შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის გული *3 თავი*


12-06-2018, 01:55
ავტორი blue witch
ნანახია 1 133

ისტორია კეკეზე. გოგონაზე რომელსაც გული გადაუნერგეს. ჩვენ მოგითხრობთ გაორებაზე, შიშზე, (ცოტა(სინამდვილეში ბევრ) სიყვარულზეც). ეს არის გრძელი თოკი, უზამაზარი ჯაჭვი. გზა, რომლის გავლაც უწევს კეკეს, რათა იდუმალი თავსატეხი ამოხსნას და იპოვოს ის, ვინც თოკის მეორე ბოლოში დგას. თითოეული რგოლის გახსნა საჭიროა გაყინული გულის გადასადნობად.
***
-კეკე!-დამიყვირა ირაკლიმ. შეშფოთებული გვერდზე გავხტი და რკინის კარში შევსხლტი. ცოხების საკუჭნაოში გამოკეტილს, ცხივრში ანტისეპტიკური ნივთიერებების მძაფრი სუნი მეცა. ღმერთს მაინც მადლობას ვწირავდი, რომ ჩემთან დალაპარაკების საშუალება კვლავ არ მივეცი და საარჩევნო დაპირებებივით წამში ავორთქლიდ. საბედნიეროდ, დიდი დასვენებსიას ბრბოში ადვილად ვიმალებოდი. ამის მიუხედავად, შიშისაგან ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე მზის გულზე დაგდებული, ბრტყელ-ბრტეყლი, გლუვი ქვასავით.
სისხლის შხუილმა ყურები ამიწვა.
მთელი სამი დღე ვემალებოდი ირაკლის, ეს დიდ ხანს ვეღარ გასტანდა. ერთ სკოლაში, ერთ კლასში ვსწავლობდით. როდემდე გავაგრძელებდი გიჟივით სირბილს დერეფნებში?! ნაილი ვერ ხვდებოდა რატომ დავქროდი ზევით-ქვევით, როგორც ბრძნულად აღნიშნა „რეტიანი ცხვარივით“?
ამას ნაილის ვერ ავუხსნიდი. რანაირად უნდა დამესახა მისთვის ნათლად, უცნაური კავშირი რაღაც მისტიურ სიზმრებს, ირაკლის, კიტის, დიმიტრის(როგორც იქნა დავიმახსოვრე მათი სახელები) და ჩემს კრეტინულ რეალობას შორის? არა, ნაილი უეჭველად გიჟად ჩამთვლიდა, ჩემს ფსიქიკურ მდგრადობას თავად ვერაფრით დავიცავდი. სერიოზულად ვფიქრობდი, რომ თუ ფსიქოთერაპევტი ვერას გააწყობდა, ექსტრასენსთა და „მჩხიბავთა“ პალატა მომენახულებინა. დედაჩემი გაგიჟებას იყო, ვერაფრით ხსნიდა ჩემს გულჩახვეულობასა და ინერტულობას, დღენიადაგ საწყალობლად მიყურებდა. მამა კი ყოველ წამს იქედნურად შემომცინოდა, შეყვარებული ჰომ არა ხარო?!
ზარის წკრიალი გაისმ. გაბმული რეკისაგან მოულოდნელად შევხტი და წიგნები ხელიდან გამიცვივდა. სასწრაფოდ დავფაცურდი და ფაცხა ფუცხით ავკრიფე. გაკვეთილზე ვაგვიანებდი. ვლოცულობდი ქიმიის მსწავლებელი სამსაწავლებლოში შეყოვნებულიყო.
უცნაურია, დრო ისე გამექცა, თითქოს მუჭიდან განთავისუფლებული ქვიშა ყოფილიყოს.. წესით, ზარი კიდევ ათი წუთი არ უნდა დარეკილყო.
საკუჭნაოდან გამოვარდნილს ცემი კლასელები შემეფეთნენ.
-რა..-კითხვის დასმა ვერც მოვასწარი, ისე მეცა შეშინებული გვნცა და სხაპა-სხუპით მომაყარა რაღაც, რომლის ნახევარი კი არა , ერთი მეოთხედიც ვერ გავარჩიე.
-ხანძარია კეკე!-დამიყვირა ირაკლიმ.-ვირაცას სკოლის ჭიშკარი და კარი დაუკეტია, ვირაცას უნდა, რომ ყველანი შიგნით ამოვიბუგოთ გაიგე?
თავზარი დამეცა. გამახსენდა, რომ სკოლას მაღალი, მავთულხლართის ღობე ერტყა, სემოსასვლელი კარი რკინის იყო,მთელ სკოლას, რომ დაგვეშინა წიხლები, მაინც ვერ გავაღებდით.
-მერე ტელეფონი არავის გაქვთ? ასთორმეტი..-დავიწყე იმპულსური ყვირილი. ტემბრს ვერ ვაკონტროლებდი, წყლიდან ამოვარდნილი თევზივით ვხაოდი და ვფართხალებდი.
-მასწავლებლების ტელეფონები გაქრა, ბავშვები დაიფანტნენ, უმეტესობას თან არ აქვს, დღეს ჰომ ოთხშაბათია,-ხელებს იქნევდა გაბრიჩიძე. რათქმაუნდა, ოთხშაბათობით მობილურები იშვიათად დაგვაქვს, სკოლის მერე არსად ვართ წასასვლელები და თან მძიმე გაკვეთილები გვაქვს.
-სათადარიგო გასაღბი?-არ ვკარგავდი იმედს. სისულელეა სკოლაში ერთი გასაღები არ ჰქონდეთ.
-დაგავწყდა კარი როგორაა დაყენებული? საკლიტური არ აქვს, ურდულია დევს და გარედან რომ დაკეტავ, ისე ჩამოაცმევ კლიტეს. გასაღებით კლიტე იხსნება და ..-აღარ დაასრულა მან.
გავშრი. მართალს ამბობდნენ.კარი გარედან უნდა გავეხსნა.
წივილ-კივლს ხმა ჩამესმოდა. ზარი ისევ რეკდა გაბმულად. თუმცა მთელი სამყაროს ხმა დაიხშო, საკუთარი პულსის გარდა აღარაფერი მახსოვდა. კვამლი პირველი სართულიდან თანდათან მაღლა მოიწევდა. სასუნთქი გზები ამტკივდა.
-ფანჯრები?-წამოვიძახე უეცრად.-ფანჯრიდან ვინმე რომ გადავიდეს და კარი გარედან გახსნას?
-ვერა კეკე, პირველ სართულზე ყველა ფანჯარა ჩაკეტილია.-თავი გააქნია ირაკლიმ. გვანცა ქსუტუნებდა. სხვები არ ჩანდნენ, ალბათ დარბოდნენ და საევაუაციო გზას ეძებდნენ.
-როგორ დაკეტეს?-გავოცდი.
-რაღაც დამჭერები აქვს დაყენებული.
-ჯანდაბა!-დავიღრიალე. სიკვდილი არ მინდოდა. თვალები ამიცრემლიანდა.-ნუთუ მეორე სართულიდანაც ვერავინ...
-კეკე, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ვერავის ჩავაგდებთ.
კვამლის ღრუბელმა ჩვენამდე მოაღწია.
-უნდა გავიქცეთ!-დაიყვირა გვანცამ.
ჩვენ სამში ყველაზე ნელა მე დავრბოდი. ამიტომ მალევე ჩამოვრჩი ორივეს, არც ისე დიდი სკოლა გვქონდა, თანაც უმისამართოდ მივრბოდით. ფეხები ამტკვდა, სახსრები მიტკაცუნებდა, ფილტვები და ცხვირ-ხახა უკვე არაბუნებრივად ამტკივდა. ვიწამლებოდი.
-კეკე!-არამიწიერ ხმაზე დაიღრიალა ირაკლიმ.
-კარგად ვარ, წადით!-ძლივს დავიხროტინე. გმირობისა და თავგანწირვის დრო მოსულიყო.
-არა!-გამიჯავრდა ირაკლი და მომიახლოვდა.
-ნუ მორბიხარ უკან, წინ, წინ ირბინე შე კრეტინო!- დავუწივლე. არა, აშკარად არ იყო გმირობის დრო!
ხელში ამიტაცა, დავამძიმე, რათქმაუნდა დავამძიმე.
გვანცა აღარ მოჩანდა, კვამლმა თავზე გადაგვიარა და ერთიანად გავეხვიეთ შიგნით.
ჭერს ავხედე,
-ლუქი.-მშრალად ვთქვი.
-რა? -ვერ მიხვდა ირაკლი.
სხვენში ასასვლელი ლუქი ღია იყო. ხელით ვანიშნე, ვცდილობდი ნაკლები მელაპარაკა და სუნთქვა შემეკავებინა.
-ავიდეთ, სხვენში ავიდეთ ირაკლი, სხვენში!-დასაკლავად განწირული გოჭივით მოვრთე ჭყივილი.
-მიდი და ხელიტ მანიშნა კიბი ოთხკუთხედად მოღუნული მოაჯირისაკენ. ზედ უნდა ავსულიყავი, რომ ლუქშიც შემეყო თავი.
-ვერა, ვიწროა, ჩავცვივდებით.-იმედგაცრუებულმა ჩავილაპარაე. კუჭქვეშა ჯირკვალი ადრენალინის მაქსიმალურ დოზას გამოყჰოფთა, გაფართოებული სისხლძარღვები ჩემს ტვინს ჭარბი რაოდენობის ჟანგბადით ამარაგებდა, ელვის სისწრაფით ვაზვოვნებდი. სიკვდილი უკან მოსასხამივით მოგვსდევდა. სხვების ამბავით შეძრული ვიყავი, მაინტერესებდა ვინ გადარჩა, თუმცა თვითგადარჩენის ინსტიქტი მძლავრობდა ჩემში.
-ამწე!-შევუყვირე ირაკლის.-ამწიე და შემდეგ ამოხტი, მოგეჭიდები და ამოგათრევ.
-ვერ დამძრავ! ექპერიმენტების დრო არ გაქვს კეკე!
-ექსპერიმენტებისათვის იდეალური დროა ირაკლი!-წამოვიწიკვინე და ლამის ზედ შევახტი.
-კარგი.-ამოიხვნეშა და ძლიერად ჩამაფრინდა წვივებში. ორ წამში ამიტაცა, ხელებთ მოვეპოტინე სივრცეს და მგრად ჩავეჭიდე ლუქის სახურავის ძგიდე, ურო გვერდით გავწიე და როგორღაც ავბობღდი. ირაკლი თან მოაჯირზე ამოძვრა, თან მაღლა შეხტა და ძლერად ჩამებღაუჭა.
-ამდენი აღარ ჭამო!-გაუსაძლისად მტკივან მკლავებში ჩამაფრინდა და და მაქსიმალურად მომეხმარა თავისი სხეულის შემაგრებაში.
ავაზასვით მოქნილად ამოხტა.
გვედით გადავგორდი.
-გვანცა?!-შიშმა მძლია.
-მგონი კიბეზე ჩასვლა მოასწრო.
დავახველე და ლუქი დავკეტე. მხუთავ აირს მაინც შევაჩერებდით.
ჯერჯერობით.
-ახლა მშვიდად უნდ დაველოდოთ, როდის მოაღწევს ცეცხლი ჩვენამდე და შიგნით ამოგვხრუკავს?-შიშით ვკითხე.
-ძალიან მიყვარხარ კეკე, ცეცხლს უფლებას არ მივცემ შენი თავა წამართვას.
***
-ეკატერინე!-დაიღრიალა დიმიტრიმ. გემი პრტთან ჩამომდგარიყო. მსისი მშვიდი სახე წარმოუდგენელ მწუხარებას ერთიანად შეეშალა. ქარიშხალი მძვინვარებდა დიმტრის ახალგაზრდულ გულში. დაჭრილი ნადირივით ყმუოდა თავისი მშვენიერი სატრფოს სახელს.
ლედი ქეთღინი ჩემოდნითა და ატალასის თავსაბურით, ღვთიურ ზმანებასავით ესახებოდა ბიჭს.
-დამეხსენი ეშმაკო!-შეუყვირა ქეთრინმა. ზუმრუხტისფერი, მობიბინე ბალახისფერი კაბა ეცვა და მიუვალ მყინვარებში მცხოვრებ დალის ქალღმერთს წააგავდა. გამძვინვარებული, გულნატკენი და ფეხქვეშ გათელილიც კი საოცრად გრაციოზული, გედივით ყელმოღერებული და ამაყი იყო.
-შენ ვერ გამექცევი კიტი, ამ გემიდან ჩასვლით არაფერი შეიცვლება.-თვალები გადარეულივით დაატრიალა დიმიტრიმ.
-სამუდამოდ დახშულია შენთვის ჩემი გული კარი ერისთავო!-შეჰკივლა ქალმა, ანგელოზურ სახეზე დემონური მრისხანება გამოესახა და უკანმოუხედავდ დასტოვა მხრებჩამოყრილი დიმიტრი.
***
-შემეშვი.-მელოდიურ, ლამაზ ენაზე დაიჟღურტულმა ქეთრინმა და ანა ორივე ხელით აიტაცა.
-მომისმინე კიტი!-საწყლად წამოიძახა გაბრიელამ. მშობიარობის შემდგომ მომატებული კილოგრამები საგრძნობლად უშლიდა ხელს გადაადგილებაში. მსუბუქ სხეულს მიჩვეული გოგონა მძიმედ დგამდა ნაბიჯებს და ცდილობდა გაავებულ კუზინას არ ჩამორჩენოდა. ქეთრინი კი ოთახში ქარბორბალასავით დაქროდა. მისი სახე მხოლოდ ბრაზს გამოხატავდა. გიშრისფერი წარბები შეეკრა, კანი ცარცივით გაჰფითრებოდა. მწვანე თვალები ყინწვისის ანგელოზივით მჭვუნვარე, გამოუთქმელი სევდიფერი ნაპერწკლებით გავსებოდა. თითქოს გასაოცარი, ზურმუხტისფერი მარგალიტით დასცვაროდა ფერადი გარსი.
-შენ მოსმენას არ ვაპირებ გაბრიელა, მადლობა მითხარი, რომ ალექსანდრს არ ვუთხარი ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ.-დაიღრინა კიტიმ, თან ანას თეთრი კაბის არშიები გაუსწორა. ბავშვი თავს უკვე კარგად იმაგრებდა, თმა წამოზრდოდა, ხელებს უმისამართოდ აღარ იქნევდა, კანი ღია, მომხიბლავი ხორბლისფერი გახდომოდა, დედამისის ეშხი და მამის ინგლისური არისტოკრატია გამჰყოლოდა.
-ეკატერინე!-უეცრად იგივე ენაზე გამოეპასუხა გაბრიელა. კიტი წამიერად გაშრა, მაგრამ თავი გააქნია და მალევე მოეგო გონს.-თუ არ მომისმენ, ვერასოდეს გაიგებ სიმართლეს!-გაჯავრდა გაბი.
-კარგი.-თავი დაუქნია კატერინამ და სკამზე მოწყვეტით დაჯდა.-მითხარი, მაინტერესებს, რით აპირებ თავის გამართლებას?
-ეს ჩემი ბრალი იყო!-მტკიცედ განაცხადა გოგონამ. მისი გამომეტყველება ძალიან ჰგავდა იმ ადამიანისას, ვინც სასამართლოს წინაშე წარსდგება. გაბი ხელებს იფშვნეტდა, სარგაყრილივით იდგა და ცივი ოფლი ასხამდა.
-რას ნიშნავს ეს?-ცალი წარბი მედიდურად აპრიხა გოგომ. კატერინას ღაწვებზე მსუბუქი, შეუმჩნეველი სირბილე გადაეფინა.
-მე დავახვიე დიმიტრის თვაბრუ, მე ვცადე მისი წართმევა, მე დავდევდი კუდში. გემზე გამოჩენის პირველივე დღიდან ვცდილობდი როგორმე დამებრუნებინა. წარსულს ვებღაუჭებოდი, ვიცი -წამოიძახა მანამ, სანამ კიტი აღშფოთებით გამოხატავდა პროტესტს.-მშვენივრად ვიცი რაოდენ ამორალური, საძაგელი საქციელი იყო ეს ჩემი მხრიდან. მე უკვე გათხოვილი ვიყავი და მალე მოვილოგინებდი. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არ ჩამოვედი ინგლისში, საკუთარი და ჩემი შვილის სიცოცხლე დავდე სასწორზე, რათა ოდნავ მეტი დრო მქონოდა. ვიცოდი დიმიტრი გემიდან კარგა ხანი არჩავიდოდა, მეც კრუზით ამ მიზეზით ვმგზავრობდი.-გაბრიელას აქამდე უტეხ მზერაში ტკივილი ჩაეღვარა, თვალები ამეღვრა და ლოყები აელეწა.-ვცდილობდი, მართლა ძალიან ვცდილობდი. მინდოდა ძველი დრო დამებრუნებინა! ეს სულელური აკვიატება იყო. ალექსანდრი მართლა მიყვარს ქეთრინ, არ მინდა მისი დაკარგვა. აღაარასოდეს შევხვდები დიმიტრის! არ მინდა წარსულის მოგონებებმა აწმყო გამიფერმკრთალოს და ბედნიერი მომავალი წამართვას. დიდი ხნის წინ შევატყვე დიმიტრის შენდამი ტრფობა. დამიჯერე, მე მხოლოდ გასართობი ვიყავი. უჭკუო თოჯინა, რომელზეც ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლებოდა.
-ეს.. სისულელეა გაბრიელა.. უბრალოდ..-კიტი ყაყაჩოსფერი ლაქებით დაიფარა, ანა დააწვინა და ძლივს ამოილუღლუღა.-შენ მას უყვა..
-სისულელეს შენ ამბობ!-შეაწყვეტინა გაბრიელამ. კუზინას უშიშრად უყურებდა. ტიროდა, ღაწვები დამდუღრულვით ეწვოდა.- ეს ყოველივე ჯერ კიდევ ძალიან ადრე დაიწო! მაშინ შენ ისეთი..მიუწვდომელი იყავი, შენ უბრალოდ არ გვეკუთვნოდი ჩვენ, ბავშვებს ქეთრინ! მაპატიე, შეუფერებლად ვიქცეოდი, მთელი ცხოვრება ვერ გიტანდი! ახლა ინგლისში გადავდივარ, ორ კვირაში შენ ჩემთვის შორეულ მოგონებად გადაიქცევი, არ მინდა მახსოვდეს, რომ ყველაფერი თავზე ჩამოგამხე. მე სიყვარული დაგინგრიე და ძალინ ვწუხვარ. ისედაც დიდი ხანი ვუშლიდი ხელს ყოველივეს წამოწყებას და დაწყებული შეგაწყვეტნე კიდეც. დიმიტრი აკვიატებაა, ალბათ იყო დრო როცა მართლა მიყვარდა, ახლა კი არ მინდა გავუშვა, მტელი ძალით ჩავფრენივარ, ასე ხდება როცა ურთიერთობები ძველდება, მაგრამ სიძველე კი არ უხდება, არამედ აფუჭებს მათ. მე შვილი მყავს, ანა ჩემი და ალექსანდრის გოგონაა. ჭკუიდან ვიშლები როცა წარმოვიდგენ რა შეიძება დამართნოდა მას ჩემი ახირების გამო! შეიძლება არც დაბადებულიყო. ან საერთოდ მიმეტოვებინა და დიმიტრსი გავკიდებოდი, წარმოგიდგენია?! დიმიტრის, კაცს, რომელსაც სხვა ქალი უყვარს!-გაბრიელას ემოციების აზვირთული ტალღებისაგან სუნთქვა უჭირდა, სავსე მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. თვალთ უბნელდებოდა და თიტქო წყვდიადში იკარგებოდა. ანას ხსენებისას შეურაცხადივით მოჰყვა ნბოლთის ცემას. ხელის გრძელ მტევნებს გადარეულივით იქნევდა აქეთ-იქით. ისეთი საცოდავი იყო, რომ კიტის მხოლოდ მისი დამშვიდება სურდა.
-გაბი, გაბი, დაივიწყე, გამოფხიზლდი, აღარ გვინდა ამაზე საუბარი...-დაუყვავა მან.
-არა!-თავი გააქნია გოგონამ.-დავიწყე და უნდა დავასრულო კიდეც. ბიძაშვილო,-მიმართვის ფორმამ კიტის სმენა სასიამოვნოდ დაატკბო.-მე შენ ისე არასოდეს მყვარებიხარ, როგორც შენ იმსახურებდი! ახლა მინდა, რომ ინგლისში ბენდიერად ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად. მრავალი წის შემდეგ შეგხვდე და შენც ისეთივე ბედნიერი იყო. ურთიერთი გვიყვარდეს, მოცვენებითი თავაზიანობის გამო, მლიქვნელურად არ მომესალმო. ანა შენსკენ ხელგაშლილი გამოიქცეს, შენმა შვილმა კი გლში ჩაკვრის ნება მომეს. არ ვიცი როდის გავუხოვდით მსგავსად, ტუმცა გთხოვ, მომიტევე ყველაფრისათვს! დაელაპარაკე დიმიტრის, უთხარი მასაც, რომ ვწუხვარ! დროთა განმავლობაში, ალბათ საუკუნეების მერე,-სიმწრისაგან ჩაიცინ-ამოიტირა გაბიმ.-შევძლებ მასაც გავუსწორო თვალი. აღარაფერი ვიგრძნო, გავაქრო მანიაკალური მოთხოვნილება და ისე შემოგხედოთ, როგორც საყვარელ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს.-ქეთრინს თვალები გაოცებისაგან გაუფართოვდა, გაბრიელამ ენრგიულად დაუქნია თავი.-დიახ, როგორც მის მეღლეს. ჩემებურად, მაგრამ მაინც მიყვარხარ ეკატერინე და გთხოვ, მაპატიე!-ქვიტინით ამოიძახა გაბრიელამ და კუზინას ფეხებთან დაემხო. მსიი ვერცხლისფერი კაბის ბოლოს წვდა.
ქეთრინს გაყინული გული გაუთბა, აუტანელი სიმხურვალე მოედო ლოყებზე. გაბის მხრებში ჩააფრინდა და წამოაყენა.
-სულ გაგიჟდი?! დაწყნარდი! მე უკვე მოგიტევე.-და გულში ისე ძლიერად ჩაიკრა მონატრებული ბიძაშვილი, თითქოს საბოლოოდ დაბრუნდა სახლში.
***
-მე, მე.. იცი რა.. ირაკლი.-დავიბლუკუენ გაურკვევლად.
ირაკლიმ მხოლოდ ერთხელ შემომხედა, გაუგებრად ჩაილაპარაკა და ოივე ხელით მიმიზიდა ახლოს. არ შევწინააღმდეგებივარ, ამჯერად რაღაც გაურკვეველი ძალით მივეკარი მას და ჩვენი ტუჩებიც უნებურად შეხვდა ერთმანეთს, თიტქოს მზემ საბოლოოდ აკოცა მთვარეს.
ორივენი ძირს დავენარცხეთ. სადღაც, გონების ღრმად შეჭრილ გამოქვაბულში კეკე გადარეულივით მიკიოდა. ბიჭს ვკოცნიდი ალმოდებულ, ავარიულ შენობაში. მსგავსი უპასუხისმგებლო, სულელური და ექსცენტრული არასოდეს არაფერი გამიკეთებია. დამეფიცება, ეს რაღაც უბრალო ვნებაზე მეტი იყო. ეს იყო უხილავი ძაფი, მაგიური ჯაჭვი და დეჟა ვიუს საშინელი განცდა. გაჩერება, ადგომა და გაქცევა მეწადა, მაგრამ სუპერწებოთი დაკრულივით ვერ ვწყდებოდი ირაკლის.
განგაშის სიგანლი მაშინ აწვილდა, როცა ირაკლიმ იმპულსურად დაქაცა ჩემს პერანგს და ღილები თავისით შეიხსნა.
არა! რაღაცამ დაიწივლა.
მაგრამ ირაკლი თვითონ მომწყდა და ისე დაფეთებულმა შემომხედა, როგორც პირველი შეხვერდრისას. სირცხვილი არ მიგრძვნია, საოცარდ გავოდი. ბიჭი თითქოს სარზე მიბმულივიტ იტანჯებოდა, ნელ ცეცხლში იხრუკებოდა.
მის მზეას გავაყოლე თვალი და და მკერდზე დავიხედე.
აჰ, გასაგებია!
ირაკლი ჩემს გრძელს, სკლაპელით მიყენებულ, განგებ გაჭრილ-გადაკერებულ კორცს მიშტერებოდა. მკერდის ძვალზე, გულის ძგიდესთან მკაფიოდ ჩანდა ჩემი ნაიარევი.
მინდოდა დამრჩენოდა, როცა მას ვუყურებდი, თითქოს მახსოვდა როგორი იყო ძველი კეკე და როგორი ახალი კეკეკ. ის მახსენებდა როდის და როგორ უნდა მეთამაშე, მაგრამ ჩემს ახალ სახესაც აშიშვლებდა ჩემს წინაშე.
ირაკლის გამომეტყველება ამოუხსნელ შიშს, ზიზღს, სიგიჟეს გამოხატავდა.
ღილები შევუბნიე და მის მორღვეულ, ერთიანად გვერდზე მოქცეულ ნაკვთებს თვალი ავარიდე.
ჩემი ბრალია, ზედმეტად ბევრის უფლება მივეცი.
-ეს, ეს არის თქვენი კლასის, სკოლის, ყველას საიდუმლო?-წამოიძახა ბიწმა.
-ჰო!-უკმეხად მივახალე.-შესაცოდი არაფერი მჭირს.
-მე..
-დაივიწყე.
იატაკი შეირა.ცეცხლის ენების ტკაცა-ტკუცი ცხადად ჩამესმა ყურში. სხვენის პატარა სარკმლიდან გავიჭვრიტე. სკოლა ქალაქგარეთ გამავალ ტრასას უერთდებოდა, თუ გადავხტებოდი, გზას გადავჭრიდი და ტყეში დავიმალებოდი. აშკარად დაგეგმილი ტრაგიკული სიტუაცია ქვემო სართლებზე ძვინვარებდა, თუმცა სიცოცხლე მინდოდა, სარკმელი გამოვხსენი.
-თუ მომყვები..-ირაკლიმ თავი დამიქნია, მომიახლოვდა, გაუბედავად მომეჭიდა.
მაგრამ სანამ რამეს მოვახერებდით აფეთქებისა და გაუსაძლისი ჭახვანის ხმა გაისმა.
სხვენი ჯოჯხეთურ ცეცხლის ალში გაეხვა და ადგილს უნებურად მოვწყდი.


პ.ს ძალიან გამახარა თქვენმა აქტიურობამ, ამიტომ მოვახერხე და ბევრი წვალებით მესამე თავიც მალევე დაგიდეთ. მეოთხეს მართლა შეაგვიანდება ცოტა. იმედია მოსაწყენი და ბანალური არ გამოვდა. ისევ მოვითხოვ მინიმუმ ხუთ კომენტარს (:დდ, საზიზღარი ვარ), თუმცა ტქვენი მოტივაცია მართლა საოცრად მუშაობს. ლამის ზედ დამეძინა. ამიტომ, გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი. დადებითსა თუ უარყოფიტს, ყველანაიეს სიამოვნებით მივიღებ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყველა ერთად წავიკითხე და ძალიან კარგი ისტორიაა.უკვე მთელი გულით ველი ახალ თავს.ძალიან მაინტერესებს ცეცხლი ვინ გააჩინა
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორი ინტრიგა ჩააგდე. ვინაა ის არცნორმალური ვისაც სკოლაში ცეცხლის გაჩენა მოაფიქრდა? კარგი ხარ, ასე გააგრძელე

 


№3 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ტკბილო♡გააგრძელე რა♡ვიცი გამოცდებიგაქვს და ვერ ახერდებ მაგრამ ჩვენც არ დაგვივიწყო♡

 


№4 სტუმარი rusudan

male dase raa

 


№5  offline წევრი blue witch

La-Na
ყველა ერთად წავიკითხე და ძალიან კარგი ისტორიაა.უკვე მთელი გულით ველი ახალ თავს.ძალიან მაინტერესებს ცეცხლი ვინ გააჩინა

უღრმესი მადლობა და ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის. ახალი თაავი დავდე <3 სამწუხაროდ საიტზე ახლა შემოვედი და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს პასუხის დაგვიანებისათვის.

Chikochiko
როგორი ინტრიგა ჩააგდე. ვინაა ის არცნორმალური ვისაც სკოლაში ცეცხლის გაჩენა მოაფიქრდა? კარგი ხარ, ასე გააგრძელე

დიდი მადლობა <3 ახალი თავი მოზუნზულდა. ბოდიშს ვიხდი დაკარგვისათვის.
სტუმარი მოცინარი
ტკბილო♡გააგრძელე რა♡ვიცი გამოცდებიგაქვს და ვერ ახერდებ მაგრამ ჩვენც არ დაგვივიწყო♡

არავითარ შემთხვევაში ზიზუნა :დ <3
rusudan
male dase raa

დავდე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent