პაპასკირი და ბაბუციძე 15
-რა ხდება რა სახე გაქვს ? -დააცადეთ ამოისუნთქოს ბიჭო რას დაადექით თავზე -ჰაა ამოიღე შენ კიდე ხმა -კაროჩე მემგონი როსტოვსი დაბრიდეს რაა - და ეგ ვინმეს უკვირს? -ვის რა უკვირს არ ვიცი მაგრამ ბაბუცას და ჩვენ რო გვბრალდება ეგ ვიცი ძმაო -და ვინ გვაბრალებს რო? გადაკიდებული ყავს მთელი ქვეყანა და ვის ადარდებს იმისი სიკვდილი -იმას თავისი ხალხი ყავს დუდუ , კი პაბეგში იყო და რამე მარა იმაზე არ გიფიქრია რო მარტო თავს ვერ გაიტანდა და თავისი ხალხი ეხმარებოდა? შენ რო დაგირეკე მანამდე რუსეთში ბიჭებს ველაპარკე, არ არი ძმაო კაი ამბები იმათ გონიათ კატოს პონტში დავცხეთ ჩვენ და ბაბუცამ. ბაზარი არაა არ მეშინია მარა პრობლემაა სერიოზული და რამე უნდა ვქნათ, ომი დაიწყება. -და როდის მოკვდა -არ იციან , ვაფშე დაიკარგა და ვერც ცოცხალი იპოვეს ვერც მკვდარი. -და გონიათ მოკვდა? -ჰოო რაა რა ეგონებათ სხვა კვალს ვერ მიაგნეს და - ჩვენ არაფერი მარა ბაბუცამ რა ქნა ეგ ნაღდად არ ვიცით და უნდა გავარკვიოთ , თუ არც იმან იცის არაფერი და უნდა ვიპოვოთ რაა -ჰოო თუ ცოცხალია კი. -თუ ბაბუცას არ მოუკლავს , იმ ახ********* კარგად ვიცნობ კატასავით 9 სიცოცხლე აქვს და ეგრე ადვილად სხვა ვერავინ მოერეოდა , ესეიგი ცოცხალია და იმალება რაა. -დავურეკოთ მაშინ ბაბუცას და დროზე მოვაგვაროთ. - კვარა მართალია ბიჭო ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები დგას და მაგათ მაფიოზურ ამბებში ვერ ჩავერევით რაა, ჩვენ ჩვენ პონტში საკაიფოდ უნდა ვიყოთ, იმ ნარკოტიკების ამბავს მაგიტომ არ მოვკიდეთ ხელი და ეხლა ისევ შარში გავიჩითეთ. -მართალი ხარ გაბე უნდა მივხედოთ თავის დროზე. -დუდუ დაურეკე აბა ბაბუცას ერთი მოვიდეს შეგვხვდეს. შენი ცოლისძმაა ჩვენ ხო არ დავურეკავთ. - მე კი დავურეკავ მარა აი დანელიას ხმის გაგონება უფრო გაუხარდება. -იდი********* რაა , -კაი რა იყო. დუდუ ორი წუთით გავიდა და უკან ახალი ამბით დაბრუნდა. - ბაბუცა გასულია ქალაქიდან ამაღამ უეჭველი დაბრუნდება და დარეკავს რაა. -უთხარი რაც ხდება? -არა ტელეფონზე ხო არ ვებაზრებოდი, ვუთხარი რაა იმ ს****** ამბავი როა , იტოკში გვნახავს რა ხვალ უეჭველი. - აუ მშია ტოო ? - აი ქებურიას მშია ხო არ მთავრდება ეეეე,. მაგარი კაცი ხარ შენძმობას ვფიცავარ. დავრეკოთ რესტორანში და გამოვიძახოთ რამე , მეც მომშივდა. -იმას რა ჭირს ეეეეე. კვაარამ ნიკაზე ანიშნა ბიჭებს. -ნიკაააა -ჰა რა ხდება -რა იყო ეხლა არ მითხრა როსტოვსკიზე ვფიქრობო. - არა არა ეეე ე, რა როსტოვსკიზე , დაგენიძლავებით გოგოს ამბავია. დუდუმ მაშინვე დადო დასკვნა და დანარჩენებიც მაშინვე დაეთანხმნენ, -ეხლა არ მითხრა რომ ბაბუცას რომელიმე ახლობელი გაიცანი კიდე. -ეეე ნუ შემ****** ეხლა რაა . -ეს მართლა გოგოზე ფიქრობს . ჰა თქვი ეხლა ვინ არი ! -არა მერე თქვენ რა გაგაჩუმებთ -ჰაა თქვი შენ კიდე რას ბავშვობ, არ ანებებდა გაბელაია თავს. - ნინი -ვინ არი ნინი ბოჭო, ვერ მიხვდა კვარაცხელია. -ნინი რააა , ჩვენი ნინი -ვინ ჩვენი ნინი , ვერც ქებურია მიხვდა რა ხდებოდა. -ვინაა ნინი თქვენ კიდე რამ გამოგა************** ? -ეეეე კატოს ნინიზე ამბობ? დუდუ რის დუდუ იქნებოდა რომ ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. -ჰოოოო. ნიკას დასტური და ბიჭების ერთხმაში სიცილი ერთი იყო, ვერ წყნარდებოდნენ, დუდუც კი გულიანად იცინოდა. -რო მორჩებით მითხარით , დანელია გაბრაზდა . -კაი ხო კაი ვსო. მოიცა გიყვარს? დუდუმ გადაამოწმა კიდევ ერთხელ. -ხოო მიყვარს. -დიდი ხანია? -არც ისე, ან რა მნიშვნელობა აქვს. - თვითონ იცის? ძლივს დაიწყნარა თავი კვარაცხელიამ. -არა . - ცალმხრივი სიყვარული გწვავს? მოკლედ ნიკა ხარ დანელია რააა, კაი ხანია მშვიდად ხარ და ხო უნდა დაგედო უცბად წლის ამბავი. -აბაა ბიჭოოო. ნინის ძმა არ ყავს არა ? მარა რათ გინდა წავიდა წამოვიდა მაინც ბაბუცასთან მივიდა, რას გადაეკიდე ბიჭო , რა გინდა უნდა გაათეთრო ის კაცი? -გაბე შენძმობას ვფიცავარ გცემ ეხლა. =-კაი ხო კაი , მეშენთან ვარ ძმაო, მიაწექი , სადაც ამდენი გადაიტანა ბაბუცა მაგასაც გადაიტანს, და რა იცი იქნება ბოლო იყოს ეგ გოგო შენთვის და შეაბერდეთ კიდეც ერთმანეთს. -და რას აპირებ , არ უნდა უთხრა? -ჯერ მოვაგვაროთ ეს როსტოვსკის ამბები და მერე. - როგორც გინდა. ჰა შეუკვეთეთ თორე მაგრად მშია. იმ საღამოს ყველანი წყნეთში დარჩნენ , გვიანობამდნენ არ დაშლილან , იგონებდნენ ბავშვობის ამბებს , შიგადაშიგ ნიკასაც გაეხუმრებოდნენ ხოლმე და ერთმანეთით ტკბებოდნენ. ამ დროს ნიკასთან რა ხდებოდა? სინამდვილეში ნინი იმაზე მეტად უნდოდა ვიდრე იქ მყოფთაგან რომელიმეს წამროედგინა, ალბათ ბოლომდე თვითონაც ვერ ხვდებოდა. ნინი პირველი დანახვისთანავე მოეწონა , სიამოვნებდა მასთან ყოფნა, მერე შეეჩვია კიდეც, მიზეზიც არ სჭირდებოდა , სულ ერთად უწევდათ ყოფნა , ჯერ დუდუს კომა , მერე ისე დაუახლოვდნენ კატოს, რომ უმეტეს დროს ერთად ატარებდნენ და ნინისთან სიახლოვესაც ისე შეეჩვია, მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა, მიზეზის ძებნა რომ დაიწყო პოვნა არც გასჭირვებია, ნიკა დანელია ის ადამიანი იყო ვისაც სიყვარულის გარეშე არ შეეძლო, მის ცხოვრებაში სულ ვიღაც იყო სულ ვიღაცაზე ფიქრობდა და სულ ვიღაცისთვის იბრძოდა. ბიჭი იყო ისეთი მასზე უარის თქმა არც ერთ გოგოს შეეძლო, სიმპატიური ხომ იყო და იყო მაგრამ თქვენ მისი ხასიათები უნდა გცოდნოდათ, თბილი, კეთილი, ხუმარა და მიმნდობი , მასთან ურთიერთობა დისკომფორტს ვერავის შეუქმნიდა , თუ არ ჩავთვლით გიორგი ბაბუციძეს . ნინისთან კიდევ უფრო რთულად იყო საქმე , უყვარდა და ვერ ხვდებოდა, შეიძლება ხვდებოდა კიდეც მაგრამ ის ხო ნინი იყო, იმაზე კიდევ უფრო ბავშვური ვიდრე უნდა ყოფილიყო. ნიკასგან განსხვავებით მისი თავისუფალი ხასიათი სულ უშლიდა ხელს ბიჭებთან ურთიერთობაში, ის ისეთი იყო ჯერ რომ აკეთებენ და მერე ფიქრობენ , ან მერეც არა ,სერიოზულად არასდროს აღიქვამდა მასზე შეყვარებულ ბიჭებს თვითონ კი მხოლოდ ერთ კვირიანი სიყვარული ახასიათებდა. მერე სწყინდებოდა , იქ კი არავითარ შემთხვევაში გაჩერდებოდა სადაც აღარ უნდოდა, ამიტომ ის ყოველთვის პირველი წყვეტდა , დგებოდა და მიდიოდა ის ერომ უკან არასდროს იხედებოდა. ხანგრძლივი ურთიერთობები, ვინმეზე გამუდმებით ზრუნვა და ფიქრი მისთვის უცხო იყო . სწორედ ამიტომ ეშინოდა აღიარების, საკუთარ თავთან არ აღიარებდა და კატოსთან ან სხვებთან მითუმეტეს, მისთვის დანებების ტოლფასი იქნებოდა. კიდევ ერთხელ გაიმეორა და პასუხი რომ ვერ მიიღო გათიშა, გადაბრუნდა და ძილი გააგრძელა. ღამის 2 საათი მაინც იქნებოდა კატოს ტელეფონი გაუჩერებლად რომ რეკავდა, მძინარემ ისე უპასუხა არც დაუხედავს, -ალო თვალდახუჭულმა ნამძინარევი ხმით უპასუხა მაგრამ ხმას არავინ იღებდა, მხოლოდ სუნთქვა ისმოდა ისიც მაშინ თუ კარგად დააკვირდებოდით. -ალო . დილით მაღვიძარამ გააღვიძა და ღამით მომხდარი ძლივს გაიხსენა,. ჯერ იფიქრა დამესიზმრაო მაგრამ მერე შემოსული ზარები რომ შეამოწმა და უცხო ნომერი ნამდვილად ნახა , მაშინ მიხვდა რომ არ დასიზმრებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.