შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {3თავი}


16-06-2018, 21:53
ავტორი Mathew
ნანახია 3 600

-მია-აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა.ვერ მიიხედა გვერდით,საშინლად შეეშინდა.შეეშინდა იმის წარმოდგენა თუ ვინ იქნებოდა მის გვერდით,შეეშინდა იმის წარმოდგენა თუ რა უნდოდა უცხო სახლში და უცხო ოთახში ვიღაც მამაკაცთან ერთად,რომელსაც მჭიდროდ ქონდა თავისი გრძელი და დაკუნთული ხელი მის ვიწრო წელზე მოხვეული.
-მომისმინე,მითხარი სად ხარ და მოვალ.-ისევ საშინლად ანერვიულებული იყო მია.
-მომისმინე…-ძლივს დაიჩურჩულა-რამდენიმე წუთში გადმოგირეკავ,კარგი?
-გთხოვ რა,ნუ მანერვიულებ.
-მია მენდე-მას არ სეჯეროდა მისი თავის და ვერ წარმოედგინდა ამას მია როგორ გააკეთებდა.
-კარგი-ტელეფონი გათიშა და იქვე ტუმბოზე გადადო.არ უნდოდა გვერდით მყოფის გაღვიძება,არც იმის გააზრება უნდოდა თუ რა მოხდა,მაგრამ ამას მაინც გაიგებდა.თავის დაღწევა ცადა მისი მკლავებიდან,მაგრამ ამის ნაცვლად უცნობი შეიშმუშნა,მეორე ხელიც მოხვია და მისკენ სახით მიაბრუნა.
აი აქ,ამ მომენტში და ამ წამს განიცადა მან სრული შოკი.მეორედ,ერთი და იმავე ადამიანის გამო მოუნდა სიკვდილი.
თვალებში უყურებდა ბიჭს და არ სურდა იმის გააზრება,რომ ახლა იმ ადამიანთან ერთად იწვა რომელმაც რამდენიმე თვე დიდ ტყუილში აცხოვრა და რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვარს.
-შენ?!-ისეთი ჩავარდნილი და გატეხილი ხმით ამოიგმინა რომ ცოტა არ იყოს თავისი თავის შეეშინდა.
-გახსოვარ ანა?
-ხელ…ხელები მომაშორე-ძლივს დაიჩურჩულა.ყველანაირად ცდილობდა ემოციები გაეკონტროლებია და გამოსდიოდა კიდეც.
-იცი ვერ ვიტან როცა მაღვიძებენ,ახლა კი უნდა დაისაჯო-ნელ-ნელა წინ მიიწევდა და ისედაც მცირე მანძილს უფრო ამცირებდა. გულისცემა გაუხშირდა,ეს იგრძნო და გაიგონა კიდეც,მაგრამ მაინც ვერ გააკონტროლა,ვერ შეაჩერა და ვერ დააოკა ის.
განა ამას შეძლებდა?
ვერა,და მითუმეტეს მაქსიმესთან.
მაქსიმე დადვანი ხომ ის ადამიანია ვინაც მან სიყვარული აჩუქა.
პირველი და უკანასკნელი სიყვარულია მისთვის მაქსიმე,მაგრამ ძალიან მტკივნეული.
ატყუებდა მას დადვანი,ეს კი იმ სამი რამიდან ერთ-ერთია რასაც ვერასდროს აპატიებს ადამიანს.
განა არ აპატია?
კი,მაგრამ არ აღიარებს.
ბიჭმა მისი გრძნობები აბუჩად აიგდო,მას თავი შეაყვარა,შემდეგ კი ის საქვეყნოდ დაამცირა.
მოატყუა და მისი გრძნობები დასაცინი გახადა,შეარცხვინა და გაანადგურა.
-მაქსიმე,არ მომეკარო-შეუღრინა და უცებ წამოდგა საწოლიდან.მაგრამ სირცხვილისგან აიწურა როცა ტანზე მხოლოდ მაქსიმეს მაისური ეცვა,რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა.
-ბოლოს რომ გნახე იმის შემდეგ საგრძნობლად შეცვლილხარ,უი,გათხოვილხარ კიდეც.-თვალით თითზე ჩამოცმულ კალიცოზე მიანიშა,ამის გაგონებაზე უარესად გაფითრდა.
-რა…რა გათხოვილი.მე არა,მაგრამ შენ აშკარად გყავს ცოლი.-მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მისკებ გაიშვირა და გაშეშდა.თითს მრგვალი,ბზინავი ოქრსფერი ბეჭედი უმშვენებდა.
-არა,ეს შეუძლებელია.
-დაიცა,გათხოვდი და არ გახსოვს?
-გუშინ გაუთხივარი ვიყავი-ნერვებს ძლივს აკონტროლებდა.
-გუშინ არც მე მყავდა ცოლ…ოღონდ ეს არა.-საწოლიდან წამოხტა და უჯერბის ქექვა დაიწყო.ქორწინების მოწმობა რომ იპოვა მაშინ მიხვდა რა შარში გაეხვია.
-რა წერია?
-რა უნდა ეწეროს ქორწინები მოწმობაში?!-ირონიით სავსე მზერა აჩუქა.
-სახელები წაიკითხე!-არც თვითონ დააკლო სიმკაცრე.
-ანა ამაშუკელი შენ ხარ?რა კითხვებს ვსვამ ამის დედაც… შენ ხარ აბა ვინაა სხვა-თმაში შეიცურა ხელები,მაგრამ წამში გაებადრა სახე.ანა კი პირიქით.საშინლად მოღუშული იჯდა.მიუხედავად იმისა,რომ საყვარელ მამაკაცზე იქორწინა მოწყენილი იყო,მაქსი კი გახარებული,მაგრამ ანას მიმართ ზუსტად იმავეს განიცდიდა.
-რაო ანა,არ გიხარია?
-რა უნდა მიხაროდეს,მატყუარას ცოლობა?
-შენ კიდე ვერ ამოიგდე მაგ ამბავი თავიდან?
-არაკაცების დავიწყება რთულია.
-ანა,მაშინ ბავშვი ვიყავი.
-მე უფრო პაყარა,და რატომ მაინც და მაინც მე?
-ასეთი იყო არჩევანი.
-ვისი?
-უბნელების.
-ჯანდაბა,ყველა მეზიზღებით.
-გეყოფა.
-ვინ დაგავალა ჩემ გრძნობებზე თამაში და ჩემი მოტყუება?
-მაგას ვერ გეტყვი.
-რატომ?
-ჯანდაბა,დაივიწყე და დაწექი.
-სხვა ოთახი სადაა?
-მოდი აქ-ხელი დაავლო და მის გვერდით დააწვინა.
-იგივეს გამეორების უფლებას არ მოგცემ ხომ გაიგე და საერთოდ,გუშინდელიდან რამე გახსოვს?
-არა,დაიძინე ანა!-მკაცრად განუცხადა.ტუჩის კუთხეში აკოცა,ტუჩებიკენ მიიწევდა როცა მიამ დარეკა.ათასჯერ გადაუხადა მადლობა მეგობარს და სასწრაფოდ დაავლო მობილურს ხელი.
-გაარკვიე რამე.
-დამპირდი რომ არ ინერვიულებ.
-ანა!-მისი ხმა ისე გაისმა აშკარად არ გავდა დაპირებას.
-მისმინე,გავთხოვდი.
-ახლა ხუმრობის დროა?მითხარი სად ხარ.
-მია შენი აზრით ვხუმრობ?!
-არ ხუმრობ? ანა არ გამაგიჟო,რას ნიშნავს გათხოვდი.
-შენი აზრით მე ვხვდები,რა უნდა ვქნა მია.
-კარგი,ის მაინც მითხარი ვის გაყევი ცოლად.
-მაქსიმეს-ვერ ხვდებოდა როგორ საუბრობდა ასე მშვიდად,როცა წესით ისტერიკაში უნდა ყოფილიყო.
-ვინაა გოგო მაქსიმე.-ამის თქმა და ტელეფონის ხელიდან წართმევა ერთი იყო,მაქსიმემ ყურთან მიიდო და ხრიწიანი ხმით ჩაყვრია.
-ცოლის და გამარჯობა,მომისმინე ახლა დავიძინებთ რა,ხოდა მერე მოდი და ჩემი ცოლუკა ყველაფერს მოგიყვება,თუ ახსოვს რა თქმა უნდა-თვალი ჩაუკრა მის გვერდით მწოლიარე,გაოცებულ გოგოს და სანამ მიას ყვირილს მოისმენდა ყურმილი დაკიდა.
-მოვა მერე და ილაპარაკეთ.
-ნორმალური ხარ საერთოდ?შენ კი არა მე თუ ვარ ნორმალური,რატომ ვწევარ აქ და რატომ არ მივდივარ?რა მინდა აქ?-სასწრაფოდ წამოხტა,მაგრამ მაქსიმემ მკლავში ჩაავლო ხელი და ისევ მის გვერდით დააწვინა.
-ხმა არ გავიგო შენი,რა ისტერიკებს მიწყობ აქ? არა რა,დამაცადე და გასწავლი ჭკუას.
-შენ მე რა უნდა მასწავლო?-ირონიული მზერით შეხედა.
-ის რაშიც გამოუცდელი ხარ.არა,თუ გინდა ახლავე დავიწყებ გაკვეთილებს.-მართალია ნათქვამს ვერ მიუხვდა,მაგრამ მაინც უარი განაცხადა.
-უტვინო ხარ.
-არ მძინავს მე და მესმის სხვათაშორის.
-გესმოდეს მერე.-ისე თქვა თითქოს აქაც არაფერიო.
-ანა გააჩუმე ენა.
-ხისთავიანი.-არ წყვეტდა მის ლანძღვას.
-ანა-თქო.
-ანა-თქო-გამოაჯავრა და წარბები შეკრა.
-გოგო ენა-უცებ მიაბრუნა მისკენ და პირზე ხელი ააფარა.-იცოდე შემდეგ შენ გასაჩუმებლად სხვა ხერხს გამოვიყენებ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და შუბლზე აკოცა.-დაიძინე ახლა-აღარაფერი უთქვამს,თვალები დახუჭა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.მართალია,ახლა ისტერიკებს უნდა აწყობდეს,ამის ნაცვლად კი მის გვერდით ძინავს.გულის სიღრმეში მაინც უხარია,ვერც ვერაფერს ამბობს.ან რომ თქვას ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება.ამ ყველაფერს კი წარსულის ტრამვაც ემატებოდა.
განა ატყუებდა მაქსიმე?
არა,მაგრამ იყო რაღაც,
რაც მაშინ,პატარაობაში
სჭირდებოდა.
ამიტომ ეს ყველაფერი ტყუილს მიაწერა,
მხოლოდ იმის გამო რომ ახალ ჩამოსულს
მის თანატოლებს არ აეთვალწუნებიათ
ეს ყველაფერი გააკეთა და მისთვის საყვარელი გოგო დაამცირა.
არ იყო ეს კარგი საქციელი და ყველაფერი მხოლოდ ბათუმიდან წასვლის შემდეგ გაიზარა.
მაგრამ არაფერი გაუკეთებია ამის შესაცვლელად,არ მოელოდა მის ნახვას და საერთოდ,არც ამას ელოდა.
უნდოდა რომ აეხსნა,ახლა ყველაფერი ეთქვა მისთვის,მაგრამ ვერ გაბედა.
მის მიმართ ისევ იგივეს გრძნობს,მაგრამ
მონატრებამ ეს გრძნობა გააორმაგა.
შეეშინდა,რომ ანასგან იმავეს ვერ მიიღებდა.
იცის რომ ტყუილს ვერ პატიობს ადამიანს.
თვალები როცა გაახილა მაშინვე იგრძნო მის სხეულზე აკრული თბილი არსება.
ფრთხილად დახარა თვალები და როცა მის სხეულზე აკრული ანა დაინახა გაეღიმა,ტუჩები ნელა შეახო თავზე და მისი ტკბილი და გამაბრუებელი არომატი შეისუნთქა.
ნელა და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,ტანსაცმელს დაავლო ხელი და სააბაზანოში შეიკეტა.შევებით ამოისუნთქა როცა გაახსენდა,რომ სამსახურში არ იყო წასასვლელი.
ფიქრები თავიდან გააგდო და თბილი წაყლი მოუშვა.ვერც კი მიხვდა რა სწრაფად გავიდა დრო,კარებზე ბრახუნა გამოიყვანა კოფორტიდან.
-მაქსიმე გამოაღწიე აწი,მეც მინდა შესვლა.
-სხვა სააბაზანოცაა სახლში.
-მერე მე რა ვიცი სადაა,დახმარება მჭირდება.
-კარგი ხო,გამოვალ რამდენიმე წუთში-ამით დასრულად მათი დიალოგი და მაქსიმეს თბილ წყალში ნებივროვა.თავი გაიმშრალა,შემდეგ ტანიც და წელს ქვემოთ პირსახოცი შემოიხვია.
ოთახში როგორც კი შევიდა გოგოს ცხვირწინ აეტუზა.
მძიმე ნერწყვი გადააგორა კისერში ანამ და თვალი აარიდა.
-მე…ასეც რატომ იჩქარე?-მხოლოდ ეს უთხრა,მაქსიმეს კი სიცილი აუტყდა.
-რაო პატარა ქალბატონო დაგცხა?
-პირსახოცი სადაა?-უცებ ცადა თემის გადატანა.
-მოდი გაჩვენებ,ეს მაისური გამომართვი.დღეს მოვიტანოთ შენი ტანსაცმელი
-არა,რა უნდა მოვიტანოთ კაცო,მე ჩემ სახლში ვცხოვრობ.
-დამიჯერე უკვე აქ ცხოვრობ.
-ამ ქორწინების შესახებ მიას გარდა არავინ იცის.
-მგონი უკვე ყველამ იცის.
-რატომ?
-მთვრალები ვიყავით ამიტომ ყველას ვეტყოდით,ვინმე მაინც დაინახავდა,ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთავდა,ან თუნდაც ჩემი სახელის გამო.
-შენი სახელის?
-ხო ანა.
-ვინ ხარ ასეთი?
-შეფ მზარეული ერთ-ერთ ცნობილ რესტორიანში.
-მეკაიფები ხო,ვერ წარმომიდგენიხარ.
-რამდენიმე წუთში თავად ნახავ,ახლა კი სააბაზანოში შედი.-ისიც მის ნებას დაყვა,თბილი წყლის ქვეშ მოდუნდა და დარდი ჩამოირეცხა,მაგრამ ეს მხოლოდ დროებით.
წყალი დაკეტა და ტანი გაიმშრალა,მოკლე თმაც მას მიაყოლა,მაგრამ ოდნავ სველი დატოვა,ტანზე კი მაქსიმეს მიერ მიცემული მაისური ჩაიცვა.წინანდელთან შედარებით გრძელი იყო,მუხლს სულ ოდნავ აცდენილი.
სააბაზანოდან გავიდა და ფეხშიშველმა შეაბიჯა სამზარეულოში სადაც მოფუსფუსე მაქსიმე დაინახა.
დიდი სამზარეულო კრემისფერ ფერში იყო მოწყობილი.მიხვდა რომ ამ სახლის სიმდიდრეს,არა მაქსიმეს სიმდიდრეს ამ სახლში ეს ადგილი წარმოადგენდა.მის ფიქრებზე გაეღიმა.
-რაო ქალბატონო,თვალს ვერ მწყვეტ?
-იოცნებე-ჩუმად ამოიფრუტუნა და მაგიდასთან დაჯდა.
-ხმა რატომ ჩაგივარდა პატარა?-ირონიული მზერა ესროლა.
-სულაც არ…არ ჩამვარდნია- ვითომ მტკიცე ხმით განაცხადა,მაგრამ საშინლად იყო არეული.მაქსიმე მის წინ მხოლოდ სპრტული შარვლით იდგა,ის კი ამას ვერ უძლებდა.
-მართალი ხარ,უფრო ცუდად ხარ.-არ წყვეტდა დადვანი მის წვალებას და ნერვების მოშლას.
ამ დროს ანა სასაცილოა,ოდნავ წითლდება და თვალებს ატრიალებს.ზოგჯერ კბილებს ისე აჭერს ერთმანეთს,რომ საშინელ ხმებს გამოსცემს ან კისერზე არტერია ებერება.
თუმცა ყველაზე საშინელი მომენტი ისაა როცა სახეზე არაფრი იკითხება და რეაქცია არ აქვს,აი აქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია.
უცნაური ადამიანია.სხვებს ვერ უბრაზდება და წყენას გულში ვერ ინახავს,მაგრამ არავის უნახავს ის გაცოფებული.
რამდენჯერ,სხვებისაგნ შეუმჩნევლად უტირია და სიკვდილზეც კი უოცნებია.იმის გამო რომ დამცირება გადაუტანია და ხალხში არაფერი უთქვამს.
სახლშიც არ აკლებდნენ.
ოთხი ბიძაშვილი ყავს,მაგრამ საშინელება ისაა რომ აქედან მხოლოდ ორთან აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა.
რამდენჯერ,რამდენჯერ უფიქრია იმ მომენტზე,თუ როგორ დადგებოდა მათ წინ და სათქმელს პურში მიახლიდა,მაგრამ შემდეგ მშობლები ახსენდებოდა და ამიტომ პაუზას აკეთებდა,ამით მხოლოდ მათ მიაყენებდა შეურაწყოფას.
ათასჯერ უსაუბრია მამასთან ამ თემაზე,ათასჯერ უსაუბრიათ გულახდილად თავიანთ პრობლემებზე და გამოსავალსაც ეძებდნენ,ზოგჯერ კი ეს შეუძლებელიც ხდებოდა.
-მზადაა-მაქსიმემ დაიყვირა და გაუღიმა.
-რა გაყვირებს მერე?
-ოჰ ბოდიში-ისევ ირონია.
-კარგი,შევჭამ მე-ისე საყვარლად წარმოთქვა მაქსიმემ თავი ვერ შეიკავა და გაუღიმა.
-დილით არ ჭამდი ხოლმე-თვალებმოჭუტულმა გახედა და მისი ნათქვამი გაახსენდა.
-გახსოვს რაღაცეები.მარტო მაშინ არ ვჭამ როცა სასწავლებელში მივდივარ.
-არც ყავას სვამ?
-არა,არაფერს.
-მერე გული რომ წაგივიდეს?-ხმაში ნერვიულობა დაეტყო.
-ჩემზე ნერვიულობ დადვანო?
-ღმერთო ანა,რა ფანტაზიის უნარი გაგაჩნია.შენთვისვე ვამბობ ბავშვო ამას-თვალი ჩაუკრა.
-არ ვარ მე ბავშვი.
-ნწნწ.-თავი გააქნია და თეფშები აალაგა.
-მე გავრეცხავ.
-მიდი შენ მიას დაურეკე-უცებ გააგდი სამზარეულოდან.
-კარგი ხო.-ტელეფონს ხელი მოკიდა და მეგობარს მოსვლა და მისი ნივთების წამოღება თხოვა.
რა თქმა უნდა საუბარმა დიდხანს გასტანა,ბოლოს კი ძლივს დაიყოლია მოსვლაზე.ნახევარ საათში მია მის წინ ოჯდა,ის კი ყველაფერს უხსნიდა და მის დაწყნარებას ცდილობდა.არც ამ საუბარს ჩაუვლია სწრაფად,მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოგვარდა და მიასთან ყველაფერი გაარკვიეს,თუმცა თვითონ არ ქონდა დალაგებული.
არაფერი იცოდნენ,რა გაეკეთებიათ,როდის გაშორდებოდნენ ან იცოდა თუ არა ეს ამბავი ვინმემ.
ბოლოს გაარკვიეს რომ ეს ამბავი უკვე მთელ თბილის მოედო,და არა მარტო თბილის.
ამის გაგებაზე ამაშუკელი საშინლად აღელვდა.
არ იცოდა რა ეთქვა მშობლებისთვის ,როგორ აეხსნა მათთვის სიტუაცია.
მაგრამ ძალა მოიკრიბა და დედასთან დარეკა.
-როგორც იქნა დარეკე,ჩვენ ვაპირებდით,მაგრამ გადავიფიქრეთ-ქალი იმდენად მშვიდი ტონით საუბრობდა ანას ძალიან გაუკვირდა.
-დედა,არ მიბრაზდები?
-ცოტათი კი,აქამდე რატომ არ მითხარი.
მაქსიმეს რა კარგად ვიცნობდი შვილო,მაგის გამო წახვედი ხო თბილისში.არა ანა,მე რას გამომაპარებ?-მაქსიმე იქვე იჯდა და საუბარი ესმოდა,სიცლის ვერ იკავებდა.ისევ გამოართვა ანას ტელეფონი და ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო.
-გამარჯობა ქალბატონო ნინა.
-მაქსიმე,როგორ ხარ გენაცვალე.არა,რატომ დამიმალეთ ეს ამბავი?
-ჩვენც უეცრად გადავწყვიტეთ.
-კარგი,არაუშავს.-გაიცინა -შვილო თამარი როგორაა?.
-დედა? კარგადაა,ახლა ზურასთან ერთად დასასვენებლადაა წასული-მშობლების გახსენებაზე გაეღიმა.
-კარგი,წავედი ახლა მე.თავს მიხედეთ-ბოლოს მაინც მკაცრად ჩასძახა და გააფრთხილა ისინი.
-არ მეგონა ამას ასე ადვილად თუ მიიღებდა.-ჩუმად დაიჩურჩულა ანამ.
-არც მე,სხვას ველოდი.მაგრამ დილით არც შენ დაგიწყია დიდად წიკვინი,თავიდანვე გინდოდა დარჩენა.-ცოტახნით ჩუმად იყო,მაგრამ როცა მისი ნათქვამი გაიგო წამოენთო.
-რა?სულაც არა.რას ბოდიალებ.
-ფსიქოლოგობას აპირებ და ბრაზს ვერ აკობტროლებ?-უცებ შეცვალა თემა.
-ყველაფერს კარგად ვაკონტროლებ.-ხელები გულზე გადაიჯვარედინა და თავი მაღლა აწია.უცებ კარებზე ზარის ხმა გაისმა.ნელა გამოაღო მაქსიმემ კარები,ოთახში კი შავთმიანი ქარიშხალი შემოვარდა.
-შენ,შენში გამცვალა ამ დეგენერატმა არსებამ?რა ნახა შენში ის რაც მე არ მაქვს? საერთოდ საიდან მოეთრიე?ვინ ხარ ასეთი რომ მაქსიმემ შენ აგირჩია?იცოდე რამდენიმე დღეში თუ არ გაშორდები დავაქვრივებ-ბოლო ხმაზე წიკვინებდა და ხელებს იქეთ-აქეთ აქნევდა.გაოცებული უყურებდა შეშლილ გოგოს და სიტყვებს ძლივს იზარებდა.ის კი არ ეტკინა რომ დაამცირეს,ის ეტკინა რომ მაქსიმე სხვისი იყო,ახლა კი საყვარლის როლში იყო.
-ტასო-მაქსიმეს ხმამ მთელ სახლში დაიგრგმინა.
-რას ლაპარაკობ,ნორმალური თუ ხარ?ანას ბოდიში მოუხადე და აქედან გადი სანამ საკუთარ თაბზე პასუხს ვაგებ,იცი შენ ჩვენ რა გვაკავშირებდა-მკვეთრად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და გოგონა სახლიდან მოიშორა.ანა კი ისევ ერთ არდილს მიშტერებული იდგა.
-ანა.
-მომისმინე,მალე გავშორდეთ რა.არ მინდა ბო*ის ან საყვარლის როლში ვიყო და ხალხის გასალანძღი გავხდე.დამცირება საკმაოდ ავიტანე უკვე!-უემოციოდ განუცხადა და ოთახში ავიდა.სიმღერები ჩართო და დაიძინა.
ეტკინა მაქსიმეს მისი სიტყვები,მაგრამ ის იცოდა რომ არასდროს გააკეთებდა ამას და ანას სამუდამოდ მასთან დაიტოვებდა.
ცოტხანი ქვევით იჯდა,ნელა ავიდა მეორე სართულზე და მძინარეს გვერდით მიუჯდა.ნელა დაატარება მის სახეზე თითებს და მხოლოდ ახლა შეამჩნია ტუჩზე,პატარა შრამი.ხაზივით ქონდა ტუჩის ბოლოში გავლებული,მაგრამ მხოლოდ ახლოდან იყო შესამჩნევი.ახალმა აღმოჩენამ უფრო მოხიბლა იგი და დაეფიცება,რომ პირველად მოეწონა ქალის სახეზე შრამი.



№1  offline წევრი Crazy dreamer

ჩემო საყვარელო ავტორო როგორ მიყვარს შენი წერის მანერა. არაჩვეულებრივი ხარ როგორც ყოველთვის წარმატებებიი

 


№2 სტუმარი ნია

როგორ მომწონსსს <3 ესე გააგრძელე

 


№3 სტუმარი wero

არა რააა satisfied რატოოომ აკეთებ ასეე ? რადაგიშავეეე? fearful cold_sweat heart_eyes ეს ისტორიაა ისე მოქმედებს ჩემზე,რომ კითხვის დროს სასწაულად "ვფორიაქდებიიი" და მინდა ყველა ეს გრძნობა აქ დავწეროოო,მაგრამ არ შემიძლიაააა,სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვუყრი,მაგრამ ის შემიძლია ვთქვა ,რომ სასწაული ხარ და მიყვარხარ :*** kissing_heart (ველოდები გემრიელ თავს! yum როგორც იცი ხოლმე) blush kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
ჩემო საყვარელო ავტორო როგორ მიყვარს შენი წერის მანერა. არაჩვეულებრივი ხარ როგორც ყოველთვის წარმატებებიი

ანუკი ძალიან,ძალიან დიდი მადლოვა.იცი შენ რამდენს ნიშნავს შენი აზრი ჩენთვის ^^

ნია
როგორ მომწონსსს <3 ესე გააგრძელე

მადლობა საყვარელო^^

wero
არა რააა satisfied რატოოომ აკეთებ ასეე ? რადაგიშავეეე? fearful cold_sweat heart_eyes ეს ისტორიაა ისე მოქმედებს ჩემზე,რომ კითხვის დროს სასწაულად "ვფორიაქდებიიი" და მინდა ყველა ეს გრძნობა აქ დავწეროოო,მაგრამ არ შემიძლიაააა,სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვუყრი,მაგრამ ის შემიძლია ვთქვა ,რომ სასწაული ხარ და მიყვარხარ :*** kissing_heart (ველოდები გემრიელ თავს! yum როგორც იცი ხოლმე) blush kissing_heart kissing_heart kissing_heart

ვაიმეე გავაფრენ ახლაა ^^
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვისს!!
მიხიარია შენი კომენტარი და იმედია ყოვთვის ასე გამახალისებ ^^ !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent