შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეთექვსმეტე თავი (28)


14-06-2018, 07:44
ავტორი fireending
ნანახია 1 949

-რას უნდა ვუმადლოდეთ შენი აქ ხილვის ბედნიერებას?_ნახევრად დამცინავად,თუმცა მაინც თბილი ტონით ჰკითხა სანდრომ
-დღეიდან აქ ვიმუშავებ_უპასუხა ნიამ
-მართლა?...მიხარია
-ვხედავ_ნახევრად დამცინავად უპასუხა გოგონამაც
-არა...მართლა_მასთან ახლოს მივიდა და ხმდაბალა უთხრა
ნიას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და სანდროს შეხედა.
-ნიას სამსახური მე შევთავაზე_საუბარში ჩაერია დათო-ძალიან მიხარია,რომ დგვთანხმდა
-მეც მიხარია,რომ აქ ყოფნის საშუალება მომეცა.
-ნია,ჩემო კარგო,გამიხარდება თუ ამ საღამოს გვესტუმრები.დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს_შესთავაზა სოფიამ
-რა კარგი აზრია_მხარი აუბა დათომაც
-სიამოვნებით მოვალ_გაუხარდა გოგონას
-ჰოდა ძალიან კარგი_გაეღიმა სოფიას-აბა,საღამომდე
-საღამომდე სოფი
სოფიამ სესილისთან ერთად დატოვა საავადმყოფო.სესილი მთელი გზა ჩუმად იჯდა მანქანაში,გონებაში მხოლოდ ნია და სანდრო უტრიალებდა.ცდილობდა არ ეფიქრა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.ვერ ივიწყებდა,თუ როგორ უყურებდნენ ისინი ერთმანეთს,ყველაზე მეტად კი ის აფორიაქებდა,რომ განუწყვეტლივ მათზე ფიქრობდა.საკუთარ თავთანაც უჭირდა იმის აღიარება,რომ ეს ყველაფერი ადარდება.რატომ?ამაზე დაფიქრებისაც კი ეშინოდა.აქამდე ცდილობდა ყოველი ახალი გრძნობის პატარა ნაპერწკალიც კი სამუდამოდ გაექრო და ძირფესვიანად ამოეღო გულიდან,მაგრამ ახლა უკვე ალად ქცეულიყვნენ და მასთან ბრძოლა უფრო ძნელი იყო,რადგან ტკივილიც უფრო ძლიერდებოდა.
სრულ გაურკვევლობაში და ქაოსში აღმოჩნდა.ვერ არკვევდა საკუთარ თავს ადანაშაულებდა თუ სანდროს.მაგრამ დანაშაულის აშკარა გრძნობა უწვავდა გულს და გონებას.ლევანის შემდეგ სრული სიცარიელე იყო,რომელმაც ცხოვრების ხალისი დააკარგვინა.სანდროს გამოჩენის შემდეგ კი ვერც მიხვდა ისე დაიწყო სიცარიელემ შევსება,თუმცა როცა მარტო რჩებოდა საკუთარ ფიქრებთან,ვერც მაშინ ბედავდა ამაზე ფიქრს,არასწორად მიაჩნდა და ახალ ამ აზრზე იდგა მყარად,მაშინ რატომ აფორიაქდა ასე ნიას გამოჩენის შემდეგ,როდესაც სანდროს რეაქცია დაინახა?ამ კითხვაზე პასუხი იცოდა,მაგრამ ეშინოდა აღიარების.ცდილობდა ფიქრი შეეწყვიტა,ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.თავი აწია და ფანჯარაში გაიხედა,თითქმის სახლს უახლოვდებოდნენ.შემოდგომის დასაწყისი იყო,თუმცა უკვე ოქროსფრად იყო შეღებილი ქუჩა.შემოდგომა უყვარდა,ჯადოსნურ სეზონს ეძახდა,ხშირად სეირნობდა ბავშვობაში და ახლაც მოაგონდა ის ხმა,რომელსაც გამხმარი ფოთოლი გამოსცემს,როდესაც ფეხს დაადგამ.ამან ცოტათი გაართო და ყურადღებაც სხვა რამეზე გადაატანინა.
-სესილი,კარგად ხარ?_ფიქრებიდან გამოარკვია სოფიას ხმამ
-ჰო...კი,ცუდად რატომ უნდა ვიყო_შეეცადა გაეღიმა
-ჩაფიქრებული და ცოტა მოწყენილი ჩანხარ
-არაფერია,მართლა კარგად ვარ_უპასუხა გოგონამ
-ძალიან კარგი,თუ ასეა.თუ რამე გაწუხებს,ხომ იცი შეგიძლია მითხრა.
-ვიცი_გაუღიმა სოფიას და ხელი ხელზე დაადო.
-აი სახლშიც მივედით_თქვა ქალმა და მანქანა ეზოში შეიყვანა.შემდეგ კი სესილისთან ერთად სახლში შევიდა.
-დავიღალე,ბოლო დროს ადვილად ვიღლები _თქვა ქალმა,სავარძელში ჩაჯდა და სასურგეს მიეყრდნო.
-შენ მდგომარეობაში ნორმალურია_უპასუხა სესილიმ და მუცელზე მოეფერა-იცი ზუსტად როდისთვის ელოდები?_ჰკითხა გოგონამ
-ალბათ იანვრის დასაწყისში_თქვა სოფიამ და მისმა სახემ ნაღვლიანი გამომეტყველება მიიღო-სწორედ იანვარში გაჩნდა ჩემი ბიჭი და ..._წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო,ცრემლებმა თვალებიგაუვსეს.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება_ცრემლები თავისი ხელით მოწმინდა
სოფიას გაეღიმა
-ძალიან მინდა მალე გავიდეს დრო და ბავშვი გაჩნდეს.იცი,ზოგჯერ არც კი მჯერა,როდესაც ჩემს მუცელს ვუყურებ,რომელშიც ახალი სიცოცხლე იზრდება
-ალბათ საოცარი გრძნობაა_უთხრა სესილიმ და მუცელზე მოეფერა
-ნამდვილად_გაეღიმა სოფიას-ჰო მართლა,გავალ სამზარეულოში და ნაირას გავაფრთხილებ რომ დღეს განსაკუთრებული ვახშამი გვექნება,თანაც მე თვითონ მინდა მოვამზადო,ძალიან მიხარია ნია რომ ჩამოვიდა_გახარებული ლაპარაკობდა სოფია,შემდეგ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დააპირა წასვლა
-სოფია,მეც დაგეხმარები_ფეხზე წამოდგა სესილიც
-არ მინდა შეგაწუხო
-რას ამბობ,სულაც არ ვწუხდები,სიამოვნებით დაგეხმარები
-დიდი მადლობა.
სამზარეულოში შევიდნენ და ვახშმის მომზადებას შეუდგნენ.სესილი ისევ ფიქრებმა ჩაითრია,უყურებდა მომღიმარ სოფიას და აშკარა იყო,რომ ნია ამ ოჯახისთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო.აინტერესებდა რა კავშირი ჰქონდა მათთან და განსაკუთრებით კი სანდროსთან,თუმცა შეკითხვის ერიდებოდა.
ღრმად ამოიოხრა,გააცნობიერა,რომ ისევ ამ თემაზე ფიქრობდა და თავს ვერაფერს უხერხებდა.ფიქრებში გართულმა სოფიას ხმა ვერ გაიგო.
-სესი,რა გჭირს
-რამე მითხარი?_გამოფხიზლდა გოგონა
-ჰო,მინდოდა ქვაბი ჩამოგეღო
-ახლავე_უპასუხა და ქვაბი მიაწოდა
ქალმა გამოართვა,მაგიდაზე დადგა და გოგონას მიუბრუნდა.
-რაღაც გჭირს და არ მეუბნები
-არა,სოფია,მართლა არაფერია თორემ გეტყოდი.არც არაფერი ხდება
-ბოლო დროს სევდიანი ხარ და არ მომწონს_სახეზე მოეფერა გოგონას
-მართლა კარგად ვარ
-კარგი რახან ასე ამბობ დაგიჯერებ.ჰო მართლა სულ დამავიწყდა,სალომესაც ვეტყვი,რომ დღეს ლუკასთან და ანდრიასთან ერთად მოვიდნენ,მათაც ძალიან გაუხარდებათ ნიას ნახვა,რაც სანდრო და ნია განქორწინდნენ მის მერე აღარ უნახავთ ერთმანეთი_თქვა ქალმა და ტელეფონი აიღო
-განქორწინდნენ?სანდროს ცოლი ჰყავდა?_გაუკვირდა სესილის
-ჰო,მხოლოდ ორი წელი იყვნენ ერთად,ამერიკაში,სამედიცინო კოლეჯში გაიცნეს ერთმანეთი,ნია სანდროზე უმცროსია,შენი ტოლია თითქმის.
-ცოლი_თავისთვის ჩუმად თქვა
-რა?_ჰკითხა სოფიამ
-არა,არაფერი.უბრალოდ გამიკვირდა.სანდროს არასდროს უხსენებია,რომ დაქორწინებული იყო.
-ჰო,არ უყვარს ამ ამბის გახსენება.
-რატომ?
-იმიტომ რომ,სანდრომ ნიასთან დაშორება ძალიან განიცადა და ყველაფრის დავიწყებას დღემდე ცდილობს.ამაზე არასდროს გველაპარაკება,მაგრამ ვიცი,რომ დღემდე განიცდის.ნიას ნივთები დღემდე შენახული აქვს.ყველაფერი რაც მას უკავშირდება ისევ მასთანაა.მეც ვცდილობ,რომ ამ თემაზე არაფერი ვუთხრა და გული არ ვატკინო,თუმცა ნია მიყვარს,ჩემთვის შვილივითაა.მის ოჯახთანაც ვმეგობრობთ.
-ცუდია,რომ დაშორდნენ._თქვა სესილიმ
-ჰო,ნამდვილად,მაგრამ ალბათ სხვა გზა არ იყო._ნაღვლიანი ხმით თქვა სოფიამ-თუმცა აღარ მინდა ცუდი ამბების გახსენება,ძალიან მიხარია ,რომ ნია აქ არის,შენც მოგეწონება,ძალიან საყვარელია
-ჰო_მოკლედ უპასუხა სესილიმ თუმცა გულის სიღრმეში თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი თავის.
სანდროზე ბრაზობდა,რომ ცოლი აქამდე არ უხსენებია,მაგრამ რატომ ,აი ამას კი საკუთარ თავს ვერ უხსნიდა.იცოდა,რომ არ უნდა გაბრაზებულიყო,მაგრამ მაინც ბრაზობდა.ფიქრებში საკუთარ თავს ლანძღავდა და სულელს უწოდებდა,სხვა რამეზე ცდილობდა გადაეტანა ყურადღება,თუმცა უშედეგოდ.გონებაში სანდრო და ნია უტრიალებდა.ძალიან უნდოდა არ ედარდა ამაზე.თავიდანვე ცდილობდა ფიქრშიც კი არ დაეშვა ის რომ შესაძლებელი იყო მას და სანდროს შორის რამე მომხდარიყო.მასთან მხოლოდ მეგობრობა შეეძლო და ამას მკაფიოდ აგრძნობინებდა კიდეც,სწორედ თვითონ,სესილი იყო ,ვინც ცდილობდა კედლის აშენებას და ყველა გზის ჩაკეტვას და ახლა,როდესაც სანდროს ყოფილი ცოლი გამოჩნდა მიხვდა,რომ ეს კედელიც მოჩვენებითი იყო,საკუთარ თავს ატყუებდა მხოლოდ.
-დათო მოვიდა_გახარებულმა თქვა სოფიამ და შემოსასვლელისკენ წავიდა
გოგონა ფიქრებიდან გამოერკვა,დანა გვერდზე გადადო და სოფიას გაყვა.
-რა კარგია ადრე რომ მოხვედი_თქვა გახარებულმა და ქმარს აკოცა-მოიცა,მარტო ხარ ?სანდრო და ნია სად არიან?
-მოგვიანებით მოვლენ ერთად_უპასუხა დათომ
-კარგი,ერთი სული მაქვს როდის მოვლიან_ჰო მართლა არ გშია? ძალიან გემრიელი კერძები გვაქვს,მე და სესიმ მოვამზადეთ.
-ანუ ასეთი კარგი სურნელი ამიტომაა სახლში_გაეღიმა დათოს-დიდი სიამოვნებით გავსინჯავ.
-სოფი,თუ არ გეწყინება ოთახში ავალ ცოტა ხნით კარგი?
-კარგი სესი,დაისვენე_თბილად უპასუხა ქალმა.
ოთახში შევიდა და კარი დახურა.საწოლზე ჩამოჯდა.უნებურად ცრემლი მოერია.თვალები სასწრაფოდ შეიმშრალა და საკუთარ თავზე ისევ გაბრაზდა.
-რა სულელივით იქცევი_ჩაილაპარაკა თავისთვის
გადაწყვიტა ცოტა დაესვენა ნიას და სანდროს მოსვლამდე.საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა.
მოულოდნელად კაშკაშა სინათლემ მოჭრა თვალი,ირგვლივ ყველაფერი ნათელი იყო.გაკვირვებული წამოდგა.მისკენ მომავალ სილუეტს მოკრა თვალი,ვიღაც უახლოვდებოდა.სინათლე ჯერ კიდევ თვალს ჭრიდა და უჭირდა გაეგო ვინ მოდიოდა მისკენ
-სესილი_მოესმა ნაცნობი ხმა და გულმაც უფრო ჩქარა დაიწყო ცემა.გაშეშდა და თვალები დახუჭა.იგრძნო მისი მოახლოება.ისევე გრძნობდა ყველაფერს,როგორც ადრე,როცა ცოცხალი იყო.მიხვდა რომ სიზმარში იყო და გაღვიძება არ უნდოდა.თვალი გაახილა და ნაცნობ თვალებს წააწყდა,რომლებიც ისევ ისე,ძველებურად სიყვარულით უყურებდნენ,ლოყაზე ზელი მოკიდა.
-მენატრები_მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და მას ჩაეხუტა.
-მინდა ბედნიერი იყო_უპასუხა და აკოცა
-შენთან მინდა
ის მხოლოდ იღიმოდა.შემდეგ უკან გაბრუნდა,რომ კაშკაშა სინათლის ნაწილი გამხდარიყო,სესილი კი ხელს არ უშვებდა.ლევანი მობრუნდა,გოგონას თმაზე მოეფერა,შემდეგ კი ხელი მარცხენა მხარეს გულთან დაადო.
-აქ ვარ ,შენთან.მე შენ მიყვარხარ_ეს უთხრა და ისევ სინათლისკენ განაგრძო სვლა
-ლევან,გაჩერდი..._ატირებული ხმით ეხვეწებოდა სესილი და მისკენ გაქცევას ცდილობდა,თუმცა ფეხები არ ემორჩილებოდა,ვერ მოძრაობდა,დაყვირებას ცდილობდა და ხმა უწყდებოდა.
გამოფხიზლდა.საწოლზე წამოჯდა და ცრემლისგან დასველებული სახე შეიმშრალა.ყელი გამშრალი ჰქონდა და საშინლად წყუროდა.ფეხზე წამოდგა და წყალი დაისხა,შემდეგ ფარდა გადაწია.უკვე საღამო იყო.გადაწყვიტა თავი მოეწესრიგებინა და ქვემოთ ჩასულიყო.
კიბეზე ნელი ნაბიჯებით ჩადიოდა.სასტუმრო ოთახიდან მხიარული საუბარი შემოესმა.ყოყმანობდა შესულიყო თუ არა,ბოლოდსაბოლოს აქ ხომ არ იდგებოდა,გადაწყვიტა შესულიყო.ყველანი იქ ისხდნენ,ლუკა,სალომე ანდრია და ნიაც მოსულები იყვნენ უკვე.სოფიას გაუხარდა მისი დანახვა.
-მოდი სესი,უკვე გაიღვიძე?
-ჰო...გამარჯობა _მიესალმა მათ
-გამარჯობა_გაუღიმა გოგონამ და ადგილი შესთავაზა.სესილი მის გვერდით ჩამოჯდა
-ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძეთ_უთხრა გოგონას დათომ
-კარგია ,რომ შემოგვიერთდი,სწორედ ახლა გახსენებდით_თქვა სანდრომ
-მართლა?_ჰკითხა სესილიმ
-ჰო_უპასუხა ნიამ-სანდროს ვეუბნებოდი,რომ ძალიან კარგად მღერი,თქვენი ჯგუფის ჩანაწერებს მოვუსმინე ადრე და ძალიან მომეწონა.
-მიხარია თუ ასეა_გაეღიმა სესილის და ძველი დრო გაახსენდა,შემდეგ ისევ სიზმარზე დაიწყო ფიქრი და გულზე დარდი შემოაწვა.
-ჰო,მუსიკაზე გამახსენდა._ჰკითხა დათომ ნიას-მამაშენი როდის ჩამოვა?
-ალბათ ორ თვეში,ხომ იცი ტურნეშია თავის ბენდთან ერთად_უპასუხა გოგონამ
-ტურნეში?მამათქვენი მუსიკოსია?ჰკითხა სესილიმ
-კი,დედაჩემიც_უპასუხა ნიამ
-სხვათაშორის ნიას მამა ძალიან მაგარი მუსიკოსია_საუბარში ჩაერთო ლუკა_გაგონილი გექნება მისი სახელი,თორნიკე მესხი
-სერიოზულად?_გაუკვირდა სესილის-რა მაგარია,ძალიან მიყვარს,ბავშვობიდან ვუსმენ მის ბენდს
ნიას გაეღიმა.მამა ძალიან უყვარდა და ყოველთვის ამაყობდა მისით,ახლაც ძალიან უხაროდა,როდესაც მასზე და მის შემოქმედებაზე სიყვარულით ლაპარაკობდნენ.
-თორნიკე და დათო ბავშვობიდან მეგობრობენ_თქვა ანდრიამ
-ჰო,სკოლაშიც ერთად დავდიოდით,ერთ მერხთან ვიჯექით.მისი ოჯახიც ამერიკაში იყო წამოსული.იქ კი ხომ იცით,ქართველები ცდილობენ ერთად იყვნენ.
-დათო,მამა ხშირად გახსენებს.სკოლის ბენდში ერთად რომ უკრავდით ისიც მითხრა
-ჰო,მართალია_გაეღიმა დათოს,როდესაც ბავშვობა მოაგონდა.
-არ ვიცოდი თუ უკრავდი_გაუკვირდა სესილის.-რა ინსტრუმენტზე უკრავდი?_ჰკითხა მან
-გიტარაზე_უპასუხა გოგონას-მართლაც კარგი დრო იყო.ძალიან მინდა თორნიკეს ნახვა,როცა ჩამოვა აუცილებლად დავპატიჟებ.
სესილი მათთან საუბარში გაერთო,ცუდმა განწყობამაც გაუარა,ნია თანდათან უფრო და უფრო მოეწონა,მითუმეტეს,როდესაც აღმოაჩინა რომ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ჰქონდათ.თანაც აღმოჩნდა,რომ ნიას მამა მისი საყვარელი მუსიკოსია.
-მგონი ჩემი წასვლის დროა_ფეხზე წამოდგა ნია
-რა?ასე მალე?კარგი რა_გული დაწყდა სოფიას
-მალე გნახავ ისევ.ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა
-იქნებ ამაღამ მაინც დარჩე_შესთავაზა დათომ
-გთხოვ_მხარი აუბა დათოს სოფიამაც-დარჩი,რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
-კარგი_გაეღიმა ნიას
ის სოფიასგან და დათოსგან ყოველთვის დიდ სიყვარულს გრძნობდა,ისინი ნიაზე ,ისე ზრუნავდნენ,როგორც საკუთარ შვილზე და მასაც ძალიან უყვარდა ისინი.მათთან თავს მშვიდად გრძნობდა.
ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ და საუბრობდნენ,სანამ ძილი არ მოერიათ.ნიაც თავისი ოთახისკენ წავიდა.
-ტკბილი ძილი_მოესმა სანდროს ხმა
-შენც_უპასუხა და ოთახში შესვლა დააპირა,მაგრამ სანდრომ ხელი მოკიდა
-ერთ დროს,ერთ საძინებელში გვეძინა და ახლა..._სევდანარევი ხმით წარმოთქვა მან
-სანდრო
-მომენატრე_ჩურჩულით უთხრა,მათი სახეები კი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.
-არ გინდა_სახე აარიდა მამაკაცს და მისი მკლავებიდან გათავისუფლება სცადა,მაგრამ უშედეგოდ.ბრძოლა შეწყვიტა და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო,ეს იყო მონატრებული ვნებიანი კოცნა,რომელიც იმ მომენტში ორივეს სურდა,მაგრამ არცერთი აღიარებდა
-საკმარისია,ყველაფერი დამთავრდა და ასე უნდა დარჩეს._თქვა ნიამ და მამაკაცის მკლავებიდან თავი დაიხსნა.
-ასე ადვილია შენთვის?
-საკმარისია,გთხოვ,არ გვინდა წარსულის გახსენება
-არც დამვიწყებია,შენი დაბრუნებით კიდევ უფრო მივუახლოვდი ძველ დროს.
-დამთავრდა ყველაფერი_ხმაჩამწყდარმა თქვა
სანდრომ წელზე მოხვია ხელი და მისკენ მიიზიდა
-და მაშინ რატომ თრთის შენი სხეული,როდესაც გეხები?თვალსაც მარიდებ
-მე...გამიშვი,გთხოვ თორემ...მეც _სათქმელი შუაზე გაწყვიტა
-აღიარე,რომ შენც იგივეს გრძნობ,აღიარე_ყელზე აკოცა ნიას და მისი სხეული სულ უფრო ახლოს მიიკრა.
-ჯანდაბა_წარმოთქვა ნიამ და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა.
მიხვდა,რომ სანდრო მართალი იყო,ვნება კი იმდენად ძლიერი,რომ წინააღმდეგობის გაწევა არცერთს შეეძლო,თანაც ალკოჰოლმა მეტი გამბედაობა შემატა ორივეს.გოგონა ხელში აიყვანა ,ოთახში შევიდნენ და კარი დახურეს.ვნებისგან გონებადაკარგული ეალერსებოდნენ ერთმანეთს,მათი შიშველი სხეულები კი ერთმანეთს ეკვროდა.ეს ორივესთვის ბედნიერების და სიამოვნების წუთები იყო,რომელსაც ასე გაურბოდნენ ამ წლების განმავლობაში,ახლა კი ყველაფერმა მთელი ძალით იფეთქა და შეუძლებელი გახდა წინააღმდეგობის გაწევა.
...
თითქმის გათენებული იყო.ნია რაღაც სიმძიმის შეგრძნებამ გააღვიძა,თვალები გაახილა და კისერზე მამაკაცის მკლავს მოკრა თვალი,გვერდზე გადაბრინდა და სანდროს შეხედა.გაახსენდა წუხანდელი ღამე და უხერხულად იგრძნო თავი.
-სანდრო გაიღვიძე,სანდრო_ოდნავ შეარხია
თავიდან რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდზე გადაბრუნდა.თუმცა შემდეგ ნელ-ნელა გამოფხიზლდა და ნიას დანახვაზე გაკვირვებული თვალებით იხედებოდა,თუმცა შემდეგ მასაც გაახსენდა რაც მოხდა და წამითაც არ უგრძვნია სინანული.ნიას გაუღიმა და მისკენ საკოცნელად წავიდა,თუმცა გოგონამ სახე აარიდა.
-სანდრო,უნდა გახვიდე,სანამ ვინმე დაგვინახავს.
-კარგი რა_ჩაიბუზღუნდა და გოგონას შიშველ წელს მოხვია ხელი-მინდა შენთან ყოფნით დავტკბე.უთხრა და ყელზე ნაზად მოეფერა,შემდეგ კი მის ტუჩებს დაეწაფა.ნიამ ხელები მჭიდროდ მოხვია,შიშველი ფეხი კი წელზე შემოადო და ყელზე ნაზად აკოცა.
...
სანდრო ოთახიდან გამოვიდა,გამოსვლის წინ კი ნიას რამდენჯერმე აკოცა,შემდეგ კი საბანშემოხვეული წავიდა მისი ოთახისკენ,მხოლოდ მაშინღა შეამჩნია დერეფანში მდგარი სესილი.გოგონამ დაინახა,როგორც გამოვიდა ნიას ოთახიდან.ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ,ორივემ უხერხულობა იგრძნო,გოგონა ოთახში შებრუნდა და კარი ჩაკეტა.სანდრო კი ცოტა ხანს დერეფანში იდგა.გულის ტკივილი იგრძნო,გრძნობდა,რომ რაღაც რიგზე არ იყო,სინდისის ქენჯნასაც ვერაფერს უხერხებდა.
სესილი კი ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა,თავი სულელად იგრძნო,საკუთარ თავს გაუბრაზდა,რადგან სანდროს დანახვაზე დაიბნა.მერე რა,მისი ცოლი იყო და რა მოხდა თუ ერთად იყვნენ,უხსნიდა ფიქრებში საკუთარ თავს,ფიქრობდა,რომ მასზე გაბრაზების უფლება არ ჰქონდა.ბოლო დროს თითქოს ერთმანეთს დაუახლოვდნენ და სიცარიელე რომელიც მის ცხოვრებაში იყო თანდათან ივსებოდა იმ იმედით,რომელიც სანდროს გამოჩენამ მოუტანა,შემდეგ კი ნია გამოცნდა და იძულებული გახდა რეალობისთვის ჩაეხედა თვალებში,ასეც უნდა მომხდარიყო.შემდეგ ისევ სიზმარზე დაიწყო ფიქრი.ბოლო დროს მის ცხოვრებაში ყველაფერი აირია,ლევანის დაკარგვამ სულ გამოფიტა და დააცარიელა მისი ცხოვრება,სანდროსთან ურთიერთობით კი ამ სიცარიელის შევსებას ცდილობდა,ის მისთვის საყრდენად იქცა,თუმცა ხვდებოდა,რომ მართალი არ იყო სანდროს მიმართ,რადგან მხოლოდ იმის გამო,რომ თავს მარტო გრძნობდა არ უნდა დაეწყო ურთიერთობა და არც რამის იმედი უნდა ჰქონოდა,მხოლოდ მეგობრობა შეიძლებოდა,ნიას გამოჩენამ ეს აზრი უფრო განუმტკიცა.ძნელი იყო ამ ყველაფრის გადახარშვა,მაგრამ ხვდებოდა,რომ ასე უკეთესი იყო მისთვისაც და სანდროსთვისაც.სესილიმ არ იცოდა თუ როდის გაქრებოდა ეს არეულობა მის ცხოვრებაში,ამიტომ ცოტა ხანს თუ მარტო იქნებოდა უფრო უკეთესი იყო.
...
საუზმეზე ყველანი ერთად შეიკრიბნენ.სანდრო და სესილი რა თქმა უნდა თვალს არიდებდნენ ერთმანეთს,ორივეს უხერხულობის გრძნობა ღრღნიდა.ჩაფიქრებულები ისხდნენ მაგიდასთან.
ყველანი დათოს ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.მამაკაცმა შეტყობინება გახსნა და სახე შეეცვალა.
-რა მოხდა?_შეშფოთდა სოფია
-არაფერი,ნუ ღელავ,ახლა რაღაც ნდა გავაკეთო,მაგრამ მინდა დამპირდე,რომ არ ინერვიულებ_უთხრა ქალს
-დათო,მაშინებ
-მამა,რა მოხდა?_ჰკითხა სანდრომ
-ახლავე გაიგებთ.ნაირა სადაა?_იკითხა მან
-ეზოში იყო მგონი_უპასუხა სოფიამ
-კარგი,დატკბეს სუფთა ჰაერით სანამ შეუძლია,ჩაეცინა
-ვერაფერი გავიგე._თქვა სოფიამ
ეზოდან პოლიციის მანქანის ხმა მოისმა.ყველანი გარეთ გავიდნენ,პოლიციელებს ნაირასთვის ხელბორკილი ჰქონდათ დადებული.ქალი გამწარებული ყვიროდა.პოლიციელების გვერდით კი ზურა იდგა,სოფიას გაუხარდა და თან გაუკვირდა მისი დანახვა
-აქ რა ხდება_იკითხა სოფიამ
-ნაირა თუ რა სახელი დაგიძახო-დაცინვით მიმართა დათომ ქალს-იქნებ ჩემ მეუღლეს თვითონ აუხსნა ყველაფერი
-წადი შენი_დაუყვირა ქალმა
პოლიციელებმა ის მანქანაში ჩააგდეს.
სოფიამ თავბრუსხვევა იგრძნო,ნიამ სასწრაფოდ სკამი მიუტანა და დააჯინა.
-კარგი,მე თვითონ აგიხსნით.დათო მანქანაში მჯდომ ქალს მიუახლოვდა და ზიზრით შეხედა.
-ამ ქალს სულელები ვეგონეთ,იმდენად სულელები,რომ ეგონა ვერაფერს მივხვდებოდით._ხმას აუწია მამაკაცმა და ზიზღი მის ხმაში უფრო აშკარა გახდა.-ნაირა თუ იქნებ თამილა დაგიძახო?შენი ნამდვილი სახელი.ჰოო ჩვენ ოჯახში შემოიპარა,რომ გავენადგურებინეთ,თან იფიქრა,რომ ამას ვერ მივხვდებოდი და უფლებას მივცემდი ზიანი მოეყენებინა ჩვენთვის.სოფია_მეუღლესთან მივიდა მამაკაცი-ეს ქალია სწორედ,ვინც შენ იმ ფოტოებს გიგზავნიდა და შენ განერვიულებას ცდილობდა.ყალბი სახელით შემოვიდა ჩვენ ოჯახში,თითქოს მსახური იყო
-კი,მაგრამ ეს მართალია?გახედა ქალს
ქალმა გესლიანად გაიცინა
-რატომ?რატომ?ეს რატომ გააკეთე?რა დაგიშავე?
-შე ძუკნა_დაიყვირა ქალმა-შენ გამო შვილი მომიკვდა,მე ლაშას დედა ვარ შენი ქმრის,ლაშა მოკვდა,შენ კიდევ ბედნიერად ცხოვრება განაგრძე,გეგონა ამის უფლებას მოგცემდი?_ყვიროდა გამწარებული
სოფია გაოგნებული იდგა,გული ძალიან ჩქარა უცემდა
-მკვლელოო,შენ შვილი მომიკალი
-მოკეტე _დაუყვირა დათომ.
-ეს ქალი აქედან წაათრიეთ და იმედი მაქვს მკაცრად დაისჯება_ზიზღით თქვა ზურამ.
პოლიციელებმა ქალი წაიყვანეს,სოფია კი სკამზე ჩამოჯდა,სახეზე ხელები აიფარა და ანერვიულებული ატირდა.ყველა მის დამშვიდებას ცდილობდა.სესილიმ წყალი გამოუტანა,ქალმა ცოტა მოსვა.
-არაფერი მესმის.ეს როგორ მოხდა...
სოფიას ისევ ყურებში ჩაესმოდა იმ ქალის ყვირილი,როგორ უწოდებდა მკვლელს.
-დათო,შენ როგორღა გაიგე რომ თაღლითი იყო?
-დამშვიდდი,ყველაფერს მოგიყვებით_უთხრა ზურამ და თავზე მოეფერსა ქალს.
-ზურას თავიდანვე აერ მოუვიდა თვალში ეგ ქალი.ამბობდა,რომ ეცნობოდა საიდანღაც_თქვა დათომ
-ჰო,შემდეგ კი გავიხსენე,მაშინ საფრანგეთში ვნახე,როდესაც შენ იმშობიარე.იქაც იმიტომ დავბრუნდი,მასზე რაღაცეები გავაკრკვიე.ყალბი საბუთებით ჩამოვიდა საქართველოში,მუქარის წერილებსაც ის აგზავნიდა.
-ცდილობდა,რომ გავემწარებინეთ და შური ეძია,მაგრამ როგორც ხედავ არაფერი გამოუვიდა.შენ ვერავინ შეგეხება.
-მეშინია_ქმარს მოეხვია სოფია
-ნუ გეშნია.ის ქალი მოგვშორდა.ყველა გეგმა ჩავუშალეთ.სულელები ვეგონეთ_ამშვიდებდა ქალს დათო-ახლა წამოდი,უნდა დაისვენო
დათომ ქალი ოთახისკენ წაიყვანა.
-ეგ დამპალი_ზიზღით თქვა სანდრომ-ზურა რატომ არ მიტხარით?
-შვილო,არ გვინდოდა შენი აფორიაქება,ტანაც უკვე მოვიშორეთ და მის დანაშაულზეც პასუხს აგებს
-ძარღვებში სისხლი მეყინება,რომწარმოვიდგენ დედაჩემის გვერდით იყო ის საზიზღარი ქალი_თქვა მამაკაცმა
-მეც_თქვა სესილიმ-არასდროს მომწონდა ეგ ქალი და ცოტა მაშნებდა კიდეც მისი გამოხედვა.
-ნუ ღელავთ ერთი სულელი ქალია,ვერაფერს დაგვიშავებს.ავადმყოფია._თქვა ზურამ
-ჰო,მთავარია,რომ დროზე გაირკვა ყველაფერი_თქვა ნიამ
...
თითქმის მთელი კვირა გავიდა.სოფია ცოტათი დამშვიდდა.ცდილობდა ამ ამბავზე აღარ ეფიქრა.ყურადღება მის მომავალ შვილზე გადაიტანა,მაღაზიებში დადიოდა და ბევრს რამეს არჩევდა,დათოსთან ერთად ბავშვის ოთახიც მოამზადა.მის დაბადებამდე კი სულ ცოა დრო რჩებოდა.ამ სიხარულმა ყველანაირი მღელვარება გადაფარა.
სოფია ბავშვის ოთახში იჯდა და ახლად ნაყიდ ტანსაცმელებს ათვალიერებდა.რიმილით უყურებდა პატარა ქუდებს,წინდებს და წარმოიდგინა,თუ როგორ აცმევდა ის მის პატარა შვილს,უკვე გრძნობდა მის სურნელს,ერთი სული ჰქონდა გულში როდის ჩაიკრავდა.
კარზე დააკაკუნეს
-შემოდით
-დილა მშვიდობისა სოფია
-მოდი სესი_გაუღია ქალმა
-რძე მოგიტანე და ნამცხვარი,არ გისაუზმია
-მადლობა საყვარელო,უბრალოდ არ მშიოდა,ახლა კი სიამოვნებიტ მივირთმევ.დიდი მადლობა.
-შეგერგოს_გაუღიმა სესილიმ და მის გვერდით ჩამოჯდა.-რა საყვარელი ტანსაცმელებია-თქვა გოგონამ
-ჰო,ერთი სული მაქვს როდის ჩავაცმევ
-ძალიან მალე.იცი რა მეც ერთი სული მაქვს ამ პაწაწინას როდის გავიცნობ_მუცელზე მოეფერა ქალს და ბავშის მოძრაობა იგრძნო.
სესილის ბედნიერებისგან გაეღიმა
-ნახე,მომესალმა შენი პატარა_თქვა სიცილით
-ბოლო დღეებია ძალიან აქტიურობს_თქვა სოფიამ და წამოდგა უნდოდა ტანსაცმელები კარადაში შეენახა,მაგრამ გაშეშდა და მოძრაობა ვერ შეძლო.ტკივილისგან მუხლები მოეკვეთა და საწოლზე დაჯდა.
-სოფია,რა მოხდა?_შეეშინდა სესილის
-მგონი მშობიარობა დამეწყო.ძალიან მტკივა მუცელი_წამოიყვირა ქალმა
-დამშვიდდი,მოიცა ვაიმე_დაბნეული სცემდა ბოლთას ოთახში
-სესილი დამშვიდდი_ხელი მოკიდა სოფიამ თან ეცინებოდა-კი არ ვკვდები ვმშობიარობ,გთხოვ დათოს დაურეკე.
-ახლავე-თქვა გოგონამ და ტელეფონი აიღო



№1 სტუმარი სტუმარი nina

ramdeni dro gavida nu agvianeb agarc ki maxsovda .imedia male dadeb shemdeg tavs

 


№2  offline წევრი fireending

სტუმარი nina
ramdeni dro gavida nu agvianeb agarc ki maxsovda .imedia male dadeb shemdeg tavs

მადლობა ,რომ კითხულობთ.ბოდიშს ვიხდი,ამდენი მართლა არ უნდა დამეგვიანებინა,სამწუხაროდ ასე მომიწია,მაგრამ ამჯერად აღარ დავაგვიანებ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მართლა კარგად წერთ. გამართულად და ერთი სიამოვნებაა ასეთი ისტორიის კითხვა. მაგრამ, სულ ასეთი მძიმე, ტკივილნარევი სიხარული იქნება ყოველ ახალ თავში?
სანდრო მინდა გავაქრო დედამიწიდან. ნაგავი!

 


№4  offline წევრი fireending

grafo
მართლა კარგად წერთ. გამართულად და ერთი სიამოვნებაა ასეთი ისტორიის კითხვა. მაგრამ, სულ ასეთი მძიმე, ტკივილნარევი სიხარული იქნება ყოველ ახალ თავში?
სანდრო მინდა გავაქრო დედამიწიდან. ნაგავი!

მადლობთ,რომ კითხულობთ ♥ .ჯერ კიდევ დიდი ამბებია წინ.

 


№5 სტუმარი kati

Didi siamovnebit vkitxulob am istorias,magram imdenad agvianebt,rom bevri ram agar maxsovs da tavidan vkitxulob.iqneb male dadot xolme,rom gemrielad wavikitxo tavidan bolomde.

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

დიდი ცუდი ამბები თუ დიდი კარგი ამბები? :))

 


№7  offline წევრი fireending

grafo
დიდი ცუდი ამბები თუ დიდი კარგი ამბები? :))

ორივე

kati
Didi siamovnebit vkitxulob am istorias,magram imdenad agvianebt,rom bevri ram agar maxsovs da tavidan vkitxulob.iqneb male dadot xolme,rom gemrielad wavikitxo tavidan bolomde.

მადლობთ,რომ კითხულობთ.შევეცდები არ დავაგვიანო ხოლმე.

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

აღარვ კი მახსოვდა ეს ისტორია იმდენად დიდი ხანია არ დაგიდია ,სრულად მაინც დადეთ დავიტანჯე უკვე.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

წინა თავის წაკითხვა დამჭირდა რომ გამეხსენებინა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent