შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (9)


9-06-2018, 21:57
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 783

მაქსიმე კმაყოფილებით აივსო ლილეს საქციელით. გათამამდა და მის ყელზეც გადაინაცვლა. დაღლილი ლილე ერთიანად მოითენთა, მხოლოდ მისი ძლიერი მკლავები იჭერდნენ. სიამოვნებით მიეძინებოდა ასე მის მკლავებში, მისი მოფერებით მიბნედილს. კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ, რომ არა ალექსანდრეს ჩახველება.
-გვრიტებო საძინებელში მაინც გადაინაცვლეთ. -მაქსიმეს ხელში რაც მოხვდა ის გაუქანა, ლილე კი სირცხვილით აიწურა კედელთან.
-ალექსანდრე აირტყაავ! -სიცილით გაეცალა წყვილს და საძინებელში შევიდა.
-აი შენ მაიმუნობებს რა მოსდევს მაქსიმე!
-სამაგიეროდ შენი ტუჩები მიმაქვს! -ვნებიანად გაუღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა მოწყვეტით.
-მიიღე და დაკმაყოფილდი ახლა. გამატარე მარიამი მელოდება.
-იცოდე ბევრი არ გამჭოროთ ვიგრძნობ!
-ამხელა კაცს თავში ჭკუა თუ გქონდეს რა!!
-კარგი პატარა ქალბატონო ძილინების.
-ძილინების ბოროტო მბრძანებელო!! -გამობრუნებულ ლილეს უკანალზე ხელი მოარტყა და სწრაფად შეტრიალდა უკან. ლილე მისკენ მოტრიალდა და უკანალ გამობზეკილი მაქსიმეს დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა.
-აი მართლა არ გაქვს ჭკუა რა!
-ეჰ ბავშვების დევნაში აბა რა იქნება!
-რა კრეტინი ხარ რა! -მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და მარიამთან დაბრუნდა. მაქსიმეც თავის ძმაკაცს შეუერთდა საძინებელში.
-სად ხარ ქალბატონო ამდენ ხანს? -მთქნარებით ამოილაპარაკა მარიამმა.
-მაქსიმე შემხვდა და..
-მერე დაამშვიდე კოცნით? -აკისკისდა მარიამი.
-მარიამ! ვერ გავიგე შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმ ვირის!?
-ორივესიცაა.. -სიტყვა სასაცილოდ გაწელა და ლილეც დაახტა ზედ.
-ჩემი დუნდღლი ბუნდღლი როგორ მომენატრა რაა! არ შეიძლება სულ ჩემთან იყო მარუს? -მთელი ძალით ეხუტებოდა ლილე.
-არაა არ შეიძლებაა. ხელს შეგიშლით შენ და მაქსიკოს.
-მარიამმ მოგხვდებათქო. -წაუღუტუნა დაქალს.
-ოჰ რას იკრუნჩხები ნეტა ვიცოდე თვალებში გეტყობა მაინც ყველაფერი, მაგრამ შენ ისეთი ჯიუტი სვანი ხარ მეგობართანაც ვერ აღიარებ.
-მარიამ რა გინდა? რაა? რა გითხრა?
-რასაც ფიქრობ ლილეე. ჩემს მეტი ვინ გყავს? განა არ ვიმსახურებ, რომ მენდო და მითხრა შენი გრძნობების შესახებ?
-საქმე მაგაში არაა.. -თითქოს დასევდიანდა ლილე.
-აბა რა ხდება შენს თავს გამაგებინე. ხომ იცი, რომ შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ნებისმიერ შენს არჩევანს მივიღებ მე. ჩემო სიყვარულო ნუ მოიწყინე. დროა გული გადამიშალო.
-კარგი მარ.. ვიცი, რომ ყველა ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემ ვიცი. მე უბრალოდ..
-საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებ?
-ალბათ.. -სული შეეხუთა საუბრისას ლილეს. ახლა ფაქტის წინაშე იდგა. უნდა დაფიქრებულიყო და მეგობრისთვის ეთქვა რას გრძნობდა.
-გიყვარს? -აციმციმებული თვალები მიანათა მეგობარს. ლილე თითქოს დაიბნა.
-არა მარ. არა სიყვარულით არა, მაგრამ.. არ ვიცი საშინლად მომწონს. სულ სხვანაირია. არავის ჰგავს თითქოს. როცა ერთად ვართ ამდენი გიჟობებიდან გამომდინარე ყველაფერი რთულად მეჩვენება, მაგრამ როდესაც ის შორსაა, მაშინ შეუძლებელიც კი მგონია ყველაფერი მის გარეშე.
-ალოჰააა! და ეს უბრალოდ მოწონებაა ლილე?
-არ ვიცი მარიამ არ ვიცი. არ მინდა სიყვარულზე ვიფიქრო. არ მინდა ოცნების კოშკები ავაგო. ეს ხომ უბრალოდ კონტრაქტია. შეიძლება რამდენიმე თვეში ან წელში დამთავრდეს ყველაფერი. ვაღიარებ, რომ დანახვისთანავე რაღაცნაირად მომეწონა, მაგრამ მაგის გამო არ დავთანხმებულვარ ცოლობაზე. ცხოვრება მინდა. ახლიდან დაწყება მინდა ყველაფრის. ვიცი, რომ მაქსიმე ყველაფერში დამეხმარება და გვერდში დამიდგება. ძალიან მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანია, თუმცა არ ველი მისგან რაიმე საპასუხო გრძნობას.
-არ ვიცი ლილე, არ მინდა ამაზე დაგაფიქრო, მაგრამ არც მაქსიმე მგონია ნაკლები. აშკარად გამოხატავს შენს მიმართ სიმპატიებს.
-მე ჰორმონები უფრო მგონია მარიამ. ზუსტად ამიტომ არ მინდა შევყვე, მაგრამ ხანდახან უძლური ვარ.
-ჰმ პირველი კოცნა მოგპარა და აბა რა იქნება.
-ოჰ ისე ლაპარაკობ გეგონება გამოცდილი ქალი მყავდე რა! -გაეცინა ლილეს.
-ნუ გამოცდილი არა მარა, ბევრი გამიგია სხვებისგან და ვიცი ქალბატონო.
-ხო გაგიგია და უკვე ალექსანდრეს კოცნაზე ოცნებობ ხომ? -ეშმაკური თვალებით შეხედა და მარიამსაც ხველა აუტყდა.
-შენგან განსხვავებით მე ვაღიარებ, რომ ალექსანდრე მომეწონა, მაგრამ მის კოცნაზე ნამდვილად არ ვოცნებობ. ნუ ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში.
-არა რა ორივე ატეხილი ქალები ვართ, როგორც მაქსიმე იტყოდა.! -გადაიკისკისეს ორივემ.
-ხო ხედავ შენი ზეგავლენა იგრძნობა უკვე ლილე.
-შენ თუ ჰორმონები გითუხთუხებს ეგეც მე დამაბრალე!
-ვის უფრო მეტად უთუხთუხებს უკვე ცხადია!
-მარიამ გიღუტუნებ იცოდე!
-კარგი ხო. მოდი დავიძინოთ გვიანია უკვე.
-მოდი ჩემი დუნდღლი მომეხუტე.
-ნუ ახლა მთლად მაქსიმესნაირი ახოვანი არ ვარ, მაგრამ ჩასახუტებლად გამოვდგები ძვირფასო დაქალო. -გაეკრიჭა მარიამი და მაგრად მიეხუტა.
-შე ატეხილო! დაიცა ჯერ, შენც მიგაღებინებს ალექსანდრე!
-ისე როგორი საყვარელია არა?!
-ხო, მომეწონა კარგი ბიჭია. მაქსიმესნაირი დარტყმული არაა, მაგრამ არც ჭკვიანი ჩანს. რაო რას ჭუკჭუკებდით თქვენ?
-რავიცი თავის საქმიანობაზე მიყვებოდა. მაქსიმეს თანაშემწე ყოფილა.
-ხო "დიდი კაცები" არიან ჩვენი ბიჭები. -გაეცინა თავის ნათქვამზე ლილეს.
-აა უკვე ჩვენი? -აყვა მარიამიც.
-რავიცი რავიცი. ვსო დავიძინეთ.. ძილინებისა ჩემო მწვანე ვაშლო.
-სტალინი არ გამაღვიძებინო! -აიფოფრა მარიამი.
-აი ზუსტად შენზეა რა მარიამ! გარეგნობა აქვს პრინცესასი და ხასიათი სტალინისო რა! -უარესად ახარხარდა ლილე.
-ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო! -გაეცინა მარიამსაც.
-ვაჰაჰა. შუტკას მისდევ ტრაქტორით!
-ლილე ჩაკვდი ეხლა თორე გაგაგდე მაქსიმესთან!
-მერე შენ, რომ ალექსანდრესთან შეძვრე ხომ?
-ფუ შე მართლა ატეხილო! ვსო ხმას აღარ გცემ!. -მარიამმა ზურგი აქცია და ლილეს სიცილს ყურადღება აღარ მიაქცია. ცოტახანში ისევ გადაბრუნდა მეგობრისკენ და ისევ თვითონ მიეხუტა.
-ჩემი ტკბილი გოგო, ძილინების მარუს.
-ძილინების ველურო ფისო. -მარიამს მაქსიმეს სიტყვები გაახსენდა და ერთი კიდევ გადაიკისკისა.
^^^
ძილის წინ რა თქმა უნდა ბიჭებიც არ ჩამოუვარდნენ, გოგოებს "ჭორაობაში". უზარმაზარ საწოლზე მოთავსდნენ მეგობრები და აზრებიც გაუზიარეს ერთმანეთს.
-ალექსანდრე რატო დაფრინავ?! -მეგობრის სახეზე სიცილი აუტყდა მაქსიმეს. ალექსანდრე იწვა და ჭერს მიშტერებოდა. -ალექსანდრეე.. -ძლივს შეაფხიზლა მაქსიმემ.
-დავფრინავ არა ის. რა გინდა.
-ხო სულ არა. რაო ვისზე ფიქრობო?
-პაპაჩემის საყვარლებზე მაქსიმე.. -თვალები აატრიალა მომაბეზრებლად.
-კაი? მარიამი პაპაშენის საყვარელი იყო? -შეიცხადა მაქსიმემ, ალექსანდრემ კი ბალიში გაუქანა.
-მოკლედ იმ გოგომ სულ გადაგრია ხომ?
-ლილე რა შუაშია რა მანამდე ვაკლებდი? -გაეკრიჭა ისევ.
-არ აკლებდი, მაგრამ არც შენი თვალები დარჩა ისე. კი აგითამაშა ჭინკები. -მაქსიმე თითქოს ფაქტზე წაიჭირაო. სახეზე წამოწითლდა სვანი.
-კაი რა ჭინკები? მე ალექსანდრე?
-სხვანაირად, რომ ხარ ფაქტია მაქს.
-ნუ სხვანაირად ხო.
-აბა რანაირად? -წარბები ზემოთ აზიდა და პასუხს დაელოდა.
-არ ვიცი ვერ ვიგებ. ხან მგონია, რომ მომწონს, ხან კიდევ მხოლოდ მის მოფერებაზე ვფიქრობ მხოლოდ.
-ხო ეგ აშკარაა. ვერ გარკვეულხარ.
-ხო რაა.
-ანუ აღიარე გვიჩიანო?! რა კარგი ხარ ნასვამი.
-ნუ გამითამამდი. -გაეცინა მაქსიმეს.
-მაქს ლილე ძალიან კარგი გოგოა. შენებსაც, როგორ მოეწონათ ხომ დაინახე. ასე რომ დაფიქრდი. მაგ გოგოს "გაფუჭება" ან "გადაგდება" არ ღირს. უხეშად, რომ ვთქვათ.
-არ ვიცი სან არეული ვარ. ვცდილობ შევიკავო თავი, მაგრამ უძლური ვარ. ის კი არა რაც ლილე გავიცანი სექსი არ მქონია. მგონია, რომ საუკუნე გავიდა.
-ოო შენ და უსექსობა ცუდი შერწყმაა.. -გაეცინა ალექსანდრეს.
-ხოდა ამიტომაც მიჭირს გაძლება ძვირფასო ალექსანდრე.
-უნდა გაძლო და მეტიც! ეგ გოგო ხელიდან გასაშვები არაა!
-ჰმ მოგეწონა სარძლო? -ამასხარავდა ისევ.
-შენ არჩევანში არასდროს ცდები! -შეაქო მეგობარი.
-რა თქმა უნდა. -კმაყოფილმა წარბები ზემოთ აზიდა.
-ნარცისი რა.
-ხოდა მეგობარო მეც გეტყვი, რომ არც მარიამი არაა ხელიდან გასაშვები! ცოტა გიჟები კი არიან, მაგრამ მაინც "ჩვენი" ბავშვები არიან.
-ხო ბავშვები არიან. -ალექსანდრეს მარიამის ბავშვური საუბარი და გამოხედვა გაახსენდა. სახეზე ღიმილმაც გადაურბინა.
-ხოდა მოგვიწევს გაზრდა! -გაეკრიჭა მაქსიმე. -ახლა კი ძილის დროა
ხვალ საღამოს თბილისში ვბრუნდებით.
-აქ ვტოვთ გოგოებს?
-შე ატეხილო კაცო! რაო მარიამის გულის მოგება მოგინდა? -ახარხარდა მაქსიმე. -წავალთ ოთხივე თბილისში და სულ ერთად ვიქნებით.
-ნუ ხარ ცანცარა!
-ჩემი დასტოინი ძმაკაცი!
ალექსანდრემ ხმა აღარ გასცა და დაძინებას შეეცადა. მაქსიმემ ცოტახანს იბორგა. ვერ აიტანა ერთ საწოლში ულილეოდ ყოფნა. მისი ჩახუტება და მისი სურნელის დაგემოვნება უნდოდა ისევ. ამასობაში მიეძინა კიდეც, სასმელმა თავისი გაიტანა.
^^^
დილით რა თქმა უნდა ბიჭებმა გაიღვიძეს გოგოებზე ადრე. ლილემ და მარიამმა კი ძილი გაიგრძელეს და საწოლში ინებივრეს. ალექსანდრემ და მაქსიმემ გადაწყვიტეს საუზმე მოემზადებინათ. "პატარა ქალბატონებს" სიურპრიზს დაახვედრებდნენ. ამ ფუსფუსში თავზე უკვე მოწესრიგებული მარიამიც წამოადგათ.
-ხოჩა ლადეღ. (დღე მშვიდობის) -სიცილით მიესალმა სვანებს.
-ერთერთმა პრინცესამ გაიღვიძა, როგორც ჩანს. -გაეკრიჭა მაქსიმე. -დილამშვიდობის მარიამ.
-პრინცესობის რა მოგახსენო მაქსიმე.
-თქვენ სვანეთის დედოფლობა დაგმშვენდებოდათ? -სიცილით შეეკითხა ალექსანდრე.
-მმ რატომაც არა! ვგიჟდები აქაურობაზე! -"პრანჭვით" გაუღიმა მარიამმა.
-ეჰ აჟღურტულდნენ უკვე. წავალ მე ჩემს ცოლუკას ავაკითხავ. -მაქსიმე სიცილით გავიდა სამზარეულოდან და შიგნით ორი აწურული სხეული დატოვა.
-ნამდვილი მასხარაა რა! -აზრი გამოხატა მარიამმა.
-ცოტა ხანი და მიეჩვევი. -გაეცინა მარიამის აწითლებულ ლოყებზე. -ყავა გინდა?
-აუუ კიიი. -მოუთმენელი ბავშვივით უპასუხა და ალექსანდრემ შეუმჩნევლად ჩაიბურტყუნა.
-ბავშვიი..
-რამე მითხარი ალექსანდრე?
-შაქრით თუ უშაქროდთქო..
-უშაქროდ. -ალექსანდრემ ყავის ჭიქა წინ დაუდგა და თვითონაც შეუერთდა.
-მაშ გიყვარს სვანეთი მარიამ?
-ვგიჟდებიი. ყოველ ზაფხულს მოვდივარ ხოლმე ლილესთან.
-შეუძლებელია აქაურობა არ გიყვარდეს. -თბილად გაუღიმა.
-ნამდვილად. გეთანხმები. ზუსტადაც, რომ სამოთხეა დედამიწაზე ჩვენი სვანეთი.
-იცხოვრებდი აქ? ქალაქს მიჩვეული აქ გაძლებდი?
-დიდი სიამოვნებით. არც დავფიქრდებოდი შანსი, რომ მქონდეს.
-როგორც ჩანს ლილემ უარესად შეგაყვარა ხომ?
-კი. ლილესგან ბევრი ვისწავლე თქვენს ტრადიციებზე და კულტურაზე.
-ძალიან კარგი. ანუ სასურველი სარძლო ხარ სვანეთში. -ეშმაკურად მიაპყრო თვალები მარიამს. მარიამი დაიბნა და თვალები დახარა.
-სარძლო არ ვიცი, მაგრამ ისე კი მომწონს სვანი ბიჭები. -ბავშვური მეამიტობით და გულწრფელობით უთხრა. გაეპრანჭა კიდეც. თმა ოდნავ უკან გადაიწია, რაც ალექსანდრეს დაკვირვებულ თვალებს არ გამოპარვია. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და საუბარი გააგრძელა.
-ჩემზე რას იტყოდი? -ცალი წარბი აუწია ვითომ მკაცრად. მარიამი დაიბნა.
-რა უნდა ვთქვა?
-მე როგორი ბიჭი ვარ?
-დასტოინი. -გადაიკისკისა ისევ ბავშვურად.
-ძალიან ბავშვური ხარ მარიამ. -ისე თბილად მიმართა და შეხეხა, რომ მარიამმა ვერ გაუძლო. გვერდით გაიხედა.
-ცუდია ბავშვურობა? -ისევ იმ ბავშვური მეამიტობით ჰკითხა.
-არა პირიქით. გიხდება.. -ბოლო სიტყვა მშვიდად წარმოთქვა. მარიამმა საპასუხოდ გაუღიმა და წამოდგა. ცარიელი ყავის ფინჯნები აიღო გასარეცხად. მაქსიმემაც მიაღწია ლილეს საძინებლამდე. ეშმაკური ღიმილით შევიდა და ნახევრად შიშველი ლილეს დანახბაზე უარესად გაიღიმა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და მიუახლოვდა. დრო იყო დილა "სიგიჟით" დაწყებულიყო. ხელი ფეხებზდ აუსრიალა. მაისური ლილეს ზემოთ აქაჩვოდა. გვერდით მიუწვა და მენჯის ძვლებთან კოცნა დაუწყო. მაქსიმეს მაინც ძვირად უჯდებოდა მისი გაგიჟება. ჰორმონები მასაც არ აკლებდნენ ისე ჩაგრავდნენ. ერთი ორჯერ შეიშმუშნა ლილე. მაქსიმე ამ რბილ კოცნებს არ წყვეტდა. ლილეც გამოფხიზლდა და გაფართხალდა
-მაქსიმე რას აკეთებ.?! -საწოლზე წამოჯდა და ვნება მორეულ თვალებში უყურებდა მაქსიმეს.
-ჩემს ცოლს ვეფერები ძვირფასოო. ხომ იცი დილა შენი მოფერების გარეშე დილა არაა.
-ოხ ღმერთოო რა ახურებული ქმარი მყავს რა!
-მორჩი ტლიკინს და ჩამეხუტე! -საწოლზე წამოაწვინა და ზურგით აიკრო. მისი მონატრებული სურნელი ჩაისუნთქა. ოდნავ აკოცა ყელში და გაიტრუნა. ლილეც ჩუმად იყო. უკვე სიჩუმე ამბობდა მათ არ თქმულ სიტყვებს და ეს სიჩუმე ყველაფერი ხდებოდა. კოცნით მიცოცდა მის ტუჩებამდე მაქსიმე და წუხანდელი უკან დაუბრუნა.
-მიბრუნებ?
-ხო დღეს გიბრუნებ, მაგრამ ამ ღამეს აღარ მომიწევს წაღება. სულ ჩემი იქნება!
-რა ტუტუცი ხარ მაქსიმე!
-შენ გამატუტუცე ძვირფასო!
-ხოდა ვეღარაფერს ეღირსები!
-ნუ მემუქრები ძვირფასო, ხომ გახსოვს დღეს თბილისში მივდივართ.
-დღეს მივდივართ?
-კი. ჩემებს მოვინახულებთ და საღამოსკენ წავიდეთ. თუ გინდა მანამდე გავისეირნოთ.
-მმ კარგი იქნება. მოიცა მარიამი სადაა?
-ჟღურტულებენ ჩიტუნები სამზარეულოში. -გაეცინა მაქსიმეს.
-ნეტა მარიამს რამე ეშველოს და იჟღურტულონ. -ახარხარდა ლილეც.
-შენ გეშველა უკვე ხო?
-აბაა, რა ქმარი "გამოვიგდე"?!
-ქმარი კი გამოიგდე მარა სხვა "რამე" ვერა. -ახარხარდა მაქსიმე და ლილესგან დარტყმებიც მიიღო.
-შე გაფუჭებულო!
-ისე შეიცხადე არ გინდა ვითონ რა.
-მაქსიმე გაეთრიეეე. -ფართხალებდა ლილე.
-აქამდე მშვიდად იყავი და ახლა რა ბზიკმა გიკბინა?!
-ბზიკმა არა ახურებულმა მაქსიმემ მომიშალა ნერვები!
-მოდი პატარა დაგამშვიდო.
-გადიი! -ძლიერად დაიჭირა და ისე დაუწყო კოცნა კინაღამ შემოეჭამა.
-მმ ჩემი ველური ფისო როგორ დაწყნარდება ხოლმე. -ნასიამოვნები წამოდგა ფეხზე. -ადექი მოწესრიგდი და დაბლა ჩამოდი. მე და ალექსანდრემ საუზმე მოგიმზადეთ ბავშვებს.
-ძიძა დიდი ხანია არ მჭირდება!
-მართალი ხარ შენ უკვე კაცი გინდა! -კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და გაგიჟებული დატოვა ოთახში ლილე, როგორც სჩვევია.
-ღმერთო გაძლება მოგვეცი მე და ჩემს ჰორმონებს.. -ლილემ ამოიბურტყუნა გასული, რომ დაიგულა მაქსიმე.
-რაო აბა ატეხილი ქალი არ ვარო? -სიცილით შემოყო თავი მაქსიმემ და როგორც კი ლილეს შიშველი მკერდი დაინახა ენა გადაყლაპა.
-მაქსიმე რას აკეეთებ.. -მკერდზე ხელი აიფარა და ცხვირწინ კარი მიუჯახუნა.
-ღმერთო შენ გადამარჩინე. -ახლა მაქსიმემ ამოიბურტყუნა და სამზარეულოში დაბრუნდა "გვრიტებთან". ლილეც მალე მოწესრიგდა და მათ შეუერთდა. ისეთი აწითლებული შევიდა შიგნით, მაქსიმეს ვერ უყურებდა. გულის ცემა აჩქარებული ჰქონდა. მარიამმა ადვილად შეამჩნია მისი აფორიაქება.
-ლილე კარგად ხარ? რა სახე გაქვს?
-რა სახე მაქვს? -შეიცხადა ლილემ. გულში ინატრა მაქსიმეს არაფერი წამოსცდენოდა, თორემ უარესი დაემართებოდა. მაინც სრცხვენოდა.
-ძალიან წითელი ხარ სახეზე, სიცხე ხომ არ გაქვს.
-არა რა სიცხე საიდან მოიტანე. ალბათ სასმლის ალერგიაა. -წამსვე მოიფიქრა ტყუილი.
-კარგი მოდი დაჯექი. გავშალეთ მაგიდა მე და ალექსანდრემ.
-ვახ რა ყოჩაღები ხართ. -გაიცინა მაქსიმემ. ლილესაც უფრო მოეშვა. კოდევ ერთხელ, რომ არ გადასწვდა მასაც. ოთხივე მაგიდას მიუჯდა და გემრიელად ისაუზმეს. ლილე ხმას არ იღებდა. ჩუმად მიირთვა საჭმელი და ბოლოს მარიამთან ერთად მიალაგა. დალაგებას, რომ მორჩნენ მისაღებში ბიჭებს შეუერთდნენ.
-აბა გოგოებო ხომ არ გაგვევლო ცოტა? -შესთავაზა ალექსანდრემ. მაქსიმე ცოტას პასიურობდა.
-კი რატომაც არა. -გაუხარდა მარიამს.
-კარგი გავიდეთ. მარიამს მოენატრებოდა აქაურობა. -დასთანხმდა ლილეც.
-კარგი მაშ გაემზადეთ და გავიდეთ. -გოგოებიც გაემზადნენ და ბიჭებთან ერთად გავიდნენ სახლიდან. ლამარიაშიც შეიარეს, სანთლები აანთეს. ლილეს უცბად თავსაბურავი მოსძვრა და მაქსიმემ უმალვე დაიჭირა.
-ლილე თავსაბურავი მოგძვრა.
-ვაიმეე. მომეცი გავიკეთებ.
-მე გაგიკეთებ. -მაქსიმე მიუახლოვდა და ფრთხილად მოახვია თავზე. ამ დროს ტაძრის წინამძღვარიც გამოვიდა და ნაცნობი სახის დანახვისას გაიღიმა.
-მაქსიმე შვილო რამხელა პატივია.
-მამა თომა რა კარგია, რომ აქ ხართ. როგორ მინდოდა თქვენი ნახვა. -თბილად გაუღიმა მამაოს და ხელზე ემთხვია.
-როგორ ხარ შვილო აქ რამ მოგიყვანა?
-რავიცი მამაო საცოლე გამოვასეირნე. -ლილეს გადახედა ღიმილით.
-საცოლე? -გაუკვირდა მამაოს.
-დიახ. გაიცანით მამა თომა ეს ლილე გერლიანია ჩემი საცოლე. ერთ თვეში დაგიბრუნდებით და მოგიწევფ ჯვარი დაგვწეროთ. -ლილეს შეუმჩმევლად ეღიმებოდა და გულში სითბო ეღვრებოდა უჩვეულო მაქსიმეს შემხედვარე.
-როგორ მიხარია შვილო ჩემი მაქსიმეს სიყვარულის გაცნობა. რახანც ამას მოვესწარი. -მარიამს ხელზე აკოცა მოხუცმა მამაომ და მარიამმაც იგივე გაიმეორა.
-მეც მიხარია მამაო თქვენი გაცნობა.
-კარგი მამა თომა ახლა წავალთ ჩვენ და ერთ თვეში დაგიბრუნდებით. -დაემშვიდობა მაქსიმე და ლილე ხელ-ჩაკიდებული გამოიყვანა ტაძრიდან.
-რა თბილი მამაოა. -აღტაცება ვერ დამალა ლილემ.
-ძალიან. ხშირად მოვდიოდი ხოლმე მასთან.
-ანუ მთლად ღვთისგან დავიწყებულიც არა ხარ. -გაეცინა ლილეს და მარიამისკენ წავიდა.
-ლილე ლილეე. მოიცა ჯერ ერთ თვეში შემომფიცებ სიყვარულს.!
-ყალბ სიყვარულს ხო? -მოუბრუნდა ოდნავ შორიდან.
-მიფრთხილდი ნამდვილად არ ვაქციო! -სვანური მზერა მიაპყრო და სახე ბედნიერად დამანჭა ლილეს არეული სახის დანახვისას.



ესეც მე9 ჩემო შოკოლადებო :დდ <3 ისიამოვნეთ ველი შეფასებას ❤❤❤



№1  offline წევრი black angel555

Au Kai tavi iyo :)

 


№2  offline მოდერი pekhshvela

black angel555
Au Kai tavi iyo :)

მადლობაა ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგად მიდიხარ მაგრამ პატარააა

 


№4  offline წევრი Kalina

აუ ძალიან მომწონს... :))
მიყვარს მაქსიმე და მორჩა♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline მოდერი pekhshvela

მარიკუნაა♥️
აუ ძალიან მომწონს... :))
მიყვარს მაქსიმე და მორჩა♥️

ჩემი გიჟი ბიჭიაა :დდდ მადლობა ❤

 


№6 სტუმარი ნია

ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ამ ისტორიაზე და არ მყოფნის, მინდა სუუუულ ვიკითხო მათზე

 


№7  offline მოდერი pekhshvela

ნია
ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ამ ისტორიაზე და არ მყოფნის, მინდა სუუუულ ვიკითხო მათზე

ვაიმეე როგორ მახარებ ამ სიტყვებით ხომ არ იცი❤❤

 


№8  offline წევრი მელი

უსაყვარლესი ხარ მართლა, ერთი მაქსიკო მოაქციე ლილეს მარწუხებში :დდდდდ იგრძბოს რომ მარტო ჰორმონების ამბავი არ არის მანდ :დდდ ველოდები ხვალ ისევ გიჟურ თავს )))

 


№9  offline მოდერი pekhshvela

მელი
უსაყვარლესი ხარ მართლა, ერთი მაქსიკო მოაქციე ლილეს მარწუხებში :დდდდდ იგრძბოს რომ მარტო ჰორმონების ამბავი არ არის მანდ :დდდ ველოდები ხვალ ისევ გიჟურ თავს )))

მადლობა ჩემო საყვარელო ❤❤სულ ასეთი გიჟები იქნებიან გპირდები:დდ ^^

 


