ნუთუ შეგიყვარდა?
მაშინ როცა ეძინა ყველას მახარაძე ფანჯრის რაფასთან იდგა და ხედს გაჰყურებდა. რაღაცაზე ფიქრობდა თუმცა რაზე არავინ იცის. მია გაახსენდა მისი უცოდველი და უდანაშაულო თვალები. ტანში გასცრა... გაახსენდა ერთხელ კოტემ და მან გოგონა გადაარჩინეს მოძალადეებისგან, სახლამდე მიაცილეს და როცა უკან ბრუნდებოდნენ კოტემ უთხრა -გოგონა ყველაზე სუსტია გი! იცი რა ბედნიერება გვაჩუქა უფალმა მათი სახით? ოდესღაც დედაც ასეთი ახალგაზრდა იყო. მერე გეყოლება შენი ფერია, რომელიც ასეთივე ლამაზი იქნება და წარმოიდგინე ვიღაც არაკაცი, რომ წამიბილწავს მოვკლავ გესმის? მნიშვნელობა არ აქვს გი შენი ფერია იქნება ჩემი თუ სხვისი. როცა ხვდები, რომ ის შენი არაა სხვას არ უნდა წაართვა.ეს ყველაზე დიდი ლაჩრობა და სიმხდალეა. გოგონას რა უნდა მოსთხოვო თანაც თუ უდანაშაულოა? ძმის სიტყვების გახსენებიათანავე მიას ოთახში შევარდა -წადი! მია გაოცებული უყირებდა ჩაწითლებული თვალებით -წადი გესმის წადი გიშვებ? -ვერაფერს ვხვდები -მარტო ის იცოდე, რომ ამის მერე მე ვეღარ მნახავ ვითომ ეს ორი დღე დიდი კოშმარი იყო მეტი არაფერი. წადი პატარა ფერია და მაპატიე. ოთახი დატოვა მახარაძემ მია კი იქვე იდგა გაოცებული და მის ყოველ სიტყვას ხარშავდა. -ქალბატონო მია! მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა -გისმენთ -წავედით? -დიახ უკან გაჰყვა ირაკლის და მალევე დაიძრა მანქანაც. მიდიოდა მანქანა და უკან ტოვებდა წყნეთს. წვიმდაა... მანქანის მინიდან ლამპიონის შუქები ფრანებს ჰგავდნენ, რომლებიც ღამე დაფრინავენ ან უფრო ვარსკვლავებს. მია ფიქრობდა... ფიქრობდა გუშინდელზე დღევანდელსა და ხვალინდელზე. ერთი წამითაც კი ვერ მიხვდა რა უნდოდა მას ვისი სახელიც კი არ იცოდა. ----- 2018 წლის 23 მაისი იდგა. თბილისში საშინელი ჭექა-ქუხილი აყრუებდა ყ ელაფერს. წვიმდა გადაუღებლად.. ქუჩებში თითქმის არავინ იყო მხოლოდ რამდენიმე ბარიღა თუ იყო ღია. -აღარ გელოდი -ხო ვიცი არც ისე ხშირად დავდივარ ხოლმე ეგეთ ადგილებში -დაკავებული ხარ? -არაა უბრალოდ ცოტახანს ვისვენებ -ხო რავი ცუდად დაიკარგე. -არა უბრალოდ სწორ გადაწყვეტილებას ვეძებ -გიგა? -რა? -დღეს ელენა გათხოდა. გულში რაღაც ჩასწყდა გაახსენდა კოტიკო, რომ მიდიოდა ყოველ ღამე ელენა ავალიანის სახლთან და უცქერდა ფანჯრიდან. რამდენჯერ დახვედრია თეატრის წინ და უთქვამს იცოდე მაგ ტიპთან თუ ოდესმე დაგინახავ კიდე მოგკლავო. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა შეუშინებია. ერთხელ, რომ მოიტაცა მთელ თბილისს ესმოდა ელენას კივილი და მახარაძის გულწრფელი სიცილი. -არაუშავს! ისე უბრალოდ ამოუშვა ეს სიტყვები და ბარი დატოვა. ---- ხანდახან მეტად გტკივა მოგონება ვიდრე აწმყო. აწმყო გამოსწორდება წარსული კი არა! ---- -ძიძა დედა სადაა? -მისაღებშია! ნერვიულობს გი შენზე -მივალ ვნახავ გაუღიმა და დედასთან შევიდა. ქალბატონ მირამდას თავი არც კი აუწევია ესევე საუბარი დაიწყო -ჯერ არაფერი გამიგია ცუდი ე.ი ჩემი შვილი ჭკვიანია. იმედია სიკვდილს სიკვდილითვე არ უპასუხებ! მე ჩემი კალთის ქვეშ გაგზარდეთ ორივე კოტიკოც და შენც გი. კოტე დავკარგე ახლა შენ დამრჩი ვერ ავიტან გესმის? შენ თუ ციხეში ჩაჯდები დედას გული მოუკვდება. ჩათვალე, რომ გეგეშიძის მკვლელობით საკუთარ დედასაც მოკლავ. უფალი მიუზღვავს ყველას თავისას. ჩვენ გვეჩქარება მას კი არა. დაასრულა თუ არა სიტყვა სავარძლიდან წამოდგა და ოთახი დატოვა. ---- რაღაც ძალიან ცუდს უმზადებდა თბილისი თბილისელებს... დღეს უკვე გაზაფხულის ბოლო დღე 31 მაისი იდგა, როცა ახალი ამბავი გაიგეს ამბობდნენ სანდრო გეგეშიძე თავისივე მანქანაში დაცხრილესო. ფაქტი და ეჭვმიტანილი ერთი იყო... --- ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე, რომ ბანალურობა ყველაზე დიდი სისულელეა მოთხრობაში. ალბათ ყველას წარმოგედგინათ მოთხრობა სადაც გიგა შეირთავდა მიას ცოლად მერე შეუყვარდებოდა და ვსო ჰეფი ენდით დასრულდებოდა. მაგრამ არაა! იმედია მოგეწონებათ. შემიფასეთ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.