შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-2)


11-06-2018, 00:27
ავტორი M.R
ნანახია 1 227

chapter 2
პატარა გოგონა, წითელი თმებით, მთელი თავისი არსებით გარბოდა სახლში. დღეს დედის დღე იყო და სიხარულისგან სახე უბრწყინავდა. ვეღარ ითმენთა სანამ სახლში მივიდოდა და დედიკოს თავის მიერ ნაყიდ საჩუქარს აჩუქებდა, რომლისთვისაც ფულს უკვე რამოდენიმე თვეა აგროვებდა. უკვე წარმოიდგინდა თავის გონებაში დედის სახეს, როცა საჩუქარს აჩუქებდა. ფეხები სტკიოდა ამდენი სირბილით, მაგრამ მაინც გარბოდა.
როგორც იქნა მიაღწია სახლამდე, კარი სწრაფად შეაღო
-დედიკო! - დაიყვირა თავისი წკრიალა ხმით.,მაგრამ პასუხად მხოლოდ სიჩუმე დახვდა. -დედი!- კიდევ ერთხელ დაიყვირა და სამზარეულოში შევიდა,თან ლამაზად შეფუთული საჩუქარი ეჭირა. სამზარეულოში არავინ იყო სიჩუმის გარდა. -დედა ! სად ხარ - ახლა სასტუმროში ოთახში შეიხადა, იქ მამა ეგულებოდა, რომელიც მის დანახვაზე თბილად გაიღიმებდა, თუმცა მის მაგივრადაც სიცარიელე დახვდა. - დედა! მამა! კარგით რა ეს აღარ არის სასაცილო! - ღიმილი გაუქრა სახიდან და ტუჩები აუკანკალდა. მაშინვე მოსწყდა ადგილს და სწრაფად აირბინა კიბე. ისე გამალებით უცემდა გული, რომ რამისაა მკერდიდან ამოვარდნოდა. მშობლების საძინებელში შევარდა. -დედა! მამა! სად ხართ! - კანკალმა აიტანა. ოთახში არავინ იყო, უსიცოცხლო ავეჯის გარდა. ავეჯი? აქეთ- იქით მიიხედ-მოიხედა მშობლების ნივთები გამქრალიყო. ყურებმა რეკვა დაუწყო, საკუთარი გულისცემა ესმოდა. სწრაფად გამოაღო გარდერობი, მაგრამ შიგ არაფერი აღარ ეკიდა.თვალები ცრემლებით აევსო. საჩუქარი ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა. წითელ თმიანმა გოგონამ გატეხილ საჩუქარს დახედა “...ისინი...ისინი გაქრენ..”. ფეხებში ძალა წაერთვა და დაბლა დაეცა. ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა - დაბრუნდით..არ წახვიდეთ... - ტუჩები უთრთოდა. მუხლები ტანთან მიზიდა, თავი ჩარგო და მთელი გულით ატირდა.


როუზმა თვალები გაახილა. -აგგხხ, ისევ ეს სიზმარი - ხელი ცალ თვალზე მიიდო. საათს დახედა შვიდი საათი იყო. - ამის დედაც დამაგვიანდა - სწრაფად წამოხტა საწოლიდან. აბაზანაში შევიდა. სწრაფი შხაპი მიიღო, გარდერობი გამოაღო მუქი მწვანე მაიკა და დახეული ჯინსი გამოიღო. სწრაფად შაიცვა. თმების დავარცხნით თავი არ შეუწუხებია, რადგან რამდენიც არ უნდა დაევარხნა, მისი თმა მაინც არ ემორჩილებოდა.
-ელი გაიღვიძე! - თავისი დის ოთახში შევიდა, მაგრამ იქ არავინ დაუხვდა.
-სამზარეულოში !- ამოსძახა ელიმ. როუზმა წარბები ასწია და დაბლა ჩავიდა
-როგორ მოხდა, რომ ადრე ადექი - ჰკითხა გაკვირვებულმა. უმცროსმა დამ მხრები აიჩეჩა
- აღარ მეძინებოდა და ავდექი.
- საუზმეც მოგიმზადებია..- თვალი გადაავლო გაწყობილ მაგიდას როუზმა.
ელიმ გაიღიმა - დღეს შენი პირველი დღეა სამსახურში და არ მინდა, რომ რამით დაგაბრკოლო, ახლა დაჯექი და ჭამე თორე დაგაგვიანდება
. როუზს ხმა ჩაუვარდა, როგორ ვერ შეამჩნია, რომ მისი პატარა და ასე გაიზარდა. სახე გაუბრწყინდა
-მადლობა წრიპავ! - კარაქიანი პური პირში გაიჩხირა
-ჰმმ წრიპას გაჩვენებ!- ელიმ მკერდზე ხელები გადააჯვარედინა.
როუზმა ჩაიც მოსვა და ადგა -უკვე მიდიხარ? -თავის დას ახედა ელიმ
-yep, ეხლავე უნდა გავედი უკვე რვის თხმუტეტი წუთია, იქ კი რვის ნახევარზე უნდა ვიყო. - როუზმა თავის ზურგჩანთას დაავლო ხელი.
- წარმატებები როუზ!
როუზი გაიბადრა - მადლობა! - და გაიხურა კარი.
თავისი კორპუსის წინ ტაქსი გააჩერა. - რუსთაველზე თუ შეიძლება და რაც შეიძლება სწრაფად

ტაქსს ზუსტად 12 წუთი დასჭირდა სანამ კომპანიამდე არ მიაღწია. -თქვენზე ექვსი ლარია. როუზმა სწრაფად გაუწოდა ფული და გადავიდა მანქანიდან. ზუსტად სამი წუთი ქონდა, იმისთვის, რომ თავის განყოფილებაში გამოცხადებულიყო. სწრაფად შეაღო შენობის კარი. ლიფტან მიირბინა, თუმცა სწორედ მაშინ გაახსენდა, რომ არ იცოდა რომელ სართულზე იყო გაყივების განყოფილება. აქეთ- იქით მიმოიხედა და მცველს მოკრა თვალი. - ეს კაცი დამეხმარება
უკაცრავად - როუზი მცველს მიუახლოვდა.
დიახ გისმენთ?- წარბები ასწია მცველმა
შეგიძლიათ მითხრათ, რომელ სართულზეა გაყიდვების განყოფილება?
დიახ, რა თქმა უნდა, მეშვიდე სართულზე მიბრძანდით
გმადლობ! - როუზმა გაუღიმა და სწრაფად მივიდა ლიფტთან. მეშვიდე სართულის ღილაკს დააჭირა.
‘რა უცნაური ახალგაზრდა იყო’ გაიფიქრა მცველმა

როუზი ავიდე მეშვიდე სართულზე. იქავრობა მოათვალიერა და ერთ კარებს მოკრა თვალი, რომელზედაც ეწერა “გაყიდვების განყოფილება”. სწრაფად შეაღო კარი და სუნთქვა შეეკრა. იმდენი ხალხი ირეოდა მის გარშემო. ბევრ მათგანს თვალები ჩაშავებოდა, ალბათ უძილობისგან, ზოგი აქეთ-იქით დარბოდა, ზოგნიც ერთმანეთს უყვიროდნენ. ‘ესეიგი ეს არის დღეიდან ჩემი სამყოფელი ჰაჰ ?’ გაიფიქრა როუზმა. ამ დროს მან ნაცნობი ქერა თმა შენიშნა ‘ არ მითხრა რო ეს..’ ქერა თმიანი მისკენ შემობრუნდა ‘ჯანდაბა, ისევ ის გამაღიზიანებელი ქერა ქალი გუშინ რო შემხვდა’
ეტყობა ქალმა ჯერ ვერ დაინახა როუზი, რადგან როცა ერთმანეთს თვალი გაუსწორეს, ქალს სახე დაემანჭა. როუზი მისკენ გაემართა
ვხედავ, მაინც აგიყვანა უფროსმა - წარბები შეკრა ქერამ
ვხედავ შენი სახის პროგრამა გადასატვირთია, მემგონი ამ ერთ გამომეტყველებაზე გაჭედა და სხვაზე აგარ გადადის.
ქალს სახე უფრო დაემანჭა. -როგორ ბედავ! შე- ვეღარ დაამთავრა სათქმელი რადგან ის შუა ხნის კაცი გამოემართა მათკენ, გუშინ რო შეხვდა.
კარენ, კარგად მოექეცი ახალბედას. - კარენმა უფროს შეხედა, შეიშმუშნა მაგრამ მაინც უპასუხა - გასაგებია უფროსო
კეთილი იყოს შენი მობრძანება როუზ - თბილად გაუღიმა კაცმა
მადლობა შანსისთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები აქ გაგიცრუოთ
მეც მაგის იმედი მაქვს - შემდეგ კარენს მიუბრუნდა - აჩვენე როუზს თავისი სამუშაო ადგილი და აუხსენი რა ევალება- უფროსი წავიდა. კარინი როუზს მიუბრუნდა
კარგი, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მე შენ არ მომწონხარ და არც შენი აქ ყოფნა მახარებს, მაგრამ რადგან უფროსთან პრობლემები არ მინდა, ამიტომ დაგეხმარები, თუ რამე კითხვა გაგიჩნდება სამუშაოსთან დაკავშირებით შეგიძლია მკითხო, მაგრამ თუ სამუშაოს გარდა რამეზე დამელაპარაკები, ვფიცავარ საქმე ცუდად წაგივა, გაიგე?
woah, woah დამშვიდი სის, გასაგებია ყველაფერი. ასეთი დასერიოზულება არ არის საჭირო.
ძალიან კარგი. მომყევი მაშინ.
როუზი უკან მიყვებოდა. კარენი უცაბედად გაჩერდა, წითელთმიანმა ვეღარ მოასწრო გაჩერება და კარენის ზურგს შეეჯეხა სახით.
-აუუუ! - ცხვირი მოისვა ხელი.
-ეს არის შენი სამუშაო ადგილი - კარენს თავიც არ შეუწუხებია, როუზის ეკითხა ხომ არაფერი იტკინეო. როუზმა ხელები მოიშორა ცხვირიდან და იქავრობა მოათვალიერა.
- ვაუ..- გაოცება ვერ დამალა როუზმა . ეს ოთახი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო, თავისი დიზაინით. კარენმა როუზს შეხედა და ცალყბად გაიღიმა.
-პირი დახურე, თორე იმაზე უფრო სულელს გავხარ, ვიდრე სინამდვილეში ხარ
როუზმა დაუბღვირა - ჰმმ!- . - მომყევი. ქერა როუზის კაბინეტის მის გასწვრივ ოთახში შევიდა. - ეს ჩემი კაბინეტია. თუ რა მე დაგჭირდა, შეგიძლია აქ შემოხვიდე ხოლმე და მკითხო. - როუზმა თავი დაუქნია გასაგებიაო. კარენი ახლა ამ ორ კაბინეტის შუაში არსებულ კაბინეტში შევიდა - ეს ამ განყოფილების უფროსის, ანუ შენი ბოსის კაბინეტია. ამჟამად აქ არ იმყოფება, მივლინებაშია წასული, ხვალ ჩამოვა. შემდეგ ისევ როუზის კაბინეტში შევიდნენ.
რაც შეეხება შენს მოვალეობებს: შენ გევალება უფროსის განრიგის შედგენა, ტელეფონის ზარებზე პასუხი, საქმიან შეხვედრებზე ბოსთან ერთად ყოფნა, ამაში შედის მივლინებებიც. გასაგებია?
გასაგებია. - როუზმა თავი დაუქნია.
მშვენიერია წამრმატებები, წითურო
კარინმა გაიხურა კარი. როუზი სკამზე დაჯდა და თავი სკამის საზურგეს მიაყრდნო.
ასისტენტი ჰაჰ? - თვალები დახუჭა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და ხმამ შეახტუნა . სწრაფად აიღო ყურმილი
დიახ?
hello, is mr. Vigne there?
რა? რა თქვით?
can i talk to mr.vigne?
რა ენაზე საუბრობთ არ მესმის -
-ჯანდაბა- როუზი ტელეფონი მაგიდაზე დადო, არ დაუკიდია და გავარდა კაბინეტიდან. კარენის კაბინეტის კარი შეაღო
-კარენ დახმარება მჭირდება! - თუმცა კაბინეტში არაინ დაუხვდა. -აგხხ სერიოზულად!? რაღა ამ დროს არ არის როცა მჭირდება.
სწრაფად გაიქცა დერეფანში, იქავრობა მოათვალიერა და ერთ გრძელ ლურჯ თმიან გოგოს მოკრა თვალი. როუზმა სწრაფად მიირბინა მასთან
ჰეი. ბოდიში, რომ გაწუხებ,მაგრამ შეგიძლია დამეხმარო? თან სული მოითქვა
რა ჯანდაბა! რა ჯანდაბა გჭირს?! ასე აღარ შემაშინო ?! - ლურჯთმიანმა წარბები
ასწია
ბოდიში, ბოდიში. მისმინე ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს, თხოვ შენი დახმარება მჭირდება
და რატო უნდა მადარდებს შენ პრობლემა გაქვს თუ არა? - დამცინავად შეხედა გოგომ
ვიცი, რომ შენი მოვალეობა არ არის ჩემ პრობლემებზე ზრუნვა, მაგრამ მართლა ძალიან მჭირდება შენი დახმარება - შეევედრა როაუზი
ლურჯთმიანმა ამოიოხრა - კარგი, მაგრამ მხოლოდ ამ ერთხელ, სხვას დროს აღარ მთხოვო.
დიდი მადლობა, - გაიბადრა როუზი.
მიჩვენე შენი კაბინეტი გენიოსო
აჰ. რა თქმა უნდა აქეთ - და თავისი კაბინეტისკენ გაემართა, ლურჯთმიანიც გაჰყვა.
ორივე კაბინეტში შევიდა და ლურჯთმიანმა ტელეფონი აიღო
yes?... no, i’m sorry, he isn’t here now… yes i will tell him, that you called….yes,..bye- და დაუკიდა
ვოუ! გენიოსი ხარ, უცხო ენაზე ასე კარგად შეგიძლია ლაპარაკი - გაოცებისგან როუზმა პირი დააღო
ლურჯთმიანს აშკარად ესიამვნო კომპლიმენტი. - მე ჯენი ვარ.- ხელი გაუწოდა როუზს ჩამოსართმევად
-როუზი, სასიამვნოა შენი გაცნობა - ხელი ჩამოართვა როუზმა
- ჩემთვისაც - გაიღიმა ჯენი. - აბა, გეტყობა ახალი ხარ, რა თანამდებობდაზე მუშაობ?
- ოჰ მე მისტერ ვინის ახალი ასისტენტი ვარ.
- ოჰჰ! ესეიგი ეს შენ ხარ? - ჯენი გიბადრა, - მაშინ, წარმატებები ახალბედავ, კიდევ შევხდებით. ჯენიმ კარები გაიხურა
როუზი სკამზე დაჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო, თვალები დახუჭა და ფიქრებში ჩაიძირა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent