შიში პატივისცემა და სიყვარუილი {8}
8. -ეს თქვენ ხართ ნიცა, რომელსაც მიმალავენ? -მე მეგონა თქვენ მემალებოდით. სიცილით უთხრა ნიცამ. -არა რატომ? ისე თქვენ სადაც ცხოვრობთ ყველა თქვენსავით ლამაზია? ერთი გოგო ჩემთვისაც რომ გადავინახო.. -კი ყველა ლამაზია, მაგრამ გადანახვას ჩაწყობა უნდა. -მქონდეს თქვენი იმედი? -თუ ჩემი ძმა ხარ, ეს თქვენი და ქალბატონო იმ სასახლეში დატოვე, რომელშიც ცხოვრობ და რომელიც მე ძალიან მომწონს! -არა შენი ძმა არ ვარ მაგრამ ვატყობ გავხდებით „ძმები“, ზოგიერთის ნერვული სისტემა საბოლოოდ რომ გავთიშოთ. -აი თურმე რატომ გმალავდნენ. იცოდნენ, რომ მომეწონებოდი და ჩვენ სიყვარულს ხელს უშლიან! ნიცამ კეკლუცი დაიწყო, თომა ამ დიალოგს უსმენდა და გამოხედვა ჰყიდდა. მისი შავი თვალები უფრო მეტად შავდებოდა, უმცროსი დადიანი ვერ მიხვდა, რადგან ეს გოგო ეცნობოდა და მასზე ფიქრობდა თუ სად ჰყავდა ნანახი.. -მართლა ასეა თომა? ჩვევას არ ღალატობდა და სიტუაციით ერთობოდა. -რას ბოდავ, კაიფში ხარ? -აუ... ეგ მეც მინდა და რომ დავლევ, მერე ერთად მოვწიოთ რა.. მავედრებელი ხმით უთხრა მისინაირის პოვნით გახარებულ ნიკას. -ნიცა, დიკო მოდის. ნიკა აბაშიძემ ჩურჩულით უთხრა, რომელიც ყოველთვის ახსენებდა თავს უმცროს დას მხოლოდ მაშინ როცა ზღვარს სცდებოდა და ამას უხეშად არასოდეს აკეთებდა. -დამმალეთ! ვინმემ მიშველეთ, თორემ მაგიდასთან დამსვამ და ადგომის უფლებას აღარ მომცემს. თავის ძმას ამოეფარა და მერე დადიანის უკან დადგა. ერთმანეთს მიესალმენ უფროსი აბაშიძეები და დადიანი.. ტყუპებიც მალევე მივიდნენ და გარეთ მყოფი ნეფე-დედოფალი ფოტოების გადაღების შემდეგ, შევიდნენ რესტორანში სტუმრებთან.. სალომეც გამოჩნდა და ყველას მიესალმა, მაგრამ დათრგუნული და ცრემლიანი თვალებით იყურებოდა, ნიკამ და ბექამ ორივემ ჩაიხუტეს, გიგა კი არ განძრეულა, მხოლოდ მიესალმა.. სალომეს ნიცა გამოელაპარაკა და როგორც კი ახლად შემოსული წყვილი მარტო დაიგულა, მორიდებით მივიდა, ანასტასიას საჩუქარი გაუწოდა ტავდახრილმა: -ანასტასისა გილოცავ... ხმა უკანკალებდა და ძალიან განიცდიდა, რომ მას ცუდად ესაუბრა. -მადლობა სალო. არც ანას უადვილდებოდა საუბარი, მისთვისაც რთული იყო ის დღე და მას ამ ქორწილის გამართვაში დიდი წვლილი მიუძღვის. -თუ შეძლებ ოდესმე მაპატიე, ის რაც გითხარი ძალიან ვნანობ.. -არ გინდა სალო, ნუ მებოდიშები, მომხდარს ვერ შევცვლით. არასოდეს იყო პირფერი და არც უყვარდა გრძნობების მეტად გამოხატვა, მაგრამ იცოდა, რომ გიგას ის უყვარდა. გიგა კი ისეთივე ძვირფასი იყო მისთთის, როგორც აკაკი, ამიტომ ყოველგვარი შესავლების გარეშე, მოჰხვია ხელები აკანკალებულ სხეულს და გიგას გახედა, რომელიც აკრძალვისა და ჯერ კიდევ სისუსტის მიუხედავად, სიგარეტს ეწეოდა და მათ აკვირდებოდა ვითომ უინტერესო სახით. სალომემ ჩახუტების შემდეგ სტუმრებთან მისვლა გადაწყვიტა, მაგრამ გაჩერების საშუალება არ დაუტოვეს.. -მოდი სალო ჩვენთან დაჯექი, ერთი კარგი გოგო უნდა გაგაცნო მალე მოვა დათა მოიყვანს თავის დას- სებას.. -მიულოცე და ბოდიშიც მოუხადე, დროა წახვიდე! ისეთი კატეგორიული ხმა ჰქოდა გიგას, სალომეს მიმართ, რომ გოგონამ სიკვდილიც კი ინატრა. -კარგი.. ძლივს ამოილაპარაკა და ცრემლებით სავსე სიტყვებით დაემშვიდობა ყველას. -ნახვამდის.. ყველა გაოცებული უყურებდა გიგას. ბიჭს რომელსაც 4 წელი უყვარდა გოგო, რომლის გამოც, რა არ გადაიტანეს ბიჭებმა, ამ წუთას გააგდო და თან ისე რომ სახეზე არაფერი შეტყობია. ნიკა და ბექაც კი დამუნჯდნენ, მაგრამ ნიცა იყო იქვე, რომელიც დადიანმა დაიჭირა თორემ შეიძლება მართლა ჩაერტყა რაღაც.. -დებილი რომ ხარ ვიცოდი, მაგრამ ამ დონი არ მეგონე!.. გათტლელი ხეპრე! რა გააკეთე „ვაჟაკაცო“ ტაში ხომ არ დაგიკრა? -ნიცა გაჩერდი სხვა დროს ილაპარაკეთ ამაზე.. დადიანი ხელს ხვევდა და გაჩერებას ცდილობდა გაბრაზებულ გოგოს. -რაზე ნიკა, ეს რა ლაპარაკის ღირსია სართოდ?.. ის გოგო მართალი იყო ყველაფერში, შენ რომ არ გელაპარაკებოდა იციდა, რომ მაგ თავში მხოლოდ ის ბოლი გაქვს რასაც ახლა ეწევი! გიგა გიგაურო გაფრთხილებ, სიყვარული არ ახსენო ჩემთან! აზრზე არ ხარ და იმიტომ. -ნიცა გაჩუმდები თუ გაგაჩუმო!? -ხმა არ გამცე! არ გელაპარაკები! გაბრაზებული წავიდა გასასვლელისკენ, ბჭებმაც ნიცას მხარე დაიჭირეს და მოკლედ მაგრამ მაინც მისცეც შენიშვნა, პატარა აბაშიძეს გასასვლელში სება შეხვდა და გაიყოლა, რომ სალოს დაწეოდა, სალო ტაქსში ჯდებოდა გოგონებმა, რომ გააჩერეს მაგრამ ცოტა ხნით. მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.. უკან მიბრუნებული ნუცა გაბრაზებული დაჯდა მისთვის განკუტვნილ სუფრასთან და გვერდით მყოფ გიგაურს არ იმჩნევდა, რომელსაც ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა, ნახა თუ არა ნიცამ სალომე, მაგრამ იცოდა რომ არაფერს ეტყოდა, ან კიდევ ისეთს იტყოდა ინატრებდა რომ არ ეკითხა, ნიკოლზ დადიანს მისვლა უნდოდა მათთან, რადგან ნიცა და მის გვერდით მყოფი გოგონა, ძალიან მოეწონა, მაგრამ მათი ცეკვების დრო იყო და ეს ცოტა ხნით გადაიდო, რადგან ნეფე-დედოფლის დარბაზში შესვლამ, საოცარი ემოციები გამოიწვია სტუმრებში.. ყველანი ერთხმად ამბობდა ლამაზი წყვილია და ბედნიერი თვალებით უმზერენ ერთმანეთსო, ჟურნალისტების ნაწილი ჰყავდა ნატალია დადიანს მიწვეული და მათაც აღფრთოვანებით დაიწყეს საუბარი, რომ „წლის წყვილი“ გამოცხვაო და „ექსკლუზივი ჩვენიაო“. შემდეგ ცეკვამ მონუსხა ყველა, ერეკლემ როგორც მეჯვარემ გახსნა ცეკვის „მოედანი“ და თორნიკეს გადაულოცა ანა, თავისი მოხდენილი მოძრაობებით იმდენად ლამაზი იყო გოგონა, რომ დადიანის თვალები სილურჯეს არ კარგავდა, მის განიერი მხრებით იმდენად მოხერხებული მოძრაობებით ცეკვავდა, რომ სტუმრების გაოცება შეძლო, თორნიკე ასეთი საქციელით არავის ანებივრებდა, თითქოს დიდი ხნის პარტნიორები იყვნენ ცეკვაში ანასტასია და თორნიკე, იფიქრებდი რომ ერთად ბევრჯერ ჰქონდათ შესრულებილი ''დაისი'' ეს ყოველივე საბოლოო განაჩენი იყო, რომ საოცარი წვილის სტატუსი საბოლოოდ მიეღოთ!.. შემდეგ იყო ბიჭების რამდენიმე გადაბმული ცეკვა, ისეთი მოწესრიგებული და დახვეწილი იყო ყველაფერი, რომ აღფრთოვანებას იწვევდა სტუმრებში, რადგან ძალიან კარგად და შეწყობილად ცეკვავდენენ, აშკარა იყო, რომ ყველანი ერთ ენაზე საუბრობდნენ და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.. ამის შემყურე ნიცა, ყველასთვის გასაოცრად იჯდა და უყურებდა, თომას მოხდენილ მოძრაობებს დაჟინებით, დრო და დრო კი ბიჭებს თვალს ადევნებდა, ყურებით გართული აბაშიძის, გამოწვევა სცადა გიგამ და გამოუვიდა კიდეც.. -კარგად ცეკვავენ არა? -ნამდვილად. -ისე დადიანების წარმომადგენლები, რომ აქტიურობენ დასანანია. დაფიქრებული სახით, შეხედა გვერდით მჯდომს. -რატომ? -დედოფლის ხალხზე რას იტყვიან? სახის მიკლმიკა არ შეუცვლია გიგას. -რა უნდა თქვან გიგა? -არაფერი და ეგ მაფიქრებს.. -ხო და ავალაპარაკოთ! აქ რისთვის ვარ მე?! -აბა ვნახოთ.. თვალი ჩაუკრა, მიღებული შედეგით კმაყოფილმა და ისევ ბიჭებს გახედა. ნიცამ მისი საშუალო ზომის ხელ ჩანთიდან, გახვეული თეთრი ბოტასები და მეხსიერების ბარათი ამოიღო, ისე წავიდა სცენისკენ, რომ გავლილი გზის გასწვრივ, ყველას თვალი მას მიჰყვებოდა და მუსიკოსებს მეხსიერების ბარათი მიაწოდა, შემდეგ მიკროფონთან დადგა და მუსიკის დასრულებას დაელოდა, რომელსაც დიდი ხმაური და ტაში მოჰყვა.. -ფფუუ... ალიო... ყველამ სცენისკენ მიიხედა, მათ შორის ცეკვით დაღლილმა ბიჭებმაც და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, ნიკა დადიანისა და თომას გარდა, რომლებიც შორი ახლოს იდგნენ სცენიდან. -რადგან შემომხედეთ ესეიგი ისმის! მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ, სამყაროში ყველაზე ლამაზი და საამაყო დედოფლის ანასტასია აბაშიძის უმცროსი და-ნიცა, რომელიც გრძნობს, რომ დადიანების ტალანტმა გადაფარა ყველაფერი, ახლა კი დროა აბაშიძეების შესაძლებლობები იხილოთ! გაეღიმა ყველას მათშორის ეკატერინე დადიანსაც კი, ნიცასადმი დიდი სითბოთი იგი განწყობილი, მის მხიარული ხასიათი უთბობდა, ბევრი დარდით გატანჯულ სულს.. -ოჰოოო, ხმამაღალი განცხადებაა ლამაზო! -ვნახოთ, ვნახოთ! იყო შეძახილები, რომელსაც ნიცამ ყურადღება, საერთოდ არ მიაქცია და განაგრძო თავისებურად, ნიცასეულად, როგორც იცის და გამოსდის ხოლმე.. სცენაზე მდგომი ნიცა ნიკოლოზ დადიანს გაახსენდა თუ ვინ იყო ეს გოგო და თომას მიუბრუნდა: -შარში ხარ გასვიანო! -ახლა რა დალიე? -არაფერი, შენ მოგიწევს სმა! ეს ის გოგოა ანდრეას რომ უყვარს! ამან დაა*ვა. სიცილს ვერ იკავებდა დადიანი. -რას ბოდავ! ნუ მიშლი ნერვებს!.. -ცქნაფას გეფიცები ესაა, ერთი წლის წინ რომ გოგოს ვეძებდით! რომ იცოდეს აქ არის და თან სცენაზე, ფეხით ჩამოვა მოსკოვიდან. ფერი დაეკარგა გასვიანს ამის გაგებაზე, მაგრამ ბოლო იმედას არ კარგავდა. -რატომ არ ახსოვხარ? -მას არ დავუნახივარ, საჭესთან ანდრია იჯდა, მასზე იყო გაბრაზებული, ჩემთვის არ შემოუხედავს.. მერე მოგიყვები მოვუსმინოთ რა სიგიჟეს ჩაიდენს. ხელი გადახვია და სიცილით უმზერდა ქალბატონს. -სასწრაფოდ ვითხოვ მოვიდნენ სცენაზე: ნიკოლოზ აბაშიძეს, ბექა გიგაური და ლამაზი დედოფლის, ლამაზი მეჯვარე- მაშენკა! ხოო ისე, ტყულია უმზერთ ეგეთი გაფართოვებული თვალებით ბიჭებო, რადგან მისი გული გამოკეტილია, ქალაქი ერთ-ერთი გარეუბნის მეშვიდე სართლულის ბინაში და მისი გათავისუფლება, არცერთი ზღაპრის პრინცს არ სძალუძს! ბატონი აკაკი შეუცვლია! -შენი გული, ვის ეკუთვნის ლამაზო? -შენ მხიარულ სულს, ვინ ბატონობს?.. ასეთი შეძახილები მოესმა და გაეღიმა, პასუხიც ღიმილითვე გასცა: -მე ჯერ, დედის რძეს ვიშრობ ტუჩებზე, ბიძია და მაცადეთ სკოლა მაინც დავასრულო... -უმცროსი დადიანი თომას აკავებდა, რომ შეძახილების ავტორები არ ეცემა, როცა ნიცას ნათქვამი გაიგო, თავი დახარა, ნიცას ნათქვამი გულზე მოხვდა.. ნიკა კი უფრო მეტად იხიბლებოდა ნიცას ბუნებით, მისი მხიარული ხასიათითა და ენერგიულობით.. გოგონას პასუხზე კი, ყველამ ჩურჩული დაიწყო ისეთი, რომ ყველას ესმოდა რას ამბობდენენ.. სკოლის მოსწავლე არავის ეგონა იმდენად ჩამოყალიბებული და დახვეწილი იყო, პატარა ნიცა აბაშიძე. მათი ჭორაობის შეწყვეტისთვის ისევ მან განაგრძო საუბარი სანამ გამოძახებული ''გმირები" მივიდოდნენ - გელოდებით სცენაზე სამივეს და სამამ თქვენ მოხვალთ მე ისევ ამას ჩავიცვამ. თეთრი ბოტასები ხელში ეჭირა, ყველას გაეღიმა. მის ამ ქმედებაზე.. -დედიკო დიანა, ვიცი დაგპირდი, მაგრამ არ შემიძლია ამათი ტარება, თუ ასე ძალიან გინდოდა ამათ შევჩვეოდი, როცა გამაჩინე და ნაჭერში გამახვიე ეს რვა სანტიმეტრიანი ტუფლიც უნდა მიგეყოლებინა! .. ყველამ სიცილი დაიწყო და ამ მხიარულების ავტორს ყველა აქებდა, უცებ სცენაზე სამი ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდა გამოცხადდა სცენაზე. -აი ჩვენც მოვედით! ბექამ მიკროფონში ჩასძახა და მიესალმა ყველას, სანამ ბექამ ეს გააკეთა ნიცა ზურგით დადგა მოშორებით და ფეხსაცმელი მოირგო, კაბის დიდი გახსნილი ბოლო აიკეცა და წინ დაიმაგრა თმისამაგრით. ისე ეცვა თითქოს სამეჯლისო ცეკვის სოლისტი იყო. ამაზეც ტაში დაიმსახურა და მიკროფონი მოიმარჯვა.. -ვინაიდან ნაციონალური ცეკვებით, ნეფეს ხალხმა გვასახელა, დროა ინტერნაციონალური გავხადოთ საღამო! ნიცამ პირველივე ნოტიდან დაიწყო და გააგრძელა კიდეც... Take me back , don't leave me Don't be bad , don't hurt me Listen to me when I say... რამდენიმე ენერგიული სიმღერის შემდეგ, სცენაზე ნიკა დადიანი ახტა და ნიცას მოეხვია, შემდეგ ერთი სიმღერა იმღერეს დუეტში და ცექვით გააგრძელეს ამ ყველაფერმა სტუმრები გულგრილი არ დატოვა, ნიკასა და ნიცაძე საუბრობდნენ როგორ უგებენ ერთმანეთს, როგორ გვანანო.. თომა კი იდგა და გულაჩქარებული უყურებდა ენერგიის წყაროს, რომელიც მხოლოდ მას სურდა და არავისთვის ემეტებოდა!.. ცოტა დაღლილი და აღელვებული ნიცა ისევ მიკროფონთან დაბრუნდა და საუბარი დაიწყო: -ახლა კი ჩემო ლამაზო დაიკო, დამდე პატივი და ცოტა ხნით მაგ ლამაზი სავარძლიდან ადექი და დარბაზში დადექი. გამიხარდება სიძე კაციც თუ იგივეს გააკეთებს. გაუღიმა ორივეს, ანასტასია წამოდგა და თორნკემაც იგივე გააკეთა. -რადგანაც ჩემს დას, მატერიალური საჩუქრები ნაკლებად უყვარს, გადავწყვიტე ის მეჩუქებინა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს.. ''ჩვენი ბავშვიბა'' ნეფე-დედოფლის ფუფრის კედელზე, ვიდეო რგოლი ჩაირთო მელოდიით სადაც მათი ბავშვობის სურათები იყო და ნიცა კომენტარებს აკეთებდა. -მე, თითქმის ყველა სურათში ვტირი და ანას ზურგს უკან ვიმალები.. -რადგან სისხლს მიშრობდა და უნდა მეცემა. ნიკა ჩაერია საუბარში, ხელი მოხვია ერთი თავით დაბალ გოგონას, ისე მიიხუტა, ამ ყველაფერმა, ყველას ემოციების ტალღამ დაუარა, მართლაც ყველა სურათში, ანა ხელს აფარებს მტირალ ნიცას და თითქმის ყველა სურათში იხუტებს.. -აქაც ვტირი, მოკლედ იმდენი ვიტირე ბავშვობაში, რომ ნიკას და ანას გეგმაც მე შევასრულე.. -თუმცა იყო მომენტრბი, როცა ანას ემალებოდა ჩემს ზურგს უკან.. ნიკამ განაგრძო საუბარი, გაბრაზებულ ანასტასიასა და ნიცას შორის, როგორ დაგას ნიკა.. -მახსოვს ანას ბეჯითი სწავლა, ჩემი ცხოვრების ნაკლად მიმაჩნდა, რადგან არ მპატიობდნენ ერთ გადაცდომას, მე კი ანას ფონზე მთლიანად „შეცდომა“ ვარ.. ის ჩემი „იდიალია“ ამას მუდამ ხმამაღლა ვიტყვი და ვიამაყებ! მოკლედ, დავალების რვეულებს ვპარავდი, გამზადებული ჩანთიდან და სკოლაში ისე ვუშვებდი, მინდოდა ერთხელ მაინც, მიეღო დაბალი ნიშანი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ანას რამდრნჯერმე დარჩენილი რვეული ვერაფერს დააკლებდა, რადგან თავიდან წერდა.. ანნ მინდა იცოდე, რომ ის დამალული რვეულები რომლების გამოც ღამეები გაათენე შენახული მაქვს და მაგიდაზე დევს.. ჩანაწერებიც გაგიკეთეთ ყველამ!.. -ეს კი ბოლო ზარის სურათია როცა ჩემმა დაიკომ სკოლა დაასრულა, ეს კი დღევანდელი ბედნიერების! ნიკამ განაგრძო საუბარი, რომელსაც თორნიკესი და ანასტასიას ფოტო ჰქონდა დამატებული, ხელისმოწერის შემდეგ გადაიღებული.. -ანასტასია გვიყვარხარ უპირობოდ და უსაზრვროდ. ორივემ ხმამაღლა უთხრეს ატირებულ დას, რომელსაც თორნიკე ხვევდა ხელს, მკერდზე ეკვროდა ისიც მის „საყრდენს“. ატირებული დაიძრა უმცროსი და-ძმისკენ და სამივე მოეხვია ერთმანეთს. ცრემლების წმენდით გამოაცხადა პატარა აბაშიძემ: -ვსიო გეყოთ ჩემი ყურება და ატანა, მე კიდევ ორი ქორწილის სიგიჟე მაქვს ჩასადდნი და დანარჩენს იმ დროისთვის შემოვინახავ.. უცებ გამოიდარა, ნიცას ცისფერმა თვალებმა და თომას გული აუჩქარდა, ვერ შეძლო, რომ თავის თავს გამკლავებოდა, მცირე ხნით მისცა უფლება, ნიცაზე ეფიქრა და თავისად წარმოედგინა.. დათამ ლილოს მიმდებარედ ბევრი აიარა, მაგრამ ვერ იპოვნა შალვა, ვისი ნახვაც ძალიან სურდათ, მას და დადიანებს. წამოსვლას აპირებდა ისევ, რომ დაურეკა შალვამ და მიტოვებული შენობის სარდაფში მიაგნო.. -დათა, აგიხსნი ყველაფერს.. შეშინებულმა უთხრა, რადგან დათას გამომეტყველებაზე შეშინდა. -წავიდეთ და იქ მომიყვები! -არა შენც საფრთხეში იქნები, აქ გეტყვი და წავალ.. ამ სიტყვებზე, მოულბა გული დათას და მაშინ შეამჩნია, დახეულ ტანსაცმელში ნაცემი და გაუბედურებული კაცი, შეეცოდა კიდეც. -მე დაიცავ ნუ გეშინია შალვა, მაგრამ ყველაფერი უნდა მითხრა! -ვიცი დათა, მე არაფერი მაქვს დასაკარგი, მაგრამ ლევანზე მინდა შური ვიძიო, თუმცა შენ არ გაგრევ.. -რა იცი მასზე? -მან, ჩემი შვილი სამუშაოდ აიყვანა, ისეთი საქმეები აკეთებინა, რომ.. ყელი გაუშრა, სიმწრით ხმა დაეკარგა, მაგრამ მაინც განაგრძობადა: -დაშინება დაუწო, რადგან მისი ძალადობა, ქურდობა ვიდეოზე ჰქონდა და აიძულებდა მეტი საქმე ეკეთებინა, მეტად ითრევდა და ამის გამო წამლის გაკეთება დაიწყო, ნანობდა.. მე მთხოვა დახმარება, ლევანთან მივედი და მითხრა თუ ტვირთს დადიანებთან ჩავდებდი, ამით ბიზნესს პრობლემები შეექნებოდა, ჩემ შვილს გაუშვებდა, მაგრამ მომატყუა, უკვე მოუკლავს და მიმალავდა... კაცმა ტირილი დაიწყო და დათას პატიების თვალებით შეხედა: -უთხარი, რომ მაიძულეს.. თორნიკეს უთხარი.. -დამშვიდდი აქედან გავიდეთ და ყველაფერს მოვაგვარებთ, ჯერ შენ უნდა იყო უსაფრთხოდ, შემდეგ ლევანს დავიჭერთ და იქ მიხედავენ! გასვლისას, მანქანაში სვამდა, იარაღის გამაყრუებელი ხმა რომ გაიგო და მძიმედ დავარდა სხეული მიწაზე, დათამ ერთადერთი რაც მოასწრო, მისი მანქანაში ჩასმა იყო და იმ ადგილიდან ისე წავიდა ვერ შეძლო დანახვა ვინ ისროლა.. საავადმყოფოში მიიყვანა, რადგან ქორწილის ამბების გამო თორნიკეს ვერ გააგებინებდა. საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს მამაკაცს, მაგრამ რეანიმაციაში დატოვეს მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმმა გააფრთხილა რომ პოლიციას უნდა სცოდნოდა და მანაც მთმინებით დალოდება გადაწყვიტა.. დაკითხვამდე კომპანიის იურისტს დაურეკა, რომ ისიც მისულიყო, ცდილობდა ყველა წესი დაეცვა და არ შეშლოდა რამე, დადიანის სახელს უფრთხილდებოდა. ყველაფერმა ერთი შეხედვით მშვიდად ჩაიარა და სახლში დაბრუნდა გამოიცვალა დასვრილი ტანსაცმელი და დაგვიანებით შეუერთდა ქორწილის მსვლელობას, იმ დროს, როცა ნიცა და ნიკა ვიდეო რგოლზე საუბრობდნენ, სებას ძმის ნახვამ ისე გაახარა, რომ მოწყენილი სახე გებადრა.. ერთმანეთზე მიხუტებულები იდგნენ: -სად იყავი? ვინერვიულე.. -ხომ გითხარი მოვალ მეთქი, რატომ ნრვიულობ? -მიყვარხარ და იმიტომ. -ჩემი ბედნიერება რომ ხარ ხომ იცი? -აჰა. ანა თავის სავარძელს დაუბრუნდა და მისი საჩუქარი, რომელიც ლამაზად იყო შეფუთული ჩაიხუტა, ფიქრებმა გაიტაცა ბავშვობაში გატარებული ყველა წუთი ახსოვს და რატომღაც არ ეთმობოდა ის დრო, ის დრო ალბათ არც არავის გვეთმობა.. ფიქრებში წასულს, მხიარული ნიცა მიუჯდა მაშოს ადგილას და მის სევდიან თვალებს, რომ შეხედა გული მასაც აუჩუყდა: -რა მოგივიდა ანნ? ასეთი ანა გულს ტკენდა, პატარა ქალბატონს. -არაფერი ნიცუ, მადლობა. -მიყვარხარ! მოხვია დას ხელები და მალევე გადავიდა შეტევაზე, ჩვეული ხასიათით: -ჰა ახლა მითხარი, ნერვიულობ?... წარბები აუთამაშა ნიცამ, რაზეც ანას ცივმა ოფლმა დაასხა, მთელს სხეულზე და ხელები უცებ გაეყინა, იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი შეცვლებოდა ძალიან აშინებდა.. -კარგი გოგო რა გკითხე ისეთი, ეგ არავის კლავს.. -ნიცა გაჩუმდი გაიგებენ. მათკენ მომავალ თორნიკეს და ერეკლეს გახედა, რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ და თითქოს თორნიკე მათ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა რასაც ნიცა ამბობდა. -გოგო ვინ უნდა გაიგოს, ყველა მთვრალია.. ისე ეგ რომ ცული ყოფილიყო, ხომ იცი მამა სამს არ გააჩენინებდა დიკოს. -ღმერთო რა გარყვნილი ხარ! -უიმე რა უჟმური ხარ, მეცოდება ეს „სიძე კაცი“ შენს ხელში, მაგრამ ეგეც ეგეთი რომ არის... დანანებით ჩაილაპარაკა და განაგრძო: -ანნ დალიე ეს და ცოტა მოგეშვება, დამიჯერე რომ იცოდე - "ერთი ჭიქა სტრესს მოგიხსნის, ორი დაძაბულობას, სამი მხოლოდ კარგ ხასიათზე დაგაყენებს და ოთხი შენთვის ჯერ არ შეიძლება!.." ჭიქა ხელში მიაჩეჩა და აიძულა დაელია, მეორედ შეუვსო და ნიკას გაჰყვა საცეკვაოდ, ანამ ჭიქას დახედა, დალევას აპირებდა, თორნიკემ ხელი გადახვია და ყურთან ახლოს ჩუმად უთხრა, ისე, რომ ერეკლეს არ გაეგო: -ეგ არ გინდა ტასო, სურვილი თუ არ გექნება არ შეგეხები! ჭიქა ხელიდან გამოართვა და მაგიდაზე დადო, ანამ კიდევ ართხელ შეხედა თვალებ გაბრწყინებულმა და ბედნიერმა თვალებში ყურებით უთხრა: -მადლობა თორნიკე. ეს ყველფერი ნატალია დადიანმა გაიგო, რადგან მათთან გასაფრთხილებლად მიდიოდა და ცოტა შეუძლოდ იგრძნო თავი, გული ეტკინა, მიხვდა ანა ამ ყველაფერს რაღაცის გამო აკეთებდა და არა სიყვარულის, ამას ისედაც ვარაუდობდა, მაგრამ მის თვალებში დანახულ ნაპერწკალს ამჩნევდა, რომელიც რეალურად თორნიკეს ჩუმად ნათქვამი დაპირებების გამო იყო გამოწვეული.. სახეზე შეეცადა არ შეტყობოდა და მათთან მივიდა: -ბავშვებო ჩვენ სახლში მივდივართ და იქ დაგხვდებით, ახალგაზრდებმა ჯერ გააგრძელეთ. გამოემშვიდობა მათ და სახლში მისულმა მოსამსახურეს დაუძახა: -ხატია სასწრაფოდ მოდი! -გისმენთ ქალბატონო. -ეს გამომართვი და ანასტასიას ჭიქაში ჩაყარე ცოტა! -რატომ ქალბა.. -რომ მოვლენ მაშინ გააკეთე და აქდან დღესვე წახვალ! ქალაქიდანაც მისამართს მოგცემ! ფულსაც! -მე.. არ შე... -ხატია შენ გენდობი და გთხოვ!.. ბრძანებაც იყო და თხოვნაც, გოგონამ ხელის კანკალით გამოართვა და ცრემლიანი თვალებით ჰკითხა: -საწამლავია? -არა ნარკოტიკი, რომელიც იმას გააკეთებს რაც ჩემმა შვილმა უნდა გააკეთოს! ჩვენ ცოტას დავეხმარებით დამოვლენებს დავაჩქარებთ. გოგონამ შვებით ამოისუნთქა, ეგონა მკვლელობას ავალებდნენ და იმ მომენტში ეს ყველაზე მარტივი საქმე ეგონა.. ქორწილი იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ვარაუდობდნენ, ანას დაღლილობა და ნაძალადეი ღიმილი უკვე ძალიან ეტყობოდა, ამიტომ თორნიკემ სახლში წასვლა შესთავაზა: -წავიდეთ? -თუ უხერხული არ იქნება. -ადექი. ხელი მოხვია მხრებზე გოგონას და მშობლებთან დამშვიდობების შემდეგ სახლისკენ წავიდნენ. მანქანაში ანას მოკლედ უთხრა: -დღეს ნატალიასთან ვრჩებით, იქიდან წავალთ სადაც გინდა და მერე ჩვენს სახლში. -რომ არ წავიდეთ შეიძლება? -როგორც გინდა. სახლში ისევ თაფლით და სასმელით დახვდნენ, უფროსმა დადიანმა ჩვეული მედიდურობით, მაგრამ თბილად დალოცა, ჩაიხუტა კიდეც გოგონა გულში.. ხატიამ დავალება შეასრულა და ოთახში ასული ანასტასია, უკვე გრძნობდა სისხლის მოზღვავებას სხეულში, ხელიც ერეოდა და კაბის გახდა უჭირდა, თორნიკე აბაზანიდან რომ გამოვიდა, ზურგით დაუდაგა: -მომეხმარე რა.. უხმოდ შეუსრულა თხოვნა და მის ზურგს თვალი ააყოლა, ანას სხეული დაეხორკლა, რადგან მისი თითები იგრძნო, მისკენ შებრუნდა და თვალებში დაუწყო ყურება, ბევრად თამამი იყო აბაშიძე, ვიდრე ოდესმე.. კისერზე მოხვია ხელები და მამაკაცის ბაგეს მიეკრა, გამოცდელი მაგრამ სასმელით გათამამებული. თორნიკემ წელზე მოხვია ხელები და კოცნითვე უპასუხა, მაგრამ გოგონა გააჩერა, თავდახრილს სახე ააწევინა და ჰკითხა: -ტასო, დარწმუნებული ხარ? გოგონამ გაუღიმა და თავი დაუქნია, პასუხით კმაყოილმა მამაკაცმა და მის მკლავებში მოიქცია გოგონას სხეული... პ.ს. იმედია მოგეწონებათ, ბოდიში შეცდომებისთვის და პატარა თავისთვის. ველი შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.