შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (ნაწილი 2---5)


11-06-2018, 00:49
ავტორი naattii
ნანახია 1 992

-დარწმუნებული ვარ სასაუბრო მართლაც ბევრი გექნებათ_ ფეხზე წამოდგა დაჩი და ნინას დივნისკენ ანიშნა დაჯექიო_საქმე იმაშია, სამსახურით დაიწყებთ თუ პირადით?
-მემგონი სამსახური ჯობია, პირადზე სავარაუდოდ ცალკე აჯობებს_ დას გადახედა ნინამ და გაეცინა- ნუ, ჯერ ჩემ დას თუ მოაბრუნებთ.
ჩემს დაზე ლილია წამიერად გამოფხიზლდა, სწრაფად სტაცა ხელი დაჩის გვერდით წამომჯდარ გოგოს და ოთახისკენ გააქცუნა.-როგორც ჩანს ჯერ მაინც პირადი საუბარი იქნება_უკნიდან მოესმა გოგოს დაჩის დაძაბული ხმა, მაგრამ არ შეჩერებულა, კარი მიკეტა და მხოლოდ მაშინ შეუშვა ნინას ხელი:
-ახლავე თქვი რა თამაშს თამაშობ და ვინ ხარ.
-ნუ დაიკო, უნდობლობა ორივეს გვქონია, ნეტა კიდე რა გვაქ საერთო? შემთხვევით შენც დეტექტივობანას ხომ არ თამაშობ? დეტექტივსაც კი ჩაუსახლდი, საკითხავია გაქ თუ არა უფლება შემეკითხო მე ვინ ვარ, როცა შენც კი არიცი შენ ვინ ხარ.
-ეს შენი საქმე არ არის-ლოგინზე ჩამოჯდა ლილია-უბრალოდ თუ თამაშობ არ გინდა რა, ახლა ამის დრო არაა, არ შემიძლია, რაცარუნდა მაგარ გოგოს ვთამაშობდე ჩემი ოჯახი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ მართლა დად გაღიარებ და ასე არ აღმოჩნდება...
-ტესტი უკვე გავიკეთე ლილია, ნაცნობები მხოლოდ შენ არ გყავს, ამიტომაც ვარ დარწმუნებული. მოდი შეს მეგობრებთან დავბრუნდეთ, რასაც მოვყვები მათაც უნდა მოისმინონ.
-კარგი_ძლივს შესამჩნევად დაუქნია ლილიამ თავი და ოთახიდან გასულ დას რამდენიმე წამში გაყვა.
გული მოეწურა დაჩის ასეთი გოგოს დანახვაზე, წამიერად დაბერებული მოეჩვენა მისი ყვავილი, ისეთი დამწუხრებული სახე ქონდა, გეგონებათ ნიას მკვლელობა გაიგო მეორედო, გვერდით მოიჯინა ბიჭმა და შუბლზე აკოცა, ხელის მოხვვეით და მკლავზე მოჭერით ცადა დამშვიდებისკენ მოეწოდებინა.
-მოკლედ, ბიოგრაფია იცით, არაფერი მომიტყუებია_მძიმედ დაიწყო ნინამ_ამ ყველაფერს ლიას სიკვდილამდე შორიდან ვუყურებდი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჩარევა გადავწყვიტე, ის კარგი ადამიანი იყო, თუმცა ზედმეტად, ძალიან ზედმეტად მიმნდობი, სწორედე ამან დაღუპა. მისი მეგობრები ნარკოტიკებს არტ-კაფედან იღებდნენ, ვიცოდი, რომ ლია არ იყო მომხმარებელი, მაგრამ მათთან ისე ახლოს იყო ველოდი რომ აყვებოდა. შორიდან ვუყურებდი, მარტო არასდროს ვუშვებდი, ვიმიზეზებდი უშენოდ ვერ დავრჩებითქო და ყველგან ვეკიდებოდი, როცა თქვენ იმხელა ქსელი გამოააშკარავეთ მათაც მოაკლდათ წამალი, ერთ თვემდე თითქმის გარეთ არ გასულა ლია, არც ეხმიანებოდნენ მეგობრები, აი შემდეგ კი ერთ დღესაც იმდენად გამმწვევად ჩაცმული წავიდა, ვერ მოვითმინე და უკან გავყევი, რესტორან „ამირანში“ მივიდა და შუაღამემდე არ წამოსულან.
-ჩემზე როდის გაიგე?
-შენზე ლილია როცა საავადმყოფოში იყავი მაშინ გავიგე, ნუ ხო მაპატიე სამი წლის წინ იყო, მაგრამ არვიცი რატომ არ მოგაკითხე, გაცადე სანამ გამოძიებას დაასრულებდით, შორიდან გიყურებდი, რამდენჯერმე სასწავლებელთან დაგხვდი, გსწავლობდი, შენ ქცევებს ვაკვირდებოდი, რომ შევხედე მეგობრები არ გყავდა ვიფიქრე რაც იქნება იქნება მივალთქო და ბათუმში გაემგზავრე, შემდეგ ეს საქმეც გაიხსნა. მერე უკვე ლიას გამო მეშინოდა, ვიცოდი იოლად ვერ მოგატყუებდი და რომ მკითხავდი საიდან გაიგე ჩემზეო რაღაცა წამომცდებოდა, მე კი ჩემ დას ვიცავდ, თუნდაც არაბიოლოგიურს.
-ეს ყველაფერი კარგი, გავიგე, რომ ჩემი დად აღიარება არ გინდოდა და ზურგი მაქციე, ახლა რატომ მოხვედი? ტყუილად არ მოხვიდოდი, რაღაც გჭირდება, თქვი რაარის შენი გულახდილობის მიზეზი, ოღონდ ამჯერად პირდაპირ და ყოველგვარი ვითომ სენტიმენტების გარეშე.
-ჰმ, იმაზე გაიძვერა და ჭკვიანი ხარ ვიდრე ველოდი.
-მხოლოდ მათთან ვინც იმსახურებენ ძვირფასო დაო_არც ლილიამ დააკლო ირონია.
-კარგი, რაღაცეები გავიგე და ნუ ჯანდაბას ვაღიარებ, მარტო მხოლოდ მე ვეღარ ვქაჩავ, სანამ რამეს იეჭვებენ და გაიგებენ, რომ ვცდილობ რაღაცეების ამოქექვას, კვალს წაშლიან, ამიტომ თქვენ მჭირდებით რომ დამეხმაროთ.
-წერილი შგამოაგზავნე არა?
-ყოჩაღ დაჩი, შენს ინტუიციაზე ლეგენდები დადის და თურმე მართალი ყოფილა.
-კარგი, გვეყო შემოვლითი საუბარი, რა გაიგე და ჩვენგან რა გინდა?
-ჭურჭლის მრეცხავია ერთ-ერთი საეჭვო თანამშრომელი, ასევე დიჯეი, ნუ კომპიუტერთან შეკვეთებს ვინც იღებს, და კიდევ, ბართან თითქმის ყოველ საღამოს ერთი ქალი მოდის, რატომღაც მეცნობა და ვიცი ნანახი მყავს, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ საიდან, თანაც მე მხოლოდ სამზარეულოში შემიძლია იმ გოგოს ვუთვალთალო, აი გარეთ იმ ქალთან და დიჯეისთან კი სწორედ თქვენ მჭირდებით. ისიც ვიცი, რომ ეს ნარკოტიკები ახლა მიტოვებულ რომელიღაც ბინაშია, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ხმა რომ არ გავიდეს ქალაქის გასასვლელში, ან მოშორებით უნდა იყოს, ამისთვის ყველა ქალაქიდან გასასვლელის ბინებია შესამოწმებელი რასაც მარტო ვერ გავწვდები, თან რომ დავეჭირე ვინმეს და მოვეკალი რაც ვიცი ისიც დაიკარგებოდა.
-ეს ქალია?_ლალის სურათი დაუდო დაჩიმ გოგოს წინ და მანაც უცებ ამოხედა
-საიდან მიხვდი?
-ოოო, აი ეგ უკვე სხვა ამბავია რაც შენ აღარ გეხება, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი პირობებით_წინ გადაიწია დაჩი.-დაგეგმილ ოპერაციებში არ ჩაერევი, ცოტა ხნით განზე გადგები და ნუ შენი დის სიჯიუტეც თუ გაქვს, ვიცი სამსახურიდან არ წამოხვალ ამიტომ, მხოლოდ მრეცხავის თვალყურის დევნება გევალება სამზარეულოში და ყველაფრის მოსმენა, გარეთ ჩვენ მივხედავთ_საზურგეს მიაწვა დაჩი და ხელი ჩამოუსვა ლილიას ზურგზე.
-როგორ?
-როგორც შენმა დამ წინა გამოძიებისას, ის ძმას კერავდა, მე დას დავკერავ, ესეც ჩვენი დემოკრატიული ოჯახი_გვერდულად გაეცინა დაჩის და ფეხზე წამოდგა-ჯობია ახლა დავიშალოთ ხვალ მნიშვნელოვანი ქალბატონი უნდა გავიცნო_გამოაცხადა საზეიმოდ და ლილიას ფრუტუნს ყურადღება არ მიაქცია.

მეორე საღამოს, როგორც ყოველთვის გარეთ მყოფ ფურგონში ჩუმად ელოდნენ მოვლენების განვითარებას ლილია და დემნა, ნატალი და დაჩი როლისთვის ემზადებოდნენ. დაჩი ჰალსტუხის ხსნით შევიდა რესტორანში, კიბეები აირბინა და პირდაპირ ბარს მიაჭრა, უკვე ადგილზე მყოფ ლალისორი სკამის მოშორებით მიუჯდა და ვისკი შეუკვეთა. არც კი შეიმჩნია რამდენიმე წუთში გვერდით მიმჯდარი ნატალი და სმა დაიწყო.ლალი მისკენ ჩუმად აპარებდა თვალს, მაგრამ მოქმედებას არ ჩქარობდა. კიდევ რამდენიმე წუთში ნატალი ვითომ გალეშილი წამოდგა ფეხზე და უკნიდან დაჯახებით დაჩის ვისკიანი ჭიქა ფეხზე გადაავლო.
-ოი, ოი მაპატიეთ_ლამის სლოკინით თქვა გოგომ და ამღვრეული თვალები გაუსწორა დაჩის.
-არაუშავს, ისევ და ისევ ქალი, სხვა ვინ, ყველანაირი უბედურების საწყისი ხომ ქალია_ბუზღუნით გააგრძელა ხმადაბალი ლაპარაკი დაჩიმ ნატალის წამოსვლის შემდეგ და ლალის გახედა-შეგიძლიათ ხელსახოცი მომაწოდოთ? პირდაპირ გვერდით გიდევთ.
-ეს რა გაცნობაა კი მაგრამ?_ვერ ისვენებდა ლილია ფურგონში.
-საერთოდ ასეა, როცა ადამიანს გინდა ნდობა გაუღვივო პირველად რაიმე შენ უნდა თხოვო.
-თქვენ რა ფსიქოლოგიას გასწავლიდნენ?
-რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის_თავი დაუკრა დემნამ და ისევ ეკრანს ახედეს.
-აი, ინებეთ_გაისმა ლალის ხმაც და დაჩის ერთი სკამით მიუახლოვდა.
-გმადლობთ ქალბატონო, თუმცა_ აგდებულად აათვალიერა ქალი დაჩიმ_თქვენც ხომ ქალი ხართ.
-დიახ ვარ_გადაიკისკისა ლალიმ_და იქნებ თქვენ გყავდათ ცუდი ქალი მაგალითისთვის შერჩეული? იქნებ შეიძლება სტატისტიკის გამოსწორება?_წარბი აუწია ბიჭს და ბარმენს ვისკის გამეორება ანიშნა.
არ ეგონა ასე იოლად თუ გამოვიდოდა, ამას დაჩის გულში ხარხარი მოყვა, ყურში კი ლილიას ზმუილით ნათქვამი სიტყვები_რატომ ხარ დაჩი ასეთი სიმპატიური რატოო და კმაყოფილმა გაუღიმა წინ მჯდომ ქალს.-დამიმტკიცებთ?
-ვეცდები_თვალი ჩაუკრა ქალმა და ვისკი ბოლომდე დაცალა.



--------------------------------------------------------
მითხარით რა რას ფიქრობთ??? არ მინდა გამეწელოს და ცოტა ვაჩქარებ მოვლენებს...



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვგუჟდები დაჩიზეეე , საერთოდ ოთხივე სასწაულად საყვარლები არიიან <3

 


№2  offline მოდერი abezara98

რა კარგიი იყო blush მომეწონა და ველოდები გაგრძელებას blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგად წერ, არაფერი არაა დაჩქარებული, ყველაფერი ნორმალურად მიდის, გააგრძელე, წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი eka

ყველა ისტორია ძალიან საინტერესო გაქვთ, "ახალ სიცოცხლეს" აღარ გააგრძელებთ?

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი eka
ყველა ისტორია ძალიან საინტერესო გაქვთ, "ახალ სიცოცხლეს" აღარ გააგრძელებთ?

დიდი მადლობა, რაც შეეხება ახალ სიცოცხლეს ცოტა ხნით გავჩერდი, არ მოყოლია გამოხმაურება და ზუსტად არ ვიცი დავასრულებ თუ არა

 


№6 სტუმარი სტუმარი eka

naattii
სტუმარი eka
ყველა ისტორია ძალიან საინტერესო გაქვთ, "ახალ სიცოცხლეს" აღარ გააგრძელებთ?

დიდი მადლობა, რაც შეეხება ახალ სიცოცხლეს ცოტა ხნით გავჩერდი, არ მოყოლია გამოხმაურება და ზუსტად არ ვიცი დავასრულებ თუ არა



არადა ძალიან საინტერესო ისტორია იყო ეგეც:( საწყენია:(

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ლილია მოკლავს სახლში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent