ორი მოწმე (ნაწილი 2--- 4)
რა თქმა უნდა ლილიას გეგმა მაშინვე ჩაიფარცხა, დაჩი ნინას წარსულს იძიებდა, ამ გოგოში იმხელა ეჭვს ხედავდა გვერდს ვერ უვლიდა, ჯერჯერობით ვერაფერი ამოექექა და ნერვები უკვე დაწყვეტაზე ქონდა, ერთი კვირაც რომ გავიდა და არანაირი წინსვლა არ ქონდათ, ორივე უფროსის კაბინეტში აღმოჩნდა, საყვედურების ქარცეცხლიდან გაგიჟებული გამოვარდნენ და აღარ იცოდნენ გამწარებულები ვიზე ეყარათ ჯავრი. -ჩემთან ავიდეთ, ლილიას დღეს აგვიანდება და კიდევ ერთხელ თავიდან განვიხილოთ ყველაფერი. -კარგი, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რა გამოგვრჩა, არც იმ დასაწვავი რესტორანის ხართაღრიცხვაშია რამე და თანამშრომლებიც სუფთები ჩანან, ხოარ გვეთამაშება იმ წერილის ავტორი? -ყველაფერი შეიძლება დემნა_ლაპარაკით შევიდნენ ბინაში და მოსაცმელი გაიხადეს_ სხვა გზა აღარაა უნდა ვესტუმროთ. -სად მივდივართ ძვირფასო?_ლილიას ხმაზე ლამის შეხტა ისე არ მოელოდა. -ლილია, რა გჭირს, რა დაგემართა? ვინმე დაგხვდა გზაში?_ნერვიულად უთვალიერებდა დაჩი გოგოს შუბლზე გაჩენილ მოგრძო ხაზს -დამშვიდდი კარგად ვარ. -როგორ თუ კარგად, რას გიგავს შუბლი, იტყვი რა მოხდა თუ გამისკდეს გული და ყველაზე ცუდი ვიფიქრო? -ღმერთო ასეთ დროს მგონია, რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ. -მოიცა და რომელ დროს არ გგონია ეგრე? ჯანდაბა, ნუ გადაგაქ ჩემი ყურადღება სხვა რამეზე, ფლირტს მოეშვი და გამაგებინე რა მოხდა. -ოო, არაფერი, ბოლოს შემოვრჩი დღეს მე მიწევდა კაფეს დაკეტვა და შუქები რომ ჩავაქვრე და გამოსვლას ვაპირებდი ვიღაც იდიოტს მაშინ მოაფიქრდა მისი გაქურდვა და მინები ჩაამტვრია, პატარა ნახეტი მომხვდა და სულ ეს არის. -სულ ეს არი? რამე დაგიშავა? რატომ არ ვიცი ეს ამბავი? ნაკერები გადევს ესეიგი საავადმყოფოში იყავი და რატომ არ დამირეკეს? -ალბათ იმიტომ, რომ ოფიციალურად ქმარი არ ხარ_თავი დახარა ლილიამ, იცოდა ეს საუბარი საითაც წავიდოდა. -რა თქმა უნდა, მე ხომ ქმარი არ ვარ, გასაგებია, იმედია არ გტკივა_ცივად უშვა ხელი და დივნისკენ წავიდა-ნატალი როგორ ხარ? -კარგად დაჩი, ლიზა მივაძინე და გელოდებოდით, როგორაა საქმე? -ძველებურად, თუმცა ხვალ შენ და დემნა რესტორანში მიდიხართ და მოემზადე. -რადგან შენ მეუბნები და არა ჩემი ქმარი, ესეიგი რაიმის აღსანიშნად არ მივდივართ. -არა, გარემო უნდა მოათვალიეროთ, წერილში ხშირი სტუმრები ეწერა, კამერები გექნებათ ორივეს და ყველაფერს გადაიღებთ იქნებ ვინმე ამოვიცნოთ, რადგან არტ-კაფეც გარეულია, შეიძლება ძველ მეგობრებს შევხვდეთ. -გასაგებია, მაშინ ჯობია წავიდეთ და ხვალ შევხვდებით_ დემნამ ბავშვი მიიხუტა და ჩუმად გაიხურეს სახლის კარი. სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ლილიამ ისე წავიდა ოთახისკენ დაჩი, რომ შებრუნდა უკვე ცარიელი მისაღები მოხვდა თვალში და მათი ოთახიდან გამომავალი ხმები მოწმობდა, რომ დაჩი დასაწოლად ემზადებოდა. ხვდებოდა, როგორ ვრ ხვდებოდა რომ ზედმეტი მოდიოდა, მაგრამ რატომ იკავებდა თავს თითონაც აღარ იცოდა,თითქოს უკან გასაქცევ გზას იტოვებდა, თითქოს შიშს დანებდა. შიშს? რის შიშს? უკვე საკუთარი თავიც ვეღარ ცემდა კითხვებზე პასუხს. ფანჯარაზე შემოჯდა და მე-7 სართულიდან გახედა ქუჩაში მწკრივშ ჩამდგარ, განათებულ ლამპიონებს. რომ დაეკარგა? ისევ ამისი შიში იყო? როდემდე უნდა ქონოდა ეს გრძნობა? ყველაფერს თავისი ნებით აფუჭებდა, ერთად ცხოვრობდნენ, ცოლ-ქმარს გავდნენ, განა რას შეცვლიდა მისთვის თითზე ერთი ბეჭედი და სადღაც თაროზე შემოდებული ქაღალდი? სამაგიეროდ დაჩის გააბედნიერებდა და საჩხუბარი თემაც აღარ ექნებოდათ. ოხვრით ჩამოხტა ფანჯრიდან და „ლოჯში“ გაკეთებულ სამხატვრო ოთახს შეეკედლა. ერთ საათიანი ახსნა-განმარტებებისა და მითითებების შემდეგ, დემნა და ნატალი ხელკავით შევიდნენ რესტორანში და მალულად ათვალიერებდნენ გარემოს, მშვიდად მიუსხდნენ მითითებულ მაგიდას და ვახშმობას შეუდგნენ. განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევიათ, მშვიდად მიირთმევდნენ და დემნამ ღვინოც შეუკვეთა, რადგან არაფერი ხდებოდა, გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად ბოლომდე მიეღო სიამოვნება, აი წამოსვლის წინ კი, როცა ანგარიშის გასწორება მოინდომა, იქვე ბართან დამდგარ ქალბატონზე თვალი გაუშტერდა, ჯერ სწრაფად დაახამხამა თვალები შემდეგ კი ვითომ პიჯაკი გაისწორა და მიკროფონისკენ დაიხარა: -დაჩი, ბართან_ისიც გარეთ ახლომახლო მდებარე ფურგონში უცებ წამოიწია და გაოცებული მიაშტერდა ეკრანს. -მეღადავებით ბიჭოო_თვალის დაუხამხამებლათ უყურებდა ნაცნობ სახეს და ცდილობდა არ გაცინებოდა.-ესეც შენი კვიცი გვარზე ხტისოო. რამდენიმე წუთში დაჩისთან იყვნენ და ფიქრობდნენ რა გეგმას გაყოლოდნენ, ნატალის ბავშვის მოყვანაც მოუწია, ამ საქმეს ვერ გამოვაკლდები და მეტხან დამტოვებელი არ მყავსო, ლიზიკო იქვე თამაშობდა მისთვის დაფენილ ადიელაზე და უფროსებს ყურადღებას არ აქცევდა. -მოიცა ესეიგი ქალბატონი ლალი გამოჩნდა? ის ლალი? ლაშას და ლალი?_ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ლილია და ბოლთას ცემდა ოთახში. -ხო ლილია, ხო და დაჯექი დამეხვა თავბრუ_ამოილაპარაკა დემნამ და დაჩის დაკრა ბეჭზე ხელი_შენი სვლაა. -ჩემი? რა მხრივ? -ვაიმე დაჩი, მარტოხელა კაცი შემთხვევით ხვდება რესტორანში მარტოხელა ქალს, ცოტა უახლოვდებიან ერთმანეთს და შმთხვევით იცნობენ ერთმანეთს, გავაგრძელო თუ ჩაწვდი იდეის აზრს? -წინააღმდეგი ვარ, მარტოხელობის არაფერი ეტყობა_მკლავები გადაიჯვარედინა ლილიამ და დემნას წინ დაუდგა- ამხელა ქალს ვერ მიყურებ? -ოფიციალურად მარტოხელა ვარ საყვარელო_ირონიულად ჩაუკრა თვალი ისედაც თვალებ დაწვრილებულ გოგოს და დემნას გადახედა.-კარგი, ხვალ საღამოს წავალ, მაგრამ შეიძლება თქვენც დამჭირდეთ, შემთხვევით გაცნობას გარეშე პირებიც დაჭირდება. -კი მაგრამ, ....._წინადადების დასრულება არ დასცალდა ლილიას კარზე ზარი რომ დარეკეს, გაბრაზებული წავიდა კარის გასაღებად და დანარჩენების მზერაც გაიყოლა, დივნიდან კარი კარგად ჩანდა და ყველას აინტერესებდა ვინ იყო ასე გვიანი დაუპატიჟებელი სტუმარი. ყველას ენა ჩაუვარდა წამიერად გაღებულ კარებში ნინა რომ დაინახეს, ავტომატურად გაიწია ლილია და გოგო შემოუშვა. კარები მიკეტა და კითხვის ნიშნით გამოხედა პოტენციურ დას, იმ მორცხვი და ნიანგის ცრემლებიანი გოგოსგან არაფერი დარჩენილიყო, ახლა ირონიულად ჩაეტეხა ტუჩის კუთხე და ლილიას თვალს არ აცილებდა, ზუსტად მისნაირი გამჭრიახი და ჭკვიანი თვალებით უყურებდა და სიცილით მიიკვლევდა გზას დივნისკენ. -რადგან თმა მომპარე ძვირფასო დაო და რამდენიმე საათში დაგიდასტურებდნენ ვინ ვარ, გადავწყვიტე დამესწრო და პირველი მე მოვსულიყავი, თურმე ზუსტად შეკრებას მოვუსწარი_ლილიას გამოხედა უკან რომ მოყვებოდა, ირონიული ღიმილი თბილით ჩაენაცვლა და გვერდულად გახედა დას_მგონი სალაპარაკო გვაქვს არა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.