ისევ თბილისი და ისევ თბილისელები (2)
არა, მაინც ვერ დავიჯერე, რომ აზრზე ვერ მოხვედით ვინ იყვნენ ამაშუკელები. ხო , ვერ დავიჯერე და ქალაქში გავედი მიკროფონით ხელში. შეიძლება ერთ-ერთი შენც იყავი. შენც შეგხვდი და გკითხე იცოდი თუ არა ვინ იყვნენ ამაშუკელები. მაგრამ როგორც აქ ვერ მოდიხარ აზრზე, ისე ვერ მიხვდი მაშინაც, როცა შენ წინ მიკროფონით ხელში ვიდექი და გეკითხებოდი თუ რა გსმენია ამაშუკელების შესახებ. პასუხები? პასუხები იყო საოცარი: -ამაშუკელები? ამაშუკელები არ ვიცი მაგრამ, ერთი ვასკა ამაშუკაშვილი იყო ჩემი ბაღელი თუ რამეში დაგეხმარებათ -ამაშკელი? ჰმმ .. აა გამახსენდა, ჩემი მაღაზიის გამყიდველი იყო ქმრის გვარზე. ძაან ჯიგარი. ბოლოს უკვე ნისიების რვეულში ჩემს გვარს აღარ წერდა- იცოდა რა, რომ აზრი არ ჰქონდა მაგრამ გული ჰქონდა კარგი. ქმარი? ვარდენა. ვარდენ ამაშკელი. აა ამაშუკელი? ეგეთი გვარი არ გამიგია. -ამაშუკელები? დაიკარგნენ თუ? მპოვნელი დასაჩუქრდება? თუ გაიგეთ ვინ არიან , იქნებ მეც გამაგებინოთ? ამ საიტის ლინკი მივეცი, აქ იპოვი პასუხს-მეთქი. მოთხრობის სათაურიც მივუწერე და თუ უკვე მომაგენი, გამარჯობა. შენ იმ ხალხის ჯგუფს შემოუერთდი, რომლებიც აზრზე არ არიან ვინ იყვნენ ამაშუკელები. -ამაშუკელები? რეზი ამაშუკელის შვილები? კი მამაჩემს უყვარდა რომელიღაცა. ხშირად იხსენებს ხოლმე. ალბათ დღემდე უყვარს. არ მახსოვს მართლა რომელი. თუ გინდათ თავად ჰკითხეთ. ესე ამბობს ისეთი გოგოები იყვნენ, არც მათი შეყვარება შეიძლებოდა და არც მათი არ შეყვარებაო, მაგრამ თუ შეგიყვარდებოდა მანდ უკვე პიზ... უიუი ბოდიში, ჰოდა დღემდე უყვარს რა. დედაჩემმა? კი იცის. ჰო, უცნაური ოჯახი მყავს. მე? მე ირაკლი სიდიანი. მამა? აუ მეჩქარება, ნახვამდის. ------------------------------------------- -თქვენმა ძმამ დარეკა, ჩაიცვან გამოვუვლიო - შემოვიდა კეკე ტყუპების ოთახში და მძინარეებს ღიმილით დახედა- დეე, გაიღვიძეთ - ხმადაბლა დაიძახა და ნელა შეეხო მკლავზე ერთ-ერთს. -მმმ - ამოიზმუვლა რომელიღაცამ. -დეედიი, ადექით - აუმაღლა ხმას აბულაძემ და უკმაყოფილოდ მომზირალ ნატას გაუღიმა - დემეტრე მოდის და მზად დამხვდნენო -ოო მაგასაც მოსცლია რა, დილის საათებში რომ არ მოვენატროთ, სხვანაირად არ შეუძლია?! დაიცა რაო? მზად დამხვდნენო? სად მივყავართ? - წამში გამოფხიზლდა უმცროსი ტყუპი და ლიზას ფეხი კრა- გაიღვიძე -რა იყო ნატუკ, ატაში მივყავართო ძმასო?- დასცინა ბალიშში თავჩარგულმა მოგუდული ხმით -როდის იყო „ატაში“ წასვლა არ გიხაროდა ლიზაზუ? -როცა მაღვიძებენ, არაფერიც არ მიხარია. -აეგდე თორე შენს ყვითელ ნასკებს ჩავიცვამ -ოოოოოო ვდგები ხოო - აწუწუნდა ლიზა და მოცინარ კეკეს შეხედა- ვა დე? ყავა გაგვიკეთე რა -მზად არის უკვე -სუპერდუპერ დედიკო ხარ - გახარებულმა ნატამ აკოცა ლოყაზე და სასწრაფოდ შევარდა აბაზანაში. ლიზამ უკმაყოფილოდ ამოიღმუვლა და ისევ ბალიშს დაუბრუნდა. -ხო გითხარით მზად დამხვდით-მეთქი? - შემოყო თავი ოთახში დემეტრემ და კეკეს გადაეხვია -გგონია ესმით? რაც ძმა ის დები -ეე მე რაღას მერჩი?- გაუკვირდა უფროს ამაშუკელს. და თავზე პირსახოცწაკრულ და კბილებში ჯაგრილგაჩრილ ნატას გაუცინა- ვერ გააღვიძე ხო შენი და -ვუთხარი თუ არ ადგები შენს ყვითელ ნასკებს ჩავიცვამ-მეთქი და ეხლა ვიხსენებ სად დადო - ლიზას გასაგონად ჩაილაპარაკა უმცროსმა ტყუპმა -ოო, ვდგები - ისევ ამოიზმუვლა სამი წუთით ადრე დაბადებულმა- აბაზანაში შემასწრო და რა მეკეთებინა - თავი იმართლა ძმის წინაშე და ეხლა ის გაუყვა აბაზანის გზას. -ვსო, მზად ხართ? -აიი ჩამიწნის ლიზა თმას და წავიდეთ -ოო წამოდი, ისედაც ლამაზი ხარ -ეგ ვიცი - გამოუყო ენა ნატამ და ლიზას წინ მოკალათდა -ოხ ეს გოგოები - ამოიოხრა დემეტრემ და პულტი ხელში შეათამაშა -ხო მართლა რა თქვი, სად მივდივართო?- მესამეჯერ კითხა უკვე რომელიღაცამ. -ჩვენს კაფეში-თქო რამდენჯერ გითხრათ?! -ეგ გავიგეთ და მიზეზს რატომ არ გვეუბნები? - დაინტერესდა ნატა და უცბად დაიკივლა- აუ მეტკინა -დაგევარცხნა და არ გეტკინებოდა- იპოვა გამოსავალი უფროსმა დამ. -სველ თმას ვერ ვივარცხნი და მომკალი მიდი. -მშრალს ხო ზედ ყვები რას ამბობ. -ჩემს კულულებს რო ვივარცხნი მერე მიფუვდება და აღარ მომწონს -და მაგიტომ დადიხარ დასავარცხნი თმით, საოცრებაა - ხელები აღმართა ცაში ნატას გამოსავლით აღფრთოვანებულმა კეკემ -წავედით - წამოხტა უმცროსი ამაშუკელი და დემეტრე სავარძლიდან ააყენა -ჭკვიანად- ტრადიციული დარიგებით გაუშვა კეკემ შვილები სახლიდან და კარი გადაკეტა. -რასთან დაკავშირებით ვიკრიბებით? -ამჯერად ლიზამ დაიწყო მიზეზის გარკვევა -მივალთ და გაიგებთ, რა შვიდთვიანებივით იქცევით- გაეცინა დემეტრეს ხო, მაგის თქმა დამავიწყდა. ტყუპები ყველა სიკეთესთან ერთად შვიდთვიანებიც იყვნენ. -როდემდე უნდა იღადაო მაგაზე? - უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები ნატამ და ადგილზე მისვლამდე ხმა აღარ ამოუღია. -კაი რაზე ბრაზდები, ერთი ნაკლი თქვენც ხომ უნდა გქონდეთ? - დაიწყო დის გულის მოლბობა უფროსმა ამაშუკელმა -და შვიდთვიანობა ნაკლია? - გაოცდა უფროსი ტყუპი -ვაიმე ვიხუმრე, რა გჭირთ, ხალხო?! - თავი გააქნია დემეტრემ - ნატუკ.. -კაი შეეშვი, ხო იცი სანამ არ გადაუვლის არ გიპასუხებს -აუ რა მძიმე ხასიათი გაქვთ რა არის ეს ვა- უკვე ოთხასორმოცდამეთორმეტედ აღნიშნა ამ ოცი წლის განმავლობაში უფროსმა ამაშუკელმა. მოდი ბატონ რეზის და ქალბატონ კეკესაც ნუ დავივიწყებთ. ხო ვთქვი მათი სიყვარულის ისტორია ლეგენდარულია-მეთქი? თუ არ მითქვამს, ახლა ხო მაინც ვთქვი. ხოდა იმ მოკლე მიმოხილვით ნამდვილად არ დავკმაყოფილდები. უფრო მეტი მინდა მოგიყვეთ. უფრო მეტი ამბის მოწმე მინდა გაგხადოთ. კეკე იცით რა ლამაზია?! რეზის სიმპათიურობაზე აღარაფერს ვამბობ. მანამდე ვთქვი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო იყო-მეთქი. არ მომიტყუებია, მართლა არავინ იცნობდა თბილისში და არც არავინ ლაპარაკობდა მასზე, რეზისგან განსხვავებით. მაგრამ სილამაზე? სისპეტაკე? სიპატიოსნე? ხო ეს ბოლო რაღაც არ ჩაჯდა. მოკლედ ყველაფერი იყო სი-ზე დაწყებული. არა, შენ ეხლა რაც გაიფიქრე ეგ არა. მხოლოდ კარგი ასპექტი ვიგულისხმე. ხო კაი, არც სიმინდი მიგულისხმია. ნუ იცინი, აზრს მაწყვეტინებ. ხოდა სად ვიყავი, კეკეზე ვყვებოდი ხო?! ხოდა სწორედ ამ თითქმის ყველაფერმა „სი“ზე დაწყებულმა, სწორედ ამ თითქმის ყველაფრით „სი“ზე დაწყებული ხასიათით და მანევრებით მოხიბლა ბატონი რეზი ამაშუკელი. ეს ამბავი რომ „გავარდა“, მერე უკვე ყველას პირზე მარტო ერთი გვარი ეკერა. ამაშუკელი ამაშუკელმა ამაშუკელს მოკლედ შვიდივე ბრუნვაში ჩასვით და აღარ მაწვალოთ. ბრუნვები ხომ მაინც იცით?! კიდევ კარგი. მოკლედ ამ ჩვენს ამაშუკელს შეუყვარდა „ვიღაც გოგო“. „ვიღაც გოგოოო??“ „რეზი ამაშუკელს ვიღაც გოგო შეუყვარდა?!“ „მე რას მიწუნებდა ერთი“ „ვიღაც გოგოსთვის ნაღდად არ მემეტება“ „ღმერთო რა ქალები ეძლეოდნენ და ამას ვიღაც გოგო შეუყვარდა“ „ლამაზი იქნება უეჭველი, სხვანაირად ამაშუკელს ვერ შეუყვარდებოდა“ მართლაც ღვთაებრივად ლამაზი იყო ჩვენი კეკე. არადა მასზე არაფერი იცოდნენ. ვინ იყო, როგორ გამოიყურებოდა, რა ეცვა, „ვისი გორისა იყო“... არაფერი მაგათ არ იცოდნენ და მაინც ლანძღავდნენ ჯერ არნახულ და უკვე შეძულებულ „საწყალ“ აბულაძეს. თვითონ კეკემაც არ იცოდა მაგ პერიოდში ვინ იყო რეზის რჩეული. რეზიზე გაგებული ჰქონდა კი, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, არ აინტერესებდა. არც გარეგნულად იცოდა როგორი იყო და არც მასზე „გადაფიჩინებული“ გოგოების ესმოდა. ერთხელ დაქალმა ჰკითხა: -გაიგე რეზი რომ შეყვარებული ყოფილა ? -რეზი ვინაა?- დაიბნა აბულაძე -ამაშუკელი, გოგო, რა გჭირს?! -აუ ისე მკითხე, გეგონება მხოლოდ ერთი რეზია ამ ქალაქში. არის და იყოს, მაგას რა ჯობია- მხრები აიჩეჩა რეზის რჩეულმა და დაქალს ყავა შესთავაზა -რა დროს ყავაა, მგონი შენი მეზობელი უყვარს. -ჰოო?! საიდან იციან რო?! -რავი, ამბობენ აქ გადმოიტანა ბირჟაო და უეჭველი ამ კორპუსელი ჩაუვარდა გულშიო. -აუ ამ ხალხს სხვა საქმე არ აქვს?!- გაეცინა კეკეს გულწრფელად- სხვისი ცხოვრების განხილვა რამე ახალი პროფესიაა და მე ჩამოვრჩი მოვლენებს თუ?! -არა ძველია, პროსტა დიპლომს არ იძლევიან , ყველა წარჩინებით ამთავრებს მაინც. -ვაა შეხედე შეენ - თმები გაისწორა აბულაძემ და თემა სხვა რაღაცაზე გადაიტანა. რამდენიმე დღის მერე, ეს ორი გოგო მასწავლებლისგან ბრუნდებოდა და კეკესთან აპირებდნენ მეცადინეობას, იმ ცნობილ ახალადგილდამკვირდებულ „ბირჟას“ რომ ჩაუარეს და თინიმ ეგრევე მათკენ მიანიშნა. -ვაიმე ჩემი ბიძაშვილი დგას იქ, გთხოვ მივიდეთ და განახებ რომელია ის ცნობილი რეზი, ტყემალზე რო ზიხარ დღემდე - დაქაჩა მკლავზე აბულაძეს და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მაინც წაათრია ბიჭების გროვისკენ . -ვაა თინი, როგორ ხარ - გადაეხვია ლევან უკლება ბიძაშვილს და გვერდით მდგომი კეკე გადაკოცნა. - რა ლამაზი ხარ, კეკუნია. -ო, ნუ მეძახი ამ კეკუნიას - დაიწუწუნა უკმაყოფილოდ და თმა მოქაჩა „გამამწარებელს“. -ანუ თქვენ ხართ კეკე აბულაძე? - ჩაერთო ერთი სიმპათიური მამაკაცი დიალოგში და გაკვირვებულ მზერაზე ჩაიცინა -დიახ - მიუგო დაბნეულმა -სასიამოვნოა რეზი ამაშუკელის რჩეულის გაცნობა - ხელზე ნაზად ეამბორა.. კეკეს უცბად ყურები დაუგუბდა.. თინი ხან რეზის, ხან ლევანს, ხან კეკეს და ხან იმ ბიჭს უყურებდა და ვერ ერკვეოდა სიტუაციაში. კეკეს თავბრუ დაესხა. თინი ისევ სათითაოდ ათვალიერებდა მის გარშემო მყოფი ხალხიდან „შესანიშნავ ოთხეულს“. კეკეს საფეთქლები აეწვა. თინიმ პირი დააღო. კეკემ სუნთქვა შეწყვიტა. თინიმ ინფორმაციის გადახარშვა დაიწყო. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში განვითარდა და მხოლოდ ლევან უკლებას ხმამ გამოაფხიზლა ერთმანეთზე უარესად დაბნეული გოგოები -ჩემი კეკუნია თუ შეგიყვარდა შე*ემა, ვერ მითხარი?? ყველამ ამაშუკელს გახედა, რომელიც აბულაძის რეაქციას ღიმილით აკვირდებოდა. მერე იყო კეკეს მთელი ქალაქისთვის წარდგენა. მერე იყო იმ „ვიღაც გოგოზე“ შთაბეჭდილებების შეცვლა. მერე იყო უფრო აქტიური მოქმედებები რეზის მხრიდან და საბოლოოდ ყველაფერი ქორწინებით დაგვირგვინდა.. კიდევ დავუბრუნდები ამ შესანიშნავ წყვილს. ეხლა, თქვენის ნებართვით, ისევ პატარა ამაშუკელებთან გადავინაცვლოთ. -სად ხარ ვეკო? - ჩასძახა ტელეფონში უკმაყოფილოდ ნიკუშამ და შემოსულ ტყუპებს ხელი აუწია. - მოვიდა უკვე ყველა, შენ გელოდებით -აუ ეგ ალექსანდრე ვეკუა რომ ყველგან არ იყოს, არ შეიძლება?!- უკმაყოფილოდ იკითხა ლიზამ და ანუკის გვერდით დაიკავა ადგილი. -შენ კიდე, ნუ მიაქცევ ყურადღებას და აღარ მოგიშლის ნერვებს - დაარიგა უჩამ უფროსი ტყუპი და ბექას სანთებელა გაუწოდა. -აუ აი ორი კვირაც არაა რაც ჩამოვიდა და უკვე ბოლო მოუღო ჩემი დის ნერვებს - დაიცვა ტყუპი ნატამ და ლიზას შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა ანუკის, რომელიც ჩუმად იღიმოდა. -და დემეტრეც რომ არაფერს ეუბნება?!- გაბრაზდა თავის ძმაზე უფროსი და და ძმას შეუღრინა -რა გინდა რომ ვუთხრა, ნუ ლაპარაკობ-მეთქი?! -არა, ნუ უშლი ჩემს დას ნერვებს-თქო- დაარიგა ჭკუა ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე ოცდამეოთხედ და კონდიციონერს მიუშვირა თავი. -რასაც უნდა ილაპარაკებს, ვერ დავუშლი. სიტყვის თავისუფლებაა ამ ქვეყანაში და რა ვქნა, კანონები შევცვალო? აი პრეზიდენტი რომ გავხდები, კონკრეტულად ალექსანდრე ვეკუას ავუკრძალავ ლაპარაკს. – „დაამშვიდა“ დაპირებით გაბუსხული ამაშუკელი -აი ჯერ კენჭს არ იყრის, უკვე ტყუილ დაპირებებს იძლევა - გაეცინა ბექას და შემოსულ ალექსანდრეს გახედა -ვეკოც მოსულა -კაი ხალხს გაუმარჯოს- მიესალმა სამეგობროს და ადგილი ნატას გვერდით დაიკავა.- ვაა ცოლის დას ვახლავარ- ხელზე აკოცა და დაბღვერილ ლიზას თვალი ჩაუკრა -კაი ნუ აღიზიანებ , ცოდოა - უფროსი დის ინტერესების გათვალისწინებით მოახერხა ალექსანდრეს ცოტა ხნით გაჩუმება უმცროსმა ტყუპმა და დემეტრეს გახედა -ჩვენ კიდე რა სულ აქ დავდივართ, აქაური მიმტანი გევასება ძმაკუშ?- ეშმაკურად აუფახუნა თვალები და ჩუმად გახედა ანუკის -ხო, ცოლად უნდა მოვიყვანო- უდარდელად უპასუხა უფროსმა ამაშუკელმა და ანუკის ცვალებადი რეაქცია არ ან ვერ შეამჩნია. კარგით რა, ვერ არა ის. მე გამომაპარებს ეს ორი რამეს? ანუ ხო არსებობს გამოთმა, ყურებამდე ვარ შეყვარებულიო. სულ მგონია, რომ მაგ დროს ვიღაც იტყვის, მე დასუნვამდეო. მაგრამ ყოველთვის იმედი მიცრუვდება ხოლმე და მოდი მე მაინც ვიტყვი. ხო კაი, ვიცი რომ ამ შემთხვევაშ ყურება კი არა, ყურები იგულისხმება, მაგრამ ჩემი ორიგინალურ ნააზრევი, რომ არ ჩავაქსოვო, სხვანაირად არ შეიძლება. როდის უნდა მიხვდნენ რომ თმის ძირებამდე უყვართ ერთმანეთი? ( ყურებზე უფრო მაღლაა და უფრო დიდ სიყვარულს გამოხატავს, ასე მგონია ) ნუ თმის ბოლოებამდე-თქო ვერ ვიტყვი, მხოლოდ რეზიზე და კეკეზე შემიძლია მაგის თქმა და მოდით, ნუ წავართმევთ ექსკლუზივს. -ჰო, ეხლა აქ რისთვის შევიკრიბეთ, რას ამბობდით? - დასვა უმეტესობისთვის საინტერესო შეკითხვა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს. -პროსტა - გაიკრიჭა დემეტრე და ანუკისკენ გაეპარა მზერა. ხოო ვაფშე ვერ მივხვდით, რომ ერთი სულიერი მოგენატრა. რა სისულელეა დემეტრე. -აუ ხალხო, - თითქოს ნათურა აინთო ნიკუშას თავზე, ისეთი აღტაცებით გაუკეთა შესავალი იმ წუთას დაბადებულ გენიალურ იდეას- უკვე ძაან ცხელა და ბათუმში არ „დავგაზოთ“? ამ მისტერ გენიალურობამ ყველა კარგ ხასიათზე დააყენა მომენტალურად. ერთი ლიზა იყო ალექსანდრეს წამოსვლით უკმაყოფილო. ვეკო კი პირიქით, ღიმილით უყურებდა დაბღვერილ ლიზას და მომდევნო დღეების წარმოდგენაზე სახე ებადრებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.