უ'საზღვროდ /8/
ესეც მერვე თავი ამჯერად სხვა გმირებზე გადავედი,ასე გამოვიდა ამ თავში მალე დაგიბრუნებთ მათეს და ლეას გპირდებით მაპატიეთ მათეზე შეყვარებულმა მკითხველებმა ........................ კაფეში იჯდა , „თავის მაგიდასთან“, ირგვლივ უამრავი ხალხი იყო ,მაგრამ არავის ხმა ესმოდა. ყურსასმენები ეკეთა, გვერდით ყავის ფინჯანი ედო და მზერა მაგიდის ზედაპირზე ჰქონდა მიპყრობილი. დაღამდა, ხალხიც მიმოიფანტა მიხვდა რომ წასვლის დრო იყო . ჩანთა აიღო და საფულის ძებნა დაიწყო. ანგარიში გაასწორა და იქაურობას გაეცალა, გრილოდა . ქურთუკი შეიკრა და კაპიშონიც წამოიფარა. ფეხით გაუყვა გზას, სახლში მისვლის სურვილი არ ჰქონდა ამიტომ უბრალოდ მიაბიჯებდა უმისამართოდ -ჩემი მზერა ვერ შეამჩნიე... ვერ მიგრძენი ,ცუდად ხარ ! -ავთანდილ -ქერავ კარგად ხარ? -არა ,შენ? -დაახლოებით ორი საათია ვზივარ და გიყურებ, ველოდი როდის ჩაიდენდი სიგიჟეს.ისიც კი ვიფიქრე ჩემ მისვლას ელის-თქო ... მარტო ყოფნა გინდა? -ხო -წავიდე? ძალიან გვიანია, ცივა და მარტო სიარული არც ისე ჭკვიანურია... ჩუმად ვიქნები და უბრალოდ გამოგყვები კარგი? -არ წახვიდე, ჩუმადაც არ იყო ...მელაპარაკე . მამშვიდებ -თინათინ ,მაშინებ- გაჩერდა და თითები მაჯაზე შემოხვია, შემდეგ ხელისგული ლოყაზე მიადო და თვალებში ჩახედა- ასე ვინ გატკინა -ძალიან ძნელი ყოფილა საყვარელი ადამიანი, რომ გტკენს ... ვერ ვერევი , სუსტი ვყოფილვარ -თვალები აემღვრა, ლოყაზე ისევ ეხებოდა ცხელი ხელისგული. თითები მოხვია ბიჭის თითებს და თვალები დახუჭა. იგრძნო როგორ გაუხშირდა სუნთქვა წინ მდგომს, თვალები რომ გაახილა ბიჭს მზერაც შეცვლილი ჰქონდა -გიღალატა? ბიჭია ის საყვარელი ადამიანი ? რამდენად საყვარელია გააჩნია , შეიძლეება...შეიძლება ვერასდროს დაივიწყო , ან პირიქით ამ ტკივილმა სამუდამოდ წაშალოს შენი გულიდან -ბრაზიანი ყოფილხარ ავთანდილ, მაგრამ მაინც სხვანაირად ბრაზიანი ხარ - გაიცინა, თავი ვერ შეიკავა ბიჭის ანთებული თვალების შემხედვრემ.ლოყიდან ხელი რომ მოშორდა თითქოს შეცივდა , ბიჭის თითებს მზერა გააყოლა და წარბები შეკრა- შეგიძლია მშვიდად ისუნთქო , ბიჭი არ არის... რომ იყოს უფრო მარტივი იქნებოდა. არ არსებობს ჩემ ცხოვრებაში კაცი,რომელიც ასე მატკენს ,იმედია არც იარსებებს-გვერდით ჩაუარა და გზა განაგრძო -მეგობარს ეჩხუბე? -არ ვეჩხუბე, გავაგებინე რომ სიმართლე ვიცოდი და დავშორდი -ყალბი მეგობარი იყო? მლიქვნელი და თვალთმაქცი? -არა ,პირიქით ... ნეტავ ჩემზე არ ეფიქრა,ყველაფერი მარტივი იქნებოდა. მისი ბრალი არ არის, მე უნდა მცოდნოდა ,მაგრამ ვერ დავინახე. ყოველთვის საკუთარი თავით ვარ დაბრმავებული პრობლემებს ვერ ვამჩნევ -პატიება შეგიძლია? -საპატიებელი არც არაფეერია...უბრალოდ მტკივა და ახლა მის გვერდით ვერ ვიქნები -როგორ გგონია მას უფრო ტკივა თუ შენ -მასთან ახლა ქაოსია, ქარიშხალში მოხვდა და ქარის მიმართულებით მოძრაობს -შეიძლება ისეთი ხელმოსაჭიდი იპოვნოს რომ მშვიდად დაეშვას მიწაზე, ქარიშხალსაც თავს დააღწევს -იმედია არ დანებდება და ძალებს მოიკრებს -გგონია რომ არ შეუძლია? -შეუძლია,მაგრამ თავად ვერ ხვდება -თქვენთან,ქალებთან ყველაფერი რთულადაა ... არ ვიცი რა უნდა გითხრა. მინდა მთელი სევდა წაგართვა და უკან დავაბრუნო თავისუფალი თინათინი, აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა -არაფერი ... უბრალოდ აქ იყავი ,ჩემთან- არ შეუხედავს, ისევ გზას აგრძელებდა ბიჭი კი ღიმილს ვერ იკავებდა- თავში არ აგივარდეს, ახლა უბრალოდ ასე მინდა ხვალ შეიძლება საერთოდ არ მომინდეს შენი დანახვა -მოგანდომებ, არაუშავს -იმა ავთანდილს თუ ჰგავხარ თინათინის დანახვისას გონება რომ დაკარგა ვერაფერსაც მომანდომებ -ისე ვგავარ როგორც შენ იმ თინათინს -არ მეტყვი რა გქვია? თუ გინდა რომ სულ ავთანდილი გეძახო -ისედაც ერთადერთი ხარ და დამიძახე რა,არაფერი იცვლება -მაინც რატომ ვარ ერთადერთი - ჩაიცინა და გვერდიდან გახედა -გაიგებ ,ოდესმე -მგონია რომ არარეალური ხარ...ვინმე უნდა გაგაცნო ,თორემ მოჩვენება ხარ მართლა -პირდაპირ მშობლებით დავიწყოთ? -ჰა ჰა ჰა -თითის ზომას ვერ მეტყვი? ბეჭედი რომ დიდი არ გქონდეს ,ბოლოს და ბოლოს სულ უნდა გეკეთოს -ასეთი სერიოზული ,მშვიდი ხმით როგორ მეღადავები? -ქორწინება ღადაობა გგონია? იმედები გამიცრუე -მგონი შენც ძაან უბერავ... არა-ნორმალური ხარ-თქო ვერ გეტყვი,მაგრამ ნორმალურიც არ ხარ აშკარად. ღმერთო ჩემო, პროფილიც როგორი კარგი გაქვს -უცებ რომ მიხვდა მზერას ვერ აშორებდა ამოიოხრა და ტუჩები დაბრიცა- არ მიყვარს ლამაზი კაცები -უშნო გიყვარს ვინმე? -ნწ,არავინ მიყვარს...აჰ ანუ მეთანხმები რომ ლამაზი ხარ? -ჩემი შრამიანი სახე მხოლოდ შენ თუ მოგეჩვენებოდა ლამაზად, თუ სიმპატური გინდოდა გეთქვა -რაც მინდოდა ის ვთქვი ... შენი ნაიარევი მიყვარს , ხო მიყვარს და ამ სიტყვას სულ არ ვიყენებ სხვათაშორის -ვიცი -რა იცი ,შენი შრამი რომ მიყვარს? -არა , სიტყვა „მიყვარხარს „ სულ რომ არ იყენებ -სად მივდივართ? -შენ მიდიოდი მე მოგყვებოდი -ხო,მაგრამ საუბარში შემიტყუე და მიმართულება თავად აარჩიე -ე.ი საკმარისად ვერ გაგაბრუე -ცუდად ვარ,მაგრამ დაშტერებული არ ვარ -სერიული მკვლელი ვარ, გოგონებს რომლებსაც ჩემი შრამი მოსწონთ გონებას ვურევ და მერე ბნელ ჩიხში ვკლავ -შანსი არაა... ასეთი მიმზიდველი კაცი ისე მომკლავ რომ არ იძალადებ? გამორიცხულია აქედან ქალიშვილი წავიდე -თუ გაკოცებ მერე ვეღარ დაგკარგავ,მითუმეტეს სამუდამოდ - ისევე სერიოზულად უთხრა როგორც თინიმ, თვალებში ჭინკები უხტოდნენ და გოგოს გულს უჩქარებდნენ -არაა არ შეიძლება არსებობდე- თავი გააქნია და წინ გაიჭრა - დამცხა ... როგორ შეიძლება მიყურებდე ,არ მეხებოდე და ასე მცხელოდეს -დავიჯერო მხოლოდ ფიზიკურად გიზიდავ? -მხოლოდო? შენ რა გგონია მე ყველას ასე ველაპარაკები? მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში .ხედავ? ისე დაგშოკე ბოდავ უკვე - უკანსვლით მიაბიჯებდა აღმართზე, უცებ ხელები გაშალა და მაღლა აიხედა- მიყვარს მთვარე რომ ანათებს ცას...ამ უსახურ კორპუსებს შორით ცა არასდროს მოჩანს . სოფელი არ მაქვს იცი? დედაც და მამაც მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და წინაპრები ქალაქში დასახლდნენ , სოფლები გაყიდეს მე კი საშინლად მიყვარს მწვანე მინდორზე წოლა და ცის ყურება, თუნდაც ღრუბლიანის ,მაგრამ მაინც - სრულიად მოსწყდა თემას, დიალოგს, სამყაროს მაღლა იყურებოდა და იღიმოდა. მერე უცებ მოიღუშა, ცრემლები წამსვე წამოუვიდა ,ისე რომ თვალების დახუჭვაც ვერ მოახერხა, ვერც ხელები აიფარა სახეზე, ვერც გაიქცა . მაღლა იყურებოდა და ტიროდა ... თითქოს ცას მისი ცრემლების დაფარვა სურდა, ისე სწრაფად გაწვიმდა ბიჭსაც კი გაუკვირდა -წვიმს...სულ მთლად დასველდები და გაიყინები . ჯინსის ქურთუკი არ გიშველის - ხელი მოხვია , ცრემლით დანამულ ლოყაზე აკოცა და ისე მისცა მიმართულება თითქოს არაფერი მომხდარა-აღარ იტირო, საშინლად ლამაზი ხარ და თავს ვერ შევიკავებ -სად მივდივართ...კი არადა მივრბივართ ? ავთანდიილ- წვიმაში გარბოდნენ, ბიჭი ხელს არ უშვებდა, თავზე საკუთარი ქურთუკი გადააფარა და ისე მიყვებოდნენ გზას. ბოლოს სადღაც შეუხვია და სახლის წინ გაჩერდა. ეზოდან ძაღლის ყეფის ხმა ისმოდა ,შესასვლელი ჩაკეტილი იყო -ამის დედაც .... კოდი არ მახსოვს - უცებ შეიკურთხა და გაწუწულ გოგოს გახედა -ვისი სახლია? -ბებოსი ... ნუ გეშინია სხვის სახლში არ ვიპარებით -როგორ უნდა შევიპაროთ კარს თუ ვერ აღებ -ღობეზე გადავძვრებით... -გაგიჟდი? -ვერ შეძლებ? -რას ამბოობ სულ მინდოდა ვინმეს სახლში შევპარულიყავი- გაიცინა და გამოწეულ ქვებზე ფეხი შედგა. ფეხსაცმელი აუცდა და ბიჭს ხელებში ჩაუვარდა -ფრთხილად ... -მოიცა ...- უცებ დაიხარა ფეხსაცმელი გაიძრო და ეზოში გადაყარა მერე კი ფეხშიშველი აუყვა ქვებს. ბიჭი ქვემოდან უყურებდა და იცინოდა. მერე თავადაც დადგა რამდენიმე ქვაზე უცებ აზიდა ტანი და წამსვე გადახტა ეზოში-ეეე რა წესიიააა მე ეგრე არ შემიძლიაა -ღობეზე იყო შემოსკუპული და გადახტომის ეშინოდა- შიგნიდან რატომ არ აქვს ქვები -ფრთხილად ... დაგიჭერ -არ მინდა ...ჩემით ჩამოვალ -აქედან მშვენიერი ხედია შეგიძლია დარჩე- მოშიშვლებულ ფეხებზე უყურებდა და იცინოდა -საზიზღაროოო მე შენ წესიერი ბიჭი მეგონე თურმე გარყვნილი ყოფილხარ- იცინოდა, თავზე აწვიმდა ის კი კისკისებდა. ფრთხილად სცადა ცასვლა მაგრამ ფეხი აუცდა და ამჯერად გადმოვარდნილი დაიჭირა მოხერხებულმა „ავთანდილმა“. სველ ბალახზე ფეხი აუცდა და თავადაც დავარდა ძირს. საოცარი ზღართანის ხმა იყო რომელსაც თინის კისკისი მიჰყვა-მეზიზღება რომ ვსველდები და ტანზე ტანსაცმელი მეკრობა...მაგრამ ასეეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა წვიმაში გაწუწვა- ისევ იცინოდა, ბიჭის მკერდზე ედო თავი და ადგომას არც აპირებდა -იქნებ ჩემზეც იფიქრო -მაპატიე მე სულ დამავიწყდა რამე ხო არ იტკინე-წამოწევა სცადა,მააგრამ ბიჭმა მკლავზე მოუჭირა თითები და ისევ თავისკენ დაქაჩა. თითები თმაში შეუცურა და სველ ტუჩებზე დააცხრა. ისე კოცნიდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უბრალოდ ვერ გაუჩნდებოდა თინის. ჯერ წამოიკივლა, გაოცებულს თვალები დაჭყეტილი ჰქონდა , გაყინული კანი რომ გაუცხელდა კოცნაში აყოლა სცადა,მაგრამ ყველაფერს ბედი უნდა თიტქოს წვიმა არ ჰყოფნიდათ, ღობიდან გადმოვარდნილები მინდორზე რომ იყვნენ გაშხლართულები საიდანღაც ორი უზარმაზარი ძაღლი გამოჩნდა, თავზე ღრენით დააგდნენ,ისე ყეფდნენ თინათინს კოცნა კი არა საკუთარი სახელიც დაავიწყდა. ძაღლების პანიკური შიში ჰქონდა, უბრალო ჩიხუახუას დანახვაც კი აგიჟებდა და თავზე დამდგარი ორი მონსტრი რას უზამდა. ამდენი ემოციის შემდეგ ,გაქვავებული უყურებდა, ვერც კიოდა არადა როგორ უნდოდა .სულ გაგიჟდა ბიჭმა მინდორზე რომ გადასვა და ძაღლებს დაუწყო მოფერება -თქვენ აქ ხართ ? რაოო ფუმფულა გეგონა ვიღაც შემოიპარა? - სველ ბეწვზე ეფერებოდა ძაღლს და ისიც წკმუტუნებდა-გაიქეცით არ დასველდეთ მიდი ...მიდი უცებ - ორივე ენაგადმოგდებული,კუდის ქიცინით გარბოდა. თინი კი ფეხებგადაშლილი ლოტოსის ყვავილვით იჯდა,თვალები გაფართოებულიჰქონდა, პირი დაღებული და ქანდაკებას ჰგავდა. ბიჭმა უცებ მოხვია ხელი ,მაგრამ რომ მიხვდა სიარულს ვერ შეძლებდა ხელში აიყვანა და სახლისკენ გაიქცა-სულ გაყინულხარ...ჯანდაბა ! სასწრაფოდ გჭირდება ცხელი აბაზანა- მინის კარი გააღო და სახლში შეიყვანა. პირდაპირ კიბეს აუყვა ,თინი ვერაფერს ამჩნევდა მხოლოდ ბიჭის სახეს უყურებდა სანამ არ გაიაზრა კოცნის შემდეგ მომხდარი და კივილი არ დაიწყო -დამსვიიიიიიიიიიიიი ახლავე ამ წამს დამსვი დროზეეე -რა ხდება... რამე გტკივა? მეგონა რბილად დაეშვი -ფუუუუ იმ იმ გაბუძგულ, სველბეწვიან, სადღაც ნაგორავებ ორ მონსტრს ეფერებოდი და იგივე ხელებით ამიყვანეეეეეეეეეე ღმერთოოო ჩემოოო ახლა მოვკვდებიიი . ბიჭმა მაკოცა რომლის ბებოსაც ორი ჩემხელა მონსტრი ჰყავს სახლში ...ახლა ყველაფერი ჩაბნელდება და დერეფნიდან ჩონჩხები გამოვლენ ხო? თუ ვამპირები თუუ -ჩემი ლეკვების შეურაცხყოფაზე მერე გადაგიხდი...ახლა უნდ აგამოვიცვალო თორემ გავიყინე - მაისური წამში მოიშორა და თინის ქოთქოთიც შეწყვიტა, წამსვე ჩამოუვარდა ყბა ბიჭს თვალი გააყოლა და უკან გაჰყვა. საძინებელში შესულს შარვალიც მოეშორებინა და კარადაში ახალ ტანსაცმელს ეძებდა რომ მიეჭრა , ხელები მხრებზე შემოხვია და თავისკენ შეაბრუნა -წარმოიდგენელია... შეუძლებელია ....საოცრებაა ,ღმერთო ჩემოო რა კარგიააა - ტუჩები დაიკბინა, თვალები მილულა და თითებს შეუჩერებლად დაასრიალებდა ბიჭის მოხატულ სხეულზე- ახლა გავგიჟდებიიი - ამოიხვნეშა და ზურგზე სცადა თითების გადატანა. ბიჭმა რომ ჩაავლო მაჯებზე ხელი და კარადას ააკრა -აააა გული გამისკდა ადამიანო რა იყო რა გეტაკა -განგებ მიკეთებ თუ რა გინდა თინათინ? - დაბოხებული, ვნებიანი ხმით უთხრა და ყელში აკოცა .თითები სველი კაბის ბოლოებისკენ ჩაასრიალა და გაყინულ კანზე შეეხო - შევიშალე...-ლავიწზე აკოცა,ისევ ყელს აუყვა და სველ თმაში შეუცურა თავისუფალი ხელი-ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე,მე მაქსიმალურად ვცდილობდი -ისა უკაცრავად და სააბაზანო საით არის ხომ ვერ მეტყვით ავთანდილ? მართალია შეუძლებლად მიფორიაქებთ შნაგან ქალღმერთს ,მაგრამ არც ისე გავგიჟებულვარ ამდენად შორს წასვლის უფლება რომ მოგცე - თვალებდახუჭულმა ძლივს გადააბა და ხელები მკერდზე მიაბჯინა -გონს მოდი ,არ შეგშვენის ვნებისგან ტვინის დაბინდვა -მარჯვნივაა ...დერეფნის ბოლოს მარჯვნივ- ხელით ანიშნა ისე რომ არ მოშორებია და ცხელი სუნთქვა ისევ მიაფრქვია კანზე -უნდა გამიშვა ასე ვერ წავალ -არ გეხები ... -სიცივის ბრალია რომ ვერ ვმოძრაობ თუ დამაშტერე?- ისევ ისეთი ჩამწყდარი ხმით თქვა და ბიჭს რომ გაეღიმა ხელი მიარტყა-ეს მე მომეცი...ესეც .შიშველი ტანტალს არ ვაპირებ- კარადიდან პირველივე ზედა და შარვალი აიღო, უცებ გაეცალა ბიჭს- ეგრე არ დარჩე გამოიცვალე თორემ ისე გაიყინება შთამომავლობის გარეშე დარჩები სიგიჟის ზღვარს რომ აგდააბიჯებ შემდეგ ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლია თავის დახსნა. ცხელი წყლის ქვეშ რომ დადგა და გაყინული კანი გაუთბა სიცილი ვერ შეიკავა. ისტერიულად იცინოდა, ტუჩებზე თითებს დაატარებდა და კისკისებდა. -არა-ნორმალური ხარ თინათინ ! -საკუთარ თავს უთხრა და ონკანი გადაკეტა. მაისური მოირგო,მაგრამ შარვალი აშკარად დიდი ზომა იყო. კარადაში თეთრი პირსახოცის ხალათი იპოვნა და ის მოირგო. თმა პირსახოცით შეიხვია და დერეფანში გავიდა. უზარმაზარი გვირგვინივით ჰქონდა პირსახოცი თავზე, ხალათი კოჭამდე იყო და მთლიანად თეთრით მოსილი საოცრად გამოიყურებოდა. -ავთანდიიილ სად ხააარ? იმედია არ მიეყინე სადმე და არ დაღუპე გვარი ,ჯიში და ჯილაგი შენი გენის დაკარგვა იქნება ? -ნუ ღელავ ასე მარტივად არაფერი მომივა... -ხო შესანიშნავად გამოვიყურები? -არ იყო საჭირო ხალათში გახვევა -მე კი მგონია ,რომ იყო ...რას აკეთებ მანდ? -ჩამოდი... ცხელ შოკოლადს დაგალევინებ -მართლაა?- პატარა ბავშვივით შემოჰკრა ტაში . მოაჯირზე დაჯდა და ისე დაეშვა . ბოლოს თავი ძლვის შეიკავა ,მაგრამ მშვიდობიანად დაეშვა. ბიჭისკენ დაიძრა და ახლაღა მოავლო მზერა ოთახს-ბებიაშენი ინგლისის დედოფალი ელიზაბეტია? -დაახლოებით... სანამ ცხელია დალიე -ფინჯანი მიაწოდა და სკამზე ჩამოჯდა -აქ არ ცხოვრობ ხო? -არაა , ბებოს სახლია. სულ ცვლის ჭიშკრის კოდს , ახლა შვეიცარიაშია ზამთარში იქ ისვენებს სულ -არ მითხრა რომ მდიდარი მილიონერი გაზულუქებული ბავშვი იყავი და არ გაბანულრდე გთხოოოოოოოოვ- სახე დამაანჭა და ისე შეხედა -არ ვარ ... -ძალიან კარგიი- გაიკრიჭა , შოკოლადი მოსვა და თვალები მინაბა-უგემრიელესია ... -მოდუნდა, მოეშვა ,მთელი სხეული გაუთბა და უცებ ქსენა, ნაბიჯების ხმა და ყეფა გაისმა. წამი არ იყო გასული ის ორი რომ გამოჩნდა . თინი ჯერ სკამზე შეხტა მერე მაგიდაზე გადავიდა და ბოლოს კარადაზეც აძვრებოდა შემოსაჯდომი ადგილი რომ ყოფილიყო-ააააააააააააა მონსტრები მოვიდნეეეეეენ,მიშველეეეეთ ფუუუ ფუუუ ფუუუ - ხელებს ასავსავებდა და სახეს მანჭავდა. მაგიდის ერთი ბოლოდან მეორესკენ გარბოდა და ძაღლებიც თან მიჰყვებოდნენ -გაჩერდი თორემ ჰგონიათ რო ეთამაშები და დაგიჭერენ ახლა -რა გაცინეეებს ადამიანოოო...გული არ გაქ ? ამ ანგელოზივით გოგოს რომ დამღეჭავენ და მომინელებენ ეს მონსტრი ძაღლები არ გეცოდები? მამას მხოლოდ ჩემი იმედი აქ, ბიჭი რო ვერ გააკეთა ნორმალური იმიტო იმუშავა ჩემზე და ასე უნდა მოვკვდე? დედას რა ეშველება, ვის მზითევს მოამზადებს და ხომ დარჩა სიძის გარეშეეეეე . ჩემი იდიოტი ძმა და სოფია ხომ უნდა შევარიგოოო მერე რა ეშველებათ იმათ, გინდა ჩემი ძმიშვილები უჩემოდ გაჩნდნენ და მამიდა არ ჰყავდეთ? - კიოდა და ისევ მაგიდაზე ხტუნავდა. ბიჭი კი იჯდა და იცინოდა. სკამი მაგიდას მოაშორა, ძაღლებს ადგილი გაუთავისუფლა და გართობა დაიწყო -ჩემზე არაფერს ამბობ ხო? კარგიი მაშინ შეგჭამონ -მოგელანდები, არ მოგასვენებ არც დღისით არც ღამით. ღამით განსაკუთრებით, აი ქალს რომ დაუწყებ ხელების ფათურს გამოვჩნდები და რამე საშინელებას დაგმართებ ... -მართლა გეშინია ? ამათი როგორ გეშინია ნახე რა საყვარლები არიან, ფუმფულები და თბილები - ძაღლებს დაუძახა და თავზე მოეფერა ორივეს- პაატარებო თქვენი ეშინია იმ ლამაზ გოგოს იცით? ხო საყვარელია ასე რომ დახტის? -საყვარელი ? ანუ ერთობი ხო? ხალისობ ჩემი გასაჭირით ... გამომიწვიე ხომ?- ხალათი მოიშორა და მოკლე მაისურით დარჩა ,ფეხის წვერებზე დადგა და ტრიალი დაიწყო . მერე პირსახოციც მოიშორა და მოიფქრიალა. ძაღლები ისევ გაიქცნენ მისკენ და კივილით განაგრძო სირბილი ,ერთი დატრიალდა და შემოსასვლელში გაშეშებულ ქალის მზერას წააწყდა. პირსახოცი ეჭირა ხელში და გოგოს უყურებდა,იმ წამს მიხვდა რომ შარში იყო -ბებოო ... დაბრუნდი? -ჩემო დახატულო მითხარი რომ მეჩვენება, წნევის გამოა და ეს ...ეს ქერა ქალი ჩემი სამზარეულოს მაგიდაზე არ დახტის, ცეკვავს თუ - თითებს აქნევდა და ღრმად ჩასუნთქვას ცდილობდა -არავარ კარგად ,სრული სიგიჟეა -ბებოო ... ძაღლების ეშინია უბრალოდ დამშვიდდი. შენ შვეიცარიაში არ ხარ? -არაა გადავიფიქრე წასვლა, ძალიან დავსუსტდდი სადღა შემიძლია ამდენი მგზავრობა- ხელი აიქნია და ტუჩები დაბრიცა- იდექი ახლა და მიყურე..ძაღლების თუ ეშინია იქ ტოვებ საწყალ გოგოს? ნახე როგორი თვალებით მიყურებს მალე დაიფერფლება სირცხვილით - ჩუმად ეჩხუბებოდა და თან ფერდაკარგულ თინის უყურებდა- წავალ მე წავიყვან ლეკვებს და მიხედე შენ ამ ლამაზ გოგოს - წარბები მაღლა აზიდა და ლეკვებს უხმო. განარნარდა და ძაღლებიც თან გაიყოლა -შანსი არაა...ყველაფერი უბედურება მე რატომ უნდა მემართებოდეს. -სახეზე აიფარა ხელები და მაგიდაზე ჩამოჯდა. ბიჭმა ხელი მოხვია და ძირს ჩამოსვა- შენ საერთოდ არ დამელაპარაკო, ყველაფერი შენი ბრალია. სულ არ გიხდება ცუდი ბიჭობა...კარგი ხო , ცოტა გიხდება- ხელები ყელზე ჰქონდა მოხვეული და ტუჩებგაბუშტული ლაპარაკობდა -ბებო რომ არ მოსულიყო წამსვე ჩამოგიყვანდი - მაგიდათან მიიმწყვიდია და ხელი წელზე შეუცურა-გითხარი რომ გაკოცებ ვეღარ მოგშორდები-თქო , წინასწარ ვგრძნობდი როგორიც იქნებოდი- ტუჩებთან დაიჩურჩულა და მშვიდად შეეხო ჯერ ქვედა ტუჩზე,შემდეგ ზედაზე.ბოლოს ორივეს მომთხოვნად წაეტანა ,ოდნავ კბილიც მოსდო და მოშორდა- წამოდი ბებოს გაგაცნობ -ავთანდილ , იცოდე ამ დღეს აუცილებლად გაგახსენებ, მერე არ თქვა არ გაგიფრთხილებივარო -დაველოდები ,როდის გამახსენებ, როდის და როგორ - გაიცინა და თითები მის თითებში ახლართა, ხელის ზურგზე აკოცა და ოთახიდან გაიყვანა- ნუ გეშინია სახლში აღარ იქნებიან... -ბებიაშენის მეშინია და ისიც არ იქნება? დაივიწყებს იმ სამარცხვინო კადრებს? -ბებოსი მითუმეტეს არ უნდა გეშინოდეს, შენნაირი არა-ნორმალური ბებოა -ანუ? -რამდენიმე წუთი მოითმინე ნუ ხარ მოუსვენარი -ასე ნუ მიღიმი, ამ თვალებში ნაპერწკლებს იყრი თუ რანაირად ანათებენ ასე რა ჯანდაბა ხარ საერთოდ ვინახარ -დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე და გადაგივლის -ღმერთო ჩემოო ჭკუას ვკარგავ ,ასე თუ გავაგრძელებ მოვიტაცებ -ჩემზე ამბობ? -არა შენს მონსტრ ძაღლებზე -ხო მეც ეგრე ვიფიქრე,აბა მე როგორ უნდა მომიტაცო -არ მომინდეს მთავარია,თორემ -მაშინებ -ისეთი სახე გაქ მე უფრო მაშინებ-ისევ ჩუმად ლაპარაკობდა.მერე ბებო დაინახა და გაჩერდა. ქალს იმდენად დახვეწილად ეცვა ,ისეთი იყო უბრალოდ გულგრილი ვერ უყურებდი,მაგრამ თინი ისეთ მდგომარეობაში იყო კომპლიმენტსაც ვერ ეტყოდა -ბებო გაიცანი თინათინი -სასიამოვნოა ,თინათინ მე ლილი მქვია - გაუღიმა და ხელი გაუწოდა. ისეთი მოვლილი ფრჩხილები ჰქონდა,იმდენად უცხო ფერის ლაქი ესვა თინის წამით საკუთარი თითების დამალვა მოუნდა -ასეთი სახით ნუ მიყურებ საყვარელო, შენს ნაკვთებს არ უხდება ... ისეთი ლამაზი თვალები გაქ სულ უნდა იცინოდე , ჩემი დახატული ბიჭი ვერ იტან ქალები რომ მოიწყენენ ხოლმე , მერე წარბებს კრავს და გული ტკივა - უცებ მიაყოლა და დივანზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო ,ხელები მუხლებზე დაიწყო ,წარბები მაღლა ასწია და ტავით ანიშნა დასხედითო -მე მართლა საშინლად მეშინია და ვერ ვიტან ძაღლებს, თქვენმა შვილიშვილმა კი ჩემ ემოციებს ყურადღება არ მიაქცია დაე ეტკინოს -იცის ხოლმე გაჭედვები , მამამისს ჰგავს - ტუჩი აბზიკა და ბიჭს გახედა- დახატულო ყავას არ მოგვიმზადებ? მთელი დღეა ლიკოსთან ვარ და დამღალა გეფიცები, ჩემ დაქალს შვილიშვილი უთხოვდება და ნუ სრული ქაოსია იმ სახლში .ქალს წნევები აქვს , ეს გოგო თურმე ვიღაც მურთხს მიჰყვება ცოლად -ბებოო -კარგი ხო ,ვჩუმდები ...აბაა ლამაზო მომიყევი როგორ გაიცანი ჩემი დახატული ბიჭი? -კაფეში შევდიოდი რომ დამეჯახა და ჩამიქროლა - ინსტიქტურად გაახსენდა და გაეცინა -ისე მლანძღავდა შენობის მეორე მხარესაც მესმოდა, იმ დღეს ცხენიდან რო გადმოვვარდი ბებო გახსოვს? მისი ბრალია, დამწყევლა ეტყობა -რას ამბობ, არ დამიწყევლიხარ გამოგლანძღე ,მაგრამ მერე წერილი რო ვნახე გადამიარა ბრაზმა. ცხენიდან გადმოვარდი? -არაფერია ,დამშვიდდი -აი თურმე რატომ მოგწონვარ, მეც არ გამიკვირდა ჩემნაირი არა-ნორმალური ქალით რამ დააინტერესა-თქო? იცის ხოლმე თავის დარტყმის შემდეგ -თინათინ -რაა ... უკაცრავად ემოციური ფონი რომ იმატებს ხოლმე მავიწყდება გარემოცვა -ბებოს გახედა და ისევ წამოწითლდა -თინათინ საყვარელო რამდენი ხანია ერთმანეთს ხვდებით? -არ ვხვდებით... ჩვენ უბრალოდ , შემთხვევით გადავეყრებით ხოლმე ერთმანეთს. იმას კი არ ვგულისხმობ რომ მე და მას სხვა ურთიერთობა გვაქვს ანუ მე და ის -თქვენი ურთიერთობის სახელი თავად გაარკვიეთ საყავრელო, მე მაინტერესებს პირველ შვილთაშვილს მოვესწრები თუ არა...ძალიან ბებუშკური ნათქვამი გამომდის ,მაგრამ ისე მაინტერესებს ჩემ დახატულ ბიჭს როგორი შვილები ეყოლება მითუმეტეს ახლა თქვენ რომ გიყურებთ. თქვენი ნაკვთები სინთეზში საოცრება იქნება პირდაპირ, ამის იდიოტი მამაც მხოლოდ იმიტომ მომწონს რომ უღმერთოდ სიმპატიური იყო სულ -ბებოო შენი ყავა მზად არის და იქნებ ცოტა დამშვიდდე, თორემ გაიქცევა და მერე სად ვეძებო? -არსადაც არ გაიქცევა, თუ გაიქცევა და ეგეთები მიპოვნია დახატულო? - გაუღიმა და ხელზე მოეფერა- მადლობა ,ყავისთვის ძვირფასო -მგონი ჩემი წასვლის დროა ,მიხარია რომ გაგიცანით .მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თქვენი მსგავსიც კი არავინაა მათ შორის -დამშვიდდი ჩემო კარგო , ნუ ფრთხი .ხვალვე ცოლად გაჰყვები და ერთ თვეში გამომიცხადებ ბებო ფეხმზიმედ ვარო ,ეგ ხომ არ მითვქმას . მოდუნდი ,დამშვიდდი ჩემი ასაკი და ნაოჭები ნუ განერვიულებს თორემ ვღელავ უკვე -ბებო შენი ინტერესის მიუხედავად სახლში ხომ არ გამოვკეტავთ თინათინს? თუ მოისურვებს სხვა დროს გესტუმრებით, ახლა უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა -მოიცა ისე ამ გოგოს არ გამაცნობდი? - ჯერ თავად უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, ასე რომ ნუ გაუბრაზდებით. ჰკითხეთ და მოგიყვებათ უფრო გასაგებად შემდეგ . ახლა ნამდვილად წასვლის დროა , დღეისთვის ზედმეტად ბევრი ემოცია მივიღე -იმედია რომ გაიცნობთ ერთმანეთს მესტუმრები ისევ , მოწყენილი ვარ მარტო დამღალეს ამ მოხუცებმა .ყველაფერი ისეთი უფერულია დამღალეს , შენ კი ვგრძნობ რომ ქარიშხალივით შემოიჭრები ჩვენს ცხოვრებაში...წინათგრძნობა სხვა არაფერი ,მოხუცის სიტყვების გამო ნუ იკამათებთ . ექიმი ვარ და ბავშვს რაც შეეხება კარგად ვიცი ვის როგორი შვილი ეყოლება -ექიმი ხართ? - მაშინვე შეჩერდა და გაიღიმა - მე სამედიცინოზე ვსწავლობ როგორღაც -რატომ შვილო , ასეთი ბედნიერი ცხოვრება გქონდა რომ უცებ საკუთარი თავის გამწარება გადაწყვიტე ? -სამედიცინოზე სწავლობ? -ხოოო -მოიცა შენ არ იცოდი ? არა მართლა მამაშენს ჰგავხარ რაა , იდიოტი - ისეთი აქცენტით თქვა თინიმ სიცილი ვერ შეიკავა -აუცილებლად გესტუმრებით,მე და თქვენი დახატული თუ ვერ გავიცნობთ ერთმანეთს ხო არაუშავს? -რას ნიშნავს ვერ გაიცნობთ ... -ისე არ მიმიღებთ? -აი რატომ არ გაგაცნობდი,შენ უფრო დააინტერესე ვიდრე მე -ნუ მასხარაობ ,ხომ იცი ვერ ვიტან.შენ კი ქალიშვილო ნებისმიერ დროს შეგიძლია მესტუმრო...წინასწარ დამირეკე სადმე რომ არ ვიყო წასული და ლეკვებმაც რომ არ შეგააშინონ. ნომერს ჩემი დახატული გეტყვის -ნახვამდის... -ნახვამდის საყვარელო ...თეთრი ხალათი მოგიხდება. მანქანის გასაღები ვაზაში დევს ბებოო- შვილიშვილს გაუღიმა და წავის ფინჯანს თითები შემოაჭდო. ღიმილით უყურებდა წყვილს და ფეხს ჰაერში აქნევდა-ხომ ვთქვი კარგი დღე იქნება-თქო, კიდევ კარგი წამოვედი -არაა საჭირო, მაისურს რომ გართმევ და უკან უნდა დაგიბრუნო ესეც იკმარე -გგონია ასეთ ფორმაში გაგიშვებ ამ დროს? იცი რომელი საათია? -ჩემი სახლის მისამართსაც რომ გაიგებ მერე დამალვა რომ მომინდეს როგორ დაგემალო? -არ მოგინდება -ეს მუსტანგია თუ მე მეჩვენება? -ბებოს საჩუქარია , არ მიყვარს ამ მანქანით სიარული? მომყვები? -ლილი მაგიჟებს -იქნებ დროულად დამტანხმდე წაყვანაზე -ამ მანქანიდან რომ გადავალ ჩემ სახლში მცხოვრები 6 კაცი გადაირევა -6 ძმა გყავს? თუ 5 ძმა და მამა იმედია 4 ძმა ,მამა და ბაბუა იგულისხმე ხო? -არ მითხრა რომ ჩემი ძმების შეგეშინდა -რამდენი არიან უბრალოდ მაინტერესებს ... მეც მინდა რამდენიმე ბიჭ მყავდეს და მაინტერესებს ვერ იტან თუ საოცრებად მიგაჩნია ეგ ამბავი -ერთი ძმა მყავს და ისიც ძალიან მალე წავიდა ოჯახიდან ...დანარჩენები არ არიან ნათესავები. წამიყვანე თორემ გავიყინები -მანქანის კარი გააღო და დაჯდა, ბიჭი ისევ იდგა და უყურებდა მერე უცებ დაჯდა -5 უცნობ ბიჭთან ერთად ცხოვრობ? -აჰაამ...მანქანა სულ ახალია? შენი სუნიც კი არ არის სალონში -როგორ ცხოვრობ 5 უცნობ ბიჭთან ერთად -მხიარულად, ძალიან კარგად ვატარებთ დროს . ყველანი საყვარლები არან, სხვადასხვანაირად სიმპატიურები და ქარიზმატულები -გინდა გაიგო გაცოფებული როგორი ვარ და განგებ მიყვები ამ ამბავს ხო? -და როგორი ხარ გაქცოფებული პათოლოგიური სიმთვრალეც ხო არ გაქ -ავთანდილის გამო მეუბნები ხო ? -არა ბებომაც რომ არ დაგიზახა სახელი ძაან გადავფსიხდი...რა გქვია ასეთი ავთანდილზე უარესია ხო? -სახლში არ დამპატიჟებ? -რა თავზეხელაღებული ყოფილხარ თუ გგონია რომ ექვს ბიჭთან ერთად მცხოვრებ გოგოს მისსავე საძინებელში უფათურებ ხელებს .არ დაგპატიჟებ! -ოთახს ქირაობ და ყველა მეზობელი ბიჭია? -არაა ჩემი სახლია -აბა სახლი გააქირავე და ყველანი ბიჭები მიიყვანე? -არა,ჩემმა ძმამ შეყარა ყველანი ერთად ...ერთობიან რა -ღმერთო გამომაფხიზლე, ვეღარ ვუძლებ მგონი -აიი აქ შეუხვიე და მესამე სახლთან გააჩერე -აქ ცხოვრობ თუ სხვა სახლტან მაჩერებინებ და რომ წავალ გადაუხვევ -დაღლილი ვარ თორემ ეგრე ვიზამდი...მადლობას გადაგიხდიდი,მაგრამ ურცხვად რომ დალაშქრე ჩემი ტუჩშეუხებელნი ბაგენნი მიუხედავად ნეტარი მდგომარეობისა მაინც გავბრაზდი , შემორიგებაზე იფიქრე იმ მონსტრების გამო. - მისკენ გადაიხარა და ხელები ყელზე მოხვია - ეს ისე უბრალოდ, ახლო მომავალში სხვას რომ არ შეახო ჩემი დაგემოვნებული ტუჩები - თვალებში უყურებდა,იცოდა რომ გონებას ურევდა და ღიმილით შეეხო ტუჩებზე . მშვიდად გადავიდა მანქანიდან და ეზოში გაუჩინარდა... ................................ ის იყო დახვეულ კიბეზე შედგა ფეხი რეზის ხმა რომ გაიგო და მიეყინა -რა გაცვია გოგო...ამდენ ხანს სად იყავი...ან ეს მოსაცმელი ვისია -ვსეირნობდი,გაწვიმდა და მეგობართან გამოვიცვალე -ამ მეგობარს ამხელა მხრები აქვს? -ხო რა იყო მხარბეჭიანი მეგობარი რომ მყავდეს არ შეიძლება? ხო არ გაგახსენო რო შენ გარდა ამ სახლში 5 კაცი ცხოვრობს მათი მოსაცმელიდამაისური რო მეცვეს უნდა გაჭედო? და ვაფშე საყვარელიც რომ მყავდეს რა მერე? -თინათინ ისედაც ცუდად ვარ იცი, იცი რომ მალე გავგიჟდები და შენ კიდე მიმატებ? -რა ჩემი ბრალია შენ თუ ბავშვობაში ნამდვილი ხისთავიანი, ქუჩისბიჭი იყავი რომელმაც გოგოს იმიტო გაუჭედა რო მოდელობას აპირებდა .კოჭებხვრეტია იდიოტო სხვას აბრალებ რამეს? ახლა რაღატომ გინდა მისი დაბრუნება ძალიან მაინტერესებს,ამდენ კაცს მოსწონს,ამდენი ვინმე გახდის თვალებით, ნახევრად შიშველი დადის დეფილეზე და რას ეტყვი ცოლად გამომყევი 7 ბიჭი და 2 გოგო გამიჩინე, გასუქდი, ცელულიტებიანი გახდი და სახლში დაჯექიო? როგორ ვერ ვიტან შენნაირ ავადმყოფ კაცებს ...მე ხომ კარგად ვიცი რომ სოფიას არ იმსახურებ ,მისი მსგავსი ქალი შენნაირ ავადმყოფთან,ველურთან და ხეპრესთან საერთოდ არ უნდა ცხოვროდეს. წინა საუკუნის გადმონაშთი ხარ ჩვეულებრივი... აი რისი თქმაც მინდოდა ამდენი ხანი,ახლა კარგად იყავი და იმტვრიე ტვინი ,იქნებ მიხვდე ვისთან ვიყავი -იცოდე მათესთან თუ იყავი მოვკლავ -მათეს სახელი არ მიხსენო საერთოოოოოოდ გიკრძალავ გესმის? საერთოდ თავი დამანებე და რაც გითხარი იმაზე იფიქრე, მე შემეშვი და შენ ჩასვრილ საქმეს მიხედე თორემ რას გავხარ უკვე შეხედე, ბომჟივით ხარ შე გაჭირვებულო -სახე დამანჭა უცებ მიახალა და გაიქცა. არა განა სხვა დროს ვერ ეტყოდა?მაგრამ მარტო დარჩენილს ბრაზმა შემოუტია,მატეს ხსენებისას დაუბრუნდა რეალობას სადაც „ავთანდილი“ აღარ უფანტავდა გონებას . მთელი ღამე ვერ მოისვენა,ისევ მისი მოსაცმელი ეცვა , მაისურიც არ გაუხდია მხოლოდ შარვალი ჩაიცვა და საწოლზე დაეშვა. ამ დროს ვერაფერი შველოდა, არც წიგნის კითხვა უყვარდა მაინცადამაინც,მეცადინეობა ხომ საერთოდ.შეუძლებელია ანატომიის ,ქიმიის ან ჰისტოლოგიის წიგნებმა დარდი გაგიქროს,მინიმუმ დაგამძიმებს. სიმღერის მოსმენის ნერვებიც არ ჰქონდა და უბრალოდ ტელევიზორის ეკრანს მიშტერებოდა,მანამ სანამ არ ჩაეძინა. ................... რეზი ჯერ ცოფებს ყრიდა, მერე გასაღებს დაავლო ხელი და წავიდა. დიდხანს დაბოდიალებდა ქალაქში, სიჩქარეს უმატებდა ,მაგრამ გრილი ჰაერი და ადრენალინიც კი ვერ შველოდა. როგორ არ ეცადა ,მაგრამ ტავს მაინც ვერ მოერია. მანქანა კორპუსის წინ გააჩერა , ჯერ შენობას ააყოლა მზერა, შემდეგ კი სასწრაფოდ გადავიდა. უკან ვერარ დაიხევდა, მერამდენედ დაბრუნდა იმ ადგილიდან მეტი აღარ შეეძლო,უნდა ენახა,არ იცოდა რას გააკეტებდა, რა უნდოდა საერთოდ უბრალოდ მის კართან იდგა და ზარის ღილაკს თითს არ უშვებდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო გულისცემა აუჩქარდა, საკეტის ხმა და ზღურბლს მიღმა მდგომი საყვარელი სხეულიც გამოჩნდა -რეზი -არ შემომიშვებ? -იცი რომელი საათია? -გეშინია ?- ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,თვალს არ აშორებდა სოფიას ნაკვთებს.მისი მზერა სულ სხვანაირი იყო, თავადაც სხვანაირი გახდა სულ სხვა, უცხო და მაინც ძალიან ახლო -უნდა მეშინოდეს? -მგონი სჯობს შემოვიდე - აღარ დაელოდა გოგოს პასუხს და მშვიდად შეაბიჯა ბინაში. სახლში შესვლისთანავე იგრძნო ნაცნობი სურნელი და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა-ყველაფერი გაქვს რაც გინდოდა...პოპულარული ხარ, ცნობილი მოდელი ,მაღალანაზღაურებადი, ცხოვრობ უზრუნველად და აკეთებ საყვარელ საქმეს. ბედნიერი ხარ დაცვის თანხლებით რომ დადიხარ? რომ გეშინია ვიღაც შენზე ჩაციკლულმა სირ** რამე არ დაგიშაოს? -ის გავაკეთე რაც მინდოდა, ბედნიერება რთული მისაღწევია...მხოლოდ ეს თუ გაინტერესებდა შეგიძლია წახვიდე -საერთოდ არ ხარ ბედნიერი, დაღლილი ხარ, გამოფიტული, შენ თვალებში სიცარიელეა, სხივები აღარ გაქვს - ახლოს არ იყო, მაგრამ ისე უყურებდა სოფიას უკვე კანი ეწვოდა -ახლა შეგტკივა გული ჩემს ბედნიერებაზე? რა საინტერესოა ,ადრე მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და სურვილებზე ფიქრობდი -ისევ ვერაფერს ხვდები, ისევ ისე იგებ როგორც ყველა ...ისევ ვერ მხედავ -შენ ვერ მხედავდი ვერასდროს და საერთოდ წარსულში დაბრუნება წამითაც არ მინდა , ვერ გხედავ და არც მინდა რომ გხედავდე , ისეთი ხარ როგორიც იყავი წლები არაფერს ცვლის.გამოხატვის ფორმები შეცვალე,მაგრამ ისევ ისეთი ხარ -შენ რომ შეიცვალე და იმ ლაღი, საყვარელი გოგოს ნაცვლად უსულო ლამაზმანი რომ გახდი კმაყოფილი ხარ? -დიახ,ძალიან კმაყოფილი ვარ ის სულელი ბავშვი რომ აღარ ვარ, გავიზარდე შეცდომებზე ვისწავლე და შემდგარი ქალი ვარ -შემდგარი ქალი...სასაცილოა- ბარის მიღმა სასმელებს მოჰკრა თვალი, გამშრალი ყელი უკვე ისე აწუხებდა ცოტაც და სუნთქვა გაუჭირდებოდა. თვალს ძლივს აშორებდა გრძელ კაბა-ხალათში გამოწყობილ ქალს, მისი დახვეწილი სხეული ისე იზიდავდა როგორც არასდროს-სასმელს არ შემომთავაზებ? -არ მითხრა ჩაის სმაზე გადავედიო -ყოველ საღამოს ფინჯან ჩაის ვწრუპავ - ირონიულად ჩაიცინა და თავად შემოუახა ხის დახლს. ჭიქა აიღო და შეავსო-არ შეწუხდე თავად ავისხამ -მაინც ვერ ვხვდები რისთვის მოხვედი -ჩემთან მარტო დარჩენის ისე გეშინია სადაც კი შევხვდით ყველგან უამრავი ნაცნობი იყო -რატომ უნდა მეშინოდეს შენი, ისევ დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე -ორივემ კარგად ვიცით ვინ ვიყავი შენთვის და ახლა ვინ ვარ... -იმაზე მეტი იყავი ვიდრე იმსახურებდი, ახლა კი ის ხარ რასაც იმსახურებ ...არავინ ! -უფრო ჯიუტი და მწარე გამხდარხარ, ნეტავ შენმა ტუჩებმაც შეიცვალეს გემო? - თვალებში უყურებდა, წამსვე დაიბნა გოგო მზერა მოაშორა და უკან დაიხია -წადი აქედან,შენი სითავხედის მოთმენა არ შემიძლია არა ვარ ვალდებული გიმასპინძლო -გეშინია, თან ძალიან გეშინია ,რომ წლების განმავლობაში დაგროვილ ბრაზს დაივიწყებ. საკუთარ თავს ძლივს ერევი ხომ ასეა , კანი შენც გეწვის? გინდა რომ შეგეხო ,უფრო მოგიახლოვდე - ხმა ხრინწიანი გაუხდა, თვალები აემღვრა მისკენ დაიძრა მან კი უკან სვლა დაიწყო -მე გამირბიხარ თუ საკუთარ თავს - თითები ოდნავ შეახლო ლოყაზე და სემდეგ ატრთოლებულ ტუჩებზე გადავიდა -ამდენი წელი მხოლოდ იმისთვის ვისჯებოდი ასე უღმერთოდ რომ მიყვარდი? ხომ გაიმარჯვე ,ხომ მიაღწიე შენსას , შენი თავმოყვარეობა ხომ აიმაღლე გიღირდა უჩემობად ?- თითები თმაში შეუცურა და სახე მიუახლოვა, ლოყაზე ცხვირით ეხებოდა,თვალები დახუჭული ჰქონდა - როგორ მომენატრა შენი გულის ხმა , ისევ ისე ძგერს და სანამ ასე იქნება მანამ ჩემი იქნები როგორც არ უნდა მომშორდე, სადაც არ უნდა წახვიდე და ვისთანაც არ უნდა იყო შენი გული ჩემია ! -შემდეგ იქ აკოცა სადაც პირველად , სულ პირველად შეეხო მის კანს . ყბის ქვეშ, ყელზე ხანგრძლივად მიაწება ცხელი ტუჩები და წამსვე მოშორდა. იქ აღარაფერი ესაქმებოდა, ყველაფერი გაიგო რაც სჭირდებოდა რეალობაში დასაბრუნებლად. ყველაფერი ნათელი იყო და გზაც კარგად ჩანდა ... მიდიოდა და უყურებდა გახევებულს, უღიმოდა მანამ სანამ იქაურობას არ გაეცალა. სოფია ისევ ისე იდგა, მთელი სული ეწვოდა ,თვალებიდან ცრემლები სდიოდა და სუნთქვა ნელ-ნელა უძნელდებოდა. ბოლოს გულზე ხელი მიიდო და ჩაიკეცა. ხმამაღლა ტიროდა წარსულს, შეცდომებს, დაკარგულ სიყვარულს, ვერ გადაბიჯებულ თავმოყვარეობას ყველაფერს ერთად მისტიროდა .უნდოდა გაქცეულიყო ხელი ჩაევლო და თავისკენ შემოებრუნებინა, მისი ტუჩების დავიწყებული გემო თავიდან გაეხსენებინა და აღარასდროს გაეშვა. მიუხედავად სურვილისა ისევ გაუნძრევლად იჯდა და აფორიაქებულ გულს ვერ იმშვიდებდა. ............................ საძინებელში იყო , მაგიდასთან იჯდა და წიგნებს დაჰყურებდა კარი რომ გაიღო და ტყუპები გამოჩნდნენ -გაგვაგებინე დაოო რა სჭირს ლეას? ამ დილით დავადექით ქალო წამოდი თინუშკასთან მივდივართ-თქო გვინდოდა გვეთქვა, კარი გააღო გადაბურდული თავით, ჩაშავებული უპეებით, წითელი თვალებით რა გჭირს ვეუბნებით გრიპი გაქ ისევ? სიცხე არ ჰქონდა , არაფერიო ..მერე რა არაფერი-თქო და -ბოლოს გვითხრა თინის ვაწყენინეო...საშინელი ადამიანი ვარო, არაფრის ღირსი ვარო.თქვენც არ გიმსახურებთქო მერე კიდე რა ვიცი ზლუქუნებდა და ხმა არ მესმოდა მე და ჩემი და ნიცა ვართ შოკში. რა გააკეთა ასეთი ლეამ შენ რომ გაუბრაზდი -თავი მტკივა და იქნებ ცოტა ხმადაბლა? -ვაიმეე ციებცხელებაა დაოოო...შორს გადი დაე მხოლოდ მე დავსნებოვნდე . შეხედე რა დღეშიაა რა ცუდადააა -მშვენივრად ვარ -რა მშვენივრად ქალო როგორ მშვიდად ლაპარაკობ , შემომხედე? თავი მაღლა ასწიე გააღე პირი, აბა თვალებში ჩავხედოთ გემოგლობინი დაეცა ვითომ - ყბაზე მოუჭირა თავი ააწევინა აქეთ იქით გადააწევინა და ისე აკვირდებოდა თითქოს რამეს გაიგებდა -შეეშვი ნუც ... მოგვიყვეს რა მოხდა თორემ უკვე ცუდად ვარ -შეყვარებულია ქალბატონი ლეა -ვააუ -ვისზე -აბა თუ მიხვდებით -შენ უყვარხარ ქალო? -ნიცაა რა დროს ხუმრობაა? გოგოები თუ მოსწონს რაღა ეს მე მოვეწონებოდი -მათე თოიძე- ტყუპების მხიარული განწყობა წამსვე ჩააქრო თინიმ.ორივე გაჩუმდა და თინათინს გახედა -მათემ რაოო ? -ვინ უყვარსო ის არ ვკითხეთ ბოლოს? -მათე უყვარს ... მათემ მითხრა ამიტომ არ მომეცი შანსიო? მათემ მითხრა რომ ლეას უყვარს -ვაი მე ...ჩემი საწყალი გოგოოო , რა სულელი ყოფილხარ გოგო მათე რამ შეგაყვარა და თუ გიყვარდა რამ გაგაჩუმა .აუუ ახლა ვიტირეეეეებ -ნიცა გეყოფა ვერ ხედავ როგორაა ? -აუუ რა ვქნაა იმ იდიოტ ბიჭს თავს წავაცლი ...ეს იგივეა შენ რომ დაგშორდე ვიღაცის გამო -არ დაშორებია ხომ ასეა...უბრალოდ დრო გჭირდება , ყველაფერი დალაგდება ლეაა და თინი ასე უბრალოდ ვერ დაშორდებიან ხომ ასეა -დღეს რომ გავიღვიძე მობილური ავიღე მინდოდა დამერეკა და მეთქვა რომ გიშური დღე მქონდა.მერე გამახსენდა რომ მატკინა და მივხვდი რომ არ ვაპატიებ -თინიიი -არ ვაპატიებ სანამ საკუთარ ტავს არ დაიანხავს, არ დადგება იმ სიმაღლეზე რასაც იმსახურებს სანამ იმ იდიოტს თავის ადგილს არ უჩვენებს . ახლა რომ მივიდე და ვუთხრა რომ მასთან ვარ ისევ მოდუნდება, ისევ დაკარგავს ძალას -რას ამბობ თინი -იცი რამდენი ხანია ვფიქრობ ? გუშინ ვიჯექი და ვიხსენებდი ჩვენს ერთად გატარებულ წლებს და ჩემი ბრალია , ჩემი ბრალია ახლა ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, მე დავასუსტე. ასეთი ვარ ჩემ გვერდით ძნელია არ მოდუნდე , ჩრდილში ხვდები ... რაც კი რამ პრობლემა ჰქონდა არასდროს თავად არ დაუცვია საკუთარი უფლებები. როგორც კი გავიგებდი რომ რაღაც ხდებოდა მის თავს, ვიღაც მის ნერვს ეხებოდა, მის დაჩაგვრას ცდილობდა მაშინვე წამოვფრინდებოდი და სიტყვის თქმაც აღარ სჭირდებოდა.მათესთან როგორ იყო არ გახსოვთ? თავიდან რომ შეწინააღმდეგებოდა იქნებ სხვა ურთიერთობა ჰქონოდათ ახლა, მაგრამ არა მე ხომ აუცილებლად უნდა ვთქვა სათქმელი -თინი ნაწილობრივ მართალი ხარ,მაგრამ აჭარბებ იცი? ლეასთვის შენ გვერდით ყოფნა დიდი ბედნიერება იყო ყოველთვის , შენ მისთვის კედელი ხარ ...ყველა ჩვენგანისთვის ხარ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შენზე დიდები ვართ მაინც გვაქ ეს შეგრძნება . ლეა ასეთია, ლეას ჩვენნაირი ხასიათი არ აქვს -ყველას უნდა ჰქონდეს კრიტიკულ მომენტში ბრძოლის უნარი , რომ დაეცემა უნდა ადგეს -ის ბიჭი რო მოვაშოროთ ჯერ არა? -არადა რა სიმპათიურია ...ცოტა ტვინი რომ მისცა კაცი არ აჯობებს- ნუცამ ტუჩები დაბრიცა და თვალები აატრიალა -წლების შემდეგ გაგახსენებთ როგორ ლანძღავდით მათეს -აზრს შევიცვლით თუ რა -თანაც რადიკალურად -რაღაც ხდება კიდევ და იქნებ ამოთქვა თინათინ -მე ის მაინტერესებს ვის უფრო უყვარს სულელ გოგოს სულელი ბიჭი თუ სულელ ბიჭს სულელი გოგო -რაა? -ხო არ გადაირიე გოგო...ცოტა ხნის წინ შენ გეცალიჩებოდა ლეა რანაირად უყვარს -სულ ის არ გვიყვარდება ვინც იდეალურ კაცადაა ჩვენს გონებაში,თორემ ლეას არ შეუყვარდებოდა . მართალია მათეს გემოვნებაში მე უფრო ვჯდები ,მაგრამ გულს სხვა უნდა აშკარად. რა იდიოტი ვიყავი ერთხელ ვუყურე ჩხუბის დროს როგორ უყურებდა ლეას თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა ...ის თვალები როგორ დამავიწყდა -მოიცა ვაჩეს მაგიტო ეჩხუბა ვითომ? -ვაჩე რა შუაშია -რა დაა...ვაჩეს ლეა მოსწონს ,მოსწონდა ყოველ შემთხვევაში და ცხვირის გატეხვის მერე რა ვიცი -შანსი არ არის ... აზრზე ხართ რა იდიოტები არიან ორივე? გიჟდებიან ერთმანეთზე და ორივე იძახის ეს როგორ უნდა გიყვარდესო , ავადმყოფები,უტვინოები ...ვაიმეე ახლა შემეძლოს თქვენს ამბავშვი ჩარევა თქვენ განახებდით -დაოო ის დროა რომ გავიქცეთ და ვინმეს შევეჯახოთ მაინც თორემ ლეამ წლების შემდეგ შვილებისთვის მოსაყოლი რომანტიკულ ამბებსი გვაჯობა აშკარად -ასე უცებაც ნუ გადაწყვიტავ ნუციკო ... -ვაიმეე დაოოო ...სოფია მირეკავს -უპასუხე ქალო რას ელოდები -გისმენ სოფიკოო- ხმამაღლა ჩაჰყვირა და გაიკრიჭა -არ მოდიხართ? სახლში ვარ და გელოდებით...დაგავიწყდით? -რასაა რომ კადრულობ გოგო შენ?- მეგრული კილო დადო ნიცამ და თინის ანიშნა -თინათინთან ვართ , წამოვიყვანთ და წამოვალთ -გეწინააღმდეგებათ თუ ამდენ ხანს სად ხართ -რა გჭირს შენ რა მოუთმენლობააა შე ქალო -დალევა მინდა...ხვალამდე სამყაროს ვწყდები,ხვალ ყველა ერთად დამტყდება თავს და იქნებ ამოხვიდეთ? თორე ტელეფონი ამიფეთქდება მალე.ვთიშავ იცოდეთ -მოვდივართ შხვართალააა გზაშ ვართ...პრასი მოგვაქ -ყველაფერი მაქ ამოდით ოღონდ,თორე უთქვენოდ დავიწყებ -დედუუ ყველა დეპრესიაშია დაო ჩვენ გარდა , ჩვენც დაგვსტრესეს ახლა ისიც დაგვიმატებს არ ჩამოიშალოს ჩვენი სილამაზე ტყუპოოო- როგორც კი გათიშა სოფიამ მაშინვე წამოიშალნენ. თებეას ქურთუკი დააფარეს თავზე და უცებ შენიშნეს მაისური და მოსაცმელი-ესენი ვისია თინუშკები? -მერე მოგიყვებით...წავედით სარძლო მეტანჯება. სავარაუდოდ ჩემი ძმის ტორი ურევია ამ ამბავში ,ეს ხო ვაფშე დას*** მყავს სახლში სხვაზე ვლაპარაკობ ამ დროს. ღმერთო უშველე ამ ხალხს და მომეცი საშუალება მეც გავშალო ფრთები ისევ ისე როგორც ადრე -თავიი არ წეიქციო დაოო წავიდნენ სოფიასთან, იქ სადაც თავს აფარებდა ხოლმე. წელიწადში ერთხელ შეეძლო ყველა და ყველაფერი დაევიწყებინა, მოშორებოდა სამყაროს უბრალოდ მშვიდად ყოფილიყო . ახლა კი გოგონებს ელოდა და პედში გახვეული ხედს გაჰყურებდა. მანქანის ხმა რომ გაიგო მაშინვე წამოდგა და კარისკენ გაიქცა -მოვედიით ცუნცულიკოოო... -როგორც იქნა მოხვედით ...ლეა სად არის? ვურეკავდი და მითხრა მაშოსთან ერთად ქალაქში დავბრუნდიო, ბიძაშვილის დაბადებისდღე ყოფილა -უი წავიდა უკვე? აბა ხვალ დილასო? -შეიძლება ისედაც არ მოსულიყო ... -ჯანდაბაა ხვალ ლიკუნას დაბადების დღეა მე კიდე აქ ვარ ... კაი გაისად მივუტან ორ საჩუქარს- თინიმ თავი დაიმშვიდა და სახლს მოავლო მზერა- ეს ადგილი როგორ იპოვნე სოფია? -დიდხანს ვეძებდი ადგილს სადაც დავიმალებოდი , საიდუმლო ინფორმაციას განდობთ სხვათაშორის და იმედია არ გამყიდით -მე რომ მიყურებ არ იცი ჩემი ძმის გამწარებაზე მეტად არაფერი რომ არ მახარებს? სულ რომ ქვეყანა გადაატრიალოს შენს ძიებაში არ ვეტყვი მაინც -შენი ძმა...შენი ძმა ჯანდაბა მე ის ისევ მაგიჟებს -უკვე დალიე სოფია? -წუხელ დავიწყე და კიდე არ გამოსულა ორგანიზმიდან... -წუხელ შენთან წამოვიდა? -შენ უთხარი? -არაა მე ვუთხარი რომ გამოსი*ებულია ...აბა რას ვსვამთ? ყველას გვაქ რაღაც მოსაყოლი... აი დრო გავა და მერე ვაჩვენებ იმ ორ სულელს როგორ უნდოდა ჩემი საუკეთესო მომენტის გაფუჭება -მგონი წუხელ ქალიშვილობა დაკარგა და ის მაისური მოსაცმელითურთ იმ ბიჭს წაართვა -ნუცააა მეტყობა ახლა მე რამე ნასიამოვნების? -რა ვიცი ისეთი დაღლილი იყავი შეიძლება გამოგფიტა, მე რა ვიცი რა ტემპერამენტი აქვს -შარში ვართ -შარს რომ ვეხებით ლეა გვაკლია...ეგ რომ არიიის ისეთში შენც არ ხარ სოფია -ჩემზე უარესი მდგომარეობა როგორ აქვს.რა სჭირს -თქვენ ორივემ იცით რომ გიყვართ და იმათ არ იციან, ვერ ხვდებიან, ვერ იაზრებენ და ვაფშე მაგარი დარხეული აქვთ რა -ვინ ორივემ ვიცით -ახლა არ მითხრა არ მიყვარსო თორემ ამ ბოთლს გამოგიქანებ ისედაც არ ვარ ჩემ ჭკუაზე -იმას როდის ვუყვარდი, იმას მარტო თავისი თავი უყვარს ...ეგოისტი გორილა -ჩემთან უნდა ცხოვრობდე და უყურებდე დილიდან საღამომდე ჩემ ძმას და მერე აღარ იტყოდი არ ვუყვარვარო...ნეტა თავისი თავი უყვარდეს ისე შენ რომ უყვარხარ, ისე არც უყვარხარ აბოდებს შენზე სოფია გაჩუმდა, გოგონებიც არაფერს ამბობდნენ. რამდენიმე წუთი ჭიქებს ცლიდნენ, სასუსნავებს ანადგურებდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ. მერე უკვე ამბების გაცვლა დაიწყეს. ტყუპები ხალიცაზე იყვნენ მიწოლილები , თინი სავარძელზე , სოფია დივანზე და ბოლო ხმაზე იცინოდნენ თინის მონათხრობ ამბავზე -აუუუ რა ჯიგარი ბებო ჰყოლიააა -ანუ იმ დღეს შეეჯახე მე რომ შემხვდი? -ხოო ...ხომ გახსოვს შოკი მქონდა წერილი რომ მომცეს -აუუ რა ძაან საყვარელიააა -ძალიან ქუუულ არის -არ დაიწყოთ ახლა კამათი... ყველანაირია -ოოოჰ სად შეგვიძლიაა...ანუ შენნაირია? -ცოტა უფრო სხვანაირად ფსიხია -სახელი არ ვიცით ანუ? -ნწ...არ მითხრა ,ცუდი ბიჭია -აიი ძაან გაგიჟებული ხარ -დაშტერებული ვარ...მიკვირს ისე ვარ. პროსტა ეს ამბები ფარავენ ჩემ ავთანდილიკოს,...მოვიცლი მისთვისაც სად გამექცევა -იქნებ და ვინ არის -ვინც გინდა ის იყოს ...მთავარია სხვა ქალი არ ჰყავდეს ,სხვა ყველაფერს მოვანანიებინებ - ტუჩები გაილოკა და თავი უკან გადასწია. ყველანი ჩუმად იყვნენ კარი რომ გაიღო და მაღალქუსლიანის ხმა გაისმა სახლში. -დარლინგ ყველა შენ გეძებს … უპს მარტო არ ყოფილხარ -გადაღება არ გქონდა შენ? -დავიკიდე ... ეს ბარტყები ვინები არიან? - ტუჩებშორის მოქცეული სიგარეტით, დაუდევრად შეკრული შავი თმით, თხელი პერანგითა და მოსაცმელით იყო . იმდენად ეფექტური გარეგნობა ჰქონდა რომ გოგონები გაკვირვებულები უყურებდნენ -თინი, ნუცა და ნიცა -თინი შენ ხარ? ფგავხარ შენს ძმას - გაიცინა და სიგარეტი ყავის ფინჯანში ჩააგდო -ჩაიწიე - საჯდომზე მიარტყა სოფიას და ფეხები დივანზე აკეცა- მეც დამისხით და განაგრძეთ ჭორაობა...ვგიჟდები ადგილებზე სადაც ჩემს ამბებს არ ყვებიან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.