შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეშვიდე)


9-06-2018, 21:15
ავტორი sofikela
ნანახია 3 113

ფიქრსა და გაურკვევლობაში გაატარა სანდრომ კვირა დღე. გეგას ნათქვამზეც ფიქრობდა, ვერ გადაეწყვიტა, სჭირდებოდა თუ არა ეს ტყუილი და თუკი ეს ურთიერთობა რაიმე სახეს მიიღებდა, რამდენად გამართლებული იყო მისი ასე დაწყება. უცნაურად გრძნობდა თავს, რაღაც სრულიად განსხვავებული ფიქრები და ემოციები შემოჭრილიყო მის ცხოვრებაში, ისეთი, სახელსაც რომ ვერ უძებნიდა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, იფიქრა და გეგმის სისრულეში მოყვანა ორშაბათსვე გადაწყვიტა....
მაღვიძარას დავასწარი გაღვიძება, საათს დავხედე და ციფერბლატი 6-ს უჩვენებდა, 8საათამდე კიდევ მქონდა დრო, ვეცადე ძილი შემებრუნებინა, მაგრამ მალევე მივხვდი, აღარაფერი გამომივიდოდა და ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან. ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე და ცისფერ შუქზე „მხტუნავ“ ბუშტუკებზე თვალი გამიშტერდა. როგორც ყოველთვის, არც ახლა ჩავყარე ყავაში შაქარი. სამუშაო მაგიდას მივუჯექი და ლეპტოპი გავხსენი. წოდორეთის მიწის ნაკვეთის ფოტოები შევათვალიერე და კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე საკუთარი პროექტით აშენებული საოცნებო სახლი.
საათი ცხრის ოც წუთს უჩვენებდა, სახლის კარი რომ გამოვიხურე და სამსახურში წავედი. სამუშაო დღემაც ჩვეულებრივ ჩაიარა. საღამოს, როცა სახლში დავბრუნდი, გულმა არ მომითმინა და შეტყობინება გავაგზავნე ნომერზე, რომელიც „წაბლისფერთმიანის“ სახელით მეწერა კონტაქტებში : „თქვენ ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის მეათასე მომხმარებელი აღმოჩნდით და საჩუქრად მიიღეთ უფასო მგზავრობა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მიმართულებით“. მთელი საღამო ველოდი პასუხს, რამდენჯერმე ტელეფონიც შევამოწმე, იქნებ , უბრალოდ, ხმა ვერ გავიგე-მეთქი , მაგრამ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. მთელი კვირა ისე გავიდა, არაფერი ახალი არ მომხდარა, თითქოს ხელიც ჩავიქნიე და ბიჭების შემოთავაზებულ სათადარიგო გეგმებზეც უარი ვთქვი, არ ყოფილა ჩემი ბედი-მეთქი, ამ ფრაზით ვიმართლებდი თავს.
ხუთშაბათი საღამო მაიასთან და ზურასთან გავატარე, წარუმატებლობისა და იმედგაცრუების განცდა მქონდა, ან რატომ მეგონა, რომ ჩემი მცდელობა შედეგს გამოიღებდა, არ ვიცოდი: - რას ელოდი, ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მასაც გულში ჩაუვარდებოდი და სიხარულით დაგთანხმდებოდა შემდეგ მგზავრობაზე-მეთქი? - ვუმეორებდი ჩემს თავს. არ მეძინებოდა, მაგრამ ვერც ჩემი უხასიათობის მიზეზს ვუხსნიდი დედაჩემს, რომელიც ეჭვის თვალით მიყურებდა მთელი საღამო :
- სანდრო, რა გჭირს? რამე მოხდა?
- არაფერი, მაიკო, დავიღალე უბრალოდ, წავალ ახლა და დავიძინებ, გვიანი ყოფილა უკვე, ავხედე საათს და ციფერბლატი თორმეტის ოც წუთს აჩვენებდა. გამოსვლისას ლოყაზე ვაკოცე ჩემი უხასიათობით შეშფოთებულ დედას და ის იყო ჩემი სახლის კარი უნდა გამეღო, ჩემი ტელეფონი აწკრიალდა :- მაინც ვერ ისვენებს ეს ქალი, ვუთხარი ჩემს თავს და გამეცინა, მაგრამ ეკრანზე წაბლისფერთმიანის სახელი რომ დაეწერა, გულმა გაორმაგებულად დაიწყო ცემა :
- გისმენთ - ვუთხარი და ვცდილობდი, ხმაზე არ დამტყობოდა ღელვა.
- გამარჯობა, დიდი ბოდიში, ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ შეტყობინება მივიღე თქვენი კომპანიისგან, საჩუქრადმიღებულ მგზავრობასთან დაკავშირებით ...
- დიახ, დიახ - ვუთხარი და ჩამეცინა, გულში ვზეიმობდი უკვე.
- ჰოდა, მაინტერესებს, ნამდვილად ძალაშია თუ არა შეთავაზება ან რაიმე შეზღუდვა ხომ არ არსებობს მომსახურების დროისა და მანძილის გათვალისწინებით? - მეკითხებოდა არანაკლებ აღელვებული ხმით.
- აჰ, არა, თქვენი ნებისმიერი სურვილი ძალაშია - ვუთხარი და ნერვიულად დავიწყე კარის წინ სიარული.
- იცით, იმერეთში მაქვს დაგეგმილი წასვლა მეგობრებთან ერთად და თუ შესაძლებელი იქნებოდა .. - ვერ დაასრულა წინადადება, თითქოს ერიდებოდა ამხელა გზაზე წაყვანას რომ მთხოვდა, მერე რა, რომ დამსახურებული ეგონა.
- რა თქმა უნდა - შევეშველე მეც, მისი ნერვიულობა მე უფრო მაღელვებდა - თქვენისთანა ახალგაზრდა და წარმატებულ ლექტორს ვინ ეტყვის უარს? - ისე ვუთხარი, ხმაზეც შემეტყო, რომ მის მიმართ სიმპათიას ვერ ვმალავდი.
- ანუ არანაირი პრობლემა არ იქნება? - ისევ მორიდებული ტონი გაისმა მეორე მხრიდან.
- არა, რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ დრო და ადგილი მითხარით, თქვენს სამსახურში მიგულეთ - სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს, თითქოს პირველად ვესაუბრებოდი გოგონას.
- კარგით მაშინ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბოდიში, ასეთ დროს შეწუხებისთვის, მგზავრობის დეტალებს შეტყობინებით გამოგიგზავნით.
- დროებით, გამიხარდა,რომ დამიკავშირდით - ისე ვუთხარი, სულ დამავიწყდა, რომ მისთვის ეს ჩემს მოვალეობად ითვლებოდა.
ათ წუთზე მეტხანს ველოდი მისგან შეტყობინებას, ბოლოს გულმა აღარ მომითმინა და თავად მივწერე :
„მგზავრობის დეტალების მოწერა დაგავიწყდა, ლექტორო“.
„ ხვალ საღამოს, ცხრის ნახევარზე, ავერსის კლინიკის წინ - საბურთალოზე, ექვსნი ვიქნებით“.
შეტყობინების წაკითხვისთანავე დავურეკე გეგას :
- სანდრო, ხო მშვიდობაა ამ დროს რომ რეკავ? - მკითხა შეშფოთებული ხმით.
- მშვიდობაა, გეგუშ, მშვიდობაზე მეტიცაა კიდევ - ხმაზე მეტყობოდა, რომ არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი.
- გაება ჩიტი მახეში ? - მითხრა სიცილით.
- დიდად არ მომწონს ეგ ფრაზა, მაგრამ ეგრეა, რა - სიცილითვე ვუპასუხე მე.
- გილოცავ, სანდრინიო, გილოცავ, აბა, ახლა ისწავლე ტაქსისტების ტექსტები : „სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი, ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული“ - შეიცვალა ხმა გეგამ.
- მერე, არ მაქვს ორი დიპლომი თუ რა? - ავყევი მეც.
- ამჯერად საით? - მკითხა ინტერესით.
- ამჯერად იმერეთისკენ, ჩემო ძმაო და შველა მჭირდება.
- შენ ოღონდ მთხოვე და შენი სიტყვა შესრულდება - გახალისდა გეგაც.
- მინივენი მჭირდება, ექვსნი ვიქნებითო, მეორე შეხვედრაზე ამალასთან ერთად მოდის და მარტო მას კი არა, მის მეგობრებსაც უნდა მოვაწონო თავი.
- შენ ეგ არ გაგიჭირდება, ოღონდ ფეხბურთსა და რეალზე ლაპარაკით ნუ შეუჭამ ტვინს, გოგოები არიან მაინც და იქნებ არც უყვართ ფეხბურთი - რჩევა მომცა გეგამ.
- ნუ გეშინია - დავაიმედე მეგობარი.
- ახლა გვიანია, მაგრამ ხვალ გიშოვი ტრანსპორტს, მყავს ერთი-ორი ნაცნობი.
- ვიცოდი, ტყუილად რომ არ უნდა მქონოდა შენი იმედი - უფრო გამომიკეთდა ხასიათი.
- გაუჩენელს გაგიჩენ, ხომ იცი, ძლივს შენს გულში არსებულმა ყინულმა ლღობა დაიწყო - მითხრა გეგამ.
- კარგი, კარგი, ნუ შეიჭერი როლებში, დილით ადრევე დარეკე, საღამოს უკვე მჭირდება მანქანა.
- აბა, რას ვიზამ, მაგაზე არ იდარდო.
- ძმა ხარ გეგა - ვუთხარი და დავემშვიდობე მეგობარს.
პარასკევს სამსახურშიც ვერაფერს დავუდე გული, მთელი დღე მოსალოდნელ მგზავრობაზე ვფიქრობდი, თან მიხაროდა და თან არ მინდოდა, წაბლისფერთმიანთან დაკავშირებით იმედები გამცრუებოდა, წარსულში ასეთი ურთიერთობის მწარე გამოცდილება მაფიქრებდა.
შუადღისკენ გეგამ დამირეკა :
- ცუდი არაფერი მითხრა, იცოდე - ვუთხარი შეშინებული ხმით.
- რა ცუდი, სანდრო, ყველაფერი კარგადაა, ახალი, კომფორტული, ვერცხლისფერი მინივენი შენს განკარგულებაში იქნება დღეს.
- ამოვისუნთქე, გეგა, მადლობა და არ დაგივიწყებ ამ სიკეთეს.
- არ გცხვენია, ბიჭო? რამე შემეძლოს და უკან არ დავიხევ, ხომ იცი.
- ვიცი, ვიცი, ძმა ხარ !
- რა ვქნა ახლა, ფლეილისტიც მოვაყოლო თან თუ მიხედავ მაგ საქმეს შენ?
- ეგ მე მომანდე, მუსიკალურ გემოვნებას არ ვუჩივი - გამომიკეთდა განწყობა.
- არა, მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მთლად ისეთები არ ჩართო, ეგრევე რომ შეგეტყოს, რა ტიპიც ხარ - მითხრა სიცილით გეგამ.
- ნუ გეშინია, მივხედავ საქმეს - არ ჩამოვრჩი მეც.
- აბა, მშვიდობიანი მგზავრობა, შეგეხმიანები საღამოს, მაინტერესებს, რა მოხდება.
- აბა, ჰე - ვუთხარი და გავუთიშე.
კარგა ხანს ვტრიალებდი სარკის წინ, თითქოს პაემანზე წასასვლელად ვემზადებოდი. კომფორტული, სპორტული ტანისსამოსი მოვირგე. საათს რომ დავხედე, რვის ნახევარი იყო და შეტყობინება მივწერე წაბლისფერთმიანს :
„ლექტორო, რამე ხომ არ შეცვლილა?“
„ყველა გეგმა ძალაშია“ - მიპასუხა სწრაფადვე.
შუქნიშანზე ველოდებოდი მწვანე შუქის ანთებას და გულისცემა მიჩქარდებოდა, ავერსის კლინიკას მივუახლოვდი და თვალებით დავიწყე წაბლისფერთმიანისა და მისი მეგობრების ძებნა. კორპუსთან იდგა, ნერვიულად დადიოდა წინ და უკან. ღრმად ჩავისუნთქე და მათთან ახლოს გავაჩერე მანქანა :
- რაოდენობის გათვალისწინებით ტრანსპორტი შეიცვალა, მაგრამ ესეც კომფორტულია - ვუთხარი და ვცდილობდი, ნერვიულობა არ დამტყობოდა.
გამიღიმა, მისი მეგობრებიც მომესალმნენ და ინტერესით შემათვალიერეს, თითქოს რამე იცოდნენ უკვე ჩემს შესახებ. ფეხებთან დადებული ჩანთა ავაცალე და საბარგულში ჩავდე, სუნთქვა გამიხშირდა - „იმედია, წინ დაჯდება“ - ვაიმედებდი თავს. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, მაშინვე დაიკავა ადგილი ჩემ გვერდით :
- აბა, წავედით თერჯოლაში - ვუთხარი გოგონებს და მზის სათვალე მოვირგე.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა - მიდი, სანდო, გაბედე და თქვი რამე - შევუძახე თავს:
- ყველანი ლექტორები ხართ? - ვკითხე და სარკიდან შევათვალიერე გოგონები.
- ლექტორები არა, მაგრამ ფილოლოგები კი - მიპასუხა ერთ-ერთმა.
- კარგი მეხსიერება მაქვს, იოლად დავიმახსოვრებ თქვენს სახელებს - გადავხედე ღიმილით ჩემს გვერდით მჯდომს.
- მე სოფო ვარ, ესენი ჩემი მეგობები - ანა, ნინა, მარიამი, სალომე და ნათია არიან - ჩამომითვალა მათი სახელები ისე, თითქოს მართლა დავიმახსოვრებდი.
- სასიამოვნოა, მე სანდრო ვარ, ვეცდები მეტყველება გავაკონტროლო, თუ რამე შემეშლება, შემისწორეთ - ვიხუმრე და ამით სიტუაციის გახალისებას ვეცადე.
- ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია, ალბათ, იმერეთი - ისე ვთქვი, თვალი არ მომიშორებია გზისთვის.
- ჰო, თერჯოლა ყველა სეზონზე ლამაზია - როგორც იქნა ხმა ამოიღო წაბლისფერთმიანმა სოფომ.
- იქედან ხართ? - ვეცადე დიალოგი გამეგრძელებინა.
- დიახ, იქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე - ამყვა საუბარში.
- თქვენ თბილისელი ხართ? - უკანა სავარძლიდან მკითხა ცისფერთვალება გოგონამ.
- კი, კი, აქ დავიბადე და გავიზარდე, ტიპიური თბილისელი და ორდიპლომიანი ტაქსისტი ვარ - ვიხუმრე ჩემი ჭკუით - მთლად „ ნინოჩხეიძეებს“ არ ვუსმენ ოღონდ და თუ გენდომებათ, არც მუსიკის ჩართვაა პრობლემა - ვუთხარი გოგონებს და სარკეში გავხედე.
- „ნინოჩხეიძეები“ და „ რუსულები და ჩქარები“ რომ არ გაქვთ, ეგ უკვე კარგია - თქვა ერთ-ერთმა , რომლის სახელის გახსენებასაც ვცდილობდი, მაგრამ მათი სახელები უკვე მერეოდა ერთმანეთში.
- ჰო, მთლად ტიპიური მძღოლიც არ ვარ - მიხაროდა რომ საუბარში ჩავითრიე ნელ-ნელა ყველა.
- მოწევაც თუ მოგინდებათ, თქვენი ნებაა, არ დაგაჯარიმებთ - გავეხუმრე გოგონებს.
- გაგიკვირდებათ და არ ვეწევით, ერც ერთი - მითხრა წაბლისფერთმიანმა.
- მეც ზრდილობის გამო შემოგთავაზეთ, არც მე ვარ მწეველი - ვუთხარი ღიმილით.
ჩემი ფლეილისტის პირველი სიმღერა მადრიდის რეალის ჰიმნი იყო და ჩაირთო თუ არა, სწრაფადვე გადავედი მეორეზე, ეს რა უცნაურ სიმღერებს უსმენსო, არ მინდოდა ეფიქრათ.
- რეალის ჰიმნზე უკეთეს სიმღერას თერჯოლამდე ვეღარ ჩართავ და რას ერჩოდი? - გათამამდა წაბლისფერთმიანი და თვალები შუბლზე ამივიდა.
- ფეხბურთი გიყვარს? - ვკითხე აღფრთოვანებულმა.
- ჰო, დაახლოებით თოთხმეტი წელია რეალს ვგულშემატკივრობ - ღიმილით მიპასუხა.
- რა მაგარი ლექტორი ჰყავთ თქვენს სტუდენტებს - ვუთხარი გულწრფელად აღფრთოვანებულმა და ნამდვილად ბედისწერამ გამომიგზავნა ეს გოგო-მეთქი, გულში მიხაროდა.
- თქვენც?
- ჰო, აბა, რაც თავი მახსოვს, იმის მერე რეალს ვგულშემატკივრობ - ისევ ვერ ვმალავდი აღფრთოვანებას.
- კარგი გემოვნება გქონიათ - მიპასუხა ღიმილითვე.
- მორჩით ახლა ფეხბურთზე ლაპარაკს, ჩვენც აქ ვართ - დაგვიძახეს უკანა სავარძლიდან.
- კარგი, მე ვჩუმდები - კარგ ხასიათზე ჩანდა წაბლისფერთმიანი.
- შვილები და ქმრები თბილისში დატოვეთ და თქვენ დასასვენებლად მიდიხართ? - ვიკითხე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
- მხოლოდ მე მყავს ქმარი და ორი შვილი, ამათ არ ადარდებთ ეგ ამბავი - ისევ უკნიდან მოისმა პასუხი და ამჯერად ნამდვილად მქონდა ზეიმის მიზეზი.
- ქმარ-შვილი არა, მაგრამ შეყვარებულები ხომ მაინც დატოვეთ? - არ მინდოდა ეჭვი დამრჩენოდა და გადავწყვიტე, ეს კითხვაც დამესვა.
- არც ეგ აწუხებთ ჩემ გარდა დანარჩენებს, მიპასუხა გოგონამ მოწითალო თმით და ღრმად ამოვისუნთქე უკვე. - ჰო, ჩემთვისაც ნაცნობია ეგ თავისუფლება - კარგ ხასიათზე ვიყავი .
- დიდი ხნით მიდიხართ? - მივუბრუნდი გვერდითმჯდომს.
- არა, კვირას დავბრუნდებით უკან, რთველზე მივდივართ ჩემთან - მიპასუხა სოფომ.
- ძალიან მაგარია რთველი,მე კახეთში ჩავდივარ ხოლმე მეგობართან - ვცდილობდი არ შემეწყვიტა საუბარი და თან calvin harris-ის how deep is your love ჩავრთე.
მთელი გზა არ გავჩერებულვართ, ერთმანეთზე უფრო სასიამოვნო მოსაუბრეები იყვნენ გოგონები, წაბლისფერთმიანიც ხშირად ერთვებოდა დისკუსიაში და ისე გადავიარეთ რიკოთის უღელტეხილი, მეგონა სულ რაღაც ნახევარი საათის გზა გვქონდა გავლილი.
- აქეთ ჰაერიც სხვანაირია - ფანჯარა ჩამოწია სოფომ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მერე დიდხანს გაჰყურებდა სივრცეს ფანჯრიდან და მინდოდა გამომეცნო რაზე ფიქრობდა, მაგრამ მყუდროება აღარ დავურღვიე.
- აი, მარჯვნივ უნდა გადაუხვიო - ხელით მიმანიშნა - მალევეა ჩემი ქუჩის გადასახვევიც - მითხრა და გული დამწყდა, ჩვენი მგზავრობა დასასრულს უახლოვდებოდა. - ისევ მარჯვნივ - მანიშნა და ორიოდ წუთში მის სახლთან გავაჩერე მანქანა.
- დიდი მადლობა -მითხრა და გამიღიმა.
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ფილოლოგებო, წარმატებულ რთველს გისურვებთ, - ვუთხარი გულწრფელად.
- მადლობა, თქვენც მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, უკან დიდი გზა გაქვთ გასავლელი - მითხრა ერთ-ერთმა.
- ეს ჩემი მოვალეობაა, ვუპასუხე და საბარგულიდან ჩანთების გადმოტანა დავიწყე.
- როგორი სტუმრები ჩამოვიდნენ - კარი გაიღო და მოისმა მასპინძლის ხმაც.
- მა, როგორ ხარ? - ჩაეხუტა მამას წაბლისფერთმიანი.
- ისეთი სტუმრები მყავს, ცუდად როგორ უნდა ვიყო? - უპასუხა მხიარულად და მორიგეობით ჩაეხუტა გოგონებს.
- გამარჯობა, მადლობა, რომ მშვიდობით ჩამომიყვანე ბავშვები - მომიბრუნდა მეც და ხელი ჩამომართვა.
- რას ამბობთ, ჩემი მთავარი მოვალეობა ესაა- ვუპასუხე და გავუწოდე მეც ხელი.
- დაღლილი იქნებით, შემობრძანდით, ივახშმეთ, ისე ვერ გაგიშვებთ - იმერული პატიჟი დაიწყო მასპინძელმა და მიუხედავად იმისა რომ მართლა ძალიან მშიოდა, გულწრფელადაც მინდოდა ახლა მათთან ერთად კიდევ ცოტა ხნით ყოფნა.
- არა, რას ბრძანებთ, არ მინდა შეგაწუხოთ - ვუპასუხე .
- პირიქით, ცოტას დაისვენებთ და მერე წახვალთ, წინ ისედაც რამხელა გზა გაქვთ, დაღლილიც იქნებით - არ მეშვებოდა მასპინძელი.
საოცრად კარგი საღამო იყო, უგემრიელეს იმერულ საჭმელებს, მასპინძლის არაჩვეულებრივი იუმორი ერთვოდა თან და ჩემსკენმომართული წაბლისფერთმიანის მზერაც დავიჭირე რამდენჯერმე. არ მინდოდა ეს დღე დასრულებულიყო, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო. მადლობა გადავუხადე მასპინძლებს და მივხვდი, რომ დამშვიდობების დრო მოვიდა.
- ძალიან დიდი მადლობა, ასეთი მასპინძლობისთვის , იმერლების სტუმართმოყვარეობაში ეჭვიც არ მეპარებოდა - ვუთხარი დაღლილი , მაგრამ ნასიამოვნები ხმით.
წამოვედი, მაგრამ გულითა და გონებით ისევ მათთან ვიყავი.მანქანა დავქოქე თუ არა, გეგას დავურეკე :
- როგორ მიდის საქმეები, სანდრინიო? - მკითხა მეგობარმა.
- იმაზე კარგად, ვიდრე წარმომედგინა - ვუპასუხე.
- გაარკვიე რაც გინდოდა? - ისევ დამისვა კითხვა გეგამ.
- ჰო, ყველაფერი გავარკვიე და მის ოჯახთან ერთად ვივახშმე კიდეც.
- შენ უკვე აღარ ხუმრობ, სანდრო, როგორი მოხერხებული ყოფილხარ - გამხიარულდა გეგა.
- შენ ჯერ მთავარი არ იცი ..
- რას მეტყვი ისეთს, უფრო რომ გამაოცო? - შეიცხადა გეგამ.
- ბიჭო, ფეხბურთი უყვარს და თოთხმეტი წელია რეალს ვგულშემატკივრობო, ყურებს არ დავუჯერე, რომ თქვა.
- კაი, ღადაობ თუ მართლა? - არ მიჯერებდა გეგა.
- რას ვღადაობ, ბიჭო, მართლა.
- ჰოდა, ბედის ნიშანი ყოფილა ჩემო ძმაო და არაა ეგ გოგო ხელიდან გასაშვები - დასერიოზულდა გეგა.
- არც ვაპირებ მაგას - დავსერიოზულდი მეც - კარგი, გეგუშ, დამღლელი და დიდი გზა მელის წინ, გავითშავ ახლა და ხვალ გნახავთ ყველას ერთად - ვუთხარი დაღლილმა.
- მიდი, მიდი, ჭკვიანად და ნელა იარე - გამაფრთხილა გეგამ.
- ხვალამდე, აბა - დავემშვიდობე მეგობარს.
ასეთი დამთხვევები არ შეიძლება შემთხვევითი იყოს-მეთქი ვეუბნებოდი ჩემს თავს და მადლობას ვამბობდი, იმდღევანდელ „გამოძახებაზე“ მართლა რომ მივედი.
ფიქრებში ჩაფლული შეტყობინების ხმამ გამომაფხიზლა. ტელეფონს დავხედე და ეკრანზე წაბლისფერთმიანის სახელი ეწერა :
„მშვიდობიანი მგზავრობა“ - მწერდა გოგონა.
ბევრჯერ ავკრიფე და წავშალე ტექსტი.
„დიდი მადლობა“ დავწერე და ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა მიმოწერა.
დაღლილობის შეგრძნებაც მომეხსნა და აღარც სამსაათანი მგზავრობა მადარდებდა ვგრძნობდი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian gamaxare, miyvars es istoriaaaa

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან მაგარი ისტორიაა და მალე დადე რა და ცოტა გახარდე თავები, ვგიჟდები სანდროზე

 


№3  offline წევრი sofikela

Qeti qimucadze
Zalian gamaxare, miyvars es istoriaaaa

ძალიან დიდი მადლობა <3

სტუმარი ნატა
ძალიან მაგარი ისტორიაა და მალე დადე რა და ცოტა გახარდე თავები, ვგიჟდები სანდროზე

თითქმის ყოველ დღე ვდებ ^_^
ვეცდები, გავზარდო მოცულობა.
დიდი მადლობა შეფასებითვის :)

 


№4 სტუმარი ლია

დიდი ხნით აგვიანებ,რა ხდება?

რატომ აღარ წერ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

მუზის შემოტევა წელიწადში ერთი თვე გააქვს???
რას დაგვტანჯე,მიიყვანე ბოლომდე, შენც დაისვენე და ჩვენც

 


№6 სტუმარი ლიკ ლიკ

რატო აღარ აგრძელებთ, ძალიან კარგია

 


№7  offline წევრი sofikela

სტუმარი ნანა
მუზის შემოტევა წელიწადში ერთი თვე გააქვს???
რას დაგვტანჯე,მიიყვანე ბოლომდე, შენც დაისვენე და ჩვენც

ძალიან დიდი ბოდიში შეფერხებისთვის.
ჩემთვის სუბიექტური მიზეზის გამო ვეღარ განვაგრძე წერა.
მაგისტრის ხარისხი დავიცავი და დრო ვეღარ გამოვნახე, უკვე ვწერ ახალ თავს ^_^

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

აუუ მეც თერჯოლელი რო ვარ :D ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent