შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {7}


18-06-2018, 17:45
ავტორი lile-eli
ნანახია 5 399

ქორწილისთვის მზადება დილიდანვე დაიწყეს, ნატალაიას დავალებით დები აბაშიძეები პროცედურებზე იყვნენ.. მასაჟის ოთახში უნდა შესულიყვნენ ცალ-ცალკე და ერთ- ერთ ოთახში რომელშიც ანა შევიდა, იქვე საგულდაგულოდ დამალული და მომსახურე პერსონალის უნი ფორმაში, გამოწყობილი რეზი ბრეგვაძე, პერსონალს შეჰყვა ანასთან:
-ქალბატონო ანასტასია. თქვენტან არიან!
ხმაში სიბრაზე ეტყობოდა გოგონას, რომელიც მასაჟისთვის ემზადებოდა.
-აა... რეზი?.... აქ რა გინდა?
- მითხრა, რომ ერთმანეთი გიყვართ და ამიტომ შემოვიყვანე!
-გადი, ცოტა ხნით!
მომთხოვნი ხმა ჰქონდა ბიჭს.
-არ გაბედო გასვლა! შენ კი წადი!
ხალათს მკერდთან მუჭით იკრავდა ანა.
-ანნ არ გაჰყვე მას... გთხოვ..
ხმა ვედრების ჰქონდა ბრეგვაძეს და მისკენ წავიდა.
-არ მომეკარო. წადი. აქამდე სადაც იყავი იქ წადი.
- მას ვყავდი დაჭერილი და იმიტომ ვერ გნახე.
ამას ისედაც ვარაუდობდა ანა და თორნიკეზე გაბრაზდა, მაგრამ მალევე გამორიცხა ეს აზრი..
-დაჭერილი ჰყავდი და დღეს გაგიშვა?..
ხმით გაიცინა გოგონამ..
-არც მე ვარ ასეთი ბრიყვი ეს დაგიჯერო და არც თორნიკე, რომ ასე მოიქცეს! ახლა წადი, თორემ ვიყვირებ!
-ვიცი, ასე არ ფიქრობ და ერთი შანსი მომეცი, ყველაფერს აგიხსნი, როგორ მოხდა...
-აუ ანნ, დამეხმარე რა არჩევა... რეზი? აქ რა ჯანდაბა გინდა?!
-გამარჯობ ნიცა.
-აქ რას აკეთებ მეთქი? ან შენ რას დამდგარხარ და კონცერტს უყურებ? ბატიბუტი ხომ არ გინდა მოგიტანო? დაუძახე დაცვას ან ვინმეს!... საბა. საბა.
თანამშრომელს შეხედა ნიცამ გაბრაზებული და ბიჭების დაძახება ოთახიდანვე დაიწყო.
-ნიცა, მოიცა აგიხსნა..
რეზი მისკენ წავიდა.
-ნიცა, ნუ ყვირი, ყველა გაიგებს..
უშედეგოდ ცდილობდა ანა, დის გაჩუმებას.. მას არ სურდა ჟურნალისტების ყურამდე მიეღწია ამ ამბავს..
- შენ მე რა უნდა ამიხსნა რეზი? შენი ბედი არ მაცვია, თორემ ხომ იცი, რომ მაგრად აირტყამდი!?
-არ შეიძლება შესვლა, მოიცადეთ მენეჯერს დავუძახებ...
-გამოუშვი გოგო რას კივი მანდ! აქ ნაგავი ყრია და გატანაში უნდა მომეხმაროს!
-ნიცა როგორ საუბრობ?..
ხმა გსებზარა ანას, გული სწყდებოდა რეზიზე ასეთ რეაქცი არომ ჰქონდა ნიცას.
-რა მოხდა ნიცა?.. ეს ვინ არის და აქ რატომ არის!
ხმა უცებ შეეცვალა საბას.
-დაარტყამ თუ მე გავაკეთო? მანიკურზე ვარ ჩაწერილი და მიტყდება კაცის ხელით ხომ არ მივალ...
-ანა, ვინ არის ეს?
-არავინ! უკვე მიდის!
ისეთი ცივი ჰქონდა ხმა ანას, რომ ყველამ მას შეხედა ნიცაც კი გაოცდა..
საბამ, გარეთ გაიყვანა რეზი და კარგად მიიღო, მაგრამ მათი შეცდომა ის იყო, რომ გაუშვეს. საბამ ეს იმოტომ გააკეთა, რომ ანამ სთხოვა და თუ მას თქმა არ ენდომებოდა ამ ამბის, არავის ეტყოდნენ თვითონაც. შემდეგ რატიმ სალონის პერსონალთან მოაგავარა საკითხი ისე, რომ კამერებიდანაც წაშალეს რეზი..
ანასტასია ისე ანერვიულდა, რომ იქ გაჩერება აღარ შეეძლო და სწრაფად დატოვა სალონი, მანქანაში მოთავსდნენ აბაშიძეები უხმოდ. ნიცამ ანას ხელები მოხვია და ჩაიხუტა, შემდეგ თმაზე ეფერენოდა. არ ტიროდა გოგონა, მაგრამ კარგადაც არ იყო...
-დამშვიდდი, ყველაფერი მორჩა.
-ნიცა კარგად ვარ, შენ არ ინერვიულო და მამას არ უთხრა.
-არ ვეტყვი.
-აქ ხართ თქვენ გოგონებო?
ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა გოგონებს საბამ.
-არა საბა, ამსტერდამში.
ღიმილით შეხედა ნიცამ, მანქანის ფანჯარაზე დაყრდნობილს, რომელსაც რამდენიმე ფოტოს გადაღების ხმა მოესმა და დინჯად მოათვალიერა ადგილი... უცებ დაიძრა პატარა ბუჩქისკენ და ერთი გამხდარი პატარა ტანის ბიჭი, გამოყვანა რომელიც საგულდაგულოდ იღებდა ფოტოებს. აპარატიდან მეხსიერების ბარათი ამოიღო და გაუშვა შეშინებული.
-აწი კონცერტები ხშირად გვექნება ქუჩაში?..
სიტუაციით გახალისებული ნიცა და ადგილს ვერ პოულობდა. შემდეგი მითითება სილამაზის სალონში წასვლა იყო, რომელლიც მაკას საკუთრებას წარმოადგენდა და საკმაოდ ცნობილი იყო ქალაქში, იქ ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ნიცამ მოისურვა, ანასტასია რამდენიმე გოგოს ჩააბარა ნატალიამ, რომელიც იქვე დახვდა:
-ირინკა, ყველაფერი გააკეთე რასაც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ თმის სიგრძეს არ შეეხო!
-კარგი ქალბატონო ნატალია.
რამდენიმე წუთიანი პროცედურის გამო, ანასტასიას ფიქრის საშუალება ჰქონდა, მღელვარება არ განელებია, არც დაბნეულობა დაუკარგავს, ვერ გაერკვა საკუთარ თავში და ეს ძალიან ტანჯავდა, არასოდეს ჰქონია მსგავსი განცდა, ორად იყო გაყოფილი, მისი გული და გონება, სურდა რეზისთვის მოესმინა, მაგრამ ეშინოდა ოჯახის საფრთხეში ჩაგდების და ამით იმშვიდებდა თავს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მითუმეტეს, როცა მის ოჯახს ხედავდა ეს გადაწყვეტილება მეტად სწორი მიაჩნდა, თუმცა ძალიან განიცდიდა ქორწილის შემდეგ ცხოვრებას, რომლის შესახებ გეგმები არ ჰქონდა, არ იცის არაფერი, როგორ იცხოვროს მამაკაცთან, რომელიც რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და მის მიმართ მხოლოდ მადლიერებას განიცდის, რაც მეტს ფიქრობდა ამ ყველაფერზე, მით მეტად თრგუნავდა მის სულს..
-ნახეთ აბა.
-..
-ქალბატონო ანასტასია.
-დიახ გისმენთ.
-ნახეთ მოგწონს?...
-ღმერთო რა ლამაზი ხარ!
ნიცამ გულზე მიიდო ხელები, ცრემლებ აკიაფებულ თვალებს არ აშორებდა დას, რომლითაც მუდამ ამაყობდა ნიცა.
-აბა.... ანასტასია....
-რა მოხდა?
ნატალიას სახეზე ცრემლება, შეაშინა გოგონა და წამოდგა, უცებ ანამ თავისი სახე დაინახა სარკეში და გაჩერდა, ნახევრად აკრული თმის დაყრილი ხვეულები, სახის ნაკვთებს გამოკვეთდა, მისი თვალის ფერი, სევდის მიუხედავად მწვანედ კაშკაშებდა, ტუჩი ისევ ატმის ყვავილს ჰგავდა, ახლად აყვავებულს, რომელსაც სიკაშკაშე ახალი შეძენილი ჰქონდა და სადად იყო შეღებილი, რომ ბუნებრიობა არ დაეკარგა.
-საოცრება ხარ შვილო!
გვერდით დაუდგა ნატალია, გოგონას და სარკეში მომზირალს მიმართა, რომელიც ჯერკიდევ ფიქრებით გართული იყო და ისევ იმის გარკვევას ცდილობდა თვითონ იყო, თუ არა სარკის წინ მდგომი..
-შენ ხარ ანასტასია, ნამდვილად შენ!
მეორე გვერდით დაუდგა ნიცა, რომელიც წითელ ბოლომდე გახსნილ კაბაში იყო გამოწყობილი, დიდი ჭრილიდან მკერდი საოცრად გამოიყურებოდა, მაგრამ არა გამომწვევად. ანამ ნიცას დანახვისას ბედნიერებით გაიღიმა და დას მიხუტა.
-ნიცა ძალიან გიხდება..
-მე შენ და შენი ქმარი უფრო მიხდებით, ასე თუ გამანებივრებთ.
ლოყაზე აკოცა ბედნიერმა და ნატალიას დაუთმო გოგონა.
-შენით ვამაყობ ანგელოზო!
სიამაყით სავსე თვალებით უმზერდა, რომელიც ზღვის სილურჯეს ტოლს არ უდებდა. ანასტასიას სილამაზით ყველა აღფრთოვანებული იყო და ერთხმად აღნიშნავდნენ ამას, მათ შორის მაკაც კი. შემდეგ კაბა მოარგეს და ნატალიამ საოცრად მოხდენილ კაბაში გამოწყობილი, რომ დაინახა ცრემლებმა სძლია.. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, ბრილიანტის თვლებით, სადად მორთული, წვრილი ფორმის საგვარეულო გვირგვინი გაუწოდა, რომელიც თმაში ჩასამაგრებელი იყო, თუმცა დიადემა არა, ის თავის ყუთში მოთავსებული საოცრად ელავდა..
მისი სილამაზით გაოცებულებმა ემოციურად შეიცხადეს, ანასტასიამ ამოილუღლუღა:
-ეს რა არის?
-ეს ამიერიდან შენია!
მიიხუტა გულზე და თავზე გაუკეთა გვირგვინი, შემდეგ მოფერებით წასვლაზე მიუთითა. ნიცამ ბუნებრივი თეთრი ვარდების თაიგული მიაწოდა და ყველანი გარეთ გავიდნენ, მანქანები უკვე მზადყოფნაში იყვნენ ბიჭებიც კი, მაგრამ ყველას დებ აბაშიძეებზე გაუჩერდათ მზერა. ისინი ბუნებრივად ლამაზები იყვნენ და ეს კონტურები უფრო მეტად ამშვენებდა ორივეს. ნიცამ თითი დაატკაცუნა საბას გაშტერებულ მზერასთან, შემდეგ იქვე მდგომ რატისთან და ორივეს დასცინა:
-ჰაა აღიარეთ ჩვენი სილამაზე ბიჭებო. ხედავთ ანგელოზები გამოფრინდნენ სალონიდან.
-ფრთები მაჩვენე სად გადამალე ნიცა.
-მეშინია რომ დამაჭრა და ვერ გეტყვი საბუნია...
სალონის კართან მდგომმა ანამ გაიღიმა და თავისქნევით გადადგა ნაფიჯი, როცა სირბილიტ მომავალი ბიჭი დაეჯახა, ისეთი სიძლიერით რომ ბავავი წაიქცა და სანამ ბიჭები მიუახლოვდნენ ანამ სცადა მისი წამოყენება:
-ბოდიში ვერ დაგინახე.
ბიჭმა ამოილაპარაკა.
-არაუშავს, როგორ ხარ?
-კარგად მადლობა. ეს შენთან გამომატანეს..
-როგორ ხარ ანა?
საბა წამოადგა თვზე და ბიჭი წამოაყენა, რომელიც მალევე გაშორდა მათ. ანასტასიამ ურჩელი თაიგულთან ერთად დაიჭირა ისე, რომ არავის შეემჩნია, გოგონები აბაშიძეების სახლში წაიყვანა საბამ რატიმ კის დადიანები, რომლებიც თორნიკესთან ერთად მივიდნენ ანასტასიას წასაყვანად..


სანამ აბაშიძეების სახლში მივიდოდნენ დადიანები სასახლეში მზადებით იყვნენ დაკავებული, გასვიანსა და უფროს დადიანს აინტერესებდათ, როგორები იყვნენ მათი რეულნი..
-აბა ჩემო ძმაო მზად ხარ „უღელი“ დაიდგა?..
ნიკა შევარდა ოთახში და ძმას მხარზე დაადო ხელი, რომელმაც ტრადიციას არ უღალატა და ისევ დუმილით შეხედა, შემდეგ პერანგის სახელოები გაიხსნა და აიკეცა.
-ეე რამდენს ლაპარაკობ ტოო? ცოტა მეც მათქმევინე რამე..
თომამ, სიცილი ვერ შეიკავა და სანამ რამეს იტყოდნენ ძმები, ოთახი დატოვა.
-რა სერიოზული გიჭირავს ბიჭო, გავიგეთ რომ „ანგელოზი“ მოგყავს ცოლად და უნდა გაიღიმო, თან თქვა რამე.
თორნიკეს ნიკას შეფასებაზე გაეღიმა და ყოვეგვარი შესალების გარეშე გასცა ბრძანება.
-შენ დარბაზში მიდიხარ!
-რატომ?
-ბევრი ცნობისმოყვარე არ მჭირდება!
-მაგისთვის თომა გყავს და საბა!
-საბა ლელასთან არის, თომას ნიცა ჰყავს სანახავი!
-სხვათაშორის მეც!
-ნიკა, ჟურნალისტების რაოდენობას მიხედე!
-ფუი ამის დე....
გავიდა ოთახიდან და გაბრაზებულმა კარი შემგლიჯა ისევ:
-მაინც გავიცნობ ნიცას და ერთდროულად ამოვიღებთ თქვენს ნერვებს მიზანში!
გაბრაზებულმა დატოვა სასახლე უმცროსმა დადიანმა და მართალიც აღმოჩნდა თორნიკე, ნიკას ჩარევა საჭირო გახდა რომ დაუპატიჟებელი ცნობისმოყვარე ხალხი არ მიეღოთ, ქირწინების სახლსა და დარბაზში..

საბა, მართლაც ლელას ეხმარებოდა მოწესრიგებაში, რომელიც უკვე ბავშვს ელოდებოდა და საკმაოდ უჭირდა მოძრაობა, თან ანასტასიას და თორნიკეს გაცნობის ამბავს უყვებოდა, იმას რისი მოყლაც შეიძლებოდა.
დათაც ემზადებოდა და ნიცაზე ფიქრით გართული იღიმოდა, ოთახში მისი პატარა და რომ შევიდა, პერანგის შეკვრაში მიეხმარა და ღიმილის მიზეზი ჰკითხა, აზრები გაეფანტა:
-რაზე ფიქრობ დათა?
-რატომ არ მოდის ჩემი და ქორწილში?
-არავის არ ვიცნობ და იმიტომ.
-სება, ჩემო ლააზო შენთან ერთად ვიქნები და არ მოიწყენ, დიანას იცნობ, ნიცას და ნიკას გაგაცნობ, ნიცა ისეთია მისი გაცნობა არც მოგიწევს აქეთ გაგიცნობს!
-ოჰოო, მეჩვენება თუ მოგწონს ნიცა?...
თვალები დააწვრილა გოგონამ
-საიდან მოიტანე!?
სიბრაზე შეერია ხმაში დათას, ამ პატარა გოგომ ასე უცებ გამოიჭირია.
-შენმა თვალებმა მითხრა..
-არა მეთქი და აღარ გაიმეორო!
-კარგი ჩუმად ვარ.
ხმა გაებზარა სებას, ძმა ასე არასოდეს დალაპარაკებია და ეწყინა, ოთახიც მალევე დატოვა.
-ამი დედაც!....
მალევე მიხვდა დათა, რომ დას აწყენინა და მის ოთახში შევიდა საკუთარი თავის ლანძღვით.
-სება..
გოგონამ ცრემლები მოიწმინდა და გაიმება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
-მაპატიე ჩემო პატარა.
-არაუშავს დათა, კარგად ვარ.
-შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ და ეს იცოდე მხოლოდ!
-მე შენი ხორცის ნაწილი ვარ და ის ალბათ სულის, ეს სხვადასავაა დათა.
-ღმერთო საიდან მოგაქვს ეს აზრები?.
-გიყვარს?
-არ მაქვს უფლება..
-რატომ?
-ის სხვანაირია, მეტს იმსახურებს!
-დათა ყველანი ვიმსახურებთ სიყვარულს, დანარჩენი კი ერთად მოდის, სიყვარულს მოაქვს.
გაეღიმა სებას ნათქვამზე დათას, გახალისდა და უცებ ჰკითხა:
-არ გინდა ნახო?
-მინდა!
-მაშინ მოემზადე სწრაფად.
-ახლავე..
იცოდა დათამ, რომ ლამაზი იქნებოდა ნიცა, ყველას მოეწონებოდა, რომ საყვარელი დის ქორწილში ყველას დაამახსოვრებდა თავს, უფრო სწორად ნიცას იცნობდა კარგად, მუდამ დაჰყვებოდა უკან, შეუმჩნევლად ადევნებდა თვალყურსა და ამით გულის სურვილს იკლავდა ხოლმე..
მომზადებას როგორც კი მორჩა პატარა სება რაზმაძე, ბინა დატოვეს და გვერდზე სადარბაზოს მიაშურეს, გზაში კი ტელეფონმა დაურეკა დათას:
-გისმენ.
-დათა მე ვარ შალვა..
-სად ხარ ბიჭო, რამდენი ხანია გეძებ?..
-დათა ლევანს ვყავარ და უნდა მიშველო.. იცის, რომ თქმას ვაპირებ..
-სად ხარ? რის თქმას?
-არ უნდა მომაგნოს.. მან მაიძულა ტვირთის ჩადება.. ჩემი შვილი მომიკლა.. და თუ მიპოვის მეც მომკლავს..
არეული საუბრობდა და დათას სახის გამომეტყველებაზე, სებაც შეშინდა..
-სად ხარ მითხარი და მოვალ?.
-აფრიკაში, ლილოს დასახლებისკენ...
-კარგი გამოვალ.
-რა მხდა დათა?
-არაფერი პატარა, წამო მივიდეთ და შენ ამათ გაჰყევი, მეც შემოგიერთდებით მალე.
-არ მინდა შენს გარეშე წასვლა სახლში დაგელოდები და მერე მივიდეთ.
-წამოდი მივულოცოთ, გაგაცნობ და მალე მოვალ!
დათა ისე განერვიულდა, რომ ყველაფერი სწრაფად სურდა მოეგვარებინა..
ბინაში შესულებს ნიკა შეეგებათ გააცნო რაზმაძემ უმცროსი წარმომადგენელი და შემდეგ დიანამ ჩაიკრა გულში მშვენიერი, სიფრიფანა სხეული. უცებ ნიცა შევარდა მისაღებ ოთახში..
-ეს ვინ არის? რა ლამაზია?
-გამარჯობა ნიცა, გილოცავ დის ბედნიერებას.
-დათა, მადლობა.
გაბადრული სახით შეხედა მასზე მიშტრებულ ბიჭს, რომელიც თავის სეკავებას ცდილობდა, რომ მოხვეული ხელი მთელი ძალით არ მოეჭირა გოგონასთვის, რომლის წითელი კაბა და სავსე მკერდი საოცრად ლამაზი იყო.. სებაც გაოცებული უყურებდა, გოგონას, რომელიც ძალიან მოსწონდა..
-ეს ჩემი დაა..
-სება?.. დედა სულ შენზე საუბრობს და მე რატომ არ გიცნობ, ვიცი რომ ძალიან ჭკვინი ხარ, მაგრამ ძალიან ლამაზი რომ ხარ ამას რატომ არ ამბობენ? დათა ამას მიმალავდი ბიჭო, კი არ გავრყვნიდი შე კაი კაცო..
-ღმერთო ნიცა ახლა მაინც გაჩუმდი, გაგიჟდა ბავშვი!
-კარგი რა დიკო, აწი მე ვიცი ამ გოგოს როგორ მივხედო, წამო დედოფალი გაჩვენო!
ხელი დაავლო გოგოს, რომელსაც სახე ღიმილით ჰქონდა გაბადრული, მოსწონდა ასეთი მხიარული ხალხი და გული სწყდებოდა, მას რომ არ შეეძლო ასეთი თავისუფალი და ლაღი ცხოვრება, შინაგანად არ აძლევდა ობლობაში განვლილი ცხოვრება ამის საშუალებას..
სანამ წავიდოდა, დათას გვერდი გაუარა და ჩუმად უთხრა:
-საორებაა! ყოჩაღ შენ.

ანამ ბევრი საქებარი სიტყვებისა და ჩასაფრებული ფოტორაფების შემდეგ ოთახში თავი მარტო დაიგულა და საგულდაგულოდ შენახული წერილი გახსნა სადაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: -„ არ გაჰყვე მას ანა, მიყვარხარ...“
რეზისგან მიღებულ წერილის ფურცელს ცრემლები დაეცა, მაგრამ უშედეგოდ ანას აზრი არ შეუცვლია, რადგან ასეთი იყო, მიუხედავად ჩამოუყალიბებელი აზრისა მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ამას გარეგნულად ახერხებდა მხოლოდ..
-ანნ ნახე ვინ მოგიყვანე?.. დათას და სება.
თახში ნიცა შემოვიდა და ფურცელი იქვე მაგიდის უჯრაში ჩადო ანამ..
-გამარჯობა სასიამოვნოა.
-გილოცავთ.
-მადლობა.
-ნიცა, მაშო სად არის?
-აკაკისთან, სად იქნება?
-აქ ვარ და ნუ დამცინი ნიცა! ჩემი დროც მოვა და გნახავ შეყვარებულს..
-უკვე ვარ და მატყობ?
-ესეიგი არ ხარ!
-ანა, დედი მოვიდნენ და გამოდით.

მისაღებ ოთახში მყოფები ოთახიდან გამოსულს უხმოდ უმზერდნენ, მშობლები ბედნიერების ცრემლს აკიაფებდნენ თვალებში, თორნიკე დადიანი კი ანასტასიას მისი ლურჯი თვალებით აკვირდებოდა და ფიქრმა გაუელვა, ასეთი მაინც ვერ წარმოვიდგინე.. გაუღიმა და მიუახლოვდა.
-ძალიან ლამაზი ხარ!
-მადლობა.
გულის პულსი აუჩქარდა და სიმორცხვით თავი დახარა..
ყველაფერი იდეალურად იყო, როგორც სოლიდურ და დინჯ ნეფე-პატარძალს შეეფერება. ჯერ ხელის მოწერის ცერემონიალი ჩატარდა და როცა გარეთ გამოდიოდნენ, ანა ფიქრებმა გაიტაცა, უკვე „გათხოვილი“ ერქვა, სევდამ თვალებში გაუელვა, თუმცა მშობლების მილოცვებს, ნაძალადევი ღიმილით შეხვდა და მხოლოდ იმით ინუგეშებდა თავს, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.. ფოტოების გადაღებისას ანასტასიას, ზურგიდან მოხუტებულმა თორნიკემ, ჩუმად უთხრა:
-ჯვარს არ ვიწერთ!
-....
იცოდა, რომ ეს გაახარებდა გოგონას, რომელიც უცებ შებრუნდა მისკენ, ორივე ხელი მკერდზე დაალაგა და ანთებული თვალებით უმზერდა, მაღლების საშუალებით თითქმის მისი სიმაღლე იყო ანა და ერთმანეთის მზერა ყველასთვის შესამჩნევი, რადგან ანასთვის, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჯვრის წერა და არ სურდა, გრძნობების გარეშე, ღვთის წინაშე ფიცის დადება, თორნიკესთვის კი, ანას ანთებული თვალები გახდა მიზეზი გაეღიმა. ეს ფოტოებზე ისე გამოჩნდა, რომ თითქოს ერთმანეთს მთელი გრძნობით უმზერდნენ, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ..

სანამ ქორწილის მთავარი გმირები რესტორანში მივიდოდნენ, ნიცა და ნიკა შევიდნენ, იქვე მდომი ნიკა მითითებას აძლევდა რესტორნის მენეჯერს, თან თომა მიუბრინდა, რომ ნერვები მოეშალა:
-სად არის შენი გოგო, როდის უნდა გამაცნო?..
-არ არის ჩემი გოგო!
-გახადე მერე მახელა კაცი მე რომ დამიდექი მე არ გამოგადგები მაგ საქმისთვის გოგონები მიყვარს..
-ნიკა მოწიე?
-ახლა ვაპრებ... აუ ეს იქნება ნიცა!
უცებ კარისკენ გაუჩერდა თვალი და გაეღიმა, თომაც უცებ შებრუნდა, გაოცებულმა შეხედა ჯერ ნიკას, შემდეგ მომავალ აბაშიძეებს.
-როგორ მიხვდი?
-ჰგავს.
-ვის?
-გიჟს.
-რაა?
-არაფერი. გამაცნობ თუ გავიცნო?..
-ღმერთი თუ არსებობს, იმედია გამძლეობას გაიმეტებს ჩვენთვის.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-გაიცანით, ნიკოლოზ დადაინი და ნიცა აბაშიძე, ნიკა აბაშიძეს იცნობ.
-სასიამოვნოა.
ერთდროულად თქვეს...


პ.ს დაპირების გამო ვტვირთავ.. წამეშალა და ძალიან ვინერვიულე, ბოდიში ყველას ძალიან არ გამიბრაზდეთ. ორ დღეში დიდი თავით დავბრუნდები.



№1  offline წევრი დარინა

ანაზე ცოტა ნერვები მეშლებააა, არ მიყვა ამ რეზის, თორნიკე მის გამო რამდენ რამეს აკეთებს, იმედია მალე ყველაფერს გაიგებს და ცოტა დაუთბებათ ურთიერთობაა, თორნიკე საბას და რატის ალბათ მოკლავ რეზის მისვლა ანასთან რომ დაუმალეს, რატომღაც გული მიგრძნობს რეზი რაღაც ისეთს გააკეთებს რომ თორნიკეს ანანებინებს ცოცხალი რომ გაუშვაა.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lile-eli

დარინა
ანაზე ცოტა ნერვები მეშლებააა, არ მიყვა ამ რეზის, თორნიკე მის გამო რამდენ რამეს აკეთებს, იმედია მალე ყველაფერს გაიგებს და ცოტა დაუთბებათ ურთიერთობაა, თორნიკე საბას და რატის ალბათ მოკლავ რეზის მისვლა ანასთან რომ დაუმალეს, რატომღაც გული მიგრძნობს რეზი რაღაც ისეთს გააკეთებს რომ თორნიკეს ანანებინებს ცოცხალი რომ გაუშვაა.

პირველ რიგში დიდი დიდი მადლობა რომ კითხულობ და მიზიარებ აზრებს.
რაც შეეხება ანას, პრობლემა ის არის, რომ დეტალები არ იცის ანამ და მალე გაიგებს. თან მისი გრძნობები კარგად ვერ გადმოვეცი თუ რატომ არის ასე დაბნეული, წამეშალა აკრეფილი თავის თითქმის ნახევარი და დამაკლდა ამ თავში რაღაცეები.

 


№3 სტუმარი ლიკ ლიკ

აუ ეს რაიყო ამდენიხანი ველოდეთ, მალე დადე შემდეგი და იმედია რეზი არ აურევს ანასტასიას და თორნიკეს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატა

ანუ არ ვინერვიულო და ანას თორნიკე შეუყვარდება?! თორნიკე მაგარი ტიპია

 


№5 სტუმარი gggg

Anu ditos da tomas orives nica uyvars?

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ლიკ ლიკ
აუ ეს რაიყო ამდენიხანი ველოდეთ, მალე დადე შემდეგი და იმედია რეზი არ აურევს ანასტასიას და თორნიკეს

მართალი ხარ და ბოდიშს გიხდი.
ძალიან განვიცადე რომ მეგონა დავასრულე და უცებ წამეშალა... ეს თავი რაც დავწერე ''გეგმიდან'' არის ძირითადი მაგრამ აუცილებლად დავდებ მალე და საკმაოდ ინფორმაციულს.

 


№7  offline წევრი lile-eli

gggg
Anu ditos da tomas orives nica uyvars?

თომას და დათოს ორივეს... დათოს ბავშვობიდან, მაგრამ ნიცამ არ იცის. თომას კი ერთი ნახვითაც არა, ტელეფონზე საუბრით მოიხიბლა.. უფრო სწორად მათი მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე ნიცას მხიარული ხასიათი უყვართ

სტუმარი ნატა
ანუ არ ვინერვიულო და ანას თორნიკე შეუყვარდება?! თორნიკე მაგარი ტიპია

ვნახოთ, ვნახოთ. ჯერ კიდევ წინ არის მათი ერთად ცხოვრების პერიოდი..

 


№8 სტუმარი Tebro

Rodis daideba axali tavi rogor velodebi ar ici da rogor momwons es istoria

 


№9 სტუმარი სტუმარი lile-eli

Tebro
Rodis daideba axali tavi rogor velodebi ar ici da rogor momwons es istoria

დღეს დავდებ ცოტა გვიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent