ცხოვრების თამაში.თავი 2
ადამიანებს სიკეთე შიგნიდან ათბობთ,სითბო კი გარედან.არასოდეს დაკარო უბრალება,ის ყოველთვის დაგეხმარება ცხოვრების გზების გაკვალვაში და ამ ყველაფრის გვერდით კი დიდ როლს თამაშობს დრო.საოცარი რამეა დრო,მას არ აინტერესებს პრობლემები,ადამიანთა გაჭირვება მიდის და არ გელოდება,არც არაფერს გეკითხება და არც არაფერი აინ ტერესებს.როგორი დიდია სურვილი ხანდახან გავაჩეროთ დრო თუნდაც ერთი წამით,წუთით,მისი ერთი მომენტი და გინდა შეიგრძნო ბედნიერების ის წუთები რასაც განიცდი იმ წუთებში.ზოგჯერ კი პირიქით, გინდა რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს და გაასწროს ყველას და ყველაფერს,მაგრამ ის არავის გვეკითხება როდის,როგორ და რა სისწრაფით გავიდეს,ის უბრალოდ მიდის და ხვდები რომ შეუძლებელია მისი უკან დაბრუნება.რაც ბედისწერით დაეწერა ადამიანს ის ვერ ასცდება მის ბედისწერას,ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი,გზა სადაც უამრავი ცრემლი,ტკივილი,იმედგაცრუება,სიხარული,ბედნიერება და წარმატებაა გზა და გზა.ბევრი აღმართ-დაღმართია ასასვლელი და ჩასასვლელი და ხშირად ადამიანი თავის სიჭკვიანით თუ უჭკუობით ქმნის თავის საკუთარ ცხოვრებას.ბედისწერა სიცოცლისთვის გარკვეულ პერიოდს გვაძლევს დაბადებიდან-სიკვდილამდე.ადამიანის დაბადებაც უფლის ნებაა და სიკვდილიც,მაგრამ მათ შორის გზა ადამიანს ეკუთნის და ადამიანზეა დამოკიდებული ამ გზას კი რამდენად სწორად,ადვილად,თუ შეცდომებით გაივლის.ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც დაუკმაყოფილებებლობის გრძნობა და თითქოს გულდაწყვეტილი ვართ, რომ მეტი გვინდა მივიღოთ ცხოვრებისგან,მაგრამ არ გაქვს შესაძლებლობა მივიღოთ მასზე მეტი რასაც ის გვაძლევს. -კიდევ უფრო მეტს ველოდი შენგან თაია.თაიამ გაოცებულმა შეხედა მამას და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -მამა კიდევ მეტს როგორ მთხოვ,100%-იანი დაფინანსებით მოვხვდი უფასოზე. საინტერესოა რითინ ხარ უკმაყოფილო,რატომ გიჭირს ყოველთვის თქვა თუნდაც ერთი ლამაზი სიტყვა ,,ყოჩაღ''ან ,,ვამაყობ შენით'' ან ,,მაბედნიერებ''. -ვიცი,ვიცი რომ გულს გტკენ.ვიცი,რომ მკაცრი ვარ შენს ანუ თქვენს მიმართ.მე ყოველთვის ვამაყობ შენით და შენი ძმით.თქვენ ორივე ჩემი სიმდიდრე ხართ,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს და თქვენი ცხოვრება რაც არ უნდა შეიცვალოს დამპირდით,დამპირდით რომ ძლიერები იქნებით და ერთმანეთს გაუფრთხილდებით.იყავით მუდამ გულწრფელები ერთმანეთის მიმართ და გიყვარდეთ ერთმანეთი.თაია სახეზე გაფითრდდა და მის გვერდით მჯდარ ძმას გახედა. -რა ხდება მამა,პრობლემები გაქვს? -არა,არანაირი მაგრამ შენს დას მიხედე და ყოველთვის ცალი თვალი მასზე გეჭიროს. -ყველაფერი კარგად იქნება მამა,თაია შენ წამოხვალ ჩემთან ერთად თუ სახლში წაყვები დედას და მამას.დას მიუბრუნდა თომა. -არა,დღეს ჩვენც ვზეიმობთ და გოგოები გამომივლიან. -მარტო გოგოები მიდიხართ?შეეკითხა მამამ. -არა,მთელი კლასი ვიკრიბებით. -თომა თაიას მიხედე,დღეს სრული თავისუფლება გაქვთ.მაგრამ 12 საათზე სახლში იყავით. -მამა ჩვენ გავიზარდეთ,აღარ ვართ იმ ასაკში არც მე და არც თომა შენს მოწონებულ მუსიკაზე რომ ვიცეკვოთ.გაიგე,ერთხელ და სამუდამოდ რომ უკვე გავიზარდეთ და ვეღარ დაგვაშინებ ვერც შენი ქამრით და ვერც შენი ხელით.ძალიან ბევრი მაქვს ნაგემი და აღარ ვაპირებ ისევ ვიგემო.დღეს ჩემი დღეა და როცა მინდა მაშინ დავბრუნდები,ზომიერებას არასოდეს გადავსულვარ და არც ახლა გადავალ. -თაია ხმას დაუწიე,ხალხი გვიცქერის რაც ძალიან არ მომწონს. -შენს მოსაწონს ჩვენ მე და თომა ვერასოდეს ვერ ვაკეთებთ ვერაფერს,რატომ არ გინდა ნახო თუნდაც ერთხელ თომას ნახატები,რატომ გინდა თომამ გააკეთოს ის რაც შენ გინდა და არა ის რაც მას უნდა და უყვარს. -თაია თავს ვიკავებ,კარგს იზამ თუ თავად გამეცლბი და წახვალ.კბილებში გამოცრა მამაკაცმა და მრისხანებით სავსე თვალებით შეხედა ასევე მრისხანებით ანთებულ თაიას და მიხვდა,რომ თაია მას ჰგავდა,მასავით შეუპოვარი იყო,ჯიუტი და დაუნდობელიც კი.თაიამ იმ საღამოს მეგობრებში დალია,მაგრამ ის არ დაათრო ღვინომ,ის სიბრაზემ დაათრო, უსამართლობამ დაათრო.ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და ტოლს არ უგდებდა მამაკაცებს რომლებიც გაოცებული უცქერდნენ თაია ჟორჟოლიანს რომელიც მთელი 12 წელი იცნობდნენ როგორც სკოლის სიამაყეს.მოულოდნელად უჰაერობა იგრძნო და ვერანდაზე გავიდა. -ღვინომ შეგაწუხა?მოესმა მის უკან მამაკაცის სასიამოვნო ხმა.წარბი ასწია,მაგრამ არ შებრუნებულა. -აქ რას აკეთებ პატარა ქალბატონო ან შეიძლება გავიგო სად დაფრინავთ ფიქრებით?გაუმეორა კითხვა მამაკაცმა. -ვარსკვლავებს ვითვლი და ველოდები იქნებ ჩამოვარდეს მოულოდნელად და სურვილიც კი ჩავიფიქრო.უპასუხა მამაკაცს ისე,რომ თვალი არ მოაშორა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. -ბაააა,საინტერესოა რა სურვილს ჩაუფიქრებს შენი პატარა გული მოულოდნელად ჩამოვარდნილ ვარსკვლავს? -ეს მხოლოდ მე და ჩემმა გულმა ვიცით. -შეიძლება მეც რომ გამანდო შენი სურვილები,ვარსკვლავზე ჩქარა შესაძლებელია მე აგისრულო ჩანაფიქრი. -რატომ?არ მითხრა,რომ საახალწლოდ შენი სანტა ვიქნებიო.გაეცინა თაიას და მამაკაცი მინუსხა თაიას გულწრფელი და გულიანი გადაკისკისებით. -ვინ იცის,შესაძლებელია ასეც იყოს.მამაკაცი არ ჩაქარობდა თაიას წინ დადგომას,რაღაცნაირად მოსწონდა გოგონას სითამამე და ამ სითამამეში მისი თითქოს დაფარული ქალური კეკლუცობა. -არა,არაფერი არ არის შესაძლებელი ახალ წლამდე ძალიან დიდი დროა და ჩვენ კი დღეის შემდეგ ვეღარც კი ვნახავთ ერთმანეთს. -ნუ იქნები მასეც დარწმუნებული თაია.თაია გაოცებული შებრუნდა და მამაკაცს პირდაპირ თვალებში შეხედა. -თქვენ?აქაც თქვენ?არ მეგონა კიდევ თუ შევხვდებოდით ერთმანეთს,და ჩემი სახელი საიდან იცით? -როცა გულით გინდა გაიგო მნიშვნელოვანი ინფორმაცია,ყოველთვის ვგებულობ.მოდი გავიცნოთ ერთმაეთი ვითომ დღეს შეგვხვდი პირველად.დევი დევიძე. -თაია ჟორჟოლიანი. -ვიცი,იმ დილით ისე წახვედი სახელები არ გვითქვამს ერთმანეთისთვის,დღეს კი შენი აქ ყოფნის მიზეზია უნივერსიტეტში ჩაბარება,გილოცავ.ჯერ ოჯახური ვახშამი გქონდათ,ახლა მეგობრებთან ერთობი მაგრამ გული გაქვს სევდით სავსე,შეიძლება გავიგო რატომ? -იცი?ძალიან ძნელია როცა მთელი 18 წელი ყოველთვის სხვის ბრძანებაზე რომ დადიხარ და პირადად არასოდეს არ გაქვს უფლება გააკეთო ის რაც გულით გინდა.თავი ყოველთვის ის პლასტიკა გგონია რომელსაც როცა უნდა მაშინ ჩართავენ და აამღერებენ,მომწყინდა უკვე ასეთი ცხოვრება. -კონსტანტინე ჟორჟოლიანს ვერავინი ვერ შეეწინააღმდეგება,სამწუხაროდ ვიცი რომ ის ძალიან მკაცრი ადამიანია როგორც ოჯახის წევრებისთვის,ისე ნებისმიერი ყველა მოქალაქისათვის ნაცნობი და უცნობი აქ არ გაირჩევა. -სამწუხაროდ ასეა. -შეიძლება გავიგო რაზე მოეწყვეთ,რა გიზიდავთ? -უცხო ენები. -უცხო ენები? -კი ინგლისური გერმანული,ესპანური და კიდევ უამრავი რამდენსაც ავითვისებ. -საინტერესოა. -მაგრამ არა უჩვეულო. -ზაფხული აქ უნდა გაატარო, თბილიში? -როგორც ყოველ წელს ალბად არც წელს იქნება გამონაკლისი და ოჯახი წავალთ ბათუმში. -ყოველ წელს დადიხართ ბათუმში? -ყოველ წელს რაც თავი მახსოვს, დედა ბათუმიდან არის და იქ სახლი გვაქვს. -საინტერესოა,რატომ ერთხელ არ შევხვდით ერთმანეთს. -ალბად არ იყო ჩვენი შეხვედრის დრო. -მართალია,ალბად არ იყო ჩვენი შეხვედრის დრო. -თაია სად ხარ,შემოდი გეძახიან. -მოვდივარ ელენი.შეხედა დევის თავი დაუქნია მკრთალი ღიმილით და დევიმ უთხრა ნაღვლიანად. -გეძახიან,უნდა წახვიდე და რა ჩაუფიქრე ვარსკვლავებს მაინც არ მითხარი. -არა,ეს ჩემი საიდუმლოა რომელიც ჩემს გულს გავანდე და მხოლოდ მან იცის.დევიმ ახლოს მიიწია სახე ყურთან მიუტანა და ჩუმად უჩურჩულა. -იმედია დღეს მოზომავ და მოერიდები ალკოგოლის მიღებას,მე არ ვარ წინააღმდეგი გავიმეოროთ მეორედ ის შესანიშნავი ღამე.თაია სახეზე გაწითლდა,დევის მკაცრად შეხედა და მტკიცე ხმით უთხრა. -არა,ეს არ მოხდება არასოდეს.დევის კი ჩაეცინა და ბრაზმორეულ თაიას თვალი ჩაუკრა. -გიხდება სიბრაზე,უფრო ვნებიანი ხარ. -შენ,შენ კი იდიოტი ხარ.დაიბნა თაია რაზედაც დევის გულიანად გაეცინა. -თაია ვინ იყო ეს მამაკაცი? -ადამიანი. -რა კარგია რომ მითხარი, თორემ მე კი ვერ შევამჩნიე რომ ადამიანია. -ცინიზმს მოეშვი.შეუღრინა ელენეს და დარბაზის სიღრმისკენ წავდა. -ვინ იყო ადამიანო,რა ჰქვია ან შენ როგორ გაიცანი? -უბრალოდ დევი მეტი არაფერი არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. -დარწმუნებული ხარ? -კი,დარწმუნებული ვარ.რაში მაინტერესებს ვიღაც მექალთანე იდიოტი,ხვალ გაქრება და აღარ შევხვდები. -დრო,საყვარელო დრო გვიჩვენებს ყველაფერს.ჩაიქირქილა ელენემ და თაიას გვერდით მოკალათდა,თაიამ კი გვერდით მაგიდას გახედა და დევიმ ყველას შეუმჩნევლად კოცნა გაუგზავნა რამაც ააფორიაქა და გული აუფრიალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.