№10  offline წევრი შუბითიძე

მალეე დაწერე ახალ

 


№11  offline წევრი tatuli)

sitbo da sitkbo istoriaa <3

 


№12  offline წევრი Tskrialashvili Mariami

რა საყვარლობა იყოოო ♥
რა კარგები არიიაან ^_^
როგორ მიყვარს ეს "ატეხილი" წყვილიიიი :დდ ♥
მათი დიალოგევი ხო ვაბშე
ვაიმე
რა სიცოცხლეები არიიიან რაა ^_^
ალექსანდრე და მარიამი მშვიდი "წყვილია" თუ მეჩვენება :დდ
მარიამი უფრო კეკლუცობს :dd
თბილისი, ახალი გარემ ლილესთვის რაღაც ახალია ხოო??
ოო იქ ეჭვიანოობებიიც წავააა გული მიგრძნობს (იმედია) :დდ
#აბაშემდეგთავსველოდებიამალე
#წარმატებებიგულისგამხარებელო ♥♥

 


№13  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
რა საყვარლობა იყოოო ♥
რა კარგები არიიაან ^_^
როგორ მიყვარს ეს "ატეხილი" წყვილიიიი :დდ ♥
მათი დიალოგევი ხო ვაბშე
ვაიმე
რა სიცოცხლეები არიიიან რაა ^_^
ალექსანდრე და მარიამი მშვიდი "წყვილია" თუ მეჩვენება :დდ
მარიამი უფრო კეკლუცობს :dd
თბილისი, ახალი გარემ ლილესთვის რაღაც ახალია ხოო??
ოო იქ ეჭვიანოობებიიც წავააა გული მიგრძნობს (იმედია) :დდ
#აბაშემდეგთავსველოდებიამალე
#წარმატებებიგულისგამხარებელო ♥♥

ნუ იმედია შენი მოლოდინები გავამართლე :დდ არ მოგწონს შენი კეკლუცი თავი?:დდდ
ჩემი სიყვარული ❤❤❤

tatuli)
sitbo da sitkbo istoriaa <3

მადლობაა ❤

 


№14  offline წევრი Tskrialashvili Mariami

[quote=pekhshvela][quote=Tskrialashvili Mariami]რა საყვარლობა იყოოო ♥
რა კარგები არიიაან ^_^
როგორ მიყვარს ეს "ატეხილი" წყვილიიიი :დდ ♥
მათი დიალოგევი ხო ვაბშე
ვაიმე
რა სიცოცხლეები არიიიან რაა ^_^
ალექსანდრე და მარიამი მშვიდი "წყვილია" თუ მეჩვენება :დდ
მარიამი უფრო კეკლუცობს :dd
თბილისი, ახალი გარემ ლილესთვის რაღაც ახალია ხოო??
ოო იქ ეჭვიანოობებიიც წავააა გული მიგრძნობს (იმედია) :დდ
#აბაშემდეგთავსველოდებიამალე
#წარმატებებიგულისგამხარებელო ♥♥[/quote]
ნუ იმედია შენი მოლოდინები გავამართლე :დდ არ მოგწონს შენი კეკლუცი თავი?:დდდ
ჩემი სიყვარული ❤❤❤

მოლოდინს აჭარბებ ხოლმე , რაც ძალიან მაგარია kissing_heart მომწონს? რა კითხვაა ნუცაა :დდ
რო წარმოვიდგენ "კეკლუც" მეს , მომწონს კი არა ვგიჟდები, თან თუ ალექსანდრეეაა მმმმ :დ heart_eyes

 


№15  offline მოდერი abezara98

აუუ, რა კარგი იყოო, ძალიან საყვარლები არიან ჩემი ლილე და მაქსიმე blush ალექსანდრესა და მარიამზე ხომ აღარაფერს ვამბობ blush

 


№16  offline მოდერი pekhshvela

abezara98
აუუ, რა კარგი იყოო, ძალიან საყვარლები არიან ჩემი ლილე და მაქსიმე blush ალექსანდრესა და მარიამზე ხომ აღარაფერს ვამბობ blush

მადლობა ჩემო კარგო ❤❤

 


№17 სტუმარი ნნინი

ჰეეეეიიი მალედადებბ?

 


№18  offline მოდერი pekhshvela

a.bochorishvili
აუუუ ძაააან კაი იყოოო ახალს როდის დადეეებ?

მალეე❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent