უ'საზღვროდ /11/
საღამომშვიდობისა როგროც იქნა დავბრუნდი ახალი თავით სოფიას და რეზიკოს გულშემატკივრებისთვისაა ეს თავი მათე და ლეაც გაგამხიარულებენ,იმედია მოგეწონებათ გელით ჩემო საყვრლებო ტკილებო და თბილებო ............ დილით მობილურის ხმამ გააღვიძა, იგრძნო როგორ ამოძრავდა მის ზემოთ მოქცეული სხეული და თვალები ზანტად გაახილა. თოიძეს თავი მის მხარზე ედო ნახევარი სხეულით ზემოდან ეწვა და ხელით უშედეგოდ ეძებდა მობილურის.თვალები დახუჭული ჰქონდა და ისეთი საყვარელი გამომეტყველება ჰქონდა ლეამ ღიმილი ვერ შეიკავა. ბიჭმა მობილურს ისე უპასუხა არც შეუხედავს,ლეა საერთოდ არ აკვრიდებოდა ტელეფონს -ამ დილაადრიან რა დედის ტყ*** გინდა გაბრიელ -უკაცრავად? ...მათე თოიძე შენი ხმა რატომ მესმის დილის რვის ნახევარზე ლეას მობილურიდან - მაშოს კივილის ხმამ მათე გამოაფხიზლა და ლეას ყურამდეც მიაღწია. უცებ გამოართვა მობილური და საწოლიდან ისე წამოვარდა არც დაფიქრებულა -მაშოო ...მაშიკო მომისმინე -ლეაა რა ჯანდაბა ხდება ვერ ამიხსნი? მაგ ბიჭს რა უნდა შენთან ერთად -აღმოჩნდა რომ სახლში სადაც ვართ...ანუ ჩემი კურსელის ლანას ძმის მეგობარია მათე და აქ ხომ გითხარი ლანას ძმის ძმაკაცებიც არიან თქო -და ამ დროს თოიძეს რა უნდა შენთან ... არ მითხრა ბაკურიანის ჰაერმა დაგვამეგობრაო -სიცხე ჰქონდა და ვერ დავტოვე , ცოდო არ იყო? -სხვა მანდ არავინ იყო? -მაშო იცინი თუ მეჩვენება? - უცებ თვალები დააწვრილა და წარბებშორის ხაზი გაუჩნდა- მოიცა შენ რა ამდენი ხანი სულელივით მახსნევინებდი იმას რომ მათესთან არ ვიწექი? -აშკარად ნამძინარევი ხმა ჰქონდა და დარწმუნებული ხარ რომ არ იწექი? -ამხელა ქალს თუ არ გრცხვენია, რომ დამცინი ... -კარგი წავედი, გამოიძინე ... გკოცნი, მიყვარხარ არეულ თმაში თითები შეიცურა და ტუჩები დაბრიცა. ისევ მშვიდად დააბოტებდა ოთახში სანამ საწოლზე მიწოლილი თოიძის მზერა არ დაინახა. ბატონი მუცელზე იწვა, ლეას ბალიშზე ჰქონდა მკლავები მოხვეული და თვალებანთებული უყურებდა -რა ... -სულ ასეთი საცვლები გაცვია ? მე შენ წესიერი გოგო მგონიხარ -ღმერთო ჩემოოო რა თავხედობაა თოიძეე - პიჟამას ზედის ჩამოწევა სცადა,მაგრამ ვერაფერი მოახერხა -ჯანდაბა ! იქნებ ინებო და თვალები მაინც დახუჭო -რამდენიმე წუთია გიყურებ და ახლა რა აზრი აქვს? თან მე ფეხების დანახვისას ნაკლებად მიდ*** -სადაა ჩემი შარვალი -საწოლშია მგონი -საწოლში რა უნდა -მე რა ვიცი ...სადღაც აქ არის ,ფეხზე მეხება რაღაც ფუმფულა მატერია - იქნებ ინებო და მომაწოდო -მოდი და აიღე ...მე ავად ვარ მეძინება -პატარა ბიჭი ხარ და გიხარია გოგოს რო უყურებ? -გამოფხიზლდი? -ტანი მეწვის და გამომაფხიზლა -უი მართლა? რატომ? -ცინიკოსო -საწოლს მიუახლოვდა და საბანი ასწია -ცოტა კიდე გადაიხრები და შესანიშნავ პოზაში იქნები -კიდევ ბევრს ილაპარაკებ და ვიფიქრებ რომ კოცნის გარდა არაფერი იცი და ისევ ვაჟიშვილი ხარ - საწოლზე იჯდა უკვე , როგორც იქნა იპოვა საწოლის ქვეშ დავარდნილი შარვალი და ის იყო უნდა აეღო კარი რომ გაიღო და დიმა შევიდა -ვაკო მობილურის დამტენი გექნება მათხოვე? უი უკაცრავად ... - სახეზე ხელები აიფარა და უკან დაიხია. მათემ საბანი ისე მიაფარა ლეას თითქოს ზუსტად იცოდა დიმა ოთახში შესვლას რომ აპირებდა. -აუუუუ არა რაააააა არააა -სახე დამანჭა და თავი ბალიშში ჩარგო,ხელებს ურტყამდა ბალიშს და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. მერე უცებ ასწია თავი და მათეს ყბაზე მოუჭირა ხელი- იცოდე რამე სისულელე რო მოიფიქრო ჩემი ნერვების დასაწყვეტად და არ უთქვა იმ ბიჭს სიმართლე მოგკლავ -პიკზე ვარ უკვე...ზუსტად შენი ანთებული თვალები მაკლდა აგზნებისთვის - ჯერ კიდევ ყბაზე ჰქონდა თითები მოჭერილი ლეას უცებ რომ მოშორდა და სახე დამანჭა -ფუუ რა გულისამრევი ხარ ,უტაქტო...უზრდელი -მე გაგიშვი სხვათაშორის, მაგრამ სხვისი სურნელი ვერ აიტანე და უკან დაბრუნდი ...ფეხების ასეთ დაუდევარ მოძრაობას თუ არ შეეშვები რამეს დამიშავებ - ლეა შარვლის ჩაცმას ცდილობდა. საწოლზე დადგა და როგორც იქნა ამოსწია ,მაგრამ წონასწორობა დაერღვა მატეს დამსახურებით და ისევ დაებერტყა უკან .თმები სულ მთლად გაეწეწა და თოიძის სახე დაფარა.ბიჭმა ისე გასწია ტმები რომ ლეას სახე დაენახა მერე უფრო ახლოს მიიწია და ტუჩებზე შეეხო- დამშვიდდი თორემ ნერვიულობა ნაოჭებს გაგიჩენს ... მოდუნდი -ჰიპნოზს მიკეთებ? -რომ დამშვიდდე არა? დილააა ასე ადრე როგორ ფხიზლდები, მე კიდე მძინავს -არ გეტყობა რაღაც -თვალები აატრიალა და სწრაფად მოშორდა-დამავალებ თუ გაუგებრობას მოაგვარებ -სად მიდიხარ...ამ დროს ვაკოს სძინავს და სხვათაშორის საცვლისამარა ძილი უყვარს . შენთვის ვამბობ მერე რომ არ აჭარხლდე და უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდე -მატყუებ -რატომ,გგონია ბიჭები სულ პიჟამათი იძინებენ? -შენ რატომ გაცვია შარვალი და მაისური , გციოდა დავიჯერო? -სხვა რომ არის სახლში უკულტურობაა შიშველმა რომ იტანტალო მე კიდე ღამე მინდება ხოლმე დალევა ან ჭამა და მერე ჩაცმა ძაან მეზარება ...გასაგებია? -აბა რა ვქნაა -აბა ლა ქნაააც -მათეე -მე ვიძინებ ... შემიძლია ჩავიწიო,მადლიერების გრძნობის გამო შევვიწროვდები კიდევ რამდენიმე საათით -კი როგორ არა ... არ ვაპირებ შენ გვერდით დაწოლას ახლა -არ გიკბენს ნუ გეშინია -უზრდელო -აი ვნახე გზა რითაც ლიას ვაბრუნებ...ლოყებწითელა ლიააკოო . ეე ბალიში სად მიგაქვს ჩემია -მე მინდა- გამოგლიჯა , ვაკოს ბალიში სკამზე გადადო და საწოლზე ზემოდან დაწვა,პლედი დაიფარა ,ზურგი აქცია თოიძეს და დაძინებას შეეცადა. რამდენიმე წუთი გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას მერე ნაბიჯების ხმა გაიგო და წამში ჩაიზნიქა საწოლის მეორე მხარე. მუცელზე მკლავები შემოეხვია -ჩემი სუნი მე უფრო მაქ ვიდრე მაგ ბალიშს -მათე ზედმეტი ხომ არ მოგდის უკვე? -დიდი ხანია უკვე -არა ვაკოს რაღა დაემართა, ჩემ გარდა ვერავინ ნახა ამ სახლში? ან რატომ დაგტოვა და გავარდა -თუ გგონია რომ ვაკოს მოსწონხარ და შენ გამო მთებს გადადგამს სჯობს დაივიწყო ეგ ამბავი- მშვიდად უთხრა და ლეა რომ გადაბრუნდა თვალები გაახილა- რატომ მიღიმი ასე რა გინდა -ვაკოს და ლანას ერთმანეთი რომ უყვართ დიმასთვის ამის თქმით ემუქრებოდი გუშინ ? - პატარა ცნობისმოყვარე ბავშვის გამომეტყველება ჰქონდა -ჭორიკანა გოგო ხარ ლია? -ნწ...უბრალოდ მაინტერესებს -შენ რა გიკვირს ძალიან მაინტერესებს, დაქალს ვერ უთხარი რომ მე გიყვარდი -მათ ერთმანეთი უყვართ -და იციან რომ ერთმანეთი უყვართ? -ანუ არ უარყოფ ... არ მომიყვები ? -არა ! მათი პირადი საქმეა და იმიტომ, არავინ იცის საერთოდ და შენ როგორ მიხვდი არადა ზოგჯერ როგორი სულელი ხარ -მარტვიი მისახვედრია როდესაც შენ გეფლირტავება და რეალურად იცი რომ სულ არ გრძNობს იმას რასაც უნდა რომ გრძნობდეს ... რატომღაც მესმის მისი ,ნეტავ რატომ -ისევ გეფლირტავება?- უცებ წამოიწია მზერა გაუსწორა- შემომხედე -არა , არც არასდროს მეფლირტავებოდა და ვერ გავიგე შენ რა გაგიჟებს -მაინტერესებს ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო თუ დამიჯერა, სხვა რა უნდა მაწუხებდეს -რა უთხარი..მოიცა ცხვირი ჩემ გამო გაუტეხე? - უცებ წამოიწია და ზემოდან დააჩერდა- მითხარი რომ არა -გოგონებს მოსწონთ მათ გამო რომ ჩხუბობს ორი უსიმპათიურესი ბიჭი ... -ანუ რა გამოდის რომ ვაკოს ჩემ გამო გაუტეხე ცხვირი ? ღმერთო რა იდიოტი ხარ ,ნამდვილი ცხოვრელი,შენთან მშვიდად ყოფნა როგორ შეიძლება. საერთოდ ერთ წამსაც არ უნდა გიახლოვდებოდე, მე ვარ იდიოტი შენ კი არა. მართალი ხარ სულელი ვარ ნამდვილი -ისევ წიკვინებს -არ ვწიკვინებ...არ მაქვს წიკვინა ხმა და ნუ მეუბნები მაგას -თავს მატკიებ -ხოდა წადი მაშინ... -მე წავიდე ჩემი ოთახიდან? -შენ საწოლზე დაბრუნდი -ჩემი სუნთქვა არ გაფორიაქებს? -შენ ბევრ რომანებს კითხულობ? საიდან იცი ამდენი რომანტიკული სისულელე...სუნთქვა მაფორიაქებს არა ის -არა ხო? გინდა ახლავე გამოგააშკარავო? - წამოიწია ,მკლავები გაუკავა და თვალებში ჩახედა- ყველაფერი გაფორიაქებს, მთელ არსებას გირევს -სისულელეა -კარგი მაშინ უბრალოდ გაჩერდი არაფერი გააკეთო და ვიყოთ ასე -ხელები გამიშვი და გაჩერებული ვარ ისედაც -კარგი ... არ შეგეხები - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ხელები მოაშორა -რა მოიგონე ახლა...ასეთი მზერით რატომ მიყურებ -უკვე დაგეწყო ხვდები? გრძნობ ? -საიდან იცი მე რას ვგრძნობ...გამოცდილი მაინც უნდა გქონდეს რომ გაიგო სხვა რას გრძნობს და საერთოდ ექსპერიმენტებისთვის არ მაქვს დრო -სად მიდიხარ...გაიქეცი ,გაიქეცი ვნახოთ რამდენ ხანს დაემალები საკუთარ თავს და ითამაშებ ჯიუტი გოგოს როლს კართან იყო უკვე ლეა ვაკო რომ გამოვიდა საძინებლიდან -დილამშიდობისა ლეაკო...როგორაა პაციენტი? -შესანიშნავადაა...შეგიძლია ნახო - გვერდით ჩაუქროლა ბიჭს და საძინებელში შეიკეტა-დამპალი , როგორ თამაშობს ჩემ ემოციებზე და ერთობა.მეტის ღირსი ვარ პატარა სულელი ბავშივით რომ ვიქცევი . მთელი დღე ისე გაატარა რომ მათეს ახლოსაც კი არ გაეკარა. მაგიდასთანაც კი შორს დაჯდა და მიუხედავად იმისა რომ ბატონი ურცხვად უყურებდა ერთხელაც არ გახედა. საღამოს უნდა წასულიყვნენ და ბარგიც უკვე მზად ჰქონდა მათე რომ შევიდა , უბრალოდ ჩანთა აიღო და ისევ კარისკენ წავიდა -რას აკეთებ მათე? -ჩანთა მიმაქვს -სად მიგაქვს -მანქანაში არ ჩავდო აქ ტოვებ? -გიორგის მივყვები ... -მართლა? მე რატომ მგონია რომ მე მომყვები -თოჯინას ვგავარ ? -კი , თან ძალიან ...აქამდე არ იცოდი? სარკეში ხშირად უნდა ჩაიხედო ხოლმე -მათეე გეყოფა -რა მეყოფა -შენს ნებაზე სიარულს არ ვაპირებ -არც დადიხარ...უბრალოდ წაგიყვან სახლში და მერე ისევ იმ სიხშირით შევხვდებით როგორც ადრე ...ჭკვიანად რომ იქცეოდე არც შეგხვდებოდი,მაგრამ განგებ აკეთებ მგონი -მოჩვენებები დაგეწყო ხო? -არა ჯერ არ მეჩვენები...მადლობა ღმერთს, იმედია არც მომეჩვენები წავიდა, იცოდა ლეა სცენების დადგმას რომ არ დაიწყებდა და ყველას არ გააგებინებდა მათი ურთიერთობის შესახებ და ასეც მოხდა. მშვიდად დატოვეს სახლი და გაემართნენ ქალაქისაკენ... ............................ -სოოფიაა , სოფია მოიცადე ერთ წუთს-ქუჩაში მიაბიჯებდა , უბრალოდ ეცვა, თავზე კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული და ვერავინ ცნობდა. თავისუფალი დრო ჰქონდა გადაღებამდე და იყენებდა ყოველ წამს . საკუთარი სახელი რომ გაიგო იფიქრა ვიღაც უცნობმა მიცნოო და ადგილს ათვალიერებდა თვალს რომ მიფარებოდა. ვიღაც უცებ მივარდა და ხელი ჩაავლო -გაიანე? -ჰმ, ერთი საათია გეძახი. გადმოვხტი მანქანიდან და მოვრბივარ ამხელა ქუსლებით... გავიყინე გოგო.წამო ...წამომყევი მანქანა შუა გზაში დავტოვე , ალბათ მაგინებენ. რა გაცვია გოგო როგორ დადიხა, გამაგიჟებ შენ -სეირნობას ვაპირებდი სხვათაშორის...სადაა მანქანა ამხელა გზა გამოირბინე?- შუა გზაში გაჩერებულ მანქანას რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა. სიგნალების ხმა, მძროლების გინება და ყვირილი დააიგნორა როგორღაც. უცებ ჩაჯდა მანქანაში და დაელოდა განოს. -იმხელა ჯარიმა მომივა, შეიძლება მოწმობაც ჩამომართვან...საწყალ დედაჩემს ალბათ ყურები უხურს - როგორც კი გააღწია ქუჩიდან მაშინვე ამოიღო სიგარეტი და სწრააფდ მოუკიდა- მოსაკლავი ხარ გეფიცები, საშინლად ვარ გაბრაზებული -რატომ ხარ გაბრაზებული... ვერ გავიგე ხმა მართლა -რომ გირეკავ, რომ ვცდილობ დაგიკავშირდე ან შეგხვდე და დავრბივარ წინ და უკან შენ კიდე არც მპასუხობ როგორ გავიგო? -გეფიცები არც ერთი შეტყობინება არ მინახავს, ალბათ იმ ნომერზე რეკავ ვინც ყველამ იცის... ჩემ პირად ნომერს გეტყვი , სად გაქვს მობილური ჩავწერ -სადღაც ეგდება -რას გავს აქაურობა... -ნუ მკითხავ... ქალაქიდან გასული ვიყავი გადაღებებზე, ყველაფერი აირ დაირია და ლამის მანქანაში გადავცხოვრდი -გავიგე რაღაც შარში გაეხვიე -რაღაც შარში კი არა ლამის მოსაკლავად დამდევენ, რაღაც რეპორტაჟი გავაკეთე და სრულიად შემთხვევით გადამიღია ამ მთავარი გმირის საყვარლისთვის და კადრები რომ გავიდა ცოლმა პირდაპირ ეთერში დაუწყო ჩხუბი.ნუ იქ ამბები დატრიალდა ვერ ვიტყვი ... სკანდალი იყო , რა თქმა უნდა მე გამომლანძღეს მაგინეს, აბა მოღალატე ქმარს ხო არ აგინებდნენ -განგებ გააკეთებდი რა თქმა უნდა -საყვარელი რომ ჰყავდა აბა რა ეგონა...მერე გამოვა და დაიწყებს ნოტაციების კითხვას, თავი დიდი ვინმე რომ ჰგონია -დავიხრჩე ,გავიყინე და საერთოდ არ მოგბეზრდა ასე ცხოვრება? -ნუ გაატრაკებ ახლა რა არ გინდა...- თვალები აატრიალა და სიგარეტი სპეციალურად დამზადებულ საფერფლეში ჩააგდო- ხო ლამაზია? -გგავს კიდეც -ულამაზესი გველია რას უწუნებ? მაჩუქეს სხვათაშორის და მეთქი როგორ გამოვიყენო-თქო და აჰაა ვუპოვე ფუნქცია...გადაღებაზე მიდიხარ? იმ შენ ს*რ მენეჯერს ერთხელაც იქნება მივაკლავ სადმე , ცხრაჯერ დავურეკე და არ სცალიაო ასე მითხრა. -გადაცემაში გინდა მიმიწვიო? -ხო ოღონდ ისე არა როგორც ვაკეთებ ხოლმე...პროსტა მოხვალ და კითხვებს დაგისვამ -არ მინდა, ხომ იცი არ ვსაუბრობ პირად თემებზე და არ ვასაჯაროვებ ჩემს საკუთარ ... -აი ძალიან გთხოვ...უსიკვდილოდ მჭირდება , გეფიცები ისეთს არაფერს გკითხავ რო ძალიან საოცრების თქმა მოგიხდეს. იმ შენს მენეჯერს ის წიკვინა ვაიჟურნალისტი ევასება და გეფიცები იქ რომ მიხვიდე მეორედაც გადაცემაში დაებითად განწყობილი ადამიანების სიიდან ამოგშლი და მტრებისაში გადაგწერ -რამდენიმე წუთი ვიყავი სულ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრე . არ გინახავს? -მეც გკითხავ საქმეებზე, ცოტა დიდი რომ გამოვიდეს გავახსენებ ხალხს როგორი მაგარი მოდელი ხარ, რეკლამას გაგიკეთებ ფაქტობრივად .ხომ იცი როგორ მიყვარხარ თანაც შენზე რა უნდა მოვიძიო და გავაკეთო ისეთი რო შავი პიარი გამოვიდეს .გიჟდება ყველა შენზე , რამდენიმე კითხვას დაგისვამ პირადულს -მაგალითად რას... -შენი ოცნება რა იყო ბავშვობაში, რომელი ფერი გიყვარს, სახლში რომ ხარ ძილი უფრო გიყვარს წიგნების კითხვა თუ დაქალებთან ერთად ყავის წრუპვა...რამე ეგეთებს რაა ხომ იცი ხალხს როგორ უყვარს ასეთი იდიოტური დეტალების მოსმენა -საშინლად რომ გამოიყურები იცი? -ვიცი...საშინელი გრაფიკი მაქვს. აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო მთელი ძალა და ენერგია ამ გადაცემას მიაქვს. ხანდახან მინდა ჩვეულებრივი გოგო ვიყო , დავდიოდე ქუჩაში მშვიდად, არავინ მიცნობდეს, არავინ მლანძღავდეს, არც ვუყვარდე ვინმეს, არც საოცრებებს მწერდნენ და უბრალოდ მშვიდად დავეგდო ჩემთვის,მაგრამ ფიქრიც მეზარება . უინტერესო ცხოვრება მომკლავს , ახლა უკვე ნარკოტიკივით მაქვს ეს საქმე და აღარ შემიძლია მოვშორდე. 30 წლის გავხდები მალე იცი? ამ სამსახურის გარდა არაფერი მაქვს , მამაჩემიც კი მეჩხუბება უკვე -შეგეძლო სხვა საქმე აგერჩია, დილის გადაცემის წამყვანი,მაინც არასროს გძინავს, ან ახალი ამბების...ან რეპორტიორი საერთოდაც საოცრად წერ და რატომ ჟურნალში არ გადახვალ -მერე თავისუფალ დროს რა გავაკეთო? -მე ძალიან მინდა ყველაფერს მოვშორდე ... ასე არასდროს ვყოფილვარ -ხომ შეგიძლია ზოგიერთი ხელშეკრულება გააუქმო...სადღაც არ წახვიდე, რა პრობლემაა მერე . მაინც პოპულარობის ზენიტში ხარ და საერთოდ თუ მოგბეზრდა ამ პოდიუმზე სიარული და კამერასთან დგომა გააკეთე შენი ტანსაცმლის ხაზი ... -არ მინდა,კიდევ რამდენიმე წელი ვიქნები აქტიური მოდელი და მერე გავხდები ვეტერანი მოდელი- გაიღიმა და სიგარეტი გამოართვა ხელიდან-მეორესაც ეწევი? -ამ ბოლო დროს მართლა ბევრს ვეწევი... მამაჩემმა გუშინ მითხრა რაც ოთოს დაშორდი მას შემდეგ ვეღარ გცნობ,შენ ჩემი შვილი არ ხარ ვიღაც სხვას ვხედავ, ეკრანიდან გადმოსულ კარიერისტკას და საერთოდ ნუ მოხვალ სანამ საკუთარ თავს არ დაუბრუნდებიო ... ვერ ეგუება ისევ თავისი საყავრელი სიძის დაკარგვას. წარმოგიდგენია? -რამენი ხანია არ შევხვედრილვართ...ყველაფერი როგორ იცვლება. მალე გადის წლები და გგონია რომ ისევ იქ ხარ. ხანდახან არც მახსოვს რომ დაშორდით, ვგიჟდებოდი თქვენზე .მერე მივხვდი რომ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არასდროსაა -შენ ისევ ის ბიჭი გიყვარს? ნახე დაბრუნების შემდეგ? -გული მიგრძNობს ამ ინფორმაციას გამოიყენებ...მეშინია უკვე შენთან საუბარი -ასეც არ გავთახსირებულვარ- ჩუმად თქვა და წარბები შეკრა - დარწმუნებული ვარ ისევ გიყვარს. ყველაზე საშინელი ის კი არაა რომ ვერ გადაიყვარე, რომ არ უნდა გენატრებოდეს და მაინც უსაზღვროდ გენატრება -სად არის ოთო ...მე რაც ჩამოვედი არ მინახავს -ჯანდაბაში...მე რა ვიცი სად არის . ერთობა ალბათ, რა ენაღვლება -არადა ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი იცი -არაფერიც არ ვიცი...ეგღა მაკლია ახლა საერთო მეგობრები გამოვკითხო,ინფორმაცია გამოვძალო და გავიგო რომელ კახ*** დათრევა -კარგი ,დამშვიდდი .როდის მოვიდე -როდის გეცლება შენ მითხარი და მოვამზადებ მე ყველაფერს, სულ იქ ვარ მაინც... -პირდაპირი არ იქნება? -არააა...სამშაბათამდე დრო მაქვს -ხვალ მოვალ, 4 საათზე ალბათ...დაგირეკავ -კარგი...მადლობა, უსაყვარლესი ხარ -შენთვის თორემ ყველაზე ნაკლებად ახლა ეგ მინდა -ვიცი და დავიმახსოვრებ ხომ იცი ...ჩემი ტვინი ყველაფერს იმახსოვრებს მანქანიდან რომ გადავიდა სოფია ხელი დაუქნია და შემდეგ სწრააფდ წავიდა. მენეჯერი დიდად ვერ აღფრთოვანდა ამ ინფორმაციით,მაგრამ სოფია იშვიათად იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს და თუ იტყოდა გააკეთებდა კიდეც. -მეც წამოვალ...იმედია რამეს ისეთს არ გკითხავს რეპუტაცია რომ დაგინგრიოს -დამშვიდდი ... -რა დამამშვიდებს,მაგ კუდიანს როგორ ენდობი -არაფერია ჩემ ცხოვრებაში ისეთი რაც ჩემ რეპუტაციას შელახავს და ჩემ სახელს ჩირქს მოსცხებს, ამიტომ ვარ მშვიდად ! -უიმეეე როგორ იცი ხოლმე,იქნებ რამე მოიგონოს...რას გაიგებ. შენ რა გგონია ყველა ჭორი ნამდვილია? -რა აწიკვინებს ამ კაცს ვინმე მეტყვის? - ევა გამოჩნდა , ნახევრად შიშველი მიაბიჯებდა და გაშლილ თმას მაღლა იწევდა. გამჭვირვალე ბიუსჰალტერი ეცვა და მკერდი მთლიანად მოუჩანდა ...-ასე რომ მიყურებს ეჭვი მეპარება ამის ჰომოსექსუალობაში - მიუახლოვდა და ცალი ხელი ყელზე მოხვია - რა ხდება შენთან ,შარვალში ? -ადამიანს თავისიმოგონებული ტყუილის ისე სჯეროდეს მეორე არ მინახავს...რატომ ვარ გეი ვინმე ვერ მეტყვის? - ამოიხვნეშა ბიჭმა და სახეზე აიფარა ფურცლებით სავსე შეკვრა- მომაშორეთ ეს მაცდური არსება თორემ სამსახურიდან წავალ გეფიცები -მაინც არავის მოსწონხარ, ყველა შენ წინააღმდეგაა ბატონო გივიკო ... ისე რა არაშესაფერისი სახელი გაქვს - ხმამაღლა იცინოდა, იისფრად შეღებილი ტუჩებზე იკბინა და ისევ გახედა ბიჭს - მართლა არ ხარ გეი? აბა აქ რა ჯანდაბა გინდა ნორმალურ ადამიანს -სოფიააა ნუ სარგებლობს ჩემი კეტილშობილი გულით, ქალისადმი პატივისცემის უსაზღვრო დონით და ნუ ცდილობს ჩემი ნერვული სისტემის განადგურებას -ევა გეყოფა, გთხოვ -კარგი ხო ... უბრალოდ მაინტერესებს ბოლოს და ბოლოს ამდენ გოგოსთან უწევს ურთიერთობა ვინ არ მივუგზავნე, ვერავინ შეაცდინა სრული პასუხისმგებლობით უდგება სამუშაოს დავიჯერო? ერთადერთი ადამიანია ვინც არ სარგებლობს სიტუაციით? -რა ხდება ასეთი შენს თავს ევანგელია ჩემზე საუბრის გარდა საქმე რომ აღარ გაქვს...გადაღებაზე ისევ არ მიხვედი? -მივედი ვერ ხედავ? ამ სიცივეში ასე ხო არ ვივლიდი... გამეყინა ძუძუსთავები მალე წამძრება მგონი...აქ უფრო მაღალი ტემპერატურა რატომ არ არის? -შენ რატომ არ მიგიწვია იმ ალქაჯმა თავისთან, წინა ჩამოსვლისას რომ ეწვიე მთელი წელი თქვენ ორზე ლაპარაკობდნენ იქ ისეთები მოყევი -ვინ მიგიწვია განუშკამ? სადაა ეგ გარყვნილი ქალი...მიდიხარ გადაცემაში? უთხარი შე თახსირო ქალო ევანგელიას არ დაენახო_თქო .პროსტა ერთხელ არ დამირეკა ...სიგარეტი არ მქონია ჯიბეში მომე ეგ - ბიჭს ტუჩთან მიტანილი სიგარეტი აართვა და თვალი ჩაუკრა- უფს ჯიბეც არ მქონია ...არ მომიკიდებ? -ასეთი აღგზნებული თუ ხარ იქნებ რომელიმე თაყვანისმცემელს მისცე და დაიცალო -სამში არ გინდა? - ისე უყურებდა ბიჭი ჭკუიდან გადაიყვანა -არა ხომ ვერ ვიტან,ხომ ნერვებს მიშლის მაგრამ მეც ხომ კაცი ვარ არ შეიძლება რომ ასეთი არაადამიანი არ იყო? -აიი აიი ამ მომენტში ვსვ*ლდები ... ბოლოს მაინც რომ გატყდება და წუწუნს იწყებს. კარგი ბიჭი ხარ შენ გივიკო -როდის უნდა გაიგოს რო გივი კი არა გიგი მქვია -დიდი ამბავი გივი გიგი ...ერთი ასოს ცვლილებაა მეტი კი არაფერი. გავიყინე , წავალ დავასრულებ საქმეს და მოვალ მერე. გივი გამიკეთებ ყავას? -რა თქმა უნდა, არა -ცუდი გივი, ცუდი გივი -ევანგელია -კარგი მივდივარ ... დავიღალე უკვე ევა რომ წავიდა სოფოც პირდაპირ კაბის არჩევას შეუდგა -მოდის ექსპერტო რომელი კაბა ჩავიცვა ხვალ? -რა კითხვებს დასვამს,რას იზამს საერთოდ მე არ უნდა შემითანხმოს? -ხომ იცი რომ არ შეგითანხმდება... -ეს შარვალი, ეს ზედა და პიჯაკი ჩაიცვი...ეს ფეხსაცმელიც. ძალიან გადაპრანჭვა არ გინდა კომფორტულად იგრძნობ თავს და ხალხიც არ იტყვის ყოველ გამოჩენაზე კაბების აფიშირებას ახდენსო. თუ გკითხა რომელი ქართველი დიზაინერის ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას კონკრეტულად არავინ დაასახელო, ყველა მომწონს-თქო უთხარი... იმას ვყიდულობ რაც მომწონს და ტრენდულია_თქო. შეეცადე ინტრიგნულ კითხვებს თავი აარიდო. გული მიგრძნობს რაღაც საშინელებას გკითხავს...პარიზის მოდის კვირეულზე რატომ არ იყავიო თუ გკითხა რას ეტყვი -რომ მნიშვნელოვანი გადაღებები მქონდა, ვიმყოფებოდი ამერიკაში და იმ დროს ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო. მიყვარს ახალი გამოწვევები და იქ ჩატარებული გადაღებები სწორედ ახალი გამოწვევა იყო-თქო ვეტყვი გიგი... სხვა რა გავაკეთო, რამეს დამაზეპირებინებ კიდე? -ასე ნუ მელაპარაკები თორემ ხომ იცი ერთხელაც იქნება ვიფეთქებ! რაც საქართველოში ჩამოვედით მას მერე სრულიად უკონტროლო გახდი. გადაღებაც კი გადადე და საერთოდ რა ჯანდაბა ხდება შენს თავს? დეპრესიული ხარ ...ჩემი დედოფალი გლეხის ქალად გადაიქცა . ფოტოებს შეხედა , არსადაა შენი შარმი.რა მზერით იყურები აკვირდები? ისეთი სახე გაქ თითქოს ყველაფერი გეზიზღება -ასეა და აბა როგორი სახე მექნება -არ უნდა დავბრუნებულიყავით...ვერ ვხვდები აქ რა გინდოდა. -შენ მითხარი რომ კარგი შემოთავაზება იყო და შემდგომში სამშობლოში არ მეტყოდნენ აქამდე სად იყავიო -ასე არ მითქვამს -რაღაც უფრო გაფორმებულად მითხარი,უფრო მომაჯადოებლად გიგი -ვერ ვიტან ასე ცუდად რომ ხარ- გვერდით მიუჯდა და წარბები შეკრა -წავიდა მენეჯერი? მოვიდა მეგობარი? -ხოო - ხელი მოხვია მხარზე და მიიხუტა -მენატრება... -ის? -ხოო -მაგიტომ ხარ ასე ? რა ვქნა მოვკლა? რამდენი ხანი იარე ფსიქოლოგთან რომ თავის კონტროლი შეგძლებოდა, რომ სული დაგემშვიდებინა -არ მინდა დამშვიდება...რეზი მინდა , მინდა რა ვქნა მინდა! შენ ვერ გაიგებ , არავინ გიყვარს, არავისზე ხარ დამოკიდებული, სრულიად თავისუფალი ხარ ყველაფერი გკიდია საქმის გარდა. ვერ გამიგებ სანამ ჭკუის დაკარგვამდე არ შეგიყვარდება, ახლა ვაკუუმში ვარ რომ ვუყურებ ყველა უჯრედი მისკენ მიიწევს, იკუმშებიან და მახრჩობენ...ვგიჟდები, უსაზღვროდ მინდა რეზი! - სახე ხელებში ჩამალა და ცრემლები გადმოუშვა, გიგი ეხვეოდა, თავზე ეფერებოდა ის კი მანამ ტიროდა სანამ გოგონები არ მიუახლოვდნენ. ნაბიჯების და საუბრის ხმა რომ გაიგო ცრემლები შეიმშრალა . გიგიც მოშორდა და საქმეს შეუდგნენ. საღამოს წვეულებაზე იყო გიგისთან ერთად მიწვეული. რა თქმა უნდა საოცრად გამოიყურებოდა, ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა სანამ ევა არ გამოჩნდა , შემდეგ კი ყველა და ყველაფერი მისკენ იყო მიმართული, ელოდნენ ამჯერად რას ჩაიდენდა. ის კი მშვიდად დადიოდა, მიირთმევდა შამპანიურს და ერთობოდა -ბრბო ელის ჩემს გამოსვლას...ელოდონ -დღეს არაფერს აპირებ? - გიგიმ უთხრა და ვისკით სავსე ჭიქა ტუჩებთამ მიიტანა -გინდა ყველას თვალწინ გაკოცებ ... ღრმად ,ძალიან ღრმად შეგიყოფ ენას და - ხველა რომ აუტყდა ბიჭს წარბები შეკრა და თვალების ბრიალით დახედა გაოცებული გამომეტყველება მიიღო-ხომ კარგად ხარ? ასე უცებ რეაქციას არ ველოდი, რა გჭირს შენც ხო არ მოგეწონე აქამდე უკეთ მაიგნორებდი გივიკო -არა ახლა უფრო აღარ მომწონხარ, გული მერევა ცოტა -მოიცა მოიცა...ძაან ზედმეტად წარმოიდგინე თვალები დახუჭე და წარმოიდგინე როგორ ცეკვავენ ჩვენი ენები შენს პირში ტანგოს...თუ გინდა სამბა იყოს მე პრობლემა არ მაქვს- ბიჭის გვერდით იდგა სადღაც სხვაგან იყურებოდა და ამ საოცრებებს ლაპარაკობდა. გიგიმ კიდე ერთხელ აატრიალა თვალები და ჭიქა ბოლომდე დაცალა -ისევ გული მერევა -რა უტაქტობაა ქალს რომ მაგას ეუბნები ხვდები? -შენ რომ მიხვდები როგორ არ გიხდება ეს უზრდელობა მერე ვსაუბროთ... ათასჯერ ,ათიათასჯერ უფრო პოპულარული,საყვარელი და ლამაზი იქნებოდი ასე რომ არ იქცეოდე. ორივემ კარგად ვიცით რომ ეს ნიღაბი არ გიხდება -ვერ ვიტან , აი ვერ ვიტან ძაან რო სერიოზულდები და არ მყვები თამაშში...გულს მტკენ ამ დროს , არადა როგორ მიყვარს შენთან ლაპარაკი როცა ასე საყვარელ მიმიკებს იღებ. შენ ხო ერთადერთი საყვარელ ჰეტერო კაცი ხარ გიგი ?რატომ იღიმი ასე კმაყოფილობით სავსე და დახუნძლული -საყვარელ პატარა გოგოს რომ ემსგავსები სულ სხვანაირი ხარ იცი? შენთან მეგობრობაც კი მინდება -არ ვგავარ მე პატარა საყვარელ გოგოს -გეყოფა .... -შენ გეყოფა!სოფია სად არის? -შენთანა რ იყო? ჩემთან რომ გამოიქეცი რა გინდოდა -იმის თქმა მინდოდა რომ ის ბიჭია აქ...ნეტავ ნახეს ერთმანეთი? -ვინ ბიჭი...ვინმე ხისთავიანი თაყვანისმემელია? რამე არ დაუშაონ -ნუ გეშინია, დამშვიდდი არავისთან ჩხუბი არ მოგიწევს... მისი რომეოოა აქ და იმდენად სიმპათიურია შეიძლება სოფიამ ერთი მისი შეხებისას ჩაყაროს წყალში იმ ფსიქოლოგთან საუბრები -ახლა მეუბნები მერე მაგას? რა იცი ვინ არის იქნებ რა რა გააკეთოს -რა უნდა გააკეთოს თუ ღმერთო გწამს...დიდი დიდი საწოლი აყანყალონ და ერთ ხმაში იკვნესონ. სოფია აღარ მოვა ჩათვალე...შეგიძლია წახვიდე და არ დარჩე აქ , მაინც ვე რიტან ამათ ხომ ვიცი -ანუ არ დავურეკო? იქნებ იმასთან არაა -უიმე შენ დაცვის ფუნქციას რო იღებ საკუთარ თავზე რა ძაან მამაკაცური ხდები -ნამდვილი ჰომოფობი ხარ, კაცს სამსახურის გამო დამცინი -ულამაზესი ჰომოფობი ვარ ჰომოფობთა შორის...წადი ,წადი პირობას გაძლევ არაფერი შეემთხვევა სოფია მსვიდად საუბრობდა ნაცნობთან წელზე ხელი რომ შემოეხვია და ყურთან ნაცნობი ხმა გაიგო -უკაცრავად სოფიას მოგტაცებთ თუ შეიძლება - ასე დაუკითხავად, ასე მშვიდად წაიყვანა და ისე მიაბიჯებდა თითქოს შეთანხმებულები იყვნენ -რას აკეთებ...აქ რა გინდა შენ -შემთხვევითობა სხვა არაფერი...სალომემ დამპატიჟა -სალომეს იცნობ? აჰ ხო რა თქმა უნდა ...ისევ ერთად ხართ? - ხალხს უყურებდა,არ უნდოდა ზედმეტი ყურადრების მიქცევა, ცალი მხარე უკვე მთლიანად უხურდა ისე ეკვროდა რეზი რომ მისი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ -რამდენიმე თვის წინ დავშორდით, ერთად არც ვყოფილვარ შენ ყველა ჩემ საყვარელზე იცი? - ჩაიცინა და დანაშაულზე წასწრებულს ზემოდან დახედა -მე უბრალოდ...ვიღაც საუბრობდა თქვენზე და შემთხვევით გავიგე. ყოფილი თუ ხარ ასე კარგად დაშორდი რომ წვეუებებზე გპატიჟებს? -თავისი წილი სიამოვნება ყველამ მიიღო ჩემგან და არავინ წასულა უკმაყოფილო -ქალების სიამოვნება შენი ჰობი როდის გახდა...თუ ჰობი გაქვს ასეთი -მორჩი ცინიკოსობას, არ გიხდება და არც შენ ემოციებს ფარავს. შენი გულისცემა აქაც კი მესმის -სად მივდივართ ვერ მეტყვი? -მნიშვნელობა აქვს? -როგორ არ აქვს -მთავარია შენთან ვიყო - შეჩერდა,მის წინ დადგა და მეორე ხელიც მოხვია - ასე არ არის? -საკუთარ თავზე და ემოციებზე ისაუბრე თუ შეიძლება , ჩემ გრძნობებთან არაფერი გესაქმება -ისევ ისე წევ ცხვირს მაღლა და სასაცილოდ ჭმუხნი... -სენგან განსხვავებით ასაკი არ მეტყობა -მე უშენობა დამეტყო ... უფრო მეტად მენატრებოდი ვიდრე შენ -ტყუილია !- ისე უცებ შეეწინააღმდეგა რომ ვერც კი გაიაზრა რას ამბობდა, სახეზე წამოხურდა, კიდევ კარგი მაკიაჟი უფარავდა კანს -ხოო? -არ გენატრებოდი , უბრალოდ მალე დაბერდი ... სულ რომ ჩხუბობ და უაზროდ ატარებ ცხოვრებას მაგის ბრალია -შენ ხომ ძალიან ბედნიერი,თავისუფალი და ცხოვრებით კმაყოფილი ხარ იმიტომ გინათებს თვალები -იქნებ მინათებს ,მაგრამ სხვისთვის და არა შენთვის -იმ გამოწკიპული გიგისთვის არ გაანათებენ შენი თვალები , კარგი ბიჭია,მაგრამ შენთვის არაა შექმნილი -და შენ წყვეტ ვინაა ჩემთვის შექმნილი და ვინ არა? -ანუ ერთად ხართ? -გიგი ჩემი მენეჯერია და შესაბამისად ერთად ვართ სულ...ჩემ პირად ცხოვრებას კი შენთან არ განვიხილავ -არა, ერთად არ ხართ . ასეც ვიცოდი...ვერ დამივიწყებდი, ასე უბრალო ვერ გამაქრობდი - თითებით ლოყაზე ეფერებოდა ,ოდნავ გაუღიმა და შემდეგ შუბლზე მიაწება ტუჩები-შენ გულში ჩემ კვალს ვერავინ გააქრობს -კვალი დარჩება, გულს კი სხვა დაეპატრონება ... -ყოველთვის ასეთი იყავი.იმას ამბობდი რასაც არ გრძნობდი ,მთავარია წინააღმდეგობა გამიწიო და ალბათ იმასაც მეტყვი რომ არ გიყვარდი -ნეტავ არ მყვარებოდი, არც მატკენდი ... -მე გატკინე? - უცებ გაჩერდა მანქანის გაღებული კარი მიხურა და სრულიად შეიცვალა- მე გატკინე სოფია? შენ გაიქეცი, მიმატოვე... წახვედი ისე ვითომ მე უცხო ვიყავი, ვითომ ვერ გაგიგებდი, ცხოველივით მოგექცეოდი და ამის დედაც ... - მანქანას მუშტი დაარტყა და ზურგი აქცია .თვალები აეწვა,სისხლი სახეში მოაწვა . მხრები უთრთოდა დაძაბულობისგან- შენ ოდესმე გიფიქრია იმაზე მე როგორ ვიყავი იქ რომ გავიღვიძე და არ იყავი? მოვკვდი,მაგრამ იმდენად იდიოტი ვარ მაინც ვერ გადაგიყვარე ხუთი წელი გავითა, თითქმის ხუთი წელია ვცდილობ და მაინც ბრაზსაც კი ერევი იმდენად ბევრი ხარ ჩემში -წავიდეთ ,გთხოვ უბრალოდ წავიდეთ მისი ერთი მზერაც საკმარისი იყო , წამსვე დამშვიდდა. ისევ მოთოკა ემოციები, წავიდა იქ სადაც უბრალოდ მარტონი იქნებოდნენ. არ იყო საჭირო ქალაქის დატოვება და ყველაფრისგან გაქცევა,რეზი უკვე დიდი იყო ამისთვის. ზუსტად ახსოვდა როგორი ჩაი უყვარდა რეზის, თავიდან ვერ იტანდა მერე როცა მონატრებას გრძნობდა სულ სვამდა და ბოლოს ამ გემოს შეეჩვია,თითქოს ასე მასთან კავშირს ამყარებდა -მახსოვს ვერ იტანდი -სამაგიეროდ შენ გიყვარდა ... მე და ჩაი - ბოლოს დააყოლა და ფინჯანს გრძელი თითები შემოხვია , სითბო რომ იგრძნო ესიამოვნა, სურნელი შეისუნთქა და თვალები დახუჭა- ამ ჩაის რომ ვსვამდით ცხელ სუნს შენი სურნელიც ერეოდა ...წასვლის შემდეგ ძალიან ბევრჯერ მოვამზადე ,მაგრამ ისეთი გემო არასდროს ჰქონია როგორიც ადრე -თვალები გაახილა და რეზის მიანათა ცისფერი სფეროები -მე შენი ვიყავი და შეგეძლო დარჩენა,სამუდამოდ ჩემთან -შენ არ გესმის ... არ აქვს მნიშვნელობა ახლა ბედნიერი ვარ თუ არა, არც იმას ღირდა თუ არა ჩემი სამსახური უშენობად . არ შემეძლო მაშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, შემეშინდა და სრულიად გამართლებულადაც 17 წლის ვიყავი რეზი ,როგორ უნდა ვყოფილიყავი ცოლი. ყველაფრის დასასრული იყო ჩემთვის , ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა , სხვა ფორმით სხვა დროს რომ წაგეყვანე იქ არ ვიცი... საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამაზე ფიქრს .უკან ვერაფერს დავაბრუნებთ და მაინც მგონია რომ ისევ ისე მოვიქცეოდი, ოღონდ ასე შორსაც არ წავიდოდი შენგან -იმის ნაცვლად რომ გეთქვა, რომ გვესაუბრა, რომ დაგერწმუნებინე გაიქეცი ისე გამექეცი როგორც მოძალადეებს გაურბიან ! -ამას ვერ მპატიობ? მაშინაც ეგ ვერ მაპატიე და უფრო გაზარდე ჩვენ შორის ზღვარი -გაგიჟებული ვიყავი! ვიდექი ამდენი ხალხის წინ , მიწყობდნენ სასამართლოს და ვგრძნობდი რომ არ გიყვარდი ... მაშინ სხვა არაფერი მქონდა გონებაში .შენ გაქცევას სხვანაირად ვერ ხსნიდნენ, მიყვარდი , შენ ჩემი გეშინოდა მერე კი ძალა მოიკრიბე და როცა ძალით მოგიტაცე გამექეცი ასეთი იყო ყველას აზრი ... ბოლოს მეც კი მეგონა რომ ასე იყო, რომ სულ დავბრმავდი და ვერ ვამჩნევდი რომ არ გიყვარდი. ჩვენ წუთებშიც კი ეჭვი მეპარებოდა, დავიკარგე ,მთლიანად ავირიე -მე და შენ ვიცით , რომ არაფრის და არავის მეშინოდა ,მხოლოდ საკუთარი თავის, პასუხისმგებლობების და თავისუფლების დაკარგვის. ორივემ ვიცით რომ შენტან დარჩენის შემთხვევაში ახლა ცნობილი სახე „სოფია“ არ იარსებებდა ,აღიარე რომ არ დაუშვებდი ამას -მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი... -თავს იტყუებ თუ მე მატყუებ, გაგიჟდები იმ საჩუქრების, ვარდების, მიწვევების, კომპლიმენტების, ზარების და შეტყობინებების ნახვის შემდეგ რასაც მიგზავნიან და მიტოვებენ. უსაზღვროდ ეჭვიანი ხარ , როგორც არ უნდა ეცადო ბოლოს მაინც იფეთქებ და კაცმა არ იცის რას გააკეთებ . ახლა უბრალოდ კონტროლი ისწავლე,თორემ ისევ იგივე რეზი ხარ როგორიც მაშინ იყავი . -შენ შეიცვალე , ხომ შეიცვალე ...მოგწონს ასეთად ყოფნა? -არ შევცვლილვარ, ასაკის მატებასთან ერტად ქცევაც უნდა შეცვალო ესაა და ეს ! სამსახური თავის მოვალეობებს განიჭებს და შენც ერგები ირგვლივ გავრცელებულ წესებს... -და მაინც ,შენ ჩემზე წინ დააყენე ყველაფერი -დავისაჯე კიდეც -და მეც დამტანჯე...არც კი ვიცი აქ რა მინდა -ჩემგან განსხვავებით სიმამაცის გამოჩენა გიყვარს და საკუთარ თავს ამარცხებ საღამოს კაბაში გამოწყობილი იჯდა რეზის წინ , ფინჯანი ჩაით ხელში უყურებდა სხივებით გაბრწყინებული თვალებით, ზოგჯერ სფეროები ემღვრეოდა, მზერას აშორებდა ბიჭს და საკუთარ თითებს დაჰყურებდა. ულამაზესი იყო, შეუძლებელი იქნებოდა მისი სხეულისთვის თვალის მოწყვეტა,მაგრამ რეზი სახეზე აკვირდებოდა მის მონატრებულ ნაკვთებს უყურებდა და მისი მზერის წაკითხვას ცდილობდა, მის სულში შეღწევა სურდა -რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს,როგორც არ უნდა შევიცვალოთ შენ არასდროს შემომხედავ სხვაგვარად, შენსავით არავინ მიყურებს ...შეუძლებელია ამდენ ხანს ვიჯდე კაცის წინ და ის მაინც ჩემი გონების აფორიაქებას ცდილობდეს თავისი მზერით -ამას რომ მეუბნები ვბრაზდები და წარმოვიდგენ სხვები როგორ გიყურებენ ! -აიი გეუბნები ერთაერთი ხარ-თქო და რაზე ამახვილებ ყურადღებას? -ისედაც ვიცი ერთადერთი რომ ვარ -რა იცი ... -არ ვარ? -ასე ნუ მიყურებ ... ასე ნუ მიყურებ ,ნუ მიყურებ ასე -როგორ ასე ...სიყვარულით ? გრძნობით? ბრაზით და ვნებით? აბა როგორ გინდა რომ გიყურო? გინდა ერთ დღეს შემოგხედო და ჩემ თვალებშ ვერაფერი დაინახო? -მოვკვდები! -შენ თვალებში რომ არ დამენახა საკუთარი კვალი ახლა აქ არ ვიქნებოდი...საერთოდ არაფერს გავაკეთებდი ხომ იცი -ვიცი ... -რომ მიყვარხარ იცი? -ვიცი -რომ გიყვარვარ იცი? -რეზი -არ გიყვარვარ? აღარ გიყვარვარ თუ არ გიყვარდი-იმდენად მომთხოვნი იყო , უკვე მასთან იდგა და ზემოდან დაჰყურებდა -მიპასუხე ბოლოს და ბოლოს , შევწყვიტოთ წარსულზე გლოვა ...საკმარისად გადავიხადეთ ჩვენი წილი შეცდომებისთვის -რა გინდა რომ გითხრა ... რა გინდა რომ გავაკეთო - სწრაფად წამოდგა და ხმას აუწია, თვალები ანთებული ჰქონდა. ისე უყურებდა რეზი ჭკუიდან გადაჰყავდა. ძალიან ახლოს იყო ,იმდენად ახლოს რომ მოთმინება საზღვრებს კარგავდა -მითხარი რომ გიყვარვარ, მითხარი რომ სულ გეყვარები და გიყვარდი ...მითხარი რომ ჩემთან იქნები და იბრძოლებ ჩემთან ერთად ბედნიერებისთვის - თითები თმაში შეუცურა, ტუჩებთან ეჩურჩულებოდა გონებაარეულ ქალს და მის ათრთოლებულ ტუჩებს თვალს ვერ აშორებდა -რეზი მე კარი გაიღო, ვიღაცამ გასაღები შემოსასვლელის თაროზე დააგდო და ქორთუკიც შრიალოთ მოიშორა -იმედია სახლში ხარ და შენი ძებნა არ დამჭირდება , ისევ ვინმემ არ მოგიტაცა და ან სადმე გაქცევა არ გადაწყვიტე და არ მანერვიულებ. ყავას მომიდუღებ და მერე ჩამეხუტები თორე გავაფრენ იცოდე სოფიაა - დერეფნიდანვე ისმოდა გიგის ხმა . აშკარად საკუთარ თავს უფრო ესაუბრებოდა, ვიდრე სოფიას .რამდენიმე ჭიქის შემდეგ ,დამღლელი დღისა და სამუშაოს გავლენით ნერვებმოშლილი არც კი ფიქრობდა რომ მის ბინაში სხვა იქნებოდა, სხვა კაცი ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.