შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (11)


16-06-2018, 00:02
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 610

ლილემ, როგორც კი გაიღვიძა მაქსიმეს დაუწყო თვალებით ძებნა. იმედგაცრუებულმა ამოიოხრა და საწოლში გაიზმორა.
-დიდი ამბავი გავეღვიძებინე და ისე წასულიყო! -ამოიბურტყუნა და პერანგიანი გატანტალდა აბაზანაში. პირზე წყალი შეისხა, უკეთესად გამოფხიზლდა და ტანზე ყვავილებიანი სარაფანიც გადაიცვა. საწოლი მიალაგა და სამზარეულოში ყავის გასამზადებლად გავიდა. არადა როგორ ეჯავრებოდა ყავის მარტო დალევა, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა, არც ტელეფონი ჰქონდა, რომ მარიამთან დაერეკა. ყავა გაზქურაზე შეადგა და მობრუნებულს მისი ყურადღება მაგიდაზე დალაგებულმა უამრავმა შოკოლადმა მიიქცია. თვალები გაუნათდა სიხარულით. იქვე პატარა ფურცელი დაინახა და სწრაფადვე აიღო ხელში. მაქსიმეს წერილმა მის სახეს ბედნიერი ღიმილი მოჰფინა. თვალი ერთ ადგილს მიაშტერა და ღიმილით ამოილაპარაკა.
-შენი თვალების გარეშეც შეუძლებელია ბოროტო მბრძანებელო. - გაეცინა და ადუღებული ყავა ფინჯანში დაისხა. შოკოლადებს ხელი დაავლო და ტელევიზორთან გადაინაცვლა დივანზე. ერთ-ერთ არხზე მისი საყვარელი ფილმი, რომ აღმოაჩინა ბავშვივით ტაში შემოკრა და კომფორტულად მოთავსდა. ფილმი "სიყვარულით როუზი" გადიოდა. გიჟდებოდა ამ ფილმზე. მთავარი პერსონაჟების სიყვარულით მუდამ აღფრთოვანებული იყო და ცრემლიც ერეოდა როუზის ცხოვრებაზე. ფილმის ყურებაში ისე იყო გართული ვერც მიხვდა მაქსიმე როგორ დაბრუნდა შინ. აკადემიურ ფორმაში გამოწყობილმა მაქსიმემ პიჯაკი სკამზე გადაკიდა და მას მიუახლოვდა.
-ლილეე.. -მშვიდად დაუძახა.
-მაქსიმე მოხვედიიი. -ფეხზე წამოხტა და მისკენ გაიქცა. გულზე მიეხუტა და ხელები ძლიერ შემოხვია მის ზურგზე. ერთი თავით მაღალმა მაქსიმემ თავი დახარა და ცხელი ტუჩები მის შუბლს მიაწება.
-მელოდებოდა ჩემი პატარა ქალბატონი?
-მეგონა უფრო დაიგვიანებდი.
-ვეცადე ადრე განვთავისუფლებულიყავი. საჩუქრები გიყიდე. -ოდნავ მოშორდა და გაუღიმა. ლილეს კი ბავშვივით აუციმციმდა თვალები.
-საჩუქრები?
-მიშგვი ბობშ! (ჩემი ბავშვი) -გაეცინა და გვერდზე დადებული ყუთები მოუტანა. ერთი პატარა ყუთი იყო, მეორე შედარებით დიდი და მესამე კიდევ უფრო დიდი.
-ეს ამდენი საჩუქრები ჩემია?
-შენია სულელო აბა ვისი იქნება. მოდი გახსენი. ჯერ ეს ნახე აბა. -ღიმილით გაუწოდა ყველაზე დიდი ყუთი.
-აუუ რა არის?
-გახსენი და ნახავ. -ღიმილით უთხრა და ლილემაც ღიმილით ახადა ყუთს თავი. შიგნით ულამაზესი მუქი ლურჯი ფერის კაბა იდო. ტანზე გამოყვანილი და საკმაოდ მოკლე. ლამაზი დეკოლტეთი.
-ღმერთო რა ლამაზიაა.
-მინდა, რომ საღამოს ჩაიცვა. კორპორაციული წვეულება აქვს ჩვენს კომპანიას და იქ წარვუდგენ ყველას შენს თავს. -ბედნიერმა უთხრა და შემდეგი ყუთი მიაწოდა.
-აუჰ. აუცილებელია?
-რა თქმა უნდა ლილე! ყველას აინტერესებს ჩემი ცოლი ვინ უნდა გახდეს. -თვალი ჩაუკრა და ყუთს თვითონ ახადა თავი. ყუთში კაბის შესაფერისი ფეხსაცმელი იდო.
-ვაიმეეე მაქსიმეე რა კარგი ქმარი ხარ, შენ ხომ არ იციი. -თვალები გაუფართოვდა და მაქსიმეს მიეხუტა ისევ.
-ვიცი ძვირფასო ვიცი. ისე კარგს იზავ თუ არ გამჭყლიტავ.
-მადლობა ყველაფრისთვის მაქსიმე.
-მადლობა ბოლოს ჯერ ბოლო საჩუქარი არ გინახავს. -ბოლო ყუთიც მიაწოდა და ახლა კი მართლა ბავშვივით აცანცარდა ლილე. ყუთში მობილური იდო, რომელიც ძალიან უნდოდა ლილეს.
-აუ აუუ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქმარი ხარ დედას გეფიცები.! მადლობა დიდი მადლობა.
-მადლობას როგორც ვიღებ იცი შენ! -ვნებიანი თვალებით შეხედა და ახლოს მდგარი ზედ აიკრო. ყურის უკან ხელი შეუცურა და მის მარწყვისფერ ტუჩებს დაეწაფა. ლილეც ბედნიერად აჰყვა. მობილური გვერდით გადადო და მანაც კისერზე შემოჰხვია ხელები.
-ჩემი ტკბილი ცოლი. -ამოიფრუტუნა დაკმაყოფილებულმა მის ტუჩებთან.
-ჩემი ტკბილი ქმარი! -იგივე გაიმეორა ლილემ.
-არ გშია ლილე?
-აუ კიი. ამ შოკოლადების მეტი არაფერი მიჭამია. -ცარიელ ქაღალდებზე მიანიშნა.
-ეს ამდენი სულ შეჭამე? -თვალები გაუფართოვდა.
-ხო იცი როგორ მიყვარს შოკოლადები. -დამნაშავესავით თავი დახარა დაბლა.
-ყველაფერთან ერთად ღორმუცელაც ხარ ქალბატონო, მაგრამ ყველაზე გემრიელი შოკოლადი არ გაგისინჯავს ჯერ. -წარბები ეშმაკურად აუთამაშა.
-რავიცი თითქმის ყველა გასინჯული მაქვს, შენ რომელზე ამბობ? -ვერ მიხვდა მის ნათქვამს ლილე.
-მმმ ჩემზე ფისო. იცი რა გემრიელი ვარ?
-გასინჯული მაქვს უკვე! -სიცილით უთხრა და საძინებლისკენ წავიდა.
-ბოლომდე არა. ყველაზე გემრიელი ნაწილი გამოტოვე!
-ნუ ხარ კრეტინი რაა! -საძინებლიდან გამოსძახა და მაქსიმეც სიცილით შევიდა მასთან.
-მოდი ჩემთან.. -უკნიდან შემოხვია ხელები და კისერში კოცნა დაუწყო. ლილეს თვალები მიებნიდა. მისი შეხებები აგიჟებდნენ.
-ო რა მოუთმენელი კაცი ხარ. -თავის დაძვრენას ეცადა.
-ვერ ვუძლებ, ვეღარ ვუძლებ გესმის? -ყურებში ჩასჩურჩულა და ცხელი სუნთქვა მოაფრქვია ზედ. ლილეს გააჟრჟოლა. ცოტაც და ხელებში ჩაადნებოდა მაქსიმეს.
-ოხ მაქსიმეე. -უკვე თვალებს ვეღარ ახელდა ვნება მორეული ლილე. თავისკენ მიატრიალა და თვალებში ჩააშტერდა.
-ლილე..
-ჩუუ მაკოცეე. -მშვიდად უთხრა ლილემ და მის ტუჩებს თავისი მიაკრო. მაქსიმეს ჩაეღიმა და კოცნაში აჰყვა. ხელებს უმისამართოდ დაატარებდა მის ზურგზე. ლილემ მისი გავარვარებული ხელი სარაფნის ქვეშ იგრძნო და ვეღარც შეეწინააღმდეგა. ხელი ფეხზე აუსრიალა და ერთიანად ეკალმა დააყარა. თავი მოთოკა მაქსიმემ და ნელი კოცნით ოდნავ მოშორდა.
-მიდი პატარა ჩაიცვი სადმე გავიდეთ. -ღიმილით უთხრა და საძინებლიდან გავიდა. გავარვარებული ლილე ცოტახანს გონზე ვერ მოდიოდა. რობოტივით გამოაღო კარადა და შარვალი და მაისური გამოიღო. უცბად გამოიცვალა და მაქსიმესთან გავიდა.
-შენ არ გამოიცვლი? -მისი ფორმა უფრო კარგად შეათვალიერა შორიდან და საშინლად ესიმპათიურა.
-კი. შენ გელოდებოდი, რომ გამოსულიყავი. -მაქსიმე ოთახში შევიდა და სწრაფადვე გამოიცვალა. მანქანით იქვე ახლოს ერთ-ერთ კაფეში წავიდნენ. ბევრი გემრიელობები შეუკვეთეს და გემრიელადაც მიირთვეს.
-ჭამაზე დიდი სიამოვნება თუ არსებობდეს რა! -კმაყოფილმა ამოილაპარაკა ლილემ, უკვე დაკმაყოფილებულმა.
-არსებობს ძვირფასო არსებობს, უბრალოდ ჯერ არ გიგემია! -გაეცინა მის სიტყვებზე მაქსიმეს.
-არაუშავს ჯერ-ჯერობით ესეც მაკმაყოფილებს. -არ დაეცა ქალბატონი. კმაყოფილი მზერით უთხრა.
-უჰ მერე ნახე რა დაუკმაყოფილებელი გახდები გემოს, რომ გაიგებ! -ახარხარდა მაქსიმე და ხველა ამტყდარ ლილეს წყალი მიაწოდა.
-მიდი ხო ყველას გააგებინე რა ახურებული ქმარი მყავს! -გაბრაზებული სახით უთხრა. ის კი სიცილს არ წყვეტდა.
-კარგი ვსო ჩუმად ვარ. -დანებდა მაქსიმე.
-ხოდა ძალიან კარგი. წამოდი სახლში წავიდეთ.
-კარგი გავიდეთ. -სახლში დაბრუნდნენ და მაქსიმეს ძილი მოერია.
-წამო რა საძინებელში. -ხელი მოხვია ლილეს.
-აუ რაღაცა მეც მეძინება. -ამოამთქნარა და მაქსიმეს ნებას დაჰყვა. საწოლზე წამოწვნენ და მაქსიმეს შიშველ გულზე დაადო თავი. ხელით თმაზე ეფერებოდა და ცოტახანში ორივეს მიეძინა. წვეულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.
^^^
დილით მარიამი ტელეფონის ხმამ შეაღვიძა. ტელეფონს დახედა და ცალი თვალით ალექსანდრეს სახელი, რომ ამოიკითხა წამსვე გამოფხიზლდა.
"დილამშვიდობის მარიამ, როგორ გეძინა?" -გაეღიმა და მალევე დაუბრუნა პასუხი.
"დილამშვიდობის ალექსანდრე. მე კარგად მეძინა, შენ?"
"მეც კარგად. დღეს მინდა პრანჭია გოგო ვნახო"
"რისთვის?" -დაიბნა მარიამი. გულის სიღრმეში კი ისე უხაროდა დაფრინავდა.
"თუ მნახავს გაიგებს რისთვისაც" -არ დააყოვნა ალექსანდრეს მესიჯმაც.
"კარგი კარგი გნახავ".
"საათ ნახევარში შესვენებაზე გავდივარ და გამოგივლი"
"კარგი გელოდები". -ღიმილით მიწერა და ვარსკვლავის ფორმაში მოთავსდა საწოლზე.
-ალექსანდრე.. ალექსანდრე.. ნეტავ რისთვის გინდა შეხვედრა.. -ხმამაღლა ამოილაპარაკა და როგორც კი მისი ნათქვამი საათნახევარი გაახსენდა გიჟივით წამოხტა და აბაზანაში შევარდა. წყალი მალე გადაივლო და კარადიდან67 ტანსაცმლის ყველა შესაძლო ვარიანტი გადმოალაგა. ბევრი იფიქრა და ბოლოს ყვავილებიანი კაბის ჩაცმა გადაწყვიტა. ფეხზე თეთრი კედები ამოიცვა და ზემოდან ჯინსის კურტკა მოიცვა. სულ ოდნავ შეიღება თვალები და მოკლე თმა გაიშალა. ამასობაში ალექსანდრემაც მოაკითხა და მისწერა, რომ უკვე იქ იყო და ელოდებოდა. სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი და მისკენ გაემართა. ფრთხილად გააღო კარები და მის გვერდით მოთავსდა. მისკენ გადაიხარა და გადაკოცნა.
-კარგად გამოიყურები მარიამ. -თბილად გაუღიმა ალექსანდრემ და "თავისი" "კეკლუცი" გოგო შეათვალიერა.
-მადლობა. შენც კარგად გამოიყურები. -დაიმორცხვა მარიამმა. -სად მივდივართ? -იკითხა სხვათაშორისოდ.
-სადმე კაფეში დავსხდეთ, რაღაც მინდა გითხრა.
-ტელეფონზე ვერ მეტყოდი? სერიოზულია რაიმე? -დაიძაბა მარიამი.
-დამშვიდდი მარიამ, სანერვიულო არაფერია ცოტაც მოითმინე.
-კარგი. -დაემორჩილა მის თბილ ხმას. ცოტახანში ერთ-ერთ კაფესთან გააჩერა მანქანა და გადმოსულმა მარიამს გაუღო კარები. შიგნით შევიდნენ და შეკვეთაც მისცეს.
-აბა რა ხდება აღარ მეტყვი?
-რა მოუთმენელი ხარ მარიამ. -გაეცინა ალექსანდრეს. თითქოს ნერვიულობდა. სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
-ხოდა მოუთმენელი, რომ ვარ მითხარი რაიმე დამელია სული. -გაუცინა ალექსანდრეს.
-მარიამ მომწონხარ! -ასე პირდაპირ მიახალა და მარიამი ადგილზე გააშეშა.
-რა? -გაოცებით აღმოხდა.
-მარიამ მართალია ძალიან ცოტა ხანი გიცნობ, მაგრამ მართლა მომწონხარ. შენი სისადავე, ბავშვურობა და ის ქალური კეკლუცობა მომწონს რაც შენშია. შეიძლება ფიქრობ, რომ ვჩქარობ, თუმცა არ შემიძლია მე ლოდინი, ეს გაწვალებები და ასე შემდეგ. სვანი ვარ, მაგრამ არა მაქსიმესნაირი გიჟი სვანი. -გაეცინა ალექსანდრეს თავის სიტყვებზე. -მინდა იცოდე, რომ შენს მიმართ სერიოზული ინტერესები მაქვს და კაცური ახირებები არ გეგონოს. -მარიამს სახეზე ფერები გადასდიოდა, ის სანატრელი სიტყვები ესმოდა იმ ადამიანისგან, რომელზეც ერთ კვირაზე მეტია ოცნებობდა. დაიბნა, ვერაფერს ამბობდა. მასაც ხომ მოსწონდა, მაგრამ თვალებში ვერ უყურებდა. ალექსანდრეს წყლიან თაფლისფერ თვალებს ვერ უძლებდა. ერთიანად იძირებოდა მათში.
-ალექსანდრე.. მე.. -ჩუმად ამოიფრუტუნა და ამ დროს მის თითებს ალექსანდრეს თითები მისწვდა. მთელ სხეულში დაუარა უჩვეულმა სითბომ. უდიდეს სიხარულს და აღელვებას გრძნობდა.
-მარიამ ვიცი, რომ შენც მოგწონვარ. გთხოვ უფლება მომეცი შენს გვერდით ვიყო. -მისი მზერა გამოიჭირა ალექსანდრემ და მარიამს სხვა გზა არ დაუტოვა.
-ხოო.. მეც მომწონხარ ალექსანდრე. -უთხრა და ერთიანად აწითლებულმა გაუღიმა.
-ხოდა ძალიან კარგი, ერთად ყოფნაში ხელს არავინ გვიშლის.
-არ მინდა, რომ ავჩქარდეთ ალექსანდრე.
-არც ვჩქარობთ მარიამ. წინ ბევრი გვაქვს კიდევ. უბრალოდ არ გაწვალებ და პირდაპირ გეუბნები, რომ მომწონხარ. -გაეკრიჭა ალექსანდრე და მარიამიც ცოტა დამშვვიდდა. ჭიქიდან წყალი მოსვა და სული მოითქვა.
-როდის მიხვდი, რომ მომწონდი?
-ჰმ როდის? -ეშმაკურად გაუღიმა.
-ხო როდის? -ინტერესიანი თვალები მიაპყრო მარიამმა.
-როდის და მაშინ პირველად, რომ შევხვდით, როგორც კი სახელი გითხარი სახეზე დაგეტყო როგორ მოგეწონე. პლუს ამას ისე მათვალიერებდი შემოსვლისას წამიდან კინაღამ დადნი. -თავდაჯერებული ტონით, უთხრა და მარიამი გააწითლა.
-თავი დავიწვი.. -ხმადაბლა ამოიფრუტუნა მარიამმა.
-რამე მითხარი?
-მიყვარს სახელი ალექსანდრეთქო.. -გაუღიმა ოდნავ მორიდებით.
-სახელს პლუს ჩემი გარეგნობა დაემატა და დადნი! -მაინც აწვალებდა ალექსანდრე. მოსწონდა მის სიტყვებზე გაწითლებული მარიამი. მარიამს გაეცინა.
-აი პირველი მსგავსებაც შენსა და მაქსიმეს შორის.
-ნუ რაღაცეებში ვგავართ. -გაიცინა მანაც.
-ანუ რა გამოდის ახლა, მე და შენ.. -სიტყვა გააწყვეტინა ალექსანდრემ.
-მე და შენ აღარ არსებობს მარიამ. აწი უკვე ჩვენ. დიახ ჩვენ ერთად ვართ.
-ხო უკვე ჩვენ. -დანებდა ქალბატონი.
-ხოდა მინდა, რომ დღეს საღამოს კორპორაციულ წვეულებაზე წამომყვე, მაქსიმე და ლილეც იქ იქნებიან.
-მე წამოგყვე? -დაიბნა.
-დიახ თქვენ ქალბატონო. უფროსწორად ჩემო პრინცესა. მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო.
-კარგი წამოვალ, თან ოთხივე ერთად ვიქნებით.
-ხო. ისედაც ჩვენ ოთხი ერთად ბევრ დროს გავატარებთ.
-ალექსანდრე.. -გონება სხვა ფიქრებისკენ გაექცა მაინც მარიამს. ჩუმად მიმართა.
-გისმენ მარიამ.. -საოცარი ტონით უთხრა.
-ამ მარიამს ისე თბილად ამბობ, რომ.. -მძიმედ ამოიოხრა და ისევ წყალი მოსვა.
-მარიამ.. -ისევ ისე მიმართა და დაინახა როგორ ჩამოდნა თავისი პრინცესა, რაზეც სიცილი ვერ შეიკავა.
-გიხდება სიცილიც. -უნებურად წამოსცდა.
-მხოლოდ შენი მიზეზით მარიამ. -თვალი ჩაუკრა
-ახლა ყოველ წინადადებას ბოლოს მარიამ უნდა დაუმატო? -გაეცინა მასაც.
-კარგი კარგი წამო გაგიყვან სახლში და საღამოს გამოგივლი.
-კარგი.
^^^
საღამოს 6 საათი იყო, რომ მაქსიმეს გაეღვიძა. მასზე მშვიდად მძინარე ლილეს გაღვიძება არ უნდოდა, თუმცა უკვე დრო იყო გამზადება დაეწყოთ. თმაში ხელი შეუცურა და ნაზად ეფერებოდა. ლილეც კრუტუნით გამოფხიზლდა.
-მაქს..
-ადექი ფისო გამზადების დროა. -მისკენ დაიხარა და ყურის უკან აკოცა.
-ხო ავდგები.. -ისევ ბალიშზე დადო თავი და თვალები დახუჭა.
-ლილე ნუ იძინებ..
-ვერ ვფხიზლდები მაქსიმე.. -თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა.
-აფერისტი ატეხილი ქალი ხარ! -გაეცინა მაქსიმეს.
-მაკოცე და გამოვფხიზლდები.. -ისევ იგივე მდგომარეობაში მყოფმა უთხრა.
-ჰმ ატეხილი ქალი არაფერსაც არ გაკოცებ!
-ჰმ კრეტინი! -ზლაზნვით წამოდგა საწოლიდან და გასვლა დააპირა. -ისე კარგად მეცემი ხოლმე!
-მოდი აქ. -ზურგზე აეკრო და კისერში კოცნა დაუწყო. წამალიც მიაღებინა და უკანალზე მირტყმით აბაზანაში შეაცილა.
^^^
მარიამიც და ლილეც იდგნენ სარკის წინ და ძალიან დიდხანს იპრანჭებოდნენ. როგორც იქნა ჩაცმაზეც გადავიდნენ. ლილემ თავისი ლამაზი კაბა გადაიცვა და ფეხსაცმელიც მოირგო. მარიამმა, როგორც იქნა აარჩია მუქი შინდისფერი მუხლამდე სიგრძის კაბა. სადა მაკიაჟი გაიკეთა და სარკეში თავს ათვალიერებდა. ლილე მაქსიმეს ოთახში არ უშვებდა ხელს შემიშლიო. როგორც კი, საძინებლიდან გამოვიდე მაქსიმეს გაოცებულ სახეზე გადაიხარხარა.
-რა იყო მოჩვენება დაინახე?
-ისეთი გემრიელი ლუკმა დავინახე სული მეხუთება! -ძლივს აღმოხდა ვნება მორეულს. ისე უმზერდნენ კაბიდან ლილეს ბურთები.
-მოსულიერდი გვიჩიანო და მითხარი აბა როგორ გამოვიყურები.
-მაკიაჟი არ მომწონს.. -თავი გააქნია მაქსიმემ და ეაფერისტა.
-აუ კაი რაა ერთი საათია ვწვალობ და შენ მეუბნები, რომ არ ვარგა? -სახე მოეღუშა. მაქსიმეს მის სახეხე გაეცინა.
-კაი რას ჩამოუშვი ცხვირი, ულამაზესი ხარ პატარა ქალბატონო და მხოლოდ ჩემი! -ცხვირზე თითი მიადო და ყელში აკოცა.
-ო რა საზიზღარი ხარ მაქსიმე!!!
-კარგი გეყოფა წუწუნი ულამაზესი ხარ მხოლოდ ჩემთვის და სხვისი აზრი ხომ იცი არ მანტერესებს!
-მართლა? -ბავშვის თვალებით შეხედა.
-აუ კაი რა ახლა ნერვიულობ ხო შენ? ჩემი სულელი ბავშვი. წამოდი გვაგვიანდება. -წელზე ხელი შემოჰხვია და კარისკენ წაიყვანა.
^^^
დაბლა ჩასულ მარიამსაც გაოცებული ალექსანდრე დახვდა. მარიამიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
-რა სახე გაქვს? -გაოცებულმა ჰკითხა.
-ნამდვილი პრინცესა დავინახე. -გაუღიმადა ხელზე აკოცა. -ულამაზესი ხარ.
-გმადლობ ალექსანდრე, შენც ძალიან კარგად გამოიყურები.
-გმადლობ პრინცესა. -ისევ თბილად გაუღიმა და მანქანის კარი გაუღო. მალე ადგილზე იყვნენ. იქ მისულებს ლილე და მაქსიმეც იქ დახვდათ.
-მარიაამ შენც აქ ხარ? -გაოცდა ლილე მისი დანახვისას.
-ხო ლილე. გეტყვი ცოტახანში რატოც. -ჩუმად გადაუჩურჩულა და ლილემ ჩაიფხუკუნა. მიხვდა, რაც ხდებოდა. მაქსიმეს გადახედა და თვალი ჩაუკრა .
-მაქს ნახე ჩვენს წინ ახაი წყვილი გამიცხვა.
-ჩემი ძმაკაცი აღარ ხუმრობს ხომ იცი. -გაეცინა ალექსანდრეს.
-რას ხარხარებს ერთი მაქსიმე გვიჩიანი გამაგებინა. -მიუახლოვდა ალექსანდრე
-რას და აღარ ხუმრობს ჩემი ძმაკაცითქო. ერთად თუ იყავით არ უნდა გეთქვათ? -ნაწყენი ხმით უთხრა და მარიამს სახეზე ფერები გადაუვიდა.
-მაქსიმე ნუ ხარ ციგანი და ნუ მიწითლებ ჩემს პრინცესას. -ხელი წელზე მოჰხვია მარიამს. ლილე კი ბედნიერი უყურებდა მათ.
-კარგი რა მარიამ. რა მორიდებულად ხარ. ნუ პრინციპში მესმის თავიდან შენი დაქალიც ეგრე იყო, მაგრა ახლა შეხედე რა დღეშია. -გაიკრიჭა დაენა გამოუყო ლილეს. ლილემ კი სხვებისგან შეუმჩნევლად უჩქმიტა, რაზეც მაქსიმეს სახე დაემანჭა.
-ახლა დაოკდი გვიჩიანო თორემ ყველა გაიგებს რა თხა ცოლი გყავს! -კბილებს შორის გამოსცრა ლილემ და მათზე ახარხარებული წყვილის დანახვისას, მათკენ ალექსანდრესა და მაქსიმეს თანამშრომლები წამოვიდნენ.
-ალექსანდრე მაქსიმე როგორ ხართ? -ბიჭები გადაკოცნა ალექსანდრეს მდივანმა ლიკამ და გოგოები აათვალიერა.
-კარგად ლიკა თავად? -კითხვადაუბრუნა მაქსიმემ.
-მეც კარგად მაქს. ამ გოგოებს არ გაგვაცნობთ? -სწერვულად გადახედა ორივეს. ლილეს სახე აელეწა ლიკას ხელი მაქსიმეს მკლავზე, რომ დაინახა.
-ეს ერთი ულამაზესი არსება ალექსანდრეს შეყვარებულია, მეორე ულამაზესი არსება კიდევ ჩემი საცოლე ლიკა. -ლილე მიიხუტა მაქსიმემ და გამარჯვებულის სახით გაუღიმა. ლილემ კი ავისმომასწავებელი მზერა მიაპყრო და ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა.
-ჰმ მართლაც ულამაზესები არიან. -კიდევ ერთხელ აათვალიერა გოგოები გულდაწყვეტილმა. ლილემ თავი დაიმშვიდა არ უნდოდა მაქსიმეს მისი ეჭვიანობა შეემჩნია.
-ეს თხა ვინაა? -პირდაპირვე შეეკითხა მარიამი ალექსანდრეს. ალექსანდრემ კი თავი ვერ შეიკავა და გაიცინა.
-კარგი მარიამ რა სახე გაქვს, ჩემი მდივანია. იეჭვიანე პრინცესა?
-ეგღა მაკლია მაგისნაირებზე ვიეჭვიანო. -თვალები აატრიალა მარიამმა.
-კარგი წამოდი ვიცეკვოთ. -წყვილები განმარტოვდნენ და წყნარ მუსიკას ააყოლეს ტანი. შემდეგ დანარჩენი თანამშრომლებიც გაიცნეს და მათთან ერთად ისაუბრეს. ყველას მოეწონა ლილე და აღფრთოვანებულები იყვნენ მაქსიმეს არჩევანით, გარდა ლიკასი. ამრეზით უყურებდა და ერთი სული ჰქონდა ხელში როდის ჩაიგდებდა მაქსიმეს. საპირფარეშოში წასული, რომ დაინახა უკან მიჰყვა. ცოტახანს, რომ არ გამოჩნდა მაქსიმე ლილემ ძებნა დაუწყო. მარიამი და ალექსანდრე კი აღარავის იმჩნევდნენ ისე კარგად იყვნენ. ლილემ ქალთა საპირფარეშოს კარი, რომ გააღო დაინახა როგორ კოცნიდა ლიკას მაქსიმე. ტანში უსიამოვნოდ გასჭვალა. წამიერად თვალებში დაუბნელდა დამთელი ბრაზი მოაწვა. გამწარებული შევიდა შიგნით და მთელი ძალით ჩაავლო ხელი ლიკას კაბას და გვერდით გამოსწია მაქსიმესგან.
-ახლავე გაეთრიე აქედან თუ არ გინდა მთელმა სამსახურმა გაიგოს რა კახპაც ხარ! -ლიკამ ისევ ამრეზით გაუღიმა, რაზეც ლილე უარესად გამწარდა.
-ეს რა ველური ფისო გიშოვნია მაქს.
-ეს ველური ფისო იქნება მაგ სახეს, რომ მიგილამაზებს. -თავის შეკავება უჭირდა უკვე ლილეს.
-ჩაო ლამაზმანო, კარგი იქნება თუ შენს საქმროს კარგად დააკმაყოფილებ. მერე აღარსად გაგექცევა. -თვალი ჩაუკრა და ამაყად გავიდა იქედან. ლილე გაჩუმებულ მაქსიმეს მიუტრიალდა და სახეში სილა გააწნა.
-ლილე რას აკეთებ!? -მეორემოქნეული ხელი დაუჭირა მაქსიმემ.
-უსინდისო, უნამუსო და უსირცხვილო კაცი ხარ!
-კარგი რა ლილე იმ კახპაზე იეჭვიანე? -გაეცინა მაქსიმეს.
-კარგი რა ნუ მაცინებ! ასი წელი არავისზე ვიეჭვიანებ მითუმეტეს შენ გამო! -სიტყვებით მისი გამწარება უნდოდა, იმიტომ რომ სიღრმეში ტკივილს გრძნობდა. მაქსიმესგან მიყენებულ ტკივილს.
-ხო გეტყობა როგორც არ ეჭვიანობ. -იცინოდა ისევ მაქსიმე.
-უბრალოდ შეგნებაა მაქსიმე! სამსახურში მაინც ნუ აჭორავებ ხალხს შენზე და ჩემს სახელს ნუ შელახავ! დანარჩენი რაც გინდა ის გიქნია. მაგ კახპასთანაც და დანარჩენ შენ ბოზებთანაც სულ ფეხზე რა! -სულერთია ტონით მიახალა გაწარებულმა და გარეთ გავარდა.


მკვლელი გამოვდების მერე დაგიბრუნდით :// როგორ მებედნიერებით ასე რომ მამხნევებთ და ჩემს გვერდით ხართ^^ იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი სტუმარი salio

male dade ra gtxov shemdegi tavi ❤️

 


№2  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი salio
male dade ra gtxov shemdegi tavi ❤️

მალე დავდეებ რახანც ეს გამოცდები მოვიშორე ახლა რაღა მომკლავს:დდ❤

 


№3 სტუმარი Marta

ჩემო საყვარელო. ძალიან მიხარია რომ მორჩი გამოცდებს და ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგადაა. ძალიან კარგი თავი იყო და ლიკას გამოჩენაც კარგი იყო . ვფიქრობდი რომ მარიამიც და ალექსანდრეც ერთად იქნებოდნენ. ესეც მოხდა. ვნახოთ შემდეგი თავი როგორი იქნება. გელოდები სულმოუთმენლად.

 


№4  offline წევრი tatuli)

ra kargi istoriaa <3 rogor siamovnebit vkitxulo <3 madloba shen amistvis <3

 


№5  offline მოდერი pekhshvela

Marta
ჩემო საყვარელო. ძალიან მიხარია რომ მორჩი გამოცდებს და ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგადაა. ძალიან კარგი თავი იყო და ლიკას გამოჩენაც კარგი იყო . ვფიქრობდი რომ მარიამიც და ალექსანდრეც ერთად იქნებოდნენ. ესეც მოხდა. ვნახოთ შემდეგი თავი როგორი იქნება. გელოდები სულმოუთმენლად.

როგორ მახარებს და მაბედნიერებს ეს დამოკიდებულება ჩემდამი ვერ აგიღწერ.მადლობა თითოეული სიტყვისთვის. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ძალიან ბევრს. მიყვარხართ და მიხარიხართ ყველა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობაა ❤❤❤

tatuli)
ra kargi istoriaa <3 rogor siamovnebit vkitxulo <3 madloba shen amistvis <3

უღრმესი მადლობა❣❣❣

 


№6  offline წევრი anns

სასწაული ხარ ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი ნია

ძალიან იგვიანებ ხოლმე :(( ხომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე მაგრამ ნუ მიწყენ მაქსიმეს საქციელი საშინლად არ მომეწონა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გარემოების გამო ჰყვს ახლა ლილე გვერდით, მთავარი ისაა როგორი სტატუსით გაიცნო ეს გოგო ხალხმა და ასეთ დროს თუნდაც ბოზთან სურვილების დაკმაყოფილება უადგილო იყო, მითუმეტეს ისეთ ქალთან რომელსაც იცნობს ლილე... ჩემი აღქმით ლილეს ადგილას საშინლად დამცირებულად იგრძნობს ნებისმიერი თავს... ნუ ეს მაქსიმე არ იყო ის, ვინც მთელი 10 თავი მეიდეალებოდა მიუხედავად მისი მწარე ენისა.

 


№8  offline მოდერი pekhshvela

ნია
ძალიან იგვიანებ ხოლმე :(( ხომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე მაგრამ ნუ მიწყენ მაქსიმეს საქციელი საშინლად არ მომეწონა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გარემოების გამო ჰყვს ახლა ლილე გვერდით, მთავარი ისაა როგორი სტატუსით გაიცნო ეს გოგო ხალხმა და ასეთ დროს თუნდაც ბოზთან სურვილების დაკმაყოფილება უადგილო იყო, მითუმეტეს ისეთ ქალთან რომელსაც იცნობს ლილე... ჩემი აღქმით ლილეს ადგილას საშინლად დამცირებულად იგრძნობს ნებისმიერი თავს... ნუ ეს მაქსიმე არ იყო ის, ვინც მთელი 10 თავი მეიდეალებოდა მიუხედავად მისი მწარე ენისა.

ძვირფასო მოვლენებს ნუ გავუსწრებთ ჯერ ხომ არ ვიცით შიგნით რა მოხდა:დდდ მომდევნო თავი მალე იქნება. გამოცდების გამო ვერ შევძელი დადება და მგონი საპატიო მიზეზია ასე თუ ისე :დ მადლობა, რომ შენი აზრი დააფიქსირე❤❤

anns
სასწაული ხარ ❤️❤️❤️

დიდი მადლობა❤❤❤

 


№9  offline წევრი marikuna18

შესანიშნავი იყოო♡♡♡♡♡ ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡♡♡♡♡♡

 


№10  offline მოდერი abezara98

კარგი იყო, მოუთმენლად ველი შემდეგს blush წარმატებები

 


№11  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ნუ ეგეთი უთავმოყვარეო გოგო ნწ ნწ :დდ
ეცა და აკოცა :/ იდიოტიი ეგ :დდ
გადაურჩა ჩემ სვან გოგოს :დ
რატო არ გააჩეჩინე კრეტინი ლიკა, ღირსი იყოო :დდ
მაქსი ნახე რას ღადაობს, რო ეჭვიანობს :დ საყვარელიი ♥

აი ჩემი ალექსანდრე არის,
ჩემი კაცი ეტალონი :დ ჩემი სიყვარულია ეგ ბიჭიი ♥
ვაიმე რა ცხოვრება მყავს ნუ მაგიჟებს ♥

ოო აი შენ ჩემო ნუცა ძალიან ძალიან მახარებ და მაბედნიერებ ♥
საიდან ამდენი ნიჭი ამ პატარა გოგოს ნუ :) ♥
საოცრად კარგად რო წერ მაგის თქმა არა საჭორო, კი იციი ♥♥
შენი ნიკის დანახვა რო მიხარია არც ეგ ამბავი იქნება შენთვის აძალი :დდ ♥
წარმატებები შენ მაღალი ქულებითურთ ♥
#მიყვარხარმეშენ ♥

 


№12  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ნუ ეგეთი უთავმოყვარეო გოგო ნწ ნწ :დდ
ეცა და აკოცა :/ იდიოტიი ეგ :დდ
გადაურჩა ჩემ სვან გოგოს :დ
რატო არ გააჩეჩინე კრეტინი ლიკა, ღირსი იყოო :დდ
მაქსი ნახე რას ღადაობს, რო ეჭვიანობს :დ საყვარელიი ♥

აი ჩემი ალექსანდრე არის,
ჩემი კაცი ეტალონი :დ ჩემი სიყვარულია ეგ ბიჭიი ♥
ვაიმე რა ცხოვრება მყავს ნუ მაგიჟებს ♥

ოო აი შენ ჩემო ნუცა ძალიან ძალიან მახარებ და მაბედნიერებ ♥
საიდან ამდენი ნიჭი ამ პატარა გოგოს ნუ :) ♥
საოცრად კარგად რო წერ მაგის თქმა არა საჭორო, კი იციი ♥♥
შენი ნიკის დანახვა რო მიხარია არც ეგ ამბავი იქნება შენთვის აძალი :დდ ♥
წარმატებები შენ მაღალი ქულებითურთ ♥
#მიყვარხარმეშენ ♥

ჩემი გოგო როგორ მიყვაარს ❤❤უკვე აღარ ვიცი ხოლმე რა სიტყვები გითხრა ისე მახარებ. მებედნოერები მაქსიკოსთან და ალექსანდრესთან ერთად:დდ❣❣

abezara98
კარგი იყო, მოუთმენლად ველი შემდეგს blush წარმატებები

მადლობა დიდი❤❤

marikuna18
შესანიშნავი იყოო♡♡♡♡♡ ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡♡♡♡♡♡

მადლობაა❤❤❤

 


№13 სტუმარი nia

ver vitmen ise minda axli tavi <3

 


№14  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo dzalian, argadviano male dade❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️veli shemdegs
--------------------
lomidze

 


№15  offline მოდერი pekhshvela

a.bochorishvili
მალე დადე ახლა არ გამაწვალო ხო გავგიჟდი და გადავირიე

:დდდ მალე იქნებაა ❤❤❤❤

naniko mindia
Kargi iyo dzalian, argadviano male dade❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️veli shemdegs

მადლობაა. მალე დავდებ❣❣❣

 


№16 სტუმარი ann

აუუუ მალე იქნება???

 


№17  offline წევრი მელი

გემრიელ ნიმენტზე გაწყვიტე, მეგონა ლილე ცემდა მაქსს :დ ველოდო დღეს? ))

 


№18  offline მოდერი pekhshvela

მელი
გემრიელ ნიმენტზე გაწყვიტე, მეგონა ლილე ცემდა მაქსს :დ ველოდო დღეს? ))

აუცილებლად დავდებ დღეს❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი etto

dges wavikitxe mtlianad saswaauli istoriaa... dzalian momwons maqsimes da liles wyvili... magram maqsimes saqcieli ar momewona rogor moiqca imedia gamoasworebs tavis shecdomas... dges velodebi axal tavs moutmenlad ❤️

 


№20 სტუმარი (AniKo)

ოჰჰჰ, ეგ უსირცხვილო კაციიიი, მაქსიმეეე :დ
ჩემი სვანი გოგო, ჩემი ლილე! ახლა კია ღირსი 1 კვირა იყოს გაბრაზებული მაქსიმეზე!
ალექსანდრემ რა ივაჟკაცა, უცებ უთხრა ყველაფერი მარიამს. საყვარლები <3
შენ კი ხარ უნიჭიერესი და თუ დღეს ცოტათი ადრე დადებ და ნაკითხით ნასიამოვნები დავიძინებ, მადლობელი დავრჩებიი :დ <33

 


№21  offline მოდერი pekhshvela

(AniKo)
ოჰჰჰ, ეგ უსირცხვილო კაციიიი, მაქსიმეეე :დ
ჩემი სვანი გოგო, ჩემი ლილე! ახლა კია ღირსი 1 კვირა იყოს გაბრაზებული მაქსიმეზე!
ალექსანდრემ რა ივაჟკაცა, უცებ უთხრა ყველაფერი მარიამს. საყვარლები <3
შენ კი ხარ უნიჭიერესი და თუ დღეს ცოტათი ადრე დადებ და ნაკითხით ნასიამოვნები დავიძინებ, მადლობელი დავრჩებიი :დ <33

12ის მერე დავდებ ძვირფასო აუცილებლად. თან ისეთი თავიაა ჰაიმეე :დდ მადლობა დიდი❤❤❤

სტუმარი etto
dges wavikitxe mtlianad saswaauli istoriaa... dzalian momwons maqsimes da liles wyvili... magram maqsimes saqcieli ar momewona rogor moiqca imedia gamoasworebs tavis shecdomas... dges velodebi axal tavs moutmenlad ❤️

როგორ მიხარია რომ მოგეწონაა. მალე დავდებ❤❤❤

 


№22 სტუმარი ნია

[quote=pekhshvela][quote=(AniKo)]ოჰჰჰ, ეგ უსირცხვილო კაციიიი, მაქსიმეეე :დ
ჩემი სვანი გოგო, ჩემი ლილე! ახლა კია ღირსი 1 კვირა იყოს გაბრაზებული მაქსიმეზე!
ალექსანდრემ რა ივაჟკაცა, უცებ უთხრა ყველაფერი მარიამს. საყვარლები <3
შენ კი ხარ უნიჭიერესი და თუ დღეს ცოტათი ადრე დადებ და ნაკითხით ნასიამოვნები დავიძინებ, მადლობელი დავრჩებიი :დ <33[/quote]
12ის მერე დავდებ ძვირფასო აუცილებლად. თან ისეთი თავიაა ჰაიმეე :დდ მადლობა დიდი❤❤❤

[quote=სტუმარი etto]dges wavikitxe mtlianad saswaauli istoriaa... dzalian momwons maqsimes da liles wyvili... magram maqsimes saqcieli ar momewona rogor moiqca imedia gamoasworebs tavis shecdomas... dges velodebi axal tavs moutmenlad ❤️[/quote]
როგორ მიხარია რომ მოგეწონაა. მალე დავდებ❤❤❤[/quoრ
რა მოითმენს კიდევ ერთი საათი. ცოტა ადრე ვერ დადებ? მიყვარს, ვგიჟდები ამ ისტორიაზე <3 სასწაული გოგო ხარ

რა მოითმენს კიდევ ერთი საათი :( ცოტა ადრე ვერ დადებ? მიყვარს, ვგიჟდები ამ ისტორიაზე <3 სასწაული გოგო ხარ <3

 


№23 სტუმარი სტუმარი ნუკი

დღეს მთელი დღე მოუთმენლად ველოდები საიტოს ჩართვას რომ ახალი თავი დადოთ და წავიკითხოო

 


№24  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი ნუკი
დღეს მთელი დღე მოუთმენლად ველოდები საიტოს ჩართვას რომ ახალი თავი დადოთ და წავიკითხოო

Ai axla am wams davdeb????????

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

ოჰოო, დაიძაბა სიტუაცია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent