შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {6}


9-06-2018, 16:21
ავტორი lile-eli
ნანახია 6 262

6.

მისაღებში შესული ანასტასია, სასახლეს ათვალიერებდა, რომელსაც მაღალი ჭერი, დიდი ჭაღი და არისტოკრატული ნივტებით ამშვენებდა, მაგრამ არა გადატვურთული. ასევე იყო ალაგ-ალაგ თანამედროვე ელემენტები ისიც სულ მცირე რაოდენობით, რასაც მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩბევდა, იმდენად კარგად იყო შეხამებული..
იქ მყოფი საზოგადოება კი საოცრად დახვეწილი მანერებითა და სამოსით, რამაც გოგონას უხერხულობა უფრო გაუმძაფრა, რადგან მისი ჩაცმულობა: შავი მომდგარ ჯინსის შარვლს, თავისუფალ ზოლებით გაფორმებულ მაისურს და თეთრ ბოტასებს წარმოადგენდა.. გოგონას სხეულის კანკალი თორნიკეს არ გამოჰპარვია და ერთი თავით დაბალს გვერდიდან დახედა, ისე რომ ხელი არ გაუშვია:
-რა მოხდა?
-აქ უნდა ვიცხოვროთ?
-ცოტა ხნით.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი გოგონამ და ნაძალადევი ღიმილით თავი დაუკრა მისლმების ნიშნად, მისაღებში მყოფთ.
-ნუ ღელავ!
მომთხოვნი და ამავე დროს მზრუნველი იყო თორნიკეს ხმა. ანასტასიამ კი ღიმილით უპასუხა, მამაკაცმა თვალი მოავლო მისაღებში მყოფებს და გოგონა წარუდგინა:
-გაიცანით, ანასტასია აბაშიძე!
-კეთილი იყოს, თქვენი ფეხი ამ ოჯახში!
ნატალიამ თბილად გაუღიმა და თაფლით სავსე კოვზი მუტანა პირთან, დაბნეულ გოგონას, რამაც უფრო დააბნია, რადგან ვერ გაიგო რა უნდა ექნა და ამას ნიკა მიუხვდა:
-უნდა ჭამო გოგო და სულ თაფლში უნდა გაბანაოს დედამთილმა..
ანასტასიამ მითითება, სწრაფად შეასრულა და შეკავებული სიცილით იწმენდდა დავრილ ტუჩებს, ნატალიას გაბრაზებული თვალები, ნიკას მიმართულებით, მეტად ახალისებდა გოგონას და მომნუსხველად გაიცინა, როცა თაფლიანი კოვზი თორნიკეს სახესთან აღმოჩნდა.. ორივე გადაკოცნა ქალბატონმა და დანარჩენებს დაუთმო მისალოცად, რა თქმა უნდა პირველი ნიკოლოზი იყო, შემდეგ გვერდით დაუდგა გოგონას და ყველაზე პატარ-პატარა კომენტარებს აკეთებდა მისთვის.
-ეს ჩვენი ხელოვანი ძმა -იოანე დადიანია, არც ჩხუბი უყვარს, არც ბიზნესი და არც ქალები.. მოკლედ „ბულკია“ რა!
თბილად ჩახუტების შემდეგ იომ, ძმას იდაყვი გაკრა და გოგონა ძიძას დაუთმო.
-გენაცვალე ლამაზო, რა საოცარი გოგო ხარ, ანგელოზი ხარ შემოგევლე...
-ეს კი ჩვენი ძიძაა, რომელმაც შენი უჟმური ქმარი, ბულკი მაზლი და მე „ვარსკვლავი კაცი“ გაგვზარდა.
ანას ღიმილი სახეზე არ მოშორებია, იმ წუთას ვერ გრძნობდა უხერხულობას, რადგან გვერდით ნიკა ედგა და ფიქრის დროს არ უტოვებდა..
-ოოოო აი ეს კი ყველაზე „გლავნი“- ეკატერინე დადიანი გახლავთ, ჩვენი მკაცრი ბებო! მაგასთან ხუმრობა არ შეიძლება!..
-და მაინც ხუმრობ?
კითხვით მიმართა გვერდით მდგომს ანამ
-იმიტომ რომ მაინც კატო ბებოა!.
ხელი გადახვია ნიკამ, მედიდურად მომზირალ ქალბატონს და ანაც მიესალმა:
-გამარჯობა, სასიამოვნოა.
-გილოცავ!
-მადლობა.
მხოლოდ ღიმილით უპასუხა, იგრძნო ანასტასიამ, რომ ჯერ კიდევ დაკვირებით იყო დაკავებული ეკატერინე.
-ეს კაცები, უკვე იცი და ისიც უნდა იცოდე, რომ ყველა შენს ნაბიჯს გააკონტროლებენ! შეეგუო უნდა!..
თომაზე, ერეკლეზე და საბაზე მიუთითა, საბამ და ანასტასიამ მეგობრულადაც მოიკითხეს ერთმანეთი, თომამ მიულოცა და ერეკლემაც იგივე გააკეთა.. ბოლოსთვის შემორჩენილი მაკა, თავისი შვილებით ისე უმზერდნენ, რომ ანას გულისცემამ უმატა.
-გილოცავ.
-მადლობა.
მოეხვია და გადაკოცნისას, თავისებური აზრი გაუზიარა ჩურჩულით.
-იმედია დაიმსახურებ დადიანის გვარს!..
ანასთვის მოულოდნელი იყო, ასეთი ტონით ნათქვამი სურვილი და მხოლოდ ღიმილით უპასუხა, მაგრამ იქვე მდგომი ნიკა ყველაფერს უფერადებდა.
-ხო მართლა, მაკას არ მიაქციო ხოლმე ყურადღება, პირველობა უყვარს.
მაკას თვალები ბრაზით აევსო, მაგრამ არაფერი უთქვამს, იცის ნიკასთან წაგებული დარჩება, ანასტასიამ ეს სიტუაცია უკვე სწრაფად გაიგო და ღიმილით გახედა სიტუაციით კმაყოფილ ნიკას.
-ღმერთო ნიკა, როგორი იუმორი გაქვს?
-გოგო, შენ ღმერთის გწამს?
მსახიობურად შეკრა წარბები ნიკამ.
-აუუფ... არ გამოგადგება, იმ უჟმურთან და მის სამეგობროსთან.
ხელი თორნიკესკენ გაიშვირა ნიკამ.
-კიდევ ვინმე უნდა გავიცნო?
-ჯერ სად ხარ! აი ეს გიჟქალა და ეს ცქნაფა! მერე კიდე სხვაც.
-გამარჯობა.
ანასტასია მიესალმა ლამაზ გოგონას, რომელიც ნატალიას ძალიან ჰგავდა.
-ეს ნატაშკაა, ბებოს პირველი ქალბატონი, რომლის სურვილი ყველასთვის კანონია.
-გამარჯობა, გილოცავ.
-მადლობა.
-ეს კი კესარიაა ძიკოს-ცქნაფა!
ხმაურით აკოცა გოგონაზე მიშტერებულს, რომელიც მალე ალუღლუღდა.
-კესო ვალ მე, სენ ვინ ქალ?
-მე ანასტასია.
-სენ ძია უნდა წაიკვანო?
-არავის წაყვანას არ აპირებს ცქნაფი, აქ უნდა იცხოვროს და ბევრი ტკბილეული უნდა გავაკეთებინოთ მე და შენ!
-ნიკა, ბევრს ხომ არ საუბრობ?
იოანე გვერდით დაუდგა, მოხალისე ბიძა-ძმიშვილს.
-იოს შეშურდა ძიკო.
-სენც გაჭმევთ მა. მე ლამაზი ტოტები მიკვალს.
აბაშიძესთან გაშინაურებული პატარა დადაიანი შეკვეთებზე გადავიდა, მალევე ძიძამ სასადილო ოთახისკენ იხმო ყველანი.. ნატალიამ, მხრებზე ხელი მოხვია ანას და სასადილო ოთახიში შეიყვანა, რომლის სილამაზითაც გული აუჩქარდა გოგონას, მაგიდა გრძელი იყო, ერთ თავში ეკატერინე მოთავსდა, მეორე კი თორნიკემ დაიკავა და მის გვერდით პირველივე სკამი აღმოჩნდა მისი, ნატალიამ ანასტასიას მოპირდაპირე სკამი და ღიმილით ანიშნა ყველას დამსხდარიყვნენ, ანას გვერდით ნიკა მოთავსდა, მას თომა, საბა და ერეკლე მიუსხდნენ, ნატალიას გვერდით იო, მაკა და მისი ქალიშვილები..
სუფრაზე სადღეგრძელო და დალოცვა ერთმანეთს ენცვლებოდა, მაგრამ მოზომილად, იმდენად რომ ანას დისკომფორტი არ უგრძვნია, ეს ნიკას დამსახურება იყო მეტწილად, ის ყველაფერზე კომენტარს აკეთებდა და ანას გაღიმებას ისევ ახერხებდა.. შემდეგ მთავარ თემას ეკატერინე დადიანი შეეხო, ყოველგვარი შესავლის გარეშე.
-ქორწილი როდის არის?
-.....
წამირი დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ ეს არ იყო დაბნეულობით გამოწვეული, ეს თორნიკესთვის დასმული კითხვა იყო, რომელიც ანასგან ელოდა პასუხს, მაგრამ შეხედვისთანავე თავი დაბლა დახარა გოგონამ. ამიტომ ისევ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება:
-ორ კვირაში.
-ჟურნალისტებისთვის მზად ხარ?
-კატო მე მათთვის არ ვემზადები!
-მაგას, მე მოვაგვარებ დედა!
ნატალია ჩაერია საუბარში.
-ძალიან კარგი, მე დაჩაზე წავალ!
-რატომ?
დაბნეულმა შეხედა ნატალიამ დედამთილს და მაკას სიამოვნებისგან სახე გაებადრა, რადგან წასვლა გადაწყვიტა ეს ანასტასიასადმი პროტესტად ჩათვალა:
-ცნობიმოყვარეები, რომ დამშვიდდებიან, მერე ჩამოვალ!
დიდი ხანი არ გაგრძელებულა მაკას სიხარული, რადგან იცოდა თუ ანას გამო აპირებდა წასვლას არ დამალავდა.
-ჩვენ წავალთ, კესოს ეძინება.
ნაძალადევი ღიმილით თქვა მაკამ, რასაც კეკოს წუწუნი მოჰყვა, მაგრამ იოანემ ჩაიხუტა პატარა ქალბატონი და გაჩუმებით დათანხმდა წასვლას.
-ჩვენც წავალთ!
თქვა თორნიკემ და ანასტასიას თვალები გაუფართოვდა, ეგონა კიდევ ვიღაცის გასაცნობად მიჰყავდა..
-სად მივდივართ?
-შენ რჩები!
-ვერ გავიგე..
დაბნეულმა და დარცხვენილმა ძლივს გაუსწორა მზერა მამაკაცს, მიხვდა თორნიკე, თუ რას გრძნობდა იმ წუთას გოგონა და მალევე სცადა მისი გარკვევა..
-ქორწილამდე აქ იქნები, შემდეგ ჩვენს სახლში გადმოხვალ.
ყველაფერი ისე აერია ანასტასიას, რომ სხეულმა პროტესტი გამოუცხადა და ცახცახი დააწყებინა, “ჩვენი სახლი” გაიფიქრა და რომ ვერფერი თქვა, ან რა უნდა ეთქვა?.. მის ცხოვრებას ის განაგებდა ვისაც არ იცნობდა, ისიც კი არ იცოდა რას ფიქრობდა ან საერთოდ რა გეგმა ჰქონდა, რაზეც საუბარი ანასტასიასაც შეეძლებოდა..
-იცის ჩემმა შვილიშვილმა რა არის სწორი!
სიამაყით სავსე გამომეტყველებითა და მკაცრად წარმოთქმულმა სიტყვებმა გაუფანტეს ფიქრები აბაშიძეს. ამდენი გაურკვევლობითა და მის ცხოვრებაზე "მობატონე" ხალხის გარემომ ცუდად გახადა, გაუაზრებლად წამოდგა, გაკვირვებულ თვალებს, რომ წააწყდა ქალების მიმართულებით წაილუღლუღა:
-უკაცრავად, თქვენი ნებართვით დაგტოვებთ..
-აქ, სუფრიდან პირველი ოჯახის უფროსი დგება!
მაკამ შანსი არ გაუშვა ხელიდან და ირონიული ტონით მიმართა ფეხზე მდგარს... რომელმაც ჯერ ნიკას შეხედა, შემდეგ თორნიკეს.
-უკაცრავად.
ბოდიშის მოხდით ისევ უკან ბრუნდებოდა, ეკატერინეს პირველად გაეღიმა იმ ხნის მანძილზე, ესიამოვნა რომ გოგონამ თორნიკეს მისამართით მოიხადა ბოდიში და უკან ბრუნდებოდა... თორნიკე სანამ ანა დაჯდებოდა, წამოდგა მკლავზე ხელი მოკიდა, რომ არ დამჯდარიყო.
-დავასრულე!
ბრძანებას ჰგავდა მისი სიტყვა. ანას უნებურად გაეღიმა, ესიამოვნა მისი მხარდაჭერა, შეიძლება ბევრი არაფერი, მაგრამ იმ წუთას ისე უცხოდ და დაუცველად გრძნობდა თავს, რომ თორნიკეს საქციელი ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის..
-გავიდეთ.
ხელი მოხვია მხრებზე და სასადილო ოთახიდან გასულები, პირდაპირ ლამაზად მოხვეულ კიბეს აუყვნენ. ანას გულისცემა და სხეული კანკალი ერთ რიტმში გადაეზარდა, არ სურდა წარმოდგენა თუ რა შეიძლება მომხდარიყო იქ, სადაც დადიანს მიჰყავდა..
დერეფანში გაჩერდნენ, ლამაზი მასიური ხის კარის სახელურს ხელი ჩამოკრა მამაკაცმა და კართანვე მდგომმა ერთი ხელის კვრით ოთახი გაანათა.
-შედი და დაისვენე, დღეისთვის საკმარისია.
კარის ზღურბლთან იდგნენ, თორნიკემ წასვლა დააპირა, მაგრამ ანასტასიამ მკლავზე თხელი მტევანი დაადო.
-მოიცადე..
-გისმენ!
-მადლობა მხარდაჭერისთვის.
რამდენიმე წუთისწინ მომხდარი გაახსენა, გულწრფელი ღიმილით გაუღიმა, მასზე ერთი თავით მაღალ სილუეტს და მის თვალებს მზერა ისევ გაუსწორა, მაშინაც ლურჯი ფერი გადაჰკვროდა დადიანის გამჭვირვალე ცივ თვალებს. მიბრუნდა გოგონასკენ და მისი თავი, ძლიერ ხელში მოიქცია ისე, რომ შუბლზე კარგად ეკოცნა..
ტუჩების შეხებისას ანასტასიას თვალები მიენაბა და მთელი სხეული ისევ აუკანკალდა, რადგან ეს კოცნა იყო ყველა გრძნობათა ერთობლიობა: შიშის, პატივსცემის, სიყვარულის და ვნების ერთიანობა, ქმნიდა მათ შორის არსებულ უხილავ გრძნობას, ერთმანეთთან სამუდამო კავშირს! ისე წავიდა სიტყვა არცერთს არ უთქვამს, ანა ჯერ კიდევ კიბის მიმართულებით იყურებოდა სადაც უკვე სიცარიელე იყო. მხოლოდ მაშინ შევიდა ოთახში როცა კარის ხმა მოესმა დაბლიდან..

აბაშიძეების ოჯახში ნიცაც კი ჩუმად იჯდა და ფიქრობდა. სევდიანი თვალებით უყურებდა მისაღებში ტელევიზორთან ახლოს ფოტოს, რომელზეც ანასტასიას უდარდელი ღიმილით განათებული სახე უმზერდა..
-რა სახეები ჩამოგტირით?
ნიკამ საკუთარ ფიქრებთან გაქცევა საუბრით გადაწყვიტა, რომელსაც ისევე სტანჯავდა სინდისი, როგორც უფროს აბაშიძეს.
-საკუთარ შვილს, რომ ვერ დაიცავ და სხვას მიაბარებ ეს არის კაცობა?!...
მხრებში მოხრილი მამაკაცი თავდახრილი ამეტყველდა, რასაც დიანას ხმით ატირება მოჰყვა, უმცროსი აბაშიძეები მამას გვერდით მიუსხდნენ და სიტუაციის კარგი მხრიდან შეფასება სცადეს:
-მამა ხომ იცი რეზისთან შეხვედრას, ყველაფერი სჯობია.
-ნიკა ვიცი და თორნიკეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით მეამაყება მისნაირი სიძე, მაგრამ ჩემი უმწეობა მახრჩობს..
-მა რაღაცას გეტყვი, მაგრამ პირობა მომეცით ყველამ რომ ამას ანა არ გაიგებს!
-ახლა რა მოიფიქრა შენმა ხვეულმა კოლოფმა?
-მორჩი ნიკა! არაფერი არ მოვიფიქრე სიმართლეს გეტყვით!
-რა სიმართლეს შვილო?
დიანა ჩაერია საუბარში და დივანზე მსხდომი სამეულის პირდაპირ მოთავსდა.
-სანამ ანა წავიდოდა მითხრა და ეს მანამდეც ვიცოდი, უბრალოდ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ერთმანეთთან დაახლოვება ვერ მოასწრეს, თორემ ანას უყვარს თორნიკე..
-ანას ასე მალე სიყვარული არ გამოსდის შვილო, ხომ იცნობ მას?
-ვიცნობ და იმიტომ ვამბობ მა.. ეს ახლა არ მომხდარა. გახსოვთ ანას ძაღლმა, რომ უკბინა მაშინ თორნიკემ გადაარჩინა..
-თორნიკემ კი არა თომამ და საბამ!
-მაცადე ნიკა, თორემ მოგდებ!
შეუბღვირა ძამას ნიცამ და განაგრძო..
-თორიკემ გადაარჩინა, უბრალოდ აქ აღარ გამოჰყვა, თან ანა სულ ფიქრობდა მასსზე, მითხრა კიდეც, იქ იყო ერთი ბიჭი, რომლის თვალები მახსოვს მხოლოდო და დამესიზმრა კიდეცო..
-ამით რა გინდა თქვა, რომ ანას ორი წელია უყვარ კაცი, რომელიც ერთხელ ჰყავს ნანახი, თან გულის წასვლამდე რამდენიმე წუთით?....
ახარხარდა ნიკა და ფეხზე წამოდგა.
-ასე მგონია, შენს თავზე ყვები სიყვარულის ამბავს, იცი რატომ? იმიტომ რომ შენ არ ფიქრობ და ის დაგავიწყდა, რომ ანასტასია შენნაირი არ არის!
-სწორედ ეს არის მთავარი უტვინო, ანსტასია, რომელიც არვისზე ფიქრობს რატომღაც ერთ კაცზე ფიქრობდა და ისიც თორნიკეზე, აბა მე რატომ მომყვებოდა ამ ამბავს?..
ფეხზე წამომდგარი დოიჯით ედგა ძმას ნიცა და დაწვრილებული თვალებით უმზერდა თავისზე მაღალ სხეულს, რომელიც აშკარად დააფიქრა, ნიცას ნათქვამმა..
-მე მხოლოდ იც მინდა რომ ბედნიერი იყოს, ამას იმსახურებს ჩემი პრინცესა..
ისევ ხმა გაბზარულმა ამოილაპარაკა დავითმა და ნიცა უცებ აფეთქდა:
-მამა ამდენი რისთვის ვილაქლაქე? უყვარს მეთქი რომ ვამბობ სესიგი ასეა! უბრალოდ ანასტასია ამის გამოხატვას ჯერ ვერ შეძლებს, ფიქრობს რომ არ იცნობს და მისთვის უცხოა ის კაცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ფიქრობს..
-ბევრი ილაქლაქა თურმე.
თმის რამდენიმე ღერი მოქაჩა ნიკამ დას და ჩაიხუტა, დაითმა დიანას ანიშნა თავისთან დამჯდარიყო, რაც უსიტყვოდ შეასრულა..
-ოოო ერთი აბაშიძეც მოსცხეთ ახლა რა, ჩვენ გაალთ..
-ნიცა.
თვალები დაუბრიალა დიანამ შვილებს, რადგან იცოდა ნიკაც რაღაცას იტყოდა და ასეც მოხდა:
-დავით, იცოდე „კაიფის“ გარეშე იმუშავე, თორემ ხომ ხედავ, ნორმალური გაგითხოვდა და შემოგრჩით ეს არა ნორმალურები სახლში
-და ჩვენი მოშორების შანსი ნულის ტოლია.
ძმაზე მიხუტებულმა ნიცამ ენა გამოუყო დივანზე ჩახუტებულ მშობლებს, დავითი იცინოდა და დიანას იჭერდა, რომ არ გაქცეოდა, უხამსი ხუმრობის გამო.. კარზე ზარის ხმამ ყველა გააჩუმა, მაგრამ ნიცამ წამოიყვირა:
-აკაკი იქნება და ჩვენ გავაღებთ, თქვენ საქმეს მიხედეთ!
ერთმანეთს არ მოშორებიან და-ძმა კარი ისე გააღეს, კარის ჩარჩოსთან კი დორნიკე დადიანი იდგა..
-ანა როგორ არის?..
ნიკამ შეშინებული ხმით ჰკითხა.
-კარგად სძინავს.
-მაშინ შემოდი სიძე!
ხელკავი გაუკეთა ნიცამ და მისღებში საუბრით წაიყვანა:
-აქ ახალ აბაშიძეზე მუშაობენ, რადგან კარგი უკვე მოგათხოვეთ, მაგრამ გადადებენ ცოტახნით, საპატიო სტუმარი გვყავს და..
-ნიცა, მართლა გცემ თუ არ მოიშლი ამ უხამს საუბარს!
დიანამ გაბრაზებული თვალებით დაუწყო ყურება შვილს რომელიც მისი უხერხულობით ერთობოდა.
-დაბრძანდით.
-დიანა, გამოხარდება თუ შენობით ვისაუბრებთ.
-კარგი. სუფრას გავშლი ეხლავე..
-ახლა არა, დავითი დალევას რომ შეძლებს.
-ეეე სიძე ნახე საუბარი სცოდნია.
თორნიკემ წარბები შეკრა გაკვირვებულმა და ნიცას გამომეტველებაზე, სახის სიწითლეზე გაეღიმა, რადგან მიხვდა, რომ გვიან გაიაზრა რაც თქვა.
-ნიცა იქნებ დაფირდე ზოგჯერ მაინც?
ძმამ ხელი გადახვია და ისე დასხდნენ დივნის სავარძელში.
-ბოდიში.
თორნიკემ მხოლოდ გაუღიმა და დავით შეხედა.
-ანას გარეშე მინდა საუბარი.
-რამე მოხდა?
-არაფერი.
-გისმენ აბა.
-არ მინდა ანამ გაიგოს რატომაც წავიყვანე და მომავალში რაც მოხდება ის დეტალები.
-შეიძლება არასწორად შეაფასოს სიტუაცია.
-ვიცი დავით, მაგრამ ამ ეტაპზე ბევრის ატანა უწევს.
სიამოვნებისაგან სახე გაებადრა ცოლ-ქმარს, განსაკუთრებით დიანას გაუხარდა იმის გაგება რომ მის გოგონაზე ასე ზრუნავს კაცი, რომელსაც „ჩააბარეს“.
-მადლობა რომ მასზე ზრუნავ.
ცრემლები ვერ შეიკავა დიანამ.
-კიდევ ერთი საკითხი, ხვალიდან შესაძლოა ჟურნალისტებმა შეგაწუხონ..
-უფ მაგას რა ჯობია მერე, გავხდი ცნობილი აბა?
მხრებში გაიმართა ნიცა.
-სასურველია მოერიდო.
-ხომ ჩაგიკლავენ რა ოცნებას.. ის მაინც მითხარი, ქორწილი როდის იქნება?
ნიცამ მისთვის საინტერესო თემას შეეხო.
-ორ კვირაში.
-ასე მალე? მომზადება?
-ყველაფერი იქნება!
-ძალიან კარგი.
-კაბა როგორი უნდა?
-არასოდეს გვისაუბრია, ალბათ არც უფიქრია.
თორნიკეს გაეღიმა, ეს გოგო ყოველთვის ახერხებს მის გაღიმებას, ან ისეთ ფატს უყვება რაც სიამოვნებს, ან კიდევ ისე იქცევა, რომ შეუძლებელია არ გაგეღიმოს.. დიანამ გაუფანტა ყურადღება.
-ასეთ საკითხებზე ნუ იფიქრებ, მე შევუკერავ..
-ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ანას სურს, მაგრამ ეს მისგან დამოუკიდებლად გავაკეთოთ.
-რატომ შვილო?
დაიბნა დაითი.
-ერთმანეთს ახლოს არ ვიცნობთ და კითხვები მის უხერხულობას გამოიწვევს.
-სიძე მყავს „კაცი მთა“, „კაცი მზრუნველი“ და როგორ არ ავღნიშნო?..
სიცილით მივიდა მისაღებში მდგარ, მოკრძალებული ზომისა და რაოდენობით განლაგებულ სასმელების კარადასთან ნიცა აბაშიძე და ლამაზ გამჭვირვალე ჭიქებში ვისკი ჩამოასხა, მალევე სამზარეულოდან ყინულების პატარა კალათი გამოიტანა და გამზადებული მიართვა დადიანს, შემდეგ ნიკას და თვითონაც ჭიქით ხელში დასკუპდა:
-გაგიამრჯოს, ჩემს დასთან ერთად „სიძე კაცო“!
ერთიანად მოიყუდა ფერადი სითხე და სახე არეულმა, თორნიკეს გაოცებულ სახეს შეხედა.
-ნუ გეშინია, შენი ცოლი არ სვამს და საერთოდ სუნიც არ იცის როგორია.
-დედა გაიყვანე ეს ალქაჯი, თორემ მოგიბრუნეს გათხოვილი გოგო უკან!
თორნიკემ ორივეს ღიმილით უპასუხა და წამოდგა.
-მე დაგტოვებთ, მადლობა მასპინძლობისთვის.
ნიცას შეხედა და ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა დანარჩენებს, უკან მიჰყვნენ კარისკენ მიმავალს და ნიცამ გააჩერა:
-სიძე კაცო მოიცა, გამახსენდა!
შემობრუნდა წინ მიმავალი, დაელოდა ნიცას, რომელსაც საჩვენებელი თითი ტუჩთან მიდებულ ჰქონდა და ჩაფიქრებული იდგა.
-მას არ უყვარს გაშლილი კაბები, სწორი თუ იქნება მოეწონება და აუცილებლად თეთრი!
-მადლობა.
გაუაზრებლად, თავისთავად გაუჩნდა სურვილი, რომ ჩაფიქრებული ნიცას სახეს მოფერებოდა და პაწაწუნა ცხვირზე თითი დაკრა.. გოგონა შეკრთა და მერე სიცილი დაიწყო..
კარების დახურვისთანავე დიანამ ყვირილი დაიწყო, ნიცას საყვედურობდა თუ რამდენად დაუდევარი, უპასუხისმგებლო და უტაქტოა..
-რა გინდა დედა, ვერ ხედავ გავალღვე ყინული, თითქმის მომეფერა.
ნიკა ახარხარდა და დიანას ხმაურით აკოცა:
-დიკო, ახლა ამის გამოზრდა გვიანი ხომ არ არის შემთხვევით?..
-აუ წავედი მე, ხვალ ადრე უნდა ავდგე.
-მეც მოვდივარ დამელოდე.
-მეჩქარება.
-წვიმას აპირებს და აღარ მთხოვო იცოდე...
-კარგი, კარგი გელოდები.

ანასტასიამ ოთახი მოათვალიერა, როგორც კი საწოლის კუთხეზე მოთავსდა, იმდენად დიდი იყო, რომ დიდი დრო დასჭირდა მის შესასწავლად. ღია ფერის ოთახი კლასიკური ელემენტებით რძისფერი ავეჯით, დიდი საწოლით და ტუმბოებით იწონებდა თავს, რომელზეც ლამაზი ფორმის ანტიკვარული სანათები იდგა, საწოლის გვერდზე იდგა მოზრდილი სარკითა და დიდი უჯრებით ტუმბო, თეთრი და შავი ფარდებით იფარებოდა დიდი ვიტრაჟი, რომელიც ღია იყო, თითქოს სისუფთავის სურნელისთვის ფარდა სუსტად ფრიალს არ წყვეტდა, მივიდა აივანს გახედა და კარი დახურა, რადგან სხეულის კანკალი, ღია კარის ბრალი ეგონა.
შებრუნდა ოთახის სივრცისკენ და კედლის ერთ მხარეს, ორი კარი საწოლს უმზერდნენ: ერთს ორი მუქი ფერის საარკეები ამშვენედა, მეორე კი ჩვეულებრივი კარი იყო. ორივე კარი სათითაოდ გააღო, პირველი სარკეებიანი გასწია გვერდზე და ერთი მარტივი მოძრაობით ორი კარი გაიღო, რომელიც პატარა ოთახს ჰგავდა, მაგრამ ერთ მხარეს მამაკაცის პერანგები და შარვლები ეკიდა, აქსესუარებიიც იქვე ლამაზად ელაგა.
-თორნიკეს საძინებელია.
ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ოთახის მეორე გვერდის თვალიერება განაგრძო, თითქმის თავისუფალი იყო, ორი აბაზანის ხალათი, სადა საღამური ზედა-ქვედა და ოთახის ჩუსტები ელაგა, თავიდან იფიქრა ჩამოხსნა დაავიწყდათო, მაგრამ მარკები შეამჩნია და შესამოწმებლად მარკას დახედა, გაოცებულმა ჯერ ნაჭერს შეხედა, შემდეგ მარკას და ძლივს გადაყლაპა გაოცების ბურთი, ისე ამოილუღლუღა:
-Victoria's Secret-ი
კარზე კაკუნი გაიგონა და მალევე ქალბატონი ნატალია შევიდა მასთან გარდერობის ოთახშივე:
-შუქი დავინახე და შემოვედი, როგორ ხარ?
-გმადლობ კარგად.
-მადლობა შენ, რადგან არ უთხარი გასაუბრების ამბავი.
-სათქმელი არაფერია და რომც გაიგოს, ამაშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მე სამსახურს ვეძებდი, თქვენ კი თანამშრომელს.
ნატალია მიუხვდა მინიშნებას ანასტასიას, მაგრამ მას იქ შემდგარი დიალოგი აფიქრებდა.
-მე საუბარს ვგულისხმობ..
-კარგია, რომ არ ამიყვანეთ, მე უკვე დავქორწინდი, დანარჩენი კი წარსულია!
ნატალიას ხმით გაეცინა, რადგან ანასტასია ასეთი უფრო მეტად მოეწონა..
-მოკლედ მიხარია, რომ აქ იცხოვრებ, ცოტახნით მაინც..
მხლოდ გაღიმება შეძლო, ვერაფერი თქვა ვერც ფიქრობდა რა უნდა ეთქვა, ისევ ნატალიამ დაიწყო საუბარი:


-თორნიკემ მითხრა, რომ გაგაფრთხილო, ხვალიდან ერეკლე და საბა გატარებს მანქანით.
-მათი შეწუხება არ არის საჭირო.
-ბევრი რამ არის საჭირო, მათ შორის წესების ცოდნა, რომელიც ამ სახლშია და ამას ხვალ აგიხსნი, საყიდლებზე რომ წავალთ..
-სად?
გაპარული ხმით იკითხა გოგონამ.
-ეს, ის ნივთებია, რისი ყიდვაც შევძელი დამოუკიდებლად. დანარჩენი ხვალ ვიყიდოთ ერთად!
-მე არაფერი მინდა.
-მე მინდა ყველაფერი, რაც საჭიროა! ახლა დაისვენე ხვალ მთელი დღე, საყიდლებზე სიარული მოგიწევს.
-არ არის საჭირო ქალბატონო ნატალია.
-ჯერ ერთი, მე უბრალოდ ნატალია ვარ. მეორეც საჭიროა!
თმაზე ხელი გადაუსვა და ზურგი აქცია, კარში მდგომი გაჩერდა და თბილი ხმით უთხრა:
-გვერდით აბაზანაა და დაღლილობას მოგიხსნის.
-მადლობა ქალ...
-უბრალოდ ნატა!
შეაწყვეტინა გოგონას საუბარი.
-ნატა.
-აი ასე. მშვიდი ძილი ლამაზო.
აბაზანაში შესული, მეტად გაოცდა ვიდრე იყო. დიდი ოთახი, რომელიც შედგებოდა დახურული დუშის კუთხით, ჯაკუზით, ნიჟარითა და უნიტაზით. ისე იყო განლაგებული, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, ამიტომ მოშორებით იდგა ერთმანეთისგან..
დუშის ქვეშ დადგა, რამდენიმე წუთი არაფერს აკეთებდა. არაფერზე ფიქრობდა და ასე უმოქმედოდ დგომის შემდეგ, იგრძნო დაღლილობა სხეულს როგორ უდუნებდა, წყალი გამორთო და პირსახოცით მოხვეული გამოვიდა ოთახში, თმა გაიშრო პირსახოცითვე, იფიქრა საშრობის ხმა გააღვიძებს დანაჩენებსო..
თავისი საღამური ამოიღო ჩანთიდან, რომელიც არ შეუმჩნევია მანამდე. აშკარა იყო რომ აბაზანაში, როცა ნებივრობდა მაშინ შეუტანეს. ჩაიცვა მისი „თახვებიანი პიჟამა“-ს მაისური და შორტი, საწოლში მოთავსდა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ გოგონას თხელი სხეული საერთოდ არ ჩანდა.
ბალიშები იმდენად ფუმფულა, რომ სიღრმეში ჩაეფლო მისი წაბლისფერი თმით..

მას შემდეგ რაც ლევანმა გაიგო, ანასტასიას და თორნიკეს ქორწინების ამბავი, გააქტიურდა და ყველაფერი იმაზე რთულად განვითარდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა, რადგან თორნიკე დადიანს ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა, ანასტასიას გადასარჩენად და ბიზნესის, რომელშიც როგორც თვითონ ამბობს „ვირთხები“ მომრავლდნენ, ამისთვის შესაძლოა ომი გაგრძელებულიყო, რადგან ორივე პრობლემის სათავეში, ერთი მეთაური იდგა, თან შეხვედრამ თუ ერთი შეხედვით კარგად ჩაიარა, მერე დღეს სხვაგვარად ვითარდებოდა მოვლენები..
პოლიციისთვის გადაბარებული საქმე თითქმის გახსნილი იყო და მთავარი კვალი ლევანთან მიდიოდა ჩადებული ტვირთის, მაგრამ მოწმე სჭირდებოდათ შალვა, რომელიც თავიდან შეხვედრაზე დათანხმდა ნიკა დადიანს, მაგრამ შემდეგ საერთოდ ვერსად იპოვა..
ერთ დრესაც დათა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მალევე დადგა ფეხზე და სამსახურში გამოცხადდა, ნიკასთან ერთად შალვას მოძებნის გეგმა შესთავაზა, რამდენიმე ნაცნობის საშუალებით შეძლო, სავარაუდო ადგილის გარკვევა, სადაც შალვა იქნებოდა. ქორწილის გამო რამდენიმე დღით გადადეს ეს საკითხი, მაგრამ კონტროლს არ წყვეტდნენ, დათაში არ შემცდარა თორნიკე, ის კარგი ბიჭი იყო და დადიანებმა დაიბარეს, რადგან ახალი სამსახური შეეთავაზებინათ, ეს გახლდათ სატვირთოების სრული კონტროლი, სრული უფლებებით:
-შევეცდები ნდობა გავამართლო.
გახარებულმა თქვა და ძმებს შეხედა.
-ვიცი შეძლებ დათა, მეც აქ ვიქნები და ერთად არ გაგიჭირდება.
-მადლობა ნიკა.
-რისი ტო. არ გრცხვენია? წამო თან წარგადგინო ხალხთან ახალი „შეფი“.
ხელი გადახვია ნიკამ, დათას და კაბინეტიდან გავიდნენ.
-ჩემი და ჩამოდის რაიონიდან და აღარ გავუშვებ, აქვე შევიყვან ნორმალურ სკოლაში.
-პატარა და გყავს?
-ასაკით კი, გარეგნულად და ჭკუით არა.
-ხოო?
-ხო, მეათე კლასს ამთავრებს, ბებიაჩემმა გაზარდა, მე მარტო ვერ ვუვლიდი, ახლა ის ქალიც ვეღარ ხედავს, ეს უვლის პირიქით.
-ესეიგი ნატაშკას ტოლია, ბებიაშენიც აქ ჩამოიყვანე და ერთად იცხოვრეთ.
-ახლა ამას მართლა შევძლებ და ნატაშკა ვინ არის?
-ჩემი ძმიშვილია გავაცნოთ და იმეგობრებენ.
-ვნახოთ.
-კარგი შევიდეთ!..

საყიდლებზე სიარული არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც რთული აღმოჩნდა ანასტასიასთვის, რადგან ისეთ მაღაზიებში არეს სადაც მხოლოდ ვიტრინებში გამოფენილს თუ ნახულობდა პერიოდულად ანა, ამის არასოდეს რცხვენოდა უბრალოდ იმ წუთას უხერხულად გრძნობდა თავს და ყველაფერზე უარს ამბობდა, ბოლოს ნატალია დადიანმა ფრთები მოიხსნა და პრჭყალები გამოაჩინა, რადგან მიხვდა რომ ანა არაფრის გასინჯვას არ აპირებდა გაბრაზდა და ყველაფერი რაც მოსწონდა ანას ზომა აიღო, შეაფუთინა და სახლში გააგზავნინა, ყველაფერი მოგიხდება რაც აქ არისო, ამბობდა და თან იღებდა, მოხოლოდ კლასიკური არ იკმარა და ის სტილიც აურჩია, რასაც ანა იმ დროისთვის ატარებდა, მაგრამ ბევრად ძვირი ვიდრე ანას შეეძლო გადაეხადა, ასევე იყო თეთრეულის მაღაზიაშიც სახეზე სიეითლე არ მოშორებია ანას, დაცვის თანხლებით რომ უცევდათ სიარული მსგავს მაღაზიაში და ანასტასია მიუხვდა გოგონას სიმორცხვეს, რატის და საბას გარე გასვლა მოსთხოვა, ყველაფერი შეამოწმეს და გარეთ გავიდნენ... შინაგანი დაძაბულობა ანასტასიას სხეულს მეტად ეტყობოდა, მაგრამ ვერფერს ამბობდა, ეს უმწეობა უფრო მეტად ტანჯავდა, ერთ დროს მკაცრი და პირდაპირი გოგონა ახლა ვიღაცი სათამაშოს ჰგავდა, მაგრამ ის რაც მის ირგვლივ ხდებოდა იტანდა, მხოლოდ მისი ოჯახისთვის..
-ვიცი დაიღალე, ამიტომ დავსხდეთ ყავა მივირთვათ და თუ სურვილი გექნება ქორწილამდე არ დაგენახები.
ნატალის სიტყვებმა უსიამოვნო ფიქრები გაუფანტეს და გაოცებულმა ამოილუღლუღა.
-რას ამბობთ..
გაფართოებული თვალებით მდგარი ბიჭებისკენ გაექცა მზერა, რადგან ნატალიას ასეთი უშუალობა, თვით რატისაც კი გაუკვირდა, რომელიც მთელ დღეს მის გვერდით ატარებს და იცის, რომ ერთადერი ვისთანაც უშუალოა ნატაშკა და კესოა, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა მარტონი არიან.. საბამ თვალი ჩაუკრა, ანას და ცერა თითი უჩვენა „ყოჩაღ“ შენო.
ყავის მირთმევის დროს ნატალიამ რამდენიმე სიტყვით სცადა აეხსნა წესები დადიანების ოჯახისა:
-ანასტასია მინდა იცოდე, რომ ჩვენს ოჯახში წესებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სიმართლე გითხრა მე თავიდან არ მომწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უფროსი ხალხიდან მოდის, ალექსანდრეს მამის და ბაბუის პატივისცემის ნიშნად პირველ ადგილზე ეყენა ეს საკითხი, მე კი მისი სიყვარულის დაფასება მხოლოდ ამ ფორმით შემიძლია, მითუმეტეს ახლა!...
საუბარი შეწყვიტა აშკარა იყო, რომ ცრემლებმა გაყიდეს. ანამ ათრთოლებულ ხელზე მისი თხელი მტევანი დაადო და ღიმილით უთხრა:
-შევეცდები ვისწავლო და დავიცვა.
-ცოტა დამღლელი და გამაღიზიანებელი იქნება, მაგრამ შეეჩვევი, მე ისე შევეჩვიე რომ ახლა სხვაგვარად ვერ მოვიქცევი.
-გიყვარდათ?
მის ცრემილან თვალებს შეხედა და პირველი გაუაზრებელი კითხვა დაუსვა, პაუზა დიდხანს გაგრძელდა და ანამა თავდახრილმა, მოუბოდიშა:
-უკაცრავად არ უნდა მეკითხა..
-ახლაც მიყვარს! მადლობა უფალს, რომ ის გახდა ჩემი პირველი ნახევარი და არა სხვა.
-სხვა?..
თვავისი თავი წარმოიდგინა და წამიერად რეზიზე დაფიქრდა, მარამ ფიქრის სასუალება არ მისცეს, რადგან საბა და რატი თავზე დაადგნენ ახალი ამბით:
-ჟურნალისტები დაგანან გასასვლელში.
-რატი ხომ გითხარი ჯერ არავის უთხრათ მეთქი!?
ხმა ისეთი მკაცრი ჰქონდა, რომ ანასტასიას ცივი წყლის ჭავლის შეხების შეგრძნება დაეუფლა.
-მე შევამოწმე და მათგან არ არის გასული ინფორმაცია.
-აბა ვინ ქნა?
-მაკამ!
საბა ჩაერია საუბარში და გაოცებულ თვალებს რომ შეხედა დაამატა.
-ალბათ...
-კარგი გავიდეთ მაგრამ ამჯერად არაფერს ვამბობთ!
-კარგი ქალბატონო.
-წამოდი ანა.
გარეთ გასულებს ჟურნალისტები ახლოს არ მიკარებიან, ამის საშუალება არ მისცეს ბიჭებმა, მაგრამ უამრავი ფოტოს გადაღება ვერავის აუკრძალეს, მანქანაში სწრაფად მოთავსდნენ და მანქანება ადგილი მალევე დატოვეს..
მეორე დღეს ჟურნალები და გაზეთები ნატალისა და ანასტასიას ფოტოებით იყო აჭრელებული, სადაც განხილვა ხდებოდა სასურველი სასიძოს რჩეულის, რომელიც ყველასთვის ლამაზ გოგოდ ფასდებოდა, მაგრამ მისი ხასიათისა და გონებრივი შესაძლებლობების შესახებ მცირედით, იყო საუბარი და ისიც ქილიკით.. ამაზე ნატალია დადიანი ისე გაბრაზდა, რომ რამდენიმე რედაქციაში დარეკა და შეუთანხმდა, რომ ქორწილის შემდეგ შეხვედრა გაიმართებიოდა და მისი ფირმის შპს „დადიანის“ დირექტორად და მემკვიდრედ ანასტასიას დაასახელებდა, ეს ანამ არ იცოდა, თუმცა ნატალია ფიქრობდა რომ ამას გოგონა თავს გაართმევდა და ის ვის ყურამდეც სურდა მისულიყო ნატალიას ბედნიერება ამ ფორმით მივიდოდა..

ქორწილისთვის ყველაფერი ისე გვარდებოდა, რომ მხოლოდ ნიცა და ნატალია აყენებდნენ საქმის კურსში ანას, ეს ძალიან უხაროდა, რადგან ქორწილის სურვილი, მხოლოდ მათ დასანხად სურდა და ბედნიერების თამაშიც, მცირე ხნით უწევდა.. მთავარი ის იყო, რომ ამას თორნიკე თავიდანვე მიხვდა და ანას შეგნებულად უმარტივებდა ყველაფერს, თვითონაც იშვიათად ხვდებოდა გოგონას. თითქოს შეეჩვია იმ აზრს რომ თხოვდება, ოთახსაც შეეჩვია, რომელიც ნიცამ ისე მოიწონა, რომ დამითმე საქმროო, მთელი დღე ეხუმრებოდა და მოწყენის საშუალებას არ აძლევდა დას, სახლში მხოლოდ ძიძა და გოგონები იყვნენ, როცა თორნიკე მივიდა და სასაჩუქრე ჩანთა მიაწოდა:
-ეს რა არის?
-ნახე.
-ვაიმე ანა, ნახე თორემ მე ვნახავ!
-ნიცაა..
-წავედი, წყალი დავლიო რაა. უჟმური!
ენა გამოუყო და გავიდა, ანამ ჩანთა გახსნა და უახლესი მოდელის ტელეფონი ამოიღო..
-რა საჭირო იყო? ეს ძალიან ძვირია..
-ჩემი ნომერი წერია, როცა გინდა დარეკე.
-მადლობა.
გაეღიმა და ოთახი დატოვა, ყოველგვარი ემოციების გამოხატვის გარეშე..
ქორწილამდე ორი დღით ადრე, უნივერსიტეტიდან დაღლილი დაბრუნდა, ძიძასთან შევიდა ცივი წყალი დალია და საძინებელში ავიდა, ოთახში შესულს სარკესთან მანეკენზე ჩაცმული თეთრი გრძელი კაბა ეკიდა, რომელიც ძალიან დახვეწილი მამქმანით, გამოყვანილი და დიდი გამჭვირვალე, ასევე მაქმანებით გაწყობილი, მოსაცმელი შლეიფით იყო, რომელსაც ყელან თვლიანი შესაკრავი ჰქონდა და დიდ თავშალს ჰგავდა...
სუნთქვა შეეკრა, მძიმედ გადადგა ნაბიჯი და მიუახლოვდა..
-რა ლამაზია... ღმერთო elie saab -ი..
ძლივს ამოილუღლუღა და ცრემლებით დაეცვარა სახე, ისეთი ნაზი და სასიამოვნო იყო ხელით შეხებისას, რომ მეტად ატირდა ემოციებისგან..
-მოგწონს შვილო?
-დიახ, ძალიან.
-ერთი სული მაქვს როდის ჩაიცვამ.. რატომ ტირი? მომიკვდეს თავი..
-თინა დეიდა არ ვტირი, ემოციების ბრალია.
-კარგი შვილო აღარ იტირო. სადილი მზად არის ჩამოდი.
-დანარჩენებს დაველოდები.
-როგორც გინდა ჩემო ლამაზო...

მართლაც არასოდეს უფიქრია საქორწინო ქაბაზე, მაგრამ არაოდეს მოსწონდა, როცა თეთრი არ ეცვა პატარძალს, არც გაშლილი მოდელი ხიბლავდა, ყოველთვის მიაჩნდა, რომ სხეულს გამოყვანილი და სწორი სტილი, თუნდაც დაშვებული მოდელის კაბა უფრო ალამაზებს ქალს. ნიცამ როგორც კი კაბის ამბავი გაგიო იმ წუთასვე დადიანებს ესტუმრა, სანამ ყველანი მოვლენ კაბას ვნახავ და წავალო. კაბის თვალიერებაში ისე გაერთო, რომ სულ დაავიწყდა წასვლა, ნატაშკამ სეაღო ოთახის კარი:
-ანასტასია შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი, ე შენ ვინ ხარ? ასეთი ლამაზი გოგო?
-უკაცრავად მეგონა მარტო იყო.. მე ნატაშკა ვარ იოანეს შვილი.
-აა შენ ხარ ის გოგო ანა რომ ამბობს ძალიან ლამაზი ბავშვიაო..
-ცემზე რას ამბობს?
გაბადრული და კმაყოფილი სახით ჰკითხა ნიცას გოგონამ.
-იმას რომ საოცრად ლამაზი თვალები და ძალიან ლამაზი ტანი გაქვს, ჭკვიანიაო ისიც თქვა, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს, იმ უჟმურის სფეროა.
ნატაშკამ სისცილი დაიწყო, ისეთი კმაყოფილი იყო ნიცას საუბრით, რომ კაა არ შეუმჩნევია, აბაზანიდან გამოსული ანასტასია დოინჯით დადგა:
-რაო უჟმურიო ხომ?..
-გამარგობა, მე სადილისთვის გამომაგზავნეს და... ეს რა ლამაზია? უკვე ჩაიცვი?
-არა.
-რატომ? იქნებ დიდია ან არ მოგწონს ჩაცმული?
-და გამოვცვალო?
-აბა რა უნდა ქნა?
-ხომ გითხარი უჟმურია, უხასიათო და საერთოდ ეს აყვანილია აშკარად.
ნატალიამ სიცილი დაიწყო ისევ, უცენ აციმციმებული ნიცას თვალები რომ დაინახა:
-მე ჩავიცვამ!
-არა!
-კი ჩავიცვამ მე თუ არ მომიხდა არც ამას, ზომები ერთი გვაქვს!
-ვაიმე ნიცა სახლში მიდიოდი შენ!
-მაგდებს, ნახე მაგდებს, სახლშიც ასე მექცეოდა ოთახიდან მაგდებდა.
არარსებული ცრემლი მოიწმინდა და ნატაშკას მომღიმარ სახეზე, მეტად ხალისობდა..
-ჩაიცვი და წადი!
-უყვარხარ ნიცას.
კაბა ჩაიცვა და ისეთი ლამაზი იყო, რომ დაუდევრად შეკრული თმაც კი უხდებოდა ნიცას და ორივე დიდი თვალებით რომ უყურებდა გაბრაზდა:
-თქვით რამე არ მიხდება?
-საცრება ხარ!
ორივემ ერთად თქვა და კარიც გაიღო, თორნიკე იდგა კარებთან ნიცას დანახვისას გაეღიმა, რადგან ისე გაწითლდა, რომ არ იცოდა სად წასულიყო, ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა:
-ბოდიში, ახლავე გავალ..
-მე წავალ და გელოდებით.
ნატაშკამ ძიკოს გახედა და გაუღიმა, რომელმაც ჩუმად უთხრა:
-თომას უთხარი გეძახისთქო.
ეს არცერთ არ გაუგია, ნატაშკამ რადგან მიზეზი ვერ გაიგო, დავალება უსიტყვოდ შეასრულა, თომა კი გაოცებული იყო მის ოთახში რა ჯანდაბა მინდაო. სანამ თომა მაღლა ავიდოდა, ანას მიმართა:
-ჩავიდეთ გველოდებიან.
-კარგი.
-გამოვიცვლი და ავორთქლდები.
ისევ დარცხვენილმა ჩაილაპარაკა ნიცამ და სანამ გაიაზრა, რომ მარტო იყო კარი თავიდან გაიღო..
-შენს ოთახში რატომ მეპატიჟები ვიცოდე... ნიცა?
კაბაში გამოწყობილი ნიცას ნახვა, მართლაც განაჩენი იყო გასვიანისთვის, იმისა, რომ მისთვის შეეძლო მხოლოდ ეცხოვრა, მთელს სიმაღლეს თვალი აყოლა და მოღებულ მკერდზე გაუჩერდა მზერა, შემდეგ სახეზე და მის ისფერ თვალებს, დიდი ხანი უმზერდა თომა.. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ ნიცა მეორედ გრძნობდა უხერხულად თავს და ვერაფრეს ამბობდა.
-გამარჯიბა ნიცა.
-გამარჯობა.
-ბოდიში, თორნიკეს ვეძებ.
-გამოვიდნენ ორივე.
-კარგი..
კარი გაიხურა და სახე აჭარხლებული ნიცა ისევ გაოგნებული იდგა:
-არც შემამჩნია, რომ კაბა მეცვა..
ხმა გამტყდარმა ამოილაპარაკა და გარდერობის ოთახში შევიდა, რომ გამოეცვალა, დაბლა ისე ჩავიდა, რომ არავის დაუნახავს და სახლშიც ისე წავიდა მხოლოდ ნატაშკას დაემშვიდობა, მისი ცრემლიანი თვალების ნახვამ, აიძულა თხოვნა შეესრულებინა და არავითვის უთქვამს მისი გაპარვის ამბავი. თომა კი მოთმინებით ელოდა, მის გამოჩენას და კიდევ ერთხელ ნახვის შანსს, ნიკას ეზოში შემოსვლამ ყველა გამხიარულა რადგან ვახშამი სრული შემადგენლობით ჩაივლიდა, ანას თორნიკემ დაუძახა:
-ტასო.
-გისმენ.
-შენი და გადამალე, ნიკა მოვიდა!
ყველამ სიცილი დაიწყო, მათ შორის ეკატერინეც იცინოდა, რადგან ნიცას ყველა იცნობდა, ნიკას გარდა. ის წასული იყო რამდენიმე დღით, ქორწილის საკითხებზე, ამ დროს, ანას შეტყობინება მოუვიდა:
-ანნ, მე წავედი და არ ჩეიმჩნიო, მომერიდა გამოჩენი,ს თითქმის ყოველ დღე მანდ ვარ!“
გვერდით მდგომმა თორნიკემ წაკითხვა მოასწრო შეტყობინების და თომას გახედა, რომელიც მიუხვდა შეტყობინების ავტორი ვინც იყო.
-ნიცა უკვე წავიდა, სხვა დროს გავაცნოთ ერთმანეთი, სადაც თავდაცვას შევძლებთ.
ანსტასიამაც გაიღიმა და მიზეზის გაგებას შეეცადა, რატომ წავიდა ნიცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია, რადგან ნიცა იწვა საწოლში და ტიროდა, რატომ ალბათ ვერ გეტყოდათ, მაგრამ თომას ნახვა ყოველთვის ცრემლით მთავრდებოდა და ეს უკვე ჩვევაში ექცა.
თომას ანას სიტყვები, შორიდან მოესმა სურდა ნიცა და მისი ნახვა, მაგრამ გაურბოდა, იმ წუთას გაიფიქრა, რომ ნიცასაც უყვარდა, მაგრამ მალევე გაფანტა ეს აზრი, რადგან არარსებული იმედის ეშინოდა, ეშინოდა რომ ნიცას მისი ხასიათი დააზარალებდა ატკენდა და ამას თავს ვერასოდეს აპატიებდა..
-დასხედით და მალე მოვალთ!
ბრძანებას ჰგავდა თორკისე ხმა, თომას თვალით ანიშნა რომ გაჰყოლოდა, კაბინეტში შეულს, გაბრაზებული ხმით მიმართა, ეს პირველად ხდებოდა, რომ გასვიანი ხმას უწევდა თორნიკესთან:
-რატომ დამიძახე, ოთახში რატომ შემიშვი?!
-რომ გენახა.
-რატომ შე *მა?
-მიმხვდარიყავი!
-დიდი ხანია მივხვდი.
-რა უთხარი!
-არაფერი.
-რატომ.
-იცი რატომაც!
-არ ვიცი.
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მეგობარს ისევ გაბრაზებული შეხედა:
-დაგავიწყდა თუ არ გინდა, რომ იცოდე?... ნარკომანი მეგობარი რომ გყავს და რომელსაც სკოლის მოსწავლე შეუყვარდა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ არჩევს მოწონებას და სიყვარულს ერთმანეთისგან? ავურიო გზა და მიზნები, რომელიც ახლა უნდა ჩამოიყალიბოს, გამოცდილებასთან ერთად?
-არ აურიო!
-რა ვქნა?
-დაეხმარე მიზნების ასრულებაში!
-ხო არა?
-სცადე.
-მე ვერ შევიცვლები და „ცანცარა“ ვერ გავხდები, ის კი ჩემნაირს ვერ აიტანს...
კარში მდგომი ნიკა ამეტყველდა და ოთახის სიღრმეში შევიდა:
-ისეთი უნდა მიიღოთ ერთმანეთი, როგორებიც ხართ, ეს არის სიყვარული! არც ის შეიცვლება თომა, მაგრამ ისწვლის როგორ მოგექცეს და გასწავლის როგორ მოექცე მას..
ხმა არ ამოუღია გასვიანს, ერთ წერტილს უყურებდა და ფიქრობდა, თუ რას გრძნობდა იმ წუთას ნიცა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული ნიცა მასზე ფიქრობდა თუ არა..
-უკვე შემცვალა! მხოლოდ მასზე ვფიქრობ.
-იფიქრე მერე.
-მე როდის უნდა გამაცნოთ?..
-ჯერ ადრეა!
-რატომ ჩემო ძმაო?
-საშიშია თქვენი ერთად ყოფნა!
-უკვე მევასება ტო!!..

პ.ს. არ ვიცი რა გამოვიდა ვიფიქე ქორწილი ამ თავში, მაგრამ არ გამომივიდა,
რადგან სხვა ამბებიც მინდა აღვწერო, რომელიც ქორწილთან ერთად ხდება.
მადლობა ყველას ლილე.



№1  offline წევრი ეირინ

ძააან მაგარი თავი იყო რა მიყვარს ეს ისტორია მაგარი ხარ ლილე❤❤❤

 


№2 წევრი დარინა

ნიკაზე ვგიჟდებიი ისეთი საყვარელიააა, ისტორიის პოზიტივია, ნიკა და ნიცა ერთად საოცრება იქნება ერათი სული მაქვს როდის შეხვდებიან, თომა იმედია მალე გამოფხიზლდება, აუ თორნიკეს და ტასოს როდის ეშველებათ, ცოტა დაათბე რააა.

 


№3 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ეირინ
ძააან მაგარი თავი იყო რა მიყვარს ეს ისტორია მაგარი ხარ ლილე❤❤❤

დიდი მადლობა ეირინ გამახარე ძალიან შენი შეფასებით. წინა კომენტერზე ვერ გიპასუხე და ახლა გეტყვი, რომ მართალი ხარ,ბევრ რამეში, მაგრამ წინ კიდევ ბერი რამ ელით და კიდევ ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი შეფასებები.

 


№4 სტუმარი Mako

Magari istoriaa,zalian ar daagviano shemdegi tavi

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

sauketeso da usakvarlesi tavia.
momewona zalian. rodis gagvaxareb axali tavit❤❤❤

 


№6 სტუმარი ლიკ ლიკ

ძალიან დალაგებული და ჩამოყალებებულია ყველაფერი, მოკლეთ ძალიან მაგარი, გააგრძელე

 


№7 სტუმარი kati

Zalian kargia...

 


№8 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Mako
Magari istoriaa,zalian ar daagviano shemdegi tavi

დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონს.
ვეცდები მალე იყოს.

სტუმარი lia
sauketeso da usakvarlesi tavia.
momewona zalian. rodis gagvaxareb axali tavit❤❤❤

მადლობა გახარებისთვის და იმ დროსთვის მე და ჩემს ისტორიას რომ დაუთმე..
შაბათ-კვირა ძალიან დატვირთულუ მაქვს ძალიან ვეცადე დღეს მომესწრო.. ახალი თავი კი ორშაბათისთვის მინდა "გამოვაცხო", ვეცდები მოლოდინი გავამართლო.

ლიკ ლიკ
ძალიან დალაგებული და ჩამოყალებებულია ყველაფერი, მოკლეთ ძალიან მაგარი, გააგრძელე

გავბედნიერდი ამის წაკითხვისას. აი გული არღარ გამიჩერდა ასეთი შეფასება ძალიან მახარებს. ????

დარინა
ნიკაზე ვგიჟდებიი ისეთი საყვარელიააა, ისტორიის პოზიტივია, ნიკა და ნიცა ერთად საოცრება იქნება ერათი სული მაქვს როდის შეხვდებიან, თომა იმედია მალე გამოფხიზლდება, აუ თორნიკეს და ტასოს როდის ეშველებათ, ცოტა დაათბე რააა.

ძვირფასო დარინა, რომ იცოდე როგორ მიხარია, რომ მოგწორს ნიკოლოზი, გადავცემ აუცილებლად ;) ...
ის კიდევ ბევრს კარგს გააკეთებს და იმედია უფრო მოგეწონება. :) :*

kati
Zalian kargia...

მადლობა დიდი.

kati
Zalian kargia...

დიდი მადლობა

 


№9 სტუმარი Nati

dzalian kargiaa male dade shemdegi dzaan ar daagviano

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ მახარებს ყოველი ახალი თავი. უმაგრესი იყო, როგორც ყოველთვის. ამ თავში როგორ შემეცოდა თომა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სიყვარულს ისეთი ძალა ააქვს... ნიცა და ნიკა რა გიჟევი არიან, მშობლებს როგორ აგიჟებენ :დდდ აი ნიცას და ნიკოლოზის შეხვედრა მართლაც გამორჩეული იქნება ვგრძნობ:დდ.
ის უფრო მახარებს მომდევნო თავს მალე რომ დადებ, უკარგესი და უნიჭიერესი ხარ❤❤

 


№11 სტუმარი gggg

Nika ari marto chemi aravisi araa metis . 4 dzmakaci myavs nika da otxive magarebi akac nikaa yvelaze kargi amito ari chemi...
Tornike es calke ganzomilebaa saocrebaa pirdapir nu nicaze da tasoze agagrafers vambob
Male dade raaa♥♥♥

 


№12 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Chikochiko
როგორ მახარებს ყოველი ახალი თავი. უმაგრესი იყო, როგორც ყოველთვის. ამ თავში როგორ შემეცოდა თომა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სიყვარულს ისეთი ძალა ააქვს... ნიცა და ნიკა რა გიჟევი არიან, მშობლებს როგორ აგიჟებენ :დდდ აი ნიცას და ნიკოლოზის შეხვედრა მართლაც გამორჩეული იქნება ვგრძნობ:დდ.
ის უფრო მახარებს მომდევნო თავს მალე რომ დადებ, უკარგესი და უნიჭიერესი ხარ❤❤

მე კი შენ მახარებ ყოველთვის რომ მითმობ დროს და ერთულად მომყვები. :) :*.

gggg
Nika ari marto chemi aravisi araa metis . 4 dzmakaci myavs nika da otxive magarebi akac nikaa yvelaze kargi amito ari chemi...
Tornike es calke ganzomilebaa saocrebaa pirdapir nu nicaze da tasoze agagrafers vambob
Male dade raaa♥♥♥

არ ვიცი რა გითრა ისე გამახარა შენმა შეფასებამ ახლაც გაღიმებული ვწერ მაგრამ ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ...
ნიკას აუცილებლად ვეტყვი რომ კარგია გაუხარდება.... :* ;) ;)

 


№13 სტუმარი Tebro

Sad xar amdeni xani zalian agvianeb da rogor gaglanzgo?! Ise momwons Es istoria dgeshi ki ara saatshi ramdenjerme shemovdivar saitze shesamowmeblad shen kide aradaar chanxar cudooo zalian

 


№14 სტუმარი ლიკ ლიკ

ამდენი ხანი რატომ არ იდება შემდეგი, ველოდებით

 


№15 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Tebro
Sad xar amdeni xani zalian agvianeb da rogor gaglanzgo?! Ise momwons Es istoria dgeshi ki ara saatshi ramdenjerme shemovdivar saitze shesamowmeblad shen kide aradaar chanxar cudooo zalian

ლიკ ლიკ
ამდენი ხანი რატომ არ იდება შემდეგი, ველოდებით


მაპატიეთ კონცერტები მქონდა, დაუგეგმავი და ვერ გავთვალე წინასწარ რაღაცეები, თან ქალაქიდან ვიყავი გასული. გუშინ ძალიან გვიან ჩამოვედი და საიტიც მალევე გაითიშა..
დღესაც მაპატიეთ დავისვენო და ძალები აღვიდგინო და დავბრუნდები ისევ მალ-მალე დავდებ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent