შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედთან თამაში (თავი 2)


13-06-2018, 20:44
ავტორი black angel555
ნანახია 1 563

20წუთში მეძახიან და მეუბნევიან რომ ქალბატონი მაია მელოდება....ძალიან ვნერვიულობ და შევდივარ მის კაბინეტში,ის კვლავ თბილად მიმიტითებს დავჯდე ,ვჯდები და ველოდები რას მეტყვის..
-ნინა საყვარელო სამსახურში გიყვანთ,თავიდან 2 კვირა გექნება სტაჟირება,გაეცნობი პირველ რიგში ჩვენ კომპანიას,ჩემ გუნდს,ყველანი გუნდურად ვმუშაობთ და გვაქ ურთიერთპატივისცემა,ასევე გაეცნობი რა გევალება ანუ რა იქნება შენი მოვალეობა,ორი კვირა თუ წარმატებით გაივლით სტაჟირებას უკვე კონტრაქტსაც გაგიფორმებ რას იტყვი გაწყობთ?
-ვაიმე დიახ რათქმაუნდა ქალბატონო მაია ძალებს არ დავზოგავ ძალიან გამახარეთ.
-ძალიან კაი,რაც შეეხება ხელფას ბანკში ჩაგერიცხებათ ოფიციალურად,750ლ და პლიუს ბონუსები,ორი კვირის მერე თუ წარმატებით გაიარეთ სტაჟირებას კონტრაქტთან ერთად გადმოგეცემა სახლფასო კარტაც.სამუშაო საათებია 10:00 დან 17:00საათამდე.აბა გრლოდებით ხვალიდან აბა წარმატებებს გისურვებთ.
-მადლობა ქალბატონო მაია,დროებით-ვეუბნევი მე და კაბინეტიდან გახარებული გავდივარ.
გახარებული ჯერ დედას ვურეკავ და ვატყობინებ ახალ ამბავს,მერე ელოს ჩემ საუკეთესო დაქალს
-ელოოოო სამსახურში ამიყვანესსსსსს
-აუ რა მაგარია ტო,როგორ მიხარია არ ავღნიშნოთ დღეს-მესმის იქიდან მისი ხმა,(ტოები არ გაგიკვირდეთ ასე საუბრობს-დ)
-ხოდა წამო რუსთაველზე ჩვენ კაფეში ოკ?
-ოკეი სიხარულო,ანუკი და ლაშაც აქა და ნახევარ საათში იქ ვიქნებით,ლაშო მანქანითა.გოგო ნიკას დავურეკოთ?
-აუ არა რა თუ გიყვარვარ,უნდა დავშორდეეეე არ გეწყინოს შენი ბიძაშვილი კი არის მაგრამ მაგრად მიკიდებს რა....და მე ხომ იცი დაკიდებას არ ვპატიობ რაა..
-აუ მაგან ხომ გაა..... ღა ჭკუას ვერ სწავლობს რა....მე შენ გვერდით ვარ სიხარულო,დაიკიდე ვგრიალებთ დღეს ოკეი?
-ოკ-ვეუბნევი და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი....ვთიშავ მობილურს,ნაოშნიკებს ვუკეთებ და მუსიკის მოსმენით ავდივარ მიკროავტობუსში და ჩემი გიჟების სანახავად მივდივარ....
მალე რუსთაველზე მივდივარ კაფეში,გარეთ ლაშას მანქანას ვხედავ და გახარებული შევდივარ
-ჩემი ლამაზუნააა-ყვირის ელო-როგორ მომენატრერე გილოცავვვ სამსახურსსს
-მეც მომენატრე გადარეულოოოო-ვეუბნევი მე-პრივეტები ანო როგორ ხარ?ლაშიკუნა ააა შენაოოი-
-მოკლედ ამხელა გოგოები ხართ ორივე და არ ჭკვიანდებით რა-იძახის სიცილით და მეხუტება,ანუკიც ასევე.
მაგიდასთან ვჯდებით ლუდს,პიცას და ლობიანს ვუკვეთავთ და ვრლოდებით შეკვეთას.
-გოგო სიმპატიური ბიჭები თუ მუშაობენ შენთან?-მეკითხება ელო.
-ვერ ხარ რა...რავიცი გოგო მე სამსახურის დასაწყებად მივედი ბიჭების გასაცნობად კი არა გამაგიჟებ ნუუუუ-ვეუბნევი სიცილით.
-მოკლედ შენ ვერ დაჭკვიანდები რა-ამატებს ანუკი.
-აუ კაით რა შემჭამეთ-პრუწავს ტუჩებს ელო....ამაზე ყველას სიცილი გვიტყდება....ამასობაში მიმტანსაც მოაქვს შეკვეთა და მხიარულად ვაგრძელებთ საუბარს და მასხარაობას,ლუდს ალკოჰოლურ კოქტეილსაც ვაყოლებთ და კარგად ვართ უკვე მარტო ლაშა სვავს ლუდს საჭესთანა მაინც ბიჭი და ამისთანა გოგოები ვყევართ სახლში ჩამოსარიგებლები...უცბად ელოს თავში რაღაც აზრი მოსდის რათქმაუნდა კაი არაფერი იქნება...
-ნინიკუნაააა დროა წაგებული ჩამაბაროოოო.
-რა წაგებული....აუ ეგ რამ გაგახსენა....
-ნინიკუნა არ ჩამაბარებ და ხო იცი....რა იქნები....
-აუ ხო კაი ჯანდაბას შენი თავი რას ინებებს თქვენი უმაღლესობა?
-აი იქ კუთხეში მჯდარ გოგო ბიჭს ხედავ?-მანიშნებს ჩვენ პირდაპირ მაგიდასთაან მჯდარ წყვილზე,ვიხედები და ვიღაც ქერა გოგოს და საკმაოდ სიმპატიურ ბიჭს ვხედავ....აუ რა თვალები აქვს ვფიქრობ ჩემთვის.
-მერე?-ვკითხულობ ვითომ აქ არაფერი.
-მერე ის ჩემო ლამაზო ,რომ ეხლა მიკუნკულდები იმ ბიჭთან და სიყვარულს აუხსნი ისე რომ ისიც კი დააჯერო და მერე აკოცებ
-გოგი ხო არ გააფრინე,რა სისულელეს ეუბნევი-იძახის ანუკი
მე ჯერ ვერ ვანალიზებ რა მითხრა რატომ არ ვიცი მაგრამ ვთანხმდები...სამივე გაკვირვებული მიყურებს მე მათკენ მივდივარ და ღიმილს ვიკრავ სახეზე
- საყვარელო როგორ ხარ აუ როგორ მომენატრე იციიი-ვეუბნევი გაწელილად კისერზე ვეკიდები და ტუჩებში ვკოცნი,ბიჭი გაკვირვებულია აღარ იცის რა ქნას წამით მყვება კოცნაში მერე კი მიშორებს,მისი გოგო გაცოფებული გვიყურებს.
-უკაცრავად გოგონა ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ ვიღაცაში გერევით-მეუბნევა საშინლად გაბრაზებული ბოხი ხმით,და თავის შავ თვალებს მანათებს,მის თვალებში ვიძირები აუ რა თვალები აქვს ვფიქრობ ჩემთვის ისევ.
-რას ამბობ რას ქვია არ გახსოვარ,შენი გაინაღდე და ახლა აღარ გახსოვარ-ვმსახიობობ და თვალებიდან ნიანგის ცრემლებს ვყრი,ბიჭმა გაცოფებულმა აღარ იცის რა ქნას მე კიდევ გულში მეცინება და ვიძახი რომ ჩემი სახით ესტრადამ მაგარი მსახიობი დაკარგა.
-შე ,მე სიყვარულს მეფიცები და პარალელურად სხვას ხვდები ხო,მეზიზღები-წიკვინებს ქერა სილას არტყავს და გარბის,ბიჭმა ერთი შემომხედა მზერით ადამიანის მოკვლა რომ შესაძლებელი ყოფილიყო უკვე ტრუპი ვიყავი,ქერა გავარდა და ისიც უკან გაეკიდა....
მე ჩემი გიჟებისკენ ვტრიალდები და პამიდორივით გაწითლებულებს ვხედავ,სიცილს ძლივს იკავებდნენ გავიდნენ და დასხეს კიდეც.ბიჭი გულში ცოტა შემეცოდა მაგრამ მალე დავივიწყე და გავაგრძელე მათთან ერთად მხიარულება.....
სახლში საკმაოდ გვიან მივედი,დედაჩემს უკვე ეძინდა,აბაზანა მივიღე და ეგრევე დავიძინე დილით სამსახურში ვიყავი წასასვლელი და უნდა გამომეძინა.
დილით კვლავ დედაჩემი მაღვიძებს.საათს ვუყურებ და 8საათია.სწრაფად ვდგები წყალს ვივლებ,გარდერობიდან შავ ტყავის შარვალს ვიღებ,ზევიდან ლურჯ ზედას ვიცმევ, ფეხზე შავ შპილკაზე შუზს,თმას ვიშლი და ვისწორებ,სახეზე სადა მაკიაჟს ვიკეთებ,ტყავს ვიცმევ და მივდივარ სამსახურში.
ოფისში შესულს ქალბატონი მაიას ასისტენტი მეუბნევა რომ ბატონ ალექსანდრე გვირბლიანთან ვიმუშავებ და მის გუნდში ვიქნები და მის კაბინეტს მიჩვენებს.კაბინეტის კარებზე ვაკაკუნებ და თანხმობის მიღების მერე შევდივარ.ზურგშექცევით დგას და ვერ ვხედავ თუმცა მისი ტანით და ნავარჯიშები სხეულით ვიმსჯელებ ახალგაზრდა უნდა იყოს.
-გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე,მე ახალი თანამშრომელი ვარ ნინა დალაქიშვილი
ჩემ ხმაზე ტრიალდება და მე კი ადგილზე ვიყინები და გულში ლოცვას ვიწყებ.....



№1 სტუმარი ანუკიიიი

მაგარი თავიაა ეეე საწყალი ბიჭი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent