შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი სამსახური თავი 2


12-06-2018, 18:23
ავტორი lena lena
ნანახია 2 096

ეზოში გაშეშებული ვიდექი და წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოვქცეულიყავი.
თუ, ეს ბედოვლათი ჩემს მოსვლას ელოდა, ალაბათ დამტოვებელი არ ჰყავდა. საღამომდე გაუძელი კატერინა! გავამხნევე ჩემი თავი და გაუბედავი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ.
ისე ეს ტიპი აშკარად დარტყმულია,რომ ავდგე და გავქურდო მთელი სახლი ხოა ღირსი? იქნებ მკვლელი ვარ ან მანიაკი დამიტოვა ბავშვი და გაიქცა. აი რატომ არ უნდა დატოვო ბავშვი მამასთან.
მამასთან? თუ მამაა ანუ ცოლიც ყავს, აი ეგ მე არ მაწყობს . მაგრამ, რატომ არ მაწყობს თუ უნდა შეიხივით მრავალცოლიანი იყოს და პირადი ჰარამხანაც ჰქონდეს მე რა? არც არაფერი.
მაგრამ მაინც ბიძა ა უკეთესი ვარიანტია ნიშნისმოგებით ჩავილაპარაკე და საკუთარი თავიც დავამარცხე დებატებში.
სახლი ძალიან კომფორტული იყო, არა მდიდრული მაგრამ მყუდრო. სიჩუმე იყო, ალაბთ ძინავს მაგრამ უკვე პირველი საათია. საინტერესოა რომელ ბავშვს ძინავს ამ დრომდე.
ფეხის წვერებზე გავიარე შემოსასვლელი. თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
-მშია . გავიგე ზურგსუკან ხმა და ადგილზე შევხტი მოულოდნელობისგან.. სასწრაფოდ მოვტრიალდი და პიჟამოებში გამოწყობილი 5 წლამდე საყვარელი გოგონა შევნიშნე. ბავშვები პატარაობიდანვე მიყვარდა და ეს ბარბი იმდენად საყვარელი ჩანს მგონი ძიძობაზე დავთანხმდები.
-დაყრუვდიიი? მშიათქო ვაა. გაინძერი. კივილი დაიწყო ჩემს მიერ "ბარბად" შერაცხულმა მონსტრმა.
მოიცა ამ ჯოჯოხეთის მაშხალას წეღან მე ვუწოდე საყვარელი? .არ დაიჯეროთ.
-სამზარეულო? ვკითხე მკაცრად და წარბი ავუწიე.
ჯერ გაოგნებული სახე მიიღო მერე წინ ამესვეტა და იმით უკმაყოფილომ, რომ მასზე მაღალი ვიყავი კოჭში ფეხი ჩამარტყა.
დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტკივილისგან კივილი რომ არ დამეწყო. მუხლი მოვხაარე და ბრაზისგან აწითლებულმა ოდნავ დავიხარე. არგად მომისმინე ცხვირწინ გამეჭიმა და საჩვენებელი თითი ცხვირწინ ამიფრიალა -ჯერ ერთი ტონი აკონტროლე, მეორეც წარბს კიდევ ამიწევ და მამიკოს ვეტყვი რომ თმაში მომქაჩე გაიგე? ბოლო სიტყვები ჩაისისინა ზუსტად ისე როგორც აწ უკვე ცნობილმა მამამისმა და თვალები დამიქაჩა.
-ანუ ის აყლაყი მამაშენია? ჩავილაპარაკე დამცინავად თუმცა ჭორიკანამ მაინც
გაიგო.
-ბოყლაყი არ ვიცი რა არის მაგრამ მამიკოს ვკითხავ და თუ ცუდი რამეა განანებ. ცხვირი აიბზუა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ბოყლაყი. გამოვაჯავრე მაიმუნის ნაშიერი. ჩერჩეტი ჩავიბურტყუნე და უკან გავყევი.
-ბურღული და ბანანი ხო? ვკითხე და თაროებში ძრომიალი დავიწყე.
-ბურღული მარჯვნივ კარადაში ზემოთ თაროზე ბანანი მაცივარში.
ისე ჩაიალაპარაკა რომ შემოხედვის ღირსადაც არ ჩამთვალა. ჩემი ნება რომ იყოს ერთს კარგად მივტყეპავდი ამ გატუტუცებულ ბავშვს.
საუზმე გავუმზადე და წინ დავუდგი. უხმოდ მიირთვა თეფში ნიჟარაში ჩადო და სამზარეულოდან გაუჩინარდა.
ჭურჭელი დავრეცხე და მისაღებში გავედი. ლიკო დივანზე მოკალათებულიყო და ტელევიზორს ინტერესით შესცქეროდა. შესული რომ დამინახა თავი გადააქნია და მისთვის შეუფერებლად დამორცხვებულმა მითხრა.
-უნდა მაბანაო. ჯერ არ ვიცი მართალია დიდად არ მხიბლავს შენს წინაშე გაშიშვლებას პერსპექტივა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ჰმ ესეიგი ასე არა.
-კარგი რა პრობლემაა მაგრამ იქმადე ჯადოსნური სიტყვა პატარა ქალბატონო მის წინ დავიხარე და ისევე ჩავისისინე როგორც თვითონ.
თვალები გაუფართოვდა და ინტერესით შემომაჩერდა.
-ჯადოსნური სიტყვა?
-კი ჯადოსნური სიტყვა რომელიც ასე ჟღერს- გთხოვ. ვუთხარი ნიშნისმოგებით.
-აჰ ესეიგი ჯადოსნური სიტყვა . ჩაილაპარაკა თავისთვის და მეც მოახლოებული გამარჯვების სიხარულით აღტკინებულმა გულუბრყვილოდ დავუქნიე თავი.
მოულოდნელად ლოყა საშინლად ამეწვა და პარალელურად ჩემი ცხენის კუდი ძლიერად მომქაჩა.
-ესეც შენი ჯადოსნური სიტყვა ახლა კი შენი მოვალეობა შეასრულე.
ზურგი მაქცია და ოთახისკენ წავიდა. ალბათ ანიმაციურ ფილმში რომ ვყოფილიყავი სახეზე პომიდვრისფერი მექნებოდა და ყურებოდანაც გავუშვებდი ბოლს.
ასე თუ ისე ვაბანავე მონსტრი. ნეტა ფეხები მოეჭამა იმ ძაღლს და ამ დასასწვავ ეზოში არ შემომედგა ფეხი. ეს ვის გადავეკიდე.
მას შემდეგ რაც შუბლზე კოპი ამომივიდა როდესაც მინიატურული სპილო მესროლა მომავალმა ეშმაკმა, ფეხი კინაღამ მომტეხა ზეთწასმულ იატაკზე რომ გავსრიალდჯ და მცირე დაზიანებები ავიკიდე გამომიცხადა რომ ჩაი უნდოდა. უკვე ექვსის ნახევარი იყო რაც იმას ნიშნავდა რომ ნახევარ საათში თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი ამ შეშლილთა ბუდიდან. კოპლებიანი ჭიქაში შაქარი ჩავყარე ჩაის ფერიც ჩავდე და ცხელი წყალიც ჩავასხი. ფინჯანი წინ დავუდგი და დაღლილი ჩამოვჯექი მის წინ.
-ლიკო.
გავიგე "აყლაყის" ღრიალი . არ მეგონა ამცხოველის ხმის გაგონება თუ გამახარებდა მაგრამ ბედნიერებისგან კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი.
-ორივე აქ ხართ? შეგვათვალიერა და ჩანთა დააგდო.
სასწრაფოდ წამოვიჭეი ფეხზე ნახმადისთქო ჩავილაპარაკე და გასასვლელისკენ გავვარდი.
მკლავში ხელი ჩამავლო და უკან დამწია
-სად მიდიხარ? არ მოვილაპარაკოთ? მკითხა გაოცებულმა .
არა აამან ტვინი გააქირავა ხო? რა მოლაპარაკებაზე მელაპარაკება
-საერთოდ რანაირი მამა ხართ ? დამიტოვეთ აქ ბავშვი საერთოდ უცხო ადამიანს იქნებ ქურდი ვარ ან მანიაკი? უკვე ხმის კონტროლი მიჭირდა.
-ჯერ ერთი ხმას დაუწიე და მერედა მეორეც ვაკოს ვენდობი.
სიცხე აქ ხო? ვინ ჯანდაბაა ვაკო?
-ვაკო? ეგ ვინღაა?
-ვაიმე? აზროვნებ საერთოდ? თვალები აატრიალა. ვინც სამსახური შემოგთავაზა ნაილი.
კიდე ნაილიო? ხოა ღირსი ვტყვლიპო რაღაც ამ გასიებულ თავში.
-ჯერ ერთი ნაწილი კი არა კატერინა მერედა მეორეც არანაირ ვაკოს არ ვიცნობ და აქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ძაღლი მომდევდა და ეზოში შემოვვარდი და საერთოდ შენს გიჟ შვილთან გაჩერებას არ ვაპირებ მივახალე ცივად.
აბაა შეგვეყინა ირონიული ღიმილი გამოთაყვანებულ სახეზე? ძაან კარგი
საშინლად ამეწვა წვივი და ადგილზე ხტუნვას მოვყევი.
ღმერთო საგიჟეთში ვარ და პატარა გიჟმაწვივზე ჩაი კი არ გადამასხა შემასხა.
სიმწრისგან თვები ცრემლებით ამევსო ადგილზე ჩავჯექი და ფეხზე სულის შებერვა დავიწყე.
-გიჯი თვითონ ხარ მომახალა ლიკომ მაგრამ იმდენად მქონდა სული გამწარებული მისთვის არ მეცალა.
-ლიკა შენს ოთახში დაიღრიალა დიდმა გიჟმა ახლავეე დაამატა როდესაც ადგილზე გახევებულ ლიკოს ჰკიდია თვალი.
ფეხზე წამოვხტი ჩანთას ხელი დავავლე და კარებისკენ გავიქეცი.
-მოიცადე მალამოს წაგისმევ მითხრა და ხელი ჩამავლო. ვაიმეე გული ამიჩუყდა კეთილი მაიმუნი.
-არ მჭირდება გესმის. ჯობია შენს შვილს ზრდილობა ასწავლო. ჯერ იყო და კინაღამ მცემა მერე ზეთი წაუსვა იატაკზე და ფეხი კინაღამ მომტეხა მთელი დღეა ჩემი ნერვების და სიცოცხლის მოსპობაზე მუშაობს და ბოლოს არც დაწვას მოერიდა. ეს ნორმალური ქცევა არ არის გაიგე. მას ფსიქოლოგი სჭირდება დავუკივლე და ხელის განთავისუფლება ვცადე.
-დაისჯება! ჩაილაპარაკა მტკიცედ . პირი დავაღე რაღაცის სათქმელად მაგრამ მისის ტელეფონი აწრიპინდა.
-დიახ. მე ვარ. ნაილი? აბა თქვენ დიახ. კარგი არაუშავს.
თან ლაპარაკობდა თან ჩემი ხელი ისე ჩაებღუჯა თითქოს გაშვება ეშინოდა.
-ის ქალბატონი ნაილი იყო შენ რომ მეგონე. ის უნდა მოსულიყო თუმცა პრობლემები ჰქონია.
ისე დამიწყო ახსნა თითქოს ნაილის ფეხი უფრო მაღელვებდა ვიდრე ჩემი დამწვარი ფეხი.
-ფეხებხე ყველაფერი გაიგე. მტკივა ფეხი მეწვის გამიშვი. თვალებში ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი. სახე ეცვალა ხელი შემიშვა მეც დრო ვიხელთხე და გარეთ გამოვვარდი.
-კატა. მომესმა მისი ძახილი. კატა არა ლეკვი კიდე იდიოტი ვბურდღუნებდი და რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი. ხმამაღალი შეიკურთახა . ნაბიჯს ავუჩქარე და მუჭით ცრემლები მოვიწმინდე. ფეხის წვა ნერვებს მაწიწიკნიდა
შხაპი მინდა
მშია.
მეძინება
ნატო მინდა
კაი ხო ცოტა გადავჭარბე. იმედია ამ ტვინდარტუმელებს ვეღარ ვნახავ.



№1  offline წევრი ეირინ

ააა ძალიან მაგარია ის გოგო ნამდვილი ქაჯია მარა მოარჯულებს კატერინა მალე დადე რაა გთხოვ

 


№2  offline წევრი lena lena

ეირინ
ააა ძალიან მაგარია ის გოგო ნამდვილი ქაჯია მარა მოარჯულებს კატერინა მალე დადე რაა გთხოვ

მადლობა რომ კითხულობ <3
არ ველოდი ვინმე თუ წაიკითხავდა <3
ხვალ დავდებ ახალ თავს <3

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Rogor armomecobnaaa, magram ise agvianeb damavicyda rodis cavikitxe, tuginda komentarebi da mkitxveli cota malmale dade raa, kargad, cer, zaan saxaliso istoriaa aserom gelodwbittttt

 


№4 სტუმარი kati

Gelodebi momdevno tavit.kargad vixalise,magram likos morjuleba AR awyenda...

 


№5  offline წევრი lena lena

Qeti qimucadze
Rogor armomecobnaaa, magram ise agvianeb damavicyda rodis cavikitxe, tuginda komentarebi da mkitxveli cota malmale dade raa, kargad, cer, zaan saxaliso istoriaa aserom gelodwbittttt

პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხე რაც შეეხება დროს ზოგადად ყოველ დღე ვტვირთავ ხოლმე მაგრამ ვიფიქრე რომ მკითხველს არ მოეწონა ამიტომ არ დავდევუ გუშინ მადლობა რომ წაიკითხე და ხვალ აუცილებლად დავდებ საყვარელო <3

kati
Gelodebi momdevno tavit.kargad vixalise,magram likos morjuleba AR awyenda...

ყველაფერი იქნება აუცილებად <3
მადლობა მოტივაციისთვის <3

 


№6  offline წევრი Gvantsa_g

ძალიან ბევრი ვიცინე, სუპერ გოგო ხარ!! :*

 


№7  offline წევრი lena lena

Gvantsa_g
ძალიან ბევრი ვიცინე, სუპერ გოგო ხარ!! :*

მადლობა საყვარელო <3

barbarebibileishvilii
ვაიმეე, რა კარგია ამ უჟმურ მოთხრობებს, შორის რომ გამოერევა ხოლმე ესეთი გიჟური და მხიარული ისტორიები. ვერ გეტყვი გადასარევია თქო, ან გავვიჟდი და ან ბევრ ძალიან მაგარ მწერალს ჯობიხარ ამ საიტზე თქო, იმიტომ რომ ტყუილი იქნება, მათთან შედარებით ჯერ განუვითარებელი და ასე, რომ ვთქვათ პატარა ხარ.... მაგრამ ჯერ ეხლა არ დაიწყე? უამრავ ისტორიას დაწერ კიდე და შეიძლებ მათ გაუთანატოლდე და აჯობო კიდეც. მხიარული და გიჟური ისტორიაა. უბრალოდ ვერ ვხვდები ფოგორ გააგრძელებ, რის შესახებ წერ, მაგრამ იმედია შემდეგ თავებში გავიგებ, ჰო კიდევ თუ ყველაფერი ამ პერსონაჟებზე უნდა გამავითარო მაშინ ბევრი ძალისხმევა აზრი და ფიქრი დაგჭირდება.
ერთ რჩევას მოგცემ, ოღონდ ჯერ უნდა გითხრა, რომ ცუდად არ გაიგო და არც ისე თითქოს დიდად მომაქვს თავი, უბრალოდ აღარ არიან ისეთი მწერლები როგორებიც ადრე იყვნენ და ახლების იმედი მაქ, თან მეც კი ვწერ(არვაქვეყნებ) და ვიცი რა რთულიცაა, მაგრამ თუ ისტორიას წერ მთავარია სამი რამ:პერსონაჟები,შინაარსი დაწერის სტილი. ხოლო თვითონ ისტორიაში უნდა იყოს აუცილებლად ვნება, იმედია ამ ისტორიას ათასჯერ უკეთესს გახდი და საერთოდაც ძალიან მაგაი მწერალი გახდები.
არ იფიქრო რომ გარიგებ ან რამე უბრალოდ, აუ როგორ აგიხსნა მოკლედ კარგი ხარ რა და იმედია განვითარდები.
❤️❤️❤️❤️

ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა <3
ჯერ ნამდვილად გამოუცდელი ვარ და ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს ვდგამ.
რათქმაუნდა ისიც ვიცი რომ შესანიშნავი კი არა კარგთან მიახლოებულიც არ ვარ ჯერჯერობით მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით :D
მაგრამ ზოგადად ვთვლი განვითარება პროცესია ჩავარდნებით და აღმასვლებით აუცილებლად ვეცდები განვვითარდე მადლობა რჩევებისთვის რომელიც ასე ძალიან მჭირდება <3

 


№8 სტუმარი A

ვაუ მართლა მომეწონა ორივე თავი. მართლაც საინტერესოა. არ დააგვიანო ხოლმე რა თავების ატვირთვა....

 


№9  offline წევრი lena lena

A
ვაუ მართლა მომეწონა ორივე თავი. მართლაც საინტერესოა. არ დააგვიანო ხოლმე რა თავების ატვირთვა....

მადლობა მოტივაციისთვის და ყოველდღე ავტვირთავ აუცილებლად <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინი

იმედია მალე ატვირთავ ძალიან მომეწოონა !!!

 


№11  offline წევრი lena lena

სტუმარი ნინი
იმედია მალე ატვირთავ ძალიან მომეწოონა !!!

სტუმარი ნინი
იმედია მალე ატვირთავ ძალიან მომეწოონა !!!

დღესვე ავტვირთავ საყვარელო <3

 


№12 სტუმარი ნია

სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ახლა წავიკითხე ორივე თავი. მომეწონა, ასეთი გიჟური და მხიარული თუ იქნება ბოლომდე აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას

 


№13  offline წევრი lena lena

ნია
სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ახლა წავიკითხე ორივე თავი. მომეწონა, ასეთი გიჟური და მხიარული თუ იქნება ბოლომდე აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას

ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ :D
მიუხედავად იმისა რომ იუმორის გრძნობა თითქმის არ მაქვს ვცდილობ რომ მხიარული გამოვიდეს :D

რაღაც პრობლემის გამო შემდეგი თავი ადმინისტრაციამ წაშალა :D
ტელეთუ ვწერ და რაღაცეები ამერია :D
ხვალ ავტვირთავ მეგობრებო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent