ორი მოწმე (ნაწილი 2--9)
5 დღე დასჭირდა დაჩის გამოფხიზლებისთვის, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 დღე, მისი ოჯახისთვის ყველაზე რთული და დაძაბული 5 დღე, როცა არიცი რას გიმზადებს ცხოვრება, მოგკლავს, დაგტოვებს სრულიად უნუგეშოდ, თუ მოგცემს მიზეზს, რომ იცხოვრო. პალატას ვერ ტოვებდა ლილია, ეშინოდა კარები რომ მივიკეტო და რამე მოხდეს რა ვქნაო, სახლშიც ვერ წაიყვანეს, მოუტანდა ნატალი გამოსაცვლელს და ამასაც იქვე იცვლიდა, ვერაფერი აჭამეს, თავბრუსხვევასაც კი აღარ აქცევდა ყურადღებას, მერე რა რომ შიოდა, მაინც ვერ შეჭამდა, მეოთხე დღეს კი საერთოდ გადარია ყველა, დაჩიმ თითი გაანძრია და გახარებული იმდენად სწრაფად წამოდგა ფეხზე, უცებ წნევა დავარდნილი და უჭმელი ძირს გაიშოტა. ახლა მაინც მოგხედავო ჩაიბუზღუნა ექიმმა და სანამ გათიშული დაჩის გვერდით პალატაში იწვა ანალიზები აუღო. -გაიღვიძე მძინარა, თურმე რა მშვიდი სახე გაქ გამოძინებულზე_ ეცინებოდა უკვე ნაცნობ ექიმს. -გამოძინებულს? ჯანდაბა, თქვენ რა ძალით დამაძინეთ? უფლება არ გქონდათ. -ნუ წიკვინებ, გული წაგივიდა, შენი ქმარი გვერდით პალატაშია გათიშული ამიტომ არც არავინ იყო მეკითხა რა მექნა, ამ შემთხვევაში, მთელი ძალაუფლება ექიმის ხელშია და ყველაფერი მისი გადაწყვეტილებით ხდება. სანამ, როგორც იქნა მშვიდად იწექი, ანალიზებიც აგიღე, მინდოდა შავი თეთრზე დაწერილში წაგეკითხა რას უშვები შენს ორგანიზმს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, პასუხები გვერდით ტუმბოზე გიდევს დანიშნულებასთან ერთად, დანარჩენი შენი საქმეა_ გაცხარებით ჩაილაპარაკა ექიმმა და გავიდა. რამდენიმე წუთში ფრთხილად წამოდგა ისევ არ წავიქცეო და დაჩისთან შევიდა. -როგორ შეგვაშინე ლილია_ გულში ჩაიკრა ნატალიმ და დემნას გადახედა-ახლა როგორ ხარ? -კარგად ნატ, კარგად, დემნა შეიძლება რაღაც გთხოვო? -რა თქმა უნდა. -შეგიძლია ჩაი და რამე მისაყოლებელი მომიტანო? არ მინდა ისევ გული წამივიდეს. -კიდევ კარგი მოიფიქრე, რად უნდა მაგას თხოვნა, ახლავე ამოვალ, ნატ შენ? -არაფერი დემნა ლილია დავაპუროთ. მაშინვე გავიდა დემნა, რადგან ლილიამ საჭმელი ახსენა მთელ საცხობს წამოიღებდა, დაჩიც როგორ აგვიანებდა თვალების გახელას, ამ თვალების ბრიალიც კი მონატრებული ქონდა დემნას. -ნელნელა ვეღარ ვუძლებ ნატ_ თავი ჩაეხარა ლილიას -ისე მენატრება, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, იმ სახლში დაჩის გარეშე ვერ შევალ შეიძლება გავაფრინო, მის გარეშე ვერ შევძლებ, მოვკვდები, უკვე ვკვდები. -ლილია, ამდენი დღეა ყველას იქეთ ამხნევებ და დარწმუნებით იძახდი არაფერი მოუვაო, ახლა ნუ ჩაიქნევ რა ხელს გთხოვ. -4 დღე აქვს კიდევ რომ გონზე მოვიდეს და როგორც დავგეგმე ისე მომიყვანოს ცოლად, თორემ თუ არ ადგება აქ მოვიყვან მის მამაოს და დაძინებულზე დავიწერ ჯვარს._გაბრაზებულმა ჩაიბურდღუნა ლილიამ. -ვერ გავიგე. -სიურპრიზს ვუკეთებდი, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრე მის მამაოს და ვუთხარი რაც მინდოდა, 10 მარტი დემეტრეს და ნიას მკვლელობის დღეა, ეს დღე მხოლოდ ტკივილით და ცრემლებით გვახსოვს დღემდე, ახლა კი მინდოდა რამე სასიამოვნოც მომხდარიყო და ეს დღე სხვანაირადაც გვხსომებოდა, ჩვენ ხომ ამ ამბით გავიცანით ერთმანეთი, ოჯახი დავკარგეთ და ამ დაკარგვამ მეორე ოჯახი გვაპოვნინა, ასე რომ გეგმების ჩაშლის უფლებას არ მივცემ_გაბრაზებულმა დაამთავრა ბუზღუნი. -ნუ ნერვიულობ, ასე იოლად ვერ მომიცილებ ძვირფასო_ გაისმა ოთახში დაჩის ხმადაბლი, ლამის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. -დაჩიიი_ მაშინვე მასთან გაჩნდა ლილია და მეხვია, ნატალი ექიმისკენ გაიქცა-როგორც იქნა_კისერში ჩაუძვრა ბიჭს და უცებ აკოცა. -როგორ იფიქრე, რომ მარტო დაგტოვებდი. -არ მიფიქრია, დარწმუნებული ვიყავი ამას არ გაბედავდი, ბოლობოლო შენ მასწავლე კარატის ილეთები. დაჩის გონებაც შეუმოწმეს, მეხსიერებაც, მხედველობა, სმენა, მოკლედ ნევროლოგმა კმაყოფილმა დატოვა ოთახი, ჯერი კარდიოლოგზე მიდგა და ისიც კმაყოფილი გავიდა გარეთ, რამდენიმე დღეში სრულ გამოჯანმრთელებას წინასწარმეტყველებდნენ დაჩის. ლილიაც ბედნიერი ეხვეოდა და ყველაფერს ჭამდა რაც კი დემნას მოქონდა. -დაჩი რომელიმე ადგილი არ გტკივა? -რატო მეკითხები ლილ? -ისე, მაგალითად ხელები ფეხები გტკივა? -არა ლილია, ხელები და ფეხები არა, ცოტა სხეული და თავი. -ძალიან კარგი_გვერდით დაუდგა ლილია და ნახევარი ძალით მიარტყა ხელი მკლავზე-შენ რა გამომძიებელი ხარ კახპამ როგორ მოგატყუა ა? იქნებ მართლა დაგახვია თავბრუ?_კიდევ უფრო მაგრად მიარტყა მეორე მკლავზე-გინდოდა გაგეგიჟებინე? ასე ბრმად როგორ გაყევი ადამიანო_ლამის ხელებით რტყმევაზე გადავიდა, დაჩი კი სიცილიდან სულს ვეღარ ითქვამდა, აცდიდა გოგოს დაცლილიყო და ნერვიულობა გარეთ გამოეტანა, თორემ გულში რომ ჩაეხვია უარესი იქნებოდა. -გავიგე ზეგ ცოლი მომყავს? -მოგყავდა!_მკაცრად გაისმა ლილიას ხმა. -ორივემ ვიცით, რომ მომყავს, რომელ ტაძარში ვიწერთ ჯვარს? -წმ. ნიკოლოზში, შენს მამაოსთან. -არც კი იცი როგორ მიყვარხარ. _ლოყები შეეფაკლა ამის გაგონებაზე ლილიას და სულ თლად გადარია დაჩი-მოდი რა არც ტუჩები არ მტკივა და სულ შენი ტუჩები მირტყი, ხმის ამომღები არ ვარ._სიცილით მიუახლოვდა ლილია და ნაზად კოცნა არ ან ვერ გამოუვიდა, ისე ყავდათ ერთმანეთი მონატრებული ვის ეცალა სინაზისთვის. საქმეზე არავინ ელაპარაკებოდა დაჩის, ორ დღეში გამოწერეს, მესამე დღეს ჯვრისწერა იყო, დაჩიმ მეჯვარედ გიორგი დაიყენა (პატრულიდან), ლილიამ კი ყველას გასაკვირად ნინას თხოვა, დაჩის საავადმყოფოში ყოფნისას ხშირად აკითხავდა და და ამბებსაც აგებინებდა რესტორანში რაც ხდებოდა. ლამაზი იყო ლილია თეთრ, შიფონის კაბაში, ბედნიერი უყურებდა დაჩი და გაბრწყინებული თვალებით უკეთებდა ხელზე ბეჭედს და ლილიაც გაღიმებული აკეთებდა იგივეს, იცოდნენ, რომ ეს ბეჭდები ცხოვრების ბოლომდე დარჩებოდნენ ამ თითებზე, ვერასდროს შეელეოდნენ და არასდროს მოიხსნიდნენ. მათი სიყვარულიც ამ რგოლივით იქნებოდა მთელი ცხოვრება შეკრული და არც დასასრული იქნებოდა სადმე. კიდევ 2 დღე მისცეს დაჩის და მალევე მოვიდა სამსახურში წასვლის დღეც. ახლა დრო იყო საქმეზე ყველაფერი გაეგო რაც ხდებოდა, სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა, ნატყვიარი ჯერ კიდევ ეწვოდა და ლილიას მალამოს წასმა თხოვა. -ძვირფასო დღეს ვიკრიბებით_ტელევიზორის ყურებისას გასძახა ცოლს. -ყველა მოვა? -კი ლილ, გიორგი, ნინა, დემნა, ნატალი, ლიზაც კი_გაეცინა ბავშვის გარევაზე -ნეტა ხვდებოდეს მის ირგვლივ რა ამბები ტრიალებს. -ისე, დაჩი, მეჩვენება თუ გიორგის ნინა მოსწონს? -არ ვიცი, მეც შევამჩნიე რაღაც, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. -მე წინააღმდეგი არ ვარ, მეორე ჩვენნაირი წყვილი იქნება, ნუ ბავშვს ერთ-ერთი მონათლავს და ვსო_სიცილით გამოვიდა ლილია სამზარეულოდან და დაჩის მიუჯდა. -ბაავშვს? მეგონა არ გინდოდა, თავიდან რომ გამაფრთხილე ჯერ დრო არ არის და თავი უნდა დავიცვათო არ შეგეკამათე, რამე შეიცვალა? -არვიცი დაჩი, ალბათ შეიცვალა, მივხვდი, რომ შენს ირგვლივ მკვლელობები და ნარკოტიკები სულ იქნება, ამის გამო კი ჩვენი ოჯახის არევა არ ღირს, ახლა ცოლ-ქმარი ვართ, ბედნიერები ვართ, არ ვიცი, შენ არ გინდა? ვეღარ მოასწრო დაჩიმ პასუხად რაიმე ეთქვა ისე გაიქცა ლილია კარისკენ, თითქოს ზარმა უშველაო. ყველა ერთად შემოლაგდა და გაოცებული, შეცბუნებული დაჩი არავის დარჩენია უყურადღებოდ. -ძმაო, დიდი ბუზები იცის ქუთაისში_სიცილით დაკრა დემნამ ხელი ბეჭზე და შეაფხიზლა. -ა, ხო, ისა, მოხვეით? კარგია -რაიყო დაჩი? -არაფერი, მოდი დავიწყოთ. -მოკლედ, ლალის ყველა კონტაქტი დავიჭირეთ, ყველაფერს აღიარებენ, მაგრამ უფროსის სახელს არცერთი ამბობს, ამირანში მომუშავე ორივე პირიც იყო მითითებული, მაგრამ არ აგვიყვანია, იქ ნინა დარჩა._ახლა გოგოს გადახედა დემნამ და გააგრძელეო ანიშნა. -რაც ყველა პაიკი დააკავეს, ორი დღით გაუჩინარდა ორივე, შემდეგ დაბრუნდნენ და ისე იქცეოდნენ ვითომ აქაც არაფერი, ერთი განსხვავებით, მთელი მუშაობის მანძილზე ორივე ტელეფონზეა დაკიდებული, სულ უკეთიათ უკაბელო ნაუშნიკი და მთელი საღამო ლაპარაკობენ, სამწუხაროდ მე რადგან ჭურჭელს ვრეცხავ უკან ვერ დავყვები, ამიტომ უფროს ველაპარაკე გამოცდილი მიმტანი მყავს სანაცნობოშითქო და ხვალ გელოდება ლილ გასაუბრებაზე, მიმტანს ყველგან გასვლა გამოსვლის უფლება აქვს და იოლად მიაყურადებ რომ გაიგო რაზე საუბრობენ. -როგორც ყოველთვის, როგორ შეიძლება ჩემი ცოლი საქმეში არ გაერიოს, ლილია მეშინია, არ გვინდა ასე რა, ხომ ხედავ ძლივს გადამარჩინეს შენც რომ რამე დაგემართოს_ხელები ჩამოისვა დაჩიმ სახეზე და თავი გადააქნია. იცოდა ლილია მაინც დათანხმდებოდა და წინასწარ ნერვიულობდა, ამ გოგოს რომ რამე მოსვლოდა...... -ამ, ხო, მიმტანად მე? ისა და, არ ვიცი, ჯანდაბა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა, არა ეს ხომ ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რომ არ შემიძლია?_ოთახში დადიოდა ლილია და თითქოს თავის თავთან ჰქონდა დებატები. -ლილია ხომ კარგად ხარ?_გაკვირვებული წამოდგა დაჩი და გოგოს გადახედა. -კი დაჩი, მგონი კი, მოკლედ ჯანდაბას რაც არის არის, ჩემი პასუხია არა, დაჩი მართალია, ამ შემთხვევაში მომიწევს დავეთანხმო. -რაა? კი მაგრამ რატო? შენ ხომ გიყვარს ეს საქმე?_გაკვირვებულ დაჩის გვერდი აუარა ნინამ და დისკენ წავიდა_თითქმის ბოლოში გავედით, ახლა შეგეშინდა? -ორსულად ვარ ნინა. -ოჰ კარგი რა, მეტი მიზეზი ვერ იპო........_გაოცებულს გაუწყდა სიტყვა და უცებ შეწყვიტა ხელების ქნევა_შენ რა ხუმრობ? -არა ნინა, ნამდვილად არ ვხუმრობ_ თითების ტეხვით გადახედა ჩუმად, გაშეშებულად მდგომ დაჩის, რომლის სახეზეც იმდენი ემოცია ჩანდა ერთად, კერძოდ ვერცერთს გაარჩევდი. ----------------------------------------------------------------------------- ვცდილობ დიდი თავები დავდო, რომ მალე დავასრულო, ბევრი აღარ დარჩა, ერთი ან მაქსიმუმ ორი თავი. დიდი მადლობა ვინც ასე გულმოდგინედ კითხულობს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.