შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ბალადა სვანურად (სრულად)


9-06-2018, 16:04
ავტორი აფხაზი
ნანახია 7 919

-მიდი დაარტყი! ერთი ამოსუნთქვით მიაძახა მწვრნელმა მეტრეველს და აგათონიკეც დაჰყვა, მის ,,ბრძანებას“. ბატონი ნიკა არ შემცდარა. ბიჭმა ბურთს მთელი ძალით დაარტყა და ძელის დახმარებით კარებში შეგორდა. ლიპარტელიანს სახეზე წითელმა ალმურმა გადაჰკრა. ,,როგორ თუ მეტრეველმა მაჯობაო“. ხალხის შეძახილებმა გადაფარა მათეს შეგინება, მაგრამ აგათონიკეს არ გამოჰპარვია და საცემადაც მივარდა. ,,როგორ თუ დედაზე მაგინებო“. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, უფრო სწორედ, ,,არანაირი არაფერი“. მეტრეველს მიახალეს დისკვალიფიკაციაო, აი მათე ლიპარტელიანი, კი საკაცით გაიტანეს. თუმცა, იცოდა აგათონიკემ, მტერი რომ ამოუჩნდა მათეს სახით...
იმ ღამით ძმაკაცები ნოსტალგიის განსამუხტად ბარში გავიდნენ. თადეოზი თავის ჩვევას არ ღალატობდა. ერთი ღამის გოგონას ეძებდა. რატომაც არა, ბიჭი ხომ ზე სიმპატიური არსება გახლდათ. აი, ალუდა ქაჩიბაიაზე რა გითხრათ! ესეთი უმანკო არსება არ შემხვედრია, არასდროს! ისეთი დინჯი და კულტურული იყო, რომ ბალანს ქმნიდა საძმაკაცოში. ერთი ალუდა უდრიდა ორ გიჟ-გადარეულ ყმაწვილს. ბართან მისულმა აგათონიკემ ბარმენს ტეკილის ჩამოსხმა სთხოვა და მისთვის საყვარელ ადგილას მოკალათდა, ჭიქით ხელში. ათვალიერებდა გარემოს, ,,ვიღაცას“ ეძებდა, მაგრამ თითნაც არ იცოდა ვის. თვალიერება გაცოფებულმა თადეოზმა შეაწყვეტინა.
-ნახე იმ ძუკნამ რა მიქნა? ბიჭი მიუახლოვდა და აწითლებული სახე მიუშვირა.
-რა გჭირს ბიჭო? დაასწრო ქაჩიბაიამ კითხვა და გაოცებული სახით შეხედა არაბულს.
-იმ ნაშას ხედავ, ქერას? მაგის ნახელავია!
-ისე უბრალოდ არავინ გაგარტყამდა ხელს. რამე დაუშავე? აგათონიკე ჩაერთო დიალოგში.
-რა უნდა დამეშავებინა? შევთავაზე გავერთოთ-მეთქი!
-შენ სულ გამო*ლევდი, ბიჭო? ეგეთი *ირი როგორ ხარ? მთლად ადკარგე ქალის პატივისცემა? ალუდამ გაბრაზებული თვალები მიანათა თადას.
-აუუუ, დაიწყო ამან ისევ. ვინ ხარ ძმაო შენ? ჩემი ძმაკაცი თუ მთავარანგელოზი მიქაელი?
-კარგი რა, არ გინდა. ყველა გოგო ერთნაირი ნუ გგონია! გაბრაზებული ალუდა კიდევ უფრო გაბრაზდა.
-წავედი მე, თორემ მოტყნავს ეს ტვინს! აგათონიკეს გაეღიმა და ბიჭს თალი ჩუკრა.
ახლა მორიგი გოგოსკენ გაემართა. მოკლე, მწვანე კაბა ეცვა ახალგაზრდას. შავი თვალები თეთრ სახეზე უელავდა. ყველა კაცს მოაჯადოვებდა გოგონას სილამაზე. ამჯერად, თადეოზს გამოუვიდა და 10 წუთში სახლშ დატყდა. რა თქმა უნდა, ახალგაცნობილთან ერთდ. აგათონიკე და ალუდა ისხდნენ ხმაამუღებლად. ღმეღტმა იცის მერამდენე ჭიქა ტეკილას სვამდნენ. გამოთვრნენ კარგად. უფრო სწორედ, მეტრეველი ფეხზე ძლივს იდგა. სახლში ალუდამ წაიყვანა. მეორე დილას კი, არაფერი ახსოვდა ბიჭს. ,,აუ , გასკდა თავი“ <<ოჰ, აგათონიკე მეტრეველ, სანამ დალევ გაიხსენე როგორი პახმელია გაქვს“. მსგავსი წინადადაებები გამოდიოდა კკრუსუნთნ ერთდ ბიჭის ოთხიდან. მთელი დღე ეძნა, კიდევ გააგრძელებდა ძილს, რომ არა თადა და ალუდა.
-ეეე, ადე , გაემზადე. ნენეს დაბადების დღა დღეს. საჩუქარი გვაქვს ასარჩევი. უყვიროდა ფხიზელი ალუდა ძმაკაცს.
-ნუ წუწუნებ და დამაცადე წამოდგომა. ჯერ წამოჯდა, თავი რამდენჯერმა გაავარჯიშა და ზლაზვნით შევიდა სააბაზანოში. ტელეფონი აწკრიალდა.
-მერეველო, გირეკავენ.
-თადა, რამდენჯერ გითხარი, გვართ ნუ მომმართავ-მეთქი.
-აუ ბიჭო, აბა სანამ აგათონიკეს ვიტყვი მანამდე ყველაფერი კარგი.
-შენ რა მასახარა ხარ. ჩემი მეორე სახელი ხომ არ შეგახსენო?
-არა თოკო არა, მიდი აიღე თორე გასკდა რეკვით.
-ალო... კი მე გახლავართ... მერე?... სად და როდის?... მოვდივარ!
-ვინ იყო? თოკოს გახედა დათამ და პასუხს მომლოდინე, პუფში ჩაესვენა.
-მათეს ძმაკაცები. კაროჩე მელოდებიან, ვერაზე ამოდიო.
-მარტო ხო არ წახვალ? საუბარში ალუდა ჩერთო!
-*ლე არ მომჭამონ! ხმამაღლა გადაიხარხარა აგათონიკემ და მახოლოდ ახლა გაახსენდა, რომთავი უსკდებოდა.
-კარგი მორჩი, ეგ ისეთი ჩმორია, ყველაფერს იკადრებ. ძმაკაცებიც ეგეთი ეყოლება. მე ირაკლისთან დავრეკავ, ვაკოსა და ბექას წამოიყვანს. თადა, სანის ნომერი თ გაქვს, დაურეკე, ქავთარაძეს ბიჭები აყაროს. ბრძანება გაცსა ალუდამ და აივანზე გავიდა. ზუსტად 15 წუთში, მეტრეველის კარები გაიღო და ერთი მეორეს მოყოლებით ბიჭები შემოვიდნენ.ზოგი სად მიჯდა, ზოგი სად.
-დამეწვიეთ რა. გაშლილი სუფრისკენ დაუძახა ბიჭებს აგათონიკემ, მაგრამ ყველამ იუარა. ერთ-ერთმა თქვა, ყავას დავლევო. მხოლოდ ვაკოს და ბექას ელოდნენ. ტელეფონმაც არ დააყოვნა.
-გასაგებია! ალუდამ თვალით ანიშნა ჩავდივართო. რა საძმო ჰყოლია მეტრეველს, უკვირდათ ვერაზე მომლოდინე ხალხს. ლიპარტელიანის საძმოში ვაკოს მამიდაშვილი აღმოჩნდა. ჩხუბი არუნდოდათ!! დღისით-მზისით ვის გაუგია ჩხუბი? სიტყვით ახსნა ერჩივნათ, მაგრამ ერთი ყოყოჩობდა. ვაკომ შეატყო როგორ ამოჰქონდა დანა, მაგრამ დაასწრო და ხელიდან გააგდებინა. მათეს საძმაკაცოც სცემეს და ჩხუბის ,,მშვიდობიანად“ დამთავრების გამო, ნენეს დაბადების დღეს მიაშურეს. გზად თაიგული, დიდი დათუნია და ბეჭედი იყიდეს. ნენე კარებთნ იდგა, მადლობას უხდიდა სტუმრებს მოსვლისთის და დაფასებისთვის. შორიდან მომავალი ბიჭები, რომ დაინახა გაუხარდა, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ელოდა.
-ბოდიში რა, ცოტა ბევრნი ვართ. აგათონიკე გაეკრიჭა გოგონას და დაბადების დღ მიულოცა.
-არაუშავს, სასმელი ყველას ეყოფა!. თხუთმეტი ბიჭი დათვალა სულ. ცოტახანი კიდევ იდგა, კარებთან. შემდეგ მოქეიფე ხალხს შეუერთდა. საღამო უდარდელად გაატარეს. უღმრთოთ დამშვენებული ნენე ყველას ყურადღებას იპყრობდა. განსაკლუთრებულად, თდეოზი, ჩვენი თადა, აქცევდა ყურადღებას. რატომაც არა? გოგონა ულამზესი იყო!
-ნენე... ნენ... ხმამაღლა ეძახდა აგათონიკე. მაგამ სანამ ახლოს არ მივიდა, ვერ გააგონა.
-ხო, დაყვარელო.
-წავალ რა. ხომ იცი მიყვარხარ, მაგრამ დავიღალე. მუდარა გაისმა მეტრეველის ხმაში და თავისი შუბლი გოგონას შუბლს მიადო.
-მთვრალი ხარ, ასე ვერ გაგიჩვებ. რამე რომ დაგემართოს? მზრუნველი ტონით უპასუხა ნენემ.
-არაფერი მიჭირს, გოგონი! ხომ არ დაგავიწყდა ვის ელაპარაკები?!
-ხო კარგი მიდი, რომ მიხვალ დამირეკე. არ მანერვიულო. დილით რამეს ამოგიან.
-მიყვარხარ. გადაუჩურჩულა ბიჭმა, ტუჩები შუბლზე მიაკრო და ბარიდან გაუჩნარდა.
ზაფხული ყოველთვის უყვარდა, აგათონიკეს. გამწვანებული ხეები და ცხელი ჰაერის სუნი. ღამის პირველ საათზე, ქალაქს თითქმის ძინავს, ამიტომ თბილისის ქუჩებიც თითქმის ცარიელი იყო. პარკში, სკამზე მჯდომი გოგონა შენიშნა და დაუფიქრებლად მისკენ გაექანა. ურცხვად მიუჯდა გვერდით და გამოლაპარაკება სცადა.
-ასე გვიან, აქ რას აკეთებ?
-უკაცრავად? თავი ასწია გოგონამ და ამღვრეული თვალები მიანათა ბიჭს.
-მოიცა, რა გჭირს? უცნობი უხმოდ ადგა და გაუყვა ბილიკს. აგათონიკეც გაჰყვა.
-კიდევ, დიდიხანი უნდა მსდიო? გაკვირვებული გოგონა მიუბრუნდა.
-დამშვიდდი რა!
-არ მომეკარო, თორემ ვიყვირებ!
-ახლა რას შვრები აბა?
-გთხოვ, უბრალოდ ტავი დამანებე!
-იქნებ დახმარება შევძლო?
-ეს ,, გოგოს გაცნობის“ საკუთრი მეთოდია? იქნებ თავი დამანებო! ადამიანურად გთხოვ! გაკვირვებული აგათონიკე გინებ-გინებით გაუყვა გზას.
დილაადრიან ნენე დაადგა თავს.
-ჰეი, ძილისგუდა. ადექი ნაბეღლავი ამოგიტანე.
-დამაძინე რა ცოტახანი!
-არა! ადე, ადე! მეტრეველმა სააბაზანოში ბზღუნით შეაბიჯა. იქიდან გამოსულს, საწოლი დალაგებული დახვდა. სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სუნი ამოდიოდა.
-როდიდან დაიწყე მზარეულობა? დამცინავი ხმა გაისმა ოთახში.
-პატარა აღარ ვარ! პასუხმაც არ დააყოვნა და კარის ჩრჩოზე მიყრდნობილ მეტრეველს უბრძანა დამჯდარიყო. ნენემ ომლეტი, წვენი, სახლიდან მოტანილი პიცა და პური მაგიდაზე დადო და ადგილი დაიკავა.
-რა გავაკეთოთ დღეს? ხომ იცი, ზაფხულია და თბილისში ჩაკეტილი ახალგაზრდა გააფრენს...
-ბიწებს ვეტყვი, შენ შენებს დაურეკე, სვანეთსი წავიდეთ. გოგონას თვალები გაუბრწყინდა და მისაღებში გავიდა, დაქალებთან საჭორაოდ.
საბოლოოდ, დიდი ვაივაგლახით შეიკრიბნენ.სვან მეგობრებს დაურეკა, მეტრეველმა. ამცნო, ჩამოვივართ და ადგილები შეგვინახეო. საღამო საათებში ჩავიდნენ სვანეთში. ჭიშკართან სამი ახმახი დახვდათ, თბილისიდან მოსულებს.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემს სამფლობელოში! დაილაპარაკა ერთმა და ბავშვებისკენ გამოემართა. ძმაკაცები გადაკოცნეს სვანებმა და გოგონებისკენ გააპარეს თვალი.
-ხო ისა, ეს დიანაა მულაშვილი, არინა დაბრუნდაშვილი და მე, ნენე ლოლაძე. გააცნო დაქალები ბიჭებს. აგათონიკემაც არ დააყოვნა.
-ეს ალუდაა, ქაჩიბაია. ესც თადეოზი, თადა არაბული. ჩვენი მასპინძლები, ბეშქენ ასათიანი და მაქსიმე და თაზო გასვიანები. ძმები გასვიანები. ასე ვფიქრობ, არ ჩაივლის ზაფხული ცუდად.
-შემოდით, რა კარში დგახართ. მაქსიმემ და თაზომ გოგონებს ბარგი გამოართვა და შიგნით შეუძღვა სტუმრებს. ოთახები გაანაწილა და უკვე გაშლილ სუფრასთან მოიხმო ყველა.დილით ადრე ადგა ნენე, ძალიან ადრე. ყველას ეძინა და ფრთხილად ჩავიდა ქვემოთ. პლედი აიღო და ჰამაკისკენ გაეშურა.
-ზაფხულია, მაგრამ სვანეთში მაინც ცვივა.
-თორნიკე? აქ რას აკეთებ?
-თორნიკე არა, აგათონიკე!
-კარგი რა, სანამ მაგას ვიტყვი ამომძვრა სული.
-ხო... კარგი, როგორც გინდა. მეტრეველი მიუახლოვდა და ჰამაკში, ნენეს გვერდით ჩაესვენა.
-დღეისთვის რამე დაგეგმეთ?
-წუხელ ვფიქრობდით, მე და მაქსიმე. კოშკებს დაგათვალიერებინებთ და მდინარეზე გაგიყვანთ.
-რა მაგარია! სიხარულისგან შეჰკივლა ნენემ.
-ნენ... რატო ხარ ასეთი კარგი? დუმილი დაარღვია აგათონიკემ.
-ვერ მიგიხვდი!
-ანუ, ჩემთან მიმართებაში, რატო ხარ ასეთი თბილი?
-რა, არ უნდა ვიყო?
-არა, არა... მაგას არ ვამბობ.. უბრალოდ, ესე არავინ მექცევა. თითქოს სათამაშო ვიყო... აი შენ კი მიფრთხილდები!
-არვიცი, მე ასეთი ვარ. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ისევ დუმილი და უხერხულობა!
-რა დრო გასულა! ტელეფონს დახედა ნენემ და წამოხტა.
-რამე მოხდა?
-წავალ, რამეს მოვამზადებ, თორემ არინდა რომ გაიღვიძებს თავს გადამჭმას.
-დაგეხმარები.
-არაა საჭირო, მადლობა. თავაზიანად მოიშორა, მაგრამ მეტრევლი არ დანებდა.
-თაროები ძალიან მაღალია! ვერ მიწვდები ყველაფერს.
-სკამი არსებობს. -ჯანდაბა, რა მალე პულობენ გოგონები გამოსავალს.
-ხო, კარგი!-აგათონიკე მოიღუშა და ისევ ჰამაკში დაბრუნდა.
-კარგი,კარგი, წამო.-ნენემ ნაზად გაუღიმა და წინ გაუძღვა.
ესეც ასე, მაცივარში ყველაფერია, თითქმის ყველაფერიი. რა მოამზადოს ახლა ნენემ? არა, რა თქმა უნდა, იცის მომზადება, მაგრამ არჩევანის წინ რომ დადგება ვერ ირჩევს რა გააკეთოს.
-რა გავაკეთოთ? -მეტრეველს ჰკითხა, იქნებ დამეხმაროს და გაუგებრობისგან გამომიყვანოსო.
-რავი, მე ომლეტი მიყვარს, პიცა და რავიცი აბა...
-კარგი, კარგი... მაგათ ვიზამ მაგრამ რამე საჭმელიც უნდა გავაკეთო.
-ეს საჭმელი არ არის?
-ეგ ამდენ ადამიანს სად გვეყოფა.. ეს გამომართვი, და რამეში ჩადეს გასალღობად, თან წყალი დაასხი, უფრო ადვილად გალღვება.-მაცივრიდან ქათმის ფილე გადმოაქვს და აწვდის.-მე ცომს მოვზილავ, პიცისთვის. და იგრედიენტებს დავჭრი...- ნელ-ნელა კერძები მზადდებოდა, პიცის ცომიც და იგრედიენტებიც მზად იყო, მხოლოდ გაწყობას საჭიროებდა. ეს საქმე ბიჭმა ითავა და კარგად გაართვა თავიც. გოგონა მოხარშულ ქათმის ფილეს ანაწილებდა, ზევიდან ხმაური რომ შემოესმა. წუწუნით ჩამოდიოდნენ კიბეზე მაქსიმე და დიანა. თურმე, კარში რომ გამოდიოდა მაქსიმეს შეეჯახა და ეჩხუბებოდა. ამხელა მთასავით კაცი, ასეთ სიფრიფანას რომ დამეჯახე, რა გეგონაო. მოკლედ რა, რას გაგებ ამ გოგონებს? ხან რაზე გეჩხუბებიან, ხან რაზე! მაქსიმეც მშვიდად უსმენდა, არაფერს ეუბნებოდა და უხმოდ მოჰყვებოდა. არა რა გადარევენ ესენი ერთმანეთს! ხმაურზე ყველას გაეღვიძა და სამზარეულოს მიაშურეს. ყველაფერი თითქმის მზად იყო, ამიტომ მაგიდის გაშლას შეუდგნენ. დიანა და ანარა ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ამაზე იცინოდნენ.
-ესენი ვერ არიან? გაკვირვებული დიანა ფანჯარაში იყურებოდა. ომახიან შეძახილებზე ყველა ფანჯარასთან იდგა.
-ესენი მთის შვილები არიან. ყოველ დილით იქცევიან ასე, წუხელ დაღლილები დაწვნენ ორემ, მოვსწრებივარ შვიდ საათზე რომ დგებოდნენ და ცივ წყალს ისხავდნენ. მერე ჯირიობდნენ. აქაური წესებია, რა.
-მსუფრა გაშლილია. ნენემ შესძახა და მაგიდათან მოიხმო ყველა. ჭამას რომ მორჩნენ, გოგონებ აალაგეს და ჭურჭელი დარეცხეს.
-ახლა რას ვაპირებთ? ნენემ იკითხა და დივანზე ჩამოჯდა.
-გოგონებო, ადით მოემზადეთ. კომფორტულად ჩაიცვით. კოშკებს დაგათვალიერებინებთ და მდინარეზე გაგიყვანთ. დღს ამით მორჩება. მაქსიმემ ბრძანება გასცა და ყველა ოთახებშ გაუშვა.
-ფეხით უნდა ვიაროთ?
-კი!-ორსაათ ნახევარი იარეს ფეხით. თადა არ ცხრებოდა, მთელი გზა ტვინი წაიღო. მაქსიმე და თაზო გზადაგზა კოშკების ისორიას უყვებოდნენ. ბოლოს, მოლაქლაქე თადას ვერ გაუძლეს და აწუწუნდნენ. დავიღალეთ და ეს ტიტინა არსება მოგვაშორეთო. მდინარებდე სიცილ-კისკისით მივიდნენ და თადა ეგრევე გადახტა. თავიდან თავით გადახტომას აპირებდა. მაგრამ პირველზე არ გარისკა, წყლის სიღრმეს გავზომავო, მეორედ უკვე თამამად გადახტა. გოგონები მხიარულად ჩავიდნენ. ,,რა ცივია“ ,,რა ჯანდაბაა“ ,,გავიყინე“ იმეორებდნენ და წუწუნით ამოვიდნენ. ფოტოების გადაღება დაიწყეს და ბიჭების გაჯავრება.
-ეს კოშკი, ასე მოშორებით რატომ დგას? თან მხოლოდ ერთია. წყლიდან ახლადამოსულ აგათონიკეს ჰკითხა, ნენემ.
-...მიამბეს,-დაიწყო მეტრეველმა.- ერთმა სვანმა გოგონამ, მირანგულამ საყვარელი მამაკაცის, ბეშქენის
სიკვდილი არ დაიჯერა და ამ კოშკიდან სიცოცხლის ბოლომდე გაჰყურებდა გზას, მისი დაბრუნების
იმედით და რწმენით აღსავსეო.
-ეგ როგორ? რა მოვიდა? მომიყევი რა. ნენე გულდასმით უსმენდა ბიჭს.
-თურმე მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლს, მამა რუდუნებით ზრდიდა და სალოცავი
ხატივით ჰყავდა, ულამაზესი ქალიშვილი.ბეშქენი სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული, კარგი
მონადირე, ტრადიციების ერთგული, გამორჩეული და პატივსაცემი კაცი ყოფილა.ერთმანეთს მთაში
დღესასწაულზე შეხვდნენ... მირანგულას დანახვისთანავე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა
იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში
დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა. მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის
ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო.მამა
გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო
სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია,
ჩემი შვილის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა.მინდორში
დაჩოქილსა და თადახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ
იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა
განრისხებულმა კაცმა. ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე, მეც ზუსტად იმ დღეში ვარ, რაც
შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო.შემდეგ,
მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ის კი თავის ტკივილთან ერთად მთაში
წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად, მიჯნურის მამის
ნაცვლად ბუნებას დაუსჯია, ბეშქენს ყინულზე დასრიალებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და
მომკვდარა. ამ ამბის გაგების შემდეგ, ბეშქენის თავზარდაცემული ცოლი დარინა ქმრის
გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს.მირანგულას კი მამისთვის კოშკის აგება
უთხოვია და მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია მარტოობაში...
-რა კარგია ნამდვილი სიყვარული! -დაღონებულმა ჩახარა თავი დატელეფონს დააჩერდა.
-შენ არ გყვარებია?
-მე, ჯერ არა!
-რას შვრებით, გვრიტებო? წყვილს თადა მოუახლოვდა და მეტრეველს მხარი გაჰკრა.
-არაფერს, კოშკის ისტორია მოვუყევი.
-აუ კარგი რა, რომ მომკლა საყვარელ ადამიანს ამდენ ხანს ვერ დაველოდები. ნენეს გაეცინა და საპასუხოდ ,, იდიოტო“ მიიღო.
-ასეა თუ ისე, არ ვარ რომანტიკოსი და მომკალი, არ მევასება ეს შექსპირი და დიდოსტატი!
-დიდოსტატი რა შუაშია, თადა? ნენეს გაეცინა და მიხვდა წაკითხული რომ არ ჰქონდა.
-რა შუაშია და იმ შუაშია.
-მანდ ტრაგიკული სიყვარული არ არის თადა. ახლა უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა და ბავშვებისკენ წავიდა.
-რა ლამაზია!
-აუ კი, ძაან! კიდევ წამოვიდეთ ხოლმე, რა. თადამ აგათონიკეს გაუღიმა დაპასუხის მოლოდინში გაირინდა.
-რა სვანეთი ბიჭო?
-აბა რაზე ამობ?
-ნენეზე.
-ვაიმეეეეე, რომიოოო... აეეე, რომიოო... ხალხნოოო.... შეყვირა თუ არა აგათონიკემ პირზე ხელი ააფარა.
-არ გაბედო და არავის უთხრა, თორემ წიხლქვეშ გაგიგდებ!
-ჯობია მალე უთხრა, თორემ დაგიკერავენ გოგოს და იჯდები შინაბერა.
-შინაბერა რაიყო ქალი ვარ?
-კაი რო, როგორც იყვიან. მე ახლა წავედი და გაფრთხილებ. ერთკვირაში თუ არ ეტყვი, მე ვეტყვი რომ გიყვარს.
-შენ ვაბშე რა შუაში ხარ?
-მეტრეველო. გოგოს გაუფრთხილდი! მიაძახა თადამ და თავის ფიქრებთან მარტო დატოვა ბიჭი.
ბევრი იმხიარულეს. სახლშიც დაღლილები მივიდნენ, თუმცა ნენემ აიტეხა, გინდათ თ არა, კოცონი დავანთოთ და ვიმხიარულოთო. ასეც მოიქცნენ...
-თოკო, გახსოვს დინარის პირას რომ დავემალეთ დედაშენს და...
-მიდენი ვანერვიულეთ, რომ გამოვჩნდით საკმაოდ მოგვხვდა... რა დამავიწყებს მაგას, თქმა არ დაასრულებინა თაზოს ისე გააგრძელა სუბარი მეტრეველმა. ყველაფერი გაიხსენეს, აგათონიკეს პირველი თამაში, მათი ჩხუბი, ცხენებზე ჯირითს დროს და ასე შემდეგ... ნენეს ყველაზე ადრე ჩაეძინა. მისი საწოლამდე მიყვანა აგათონიკემ ითავა.
-უყვარს! ხმამაღლა თქვა თადამ და ცეცხლს შეუკეთა.
-რა? დიანამ გაიკვირვა.
-ხო, დღეს მითხრა. მინარეზე. ოღონდ გთხოვთ არ აგრძნობინოთ რომ იცით.
შეთანხმდენენ, ხელს არ შეუწყობდნენ წყვილს, გამორკვევაში. არც შეუშლიდნენ, რა თქმა უნდა.
-ხვალ ბებოსთან უნდა წავიდეთ. საუბარი თადამ განაგრძო. მე და მაქსიმე დავპირდით მიგიყვანდით.
-თან საფირმო მაჭკათებს დააცხობს. სიტყვა ჩამოართვა მაქსიმემ ძმას. დილით ადრე რომ მივიდეთ აჯობებს. გაუხარდება. ყველა საწოლებისკენ დაიძრა. არინა და დიანა ერთმანეთზე აკრულები მიდიოდნენ. ბიწები უხმოდ მიყვებოდნენ უკან.
დილაადრიან გაუყვნენ ხრიოკ გზას. აღმართ-აღმართ მიდიოდნენ და გოგონების გაუსაძლის წუწუნს იგერიებდნენ ბიჭები.
-კიდევ ბევრი დარჩა? უკვე დაღლილმა დიანამ იკითხა და იქვე მორზე ჩამოჯდა.
-დიანა, ეს სოფელია. მოსახლეობა აქა0იქ არის შემორჩენილი. რა გეგონა, ყოველ მეტრზე იქნებოდნენ ? მაქსიმე გაუბრაზდა და წინ აესვეტა.
-არა, უბრალოდ ძალიან დავიღალე. თავი მუხლებზე ჩამოდო და გაიბუსხა. ტუჩები სასაცილოდ გამობზიკა.
-მე ჯერ არ დავღლილვარ!
-ვერ მიგიხვდი, ნამიოკს... მხოლოდ ახლა დასტაცა გოგონაას ხელი და მხარზე მოიგდო.
-ცოტა ხანი გატარებ!
-დამსვი იდიოტო, დამსვი! ჩხაოდა და ზურგზე ფრჩხილებით კვალს ტოვებდა.
-გაჩერდი თორემ, სიმწრისგან ხრამში გადაგაგდებ.
ყველა მათ უყურებდა და იცინოდნენ. უფრო სწორედ დასცინოდნენ. ასე იარეს კიდევ 10 წუთი.
-აი, მოვედით! თადამ ხელი კოშკისკენ გაიწდნინა და გზას გაუდგა.
-ბებო კოშკში რატომ ცხოვრობს და თქვენ უბრალო სახლში? გაკვირვებულმა იკითხა ნენემ.
-მას მოსწონს. მხრები აიჩეჩა მაქსიმემ და სახლში შეუძღვა.
ბებიააა, გაჰყვიროდნენ ძმები. ნელი ნაბიჯებით გამოემართა ქალი ბავშვებისკენ.
-ხოჩა ლადეღ, დადა. მოხდენილი სვანურით მიესალმა თაზო ბებიას.
-ღერბეთ ლიმზერი ბეფშუ! პირჯვარი გადასახა და სტუმრებისკენ მიიხედა.
-ესენი არიან დადა!
-ღმეთმა დაგლოცოთ შვილებო! რამდენი ხართ.
-მე დიანა, ბებო. კეკლუცი ღიმილით დაასაჩუქრა ბებია.ესენი კიდევ , ნენე, არინა, თადა, ალუდა და აგათონიკეს უკვე იცნობთ.
-როგორ არა შვილო, მთელი ბავშვობა აქ მყავდნენ ესენი. შიგნით შეუძღვა, ახლადმოსულებს და მაჭკატებით გაუმასპინძლდა. მთელი დღე იქ გაატარეს. განსაკუთრებით დიანა აქტიურობდა. თავი შეაყვარა დადას. განშორებაც გაუჭირდა.
-რა კარგი ბებო გყავთ და შენ საიდან მოხვედი ასეთი ხისთავიანი? გზაში წაკბინა დიანამ მაქსიმე.
-არ დაიღალე?
-სულაც არა!
-მაშინ ვიჯირითოთ.
-კი მაგრამ, ღამეა.
-მთარიანი ღამეა!
ბავშვები სიხარულით დასთანხმდნენ. სახლში მისულებმა, ცხენები შეკაზემს და გააჭენეს. სამყოფი ცხენები არ იყო, ამიტომ თითოეულმა ბიჭმა გოგონები მოისვა უკან. მაქსიმემ დიანა, აგათონიკემ ნენე, ალუდამ არინა, თაზო იყო მარტო და გულს არ იტეხდა. ასე ამბობდა. ჩემი გოგო ქობულეთშია ერთი კვირით, რომ მოვა აი ნახავთ თუ მომშორდაო! ყოველი დღე ასე გრძელდებოდა. სახლი-მდინარე-გართობა-ჯირით. სრული ერთფეროვნებაა, მაგრამ არცერთს მოჰბეზრებია. გავიდა დრო და თბილისს დაუბრუნდნენ ,,დაკარგული შვილები“, გამომშვიდობებისას ბევრი ცრემლი ღვარეს. ასე თქვეს მოგვენატრებითო და დატოვეს იქაურობა. დღეეები გადიოდა, დაუბრუნდნენ ჩვეულ რიტმს, სწავლა და კონსპექტები. ვერავინ იცლიდა. გოგონები ავით იყვნენ ჩართული და გულმოდგინედ ემზადებოდნენ გამოცდებისთვის, როცა კარზე ბრახუნი გაისმა. კარი ნენემ გააღო.
-მაქსიმე?
-გამარჯობა ნენე. დიანა სახლშია?
-კი, რა ხდება?
-შეგიძლია დაუძახო?
-ახლავე. ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს, იცოდა დაქალი მოუყვებოდა ყველაფერს და რაზე ეწუწუნა.
-მაქსიმე? კარში დიანა გამოვიდა და გადაკოცნა.
-შეგიძლია 10 წუთი დამითო?
-კი, ხდება რამე?
-გამო რა მაშინ.
-შორს აპირებ წასვლას?
-არც ისე, ცოტა გავისეირნოთ. გოგონამ ფეხსაცმელი ჩაიცვა და სახლის ფორემბში გავიდა გარეთ.
-რაც წახვედით იმის მერე მოსვენება დავკარგე, მძიმედ დაიჭყო გასვიანმა დაერთი ამოხვნეშა. გთხოვ არ შემაწყვეტინო,ახლა კი ისე ვარ ,როგორც სუსხსა და წვიმაში გაგდებული შიშველი ადამიანი. უკვე შეშინებული დავდივარ,მგონია, როცა მარტო ხარ, გიჭირს და საშველად მოვდივარ. ავად ვარ უშენოდ, გესმის? ყოველთვის შენზე მეფიქრება. უნებლიედ! განა მინდა? უბრალოდ, როცა რამეს ვაკეთებ მგონია მიყურებ და მეღიმება, მგონია ამ ღიმილსაც ნახავ და იმაზეც მეღიმება. რა სულელივით გამოვიყურები,შენც არ იცი. -გოგონა უსმენდა უბრალოდ, მის სახეზე გაკვირვებას ვერ ამოვიკითხავდით, თითქოს ელოდა. იცოდა რომ მაქსიმე ვერ გაძლებდა და ეტყოდა სათქმელს. - დროის შეგრძნება დავკარგე.თავიდან მეგონა, მალევე გამოჩნდებოდი, ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, თვითონაც არ ვიცი რატომ, მეგონა გულს ვერ უბრძანებდი, მაგრამ ძლიერი ღმოჩნდი. ვგრძნობდი, რომ შენც მოგწონდი. შენ არც მეორე დღეს დაბრუნდი, არც მეორე თვეს და... საერთოდ, არ დაბრუნდი. ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ წახვედი და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდი. ამიტომ მე ჩამოგაკითხე. დია, გახდები ხისთავიანის შეყვარებული?
-ამდენი ხანი სად იყავი? მე ხომ გელოდი.
-ახლა აქ ვარ და არ წავალ. სწავლა ჯერ არ მეწყება, მაგრამ არ წავალ, უკან არ დავბრუნდები, უშენოდ.
-გასვიანო, მეც მიყვარხარ.
-როგორ? კიდევ ერთხელ გაიმეორე...
-მიყვარხარ. ბიჭი სიხარულისგან ყვიროდა, ხელში აიტატა გოგონა და დააბზრიალა. ბედნიერებისგან არ იცოდა რა ექნა, თუმცა დარწუნებული იყო! იცოდა ,რომ დიანასაც უყვარდა. ასე ვთქვათ მისი უარის არ ეშინოდა. სახლში გაბადრული შევიდა გოგონა, დაქალებს დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი და სიხარულისგან საწოლზე დახტოდა. დღეები გადიოდა, თადეოზი არ ღალატობდა თავის სტიქიებს. მაგრამ ძველებურად ვერ იყო. აგათონიკე იტანჯებოდა. თავს უფლებას არ აძლევდა ნენესთან მისულიყო და ყველაფერი აეხსნა, ეთქვა როგორ უყვარდა და როგორ ვერ ძლებდა უმისოდ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალბათ თქვენც ხვდებით, ჩვენი თადა ძველებურად არინას გამო ვერ ერთობოდა. სვანეთში გატარებულმა ერთმა თვემ ყველაფერი გააქრო, გოგონებთან ,,გულავი“, სმა და გართობა უაზროდ.

***
-როგორ ხარ?-უნივერსიტეტიდან გამოსულ ნენეს დაეწია მეტრეველი და გადაკოცნა.
-ვაა, თორნიკე. კარგად შენ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ! სად იყავი?-გოგონას უდარდელმა ხმამ გააკვირვა მეტრეველი.
-რავი, არსად. საქმეები მქონდა და... წამო რა ერთი წუთი...
-სად?
-პარკში, საქმე მაქვს.
-ცუდად ვარ!
-რა? რა გჭირს?
-მაცადე! დაჯექი და მომისმინე.- ბიჭმა ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს და ფეხზე წამოდგა.-სიყვარული ხომ დაცას საჭიროებს არა?
-თოკო, მაშინებ!
-ნუ გეშინია, ოღონდ ჩემი ნუ გეშინია.-ანერვიულებული ჩამოუჯდა გვერდით და ჰკითხა.- შენი აზრით რა არის სიყვარული?
-არ ვიცი!
-მე ვიცი!
-კაი კაცო, რას მელაპარაკები?
-არ ვხუმრობ ნენე! მითხარი შენი აზრით?
-რავიცი, ალბათ, ერთერთი რამ რისგამოც ცხოვრება ღირს. უსიყვარულოდ, ცხოვრება დასახიცრებული მოზაიკაა.
-აი, ამაზე გელაპარაკები. ნენ...ნენუ...
-გისმენ, აგაონიკე...
-ჰო, კარგი სახელი მქვია არა? მე შენი დაძახებული ,,თორნიკე“ მირჩევნია! არ მომწონდა ეს სახელი მაგრამ შენ შემყვარე. როცა აასე მეძახი, მგონია რომ გიყვარვარ და მხოლოდ მაშინმ ვგრძნობ ჩემს არსებობას. მგონია რომ ვცოცხლობ. სისულელეა ცდა,მეშინია, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია. მეშინია რომ არ მეტყვი ჩემთის სასურველ პასუხს.. ნენე, უბრალოდ მიყვარხარ...-მაგარია არა, ამდენი ხანი არ ჩანდა და უცებ გამოჩნდა. ჰოპ და ჩევნი ნენე ხელშ ი ჩაიქგდო.
-სად იყავი ამდენი ხანი?
-ვერ გავიგე?
-თორნიკე, მეც მიყვარხარ უბრალოდ, თუ ბრალიანად, მეც მიყვარხარ!
***
დეკემბერი იწურებოდა, ახალი წელი ახლოვდებოდა... ერთად შეხვედრა გადაწყვიტეს, ამჯერად თბილისში. ყველანი ერთად იყვნენ, ალუდა, აგათონიკე, ნენე, თადეოზი, მაქსიმე, დიანა, არინა, მარკოზი, თაზო და მისი გოგონა ანნა. ყველასთვის მოესწრო გაცნობა და მხიარულობდნენ.
-ყურადღება! -თადას ჭიქა აეღო ხელში და ჩანგალს ,,უჭახუნებდა“.- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ქალი, ქალი რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და სხვისკენ აღარ გამახედებდა.-ყველა გაოგნებული უსმენდა, არინა გაბრაზებული. ეგონათ, წუთი-წუთზე კარს გოგო შემოარებდა, რომელიც მიირბენდა თადასთან ა აკოცებდა.- არინ, ჩემო ძვირფასო! გახდები ჩემი ცოლი?-ყველას დაეღო პირები გაოცებისგან. მათ ისტორიაში, არიყო ბანალური სიყვარულის ახსნა... პირდაპირ ცოლობა სხოვა! თადამ ზუსტად იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ ანარასაც უყვარდა. გვერდით მიუჯდებოდა თუ არა, წითლდებოდა, ენა ებმებოდა. არინა სავარძლიდან წამოხტა და თადას ჩეხუტა... ყველა ბედნიერი იყო, ულოცავდნენ ერთმანეთს... ერთმანეთს რას ულოცავდნენ? ზუსად 31 დეკემბერს, მხოლოდ არინას კი არ სთხოვეს ხელი. არამედ, დიანასაც და ნენესაც. მხოლოდ მარკოზი დარჩათ დაუოჯახებელი. მერე იყო სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ქორწილი და ყველამ შექმნა ცხოვრებისეული ,,სამკუთხედი“ აღუდგენელ მოზაიკასაც უპოვეს ნაწილი. ნუ გაანიავებთ დასახიჩრებული მოზაიკის ,,ნაწილებს“. აცილებლად დაგჭირდებათ!
***
განერვიულებული თადა აქეთ-იქით დადიოდა სამშობიარო ბლოგში, ყველა გვერდით ედგა...
-თადეოზ არაბული!
-გისმენთ!
-გილოცავთ, სულ ახლახან ბიწის მშობელი გახდით!
თადას ბიჭი შეეძინა,პატარა პრინცი.იმ წუთას საკუთარ თავს პირობა მისცა რომ ამ პატარა არსებაზე სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებდა! მერე მიჰყვა, ნენეს გოგონა და დიანას ბიჭი... ისე ჰო, არც მარკოზი დარჩენილა უცოლოდ. რაჭველი მარია მოიყვანა ცოლად. უხდებოდნენ ერთმანეთს და ავსებდნენ სიყვარულით.
***
თუ არ იბრძოლე ნაპოვნი სიყვარულისთვის, თუ არ დათმე ყველაფერი, თუ სიამაყეს არ გადააბიჯე, თუ არ გარისკავ ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად, მაშინ ცხოვრებას არ აღიქვამ სერიოზულად. არც ცხოვრება აღგიქვამს სერიოზულ პიროვნებად და არ გაღირსებს ბედნიერებას.მოეხვიეთ საყვარელ ადამიანებს, ნუ გაშვებთ ხელს. ნუ შეგეშინდება საყვარელი ადამიანის გამო. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე.სავსეა სიმწრით, სიკვდილით, მაგრამ თუ იტყვით, ყოველდღე მეყვარება, ყოველდღე უფრო და უფრო მეტად და მეტად. მაშინ ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ, ცხოვრებაც კი! რთული გიყვარდეს მაგრამ უნდა იბრძოლო. გახსოვდეთ, ამ ცხოვრებას სიყვარული გადაარჩენს. გადაარჩენს როცა გეყვარება და ეყვარები!



№1  offline მოდერი abezara98

კარგი იყო blush პატარა და საყვარელი blush

 


№2  offline წევრი აფხაზი

abezara98
კარგი იყო blush პატარა და საყვარელი blush

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent