მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეთხუთმეტე თავი (27)
მანქანის კარი გააღო,თუმცა ყოყმანობდა გადმოსულიყო თუ არა.სესილის უნდა დალაპარაკებოდა,მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა.ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.სანდროს დანახვამ კიდევ უფრო დაარწმუნა ნაირას სიტყვებში.ნერვიულობდა,მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და მანქანიდან გადმოვიდა.მთელი გზა ფეხები უკან რჩებოდა,მაგრამ უნდა წასულიყო,აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა სესილის.ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა. -სოფია,შემოდი _წამოიძახა გახარებულმა გოგონამ.გაუხარდა და თან გაუკვირდა სოფიას დანახვა ასე ადრე. -დილა მშვიდობისა_მიესალმა ქალი და სახლში შევიდა. -დაჯექი,რას დალევ?ყავა ჩაი,იქნებ ხილის წვენი გინდა?ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი._ამბობდა გახარებული სესილი -არა,არ შეწუხდე,ცოტა ხნით შემოგიარე,მომენატრე_უპასუხა სოფიამ -რას ამბობ ,ნამდვილად არ ვწუხდები,მიხარია რომ მოხვედი. -კარგი_გაეღიმა სოფიას-ჩაის დავლევ -შენ აქ იჯექი,ახლავე მოგიმზადებ,ნუშის ნაცხვარიც მაქვს,შენ რომ გიყვარს. გოგონამ ჩაი და ნამცხვარი მოიტანა და სოფიას გვერდით ჩამოჯდა. სოფია ჭიქის ასაღებად დაიხარა და იატაკზე თვალი ღილს მოკრა,გაახსენდა,რომ ზუსტად მსგავსი ღილი ჰქონდა ჟაკეტზე სანდროს.ამ ამბავმა კიდევ უფრო გაუძლიერა ეჭვი,რომ რაღაც ხდებოდა. -ხომ კარგად ხარ?_ფიქრებიდან სესილის ხმამ გამოარკვია. -კი,უბრალოდ ჩავფიქრდი -მოწყენილი სახე გაქვს,თითქოს რაღაცაზე ღელავ.რამე მოხდა?_ჰკითხა გოგონამ -არა,არაფერი.შენზე ვღელავ,აქაც ამიტომ მოვედი -მე კარგად ვარ,მართლა.სანერვიულო არაფერია -ისე უცბად წადი ჩვენგან,რომ ვიფიქრე რამე მოხდა.წესიერად ვერც დაგელაპარაკე.იქნებ რამის თქმა გინდა და ვერ მეუბნები. სოფია ცდილობდა გოგონა აელაპარაკებინა,აინტერესებდა მართლა რამე მოხდა თუ არა მასა და სანდროს შორის.თუმცა ამაში უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა,რადგან სესილიმ დამალა,რომ სანდრო რამდენიმე წუთის წინ მასთან იყო.რა თქმა უნდა პირდაპირ ვერ კითხავდა ამაზე,მაგრამ ასე ყოფნაც არ შეეძლო.ეჭვები ტანჯავდა,უნდოდა მალე გაერკვია თუ რა მოხდა. -არა,არაფერი მომხდარა.ცუდი არაფერი,თანაც ...თუ შენი სურვილიც იქნება მინდა დავბრუნდე -მართლა?_გაუხარდა სოფიას-ძალიან კარგი იქნება.ყველას გაგვიხარდება შენი დაბრუნება. სესილის გაეღიმა.სასიამოვნო იყო მისთვის სოფიას გვერდით ყოფნა,მაგრამ დანაშაულის გრძნობა არ შორდებოდა,გულს ტკენდა ის ფაქტი,რომ სოფიასთვის რაღაცის დამალვა უწევდა.თუმცა ფიქრობდა,რომ ამის თქმა უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა.თანაც სანდროსთან საუბრის შემდეგ ცოტა დამშვიდდა,გადაწყვიტა ყველაფერი წარსულში დაეტოვებინა და დაევიწყებინა,ყველასთვის ასე სჯობდა.არ იყო საჭირო დიდი ამბავი შეექმნა. -რომ წახვედი,ძალიან დამწყდა გული,ზოგჯერ ვფიქრობდი ,რომ არ დაბრუნდებოდი.სესილი,როგორც საკუთარ შვილს ისე გიყურებ და მინდა კარგად იყო,ხომ იცი შეგიძლია მენდო და თუ რამე შეგაწუხებს მითხრა. -ძალიან მიყვარხარ სოფია,ალბათ ვერასდროს გადავიხდი იმის საფასურს რაც შენ და დათომ ჩემთვის გააკეთეთ.არ მინდა ოდესმე გული გატკინოთ სოფია ლოყაზე მოეფერა გოგონას და ჩაიხუტა.სესილი მხარზე დაეყრდნო,თვალები დახუჭა,ბედნიერი იყო მის გვერდით.აცრემლებული თვალები ჩუმად მოიწმინდა,საკუთარი დედა გაახსენდა,ქალი,რომელიც არასდროს ჩახუტებია,დედისგან არასდროს მიუღია მსგავსი სითბო,რასაც სოფიასგან იღებდა.უნდოდა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო ეს წუთი.გრძნობდა სოფიას სუნამოს სურნელს,ბედნიერი იყო,როდესაც მისი რბილი თმა ეხებოდა,მასთან ისეთ სიახლოვეს გრძნობდა,რომელიც დედასთან არასდროს უგრძვნია. -სოფია_სიჩუმე დაარღვია სესილიმ -გისმენ საყვარელო -გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი,არ წახვიდე -კარგი_გაეღიმა სოფიას-სიამოვნებით დავრჩები,მაგრამ ხვალ სახლში ერთად დავბრუნდეთ კარგი? -კარგი_უპასუხა გოგონამ -დათოს დავურეკავ და გავაგებინებ_თქვა ქალმა,ტელეფონი აიღო და დასარეკად გავიდა. ... -დილა მშვიდობისა მამა_მიესალმა დათოს სანდრო -შენ უკვე გღვიძავს?დღეს,როგორც მახსოვს არ მუშაობ -ჰო,მაგრამ ხომ იცი ადრე გაღვიძებას მიჩვეული ვარ -დილა მშვიდობისა_ოთახში შემოვიდა ნაირა -დილა მშვიდობისა_მიესალმა სანდრო დათომ მხოლოდ თავი დაუქნია,გულგრილად. -ისაუზმებთ? -მე არ მშია ჯერ,მადლობა_უპასუხა სანდრომ -მე მოვიცდი,სოფია და სესილიც მოვლიან და ერთად ვისაუზმებთ -სოფია და სესილი?_ნაირა ცდილობდა გაკვირვება დაეფარა -დიახ_მოკლედ უპასუხა დათომ და სანდროს გვერდით ჩამოჯდა-რატომ გაგიკვირდათ? -არა,არ ...არ გამიკვირდა...კარგი,მე გავალ სანდრო გახარებული იყო ამ ამბით და თან გაკვირვებულიც. -მამა,სესილი მართლა მოვა? -ჰო,გუშინ სოფია მასთან დარჩა,დღეს კი ერთად დაბრუნდებიან. -ძალიან კარგია -ჰო,მიხარია.კარგი იქნება თუ სესილი მარტო არ იქნება,ჩვენ ვართ მისი ოჯახი და ჩვენ გვერდით უნდა იყოს. -მართალი ხარ. -მგონი მოვიდნენ_თქვა დათომ,როდესაც ეზოდან მანქანის ხმა მოესმა და სანდროსთან ერთად გარეთ გავიდა. სესილი დაბრუნდა,ახლა თავს მშვიდად გრძნობდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს დაბადებიდან სოფიასთან და დათოსთან ერთად ცხოვრობდა,საკუთარ სახლშიც ი ვერ გრძნობდა სიმშვიდეს.ახლა კი თითქოს ყველაფერი უცბად დალაგდა.გახარებული იყო,რომ ისევ მათ გვერდით იცხოვრებდა,ყოველ დღე დაინახავდა მისთვის საყვარელი ადამიანების სახეს. ... თითქმის ორი კვირა გავიდა სესილის დაბრუნებიდან,ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა,თავსაც უფრო და უფრო მშვიდად გრძნობდა.აღარ ფიქრობდა ,რომ მარტო იყო ამ ქვეყნად,ამაზე ფიქრის საშუალებას არავინ აძლევდა.ყველაზე ღრმა ჭრილობაც კი აღარ არის იმდენად მტკივნეული,როდესაც გრძნობ თუ როგორ უყვარხარ შენ გვერდით მყოფ ადამიანებს,სესილისაც მხოლოდ ეს აძლებინებდა.დიდ შვებას გვრიდა ის ფაქტიც,რომ სანდროს დანახვაზე აღარ განიცდიდა უხერულობას,მეტიც დამეგობრდნენ კიდეც,სესილისადმი დადებულ პირობას პირნათლად ასრულებდა სანდრო და ცდილობდა გოგონას არასდროს ეგრძნო თავი უხერხულად.ხშირად იკრიბებოდნენ ლუკასთან და გიორგისთან ერთად.ტრაგედია,რომელიც გადაიტანეს თითოული მათგანისთვის მეტად მძიმე იყო,მაგრამ ერთად როცა იყვნენ თითქოს ტკივილიც იკლებდა,ხვდებოდნენ,რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა,მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ,რომ ცხოვრება არ დამთავრებულა.სანამ სუნთქავ და აზროვნებ არ გაქვს უფლება დანებდე. ... -დილა მშვიდობისა_მიესალმა სოფია ნაირას -დილა მშვიდობისა სოფია_გაუღმა ქალმა სოფიამ კარადა გამოაღო,ჭიქა აიღო და წყალი დალია. -წვნიანი გავაკეთე,ხომ არ მიირთმევთ? -არა ,არ მშია,მადლობთ.თანაც ცოტა მეჩქარება გამოკვლევაზე მივდივარ -მართლა?ბავშვეის სქესის გაგებასაც ხომ არ აპირებთ? -არ ვიცი,შეიძლება -ბიჭი იქნება_თქვა ქალმა -ასე ფიქრობთ? -ჰო_უპასუხა ნაირამ-ამჯერადაც -წავალ,ვნახავ სესილი თუა მზად,გამოკვლევაზე მომყვება_სოფიას არ მოეწონა ქალის ტონი,არც სიტყვა ამჯერადაც,რატომღაც ცუდად ენიშნა ეს სიტყვები,ამიტომაც ამ თემაზე საუბარი აღარ გააგრძელა -მიკვირს,რომ სესილი ისევ ამ სახლშია -რას გულისხმობთ?რა არის აქ გასაკვირი?_იკითხა გაოცებულმა -რაც მე გითხარით იმის შემდეგ... -ძალიან გთხოვთ,ამაზე საუბარი არ მინდა_თქვა ქალმა მკაცრად -ბოდიშს გიხდით -არ მინდა სესილიზე რამე ცუდი გავიგო თქვენგან ან საერთოდ ვინმესგან. სოფია სამზარეულოდან გავიდა.ნაირამ თვალი გააყოლა და დამცინავად ჩაიღიმა. ... -მართლა?კარგი ზურა თუ კიდევ რამეს გაიგებ შემატყობინე.დროებით_თქვა დათომ და ტელეფონი გათიშა -მამაჩემი იყო?_იკითხა სალომემ,რომელიც ის ის იყო შემოვიდა კაბინეტში -ჰო სალო.მოსაკითხად დაგვირეკა -სულ შენ გირეკავს,რა წესია. -ხომ არ ეჭვიანობ?_გაეცინა დათოს -ცოტათი,შენ უფრო ხშირად გელაპარაკება ვიდრე მე._თქვა ბუზღუნით-ისე, მომენატრა ძალიან და ჩამოსვლას აღარ აპირებს? -მალე ჩამოვა,რამდენიმე საქმე დარჩა მოსაგვარებელი -ჰო,იმედი მაქვს მალე ჩამოვა.ასე დიდხანს არასდროს მიდის ხოლმე. -როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. -ალბათ_უპასუხა სალომემ-კარგი მე გავალ პაციენტს ველოდები -კარგი სალო სალომე როგორც კი გავიდა დათომ ლეპტოპი გახსნა და ზურას გამოგზავნილი ფაილები დაათვალიერა.ფაილებში ნაირას ფოტოები იყო ,ასევე რამდენიმე პირადობის მოწმობა,რომელშიც ქალის ფოტოები იყო,თუმცა სხვადახვა სახელით.მამაკაცი უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო,ზურა ხშრად ეუბნებოდა,რომ ნაირა არ მოსწონდა და მასში ეჭვს იწვევდა,ბოლოს თვითონაც დაეჭვდა,ახლა კი ეს ნახა,ყალბი პირადობის მოწმობები.აღმოჩნდა,რომ ზურა მართალი იყო და ტყუილად არ ეჭვობდა.თუმცა ვერ გაეგო თუ რა უნდოდა მისი ოჯახისგან ამ ქალს.ფაქტი იყო,რომ ის საფრთხეს წარმოადგენდა და ეს საფრთხე როგორმე უნდა აერიდებინა,თუმცა ახლა ვერ იმოქმედებდა,მისი აქ ყოფნის მიზეზი უნდა გაეგო ჯერ და დანაშაულში გამოეჭირა. ფიქრებიდა კარზე კაკუნის ხმამ გამოფხიზლა. -შეიძლება დათო ექიმო?_იკითხა სოფიამ -მობრძანდით თუ შეიძლება_გაეღიმა დათოს,ფეხზე წამოდგა და ცოლს მოეხვია,შემდეგ სესილი გადაკოცნა. -დაკავებული ხომ არ ხარ?_ჰკითხა სოფიამ -არა,შეგვიძლია წავიდეთ_უპასუხა ცოლს და დერეფანში გავიდნენ. -დედა_მოესმათ სანდროს ხმა -სანდრო,დილა მშვიდობისა.დილით ისე წახვდეი ვერც გნახე -ჰო,ყველას გეძინათ მაგ დროს.გამოკვლვაზე მოხვედი? -კი.კარგი წავიდეთ დათო,თორემ დაგვაგვიანდება,არ მინდა ექიმი ვალოდინო -წავიდეთ -სოფია მე აქ დაგელოდები კარგი? -კარგი სესი. გოგონა სკამზე ჩამოჯდა.სანდრო ადგილიდან არ დაძრულა. -სესილი,ჯერ თავისუფალი ვარ ყავაზე დაგპატიჟებ თუ წინააღმდეგი არ ხარ. -სიამოვნებით,თანაც დილით ყავის დალევა ვერ მოვასწარი. კაფეში ერთად ჩავიდნენ.ალბათ სულ ცოტა ხნის წინ სესილი თავს უხერხულად იგრძნობდა,მაგრამ ახლა სანდროს პირისპირ იჯდა და თვითონაც უკვირდა ასე თავისუფლად რომ იყო. -რა გემრიელ ფუნთუშებს ამზადებენ აქ -ჰო_უპასუხა სანდრომ-აქაურობა შემიწირავს,100 კილოს მოვიმატებ ალბათ გოგონას გაეცინა.სანდრო მის სახეს,ღიმილს აკვირდებოდა.უნდოდა ეთქვა,რომ საოცარი ღმილი ჰქონდა,მაგრამ იცოდა ამით ყველაფერს გააფუჭებდა.არ უნდოდა მისი გრძნობებით გოგონა შეეწუხებინა და მთელი ამ დროის მანძილზე გულში იკლავდა ყველაფერს,არაფერს იმჩნევდა და ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევად უჯდებოდა. -სანდრო,ზემოთ ხომ არ ავიდეთ?სოფია ალბათ უკვე თავისუფალია -კარგი_უპასუხა და ფეხზე წამოდგა ზემოთ ავიდნენ.სესილი მართალი იყო სოფია დათოსთან ერთად დერეფანში იდგა და ვიღაც გოგოს ესაუბრებოდნენ,ჩანდა კარგი ნაცნობი იყო,რადგან ძალიან თბილად საუბრობდნენ.სანდროსთვის კი გოგონას დანახვა მოულოდნელი აღმოჩნდა,ადგილზე გაშეშდა -სანდრო,რა მოხდა?_ჰკითხა გაკვირვებულმა -არაფერი_უპასუხა მამაკაცმა ისე,რომ გოგოსთვის თვალი არ მოუცილებია. უცნობი გოგონა მათკენ მოტრიალდა და სანდროსკენ ღიმილით წამოვიდა -ალექსანდრე,მიხარია შენი ნახვა -მეც მიხარია შენი ნახვა ნია_უპასუხა მამაკაცმა და გოგონას მოეხვია-თუმცა შენ ნახვას აქ ნამდვილად არ ველოდი -ჰო,ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე -სასიამოვნო მოულოდნელობებით_თქვა დათომ,რომელიც სოფიასთან ერთად მიუახლოვდა მათ -ნამდვილად,ძალიან გამიხარდა ნიას ნახვა_დაეთანხმა სოფია -ყველანი ძალიან მენატრებოდით_ღიმილით თქვა ნიამ -ჰო,მართლა ნია,გაიცანი ეს სესილია_თქვა დათომ -სასიამოვნოა სესილი -ჩემთვისაც_უპასუხა გოგონამ და ნიას ხელი ჩამოართვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.