასაგებად კი წინა დღით მოფიქრებული გეგმა საუკეთესო გამოსავალი მეგონა და მტკიცედ გადავწყვიტე, მეორე დღეს ბიჭებისთვისაც მეთქვა ეს ყველაფერი.
შაბათ დილით ცუდ ხასიათზე გამეღვიძა, ამინდიც ისეთი იყო, გარეთ გასვლის დიდი სურვილიც არ გამჩენია და გეგასთან დარეკვა გადავწყვიტე. იმის თქმა, რომ დღევანდელი გეგმები უნდა შეგვეცვალა, ზედმეტიც კი იყო, მაგრამ სადმე წასვლას, ჩემთან მოსულიყვნენ მერჩივნა. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ გეგამ მიპასუხა:
-რაო, სანდრო, არ მითხრა, რომ გეგმები შეგეცვალა.
- არა, არა, მაგას როგორ გავბედავ.
- აბა, რა ხდება, სად ჩავუსხდეთ დღეს?
- ისეთი ამინდია, სახლში ქეიფი უფრო მოუხდება ამ ყველაფერს და რას იტყვი, აბა, მაიას ზუსტად ისეთ ოჯახურს გავაკეთებინებ, შენ რომ გიყვარს და მოდი, დღეს ჩემთან ჩავუსხდეთ, რა აზრის ხარ?
- მაიას ოჯახურზე არაფრის გამო არ ვიტყვი უარს, ხომ იცი? - ისმოდა გელოვანის ბედნიერი ხმა.
-ხოდა, მიდი, ბიჭებსაც გადაურეკე და საღამოს ჩემთან გელოდებით.
- დღეს ორი დღის წინანდელი ამბავიც უნდა გავიხსენოთ, არ დაგავიწყდეს - შემახსენა ის, რაც ისედაც არ მაძლევდა დავიწყების საშუალებას.
- ვიცი, ვიცი, მეც მაქვს რაღაცები სათქმელი.
- ოჰო, ფარ-ხმალს ყრი, გიორგაძე? შენი ნებით გვბარდები?
- ეგრე გამოდის, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ - ვუთხარი არანაკლებ გახალისებული ხმით.
- კარგი, კარგი, შეხვედრამდე - მითხრა და გამითიშა.
სახლიდან გასვლა არ მინდოდა, მაგრამ არც ის მინდოდა მაიასაც მოესმინა ჩემი იმდღევანდელი თავგადასავლის ამბავი, თორემ ბიძებითა და დეიდებით დაწყებული და მეზობლებით დამთავრებული, ყველას გენიალოგიას ორ დღეში გამოიკვლევდა, ამიტომ სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა, ცოტა ხნით მაინც მარტო რომ დავრჩენილიყავი ბიჭებთან.
სახლის ტელეფონი ავიღე და ორი სართულით მაღლა განვახორციელე ზარი:
- მაი, რას შვები? ბიჭები გამოდიან დღეს და გეგას რომ უყვარს იმ ოჯახურს ხომ დაახვედრებ? ოღონდ ჩემთან.
- ახლავე ჩამოვალ , დედი და ერთად შევადგინოთ მენიუ, რასაც გაგიხარდება, იმას დავახვედრებ ბიჭებს.
- რა მენიუ, მაი, შენებურად სამსართულიანი სუფრის გაშლას ნუ დაიწყებ, ოჯახური გაგვიმზადე, რამე სალათა და ზურას გამოხდილი არაყი კი მაქვს ორლიტრიანით, იმას დავლევთ.
- საჭმელების შენ არაფერი გაგეგება, დამელოდე და ჩამოვალ ახლავე. ისე, როგორ ამთხვევთ ხოლმე, მამაშენი ახლაც არაა ქალაქში, ჩამოვა და დაიწყებს წუწუნს, ისევ უჩემოდ იქეიფეს ბიჭებმაო.
- კარგი, რა, დედა, თითქოს იშვიათად ხედავდეს ზურა ამ ბიჭებს, მაგან ოღონდ უთხრას და არც ხვალ იტყვიან უარს ამოსვლაზე.
- კარგი, ჩამოვდივარ - მომაძახა და ყურმილი დამიკიდა.
ისე სწრაფად გაჩნდა მაია ჩემს წინ, ვერ მივხვდი, რანაირად მოახერხე ასე უცებ ჩამოსვლა :
- ესე იგი, ოჯახური, ორი-სამი სხვადასხვანაირი სალათი, ახალი კარტოფილი, ახალი ტყემალი, მჭადი, ყველი, ჩაქაფულსაც მოვასწრებ, ზუსტად ისეთს, შენ რომ გიყვარს, რას იტყვი, დე?
- ავწიე ორივე ხელი, შენთან კამათს მაინც არ აქვს აზრი, რაც გინდა ის გააკეთე - ვუთხარი სიცილით .
- ოღონდ ერთი პრობლემაა, დედი, დეიდაშენს დავპირდი ორი დღის წინ საღამოს გამოგივლით-მეთქი და შენ ხომ არ გეწყინება, რომ წავიდე? ყველაფერს გავამზადებ და სუფრასაც გაშლილს დავტოვებ თუ ჩემს წასვლამდე არ მოვიდნენ ბიჭები, მერე შენც მიხედავ შენს თავს, ხო ?
- კი, კი, მაიკო, აბა, რა, შენ არ გადადო შენი საქმეები და მე მივხედავ ჩემს თავსაც და ბიჭებსაც - ისეთი სახე მივიღე, თითქოს ძალიან მწყინდა მაია რომ ამ საღამოს ჩვენთან არ იქნებოდა, არადა გულში ვზეიმობდი უკვე და მადლობას ვუთვლიდი დეიდაჩემს, მაინცდამაინც ეს დღე რომ ამოარჩია დის დასაპატიჟებლად.
ცოტა ხანში მაიამ ისეთი სურნელი დაატრიალა სახლში, ლამის ჩემს თავს ვუსაყვედურე, ამ ყველაფრის გაკეთებას რომ ვუკრძალავდი მას.
მოსაღამოვდა, მაიამ სუფრის გაშლა დაასრულა თუ არა კარზე ზარის ხმაც გაისმა და თანმიმდევრობით შემოლაგდნენ სურნელით თავბრუდახვეული ბიჭები :
- ვერც ერთი რესტორნის საჭმელი ვერ შეედრება შენს გემრიელობებს - შეაქო თორნიკემ დედაჩემი და ლოყაზე აკოცა.
- აბა, რა, საოცარი ხელები გაქვს მაიკო - აყვა ზურაც.
- შენი გაკეთებული ოჯახურის გამო სიცოცხლესაც დავთმობ, ხომ იცი - არ ჩამორჩა გეგა და გადაეხვია მაიას.
- ძალიან კი მერიდება, მაგრამ უნდა დაგტოვოთ - უთხრა მაიამ ბიჭებს შეწუხებული სახით - ჩემს დას შევუთანხმდი, სანამ თქვენი მოსვლის ამბავს გავიგებდი და არ გამოვა, რომ არ წავიდე.
- რას ამბობ, ისედაც ამდენი რამ მოგვიმზადე, ახლა კიდევ ჩვენს ტყვეობაში ხომ არ იქნები - ისეთი სახით ვუთხარი , მგონი შემატყო რომ მიხაროდა მისი წასვლა.
- აბა, თქვენ იცით, ჭკვიანად იყავით და არ გადამირიოთ მეზობლები - დაგვემშვიდობა მაია და გაიხურა კარი.
- დღეს აქედან ოთხით წავალ, გული მიგრძნობს - ხელის გულებს ერთმანეთზე უსვამდა გეგა.
- ტყუილად არ ვიშიმშილე მთელი დღე, ვიცოდი, მაია სასწაულებს დაატრიალებდა - დაჯდა თორნიკე სუფრასთან და თვალი გადაავლო საჭმელებს.
- აბა, მე, მორიგეობა გადავაბარე ცოტა ხნის წინ და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მადაზე ვიქნები - თქვა ზურამ.
- დავიწყოთ მაშინ - ვთქვი და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე.
ცოტა ხნის შემდეგ, იმ თემაზე ჩამოვაგდე საუბარი, რაც მაწუხებდა :
- სანამ თავს დამესხმებით, ჩემით დავიწყებ მოყოლას - ვუთხარი ბიჭებს შეწუხებული სახით.
- ოჰო, რაღაც საინტერესო გველის წინ, ვგრძნობ - ეჭვის თვალით გამომხედა გეგამ.
- მოკლედ, ორი დღის წინ მოყოლილი ამბავი ნამდვილად მართალი იყო. გოგონას, რომლის სახელიც არ ვიცი, მართლა შეეშალა ნომერი და ტაქსის ნაცვლად მე „გამომიძახა“ - ვთქვი სიცილით - არც ვაპირებდი ამ ამბის სერიოზულად მიღებას, მაგრამ გაჩერებას მივუახლოვდი თუ არა, ინსტინქტურად შევანელე მანქანა და მერე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით, მისამართი ვკითხე და უჩვეულო დამთხვევის გამო, გეგას კორპუსის გვერდით მდგარ კორპუსში მივიყვანე, ბევრი არ გვისაუბრია, მხოლოდ ტელეფონის ნომერი ვიცი და ის, რომ თესეუში განათლების მენეჯმენტი უნდა წაიკითხოს. ამ ახალი ამბის სათქმელად ჯერ მამამისს დაურეკა და მერე მეგობრებს, არც შეყვარებული უხსენებია და მითუმეტეს არც ქმარი, მაგრამ ამ ვარაუდებმა რომ არ შემაწუხოს, ყველაფერი უნდა გავიგო - ვთქვი და ერთ ყლუპად გადავყლაპე მამაჩემის გამოხდილი არაყი.
- შენი ინტერესი აშკარად არაა დროებითი - ჩემი ქმედება გაიმეორა თორნიკემაც.
- ჰოდა,გავარკვევთ რაც გაინტერესებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა - მხარზე ხელი დამარტყა გეგამ.
- ორი დღეა ვფიქრობ და ერთი იდეა მიტრიალებს თავში, გეტყვით და თუ ძალიან სულელურად ჟღერს, არ დამიმალოთ - შეტყობინებას მივწერ, რომ თითქოს მეათასე იღბლიანი მგზავრი აღმოჩნდა და საჩუქრად შევთავაზებ გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით , თუ დამთანხმდა, ხომ კარგი, იოლად გავარკვევ მის შესახებ ყველაფერს, თუ არა და სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება.
- კარგი, რა, რა ტაქსის მძღოლი და რა უფასო მგზავრობა? რამე სხვა მოვიფიქროთ, სიმართლესაც ისე ეტყვი, ცუდად რომ არ გამოვიდეს და აუხსნი მდგომარეობასაც, არ გინდა, რა , ეს ტყუილები - დასერიოზულდა გეგა.
- დიდად არც მე მომწონს ეს აზრი, მაგრამ თუ ეგრე გირჩევნია, სცადე - მხარი ამიბა თორნიკემ.
დიდხანს აღარ გაგვიგრძელებია ამ თემაზე საუბარი, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვეღარ ვიგებდი, როგორ მოქცევა სჯობდა. მხიარულადვე დავასრულეთ ის საღამო და გადავწყვიტე, ორშაბათს დამეწყო გეგმის განხორციელება.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vgijdebi am istoriaze, da madloba rom agrzelwbbb

 


№2 სტუმარი ლეკო

ძალიან კარგიაა....მალე დადე რაა...ცოტა თავებსაც თუ გაზრდი ძალიან გამახარებ.პირველი ისტორიაა შენიი?...

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია, მომწონს ორივე მხრიდან რომ ყვები ისტორიას. მაგრამ პატარა თავებია, და საერთოდ არ მყოფნის:დდ მომწონს შენი წერის სტილი, სასიამოვნოდ გადმოსცემ❤

 


№4  offline წევრი sofikela

Qeti qimucadze
Vgijdebi am istoriaze, da madloba rom agrzelwbbb

ძალიან დიდი მადლობა <3

ლეკო
ძალიან კარგიაა....მალე დადე რაა...ცოტა თავებსაც თუ გაზრდი ძალიან გამახარებ.პირველი ისტორიაა შენიი?...

თითქმის ყოველ დღე ვდებ და ვეცდები, თავებიც გავზარდო ^_^
კი, ეს პირველი ისტორიაა

Chikochiko
კარგია, მომწონს ორივე მხრიდან რომ ყვები ისტორიას. მაგრამ პატარა თავებია, და საერთოდ არ მყოფნის:დდ მომწონს შენი წერის სტილი, სასიამოვნოდ გადმოსცემ❤

ძალიან დიდი მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ შეფასების დაწერა <3
ვეცდები, გავითვალისწინო თქვენი თხოვნა და გავზარდო მოცულობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent