ბედნიერება სვანურად (12)
გამწარებული ლილე ვერანდაზე გავარდა. ძალიან ღრმად სუნთქავდა. თითქოს ყელში უჭერენო რაღაცას. ბრაზი და ტკივილი ერთად აწვებოდა. თავს ისე დამცირებულად გრძნობდა, ვიღაცა კახპის წინაშე, რომ სურვილი ჰქონდა მაქსიმესთვის ისევ ეთავაზებინა სილა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მაქსიმე მის საქციელს ისევ სიცილით და ღადაობით შეხვდა. საკუთარ თავზეც ბრაზობდა, ამხელა მნიშვნელობას, რომ ანიჭებდა მაქსიმეს. -ან შენ გამაგიჟებ მაქსიმე ან შენზე ფიქრები! -ხმამაღლა ამოილაპარაკა და აქვითინდა. ცრემლებმა გაკვეთეს წამწამებს შორის ადგილი და მთელს ლოყაზე ჩამოედინნენ ღვარ-ღვარად. სტკიოდა საშინლად სტკიოდა. მოაჯირს მაგრად უჭერდა ხელებს. მთელი სიბრაზე მასზე გადაჰქონდა. ვერც კი მიხვდა მაქსიმე როგორ მიუახლოვდა. -არასდროს ლილე.. არასდროს შეწყვიტო ჩემზე ფიქრი.. -სევდიანად ამოილაპარაკა და კისერში აკოცა. დამფრთხალი ლილე შეემოტრიალდა და რტყმა დაუწყო. -მომშორდი. არ მომეკარო იცოდე.. საშინელი ადამიანი ხარ და მითუმეტეს ნურაფერს მომთხოვ. შენ არაფერს იმსახურებ საერთოდ არაფერს! -კბილებს შორის გამოსცრა და მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა. -ლილე გთხოვ მომისმინე. აგიხსნი ყველაფერს. -ლილეს ცრემლებმა ახლა მაქსიმეს ატკინეს. უნდოდა წესიერად აეხსნა ყველაფერი. უნდოდა, რომ ლილეს მისი ნდობა და რწმენა ჰქონოდა. თუმცა, რამდენად შესაძლებელი იყო ის, რომ ლილეს დაეჯერებინა არავინ იცოდა. -ხო მაქსიმე მიდი ახლა მითხარი, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც მე მგონია, არც ისეთი ბავშვი ვარ ეგ ყველაფერი დავიჯერო. თანაც სულ არ მაინტერესებს შენ ვის აკოცებ და ვისთან დაწვები. მე უბრალოდ თავს დამცირებულად ვგრძნობ. იმ ს წინაშე ასე უნდა გამოგეყვანა შენი საცოლე? გინდაც კონტრაქტი იყოს მოგეწონება, რომ შენზე ილაპარაკონ? ელემენტარული შეგნების საკითხია მაქსიმე მეტი არაფერი! თორემ ნამდვილად არაფერს ნიშნავ ჩემთვის, რომ მაგისთანა ქალებზე ვიეჭვიანო და სცენები მოგიწყო! -ტონს ვეღარ აკონტროლებდა ლილე, კინაღამ ყვირილზე გადავიდა. მის ბოლო სიტყვებზე მაქსიმეს ოდნავ ჩაეღიმა. თავი გაიყიდა ლილემ. მისი ცრემლები და ასეთი გაბრაზება უკვე ამტკიცებდა, რომ მაქსიმეს მიმართ გრძნობები ჰქონდა. მაქსიმე აქამდეც კი ხვდებოდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ დარწმუნდა ამაში. ფრთხილად და უსიტყვოდ მიუახლოვდა აკანკალებულს, ცრემლებს მაინც ვერ იკავებდა ლილე. ფრთხილად შეეხო თმაზე, უკან გადაუწია და ცრემლები შეუმშრალა. ლილე შეკრთა ისევ მოშორებას ეცადა, მაგრამ მაქსიმემ აღარ მისცა მოშორების უფლება. ანთებული თვალებით შეხედა. -და კიდევ შენ ამბობ, რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ? -ტუჩები შუბლზე მიადო და ოდნავ აკოცა. ლილეს სიმწრით გაეცინა. -კარგი რა ნუ მაცინებ! -აბა ასე რატომ განიცდი ამ ყველაფერს? -მხოლოდ იმიტომ, რომ თავს დამცირებულად ვგრძნობ მაქსიმე! -შეგიძლია დაიჯერო, რომ მას ვნებებში არ ავყოლილვარ იმ მომენტში? -როგორ მეკითხები მაგას იმის მერე, რაც ვნახე?! -ხომ არის ხანდახან, რომ ნანახს სწორად ვერ აღვიქვამთ? -გთხოვ უარესად ნუ დამამცირებ.. საკმარისია მაქსიმე. -ვერც ხვდებოდა რატომ არ შეეძლო ტირილი შეეწყვიტა. ის ფაქტი სტკიოდა, რომ მაქსიმემ სხვას აკოცა. -ლილე გთხოვ გემუდარები დამიჯერე, ოღონდ ახლა დამიჯერე.. -რა აზრი აქვს მაქსიმე.. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ მას რატომ აკოცე. -აქვს ლილე აქვს! -მაქსიმეს თვალები აუწყლიანდა. ლილეს ტკივილი მოსო ტკივილი იყო. ლილეს გამო სტკიოდა. ლილეს გამო განიცდიდა. ბრაზობდა, სიამოვნებით უთავაზებდა იმ კახპა ლიკას ლილეს დამცირების გამო. გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ ლილე დაუჯერებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ რთული დასაჯერებელი იყო. უნდა ეთქვა. ახლა უნდა ეთქვა. თითქოს ამის დრო დადგა უკვეო. თვალები დახუჭა, საფეთქლებზე აკოცა და ოდნავ გასაგებად უთხრა. -ლილე.. -გთხოვ სახლში წამიყვანე.. -უარესად აკანკალდა მისი სიახლოვით ლილე. -მი სი მალატ ლილე.! (მე შენ მიყვარხარ) -უთხრა და გაშტერებულ ლილეს ტუჩებში აკოცა. ლილე არც ინძრეოდა. არც კოცნაში აყვა. თითქოს გონება გაეთიშაო. უცბად გონს მოეგო და სახეში გაარტყა. -ახლა ახალი თამაში მოიგონე ხომ? რომ დაგიჯერო და თავზე ხელი გადაგისვა არა? შენ რა ადამიანი ხარ მაქსიმე? გგონია მაგ სიტყვებს ისე ისვრიან? გგონია სიყვარულს ასე გამოხატავენ? საშინელი ადამიანი ხარ! -ლილე ცდები! სიმართლეა რაც გითხარი! მე შენ მიყვარხარ და იცი, რომ ამ სიტყვას არავითარ ვარიანტში არ გეტყოდი ტყუილა! -მაქსიმეს ეტკინა ძალიან ეტკინა. ლილემ ხომ არ დაუჯერა. ძლივს მიხვდა რასაც გრძნობდა, მას გამოუტყდა. მა კიდევ არ დაუჯერა. ლილეც მიხვდა მაქსიმეს როგორ ეტკინა. გაუხარდა კიდეც. ასე ეგოისტურად გაუხარდა მისი ტკივილი. -სიტყვები ფაქტებს ვერ შეცვლის მაქსიმე. გთხოვ სახლში წამიყვანე, უკვე სული მეხუთება აქ. -კარგი წამოდი. -ტკივილისგან ხმა გაუწყდა მაქსიმეს. ლილე აღარ დალოდებია გასასვლელისკენ წავიდა. მაქსიმე ნელი ნაბიჯებით გაჰყვა და თავისთვის ამოილაპარაკა. -ჩემი ისტერიკებიანი ქალბატონი. მთავარია შენმა თვალებმა დაიჯერეს და შენც დაიჯერებ.. -თავის თავზე გაეცინა. ეს ხისთავიანი სვანი ამ გადარრულმა გოგომ რომანტიკოსად აქცია. -როგორ გამომტეხა სიყვარულში.. -ისევ გაეცინა და ალექსადრესთან მივიდა დასამშვიდობებლად. -ალექს ჩვენ მივდივართ. მარიამი სადაა? -ლილეს ეძებდა. სადაა? რამე მოხდა? -იმ ნაბო*ართან დამინახა და ვიჩხუბეთ. -სუ გამო*ირდი ხო? -გაბრაზდა ალექსანდრე. -ახლა ამის დრო არაა ალექსანდრე მარიამს, რომ მიიყვან დამირეკე გავიდეთ და ვილაპარაკოთ. -კარგი კარგი წავალ მარიამს მოვძებნი. შენ კიდევ უარესად აღარ მოუშალო ნერვები რა. -კარგი ხო. -თვალები მომაბეზრებლად აატრიალა და მანქანისკენ გაემართა. ლილე უხმოდ იჯდა და ელოდებოდა. აღარ ტიროდა. თავი ხელში აიყვანა და დამშვიდდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მაქსიმეს ახლა უფრო მკაცრად მოექცეოდა. აღარ მისცემდა შეხების და მითუმეტეს კოცნის უფლებას, იმიტომ რომ არ იმსახურებდა. მაქსიმე უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. ლილე ისეთი სახით იჯდა ვერაფერი უთხრა მაქსიმემ , სახლამდეც უსიტყვოდ მიიყვანა. ^^^ -ალექსანდრე ლილეს ვერ ვპოულობ, არც მაქსიმე ჩანს ნეტავ მშვიდობა აქვთ? -ანერვიულებული ელაპარაკებოდა მარიამი. -მაქსიმე ვნახე მე, მითხრა მივდივართო. ის კახპა აკიდებია მაქსიმეს და ლილეს დაუნახავს. -კბილებს შორის გამოსცრა ლიკაზე გაბრაზებულმა. -ხომ ვამბობდი კახპაათქო! -გამწარებულმა ამოილაპარაკა და ლიკას მოსაძებნად წავიდა. -მარიამ სად მიდიხარ? მარიამ მოიცადე.. -ის კახპა უნდა ვითრიო ახლა თმებით! -მარიამ ხომ არ გაგიჟდი.. მოდი აქ. -ძლივს დაეწია ალექსანდრე და მარიამი შეაჩერა. -მარიამ გთხოვ თავი შეიკავე შენ არ იცი რა საზიზღარი გოგოა. გთხოვ ხალხს ნუ აალაპარაკებ თორემ ლილეზე ათას ჭორებს დაყრის. -ხოდა ახლა რო გავწეწავ მერე იჭორაოს! -ვერ მშვიდდებოდა მარიამი. -დამშვიდდი ძალიან გაბრაზებული ხარ გთხოვ.. -შეავედრა ალექსანდრე და თმაზე მოეფერა. მარიამიც უმალ ცხრებოდა. ვერ ეწინააღმდეგებოდა თავისი აფორიაქების ობიექტს. ალექსანდრემ მიიხუტა და თავზე აკოცა. -გთხოვ მოაშორეთ რა ის გოგო სამსახურიდან. ისედაც საკმარისად სტკივა ჩემს გოგონას. მეტი აღარ უნდა რა.. -სევდიანად ამოილაპარაკა მის მკლავებში. -დამშვიდდი. მაქსიმე არავის მისცემს უფლებას მას გული ატკინოს. -თუ უკვე თავად არ ატკინა ალექსანდრე. -ჰეიი ნუ მოიწყინე. დაველაპარაკები დღეს მაქსიმეს და გავარკვევ ყველაფერს რა მოხდა. -ნეტავ ახლა მასთან ვიყო. -დანაებით ამოიფრუტუნა. -ახლა კიდევ ერთი ცეკვა უნდა მაჩუქო და მერე სადაც გინდა წაგიყვან! -მარიამს გაეღიმა და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ. წყნარ მელოდიას ააყოლეს ტანი. -შენთვის მითქვამს, რომ გიხდება ცეკვა? -კი. გიორგის ქორწილში. -მშვიდად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. -როგორ ყველაფერი ახსოვს უყურე! -გაეცინა ალექსანდრეს. -რა დამავიწყებს. -გულზე თავი დაადო და გაიტრუნა. -მარიამ.. -ჰოუ -მებედნიერები უკვე ძალიან! -მეც მებედნიერები ალექსანდრე!!!! ^^^ ლილე როგორც კი ბინაში შევიდა აბაზანისკენ გაემართა და წყალი გადაივლო. უნდოდა წყალთან ერთად ეგრძნო ცოტა შვება. ცოტა დაძაბულობასაც მოუხსნიდა გრილი წყალი და დაიძინებდა. მაქსიმესთან ლაპარაკს ხომ არ აპირებდა. არც მის გვერდით აღარ დაიძინებდა. აბაზანიდან გამოსულმა პენუარი გადაიცვა და მაქსიმეს საძინებლიდან თეთრეული აიღო. მაქსიმე დივანზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო. ფიქრობდა რა მოემოქმედებინა. იცოდა ძალიან რთული იქნებოდა ლილეს შემორიგება. თავისი ხერხები ვეღარ გაჭრიდა. ხმაურზე ამოიხედა და თეთრეულით ხელში ლილე, რომ დაინახა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. -ლილე რას აკეთებ? -რას უნდა ვაკეთებდე ვიძინებ. -ისე უთხრა ზედ არ შეუხედავს. -სად იძინებ? -მეორე საძინებელში მაქსიმე. სად დავიძინებ ტუალეტში! -თვალები გადაატრიალა და საძინებელში გაუჩინარდა. -რა ბრაზიანია ჩემი პატარა ქალბატონი. -გაეღიმა მის სახეზე. -და როგორი რქიანი! -თავის სიტყვებზე გაეცინა და ამ დროს ალექსანდრემაც დაურეკა. -მაქს გამოვდივარ უკვე რას შვები შენ? -გამოვალ მეც ახლავე. -კარგი. -მაქსიმემ ლილეს მიუკაკუნა. -რა გინდა. -უხეშად გასცა პასუხი და კარებიდან თავი გამოყო. -გავდივარ ალექსანდრესთან ერთად და იცოდე. -ლილეს გაეცინა. -ჰმ რაში მაინტერესებს სად გადიხარ ან ვისთან ერთად. არ გჭირდება ეს მზრუნველობითი როლი! -უთხრა და ცხვირ წინ კარი მიუჯახუნა. მაქსიმემ ხელი მომუშტა და ბრაზი როგორღაც შეიკავა. უნდოდა ძველებურად შესულიყო და სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ იცოდა ეს ყველაფერი ცეცხლზე ნავთივით იქნებოდა. ლილე მართალი იყო, რომ ბრაზობდა. ვერ დაიჯერებდა, რომ მაქსიმეს უყვარდა და რა ექნა. დანებებული მაქსიმე უკან გამობრუნდა და მანქანის გასაღები აიღო ხელში. ამ მდგონარეობიდან, ისევ თავის საუკეთესო მეგობართან ერთად თუ იპოვოდა გამოსავალს. ^^^ -რა ხდება აბა მოყევი მალე, ძალიან იჩხუბეთ? -ეჰ ალექსანდრე. ვიჩხუბეთ და როგორ. რომ იცოდე რა მოხდა. -ახლა არ მითხრა ლიკას წასწვდაო. -გაშტერებული უყურებდა ალექსანდრე. -არა იმას არა მე წამწვდა. -გაეცინა სიმწრით. -მარიამს, რომ ვუთხარი კინაღამ ლიკა წაიგდო ძლივს დავიჭერე. -ორი ქაჯი. -გულწრფელად გაეცინა, მარიამი რომ წარმოიდგინა, როგორ სცემდა ლიკას. -ჩვენი ბავშვები. -გაიკრიჭა ალექსანდრეც. -ხოო. მოკლედ ქალების საპირფარეშოში შემიყვანა იმ ნაბო*ვარმა. ხელი მკრა თან რა ძალა აქვს ასეთი არ ვიცი. გაუშვა იქ ბაზარი. ერთხელ, რომ გავ*იმე ეგონა სულ ჩემთან იქნებოდა. ეგეთი რა ნახე იმ გოგოშიო რომ აღარ მეკარებიო. ნუ მოკლედ ეგეთები და რომ მაკოცა მხოლოდ იმიტომ ავყევი, რომ მეთქვა ის ნამდვილი კახპაა, ლილე კიდევ ქალი! თორემ სულ არ ვაპირებდი მაგასთან არაფერს. ქალი რომ მნდომოდა მაშინ იმ ღამით, არ წამოვიდოდი ნატალისგან. -სიმწრით მოუყვა ყველაფერი და მეხუთე ჭიქა ვისკიც ასცხო. -ნატალისგან წამოხვედი? მოიცა არ გქონდა სექსი? -თვალები გაუფართოვდა ალექსანდრეს. -არა. ვერ შევძელი. ვერ შევძელი მისთვის მეღალატა. ჰო.. მეღალატა. -თავი უკან გადააგდო მაქსიმემ. -გიყვარს მაქსიმე გიყვარს! -ჰო მიყვარს. ვუთხარი კიდეც. -ჩაწითლებული თვალები მიანათა მეგობარს. -რა? უთხარი? -უარესად გაოცდა მეგობრის სიტყვებზე. -ხო ვუთხარი. -სევდიანად უთხრა და თავი დაბლა დახარა. -მერე? -არ დამიჯერა. დამამცირე შენი საქციელით თორემ შენ არაფერს ნიშნავ ჩემთვისო. ახლა კი შენი მასხარაობით და თამაშით გინდა შემირიგოო. თამაში ეგონა გესმის? -აწყლიანებული თვალებით ამოხედა მეგობარს დაბლიდან. -აუჰ. არც ისე კარგი დრო გამოდგა სათქმელად. შენი აზრით ის რას გრძნობს? -ვუყვარვარ ალექსანდრე რა მიხვედრა უნდა. ისეთ დღეში იყო, თან თვალები ყიდიან. ჯიუტი კია, მაგრამ თვალები ყიდიან ჩემს პატარა ქალბატონს. -ღიმილით უთხრა და ალექსანდრეს გაკვირვებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. ასეთი მაქსიმე არასდროს ენახა. ის ხომ პირველად იყო შეყვარებული. შეყვარებული იყო შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი. თვალებს ვერ უჯერებდა. -აი მაქს თვალებს ვერ ვუჯერებ. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენი რქების მომტვრევას არა! აი საღოლ ლილე რა. -ახარხარდა ალექსანდრე. ამასობაში კი თითქმის მეათე ჭიქაზე მივიდა მაქსიმე. -ხედაავ? -რომანტიკოსად მაქცია ეს კაზანოვა კაცი. ვერავის ვეღარ ვეკარები. წერილიც კი დავუტოვე დილით. პროსტა როგორ არ დამიჯერა. როგორ არ დამიჯერა, რომ უღმერთოდ მიყვარს ეგ ველური არსება! -თავი გაიქნია, ცოტაც და ატირდებოდა უკვე "ხისთავიანი" სვანი. არადა მისი ხისტი ხასიათი თითქოს ღრმა ოკეანეში ისროლა ლილემ. -გაბრაზებულზე ხომ იცი ადამიანი წესიერად ვერ აზროვნებს. დაგიჯერებს უბრალოდ დროის საკითხია მაქს. -არ ვიცი რა. ასე არ შემიძლია რაღაც უნდა მოვიმოქმედო. მეორე საძინებელში გადავიდა გესმის? -აი მეცინება რა! მაქსიმე და ესეთი შეყვარებული! -შენ ხო რასამობ რა! -ახარხარდა ორივე. -მშვიდად მხეცო მშვიდად და გეყოფა ამდენი დალევა უკვე ძალიან დათვერი ვერ ხედავ? -ახლა უნდა დამელია ხომ იცი. -ხო ვიცი. -და ის იცი ყველაზე მაგარი რა არის? -რა აბა? -რა და აი ასეთი ძმა, რომ გყავს გვერდით. ყველაზე მეტად ძმა რომაა და შენი, რომ ყველაზე კარგად ესმის! -ხელით თმა აუჩეჩა ალექსანდრეს. ალექსანდრე კი უკვე ხმამაღლა ხარხარებდა. -რა სიყვარულის ბუშტი გაგიხეთქა ერთი იმ გოგომ? -მე არ ვიცი რა იყო ბუშტი, ძერა თუ მერცხალი მაგრამ ფაქტია გახეთქა! -მაქსიმეც აჰყვა ხარხარში. -დავიშალეთ ახლა რომანტიკოსო დროა. -ხო ხო დავიშალეთ. -ფეხზე წამოდგა მაქსიმე და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. ფეხი ერეოდა ისე მოეკიდა სასმელი უკვე ალექსანდრეც ორად ეჩვენებოდა. -რა მთვრალი ხარ შე*ემა რა იყო. სიყვარულმა კი არ გაგალოთოს ახლა. -სიყვარული გათრობს კი არ გალოთებს ალექსანდრე. -აგრძელებდა სიცილს მაქსიმე. -გამოადგი ფეხი მე გაგიყვან. -ალექსადრემ ძლივს გაიყვანა ბარიდან და თავის მანქანაში ჩატენა. სახლამდეც აიტანა და დივანზე ჩამოსვა. თვითონ კი სახლში გაბრუნდა ჩუმად. -წავედი და აბა შენ იცი ჭკვიანად. -მადლობა სან ყველაფრისთვის. -გრცხვენოდეს გვიჩიანო! -გაეღიმა და კარი გაიხურა. ^^^ მაქსიმე სამზარეულოში გავიდა და მის ბედად მაცივარში მინერალური წყალი დაინახა. მოიყუდა და ეცადა გამოფხიზლებულიყო. ვერ ითმენდა. ლილეს გარეშე ვერ ძლებდა. რამდენი საათი არ უკოცნია უკვე. ლილეს ჩახუტების გარეშე როგორ უნდა დაეძინა. მისი თმების სურნელი, რომ არ დახვდებოდა დილით ხომ გაგიჟდებოდა. ვეღარ მოითმინა წამოდგა და მის ოთახამდე ჩუმად მივიდა. კარები ფრთხილად გააღო. მძინარეს მიუახლოვდა და გაეღიმა. საწოლზე ჩამოუჯდა და უსწორმასწოროდ ჩამოყრილი თმა გაუსწორა. მძინარე ლილესთან საუბარი გააბა. -ჩემო პატარა ქალბატონო როგორ მიყვარს, როცა გძინავს. ისეთი მშვიდი და უშფოთველი ხარ. დღისით კი შენ სევდიან თვალებს ვერ ვიტან. ჩემი ჯიუტი, ისტერიკებიანი გოგო. როგორ არ დამიჯერე, როგორ არ დაიჯერე ჩემი სიყვარული. როგორ მინდა ჩემი გჯეროდეს, როგორ მინდა გესმოდეს რომ სხვა არავინ მაინტერესებს შენს გარდა, სხვისი შეხებაც არ მინდა შენი შეხების გარდა. ყოველდღე ვრწმუნდები ამ სიტყვების მართებულებაში, რომ ერთად რთულია, მაგრამ შენს გარეშე შეუძლებელი. ისევ რთული იყოს ოღონდ შეუძლებელი არა რაა.! მე შენ უღმერთოდ მიყვარხარ ლილე! -მაქსიმეს თვალზე ცრემლი მოადგა. ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ბურთულები შეიმშრალა და მისკეენ დაიხარა, ოდნავ შეეხო თავისი ათრთოლებული ბაგეები ლილეს ტუჩებს და ფეხზე წამოდგა. საფარებელი შეუსწორა და ოთახიდან ჩუმად გავიდა. კარებისკენ მიმავალს ლილემ ცრემლიანი თვალები გააყოლა. ტუჩებზე თითები გადაისვა და თავისთვის ამოილაპარაკა. -მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე... ჩემო შეუძლებელო, როგორ მინდა შენი მჯეროდეს როგორ. -ტირილს უმატა და ძალიან დიდხანს ტიროდა. რა ექნა ვერ იჯერებდა მაინც. მთელი არსება სტკიოდა. მთელი ცხოვრება სტკიოდა. ტკივილისა და ტანჯვის მეტი თავის ცხოვრებაში არაფერი ენახა. დრო სჭირდებოდა ყვეკაფრისთვის, თანაც აუცილევლად უნდა დარწმუნებულიყო მის გრძნობებში ასე მარტივად არ გამოუტყდებოდა არ არსებობდა. მერე ტირილისგან დაღლილს, როგორც იქნა მიეძინა. მაქსიმემაც დიდხანს ვერ დაიძინა. ცარიელ ლოგინს ვერ იტანდა. ლილეს გარეშე როდემდე გაძლებდა არ იცოდა. უნდა ეღონა რაღაც. ლილეს გრძნობები სააშკარაოზე უნდა გამოეტანა. დილით კი ადრე ადგა. გარეთ გავიდა და ერთი ცალი წითელი ვარდი იყიდა. ლილეს ოთახში ჩუმად შევიდა და საწოლზე დაუდო ფურცელთან ერთად: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამიჯერო. მიყვარხარ ჩემო შეუძლებელო" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.