შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ შეგიყვარდა?


10-06-2018, 10:57
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 137

გაზაფხულის მშვიდ საღამოს, როცა უკვე მზე იჩრდილებოდა თბილისს საზარელი ამბავი დაატყდა თავს.
კოტე მახარაძე მოკლესო ყვიროდა ყველა.
კოტე? იმ დროისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა იყო 23 წლის.
ყველას, რომ უყვარდა და პატივს სცემდა. ქურდი იყო ჩვენში, რომ ვთქვათ "შავი".
ყველა ამბობდა გეგეშიძეს კლანმა შეიწირაო. ცუდად იყო ყველა მთელი თბილისი გლოვობდა კოტეს დიდიც და პატარაც. სკოლის ბავშვები ყვავილებით ხელში მიდიოდნენ და ტიროდნენ.
ეს ამბავი თბილისელებს გულში ხინჯად დარჩათ მათ ვინ ვერ იტანდა გეგეშიძის კლანს ელოდებოდნენ დღეს, როდესაც გიგა მახარაძე დაბრუნდებოდა.
24 აპრილი იყო. მზიანი დღე იდგა და თანაც სასიამუვნო სიო ქროდა.
დილით გაღვიძებულ ქალაქელებს ახალი ამბავი დახვდათ. ქუჩაში მეზობლის ბავშვები გაჰკიოდნენ
-დაბრუნდა, გიგა მახარაძე დაბრუნდა!
ეს სიტყვები ნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს.
გიგა მახარაძე შურის საძიებლად დაბრუნდა.
-----
აეროპორტში ხალხი ირეოდა. ყველა ვიღაცას ელოდა მხოლოდ ერთი მგზავრი მოაბიჯებდა დინჯად წელში ოდნავ მოხრილი მამაკაცური მაგარი ნაბიჯებით. თავი გადაეპარსა და შრამიც მოუჩანდა. შავი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა ფეხზე ზედმეტად თეთრი ბოტასები. ჩემოდანს მოაგორებდა. მისი სახე უკვე კარგად გაირჩეოდა სწორი ცხვირი, მწვანე თვალები, მარცხენა წარბზე შრამი იკვეთებოდა, ღვინისფერი ტუჩები და კუშტი სახე.
არავინ იცოდა ვინ იყო მაგრამ ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული. სიმშვიდით გამოირჩეოდა ობიექტი, აუჩქარებლად მოაგორებდა ჩემოდანს.
-------
-გიგა დაბრუნდა!
ოთახში განაჩენივით გაისმა ბერო გაგრიჭიანის სიტყვები
-ჩემი გიგა დაბრუნდა?
სახე გაებადრა რუსუდანს
-დავრუნდა, დიახ დაბრუნდა!
----
საათი შვიდს აჩვენებდა კარზე ზარის ხმა, რომ გაისმა.
ნანამ კარი გამოაღო თუ არა ხმამაღლა შეჰკივლა
-გიგა შვილო
-ნანა
წამსვე მოეხვია მონატრებულ ახეულს.
-როგორ მომენატრე ჩემო ვაჟკაცო
-მეც მომენატრეთ ძიძა.
კიდევ დიდხანს ეხუტებოდა მონატრებულ სხეულს მერე კი მისაღებისკენ წავიდა.
რუსუდანი ბუხართან ჩვეული სიმშვიდით იჯდა.
ისევ იმ გაზეთს ჩაჰკირკიტებდა.
-რუსუდან! ოთახში მონატრებული ბარიტონი გაისმა და რუსუდანმა წამსვე წამოსწია თავი.
-გიგა! ეს ოთხი ბგერა იმხელა მონატრებასა და სიყვარულს იტევდა, რომ წამსვე მიეჭრა დედის მოხუცებულ სხეულს.
-დედა!
-შვილო დაბრუნდი?
-ხოო დე დავბრუნდი
-წამართვეს გი ვერ მოვუფრთხილდი
-დეე დაისჯებიან!
-არა გთხოვ გთხოვ გიგა არასდროს არაფერი მოიმოქმედო უფალი დასჯის
-დეე კოტე წამართვეს გესმის? კოტე.
ეს იყო მახარაძის ბოლო წი ადადება მერე კი კიბეს აუყვა. მეორე სართულზე ასვლისთანა ე კოტეს ოთახში შევიდა. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც 7 წლის წინ დატოვა. კოტეს საწოლიც ისეთივე დახვდა. ოთახში ძმის სურნელი ტრიალებდა, სისხლი მოაწვა ძარღვევი დაეჭიმა.
-შენ სულს ვფიცავარ გავამწარებ! შემეხვეწება მომკალიო გეფიცები ძმაო!
ცრემლები სდიოდა.
-ამატირე ხედავ? სულ მეუბნებოდი ერთ დღეს ჩემგამო იტირებო. ვტირივარ ძმაო ვტირივარ მაგრამ ახლა აქ უნდა იყო. შემპირდი აეროპორტში მე დაგხვდებიო. სად ხარ? მიღალატე შენც მიღალატე?
მუშტებს უშენდა კედელს იქამდე სანამ არ ჩაიკეცა.
-შენ სულს ვფიცავარ ვაზღვევინებ.
-----
1 კვირა გავიდა რაც მახარაძე დაბრუნდა. თბილისში ყველგან გამოჩნდა უკვე. კოტეს მანქანით დადიოდა.
ჭორი გავარდა გეგეშიძეზე შურის საძიებლად დაბრუნდაო. თუმცა ჭორი არ იყო სიმართლე იყო.
საღამოს 9 სრულდებოდა მანქანიდან, რომ გადმოვიდა და ბარს მიაშურა.
ის სუნი იგრძნო პირველად ის და კოტიკო, რომ კაიფობდნენ.
მონატრება მოაწვა ისეთი დოზით, რომ ლომკა იგრძნო.
ბართან მივიდა და ბარმენს ვისკი შეუკვეთა.
სვამდა... მაგრამ ტკივილი არ ქრებოდა. ვისკი უფრო ახსენებდა კოტეს.. გაახსენდა პირველად, რომ გასინჯეს და კოტეს ხველება აუტყდა.
გაეღიმა..
მერე ისევ ვისკით სავსე ჭიქა გამოცალა
-კიდევ დამისხი!
-----
უკვე 11 სრულდებოდა ტელეფონზე ზარი, რომ გაისმა.
-ალო
-მია სად ხარ?
-სახლში
-ჩამოდი რა დროზე
-რა ხდება ელე?
-გავერთოთ!
-არმინდა ბარში
-წამო წამოო.
ფეხზე წამოდგა შარვალი და ტოპი მოირგო და დაბლა ჩავიდა.
-უბდა გავერთოთ!
ტაში შემოკრა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
----
მახარაძე ბარიდან გამოდიოდა სუსტ სხეულს, რომ შეასკდა.
გაბრაზდა, გაღიზიანდა, კინაღამ შეიშალა
-ეს პატარა ძუკნეები ყველას ზედ ეხეთქებიან
-უკაცრავად?
გაკაპასდა გოგონა
-წინ იყურე წიინ.
-თქვენთვისვე აჯობებდა წინ გეყურათ. ხეპრე
-სიტყვები შეარჩიე!
-თქვენ შეგერჩიათ სიტყვები სჯობდა!
-მომისმინე გაუზრდელო! მკლავში სწვდა სუსტ სხეულს
-სანამ ვინმესთან შემთხვევით დაჯახებას და მერე მასთან დაწოლას გადაწყვეტ კარგად დაფიქრდი გაებმება თუ არა!
მერე უხეშად შეუშვა ხელი და კარში გავიდა.
---
-ალო
-მია გეგეშიძე 22 წლის სტუდენტი, ჯავახიშვილში სწავლობს.
-ყველაფერი უნდა ვიცოდე ფოტოები ელ-ფოსტით გამომიგზავნე!
---
ეს ის მოთხრობაა, რომელსაც აუცილებლად დავასრულებ.
იმედია მოგეწონებათ, აზრები გამიზიარეთ????



№1  offline წევრი მია15

საინტერესო ისტორიაა.ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი tata

ვაიმეე შოკი პიკი პანიკა აიი ძააან გთხოოვ მალე დადე ძაააან შემიყვარდა ეს ისტორია უკვე <3333333

 


№3 სტუმარი სტუმარი bubu

imedia axal tavs yovel dge dadeb xolme

 


№4  offline წევრი ამილია

ძააააალიან მაგარია <3 ახლა დავიწყე წაკითხვა და ვნახავ ყველათავს <3 მიხარია ერთ-ერთ პერსონაჟს ჩემი სახელი რომ ჰქვია :დდ წარმატებებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent